დღიური-თავი11(ისტორიის დასასრული)
ამასობაში ჩვენი წასვლის დღეც მოვიდა. დიახ,თბილისში წასვლის დრო. ეს დღეები კი არასდროს მიეცემა დავიწყებას,ყველასთვის აქედან დაიწყო ისტორია,ისტორია რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. ისტორია,რომელიც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ეცოდინებათ. 23 ივნისი,ყველაფრის თავი და თავი)) დღე საიდანაც დაიწყო ჩვენი-ელენეს,ტასოს და ქეთას სიყვარული. ვერავინ წარმოიდგენდა თუ სამივეს ცხოვრებაში ესე მალე და ერთდროულად გამოჩნდება სიყვარული(იღიმის). თუმცა ვიცოდით რომ ეს ზაფხული ბევ თავგადასავალს გვიმზადებდა. ჩავალაგეთ ჩემოდნები და გავემზადეთ,ამოვიოხრეთ სამივემ ერთად.. ეს ჩვენი მწუხარების და ამავდროულად ბედნიერების ნიშანი იყო. აღარ გვინდოდა თბილისში დაბრუნება,თუმცა სხვა გზა არ იყო. ელენეს თავისი საქმე ქონდა,მე კი ვიცი საშინელი დღეები მელოდებოდა.ჩემს ამბავს მთელი ოჯახი გაიგებდა,დაიწყებდნენ ნერვიულობას,ზრუნვას დაიწყება თბილისში ჩასვლისას მკურნალობები. ალბათ ხშირად მომიწევდა საავადმყოფოში სიარული. ტასო:ესეც ასე,წავედით გოგოებო)) ქეთა:წავედით)) გული მწყდება,რომ ესე მალე დამთავრდა წნეთის დღეები. ტასო:არაფერი დამთავრებულა,წყნეთში კვლავ ამოვალთ და არა მარტო წყნეთში,სხვაგანაც წავალთ წელს თუ მოვინდომეთ. ელენე:ნამდვილად! ქეთა:კარგით,წავედით. დროა.. კარი გავაღეთ და ლუკა,სანდრო და დაჩი შეგვხვდნენ. ელენე:რა გინდათ აქ თქვენ? სანდრო:არ გაგაცილოთ? თქვენ გეგონენათ ისე გაგიშვებდით? შემდეგ კი ძლიერად ჩაეხუტა ელენეს. ლუკა-ასე მტოვებდი ტასუნა? გამოუმშვიდობებლად? ტასო და ლუკაც ძლიერად ჩაეკვრნენ ერთმანეთს. დაჩი: ჩვენღა დავრჩით(გაიცინა),მოდი ჩემთან! დაჩიმაც ძლიერად ჩაიკრა მკლავებში თავისი ქეთა და გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. სანდრო:ახლა კი ჩასხედით მანქანაში. ჩავსხედით მანქანაში,ლუკას მიერ ჩართულმა სიმღერამ ყველა დაგვადარდიანაო თითქოს.. გავიხსენეთ ის მომენტები,რომლებიც ყველაზე კარგად დაგვამახსოვრდა,ბევრი იყო უხერხული სიტუაციებიც და ბოლოს რომანტიულად დავამთავრეთ მოგონებების გახსენება.. ქეთა:მომისმინეთ,მოდით თითოეულმა დაასახელეთ ის ბედნიერი რამ,რაც წყნეთმა და ააქ გატარებულმა დღეებმა შემოგინახათ. ელენე:მე წყნეთმა სანდროს შემახვედრა და ბედნიერი ვარ ამით! ტასო:მე ჩემმა წყნეთმა,ბავშვობის სიყვარულთან შემახვედრა.ბავშვობის სიყვარული დავიბრუნე,რომელსაც აღარასდროს გავუშვებ! ლუკა:ჩემი ტასუნააა^^ მე საცოლე შევიძინე წყნეთში,მეტი რა უნდა ვთქვა(გაიცინა). სანდრო:აღარაფრის მეშინია რადგან ელენე მყავს,უბრალოდ ახლა უფრო მეტად გამიჩნდა სანერვიულო.. ელენე:რატომ?! სანდრო:მეშინია,არ მომტაცონ შენი თავი(იხუმრა). ელენე:ოხხ,სანდროოოო!! (გაიცინა). დაჩი: ჩემთვის წყნეთმა ყველაფერი შეცვალა. ცხოვრების თანამგზავრი გავიცანი,ჩემი შვილების დედა და ადამიანი,რომლის გარეშეც ვერც ერთი წუთი გავძლებ! მიყვარხარ ქეთა. ქეთა:დაჩიიი(მორცხვად გავუღიმე),პირველად შემიყვარდა,პირველად ხდებოდა ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში და პირველად მესმოდა სიტყვები ჩემი გოგო,ჩემი ლამაზი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემთის ახალი ხილი იყო. რაც შემეხება მე,ბევრს არაფერს ვიტყვი,რადგან ახლა ყველაფერი მაქვს იმისათვის,რომ კიდევ უფრო ბედნიერი ვიყო! მეგობრები,რომლებთანაც წყნეთმა კიდევ უფრო დაგვაკავშირა. და ბოლოს დაჩი,რომელიც უზომოდ მაბედნიერებს! ერთი წამით,დაფიქრდით ყველა თქვენს მომავალზე,წარმოგიდგენიათ რა მაგარი რაღაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში? ეს ის ურთიერთობები და ადამიანები არიან,ვინც ყოველთვის გვერდით გვეყოლება. ერთად წავალთ დასასვენებლად,გასართობად და საერთოდ ყველგან. შემდეგ შეიქმნება ოჯახი,დავნათესავდებით და ამ ყველაფრამდე ძალიან ცოტაღა დარჩაა.. ელენე:ბედნიერი ვარ თქვენ რომ მყავხართ! ამასობაში სადგურს გავცდით.. ტასო:სადგურს გავცდით ლუკაა,სად მიდიხარ?! ლუკა:თბილისში მიმყავხართ. ტასო:რაა? მერე და თქვენ? სანდრო:ჩვენც თბილისში მოვდივართ. ელენე:რა გინდათ თბილისში,ხომ უნდა დარჩენილიყავით? სანდრო:რაღა დაგვრჩენია წყნეთში,თქვენ აღარ იქნებით. გარდა ამისა,ჩვენც კარგა ხანს ვიყავით დაჩაზე. ელენე:ოხ,რა ხართ ეს ბიჭები რაა(გაიცინა). სანდრო:ოხ,ნუ იტყვი ნუუ(გაეცინა). თბილისში ჩავედით,ლუკამ ყველა თავის სახლამდე მიაცილა,მშობლებმაც გაიცნეს ბიჭები,მაგრამ როგორც მხოლოდ მეგობრები. თუმცა მალე ვეტყოდით მათ შესახებ სიმართლეს. ქეთას ბებია,ლილე.. ლილე:ბებო რა გინდა შენ აქ? რატომ არ მითხარი ჩამოსვლას თუ აპირებდი? ქეთა:რავი,ჩვენც უცბად გადავწყვიტეთ წამოსვლა და აღარ მითქვამს. ვიფიქრე არ ვეტყვი ისე ჩავალ და გაეხარდებათქო. ლილე:გამახარე ბებოო აბა რა ქენი,მოგვანატრე თავი. ქეთა:მეც მომენატრეთ ბეე. ბებოო,რას მაჭმევ? ძალიან მშია. ლილე:რა გინდა რომ გაგიკეთო? ქეთა:შენს საფირმო ბლინებს გამიკეთებ? ლილე:აბა რას ვიზავ ჩემო ლამაზო გოგო,ახლავე დავიწყებ. მოდი მომიყევი,რა ხდებოდა წყნეთში,როგორი დრო გაატარეთ. ქეთა:აი ძალიან მაგარი დრო გავატარეთ მართლა,ბევრი ისტორიაც გადაგვხვდა(ჩუმად ჩავიცინე). ლილე:რაზე გაგეცინა? ქეთა:არა,არაფერზე ისე. ლილე:შე ეშმაკუნა გოგო,მითხარი მითხარი. ქეთა:ბეე,ერთი ბიჭი გავიცანი წყნეთში. ლილე: ვინ არის? ქეთა:დაჩი მაისურაძე,ტასომ თავისი ბავშვობის მეგობარი ნახა წყნეთში რომელსაც ადრე უყვარდა ტასო,ხო და აღმოჩნდა რომ ისევ ყვარებია. ტასოსაც გაუახლდა გრძნობები და ასე.. ხო და ამ ბიჭის მეგობარია ეს დაჩიც. ლილე:კარგი ბიჭები არიან ბებო? ქეთა:კი ბებო,ხო იცი ურთიერთობას არ დავიჭერდი კარგები რომ არ ყოფილიყვნენ. ლილე: მოგწონს შენც? ქეთა:კიიი. ლილე:აი,შე ცუღლუტო შენა. ჭკვიანად იყავი ბებო,ჭკვიანად. ფეხზე წამოდგომისას თავბრუ დამეხვა და გონება დავკარგე. ასე ვიყავი რამოდენიმე საათი,თვალები რომ გავახილე საავადმყოფოში ავღმოვჩნდი. ამასობაში,სისხლი ამიღეს და პასუხს ელოდებოდა ბებო. თვალები,რომ გავახილე ბებო იდგა ჩემს გვერდით და ტიროდა. ლილე:ჩემი ქუთუსია,როგორ ხარ ბებო? ქეთა:რატომ ტირიხარ ბებო? ლილე:გონება დაკარგე სახლში და რომ ვეღარ შევძელი დახმარება საავადმყოფოში წამოგიყვანე. ქეთა:როდის გამწერენ? ამ დროს პალატის კარები ექიმმა შემოაღო. ლილე:აბა ექიმო,მზად არის ანალიზის პასუხები? გიორგი-ექიმი:აბა როგორ გრძნობ თავს ქეთა? ქეთა:კარგად. როდის გამწერთ? ექიმი:ვფიქრობ მოგიწევს აქ გაჩერება,რადგან თქვენი პასუხი მზად არის და ახლა უფრო ხშირად მოგიწევთ საავადმყოფოში სიარული. ლილე:რა ხდება ექიმო? ექიმი:ქეთას მეორე სტადიის სიმსივნე აქვს. ლილე:რა თქვით? ეს როგორ მოხდა? ექიმო:ამას ვერ გეტყვით,მაგრამ მკურნალობაა საჭირო. ქეთა:მოიცადეთ მეორე სტადია? მე პირველი მითხრეს. ლილე:ქეთა,შენ რა იცოდი ამის შესახებ? ქეთა:წყნეთში წამივიდა გული და ექიმმა პირველი სტადია დამიდგინა. ლილე:და იქ გაჩერდი? რატომ არ მითხარი,ან რატომ არ ჩამოხვედი აქამდე? ქეთა:ვიცოდი,რომ ინერვიულებდი,არ მინდოდა უბრალოდ ასე გაგეგო ბეე. ექიმი:იქნებ გაიხსენო ქეთა,რამდენი დღის წინ გითხრა ექიმმა ამის შესახებ? ქეთა:სადღაც 1 კვირის წინ. ექიმი:როგორც ჩანს,სიმსივნე სწრაფად ვრცელდება. ჩემს ოთახში შემობრძანდით ქალბატონო ლილე და იქ ვისაუბროთ დეტალურად. 2 წლის შემდეგ.. ეს ყველაფერი მეგობრებმაც გაიგეს,ცხარე ცრემლებით შეხვდნენ ამ ამბავს. ჩემთან არ უტირიათ და ცდილობდნენ არ შეემჩნიათ,მაგრამ ყველაფერს ვხვდებოდი. მათთან ერთად დაჩიც ვერ ისვენებდა,მუდამ ფორიაქში იყო. ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ და გამოსდიოდათ კიდეც. მკურნალობამ ვერ მიშველა,ახლა მე3-ე სტადიის სიმსივნეზე ვიყავი. დედა,დეიდა ახლობლები ყველა განიცდიდა,გამუდმებით ფერებაში ვყავდი მათ,როგორც ვივარაუდე ისე მოხდა ყველაფერი. ოთახიდან გასვლის შემდეგ ყველა ტიროდა,ოთახში ყოფნის დროს კი ტირილს იკავებდნენ. 1 წლის შემდეგ.. 1წელი კიდევ გავსტანე მე3-ე სტადია შევინარჩუნე. დედა ჩამოვიდა თბილისში,დედა რომელიც კიდევ დიდი ხანი ვერ ჩამოვიდოდა,ჩემი მდგომარეობის გამო ჩამოვიდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა,ჩემი მდგომარეობის და მიუხედავად მაინც ვიბრძვოდი,ექიმებიც მაიმედებდნენ. კიდევ 1 წლის შემდეგ.. დაჩიმ ცოლო მთხოვა,არ გეგონოთ,რომ მხოლოდ ის ზაფხულის არდადეგები იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვნახულობდი და სანამ შემეძლო მათთან ერთად ვერთობოდი. 14-ივლისი,ქორწილის დღე. ქორწილში,როგორც ყველას თეთრი სადა და მოკრძალებული კაბა მეცვა,ელენე და ტასო ჩემი მეჯვარეები იყვნენ. მცირე წრეში გადავიხადეთ ქორწილი,ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. 9 თვის შემდეგ.. დაჩის და ქეთას პატარა გოგონა შეეძინათ. ყველა ბედნიერებით იყო აღსავსე,გარდა დაჩის და ქეთას ოჯახის წევრებისა. ქეთამ ვერ გადაიტანა მშობიარობა, ყოველ შემთხვევაში თავისი სიცოცხლე ბედნიერად დაასრულა. დაჩიმ,ქეთას და მის შვილს,მისი ძვირფასი ქალის და დედის სახელი-ქეთა დაარქვა. ქეთამ ყვველას დაწყვიტა გული,მაგრამ პატარა და ჯანმრთელი ქეთა მოავლინა ქვეყანაზე. დაჩიმ ძნელად გადაიტანა ეს ამბავი,ბავშვსაც არ ეკარებოდა რამოდენიმე ხანი. თავის თავში ჩაიკეტა და არავის სცემდა ხმას. მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია. რაც შეეხება ქეთას გოგოებს,ტასო და ელენე 2 წლის შემდეგ გათხოვდნენ და შექმნეს ბედნიერი ოჯახი.. ტასომ და ელენემ ქორწილი ერთ დღეს-23 ივნისს გადაიხადეს. 23 ივნისი-დღე საიდანაც დაიწყო ყველაფერი! საიდანაც დაიწყო ამ პატარა გოგონების ისტორია! 6 ოქტომბერი-ელენეს გოგო შეეძინა. 6 ოქტომბერი-ქეთას დაბადებისდღე! ამიტომ ელენემ ქეთას საპატივცემულოდ თავის გოგონას ქეთა დაარქვა. 19 თებერვალი-ტასოს ბიჭი შეეძინა,რომელსაც ნოე დაარქვა. პატარა ქეთა დედამისს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. ტასო და ელენე ბავშვებს როგორც და-ძმას ისე ზრიდნენ. ნოე არავის აჩაგვრინებდა გოგოებს,მართლაც მათზე როგორც ძმა ძალიან მზრუნველი იყო და ეჭვიანობდა კიდეც.ვინმე ბიჭი ახლოს თუ მიეკარებოდა გოოგებს წამებში მათ გვერდით ამოყოფდა ხოლმე თავს. ქეთას,ელენეს და ტასოს მეგობრობა შედგა! ესეც კიდევ ერთი ისტორიის დასასრული მადლობა მათ ვინც კითხულობდა მოთხრობას,იმედია მოგეწონათ! ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი აქტიურობა სიყვარულით ნინუცა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.