შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე…


13-02-2017, 19:33
ავტორი tatia27
ნანახია 2 364

13 თვე… თეკლა იორდანაშვილი კერესელიძე ანი რომ გავიცანი, 7 წლის ვიყავი. ანი 9-ის იყო. მას მერე ვმეგობრობთ. ანის მეჯვარე ვარ ორივე ქორწინებისას. ზუსტად ვიცი, მესამეჯერ თუ გათხოვდა, უჩემობას ვერ აიტანს. რაც საკუთარი თავი მახსოვს იმ დროიდან მახსოვს ანიც. ჩემი ყველაზე უღალატო მეგობარია. როცა ყველაზე მეტად მიხაროდა, ჩემთან იყო და მივხვდი, გასაჭირშიც არასოდეს დამტოვებდა.
ანი ბავშვობიდან ხატავს. ბოლო დროს დიზაინერობა დაიწყო (ისევე როგორც ნახევარმა თბილისმა ამ უახლოეს წარსულში :)) მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ შევთანხმდით იმ ფერთა გამაზე, რასაც ის კოსტუმებისთვის იყენებს, მგონია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, მას მერე კიდევ მეტად დავახლოვდით.

ეს ბოლო პერიოდია, კუს ტბაზე ავიტეხე ვარჯიში. ანის ძალიან ეზარება, მაგრამ არ მაწყენინა და „ძალით ამყვა“, ამიტომ კვირაში 2-ჯერ სავარჯიშოდ თითქმის ძალით მივათრევ.
იმ საღამოს განსაკუთრებულად ციოდა. ზამთრის სუსხმა თავისი გააკეთა – სარბენ ბილიკზე ოთხად ოთხი ადამიანი დავლანდე. ისიც ძალიან შორს. სამი წრის მერე გავიყინე. წვიმაც დაიწყო. ანი არსად ჩანდა. კუთხის კაფესთან გავჩერდი და გლინტვეინი შევუკვეთე. ღრმა ნაფაზი დავარტყი და ფეხები სკამზე შემოვალაგე. მიყვარს სუფთა ჰაერზე განმარტოება. წვიმაც მიყვარს. წვიმისგან დასველებული მიწის სუნიც.
-გონდოლით მოცურავ კუსტბაზე? – ვკითხე სიცილით ანის
-ნახევარი საათია მანქანას ვერ ვაყენებ – მესმის წუწუნის ხმა ტელეფონში
-კარგად ვარჯიშობ, ვერაფერს იტყვი! – დამცინავი ტემბრი შეემატა ჩემს ხმას
-უკვე ივარჯიშე? – გაოცდა ის
-მაპატიე, რომ გელოდები 1 საათია – აღშფოთება ვერ დავმალე მე
-გაგყინე, ხო? – გუდაურის ტანსაცმელში გამოწყობილი, ქოშინით მომიახლოვდა ანი, ჩანთა სკამზე ჩამოდო და ჩემი გლინტვეინი მოსვა.
-დაახლოებით.
-ვერ გამოვეტიე სახლიდან. ლადო იყო მოსული.
-აუფ! – სახე მომერყა მე
-ხო.
-სიგარეტი გინდა? – ვკითხე ღიმილით
-მოსაწევსაც მოვწევდი ისე მომიშალა ნერვები.
ორივეს გაგვეცინა.
-რა უნდოდა?!
-შერიგება!
-წარმომიდგენია, როგორ გაგახარა! – ისტერიულად გამეცინა მე
-არადა, რა ბედნიერად ვთხოვდებოდი – სიცილით დაიწყო მან.
-შენი მეორედ გათხოვება ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო – ირონიულად დავეთანხმე მე.
-საერთოდ ვინ მოიგონა ეს გათხოვება? რა იდიოტობაა არ მესმის.
-სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სხვანაირად (ერთეული ხალხის გარდა) ბავშვს ვერ გააჩენ. ბავშვი კი ყველას უნდა ჰყავდეს.
-შვილი მაინც გამეჩინა – ამოიოხრა მან
-ყველაფერი წინ გაქვს, მოსავლელად ორი კატაც გეყოფა.
-მეზარება ვარჯიში – მითხრა შეპარვით
-აუტანელი ხარ! ერთ წრეზე მაინც წადი, მიდი! იქნებ შენი ოცნების მამაკაცი აქ მაინც შეგხვდეს – გამეცინა მე
-ძალიან მეზარება – სახეზე ხელები აიფარა მან
-მაინც წახვალ ერთ წრეზე! – თითქმის ვუბრძანე მას და სკამიდან ძალით ავაგდე.
-რა გვეშველებოდა ქართველებს ეს კუსტბა რომ არ გვქონდეს?! – ამოიოხრა ანიმ და ენა გამომიყო
-მიდი, მიდი ბევრს ნუ ლაპარაკობ!
-მაშინ დღეს ჩემთან რჩები! თუ კი-ვივარჯიშებ. თუ არა და – არა!
-არაფერი გეშველება – დანანებით გადავაქნიე თავი და მასთან დარჩენას შევპირდი.
“საბედისწერო ტელეფონი”
იმ ღამით ტელეფონი ანისთან დამრჩა, თავი რატომ არ მრჩება სადმე, არ ვიცი. სახლიდან დავურეკე და სადმე შეგხვდები, მომაწოდეთქო ვუთხარი.
-გამოვედი უკვე, ნი და გზად სადმე რომ დაგიტოვო?
-მაინც, სად? – ვეკითხები ბუზღუნით
-აი, მესამე ხეზე რომ ჩამოვკიდო, რუსთაველის გამზირზე? – გადაიკისკისა ანიმ
-რა კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან – ვუთხარი მთქნარებით.
-კაი, სადმე დაგიტოვებ, ნუ!
-ხოდა სად, შვილო, სად? – აღვშფოთდი მე
-აი, ვთქვათ რედისონში, ადმინისტრაციაში მივალ და დაგიტოვებ, აქვე ვარ.
-ოოო, მანდ რა მოვა! – ფანჯარაში გავიხედე მე და წვიმის დანახვაზე სახე მომერყა
-მაშინ იყავი სახლში შუადღემდე და რეპეტიციაზე მოგიტან!
-ვიკომ რომ დარეკოს? – კიდევ ერთხელ გავხედე წვიმას და დავიჯღანე მე
-მაშინ ჩაიცვი, გელოვანო და მოდი რედისონში! – მიბრძანა ანიმ
-სხვა გზა არც დამიტოვე და.. კარგი – ვუთხარი ორაზროვნად და გავთიშე.
მესიკვდილებოდა ზემელზე ასვლა ამ სიცივეში, მაგრამ ნუ, არ გამოვიდოდა ჩემი უტელეფონობა. ვიკო აუცილებლად დარეკავდა და გადავირეოდი, რომ არ მეპასუხა. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია, უცბად ჩავიცვი ჯინსი, საწვიმარი და სახლიდან გამოვედი.
“ნინა გელოვანი”
ნინა მეორედ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე. იმ დღეს მე ძალიან მეზარებოდა ქორწილიდან რესტორანში მისვლა, მარა იმდენჯერ დამირეკეს ბიჭებმა, მივედი! მაგიდას მივუახლოვდი და ის იყო, ხალხს უნდა მივსალმებოდი, რომ დავმუნჯდი – ჩემს პირდაპირ, მაგიდის ბოლოში ნინა იჯდა, გელოვანი.

ეგრევე უკან გადავახვიე კადრი და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რესტორანში შესვლამდე სუნამო რომ დავისხი, ქორწილიდან არცთუ ისე გადალეწილი რომ გამოვედი და ის, რომ პლასტიკურ ბარათზე ერთი-ორი ერთეული მეგულებოდა სამი ნულით.
ბიჭი ყოველთვის ხვდება რა შანსი აქვს ქალთან. უკვე გამომუშავებული მაქვს, ერთი მზერით ვხვდები.მანერით, ჟესტით, ქცევით. ნინასთან შანსი დიდი მქონდა. ამას ადასტურებდა მისი ღიმილი ჩემს ყველა ხუმრობაზე. მე მსგავსი თავისუფალი და ლაღი გოგო არც მყავდა ნანახი.ძალიან უშუალო იყო ურთიერთობაში და ძალიან მაგრად ცეკვავდა, ისეთი თავისუფალი იყო, რომ არ მცოდნოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თბილისელი იყო.
-ძალიან მაგარი გოგო რომ ხარ, იცი? – გამიღიმა ცეკვის დროს უცნობმა
-მადლობა – მთვრალი მზერა ვესროლე მის გარუჯულ სახეს
-მართლა, თბილისელი ხარ?
პირველად ვხედავ ადამიანს რომელიც გამარჯობის მერე მსგავს კითხვას მისვამს…
-ვაიმე, ვერაა ეს ბიჭი კარგად, ვინმემ მოხედეთ – სუფრაზე ჩემს მეგობრებს გავძახე სიცილით.
უცნობს გაეღიმა.
-ისეთი მაგარი გოგოხარ, თბილისელი არც მგონიხართქო, მინდოდა მეთქვა – განმიმარტა მან
-შენთვის, თუ გინდა, იტალიელი ვიქნები, არაა პრობლემა – გავიღიმე ორაზროვნად
-ასეთი თავისუფალი გოგო არც მინახავს ცხოვრებაში
-და დატყვევებულ გოგოებს სად ნახულობ 21 საუკუნეში? – გულწრფელად ვიკითხე მე.
უცნობი ისევ გაწითლდა სიცილისგან.
დასანანია, – გავაგრძელე მშვიდად – არადა ვიზუალურად არ გეტყობა რომ აფრენ.
-აი, ხომ გეუბნები, შენნაირი გოგოები არ არსებობენთქო? – თვალი ჩამიკრა მან
-ერთადერთი ვარ და ისიც შენ გეცეკვები, მიდი, ჩაიფიქრე რამე – ისევ ყურებამდე გამეხა ღიმილი.
-წამო, სადმე ყავა დავლიოთ – უცბად მომიჭრა მან
-მე უცნობებს არ დავყვები ყავის დასალევად – თავი დავიფასე მე
-ვიკო, (ლევან) ცივაძე, ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, 29 წლის – გამიღიმა მან – ხომ გამიცანი? ახლა წავედით!
-გადასარევად ხუმრობ – მის სითამამეზე ინსტინქტურად გამეცინა
-თან, მე შენ კაი ხანია გიცნობ – ასევე მშვიდად მომიჭრა მან.
-ოხ, საიდან? – სერიოზულად დავინტერესდი
-1 წლის წინ მყავხარ ნანახი ბუკიას ბაღში!
-ძნელი ყოფილა ვარსკვლავობა – ისევ გამეცინა მე
-არ გჯერა? ძალიან კარგად მახსოვს, ანისთან ერთად იყავი, კერესელიძესთან
-ანისთან ერთად ვიქნებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე საერთოდ არ მახს
-არ გახსოვარ? – გაოცდა ის – ნუ, გადავიტან მაგ ფაქტს როგორმე
ორივეს სიცილი აგვიტყდა
-ცივაძე ხომ? – გონება დავძაბე მე – რატი ცივაძის რა ხარ?
-ძმა – იყო უცნობის პასუხი.
ეოციისგან გამოვფხიზლდი.
-რაა?- არ დავიჯერე მე – ღმერთო, სადა ხარ? – რესტორნის ჭერს ავხედე და სიცილი ამიტყდა – ლიკას და გიორგის შვილი ხარ?
-საიდან იცნობ ჩემებს? – გამოშტერდა ის
ორგი და მამაჩემი კურსელები არიან, ოჯახებით ვახლობლობთ, ჰელოუ! – გიჟივით გამეცინა ისევ – და კავსაძეზე, სხვათაშორის შენ სახლში წრეში – ბურთი მაქვს ნათამაშები, რატის დაბადების დღეზე.

-როდის? – გაოცდა ის – კი მარა, მე სად ვიყავი?

-შენ? – ჩავეკითხე მას – შენ მაშინ თაფლობის თვე გქონდა
-აჰაჰა – სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა უცნობის სიცილი.
-დიახ! – ვთქვი ამაყად მე
-რა პატარაა ეს თბილისი – სიგარეტს ღიმილით მოუკიდა მან. თქმით კი, მეტი აღარაფერი უთქვამს.
-თბილისი კი, ნამდვილად პატარაა – თავი დავუქნიე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
– ჰა, დავლიოთ ყავა?
ალბათ ამ ტექსტზე ავვარდი: ) ან უბრალოდ ნასვამზე ავვარდი, ან ძალიან რომ მომეწონდა მაგიტომ, სხვა შემთხვევაში ხომ არ წავყვებოდი გაცნობიდან 15 წუთში ბიჭს ყავაზე. მაგრამ წავედი! ხომ დაუჯერებელია?! ხოდა დაიჯერეთ, ავდექი და წავედი!
-კაი, დავლიოთ ყავა – გავუღიმე მას და ჩანთა ავიღე.
-სად წავიდეთ? – მკითხა მან მას მერე რაც მანქანაში ჩავჯექით
-სადმე – მხრები ავიჩეჩე.
უცნობმა გამიცინა და მანქანა დაძრა.
-შეყვარებული გყავს? – მკითხა პატარა პაუზის მერე
-როგორ გგონია? – მეღიმება მე
-არ ვიცი – მიღიმის ისიც
-მაშინ არ გეტყვი! – ენა გამოვუყავი მას (ღმერთო, როგორ ვიქცევი!)
-მითხარი – ჩამაცივდა ის
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! – მოგონილი გაოცებით ვიკითხე მე
-უბრალოდ მაინტერესებს – ეღიმება მას
-„უბრალოდ“ არაფერი ხდება – გამეღიმა მე
-სპეციალობით ვინ ხარ ? – მეკითხება ის
-ნათელმხილველი – ყურებამდე მეხევა სიცილი მე
უცნობი გადაყირავდა სიცილისგან
-მაშინ მიმკითხავე მომავალი – მთხოვს ის
-დამსახურება უნდა მაგას – თავი დავიფასე მე
-გადავიხდი, დეიდა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე – ისევ მთხოვს ის
-მოვიფიქრებ – გამეცინა მე
-მართლა, პროფესიით რა ხარ, მითხარი!
-მსახიობი ვარ – დავსერიოზულდი მე
-აუ, მეთქი საიდან მეცნობი – სახე გაუბრწყინდა მას
-სარეკლამო ვიდეო რგოლში ხარ გადაღებული – გაიხსენა მან
-რგოლებში – შევუსწორე მე
-ხახახა- ძალიანაც არ აგივარდეს თავში – მითხრა მან
-გუშინ არ დავბადებულვარ, რამენაირად! – გავაგრძელე გრაციოზულად – შენ რას საქმიანობ?
-მე ბანკში ვმუშაობ – მითხრა მან
-რას აკეთებ? – დავინტერესდი მე და სიგარეტს მოვუკიდე
-ბანკის დაცვაში ვარ – იყო პასუხი.
სიგარეტის კვამლი გადამცდა და ხველა ამიტყდა.
ო, ღმერთო! რატომ! ღმერთივით ბიჭი და რაღა დაცვაში! – გავიფიქრე ჩემთვის
-რომელ ყავას დალევ ?- მკითხა მან და ღია კაფესთან გააჩერა.

უხერხულად შევიშმუშნე. დაცვის ბიჭს რამე იაფიანი უნდა შევუკვეთო, მე რომ გადავიხადო შერცხვება,

არადა…. რატომ, რატოომ!!!! – საკუთარ თავს ვეჩხუბები შინაგანად
-ამერიკანოს – ვთქვი ბოლოს (ჰაჰა, 3 ლარის თემაა – გავიფიქრე ჩემთვის).
უცნობმა გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
დაცვის ბიჭისთვის ახალი BMw ცოტა მეუცნაურა. ასევე მეუცნაურა ძვირფასი პარფიუმის არომატი.
რა-რა და, პარფიუმსა და ბრენდებში გადასარევად ვერკვევი. არაფერი არაა იმაზე ცუდი, როგორც დაბალი ხარისხის სუნამო. ლევანს კი აშკარად კარგი რაღაც ასხია, მგონი სულაც დიორია, კი, ზუსტად ეგაა – HOMME და თქვენ წარმოიდგინეთ ტუალეტის წყალი კი არა, არც მეტი-არც ნაკლები, პარფიუმი!!!
-წესით, გემრიელი უნდა იყოს – ყავა გამომიწოდა მან
-გემრელია – ვთქვი მე ყავა მოვსვი თუ არა – ძალიან დიდი მადლობა! – შემეცოდა მისი ბიუჯეტი.ალბათ მაქსიმუმ 500 ლარი აქვს ხელფასი – ვფიქრობ ჩემთვის და სახეს საცოდავად ვჭმუხნი, რა გაუჭირდათ ცივაძეებს ასეთი, დაცვაში რომ ამუშავებენ შვილს.
-მიხარია, თუ მოგწონს – ხომ არ გვეჭამა?!
-უი, არა – ისტერიულად დავიკივლე მე
-რატომ? – ჩემი ისტერიით ცოტა გაოცდა ის
-არ მშია- მხრები ავიჩეჩე – ძალიან დავიღალე და სიმართლე გითხრა, სახლში თუ დამტოვებ, ძალიან გამიხარდება – ბენზინი გაქვს? – ვიკითხე ფრთხილად
-ბატონო ?- ვერ გაიგო მან
-ბენზინი თუ გაქვს – სიცილით გავიმეორე მე
-რა კითხვაა, რა იყო, ქობულეთში ხომ არ უნდა დაგტოვო?! – სიცილი აუტყდა მას
-ბობოყვათში! – სერიოზული სახე მივიღე მე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ისტერიული სიცილი ამიტყდა მეც
-ხომ ხარ ღირსი, მართლა წაგიყვანო და იქ ჩამოგსვა? – თავი კმაყოფილად დამიქნია მან
-პლეხანოვზე თუ შეიძლება – ვთქვი გრაციოზულად

-კარგი, არის! – გაიღიმა მან და ელბაქიძეზე ჩაუხვია.
სახლში გაღიმებული ავედი. ღამითაც გაღიმებულს მეძინა!
“კატებიანი სახლი”
ანი ატენზე ცხოვრობს, ქონგურებიან სახლში. ბავშვობის მოგონებებიდან მხოლოდ ეს სახლი მახსოვს, ვეებერთელა, სვეტებიანი სახლი. რაღაცით ცოტა ოპერის ფოიეს რომ ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. ანის ბაბუა, აკადემიკოსი ზურაბ კერესელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მუშაკი იყო. მახსოვს, საღამოობით მე და ანის როგორ გვასწავლიდა ზურა ბაბუა ჭადრაკს, როგორ გვიყვებოდა საქართველოს ისტორიას. მახსოვს, რომ ადუღებდნენ ძველი სამოვარით ჩაის და როგორ აცხობდნენ ტკბილ ქადებს. თუ კარგად მოვიქცეოდით, ფრჩხილებზე ლაქსაც გვისმევდა ანის მამიდა, ანა კერესელიძე, რომელმაც, საუბედუროდ, ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, მხოლოდ ფრჩხილზე ლაქის წასმა იცოდა. ანის მშობლები წლებია გერმანიაში ცხოვრობენ. ბებია- ბაბუა, 5 წლის წინ გარდაიცვალნენ. ანი ახლა მარტო ცხოვრობს. 2 უიღბლო ქორწინების შემდეგ, ცოტახანი სიმშვიდე არჩია და აგერ უკვე 6 თვეა, მარტოა. ქმრები რომ მობეზრდა, ორი სიამის კატა (კაცმა არ იცის სად, იშოვა) აიყვანა და მათთან ყოფნით ერთობა. ზამთრის საღამოებს თითქმის სულ ანისთან ვატარებთ. ისევ ვადუღებთ სამოვარით ჩაის და ისევ ტკბილეულს მივირთმევთ. ანი გიჟდება თეატრზე, ყველა ჩემს სპექტაკლს სიხარულით ესწრება, ხშირად-რეპეტიციასაც. არაჩვეულებრივი გემოვნება და ხედვა აქვს. მიყვარს როცა დიდხანს ფიქრობს და მერე უცბად მეტყვის: „მეორედ რომ გამოხვედი სცენაზე, სხვა ფერის ტუჩსაცხი გესვა და მე ძალიან მომხვდა თვალში, პირველ მოქმედებაში მალისფერი იყო, მეორეში- წითელი, ხოდა, ჩამოყალიბდი, ნინა, მაყურებელი ამ ყველაფერს შეამჩნევს“. ისტრიული სიცილი მიტყდება და ვეხუტები მას.
-რა გაცინებს, მართლა, სერიოზულად! – თავს იმართლებს ის
-კიდევ, ის ბიჭი გეპრანჭება, შენი პარტნიორი!
-ოო, დაიწყე ახლა, ისევ…
-არ დამიჯერო, არა – თავს უკმაყოფილოს აქნევს ის და სიგარეტს აბოლებს გრაციოზულად
-რაღაც ვერ ხარ, ხო? – მეკითხება უცბად ღიმილით
პასუხის გაცემის ნაცვლად გავჩუმდი
-ნინა?! – მეკითხება ისევ მშვიდად ის
-ერთი ბიჭს მოვწონვარ – ამოვღერღე მე
-აუფ! ვის? – მეკითხება ის და ყავას მისხამს
-აუ, არ მკითხო!
-ვის? – ჩაის კოვზე დაინიავა მან
-რატი ცივაძის ძმას – ვთქვი და სიცილი ამიტყდა
-ხო არ აფრენს? – ტუჩთან მიტანილი ყავა წამით გააჩერა მან და მერე ოდნავ მოსვა
-აფრენს!
-მერე?
-არაფერი, იმ დაბადების დღის მერე სულ მეხმიანება.
-წავიდეს, ცოლს მიხედოს – ხმა გაუმკაცრდა ანის
-ხო – ვთქვი ორაზროვნად

-მაგ საღამოს ყველანი ძალიან მთვრალები ვიყავით, იქნებ მოგეჩვენა?!
-შეიძლება – გავიღიმე მე
-ნინა, შენც მოგწონს? – თვალებში ჩამხედა მან. იდიოტივით გავიცინე.
-როგორ უნდა მომეწონოს, ცოლიანი ბიჭი?!
-რა ვიცი, იქნებ გამოშტერდი?! – გაიცინა მან
-არა, მე არ ვშტერდები – თავი დავიმშვიდე მე
-ფრთხილად იყავი – მითხრა მან და ყავა მოსვა – ცოლზე არაფერი უთქვამს?
-რა უნდა ეთქვა? – გადავირიე, მე
-რა ვიცი, მაგალითად ის, რომ უბედურია – ღრმა ნაფაზი დაარტყა მან და იქვე მწოლიარე კატა კალთაში ჩაისვა.
-ხო, ყველა ცოლიანი კაცის სტანდარტულად გულისამაჩუყებელი მონოლოგი – დავეთანხმე მას
-რომ არ გაუმართლათ და რომ ძალიან უჭირთ ასე ცხოვრება – პათოსით თქვა მან
-ხო, ვითომ სახლშიც დივანზე რომ ძინავთ – ეგ კატეგორია.

-ბეჭედს რომ იხსნიან შენთან მოსვლამდე და თითზე მაინც რომ ეტყობათ ბეჭდის „რაზნიცა“

-ჰაჰაჰა – გადავყირავდი სიცილისგან

-ან ჯიბეში რომ ინახავენ – არ გაჩერდა ანი
-ან მანქანაში სიჩქარის გადამრთველთან რომ უგდიათ – ხმამაღლა გადავიკისკისე მე
-ერთუჯრედიანები! თითქოს თბილისში ვინმე რამეს დამალავს.
-აბა! – დავეთანხმე მე
-ხოდა რაო, კიდე რა თქვა ?! რომ ცეკვავდით კი დავინახე, ისე
-რა ვიცი.. არაფერი, რა მაგარი გოგო ხარო – გაგიჟდა
-კაი ერთი-თქო – კატა ჩაიხუტა მან – წავიდეს, გაიაროს! რატის რომ გირიგებენ მთელი ცხოვრება მისი მშობლები, თუ იცის?
-საიდან უნდა იცოდეს? – გავიცინე მე – ასი წელია მშობლებთან არ უცხოვრია
-მაინც, ძალიან მაინტერესებს, რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნება – თვალები ეშმაკურად აუციმციმდა მას
-შენ იცნობ მაგის ცოლს, ხო?
-ვიცნობ რა, 2 ჯერ მყავს ნანახი, ლადოს დასთან მეგობრობდა, იქიდან მახსოვს.
-როგორია?
-არანაირი – გაიცინა მან
-მაინც?
-ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული – მხრები აიჩეჩა მან

-რა უცნაურია – გამეღიმა მე
-მე ვიცი, ძალიან შეჭამა ეს ბიჭი და მაგიტომ აერიათ სიტუაცია.
-ხო, მეც ეგრე ვიცი, ძალიან ეჭვიანი იყო.
-უიმე, ერთხელ ცხოვრობ და ისიც ფეხზე რომ გყავს ძაღლივით გამობმული კაცი, რა მარაზმია?!
-არ მესმის – მხრები ავიჩეჩე მე
-ეგ რა ურთიერთობაა, არ ვიცი… რად გინდა საერთოდ ისეთი, ვისაც არ ენდობი.

-შეიძლება უბრალოდ იმ გოგოს რაღაცეები ეჩვენებოდა, ზოგი ხომ ძალიან ეჭვიანია?
-ეგეთი ეჭვიანი როცა ხარ, ეგ იმაზე მეტყველებს, რომ შენ გაქვს პრობლემა – მეორე ჭიქა ყავა დაისხა მან, არა?
-ხო, აბა რა – დავეთანხმე მე
-კომპლექსია ეგ – გაიღიმა მან – არ უნდა? კარგად იყოს!
-შენ ნამეტანი ხარ, ანი! – გავიცინე მე
-ნუ იგონებ – თვალები მოჭუტა მან – გადასარევად იცოდა ჩემმა ქმარმა, რომ ალერგია მქონდა სმაზე. ვერ შეიგნო უბრალოდ და ნერვი აღარ მქონდა მასთან ყოფნის.
-ძალიან არ გყვარებია, მარტო მაგის გამო დაშორება არ მესმის – აღვშფოთდი მე
-მიყვარდა, მაგრამ ჩემი თავი უფრო მიყვარს – გააგრძელა კატის ფერება მან – თან მარტო ეგ ფაქტორი არ იყო – დაამატა პატარა პაუზის შემდეგ.
-აბა რა იყო? – სპეციალურად ჩავეკითხე მას
-ნუ, იყო რაღაც-რაღაცეები – სიტყვა ბანზე ამიგდო მან – მაგრამ, ჯერ ერთხელ გათხოვება რა არის ხომ აზრზე ხარ და მერე, მეორედ რომ თხოვდები, როგორ უნდა აფრენდე?! – გაიცინა მან

-ხო, ნუ ხდება – ყავა მოვსვი მე
-ხოდა, გონებით იცხოვრე, თორე მარტო გული გაგაჭენებს და ვერ დაიმორჩილებ მერე თავს – გამაფრთხილა მან
-არა, არაფერი არ იქნება. კარგი საღამო გავატარეთ და დავიშალეთ – გავიღიმე მე და საერთოდ გადავიფიქრე დაბადებისდღის შემდეგ განვითარებული ისტორიის მოყოლა.
-ხო თან ისეთი ახლობელი ოჯახია, სისულელეა მაგაზე ფიქრიც კი – თვალი ჩამიკრა ანიმ და კატას ცხვირზე აკოცა.
“მერე…”

ვიკომ მოუხშირა ჩვენთან მეგობრობა. ის საღამო მე სამუდამოდ დავივიწყე. უფრო სწორად, ვიფიქრე, რომ მისი ჩემდამი სიმპატია, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო.

ფანტაზიის, ან გადაჭარბებული ალკოჰოლის



№1  offline წევრი tatia27

dreamer14
ეს თეკლა იორდანაშვილის მოთხრობაა და
წაკითხულიც კი მაქვს.
იმედი მაქვს პლაგიატობას არ აპირებ :)

თავშივე აქვს ავტორი მითითებული ასე რომ თვალები კარგად გაახილე :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent