შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ დაშვებული შეცდობა(10 თავი)


13-02-2017, 22:01
ავტორი Medison
ნანახია 1 921

*თავი 10*
ნიკას სამზარეულოში შევყევი და მაგიდას მივეყუდე.აუჩქარებლად გადმოიღო მაცივრინდან პროდუქტები.კი მაგრამ ამდენი რამ აქ რათუნდა?ნუთუ წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული ?
-აქ ხშირად მოდიხარ?
-ჩემების სახლია -პროდუქტების გადმოლაგება დაასრულა და გამზადებას შეუდგა.
-აქ ცხოვრობენ?-ახალი სიახლისგან დამფრთხალმა ამოვიკნავლე.
-ნუნერვიულობ,დღეს დილით მთაში წავიდნენ-ჩაიცინა და ბოსტნეული გარეცხა.
-მოდი მოგეხმარები-უაზროდ დგომას და ფიქრს ისევ ესვარჩიე მივუახლოვდი და პომიდორი გამოვართვი.მითითებებს მაძლევდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა თითქოსდა დებილი ვიყავი და მე არაფრის კეთება არვიცოდე.გრაციოზულად და სიმეტრიულად ჭრიდა ბოსტნეულს ,თან მე მაძლევდა მითითებებს .ერთ საათში ყველაფერი გავამზადეთ.მე სუფრა გავშალე და ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე.
-კარგი სურნელია-გამეღიმა და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე.
-რატო არიქნება რა-გაიჯგიმა და კარადიდან წითელი ღვინო და ორი ჭიქა გადმოიღო.
-უნდა დამათრო?-გამეცინა
-ხო და ისევ საწოლში შეგიტყუო-ჩაიცინა და ჭიქა წინ დამიდგა.უხერხულად შევიშმუშნე და გონებაში ნიკას სილა გავაწანი.მაგრამ მისი რაბრალია ყველაფერი ჩემი ბრალია.თავი გადავაქნიე და სალათა გადავიღე.რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ნიკამ წამოიწყო.
-რასგაუმარჯოს?-შემომხედა
-მმმ ჩვენ-მხრები ავიჩეჩე და ჭიქა ოდნავ მაღლა ავწიე.ჩემი პირიდან წარმოთქმული "ჩვენ" რატომღაც საშინლად უცნაური მეჩვენა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს-ღიმილიანი სახით წარმოთქვა ნიკამ და ჭიქა-ჭიქაზე მომიჯახუნა
ამის შემდეგ მივაყოლეთ და რაც კი სადღეგრძელოები ვიცოდით ან გაგონილი გვქონდა ყველაფერს ვამბობდით.იმდენად გამაბრუა სასმელმა თავს "ასკილივით" ვაქანავებდი და თვალებს ძლივს ვახელდი.აი ნიკას კი დიდად არაფერი ეტყობოდა,უბრალოდ ზედმეტად კარგ ხასიათზე მეჩვენა.
-წამო რაღაცას განახებ-წამოხტა,ხელი ჩამკიდა და უკანა ეზოში გამიყვანა-პატარა რომ ვიყავი აქ წოლა და ვარსკვლავების ყურება მიყვარდა-ბალახზე ფეხებმოკეცილი დაჯდა და მეც თან მიმიყოლა.ბალახი იმდენად ფაფუკი და ლამაზი მეჩვენა გავწექი და მაღლა ავიხედე.ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და თუ კარგად დააკვირდებოდით აღმოაჩენდით რომ თითოეული რაღაც ცხოველს თუ იეროგრაფიულ ნიშანს წააგავდა.
-ნახე ის ცხენსგავს ხო?-ხელი გაიშვირა და უკეთ გასარჩევად შემოხაზა კიდეც
-აბა რომელი-მიუხედავად მისი მინიშნებისა მაინც ვერდავინახე.ჩემი ხელი აიღო და ახლა ასე მოხაზა-ეგ ცხენი კიარა ზვიგენია მგონი დებილო-გამეცინა და თავქვეშ ხელები ამოვიდე.ორივე ვდუმდით და ამ სასიამოვნო მომენტით ვტკბენოდით.ხშირად ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში როდესაც სიჩუმე ყოველთვის მეუხერხულებოდა ,მაგრამ ახლა სიტყვებით უფრო გაფუჭდებოდა ყველაფერი.
-დეა
-რა
-ნანობ?
-რას?
-იცი რასაც
-არვიცი
-ჩემთან შეხვედრას
-არვიცი
-მაშინ შემთხვევით რომარგადაგყროდი მანქამა გაფუჭებულს მომძებნიდი?
-ალბათ არა,იმშემთხვევაში თუ ქორწილისთვის შენთან გაყრა დამჭირდებოდა
-გინდა გავშორდეთ?
-ჩვენი ურთიერთობა უკუღმართად დაიწყო,თან შენ ცოლიგყავს
-მერე რა
-რა მერე რა ნიკა,მე იმასაც ვერვხვდები მე როგორ მომიყვანე ცოლად ,ეს იურიდიულად შეუძლებელია
-ნატა დაივიწყე
-შენ ის გიყვარს
-შეიძლება
-მაშინ რატომ ხარ ახლა ჩემთან ერთად ან რატომ არ მშორდები
-არვიცი
-იცი
-ხომ გითხარი ამრიე მეთქი
-მითხარი
-მერე?
-არაფერი ,საერთოდ არაფერი
-უაზროდ იქცევი
-აბა როგორ გინდა მოვიქცე
-ჩემთან იყავი
-არშემიძლია
-რატომ
-ცოლიგყავს
-მერე რა
-სერიოზულად?მეუბნები მიყვარსო მაგრამ შემდეგ....შემდეგ ცდილობ შენთან დამტოვო
-გინდა გავშორდე?
-მე...მე ... ნუ მეუბნები მაგას.ეგ შენი გადასაწყვეტია
-მართალია-ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
და ვინ ვარ მე?გოგონა კლუბიდან რომელიც ისე დათვრა უცხო ცოლიან მამაკაცს გაჰყვა ცოლად.ისეთი საზიზღარი ვარ რომ არც ნიკა და არც სანდრო არმეთმობა.არავინ არმიყვარს საკუთარი თავის გარდა,საშინელი ადამიანი ვარ.რატომ ვექცევი ორივეს ასე?მეთითონვე ხომვიცი რომ ორივეს ვატკენ?მაგრამ რაუნდა ვქნა.არცერთი არმიყვარს .იქნებ გავიქცე?იქნებ ავდგე და მანქანას შევუგორდე ბორბლებ ქვეშ ანდაც სამართებლით საძილე არტერია გადავიჭრა,მაშინ ყველაფერი დასრულდება.ღმერთო რა სულელივარ .რას ვფიქრობ საერთოდ.იქნებ ჩემი ასეთი ქცევა ზოდიაქოს ბრალია?მშვილდოსნები ხომ ასეთები ვართ.ადვილად ვივიწყებთ ადამიანებს და მათ სხვისით ვანაცვლებთ,ალბათ არგამიჭირდება რომელიმეს შეცვლა.რავქნა? გავიქცე?აშკარაა ალკოჰოლი ჩემზე უარყოფითად მოქმედებს.ცრემლები შევიმშრალე და ნიკას გადავხედე.იმდენხანს გავერთე ფიქრებში ვერც კი შევამჩნიე როდის ჩაეძინა.ოთახში ჩუმად შევიძურწე და პლედი გამოვიტანე,ფრთხილად გადავაფარე და ისევ სახლში შევბრუნდი.რავქნა?გავიქცე?მაგრამ ეს ხომ არაა გამოსავალი.მაგრამ სხვა გზახ არმაქვს .დაფიქრება მჭირდება ,იმდენირამ მოხდა განტვირთვა და დაფიქრება მესაჭირეობა მაგრამ არავინ არდამაცდის.სჯობს გავიპარო.მაგრამ სად...სად წავიდე?ავსტრია?იტალია?იქნებ ესპანეთში? აქ ვერგავჩერდები არშემიძლია.მაგრამ არა ქარაფშუტა ჩამოუყალიბებელი გოგოსავით ვერ მოვიქცევი.ახლა გავაღვიძებ ნიკას და საწოლში დავაწვენ,თორემ გაცივდება.კიმაგრამ რადროს ნიკაა?მაგრამ ....მაგრამ მაშინ რაა? ფიქრისგან თავი საშინლად ამტკივდა .ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და თავს ძლივს ვიკავებდი არ გავშხლართულიყავი.როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ნიკასთან დავბრუნდი,ჩავიმუხლე და შევაჯანჯღარე
-ნიკაა გაიღვიძე
-მმმ-ამოიზმუვლა და თვალების გახელაც არიკადრა
-ნიკა წამოდი საწოლში გადავიყვან,გაცივდები აქ
-5წუთიც რა დედა
-ხო დედიკო აბა ასწიე მიდი -გამეცინა და კიდევ შევაჯანჯღარე.რა უკუღმართობაა არა?მასზე მეტად მემეტყობოდა სიმთვრალე მაგრამ ბოლოს აქეთ მევცდილობ საწოლამდე "წავიღო".როგორც იქნა თვალების გახელა იკადრა და ამოიბუზღუნა.ნელა წამოდგა და ჩემი დახმარებით ძლივს მივათრიე საწოლამდე.ჯერ ოთახს ძლივს მივაგენი ისე ურევდა ,თვითონაც აღარ იცოდა რომელ ოთახში უნდა დაეძინა.საწოლზე გაიშხლართა და თვალები დახუჭა.აშკარად ისევ ეძინა.შემეცოდა,ფეხსაცმელი და შარვალი გავხადე,პლედი მივაფარე და ვეცადე ჩუმად გამოვძურწულიყავი ოთახიდან ,მაგრამ როგორც კი პლედი მივაფარე და გამოვტრიალდი ,ხელი დამიჭირა და ისე მომქაჩა ინერციით მისკენ წავედი და გემრიელად 'ჩავეხუტე კიდევაც
-სად მიიპარები?-მის ზემოდან კადგად მომათავსა და ხელები შემომაჭდო
-ტყუილად მაწვალე?-ამოვიბუზღუნე
-ჩუმი უფრო კარგიხარ -ჩემს ყელში თავი ჩარგო და ცხვირი ყელზე გამიხახუნა.ტანზე ეკლებმა დამაყარა და სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა-მიყვარს ჩემს შეხებაზე ასე რომ გემართება
-ნიკ... ნიკა-ამოვიბურტყუნე-მეძინება-ვიცოდი ახლა აქედან არგამიშვებდა ,ამიტომ.ისევ ეს ვარჩიე
-დავიძინოთ -ამოიჩურჩულა და სხეულზე უფრო მიმიკრო.
მაგრამ მე რა დამაძინებდა?რატომ მაბნევს მის სიახლოვეს ყოფნა?ცუდია ,ეს საშინლად ცუდია.ნიკასშევხედე ,წყნარად ფშვინავდა.ნეტავ მეც ასეთი მალე მეძინებოდეს.ვცდილობ ამ მომენტით ბოლომდე დავტკბე,ამიტომნიკას ხელები მოვხვიე და თვალები დავხუჭე.იდილია ტელეფონის ზარმა დამირღვია.ჯიბიდან ამოვაძვრინე და ნომერს დავხედე.ოო არა სანდრო.რავქნა ახლა?ღრმად ჩავისუნთქე და გავაგონე
-ალო
-დეაკარგად ხარ?
-კი,კი კარგად ვარ
-რამე დაგიშავა?
-არ ინერვიულო,არაფერია-ამოვიჩურჩულე.-ახლა მეძინება უნდა წავიდე მერე ვილაპარაკოთ კარგი?
-დარწმუნებულიხარ?
-კი
-კარგი,ხვალამდე-გამითიშა.ამოვიოხრე და თავი გადავაქნიე.ყოველთვის როდესაც ვცდილობ ამა თუ იმ წამით ვისიამოვნო სულ უბედურებაში რატომ ვიბლანდები?ნიკაზემიხუტებულს მალევე ჩამეძინა.
დილით საშინელი ბრახუნის ხმამ გამაღვიძა.კიმარა რახდება გვბომბავენ?თავი წამოვწიე და ნიკა შევანჯღრიე.ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა
-ნიკა ვიღაც მალე შემოგვივარდება-ამოვიბუზღუნე და კიდევ შევანჯღრიე
შენ გააღე-ხელი აიქნია და ძილი განაგრძო.ისედაც თავატკიებულს ბრაგუნი უარეს მმართებდა
-არ გავაღებ,შენი სახლია ადექი დაგააღე
-რაც ჩემია ის შენიცაა
-ვერ მომთაფლავ ადექი-ნასიამოვნებმა ჩავიცინეა და ზურგ ვიცვალე.ბუზღუნით წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა.კარის გაღება და ვიღაცის წივილით შემოვარდნა ერთიიყო.ვინმეს კლავენ?ჭურმია?გაოცებული საწოლიდანწამოვდექი და ოთახიდან გავედი.ჩემსწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა.ჩემი ქმარი და მისი”ცოლი” ერთმანეთს უყვიროდნენ.
-აქ რახდება?-მკაცრად წარმოვთქვი.ნიკას სიტყვები გამახსენდა.ხომ უნდოდა ეეჭვიანებინა?ხოდა დავეხმარები.კარგით ხო ამას ეგოიზმის გამო ვაკეთებ.
-ნიგჰე?-დამცინავად წარმოთქვანატამ
-ამმ შენს თავს მიმართავ საყვარელო?-”სწერვულად “გავუღიმე და ნიკას უკნიდან მივეხუტე.თამაში ახლა იწყება ძუკნავ.

ჰეიით.აბა რასფიქრობთ ამთავზე?ან საერთოდ მოთხრობაზე?რას ფიქრობთ როგორ განვითარდება მოვლენები?



№1  offline წევრი ლილიანი

რა კარგად ვიცინე ისე ეს გოგო ჯობია მალე გაერკვიოს გრძნობებში და ნიკაც საერთოდ ეს ორი ვერაა ხო joy joy

 


№2 სტუმარი Guest Mimii

Meee Dzalian Miyvarses istoria ^°^ Hodaam mgonia rommm :dd ara kiar mgoniaa dzalian minda ratomgac rom dea nikastan ikosikos miuxedavadimisa rom coli kavs nikas ;/// Hodaam Dzaan Dagigvianda amtavisdadeba mgonii :/// Nuuu Kaii Chemoo sakvareloo *-* Dzalianmomwons esistoria meee wina tavebshic avgniShne es ;dddd Hodaa veliishemeg tavss uproo diids da uprodaupro karggs *-*

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

აუ მაინც ვერ გავერკვიე როგორ მოიყვანა ნიკამ დეა ცოლად თუ უკვე ყავდა ოფიციალური მეუღლე ?. იმედია შემდეგ თავებში ყველაფერი გაირკვევა .ძალიან მაგარი იყო <3 მალე დადე რა ახალი თავი <3

 


№4  offline წევრი Medison

ლილიანი
რა კარგად ვიცინე ისე ეს გოგო ჯობია მალე გაერკვიოს გრძნობებში და ნიკაც საერთოდ ეს ორი ვერაა ხო joy joy

ამათ პირველი თავიდან შეეტყოთ ეგ :დდ

Guest Mimii
Meee Dzalian Miyvarses istoria ^°^ Hodaam mgonia rommm :dd ara kiar mgoniaa dzalian minda ratomgac rom dea nikastan ikosikos miuxedavadimisa rom coli kavs nikas ;/// Hodaam Dzaan Dagigvianda amtavisdadeba mgonii :/// Nuuu Kaii Chemoo sakvareloo *-* Dzalianmomwons esistoria meee wina tavebshic avgniShne es ;dddd Hodaa veliishemeg tavss uproo diids da uprodaupro karggs *-*

ვაიმე ვაიმე მადლობა დიდი <3 კი ცოტა შემაგვიანდა ჯერ იმდენი სასწავლი მქონდაა...თან მუზაც არმომდიოდა და არმინდოდა უაზროდ მეწერა.ვეცდები დღეს დავწერო მომდევნო თავი ^^

D-I-A-N-A
აუ მაინც ვერ გავერკვიე როგორ მოიყვანა ნიკამ დეა ცოლად თუ უკვე ყავდა ოფიციალური მეუღლე ?. იმედია შემდეგ თავებში ყველაფერი გაირკვევა .ძალიან მაგარი იყო <3 მალე დადე რა ახალი თავი <3

მადლობა დიდი <3 ეგეც გაირკვევა ნელ ნელა .ყველანაირად ვეცდები ხვალისთვის მოვასწრო

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Dzalian momwons davelodebi axal tavs me nikas mxares vicher
--------------------
M.D

 


№6  offline წევრი Medison

mtirala var
Dzalian momwons davelodebi axal tavs me nikas mxares vicher

მადლობა <3

 


№7 სტუმარი miki

dzaan magaria dzaan momewona velodebi shemdeg tavs imedia male daideba

 


№8  offline წევრი Medison

miki
dzaan magaria dzaan momewona velodebi shemdeg tavs imedia male daideba

მადლობა დიდი <3 ვეცდები დღეისთვის დავამთავრო თუარადა ხვალ აუცილებლად

 


№9  offline წევრი khatia khatia

ძაააან კაია მართლაა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent