შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 1)


14-02-2017, 00:18
ნანახია 1 961

-სხვასთან იპოვი ბედნიერებას.. -თქვა და მაჯის საათზე დროის შესამოწმებლად დაიხედა. როგორც ჩანს ეჩქარებოდა.. ის იმდენად უდარდელი ხმით ლაპარაკობდა რომ არც კი ვთვლიდი საჭიროდ რომ ეს ფრაზა ოდესმე უნდა მომესმინა.
-რას ნიშნავს სხვასთან ვიპოვი გიორგი?! -ეს არც ჩვეულებრივი და არც რიტორიკული შეკითხვა არ ყოფილა. მე მას ვუსაყვედურე..
-შეეგუე რა.. -თქვა და გორგოლაჭებიანი ჩემოდანი მისკენ მიიჩოჩა. არც მის ხმაში და არც გამომეტყველებაში ოდნავი მწუხარებაც კი არ იგრძნობოდა. სითბოზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი
-რანაირი ადამიანი ხარ?! -ჩემდაუნებურად ტონს ავუწიე, ხოლო როცა შევატყვე აეროპორტში მყოფ ხალხთა მზერა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული დამშვიდება ვცადე.
-ვფიქრობ ძალიან ჩვეულებრივი.. -თვალების გადატრიალებით სწრაფად მიპასუხა მან.
-ჩვეულებრივობას ამას ეძახი? შენ ეს ნორმალური საქციელი გგონია? როცა ქალს, რომელსაც უყვარხარ ასე უბრალოდ ტოვებ. ბარგი ისე ჩაალაგე და აეროპორტამდე ისე მოხვედი რომ ჩემთვის არაფერი გითქვამს, ასე უბრალოდ აპირებდი წასვლას არაა? ეს გეპატიება?! სამსახურიდან შენთან მოვედი და სახლში არ დამხვდი. მეზობელმა მითხრა ბარგი ჩაალაგა და ისე წავიდაო. მერე შენს ძმაკაცს დავურეკე და იმან გამარკვია.. საზღვარგარეთ მიდის სამუდამოდო. მითხარი ნორმალური ხარ?!!! -ბოლოს ისევ ავუწიე ხმას რადგან თავი ვერ გავაკონტროლე. მისკენ წასვლა და სილის გარტყმა გადავწყვიტე მაგრამ ნერვები მალევე მოვთოკე და გაჩერება ვამჯობინე.
-სულ მალე ჩვენ ხომ დაქორწინებას ვაპირებდით? ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ... როგორც მახსოვს შენ თქვი ახალ ცხოვრებას ვიწყებო! -სახეზე ირონიული ღიმილი მივიხატე და ისე მივმართე მას.
-კარგი რა ქეთი.. ესაა ახალი ცხოვრება! -წარბშეუხრელად მიპასუხა.
-არაკაცი ხარ! -დასკვნა გამოვუტანე. თან არ შემეძლო ეს ხმამაღლა არ მეთქვა. გარშემომყოფების ყურადღება ისევ დავიმსახურე. ამჯერად ეს იმაზე ნაკლებად მადარდებდა ვიდრე ის, რომ შეყვარებული მტოვებდა. თანაც სამუდამოდ...
-ალბათ ასე უნდა მომხდარიყო ქეთ.. -მოახლოვება და მხარზე ხელის დადება დააპირა მაგრამ სწრაფად და უხეშად გავაჩერე.
-რა უნდა მომხდარიყო?! -ყელში თითქოს რაღაც დიდი და შავი ბურთი გამეჩხირა და ჩემი ჩახლეჩილი ხმა თავადვე შევნიშნე.
-სხვა შეგიყვარდება..
-და ისიც შენსავით არარაობა რომ აღმოჩნდეს?! -სწრაფად შევაწყვეტინე და ირონიულობა გამოვხატე. უფროსწორად ყველანაირად ვეცადე, რომ გამომეხატა.
-არ ვიცი ქეთი.. -ფეხს უკან ითრევდა. ფაქტია წასვლა უნდოდა.
-რა არ იცი გიორგი?! -გავუბრაზდი მას.
-ალბათ ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იქნები.. -თქვა და ჩემი თვალთა ხედვის არიდან გაქრა.
-იმედია!.. -ჩემთვის ჩუმად წარმოვთქვი, უმისამართოდ... და ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი ჩამომიგორდა. რამოდენიმე წამის განმავლობაში ასე გაუნძრევლად, გაშეშებული ვიდექი და დახშულად მესმოდა ხმა რომელსაც თვითმფრინავის ძრავა გამოსცემდა... ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა აქეთ-იქით. რამოდენიმე დაინტერესდა კიდეც ჩემი მდგომარეობით. ალბათ ზრდილობის გამო მეკითხებოდნენ რამით ხომ არ დაგეხმაროთო..
რა გააკეთა?! -დავუსვი ჩემს თავს ეს კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ ვაანალიზებდი, ყველაზე გაუცნობიერებელი რამ იყო. ის ერთი ცრემლიც კი იმის გამო კი არ წამომივიდა რომ გული დამწყდა უბრალოდ ეს ჩემთვის დიდი დამცირება იყო. აი რა არის სიყვარული..
"არასოდეს თქვა არასოდეს!" -ფრაზა რომელსაც ყოველი მეორე ადამიანი გაიძახის. ჩემთვის კი ეს იმდენად დიდი სისულელეა რომ არც კი მივიჩნევ ამის გაგონებას საჭიროდ. ამიტომ სიყვარული არის ის რომელიც ჩემთვის განკუთვნილი არასოდეს იქნება! არასოდეს...
სამადგილიანი სკამისკენ რობოტივით გადავდგი ნაბიჯები..
"გიორგი ჩიქოვანი!- ადამიანი რომელიც მთელი გულითა და სულით მძულს!" -წარმოვთქვი გონებაში და უსულოდ დავჯექი სკამზე.
გადის წამები, წუთები.. რას ვაკეთებ აქ? რას ან ვის ველოდები?! რატომ არ მივდივარ სახლში?! პასუხგაუცემელი კითხვების ნაკადი მომაწვა და საშუალებას არ მაძლევდა დავფიქრებულიყავი..
ვიყურებოდი წინ, სადღაც მიმართულების განუსაზღვრელად. ირგვლივ ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, რაც სუნთქავდა, მოძრაობდა, დადიოდა და ლაპარაკობდა.. ნებისმიერი ადამიანის ხმა იმდენად მთრგუნავდა, რომ თითქოს ჩემი სისხლძარღვები შუაზე იხლიჩებოდა. მეგონა საშუალებაც კი არ მქონდა რომ ერთხელ მაინც ამომესუნთქა.. არც ვცდილობდი ორგანიზმში ჰაერი შემეშვა. განადგურებული ვიჯექი, არა იმიტომ რომ ვიღაცამ მიმატოვა, არამედ იმიტომ რომ გამწარებული და დამცირებული ვიყავი. თან რომ ვერც ვტიროდი?! ანდაც რატომ უნდა მეტირა?! ღმერთო ჩემო!!! ახლა ყველაზე მეტად მინდა გავფრინდე უსასრულობისკენ, ისე რომ ყველა და ყველაფერი უკან მოვიტოვო.. თუნდაც ის ყველა უბედურება რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში გადამხდა. მინდა უბრალოდ ამ სამყაროს გამოვეთიშო და ვერაფერი შევიგრძნო.. ვერც ის ტკივილი რომელიც მთელი ცხოვრებაა უკან დამყვება!
უცბად ჩემს გვერდით სკამზე ვიღაც ფრთხილად ჩამოჯდა. მისკენ არ ვიყურებოდი მაგრამ მაინც მივხვდი რომ მზერა მასაც, ჩემსავით წინ ჰქონდა მიმართული. გულზე თითქოს რაღაც მომაწვა... რაღაც ისეთი რაც მიზეზი იყო იმისა, რომ უფრო დავთრგუნულიყავი.. მინდოდა თავი მისკენ შემეტრიალებინა და დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად ის იყო ვინც მე მინდოდა რომ ყოფილიყო...
-ქეთი! -ხმა გავიგე, რომელსაც 2 წელია ველოდი.. ორი წლის წინ დღე ამ ხმით იწყებოდა და ამ ხმითვე მთავრდებოდა.
იმდენად ღრმად ჩავისუნთქე თითქოს გულზე რაღაც მძიმე ლოდი მეწვა რომელიც საშუალებას არ მაძლევდა სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
ჩემს მზერას მიმართულება შევუცვალე, თავი იმ პიროვნებისკენ შევატრიალე რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი და ვუყურებდი... შემდეგ ისევ გავსწორდი და აკანკალებული ხმით ძლივს ამოვღერღე..
-დემეტრე! -ეს ის სიტყვაა, რომელიც ორი წლის წინ ყოველ დღეს სიცოცხლით ავსებდა.. მაგრამ ახლა? ახლა უბრალოდ არაფერი!
დემეტრე მაჩაბელი! -ბიჭი რომელიც ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს და სიცოცხლით აღსავსეს ხდიდა.. ბიჭი, რომელიც მილამაზებდა ყოველ დღეს. არადა შეიძლებოდა ეს დღეები უბრალოდ უბედური ყოფილიყო მის გარეშე..
ის გერმანიაში ვნახე 4 წლის წინ პირველად. მაშინ როდესაც ცეკვიდან ვიყავით გასტროლებზე. ჰმ.. დამავიწყდა მეთქვა რომ მოცეკვავე ვარ.. მოცეკვავე, რომელიც უკვე 19 წელია ცეკვავს და არც არასოდეს აპირებს ამის შეწყვეტას... გერმანიაში ერთ-ერთი სასტუმროს დერეფანში შევხვდით ერთმანეთს. უფროსწორად შევეჯახეთ... ცხელი ყავა გადამასხა. ის საქმეზე იყო მე კი კონცერტი მქონდა. ჩემს გამოსვლასაც კი დაესწრო... რა უცნაურია არა? ამ უცნაური შეხვედრის შემდეგ ასე უბრალოდ დავახლოვდით. ასე დაიწყო ჩვენი "მეგობრობა"..
"მეგობრობა", რომელიც იმაზე ბევრად დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, ვიდრე გაგრძელდა...
ვინ იცის კიდევ რამდენი წამი და წუთი გავიდა მის გვერდით ჯდომაში. ხმას ისევ არცერთი არ ვიღებდით... რაც უხერხულ სიტუაციას ქმნიდა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა ყველაზე ნაკლებად ახლა ეს მადარდებდა. გიორგი ჩიქოვანიც კი ისე უცბად დამავიწყდა რომ ერთხელაც არ გამხსენებია.
ჩემი და დემეტრეს მხარი ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შემთხვევით შეეხო და ამდენჯერვე თითქოს ჩემს ძარღვებში სისხლის მიმოქცევა შეწყდა!
რას უნდა ნიშნავდეს ეს?! ჩემს გონებაში კითხვების კორიანტელი დადგა. რომელზე პასუხსაც არავისგან ველოდი.
"ნუთუ დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!..." -ჩემი ერთადერთი საფიქრალი..
მშობელი... დედა და მამა! ეს ხომ ის ორი ანგელოზია რომელიც გვინდა მთელი ცხოვრება გვერდით გვყავდეს.. თუმცა რას ვაკეთებთ ამისთვის? თავის დროზე არ ვაფასებთ მათ... მერე კი ვნანობთ ამ ყველაფერს. სასახელო შვილები უნდა ვიზრდებოდეთ თუმცა ამის მაგივრად?! უბრალოდ ისე მიდიან ამ ქვეყნიდან რომ ვერ ასწრებენ ჩვენი ბედნიერების ყურებას. ყველაფერს აკეთებენ რომ უზრუნველყოფილი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს... უნდათ ვიყოთ წარმატებული ადამიანები. დედაჩემსაც და მამაჩემსაც ეს უნდოდათ. 23 წელი მზრდიდნენ და გვერდში მედგნენ თუმცა ამ 23 წლის განმავლობაში უბედურების მეტი არაფერი დაუნახავთ ჩემში... ხან რა ხდებოდა, ხან კი რა! ავარიამ კი საბოლოოდ გაგვანადგურა მეც.. და ისინიც! ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა ის კატასტროფა, რომელმაც შეიწირა ჩემი მშობლები... ქორწილში იყვნენ და როცა სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ მამა საჭესთან არ დაჯდა იქიდან გამომდინარე, რომ დალია.. ზომიერად, მაგრამ მაინც დალია! ტაქსით წამოვიდნენ თუმცა.. მაინც მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო... დედა 43 ხოლო მამა 44 წლის იყო.. სიკვდილისთვის ეს ხომ მცირე ასაკია?! თუმცა ვფიქრობ სიკვდილისთვის ყველა პატარაა! 23 წლის განმავლობაში გვერდში მედგნენ და თვალებში შემომცქეროდნენ ახლა კი უბრალოდ ზეციდან დამყურებენ!..
ეს ის დრო იყო როცა ქალაქში ერთდროულად ორი ხმა ავარდა...
1. "ქეთი ახვლედიანს მშობლები გარდაეცვალა!"
და... 2. "დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანა!"
მეზიზღებოდა ის დრო, ის წუთები და წამები.. რომლებიც უბედურების მოტანის გარდა არაფერს აკეთებდნენ ჩემთვის. წამიერადაც კი არ ვყოფილვარ ბედნიერი. იმის მერე ალბათ რამოდენიმეჯერ თუ გავიღიმე. მაშინ როცა გავიგე, რომ ჩემი დაქალი, მარიამ ბურდული გათხოვებას აპირებდა... როცა გიორგი ჩიქოვანმა სიყვარული ამიხსნა და ახლა... როცა გავაცნობიერე, რომ დემეტრე მაჩაბელი ჩემს გვერდით იჯდა!
ბოლო ორი წელი იყო იმაზე საშინელება, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო... ც კი მინდოდა. თუმცა ამით რა... რას გამოვასწორებდი იმის გარდა რომ თბილისში კიდევ ერთი ამბავი გავრცელდებოდა - "მოცეკვავე ქეთი ახვლედიანი გარდაიცვალა!"..
19 წელია ვცეკვავ! ამით ვირჩენ თავს.. კიდევ იმით ვარ ბედნიერი რომ გვერდით მარიამი მყავს.. აქამდე იმითაც უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი რომ გიორგის ვუყვარდი, მაგრამ დღეს გავიგე რომ ეს ტყუილი ცხოვრება იყო.. მთელი ცხოვრება ხომ ილუზიაა.. ის წამებიც რომლებიც მგონია რომ ბედნიერებისაგან შედგება, სინამდვილეში უბრალოდ წარმოსახვის ნაწილია! ჩემთვის არ არსებობს არც ოცნების ასრულება, არც ბედნიერება, არც სიმართლე და უკვე აღარც სიცოცხლე! სიცოცხლე, რომელიც მიწაზე იწყება და ზეცაში გრძელდება...
ჩემთვის ყოველი წამი, რომელსაც ღიმილი ალამაზებს, უბრალოდ უბედურების გვერდით დგას, რომელიც ცრემლებისა და ტკივილისაგან შედგება!
-გამარჯობა! -უამრავი წუთის გასვლის შემდეგ წარმოვთქვი ისე, რომ ყველანაირად ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ისევ მიმართულების განუსაზღვრელად წარვმართე ჩემი მზერა.
-ქეთი... -ვერ ვიგებდი რა უნდოდა.. არ იცოდა რა უნდა ეთქვა თუ უბრალოდ ჩემი სახელის რამოდენიმეჯერ განმეორება სიმშვიდეს ჰგვრიდა?
-დემეტრე! -მე კი ნამდვილად ვიცოდი რომ ამის თქმა ისევ ორი წლის წინანდელ წამებში მაბრუნებდა...
-რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს...
-კითხვას მისვამ?! -მშვიდად შევაწყვეტინე მას და ვეცადე ყველანაირ სიტუაციაში უცბად გავრკვეულიყავი, თუმცა უშედეგოდ...
-არანაირად! -დაასკვნა მან და წინ წაიწია, თავი ჩემკენ შემოატრიალა და დაჟინებით და თითქოს თავისდაუნებურად მომაცქერდა...
-აბა რა ხდება?! -ჩემს ტონში უბრალოდ სიცივე იგრძნობოდა. ოღონდ ეს შეგნებულად არ ხდებოდა. უბრალოდ ახლა, ამ მომენტში ვერაფერს ვაკონტროლებდი გარდა ცრემლების შეკავებისა.. -თბილისს დაუბრუნდი?! -ახალი შეკითხვა დავუმატე პასუხგაუცემელი კითხვების კორიანტელს ჩემს გონებაში. თან არ ვიცი რას ველოდი ამ კითხვის პასუხში. ნუთუ უბრალოდ ის მინდოდა რომ სხვა ვარიანტი შემოეთავაზებინა?! ველოდი რომ ეთქვა შენ დაგიბრუნდიო?! ჩემი ფიქრების გაცნობიერებაზე ჩემდაუნებურად ირონიულად გამეღიმა...
-რა გაცინებს?! -ღიმილითვე გაიკვირვა მან. თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ღიმილის მნიშვნელობას ვერც კი ხვდებოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა რომ მიმხვდარიყო.
კიდევ ერთხელ დავუშვი რომ მარცხნივ გამეხედა.. ზუსტად ის წამი წარმომიდგა თვალწინ, ორი წლის წინ ტბასთან ასე გვერდიგვერდ რომ ვისხედით და ვლაპარაკობდით. მშვიდად.. ძალიან მშვიდად! მისი ღიმილი აღვიქვი და დავდნი ისე, როგორც მაშინ ვდნებოდი... ნამდვილად დავუშვი დავრწმუნებულიყავი რომ დემეტრე მაჩაბელი მომენატრა!.. მომენატრა და არც ვფიქრობ რომ ეს არასწორია..
-არ ვიცინი -ვუთხარი ისე თითქოს ჩემი სათქმელი არ დამისრულებია..
-ვნანობ! -იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. ნერვიულად ისწორებდა თმას.
-მეც.. თან იცი რამდენ რამეს?! -არ ვიცი ამით რას ვცდილობდი. ნუთუ დიალოგი ჩემს პრობლემებზე გადამყავდა?!
-მაინც რას.. -არც თუ ისე მნიშვნელოვნად ჩამაცივდა ის..
-თითოეულ ნაბიჯს, რაც კი ოდესმე გადამიდგამს.. -სწრაფად ვუპასუხე.
-არ მინდოდა ამ კითხვის დასმა აუცილებელი ყოფილიყო.. ჩემს გაცნობასაც?! -კარგი პასუხის მოლოდინში შემომხედა მან და პასუხს დაელოდა.
-არ მინდა ასე იყოს მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ ამაზე დაფიქრება. კი.. ვნანობ! -ყველანაირად ვეცადე ჩემი ნათქვამი არ მენანა.
-ვწუხვარ.. -არ ვუყურებდი მაგრამ მაინც შევნიშნე თავი როგორ დახარა.
-რაზე წუხარ დემეტრე?! -ამჯერად ნერვები ვერ მოვთოკე. საყვედურით და ოდნავ ხმამაღალი ტონით წამოვროშე.
-ყველაფერზე.. -ფეხს ნერვიულად ათამაშებდა..
-და რას ნანობ?! -ერთი წუთის წინ ნათქვამ წინადადებას მივუბრუნდი.
-ყველაფერს..
-შენც?! -ისევ გამეღიმა.
-მეც!
-მაშინ ისე არ უნდა მოქცეულიყავი რომ მერე გენანა..
-აქედან წასვლასაც ვნანობ! -დამწუხრებული სახე მიიღო.
-აქედან?! -წარბების აზიდვით მივმართე.
-ჰოო შენგან.. -უცბად გამომხედა და მისი მზერა ჩემს თვალებს მიეყინა! მეც გავიყინე და ჩემი სხეულიც..
-ვფიქრობ უკვე გვიანია ამ თემაზე ლაპარაკი... -რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ვეცადე ეს დიალოგი დამესრულებინა, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა.
-რატომ?! -ხმაში ეტყობოდა რომ თავის თავზე იყო გაბრაზებული..
-შენ ცოლი გყავს!.. -მის თითზე ბეჭედს დავხედე.
-აღარ მყავს! -ეს თქვა, ბეჭედი სწრაფად მოიხსნა და ჯიბეში უმნიშვნელოდ მოათავსა.. -და არც უნდა მყოლოდა! -სწრაფად დაასრულა თავისი სათქმელი, საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია... ნაცნობმა სურნელმა უსასრულობაში ჩამძირა!



№1 სტუმარი Guest ნატა

ეს ისტორია ამ საიტზე იდება უკვე და თავიდან რატომ დებ?

 


Guest ნატა
ეს ისტორია ამ საიტზე იდება უკვე და თავიდან რატომ დებ?

ჩემი დაწერილია სხვათაშორის და ამ ექაუნთზე გადმოვედი

 


№3 სტუმარი Guest ნატა

მთვარეზე მოხეტიალე
Guest ნატა
ეს ისტორია ამ საიტზე იდება უკვე და თავიდან რატომ დებ?

ჩემი დაწერილია სხვათაშორის და ამ ექაუნთზე გადმოვედი

კარგია რომ გკითხე მაშინ. ძველი ექაუნთის შემოწმებას არ აქვს აზრი ესეიგი? თუ

 


Guest ნატა
მთვარეზე მოხეტიალე
Guest ნატა
ეს ისტორია ამ საიტზე იდება უკვე და თავიდან რატომ დებ?

ჩემი დაწერილია სხვათაშორის და ამ ექაუნთზე გადმოვედი

კარგია რომ გკითხე მაშინ. ძველი ექაუნთის შემოწმებას არ აქვს აზრი ესეიგი? თუ

არა არ აქვს. აქ დავდებ ყველაფერს

 


№5  offline წევრი NniNna

მოიცა და ეხლა თუ სულ აქ უნდა დადო ყველაფერი..თავიდან უნდა დაველოდოთ ისტორიებს?? თან თავიდან იწყებ დადებას??

აუ აბა როდის დამთავრდებააა?? :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent