2 გრამი სიყვარული (თავი 1)
სანამ კითხვას დაიწყებდეთ მინდა გაგაფრთხილოთ რომ შეიძლება ეს თავი წაკითხული გქონდეთ ;დ მოკლედ მანამდე სხვა სახელით ვწერდი მაგრამ რაღაც აირია და ვერ გავაგრძელე,ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ახალ პროფილზე თავიდან დავდო.. იმედია მოგეწონებათ და ბოდიში შეცდომებისთვის *** ოთახში მსუბუქი ნაბიჯებით შევედი,არ მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ უნდა შემემოწმებინა წუხანდელი მხოლოდ სიზმარი იყო თუ არა. შავი მძიმე კარები შეძლებისდა გვარად ჩუმად გავაღე და კომოდთან ავიტუზე.ოთახში შესულს თანაბარი და ღრმა სუნთქვა მომესმა.სანამ შევხედავდი მანამდე მივხვდი რომ ის იყო,ნამდვილად აქ იყო,ამაზე საწოლიდან საკმაოდ შორს მოსროლილი თეთრი ბალიში მიუთითებდა . გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი,მინდოდა ეს 9 თვის მონატრება ამენაზღაურებინა.მისი სუნით გაჟღენთილი ბალიში ავიღე,ჩავიხუტე და კომოდთან ჩავჯექი..ვუყურებდი და ველოდებოდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის გაღვიძებას.. -ვიცოდი რომ აქ იჯექი..შენს სუნს 100 წლის მერეც ვიცნობ- მოულოდნელად შევკრთი,არ ველოდი ასე მალე თუ გაიღვიძებდა -უი,შემაშინე-ვუპასუხე როგორც შემეძლო მშვიდი ტონით -ჰოჰ ახალი ამბავი,კიდე დიდხანს უნდა გაიყინო? ამოძვერი- სწორედ ამის თქმას ველოდებოდი...9 თვის მერე პირველად ჩავეხუტე,პირველად ვიწექი მასთან ერთად და პირველად მათბობდა თავისი,ძალიან დიდი ძმური სიყვარულით.. *** მასთან ლაპარაკი მინდოდა,მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მისთვის,მინდოდა ეგრძნო რომ ამ 9 თვეში გავიზარდე, მინდოდა ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლე ყოფილიყო,მაგრამ...მაგრამ ვერ შევძელი..ის ხომ ძმა იყო და არა მეგობარი, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია უთხრა..თუმცა ძმაზე დიდი მეგობარი მხოლოდ დედა თუ შეიძლება იყოს.არ ვიცი რა დამემართა,ვიფიქრე, რომ როცა ისევ თავიდან შევეჩვევოდით ერთმანეთს, მერე მაინც შევძლებდი მასთან ჩემზე ლაპარაკს...მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა.შეუძლებელია შენზე 10 წლით უფროს ძმასთან ილაპარაკო ისე როგორც შენს საუკეთესო მეგობართან.ამ ფიქრებით დამძიმებულს და მასზე მიხუტებულს ჩამეძინა. მოგვიანებით სიცივემ გამაღვიძა,ოღონდ ეს არ იყო ფიზიკური სიცივე,ოთახში საკმაოდ თბილოდა... არა ეს იყო რაღც სხვანაირი..არვიცი რა ვუწოდო ,ალბათ შინაგანი სიცივე.მიმოვიხედე ჩემ ძმას ვეძებდი, მაგრამ გავიაზრე, რომ ჩემს ოთახში ვიწექი.წამოვხტი,კარი ჩაკეტილი იყო..არა სულ ვკეტავდი, მაგრამ ახლა...ოთახიდან როგორ იქნა გამოვაღწიე და კიბის თავზე გავჩერდი..ვფიქრობდი ქვემოთ ჩავსულიყავი თუ...ბოლოს მაინც შევაღე შავი მძიმე კარები და გავქვავდი..არც გადაგდებული თეთრი ბალიში იდო კამოდთან (რადგან ვიცოდი რომ ჩემი ძმა არ შეიწუხებდა თავს აღებით) საწოლზე ჩემი ძმის საყვარელი მუქი ლურჯი „ადიელა“ იყო კარის ზღურბლზე ჩავჯექი და ფიქრი დავიწყე.ვბზობდი საკუთარ თავზე..ისევ სიზმარი... ისევ ილუზია...მაგრამ სიზმარი ასეთი ცხადი ჯერ არ მქონია...ძალა მოვიკრიბე და ქვემოთ ჩავედი..იქ უჩვეულო სიწყნარე და დაძაბულობა დამხვდა..დედა არ ჩანდა..გავბრაზდი -ხომ იცის რომ არ მიყვარს სახლში მარტო დარჩენა- გავიფიქრე გულში და თითქოს ამის საპასუხოდ გავიგე -მე ხომ აქ ვარ- არვიცი ეს რა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი შიგნიდან ჩამესმოდა. საკმაოდ ათეისტი ვიყავი იმისათვის, რომ სულის არსებობა დამეჯერებინა..ყურადღება ისევ დედაზე გადავიტანე და უზარმაზარ სახლში ძებნა დავუწყე..როგორც ყოველთვის სულ ბოლოს შევედი მის ოთახში, სადაც ყველაზე ცოტა დროს ატარებდა და ჩემდა გასაკვირად იქ დამხვდა.ლოგინზე იწვა გაშეშებული და ჭერს უყურებდა. ჩემი შესვლა არ შეუმჩნევია.თვალებიდან ცრემლის მაგვარი რაღაც მოსდიოდა და საფეთქლებთან ეღვრებოდა..იქიდან კი ჩემდა გასაკვირად მსუბუქად შევერცხლილ თმებში ეღვრებოდა..დედა თავს საკმაოდ უვლიდა და შესაბამისად მე მის თმაზე ერთი ჭაღარა არ დამინახავს.ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოვიღე -დედა! კარგად ხარ? -ნიტა,დღეს ...- და გაჩუმდა.ტირილი აუვარდა -რა დღეს - ვატყობდი რომ ხმა მებზარებოდა -ავღანეთში ბაზები დაბომბეს...... -მერე?- ეს ხმა კიარ იბზარებოდა უკვე გატყდა,ვიცოდი რომ ეს ოდესღაც მოხდებოდა,ვიცოდი რომ ცხოვრებას happy and არ აქვს და მეც ყოველდღე ველოდებოდი ამ წუთს... შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა გაუსაძლისი ტკივილით,თითქოს ორგანოები გარეთ გამოსვლას ითხოვდნენ...მინდოდა ეს ყველაფერი სიზმრის გაგრძელება ყოფილიყო,უკვე ვგრძნობდი რომ რეალობას გავურბოდი,არ მინდოდა სუსტი და დეპრესიული გოგო ვყოფილიყავი,რომელიც ყოველღამე ბალიშთან ჩახუტებული იძინებს და დილით ტირილით თვალებდასიებული იღვიძებს.მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა უცრემლოდ მაშინ როდესაც სახლში ვყოველი ადგილი ჩემ ძმას მახსენებდა.არ ვიცოდი როგორ მაგრამ უნდა გამეძლო. ტირილი არაფერს უშველიდა.ძმას არ გამიცოცხლებდა ვიცი რომ არც შვებას არ მომგვრიდა.გონება განმინათდა მივხვდი რაც მიშველიდა.ავდექი boyfriend სტილის მუქი ფერის ჯინსი ჩავიცვი ზემოდან ლურჯი ბრეტელებიანი მაისური და დიდი ჟაკეტი მოვიცვი და კიბეებზე ჩავირბინე,მერე მივხვდი რომ ფეხზე არ მეცვა და აი ესეც საშინელი დაბნეულობის და დეპრესიულობის წინა სიმპტომები.ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გამოვედი..სად წავსულიყავი არ ვიცოდი და ბოლოს რატომღაც ჩემთვის ყველაზე არასაყვარელ ადგილას მთაწმინდაზე გადავწყვიტე ასვლა.ტაქსი გავაჩერე ,მაგრამ ვინანე,ტელეფონი სახლში დამიტოვებია და ამიტომ მომიწევდა ტაქსისტის იდიოტური ლაყბობის მოსმენა..ბოლოს უკვე ძალიან გამაჭედინა და ცოტა არ იყოს უხეშად და ეგოისტურად მივმართე -იცით რა საერთოდ არ მაინტერესებს რა შეგემთხვათ და როგორ აიწია დოლარის კურსმა,რადგან დღეს ავრანეთში ჩემი ძმა ბომბზე ააფეთქეს და დაიღუპა ამიტომ ძალიან გთხოვთ რა დროზე ამიყვანეთ მთაწმინდაზე- ეს რომ ვთქვი ვიგრძენი რომ ჩემი თვალებიდან ცრემლებს უნდოდათ გზის გაკვლევა მაგრამ თავს შთავაგონე რომ მე ძლიერი უნდა ვიყო..ბოლოს ავაღწიე მთაწმინდაზე და პარკში შევედი..მივხვდი რომ ეს არ უნდა მექნა იმ იდიოტური ბომბორას ქანდაკების თუ რაც ქვია დანახვაზე ჩემი ძმა გამახსენდა პირველად თვითონ ამომიყვანა აქ და არც თუ ისე ცუდი დრო გავატარე..თბილისს გადმოვხედეთ მაშინ და ჩემმა ძმამ მითხრა „- ნიტა არასდროს შეიყვარო არავინ,თუნდაც ქალაქი, თუ არ იცი რომ ის არ დაგიცავს,არ გაგიგებს და არ შეგიყვარებს“ დღემდე ვერ ვხვდები რატომ და რა ლოგიკით მითხრა ჩემმა ძმამ ეს სიტყვები მაგრამ როცა იმ ადგილას დავდექით,მაშინ სადაც ვიყავით ზუსტად ისევ ისე ცხადად ჩამესმა „-არ შეიყვარო...არ შეიყვარო“ - ღმერთო მგონი გავგიჟდი,ვერ ვხვდებოდი რა ხდება. კიდევ ერთხელ გადმოვხედე თბილისს,კიდევ ერთხელ გავიხსენე ჩემი ძმა და უკან მოვტრიალდი... მეგონა გავგიჟდი..სამყარო მოულოდნელობებით არის სავსე მაგრამ ეს არ იყო მოულოდნელობა,ეს არც სასწაული არ იყო,არც სინამდვილე..ეს ჰალუცინაცია,მიღებული შოკისგან წარმოქმნილი ქალუცინაცია,მაგრამ არასდროს არ ყოფილა ასე ცხადი ჩემი არცერთი სიზმარი,არცერთი წარმოსახვა როგორც ეს..ცხაადად ვხედავდი რომ ის წინ მედგა.ისევ ისეთი იდიოტური გამომეტყველებით,ზუსტად ისეთი იყო როგორიც მაშინ ერთად რომ ვიყავით მთაწმინდაზე.აქამდე ვხვდებოდი რომ დავკარგე ძმა ცხოვრების ნაწილი,მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს ძმაზე უფრო მეტი იყო.. -გიკა მენატრები -ვცადე ათრთოლებული ხმა დამემალა,მაგრამ არ გამომივიდა -მე შენთან ვარ -არა არ ხარ,შენ წახვედი და ვეღარასდროს გნახავ..შენ..შენ მოგკლეს..შენი თავი წამართვეს.. -ნიტა_ისტერიკაში ცავარდნილს ძალიან მშვიდი ტონით გამაწყვეტინა ლაპარაკი_მე ყოველთვის შენთან ვიქნები -კიმაგრაამ შენ აღარ არსებობ -ნუთუ?! ) და ახლა აბა როგორ მხედავ? როგორ მელაპარაკებიი? -შენ მოჩვენება ხარ..ლანდი..მოგონება..წარსულის აჩრდილი -არა ნიტა,მე მოჩვენება არ ვარ..მე შენი წარსული აწმყო და მომავალი ვარ და ყოველტვის შენ გვერდზე ვიქნები,დაგიცავ და დაგეხმარები სულ გამუდმებით -შენ ამას ადრეც დამპირდი მაგრამ პირობა დაარღვიე..მითხარი სულ შენთან ვიქნებიო..მაგრამ..მაგრამ წახვდები..შენი ნახვა არ მინდა..ეს მონატრებას უფრო გამიმძაფრებს ცოტახანში თავი ავწიე,მეგონა ისევ იქ დამხვდებოდა მაგრამ არა..დამტოვა და მორჩა.. ფეხზე ავდექიდა მთაწმინდის დაღმართზე სირბილით დავეშვი..ისე მივრბოდი თითქოს რაღაც შემზარავს გავურბოდი..ჰმ თითქოს..მოულოდნელად რაღაცას შევეჯახე და წავიქეცი..თვალი გავახილე და „ღმეთო,ოღონდ ე არა“ წინ ვიღაც ბიჭი მედგა ხელგამოწვდილი,იმის ნაცვლად რომ დახმარება მიმეღო ვუყვურე -წინ ვერ იხედები?ბრმა ხარ?_გაეცინა და ამან უნფრო გამაბრაზა -მე რას მეჩხუბები,შენ მორბოდი და შენ დამეჯახე..რაიყო შეყვარებულს გამოექეცი? _ ამ სიტყვებმა გამახსენა რატომაც მოვრბოდი და თვალები ცრემლით ამევსო -არა_ჩემდა გასაკვირად ჩუმად ვუპასუხე და წამოვედი -მოიცა მოიცა,ქვემოთ მოვდივარ მეც_ 50 მეტრი არ მექნებოდა გავლილი როდეაც დამიძახა და დამეწია -ზემოთ არ ადიოდი?_ვითომ გაოცებული სახით ვკითხე -ნუუ კი მაგრამ მეზარება ახლა იქ ასვლა,შენც გაგიცნობ თან თავი დაარტყი მაარტოს ხოარ გაგიშვებ „არ დაუჯერო“ არ ენდო“ _შიგნიდან რარაც ხმამ მიკარნახა..ზუსტად ისე შემეშნდა როგორც გამიხარდა ამ ხმის გაგება,ძალიან. ეს გიკა იყო,ჩემი ძმა..რა თქმა უნდა ,ის ხომ დამპირდა შენთან ვიქნებიო..უცნაურ ბიჭს შევხედე და საეჭვო არაფერი შემიმჩნევია,.მიუხედავად გაფრთხილებისა გავრისკე და მასთან ერთად წასვლა ავირჩიე.. -და შენი სახელი?_აშკარად საუბრის დაწყებას ცდილობდა ან მიხვდა რომ არაცას ვფიქრობდი და ცდილობდა გამოვეფხიზლებინე -რა..ა ხო..სახელი..ნიტა_და ისე გავუღიმე თითქოს ძალიან მიხაროდა მისი დანახვა -ნიტა?_სახის გამომეტყველება შეიცვალა,თითქოს ამ სახელის გაგონებამ დააფრთხო,თვალები ჩაუქრა და სევდიანად ჩაიღიმა..ვერ მივხვდი რა მოხდა,რა დავაშავე..იქნებ ჩემი ძმა მართალი იყო და არ უნდა გამოვყოლოდი -და შენ?-ვკითე უბრალოდ სიტუაციის განსამუხტად -რა მე?_ისეთი სახით გამომხედა თითქოს რამე უჩვეულოს მოვწყიტე -შენ რა გქვია მეთქი -აა,ხო.. მე გიორგი მქვია-გაიღიმა..ეგაა მარტუებს მე რას გამომაპარებს -არ გქვია გიორგი -რაა? -გიორგი არ გქვია..მატყუებ -შენ საიდან იცი?ფსიქოლოგი ხარ? -დაახლლოებით.. რა გქვია? -ლუკა..იმედია ახლა არ გატყუებ ხო? -არა,ლუკა გქვია მაგრამ გიორგიდ რატო ასაღებდი თავს? -ძაან გრძელი ისტორიაა.. -ძალიან ბევრი დრო მაქვს..გისმენ ან დაგემშვიდობები -მოდი დამემშვიდობე მაშინ.. -კარგად.._და ადგილს მოვწყდი -ნიტა..ნიტა.. _ღრიალებდა ლუკა,მეძებდა.. ასეც ვიცოდი გავჩერდი და სული მოვითქვი.ცოტახანში დამეწია -ნიტა..გაგიჟდი გოგო?! სად გაამოვარდი ამ სიბნელეში.. -შენ არ მითხარი დამემშვიდობეო?ხოდა დაგემშვიდობე ) -ასე არ მიგულისხმია -და აბა საიდან მივხვდე ახლა შენ რა იგულისხმე -თუ იმას მიხვდი რომ გიორგი არ მქვია მაშინ არც ამის მიხვედრა უნდა ყოფილიყო რთული არ მეთქნხმები?მომიყვები რა მოხდა თუ კიდე გარბენინო? -კარგი მოგიყვები მაგრმ ერთი პირობით.. -აბა ?გისმენ რას მთხოვ? -ხვალ შემხვდები -აჰ რა საინტერესო პირობაა დარატო უნდა შეგხვდე? -შეიძლება ეგ ხვალ გითხრა? -კარგი ჯანდაბას..ახლა მომიყევი -მპირდები? -გპირდები - 5 წლის ვიყავი როცა მამამ მიმატოვა,დედაჩემი ნერვიულობას გადაყვა გული გაუსკდა.მე ბიძამ და ბიცოლამ გამზარდეს..ჩემხელა შვილი ყავდათ.. გიორგი..ბუნებრივია არავის არ უგრძნობინებია ჩემთვის რომ ობოლი ვიყავი..ზუსტად ისე გამზარდეს როგორც გიორგი..ისე მეჩხუბებოდნენ როგორც გიორგის და ისე მაჯილდოვებდნენ როგორც გიორგის.. ჩვეულებრივად შეიძლება ითქვაას რომ ძმებივითვიზრდებოდით..იმის გამო რომ სისხლით ნათესავები ვიყავით ჩვენ შორის დიდი ვიზუალური განსხვავება არ ყოფილა.. 16 წლის როცა ვიყავი ფული წავაგე..1 კვირაში 3000 ლარი უნდა მიმეტანა..ბიძაჩემს ვერ ვთხოვდი ამიტომ გიორგი დამპირდა მე მოვაგვარებო..ორი დრე სახლში არ მოსულა.ტელეფონზე არ მპასუხობდა არცერტ ძმაკაცთან არ ყოფილა..ყველა ადგილი შევამოწმე სადაც შეიძლება ყოფილიყო მაგრამ ვერსად ვიპოვე..23 აპრილი იყოდედაჩემის დაბადების დღე..ყვავილები ვიყიდე და სასაფლაოზე წავედი...როგორც კი ჭიშკარში შევედი გიორგის ტელეფონს დავაბიჯე ფეხი..ავიღე და ბოლო ორი დღის დანარეკები და მინაწერები შევამოწმე..ორი დღის წინ,წუსტად მაშინ როდესაც დაიკარგა იმ ტიპებთან ქონდა მინაწერი რომლებთანაც წავაგე..გზა გავაგრძელე და გიორგიც წავაწყდი..ერთ-ერთი საფლავის ღობეზე მიებათ..საშინელი სახე ქონდა..ნაწამები გაუბედურებული..მაგრამ ცოცხალი იყო..სუნთქავდა ..ძალიან სუსტად მაგრამ მაინც..მოხვსენი და საავადმყოფოში წავიყვანე..შიგნით ორგანოები „აზელილი“ ქონდა ერთმანეთში..საშინლად ნაცემი იყო..ვერ ვხვდებოდი რატომ მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ვიაზრებ რომ თავი ლუკად გაასაღა..რახან ერთმანეთს ვგავდით ჩემი როლი ითამაშა და სიკვდილს გადამარჩინა..გადამარჩინა ფიხიკურ სიკვდილს რადგან ორ თვიანი კომისშემდეგ თვითონ ჩუმად გაიპარა..ძალიან ჩუმად მოკვდა..ამაზე მტკივნეული რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის როდესაც ძმა და საუკეთსო მეგობარი გიკვდება..გიკვდება იმის გამო რომ შენ ვიღაც ახვ** ტიპებთან წააგე..იმის შემდეგ ჩემი სახელით ძალიან ცოტას ვეცნობი..ყველასთვის ახლა უბრალოდ გიორგი მჭედლიძე ვარ რადგან მრცხვენია..მრცხვენია ლუკა მჭედლიძე ვიყო..მე ფაქტობრივად ძმის მკვლელი ვარ ..ახლა გაიგე რატო ვარ გიორგი და არა ლუკა?_ათთროლებული ხმიტ დაასრულა..ჯერ ასეთ მდგომარეობაში არცერთი ბიჭი მინახავს ..დარწმუნებული ვარ არც ლუკა იქნებოდარომარა მისი ძმის ტრაგედია..ის ხომ ჩვეულებრივად განადგურებული იყო..ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე როგორ მესმოდა მისი -მეც დავკარგე ძმა_თითქოს ამით ვაგრძნობინე რომ მარტო არ იყო -მართლა?როდის? -დღეს..ავღანეთში ბაზები დაბომბეს..იქ იყო -ძალიამ ვწუხვარ -მეც._ამით დავასრულეთ საუბარიც და გზაც -ტელეფონის ნომრეს მეტყვი?პირობა პირობაა ხომ გახსოვს_ისე საყვარლად გაიღიმა მეგონა შემიყვარდებოდა (ჰმჰ.მეგონა) -რა პრობლემაა _ნომრები გავცვალეთ..ნუ გავცვალეთ რა იმან ჩაიწერა.ჩემი ტელეფონი სახლში ეგდო..წავიდა... ის იყო ტაქსი უნდა გამეჩერებინა რომ პირდაპირ ჩემს ფეხებთამ BMW-ს მარკის მანქანა გაჩერდა..მინა ჩამოწია და ღმერთო ჩემო.. ლუკა -გეგონა დაგტოვებდი? -დაახლოებით -წამოდი სახლში გაგიყვან _და ისევ თავისი მომაჯადოებელი ღიმლით გამიღიმა და ჯანდაბა ისევ და ისევ ის ხმა „ნიტა არ ენდო“ „არ დაუჯერო“ -ჯანდაბა თავი დამანებე_ვთქვი ჩემთვის მაგრამ გაიგონა -ნიტა რამე მითხარი? -არა არაფერი -მაშინ ჩაჯექი_ხმის ამოუღებლად ჩავჯექი და გავუღიმე -სად ცხოვრობ? -წერეთელზე -ვახ..კიდევ ერთი დამთხვევა )_ გაოგნებული სახით შევხედე -რაიყო..მეც წერეთელზე ვცხოვრობ_ და გაეცინა..მანქანა ისე დაყავდა მე რომმიყვარს..ზომიერად სწრაფად ..კიდევ ერთი დამთხვევა აღმოვაჩინე მაგრამ აღარ ვუსმენდი..ორივეს ერთი საყვარელი ჯგუფი გვყავდა green day.. ბიჭის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები მაქვს..მაგრამ როდესაც ბიჭი როკს უსმენ იქ ყველაფერი გარკვეულია..ანუ ის საუკეთესოა..ჩემ კორპუსს ძალიან მარტივად მივაგენით..როცა ავუხსენი სადაც ვცხოვრობდი გაიცინა მაგრამ არ მიკითხავს რატომ.. -ნახვამდის ნიტა..ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა -ნახვამდის ლუკა_გავუღიმე და მანქანიდნ გადავედი -ნიტა!.._ დამიძახა სანამ სადარბაზოში შევიდოდი -გისმენ -იცოდე მე პირობა მახსოვს..შეგეხმიანები როგორც კი ტელეფონს ჩართავ_ღმერთო საიდან იცის რო გათიშული მაქ არც კი მიხსენებია -მეც მახსოვს პირობა-დაბნეული სახით გავხედე და სადარბაზოში გავუჩინარდი..როგორც კი შევედი მანქანის ხმამ მამცნო რომ ლუკა წავიდა..ლიფტით ასვლა დამეზარა ამიტომ კიბეები ავირბინე საოცრად კარგ ხაისათზე ვიყავი ლუკას გაცნობით მაგრამ როგორც კი ჩემ სართულზე ავედი და ბინის კარს მივუხლოვდი გული თავიდან გამეყინა..თითქოს ვირაცამ ცივი,გაყინული ხელებით მომიჭირა და ყელანაირი ბედნიერება გამომწურა..გამასხენდა რა ხდებოდა ამ შავი კარიგ იქით..ვიცოდი რომ როგორც კი ზარს დავრეკავდი ყველაფერი შეიცვლებოდა დაშავ სამყაროში შევაბიჯედბი,მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა ამ შავ სამყაროს უნდა შევგუებოდი..ზარი დავრეკე.,.ჩემი ძმის ძმაკაცმა,ლევანმა გამიღო -სად იყავი?! _ისეთი ტონით მკითხა თითქოს მამაჩემი ყოფილიყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.