შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გიჟების წესებით VIII


15-02-2017, 03:48
ავტორი Anonimka95
ნანახია 1 396

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ჩემო კარგებო. სამწუხაროდ რაღაც პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ისტორიის გაგრძელება.

მიყვარდა, დიახ მე უკვე ყველაზე და ყველაფერზე მეტად შემყვარებოდა. მიყვარდა მისი მაცდური გამოხედვა. მიყვარდა მისი სახე. მიყვარდა მისი სახელიც კი. მაგრამ ეს არ იყო სწორი, მე არ უნდა შევყვარებოდი, მე მას გულს ვატკენდი მე ძალიან ცუდი ვიყავი, მე მისთვის ძალიან ცუდი ვიყავი, შეიძლება ჩათვალოთ რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ვერ ავღწერ იმ გრძნობას რასაც ახლა ვგრძნობდი, დიახ ეს მე ვარ, გოგო, ყველაზე ამაყი გოგო, ამაყი რომელმაც სიმაყის გამო ბევრი რამ დაკარგა. მისი სიახლოვე კი მთლინად მცვლიდა, მე ყველას ვიშორებდი, ამით თავს ვიცავდი იმედგაცრუებისგან, თუმცა ამაში საკუთარ თავს არასოდეს ვუტყდებოდი.
სამსახურში ასე ფიქრებში გართული შევედი და ირგვლივ საერთოდ ვერავის ვამჩნევდი, ბარში შევედი , ჩანთა მოვისროლე და ცოტახანს ჩამოვჯექი, თავი გავაქნიე თითქოს აზრები გავფანტეო და ავდექი, სცენისკენ წავედი, მუსიკები ჩავრთე და უკან მოვტრიალდი, ახლაღა შევამჩნიე დაბრაზში მოფუსფუსე მიმტანები, ერთხანს შევდექი და გაუაზრებლად მთავარ კარს გავხედე, ( ლუკა არასოდეს ემორჩილებოდა წესებს, პერსონალის კარით არასოდეს შემოდიოდა.) თმებში შევიცურე ხელი, ისევ გავაქნიე თავი და იტაკს დავაშტერდი. წამის მეასედში ჰაერში აღმოვჩნდი, მოულოდნელობისგან ვიკივლე და მხრებში ძლიერ ჩავაჭირე ხელები, იმდენად რომ მისი კანიც კი ვიგრძენი. დიახ ეს ლუკა იყო, ჩემი ლუკა,
- არ მელოდი პატარა ქალბატონო?
- არა. ( გავიცინე) დამსვი თორე გასკდა თიკო უკვე - სიცილს ვერ ვიკავებდი
- არა ხელის გულზე უნდა გატარო ჩემო ფერიავ - თიკოს გასაგონად იმდენად ხმამაღლა იყვირა რამდენადაც შეეძლო.
- გეყო, დამაბრუნე დედამიწაზე - ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან,
- ჰმმ, კარგი სიმღერაა, შენია? ვიცეკვოთ პრინცესა?
- არააა , არა და არაა, დამსვი.
ლუკამ ჰაერში რამდენჯერმე კიდევ შემომატრიალა და ნაზად დამსვა ძირს, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა,
- ჩემი ხარ , ჯიუტო
- არც იფიქრო, მე მარტო ჩემი თავის ვარ
- ჩემი ხართქო, ჩემი , ჩემი - ნელ- ნელა გასასვლელისკენ წავიდა და სიმღერით მიმეორებდა ( ჩემი, ჩემი, ჩემი)
ვუყურებდი როგორ მიეფარა თვალს და მეც მაშინვე გამოვფხიზლდი და დავუბრუნდი რეალობას. ახლაღა შევამჩნიე თიკოს სახე, სულ გაწითლებულიყო და თვალს არ მაშორებდა, მერე კი ისე გავარდა დარბაზიდან დანახვაც კი ვეღარ მოვასწარი, თუმცა სულ არ ვფიქრობდი ახლა თიკოზე.
ისევ დავუბრუნდი ლუკაზე ფიქრს, ვიჯექი ბარში გაუნძრევლად, ალბათ თვალსაც არ ვახამხამებდი. წარმოიდგინეთ როგორც მანეკენები დგანან ერთ ადგილზე, უსიცოცხლო შავი მანეკენები. არც სახე, არც თვალები აქვთ. მხოლოდ ნაკვთები რომელიც ვითომ უბრალოდ შეუმჩნეველია, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არსებობენ რომ ვინმეს მოაწონონ ის რასაც ჩააცმევენ. მოკლედ როგორც გითხარით ლუკა სიგიჯემდე შემიყვარდა. ვიფიქრე რა იქნება თუ კიდევ ერთხელ მივენდობი ცხოვრებასთქო, იქნებ ამჯერად მაინც შევძლო გაღიმება, ღიმილი ნამდვილი ღიმილით...

უკვე მოსაღამოვებულიყო, ხალხმაც დაიწყო სიარული და დარბაზიც ნელ-ნელა ივსებოდა. მეც ჩემ საქმეებში ვიყავი გაბმული როცა დავინახე ლუკა ერთ-ერთ მაგიდასთან. გამიკვირდა. ის დარბაზში არასოდეს მუშაობდა. ცოტახანში ბართან მოვიდა შეკვეთის მოსაცემად.
- შენ რა დაბრაზში ხარ?
- ხო გადავცვალე დღეს.
- სულ აქ იქნები?
- არ ვიცი. ეს შენ, - პატარა თეთრი ფურცელი დამიდო ბარზე. ფურცელი ავიღე და გავხსენი
,, მომენატრე"
მეც გადავწყვიტე მიმწერა ასეთივე პატარა წერილი. პასტა ავიღე და ფურცელიც გავამზადე
,, მეც მომენატრე'' - ველოდებოდი როდის მოვიდოდა კიდევ რომ წერილი მიმეცა, ამ დროს ისიც გამოჩნდა პერსონალის კარიდან შემოვიდა რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა, ხელში დიდი რკინის პოდნოსი ეჭირა.
- ლუკა - დავუძახე , ისიც მაშინვე გაჩერდა.მივუახლოვდი, თვალებში შევაჩერდი და თითებით ჩავუცურე შარვლის ჯიბეში. ის კი მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. ღმერთო მაგიჟებდა მისი თვალები, მავიწყებდა რეალობას.თვალები რომელიც ბევრს მალავდა, თვალები რომელიც უბრალოდ ანათებდა. თვალები, ჩემი მელიას თვალები.
ძალიან გიჟური ღამე იყო, ბევრი ხალხი და გადატვირთული მუშაობა, დაძაბულობა იმატებდა თანამშრობლებშიც და ამ დროს დარბაზის ფანჯარაში თვალი მოვკარი ლუკას, რომელიც ხელებს აქეთ იქეთ იქნევდა, ვიღაცას უყვიროდა. კარგად ვერ ვხედავდი გარეთ ბნელოდა მე კი ძალიან შორს ვიყავი. მეორე ბარმენს ვთხოვე ცოტახანს მარტო მიეხედა საქმისთვის და გარეთ გავედი. ვხედავ ლუკას მეორე თანამშრომელი კაცი აწყნარებს, მან კი პიჯაკი გაიხადა და მის წინ დააგდო
- მივდივარ, - მესმის შორიდან მისი ყვირილი. ახლოს მივედი, რო დამინახა ორ წამს გაჩერდა და მერე ისევ გატრიალდა
- ლუკა - რამის მუდარასავით გაისმა ჩემი ხმა, ლუკა შეჩერდა თუმცა არ მოტრიალებულა. ახლოს მივედი, მის უკან გავჩერდი და ხელები შემოვაჭდე. თითები ისე გადავხლართე ერთმანეთში თითქოს ვიჭერდი რომ არ გამქცეოდა. - არ წახვიდე გთხოვ, არ წახვიდე. თუ არადა მეც წავალ.
ჩემსკენ მოტრიალდა და მის დიდ ხელებში მოიქცია ჩემი სახე, თვალებში მიყურებდა, ერთიანად ვკანკალებდი, თვალები დავხუჭე და თავი მივადე, მანაც ხელები მომხვია და ვხვდებოდი რომ რეალობისგან ახლა ძალიან შორს ვიყავი,
- არ წავალ. არ დაგტოვებ. მარტო აქედან კი არა. არასოდეს წავალ შენგან, ჩემი ხარ. ჩემი დედოფალი ხარ რომელმაც ცხოვრებისკენ მომახედა.
ხმას არ ვიღებდი. არ მინდოდა სიტყვებით ეს მომენტი გამეფუჭებინა. მთელი სხეული შიშმა მოიცვა, შიშმა რომ ერთ დღეს შეიძლებოდა დამეკარგა, მე კი ის ასე ძალიან მჭირდებოდა. მიყვარდა სიგიჟემდე.

სახლში ერთად წავედით, მასთან ავედით. ლუკა საწოლზე წამოწვა მე კი მის გვერდით მოვკალათდი. თავი გულზე დავადე და მის გულისცემას ვუსმენდი. ხელებით სახეზე ვეფერებოდი და ვცდილობდი ყველა მისი ნაკვთი შემენახა ხელის გულებით. რომ თუნდაც ერთ დღეს დავბრმავებულიყავი მისი სახე ჩემს ხელებს შეენახათ. დილამდე ასე ვიყავით ორივე. არც ერთს გვძინებია. მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით და ვაჩერებდით წამმს. ღმერთმა იცის როგორ მინდოდა გამეყინა წამი. არ გამეშვა. ის ჩემს გაყინულ სულს ალღობდა.
- და იპოვა ეშმაკმა თავისი ანგელოზი. - მელიასავით გაიღიმა ლუკამ - როგორ მეშინოდა შენი პოვნის..
- რატომ?
- რადგან ახლა მაქვს შიშის მიზეზი. შნი დაკარგვის შიშის.
- არ დამკარგავ.
- გამომყევი ცოლად.
გაოგნებისგან სახე დამეღრიცა. ამ დროს კი კარებზე კაკუნი იყო.
- ჯანდაბა დამავიწყდა.
- რაა? ვინაა?
- დედაჩემი უნდა მოსულიყო - ლუკამ გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. მე კი გიჟივით წამოვხტი ფეხზე და აბურდული თმების გასწორება დავიწყე. სირცხვილისგან ადგილიდან ვქრებოდი თითქოს. ამ დროს დედამისიც შემოვიდა ოთახში
მაკა - ღმერთო რამდენი ხანია მინდა შენი გაცნობა - გამიღიმა მაკამ - მე მაკა ვარ ალბათ უკვე იცი ვინც ვარ
ნინი - დიახ ვიცი, ლუკას დედა, ბოდიშით ადრე მოვედი.
მაკა - მადლობა რომ ჩემ ბოთე შვილს ყურადღებას აქცევ და ცოტა აზრზე მოიყვანე
ნინი- რას ამბობთ - გავიღიმე, მაგრამ აღარ ვიცოდი სირცხვილით თვალები სად წამეღო. ის კი მათვალიერებდა,
ლუკა - გოგოებო მორჩით ჭორაობას, ყავას დალევთ? და სამსახურში უნდა წავიდეთ
მაკა არ დარჩენილა მალე წავიდა. ლუკა კი დადიოდა და იღიმებოდა.
- რა გაცინებს საძაგელო სირცხვილით მოვკვდი
- ოო დაიკიდე რაა..
- არ ლუკა
- ნი ადექი წავედით.
და ჩვენ პირველად შევედით სამსახურში ერთად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent