შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 1)


4-01-2017, 00:43
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 2 490

-რანაირი ადამიანი ხარ?! -ჩემდაუნებურად ტონს ავუწიე, ხოლო როცა შევატყვე აეროპორტში მყოფ ხალხთა მზერა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული დამშვიდება ვცადე.
-ვფიქრობ ძალიან ჩვეულებრივი.. -თვალების გადატრიალებით სწრაფად მიპასუხა მან.
-ჩვეულებრივობას ამას ეძახი? შენ ეს ნორმალური საქციელი გგონია? როცა ქალს, რომელსაც უყვარხარ ასე უბრალოდ ტოვებ. ბარგი ისე ჩაალაგე და აეროპორტამდე ისე მოხვედი რომ ჩემთვის არაფერი გითქვამს, ასე უბრალოდ აპირებდი წასვლას არაა? ეს გეპატიება?! სამსახურიდან შენთან მოვედი და სახლში არ დამხვდი. მეზობელმა მითხრა ბარგი ჩაალაგა და ისე წავიდაო. მერე შენს ძმაკაცს დავურეკე და იმან გამარკვია.. საზღვარგარეთ მიდის სამუდამოდო. მითხარი ნორმალური ხარ?!!! -ბოლოს ისევ ავუწიე ხმას რადგან თავი ვერ გავაკონტროლე. მისკენ წასვლა და სილის გარტყმა გადავწყვიტე მაგრამ ნერვები მალევე მოვთოკე და გაჩერება ვამჯობინე.
-სულ მალე ჩვენ ხომ დაქორწინებას ვაპირებდით? ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ... როგორც მახსოვს შენ თქვი ახალ ცხოვრებას ვიწყებო! -სახეზე ირონიული ღიმილი მივიხატე და ისე მივმართე მას.
-კარგი რა ქეთი.. ესაა ახალი ცხოვრება! -წარბშეუხრელად მიპასუხა.
-არაკაცი ხარ! -დასკვნა გამოვუტანე. თან არ შემეძლო ეს ხმამაღლა არ მეთქვა. გარშემომყოფების ყურადღება ისევ დავიმსახურე. ამჯერად ეს იმაზე ნაკლებად მადარდებდა ვიდრე ის, რომ შეყვარებული მტოვებდა. თანაც სამუდამოდ...
-ალბათ ასე უნდა მომხდარიყო ქეთ.. -მოახლოვება და მხარზე ხელის დადება დააპირა მაგრამ სწრაფად და უხეშად გავაჩერე.
-რა უნდა მომხდარიყო?! -ყელში თითქოს რაღაც დიდი და შავი ბურთი გამეჩხირა და ჩემი ჩახლეჩილი ხმა თავადვე შევნიშნე.
-სხვა შეგიყვარდება..
-და ისიც შენსავით არარაობა რომ აღმოჩნდეს?! -სწრაფად შევაწყვეტინე და ირონიულობა გამოვხატე. უფროსწორად ყველანაირად ვეცადე, რომ გამომეხატა.
-არ ვიცი ქეთი.. -ფეხს უკან ითრევდა. ფაქტია წასვლა უნდოდა.
-რა არ იცი გიორგი?! -გავუბრაზდი მას.
-ალბათ ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იქნები.. -თქვა და ჩემი თვალთა ხედვის არიდან გაქრა.
-იმედია!.. -ჩემთვის ჩუმად წარმოვთქვი, უმისამართოდ... და ლოყაზე დიდი მარილიანი ბურთი ჩამომიგორდა. რამოდენიმე წამის განმავლობაში ასე გაუნძრევლად, გაშეშებული ვიდექი და დახშულად მესმოდა ხმა რომელსაც თვითმფრინავის ძრავა გამოსცემდა... ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა აქეთ-იქით. რამოდენიმე დაინტერესდა კიდეც ჩემი მდგომარეობით. ალბათ ზრდილობის გამო მეკითხებოდნენ რამით ხომ არ დაგეხმაროთო..
რა გააკეთა?! -დავუსვი ჩემს თავს ეს კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ ვაანალიზებდი, ყველაზე გაუცნობიერებელი რამ იყო. ის ერთი ცრემლიც კი იმის გამო კი არ წამომივიდა რომ გული დამწყდა უბრალოდ ეს ჩემთვის დიდი დამცირება იყო. აი რა არის სიყვარული..
"არასოდეს თქვა არასოდეს!" -ფრაზა რომელსაც ყოველი მეორე ადამიანი გაიძახის. ჩემთვის კი ეს იმდენად დიდი სისულელეა რომ არც კი მივიჩნევ ამის გაგონებას საჭიროდ. ამიტომ სიყვარული არის ის რომელიც ჩემთვის განკუთვნილი არასოდეს იქნება! არასოდეს...
სამადგილიანი სკამისკენ რობოტივით გადავდგი ნაბიჯები..
"გიორგი ჩიქოვანი!- ადამიანი რომელიც მთელი გულითა და სულით მძულს!" -წარმოვთქვი გონებაში და უსულოდ დავჯექი სკამზე.
გადის წამები, წუთები.. რას ვაკეთებ აქ? რას ან ვის ველოდები?! რატომ არ მივდივარ სახლში?! პასუხგაუცემელი კითხვების ნაკადი მომაწვა და საშუალებას არ მაძლევდა დავფიქრებულიყავი..
ვიყურებოდი წინ, სადღაც მიმართულების განუსაზღვრელად. ირგვლივ ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, რაც სუნთქავდა, მოძრაობდა, დადიოდა და ლაპარაკობდა.. ნებისმიერი ადამიანის ხმა იმდენად მთრგუნავდა, რომ თითქოს ჩემი სისხლძარღვები შუაზე იხლიჩებოდა. მეგონა საშუალებაც კი არ მქონდა რომ ერთხელ მაინც ამომესუნთქა.. არც ვცდილობდი ორგანიზმში ჰაერი შემეშვა. განადგურებული ვიჯექი, არა იმიტომ რომ ვიღაცამ მიმატოვა, არამედ იმიტომ რომ გამწარებული და დამცირებული ვიყავი. თან რომ ვერც ვტიროდი?! ანდაც რატომ უნდა მეტირა?! ღმერთო ჩემო!!! ახლა ყველაზე მეტად მინდა გავფრინდე უსასრულობისკენ, ისე რომ ყველა და ყველაფერი უკან მოვიტოვო.. თუნდაც ის ყველა უბედურება რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში გადამხდა. მინდა უბრალოდ ამ სამყაროს გამოვეთიშო და ვერაფერი შევიგრძნო.. ვერც ის ტკივილი რომელიც მთელი ცხოვრებაა უკან დამყვება!
უცბად ჩემს გვერდით სკამზე ვიღაც ფრთხილად ჩამოჯდა. მისკენ არ ვიყურებოდი მაგრამ მაინც მივხვდი რომ მზერა მასაც, ჩემსავით წინ ჰქონდა მიმართული. გულზე თითქოს რაღაც მომაწვა... რაღაც ისეთი რაც მიზეზი იყო იმისა, რომ უფრო დავთრგუნულიყავი.. მინდოდა თავი მისკენ შემეტრიალებინა და დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად ის იყო ვინც მე მინდოდა რომ ყოფილიყო...
-ქეთი! -ხმა გავიგე, რომელსაც 2 წელია ველოდი.. ორი წლის წინ დღე ამ ხმით იწყებოდა და ამ ხმითვე მთავრდებოდა.
იმდენად ღრმად ჩავისუნთქე თითქოს გულზე რაღაც მძიმე ლოდი მეწვა რომელიც საშუალებას არ მაძლევდა სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
ჩემს მზერას მიმართულება შევუცვალე, თავი იმ პიროვნებისკენ შევატრიალე რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი და ვუყურებდი... შემდეგ ისევ გავსწორდი და აკანკალებული ხმით ძლივს ამოვღერღე..
-დემეტრე! -ეს ის სიტყვაა, რომელიც ორი წლის წინ ყოველ დღეს სიცოცხლით ავსებდა.. მაგრამ ახლა? ახლა უბრალოდ არაფერი!
დემეტრე მაჩაბელი! -ბიჭი რომელიც ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს და სიცოცხლით აღსავსეს ხდიდა.. ბიჭი, რომელიც მილამაზებდა ყოველ დღეს. არადა შეიძლებოდა ეს დღეები უბრალოდ უბედური ყოფილიყო მის გარეშე..
ის გერმანიაში ვნახე 4 წლის წინ პირველად. მაშინ როდესაც ცეკვიდან ვიყავით გასტროლებზე. ჰმ.. დამავიწყდა მეთქვა რომ მოცეკვავე ვარ.. მოცეკვავე, რომელიც უკვე 19 წელია ცეკვავს და არც არასოდეს აპირებს ამის შეწყვეტას... გერმანიაში ერთ-ერთი სასტუმროს დერეფანში შევხვდით ერთმანეთს. უფროსწორად შევეჯახეთ... ცხელი ყავა გადამასხა. ის საქმეზე იყო მე კი კონცერტი მქონდა. ჩემს გამოსვლასაც კი დაესწრო... რა უცნაურია არა? ამ უცნაური შეხვედრის შემდეგ ასე უბრალოდ დავახლოვდით. ასე დაიწყო ჩვენი "მეგობრობა"..
"მეგობრობა", რომელიც იმაზე ბევრად დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, ვიდრე გაგრძელდა...
ვინ იცის კიდევ რამდენი წამი და წუთი გავიდა მის გვერდით ჯდომაში. ხმას ისევ არცერთი არ ვიღებდით... რაც უხერხულ სიტუაციას ქმნიდა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა ყველაზე ნაკლებად ახლა ეს მადარდებდა. გიორგი ჩიქოვანიც კი ისე უცბად დამავიწყდა რომ ერთხელაც არ გამხსენებია.
ჩემი და დემეტრეს მხარი ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შემთხვევით შეეხო და ამდენჯერვე თითქოს ჩემს ძარღვებში სისხლის მიმოქცევა შეწყდა!
რას უნდა ნიშნავდეს ეს?! ჩემს გონებაში კითხვების კორიანტელი დადგა. რომელზე პასუხსაც არავისგან ველოდი.
"ნუთუ დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!..." -ჩემი ერთადერთი საფიქრალი..



№1  offline წევრი Gimilis gogo

საინტერესოა აუცილებლად გააგრძელეე

 


№2  offline წევრი ნანიკო_ნანო

Gimilis gogo
საინტერესოა აუცილებლად გააგრძელეე

მადლობა რომ მოგეწონა. გავაგრძელებ. 20 თავი მაქვს დაწერილი და კიდევ ბევრია დასაწერი. ყოველდღე დავდებ ხოლმე <3 იმედია ბევრი მკითხველი ეყოლება ამ ისტორიას

 


№3 სტუმარი Guest მადრიდისტა

gaagrdzeleee <3

 


№4  offline წევრი ნანიკო_ნანო

Guest მადრიდისტა
gaagrdzeleee <3

კარგია თუ მოგეწონა <3 <3 <3 <3

 


№5 სტუმარი noembris 13

amas pirveli tavi ar aqvs

 


№6  offline წევრი ნანიკო_ნანო

noembris 13
amas pirveli tavi ar aqvs

ეს არის პირველი თავი. დიალოგით იწყება და მერე ისტორია გრძელდება <3

 


№7 სტუმარი noembris 13

shemdegi rodis daideba?

 


№8  offline წევრი ნანიკო_ნანო

noembris 13
shemdegi rodis daideba?

ან 12 საათის მერე ან ხვალ. 24 საათი სანამ არ გავა ვერ ვდებ ვერაფერს <3

noembris 13
shemdegi rodis daideba?

თუ გაინტერესებს ფბ მაქვს "მთვარეზე მოხეტიალე" და იქ ვდებ ამ მოთხრობას და სხვა დანარჩენსაც <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent