ის,რაც არ მეკუთვნოდა (თავი 5)
მას შემდეგ რაც ექიმთან ვიყავით,ნელ-ნელა ვცდილობდი ხელჯოხის გარეშე გამევლო.პატარა ბავშვს ვგავდი,რომელიც ახლა სწავლობს გამართულად სიარულს,თუმცა ნაბიჯის თამამად გადადგმის ეშინია და თუ ახლო-მახლოს რამე ხელმოსაჭიდი არ ეგულება,საჯდომით ენარცხება მიწაზე.ამ ბოლო პერიოდში მივხვდი,რომ ჩემი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ერთმანეთს ძალიან ჰგავდა.ცხოვრებაშიც ხომ მიჭირდა თამამი ნაბიჯების გადადგმა,ცხოვრებაშიც ხომ პირველად ვსწავლობდი სიყვარულის ენას,თუ როგორ მევლო სწორი გზით,ისე რომ ფეხი არ დამცდენოდა. როდესაც თავი უკეთ ვიგრძენი,გადავწყვიტე სიკეთე გამეკეთებინა და მე თუ არა,ჩემი საყვარელი ადამინები მაინც გამებედნიერებინა.მარიამის ტელეფონიდან ჩუმად ამოვწერე გიორგის ნომერი და როდესაც ცარიელ კედლებში მარტო დავრჩი,ვაჟბატონთან დავრეკე. -ალოო! -ძალიან უნამუსო ბიჭის ხმა მესმის,არა სიძეობას თუ მიპირებ მაშინ ასე არაფერი გამოგივა-მივაყარე სიცილით,აჟიტირებულმა. -ელენე შენ ხარ? ოჰჰ,არ იცი როგორ მრცხვენია,მაგრამ მარიამის უფრო მერიდებოდა ვიდრე შენთან მოსვლის.ბოდიში,აუცილბლად გამოვასწორებ!-დარცხვენილი გიორგი ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს. -ხო და ჩემო გიო,თუ გინდა რომ გაპატიოს ელენემ,მაშინ დღეს შვიდისთვის ჩემთან გელოდები. -სამსახურს რომ ცხრაზე ვამთავრებ? -მაშინ უფროს სთხოვე რვაზე გაგანთავისუფლოს,ავადმყოფი მყავს სანახავითქო.გეგა ხო იცი რა ჯენტლმენია,აუცილებლად დაგთანხმდება! -ოხ ელენეე,ეგ ენა რომ არ გქონდეს-ჩაეცინა ჩემი მონდომებით გახარებულს. -აბაა? რას იზამ?მოხვალ თუ შენს სიძობაზე უარი ვთქვა? -კი კი მოვალ,რას ქვია უარი თქვა! -ხო და ძალიან კარგი,დღეს რვაზე გელოდები! მისამართს მოგწერ. გიორგისთან საუბრის შემდეგ ეგრევე მარიამთან დავრეკე და ისიც ჩემთან დავიბარე.შემდეგ ყველა სწრაფი კვების ობიექტში დავრეკე და რისი სახლში მოტანაც შეიძლებოდა ყველაფერი შევუკვეთე.რადგან დიდხანს ფეხზე დგომა და საჭმლის კეთება ჯერ კიდევ არ შემეძლო.ზუსტად რვისთვის სუფრა გაშლილი მქონდა,წითელი სანთლებიც ავანთე და სრული რომანტიკული გარემო შევქმენი.ცხრის წუთები იყო,კარზე ზარის ხმა რომ გავიგე,მეც აჟიტირებული ისე გავიქეცი კარისკენ ნატკენი ფეხი აღარც მახსოვდა.კარებს იქით კი გაოცებული სახეებით იდგა ორივე. -თქვენ ერთმანეთი სად ნახეთ? -შენს სადარბაზოში შემხვდა,რას წარმოვიდგენდი აქ თუ მოდიოდა-გაოცებულმა მარიამმა თვალები დამიბრიალა. -გიორგი დღეს ჩემი სტუმარია და შეგიძლია მეტი სითბო გამოიჩინო-კარებში დაყუდებულ მარიამს ოთახისკენ ვუბიძგე და გიოც შემოვიპატიჟე.ორივეს გაოცებული სახეების ყურება ერთ რამედ ღირდა. -გთხოვთ,მობრძანდეთ სუფრასთან! -ელენე,ამდენი რამის გაკეთება როდის მოასწარი? -მზა ვიყიდე,ეგღა მაკლდა თქვენ გამო ამდენი მეწვალა-გავუღიმე ჩემ დაქალს,თან ორივე ერთმანეთის გვერიგვერდ დავსვი,მე კი წინ მივუჯექი.მამაჩემის გამოხდილი სუფთან შავი ღვინო გავხსენი და გიორგის ვთხოვე რომ დაველოცეთ.მანაც როგორც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეშვენის დალოცა თავისი ფეხი ჩემ ოჯახში.რადგან წამლებს ვსვამდი,დალევა ცოტა ხნით მეკძალებოდა,ამიტომ მივმართე გეგმა ბ-ს.ორივ გვრიტს ჩუმ-ჩუმად იმდენი ღვინო ვასვი,სანამ კარგად არ შევათვერი. -გიორგი,ყანწი გამივსე!-შევყვირე ცოტათი შეწითლებულ სასიძოს. -შენ რა ყანწის დალევას აპირებ?-თვალები ლამის ბუდიდან გადმოუვარდა მარიამს. -მაცადეთ ქალბატონო! ისეთი რაღაცის სადღეგრძელო უნდა შევსვა,რომ პატარა ჭიქას ვერ ვკადრებ!-გავსებული ყანწი მომაწოდა გიორგიმ და მეც ყელი მოვიღერე. -ამ ჭიქით მინდა,იმ გრძნობის სადღეგრძელო დავლიო,რომელიც ადამიანს საღად აზროვნების უნარს დააკარგინებს.მეცნიერულად დამტკიცებულია,რომ როდესაც ვინმე გვიყვარს,ჩვენ მის მინუსებს ვერ ვამჩნევთ,რადგან ლოგიკურ აზროვნებაზე პასუხისმგებელი მარცხენა ნახევარსფერო მის მიმართ დროებით "ჩუმდება" და კრიტიკულად აზროვნების უნარს უთიშავს ტვინს.ამიტომაც ჩვენი რჩეული გვიყვარს ისეთი,როგორიც არის.ერთხელ ისიც წამიკითხავს,სიყვარულს კოკაინის ეფექტი აქვსო.წარმოგიდგენიათ? შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ნივთიერება გამოიყოფა,რომ ტვინის თორმეტ უბანს ერთდროულად ააქტიურებს და იგივე ეფეტი აქვს,რაც კაიფის დროს. ხო და მოდით იმ"კაიფს" გაუმარჯოს,სიყვარული რომ ჰქვია,ათასობით წიგნი რომ იწერება მასზე და ადამიანები დღემდე მის ტყვეობაში რომ არიან.გაუმარჯოს სიყვარულს და ამის ნათელ მაგალითს,თქვენ!-ჩემი სადღეგრძელოთი აღფრთოვანებულმა წყვილმა ჯერ გაოცებით მომზირალი თვალები დაახამხამეს,შემდეგ ერთდროულად შემოსცხეს ტაში და ბოლოს რომ გაიაზრეს რაც ვთქვი,ორივემ ბოროტული მზერა მსტყორცნა. -მოიცა რაო? რა თქვი?ჩვენ რა შუაში ვართ? გინდ თქვა,რომ მე და გიორგი...?-აღშფოთებული მარიამი ხან მე მიყურებდა და ხან გიორგის.ეს გოგო სიმთვრალემაც ვერ მოტეხა მგონი. -მარიამ დაწყნარდი,დროა ერთმანეთს გამოუტყდეთ,ასე არაფერი გამოვა.მე ხომ გხედავთ,როგორ უყურებთ ერთმანეთს,როგორ ზრუნავ გიორგიზე და პირიქით! -მარიამ მგონი ელენე მართალია-არის ღმერთო,როგორც იქნა ამ ბიჭმა ენა ამოიდგა-დიდი ხანია ამის თქმა მინდოდა,მაგრამ მეშინოდა რომ დაგკარგავდი.თუმცა ახლა ვხვდები,რომ გაურკვევლობა დამღალა და ჯობია ეს გავაკეთო.მარიამ,ჩემო ძვირფასო,მიყვარხარ ძალიან!-ატირებულმა მარიამმა ჯერ მე გადმომხედა,მერე გიორგის,მერე ფეხზე ადგა და ძლიერად ჩაეხუტა სიძე კაცს.ისეთი საყვარლები იყვნენ,ლამის მეც ავტირდი. ერთმა კვირამ მალე გაიარა,უკვე გამართულად დავდიოდი და არც რამე ტკივილი მაწუხებდა.გიორგი და მარრიამი კი იმ დღის შემდეგ გვერდიდან არ მშორდებოდნენ.ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით და პირის გახევამდე ვიცინოდით ხოლმე.გეგაზე ფიქრი მხოლოდ მაშინ შემომიტევდა,ჩემ ოთახში სრულიად მარტო რომ აღმოვჩნდებოდი და ფიქრები ელვის სისწრაფით მოაწყდებოდნენ ხოლმე ტვინს.ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე,რომ სავარჯიშოდ სხვაგან მევლო,იქნებ ამით მაინც დავსხლტომმოდი გეგას კლანჭებს,მარამ ვიცოდი ამას მარიამის დაკითხვა მოჰყვებოდა და აუცილებლად გამომიჭერდა,თუ როგორი უსირცხვილო დაქალი ჰყავდა.კვირა დილა იყო,ადრიანად აწკრიალებულმა ტელეფონმა რომ გამაღვიძა. -ელენეე,გაღვიძების დროაააა!-ჩემი დაქალის წიკვინი და გიორგის როხროხი მესმოდა ყურმილს იქით. -იმედია გათხოვდი და იმიტომ გამაღვიძე! -არა ელიკოოო,ვერ გამოიცანი! -ხომ იცი მაგ სახელს ვერ ვიტან და სათქმელს თუ მალე არ იტყვი,გავთიშავ! -უიმეეე,კაი ხოო,რა უჯმური ხარ.კაცის ხელი გაკლია,გეტყობა-კისკისებდა აჟიტირებული ჩემი დაქალი. -მარიამ!-შევყვირე უკვე მოთმინება დალეულმა. -კაი ხოო,მოკლედ ჩვენი უფროსობა კორპორატიულ საღამოს აკეთებს და გვინდა რომ შენც წამოხვიდე! -მერე მე რა შუაში ვარ,მანდ ვმუშაობ თუ რა ხდება? -ვაიმე რა გჭირს,მე და გიოს გვინდა რომ ჩვენ გვერდით იყო,ნუთუ ასეთი რთულია რომ წამოხვიდე! გთხოვთ და არ გვაწყენინო!-ისე მოისაწყლა თავი,რომ უარი ვეღარ ვუთხარი. დარჩენილი რამოდენიმე დღე ჩემმა დაქალმა შემიკლა.ყველა მაღაზია მომატარა,რომ ჯერ თავისი ოცნების კაბა ენახა,შემდეგ კი ჩემთვის შეერჩია რაღაც.ბოლოს როგორც იქნა,მუქი შინდისფერი კომბინიზონი ვიყიდე.წელში გამოყვანილი,წვრილ ბრეტელზე და ზურგზე მთლიანად ამოღებული.ქვევით კი გაშვებული იყო.მარიამმა ასევე საკუთარი ხელით გამიკეტა ულამაზესი მაკიაჟი,ჩემი წაბლისფერი თმა მაღლა ნაზად ამიწია და ბოლოს შავ ქუსლებზეც შემაყენა.სარკეში ჩახედვისას იმდენად ვერ ვიცანი ჩემი თავი,რომ ცოტა შემეშინდა.შემდეგ ამ სილამაზეს თვალი მივაჩვიე და მიხვდი,რომ ახლა ნამდვილ დახვეწილ,სექსუალურ,ლამაზ ქალს ვგავდი.სიამაყემ თავდაჯერებულობა შემმატა და ბედნიერი ღიმილით დავტოვეთ სახლი.გიორგი და მარიამი კლასიკურ ფორმაში ისეთი ლამაზები და საყვარლები იყვნენ,რომ თვალს ვერ მოწყვეტდით.სიძე კაცმა მანქანა რესტორნის სადგომზე გააჩერა,შემდეგ კი ორივეს ხელკავი გაგვიყარა და დარბაზისკენ დავიძარით.ჩემი თავით იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული,რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი მყარი და ამაყი იყო.რესტორანში შევედით თუ არა,წამსვე ვიგრძენი ხალხის მზერა,რამაც კიდევ უფრო გამიმყარა თვითკმაყოფილების შეგრძნება და მეც უფრო გავიმართე მხრებში.გიორგიმ მაგიდამდე მიმაცილა და შემდეგ მარიამთან ერთად სხვა თანამშრომლისკენ წავიდნენ.მეც გამართული და ამაყი ვიჯექი სკამზე და თვალებით გეგას ვეძებდი,ბევრი წვალებ არც დამჭირვებია.მაგიდიდან ოდნავ მოშორებით იდგა,საშინლად უხდებოდა მის ნავარჯიშებ და ოდნავ გარუჯულ კანს თეთრი პერანგი და შავი დახვეწილი სმოკინგი.აი სპორტულ ფორმაში ხომ რაღაც სასწაული იყო ეს კაცი,მაგრამ ამ სანახაობამ საერთოდ გამაოცა.წამით წარმოვიდგინე,როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ახლა მის გვერდით რომ ვმდგარიყავი და ერთად მიგვეღო სტუმრები.მერე გავიაზრე,რომ მასთან მე კი არა ქალღმერთი თათია იდგა,რომელსაც ღია კრემისფერი,ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა,შავი ძუასავით თმა მხრებზე დაეყარა და თავდაჯერებული მომხიბვლელად უღიმოდა თითოეულ სტუმარს.ხალხით ნელ-ნელა ივსებოდა მაგიდა,გეგა და მისი ქალბატონი კი დაჯდომას ჯერ არ ჩქარობდნენ,მერე დავინახე როგორ გავიდა თათია და ცოტა ხანში ბავშვთან ერთად დაბრუნდა.ოთხ წლამდე ბიჭუნა კაცურად მოჰყვებოდა დედამისს,თათიასავით შავი თმა უკან საგულდაგულოდ გადაევარცხნა და გეგასკენ ბედნიერი მიდიოდა.კარგად დავაკვირდი და მივხვდი რომ თხელი ტუჩებითა და სწორი ცხვირით ძალიან ჰგავდა მამას,კაცს რომელიც ჩემი შვილის მამა უნდა ყოფილიყო.რა მეგონა? რა თქმა უნდა,მათ ჰქონდათ ბედნიერი ოჯახი და ჰყავდათ უსაყვარლესი შვილი,რომელსაც ძალიან უყვარდა მშობლები.იმედგაცრუებამ,ტკივილმა,უუნარობამ ხელი ერთდროულად დამრია,ყელში დიდი ბურთი ვიგრძენი,რომელიც წამში გასკდებოდა და თვალებიდან ცხელ სითხეს გადმოღვრიდა.ყელში გაჩხერილი ბურთის გადასაყლაპად,სწრაფად ვკიდე ღვინის ბოკალს ხელი და სულმოუთქმელად გამოვცალე მასში ჩასხმული შავი სითხე.იმედენად ვიყავი ემოციების ქვეშ,რომ უკვე სათვალავი ამერია მერამდენე ჭიქას ვსვამდი.ხალხი ჯერ სუფრასთან არ დამსხდარიყო,მე კიდევ უკვე ლოთივით გამოვთვერი და ყველაზე დაბოღმილი თავს აქეთ-იქით ვაქანავებდი.ჩემს სტიქიაში ვიყავი,შიშველ მხარზე ვიღაც ნაზად რომ შემეხო. -თქვენ ელენე ხომ?-ალკოჰოლისგან დამძიმებული თავი ძლივს ავწიე,რომ ჩემ უკან მდგარი თათია დამენახა. -დიახ და თქვენ თათია ხომ? -დიახ,დიახ! ძალიან გამიხარდა თქვენი აქ ნახვა-არ მომჩვენებია მაგრამ ეს ქალი გულწრფელად მიღიმოდა-ფეხი როგორ გაქვთ?-გაკვირვებულმა ჩემ ფეხს დავხედე და მერე გამახსენდა რომ ნაღრძობი მქონდა. -აააჰ,მადლობა,მომირჩა,აღარც ტკივილები მაწუხებს და გამართულადაც დავდივარ უკვე! -ძალიან მიხარია,რომ უკეთ ხართ!გეგამ ისე ინერვიულა თქვენზე,ბოლოს ასეთ დღეში მაშინ ვნახე ალექსანდრე რომ ცუდად გაგვიხდა! -უკაცრავად ვინ? -ალექსანდრე,ჩემი შვილი! -ააჰ,ის პატარა ბიჭუნა ხომ? ძალიან საყვარელი შვილი გყავთ,თქვენც გგავთ და მამასაც-ამ სიტყვების თქმის დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი ყელში დიდი ბურთის არსებობა და ცრემლები კვლავ მომაწვა. -უკაცრავად მაგრამ,ჩემ ქმარს საიდან იცნობთ?-ისეთი გაკვირვებული მიყურებდა,ამ ქალის ფსიქიკურ მდგომარეობაზე დავფიქრდი ცოტა ხნით. -კი მაგრამ გეგას ხომ ვიცნობ? -მოიცააა,არაააა! არ არსებობს-ქალმერთმა იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა-შენ რაა გეგა ჩემი ქმარი გეგონა? ვაიმე ელენე რა საყვარელი ხარ! -მოიცა,რა არ არის თქვენი მეუღლე?-გაკვირვებისა და სიხარულისგან,ახლა მე ვიცინოდი გიჟივით. -არა საყვარელო,გეგა ჩემი ძმაა! ისე კი გამიკვირდა,ეს გოგო ესე გაბრაზებული სულ რატო მიყურებსთქო და თურმე რა ყოფილა მიზეზი!-ამის თქმა იყო და ჭარხალივით გავწითლდი. -ღმერთო ჩემო,ნუთუ ასე მეტყობა? -დაწყნარდი,მე არ გაგცემ.ჩემი ძმა კიდევ ვერ ხვდება მგონი ვერაფერს და დროა ცოტა მიახვედრო-თათიამ მეგობრულად,ნაზად დამკრა მხარზე ხელი და გამცილდა.სანამ მომხდარს გავაანალიზებდი და სიხარულით კიდევ ერთხელ ავიჭრებოდი ცაში,გიორგი მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა.მეც გეგას საეჭვიანებლად შესანიშნავი შანსი მეძლეოდა,ამიტომ თამამი და ამაყი ნაბიჯით გავყევი სასიძოს სცენის შუაგულისკენ და ნაზი ტანის რხევით დავიწყეთ ცეკვა.ზურგზე ვგრძნობდი ვაჟბატონის მწველ მზერას და საშინლად მსიამოვნებდა,მისი დაჭიმული კისრის ყურება.მერე დავინახე როგორ ააყენა თავისმა დამ და ცეკვით სცენისკენ წამოიყვანა.გვერდით ამოგვიდგნენ და ჩვენთან ერთად დაიწყეს ცეკვა,მერე თათიამ გიორგის სთხოვა რომ წყვილები გაგვეცვალა და ასე აღმოვჩნდი გეგას მკლავებში.მთელ ორგანიზმში დიდმა ტალღამ გაიარა,როდესაც შიშველ მხრებზე მისი მხურვალე ხელები შემეხო,კისერთან კი მისი სუნთქვა ვიგრძენი.სრულ ტრანსში მაგდებდა მისი სურნელი,რომელიც ნესტოებს მიწვავდა და ფილტვებს მივსებდა იმ ჰაერით,რომელიც გეგას ეკუთვნოდა.ვცეკვავდით ნელა,მთელი ვნებით,თითქოს არავინ არსებობდა ჩვენ ირგვლივ.მერე ვიგრძენი როგორ დამწია ოდნავ უკან და თვალებში ჩამაშტერდა,მიმზერდა თავისი შავი,ვნებამორეული თვალებით.მერე კი რამდენიმე ბგეა მოსწყდა მის ბაგეებს: -ისეთი ლამაზი ხარ,რომ აღმაგზნებ!-ჩემი მომხიბვლელობით გათამამებულმა,ცოტა წამაიმუნება ვსცადე. -ამ დაბაზში მყოფი მამაკაცების უმეტესობასაც აღვაგზნებ!-ცალი წარბი იორნიულად ავზიდე და ქვევიდან ავხედე. -გიორგისაც აღაგზნებდი?-გაბრაზებულმა გამოსცრა კილებს შორის-იქნებ გერჩივნა მასთან გეცეკვა! -სიმართლე გითხრათ თავს მასთან უკეთ ვგრძნობდი! -ჩემს ნერვებს ნუ სცდი,ელენე!შეიძლება გიორგის აღაგზნებდი,მაგრამ შენ მხოლოდ ჩემს შეხებაზე კარგავ გონებას-ყურთან ახლოს მიჩურჩულა და თან საჩვენებელი თითი ზურგზე მომატარა,რათა თავისი ნათქვამი დაემტკიცებინა. -მგონი ეჭვიანობ,რას იტყვი?-სასმელისგან და ამდენი ემოციისგან გათამამებულმა,ორმაგი გამბედაობა ვიგრძენი. -რაც გინდა ის დაარქვი,მაგრამ ასე მხოლოდ მე მაქვს შეხების უფლება-თან მეჩურჩულებოდა და თან მარჯვენა ხელი საჯდომზე მომიჭირა.ვნებამორეულს კვნესა დამცდა ტუჩებიდან,ამან კიდევ უფრო გაახელა და თავისი ცხელი ტუჩები ყელთან მომაბჯინა.მერე უცებ გონს მოვედი და შექმნილი ვითარებისგან კმაყოფილმა,მეც ყურში ვუჩურჩულე. -ისე რომ იცოდეთ და მეორედ უმიზეზოდ არ იეჭვინოთ,გიორგი და მარიამი შეყვაებულები არიან!-თავდაჯერებულად გავუღიმე და სწრაფად გავშორდი.საპირფარეშოსკენ მიმავალს კი მისი ხმა დამეწია. -ამის გამო მწარედ დაისჯები ელენე! პ.ს. ბოდიში დიდი დაგვინებისთვის და მადლობა დიდი თითოეულ თქვენგანს,ამდენი თბილი სიტყვისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.