შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ რა იცის, რა ხდება ხვალ? (სრულად)


15-02-2017, 18:24
ავტორი tatiachelo
ნანახია 4 701

„რა თქმა უნდა ადამიანის სიყვარული შესაძლებელია, თუ მას საკმარისად ახლოს არ იცნობ“.
სილამაზე და სიმდიდრე ..
ეს ის ხილია რაც ატყუებს თვალს, ლახავს შენს ღირსებას და გავიწყებს სხეულში დაჩდილულ სულს, რომელიც სიბნელეში მიყუჟულა, ჩუმად თავისთვის ზის და უცდის როდის მოხვალ გონს , რომ ჩაახშო შენში გაბოროტებული არსება.
კლუბში შესული მამაკაცი, წარმოუდგენელი კმაყოფილებით უყურებს, ლამაზი სხეულით მოცეკვავე მანდილოსანს და იმის გაფიქრება, რომ ის სილამაზე მას ეკუთვნის , უფრო მეტად მატებს ბედნიერებას .
გოგონას მიხვრა მოხვრა, მოქნილი სხეული, გამომწვევი ქცევები, ბიჭის თვალებში მოგიზგიზე ცეცხლს უფრო მეტად აჩენს .. საყვარელ ადამიანს უახლოვდება, გულში იკრავს მონატრებულს და ხარბად ისუნთქავს მის სურნელს ...
-ნიკა.. ქალი გაოცებული უყურებს, წინ მდგომს.
-მომენატრე.
-რომ მოგნატრებოდი მნახავდი. ნიშნის მოგებით პასუხობს, ბარისკენ მიემრთება, ოფიციანტს მარტინს უკვეთავს და გაღიმებული უყურებს ვაჟს.
-ნადი გეყოს რა. კარგად იცი, რომ ოჯახში ჩემს მეტი არავინ მუშაობს.. თან ჩვენი ქორწილისთვის ვაგროვებ ფულს და გასართობად არ მცალია .ჩემი ცხოვრება არ არის მოწყობილი ისე, რო ფეხი ფეხზე მქონდეს გადადებული და ფული ეგრე შემომდიოდეს.. მეც ხო უნდა გამიგო არა ?
-ხო რა თქმა უნდა , მე უნდა გაგიგო და მე მიგებ შეენ ? თვეში ხუთჯერ გხედავ .. რა უბედურება საქმრო ხარ, თუ ნაცნობი ? ირონიულად მიმართავს და ბარმენის მიერ გამოწვდილ მარტინს იყუდებს. ერთ ყლუპს დაჭყანული სახით ყლაპავს ..
ბიჭი გაღიზიანებული უყურებს , ჭიქას ხელიდა ართმევს და თავად სვავს ..
-ნადი ჯობია მოვჩეთ , ამ თემის განხილვა კაი ? თორემ ცუდად დავამთავრებთ ..
მამაკაცისგან ნათქვამი ბოლო სიტყვა, გოგონასთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მის თვალებში გამოისახა შიში, მარტოობა, სინანული. გულში რაღაც ჩასწყდა, თვალები ცრემლით აევსო, წინ მდგომს ხელები ძლიერად შემოხვია , თითქოს არ უნდოდა მისი გაშვება, თავისი ცხოვრებიდან , არ ემეტებოდა სხვისთვის , ეგოისტურად უნდოდა რქმეოდა ნიკა წილოსანის გოგო..

&&&
-ნიკოლოზ, როგორ ხარ ?.. მოკისკისემ ჩასძახა ყურმილში, შეყვარებულს ..
- კარგად, თავად როგორ ბრძანდებით საქალბატონე ? ბედნიერებით აღვსილმა დაუბრუნა კითხვა
-საქმროს მონატრებული როგორ ვიქნები ? კაი არგვინდა მაგის განხილვა.. ნიკ დღეს ვიკრიბებით ბავშვები და ხო წამოხვალ შეენც ?
-არ შემიძლია ნად. არგეწყინოს რა, სამსახურში ვარ, უფროსიც შვებულებაშია. მთელი საქმეები ჩემზეა დაწოლილი.. ვეცდები რაც შეიძლება მალე დავასრულო, საბუთების მოწესრიგება და საღამოს მანც გნახო ..
-რა გაეწყობა . ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა..
მამაკაცი მოწყენილი დაჯდა მაგიდასთან, სადაც საბუთების დასტა იყო დადებული, სევდიანად დახედა მობილურს და მუშაობას შეუდგა.
კაფეში შესულმა ,ნაცნობ სახეებს მოკრა თვალი და ღიმილით წავიდა მათკენ.
-ნადიც მოსულა . თეო ფეხზე წამოდგა და მეგობარს გადაეხვია .. როგორ ხარ ?
- არამიშავს , თეო შენ როგორ ხარ ?
- კარგად რა მიჭირს . სიცილით მიმართა დაქალს..
ყველას გადაეხვია მოიკითხა, ბოლოს მზერა უცნობზე შეაჩერა, რომელიც მათ მოქმედებას ჩუმად აკვირდებოდა ..
-ნად გაიცანი ჩემი კლასელი და მეგობარი დათა დოლიძე.. მხიარულად გადახედა გოგამ, დაბნეულ გოგონას .
-ნადი გეგეჩკორი .. ხელი გაუწოდა უცნობს .
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, გოგასგან ბევრი კარგი მსმენია თქვენზე.
- მე კი საერთოდ არ ვიცოდი თქვენი არსებობა .. სიცილით მიუგო ყმაწვილს..
-რა გეცოდინებოდა, მეც აღარ მახსოვდა , სკოლის დამთავრებასთან ერთად გაქრა და გადასახლდა ინგლისში .. ეხლახანს ჩამოვიდა და დაგვიბრუნდა 7 წლის მონატრებული ..სიტუაცია განმარტა გოგამ ..
ბიჭი მოხიბლული იყო გოგონას სილამაზით, წინ მჯდომს უცქერდა. მისი თვალები იტაცებდა, ამქვეყნიური სამყაროსგან..
დათა დოლიძე, ბიზნესმენი გიორგი დოლიძის შვლი გახლდათ , რომელსაც ფული თავზე საყრელად ქონდა, მისთვის მიუწვდომელი არაფერი არ იყო , კაპრიზებით, გატაცებებით და გაფანატებით ცხოვრობდა, თავისი ვარდისფერი სათვალით და სულ არ ადარდებდა რა ხდებოდა მის იქით .

&&&
-ნადი .. შეყვარებულის ხმა მოესმა სადარბაზოში შესულს .
-ნიკა მომენატრე ..
-მეც მომენატრე .
ერთმანეთს ამღვრეული თვალებით შეჰყურებდნენ..
მამაკაცი სწრაფად მიუახლოვდა გოგონას, ხელში აიტაცა და რამოდენიმეჯერ დააბზრიალა ..გოგონას კისკისი ათბობდა ბიჭის სხეულს .

&&&
„თუ ადამიანის მოტყუება გამოგივიდათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია, უბრალოდ ის იმაზე მეტად გენდობოდათ, ვიდრე ამას იმსახურებდით“.

დილით კარებთან ყვავილები და პატარა ყუთი დახვდა, გაღიმებული დაიხარა, სისხლივით წითელი ვარდები ხელში აიღო და ბარათს დახედა ..
„დათა დოლიძისგან, ყველაზე ლამაზ არსებას დედამიწაზე“
ყვავილები ლარნაკში ჩააწყო, ყუთი გახსნა და გაოცებულმა დახედა ყუთში მოთავსებულ ოქროს ყელსაბამს ..არცერთი წამით არ გაუფიქრია ყელსაბამის უკან დაბრუნება, ამაყად გაიკეთა და ისე დატოვა სახლი უკანაც არ მიუხედავს ..
გოგასგან გაიგო დათას ტელეფონის ნომერი და მაშინვე დაურეკა ..
-გისმენთ.. ბოხი ხმა მისწვდა მის ყურთა სმენას ..
-დათა ნადი ვარ . მადლობა მინდოდა გადამეხადა საჩუქრისთვის და მაგიტომ დაგირეკე ..
- ეგ რა სამადლობელია .. თუ გცალია შეიძლება, რომ გნახო ?
- კი რა თქმა უნდა .. მომწერე მაშინ სად შევხვდეთ და იქ მოვალ კაი ?
-კარგი ..
ტაქსი უნდა გამოეძახა, ტელეფონზე ნიკას გაღიმებული ფოტო, რომ გამოჩნდა ..
-ნიკოლოზ?
-ნადუ, დღეს გავენთავისუფლე ბატონ ლევანს და სულ შენი ვარ .. ჩასძახა მხიარულად ..
- ნიკა დღეს მე არ მცალია, ლექცია მაქვს .
-პარასკებს ლექციები ხო არ გაქვს ხოლმე ?
-ლექტორმა დაგვიბარა ნიკ, აღდგენა უნდა ჩაატაროს და .. ბოდიში რა . აღელვებული, ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე.
-კარგი არაუშავს სხვა დროს იყოს ,მივალ მაშინ მეც სამსახურშ . სად ხარ ეხლა ?
- უნივერსიტეტის ეზოში .
- კაი მაშინ აღარ მოგაცდენ .. არ დაგავიწყდეს რო ყველაზე მეტად მიყვარხარ ..
-მეც მიყვარხარ .

&&&
- გავიგე შეყვარებული გყოლია ..დამცინავი ტონით გადახედა დათამ გოგონას და რესტორანს მოავლო თვალი ..
-მყავდა, რამოდენიმე დღის წინ დავშორდით .. ურცხვად მოიტყუა
-რა იცი რა ხდება ხვალ? იქნებ ახალი შეყვარებული გყავდეს? თვალებში ჩახედა დაბნეულს ..
-ეგ არავინ იცის ... გაღიმებულმა თქვა და რესტორანს თვალი მოავლო .. ლამაზია .
- აჰამ )) გინდა გაჩუქო ?
-რატომაც არა. მაცდურად ჩაუკრა თვალი .. ბიჭმა ეშმაკურად გაიღიმა .

&&&
-ნიკა რავახარ ტო ? ტელეფონში გაისმა ნიკას ძმაკაცის ხმა .
-არამიშავს .. შენ რას შვები? როგორ ხარ ?
-ნიჩივო .. ბიჭო გუშინ დავინახე რძალი, რესტორანში იყო ვიღაც ბიჭთან ერთად ..
-არა შანსი არა შეგეშლებოდა ვიღაცაში , უნივერსიტეტში იყო გუშინ ლექცია ქონდა .. გაღიმებულმა დაუბრუნა პასუხი .
-ხო ალბათ .. აუ ტო დღეს გამო რა ჩემთან, გიოც ამოვა და ჩავუჯდეთ ფეხბურთს ?
-მაგარი დაღლილი ვარ ტო, ეხა ნაღდად ვერ შევძლებ ..
-კაი არაუშავს , არ დაიკარგო რა .. შემეხმიანე ხოლმე, ბოლო ბოლო მეჯვარე ვარ კაცი ..სიცილით შეახსენა თავისი სტატუსი .. ნიკასაც გაეცინა ტელეფონი გათიშა, მანქანა დაქოქა და დაღლილი სახლისკენ დაიძრა .

&&&

-ნადი დედა ამანათია შენთვის .. ოთახში შესულმა დედამისმა გაუწოდა კონვერტი .. გაოცებული კითხულობდა, ფურცელზე შავად დაბეჭდილ ასოებს და ვერ იჯერებდა მის რეალობაში .. ეგონა ეძინა და ეს ყოველივე სიზმარი იყო
დაუჯერებელი რეალობა ..
.ის ულამაზესი რესტორანი, რომელიც დათას ეკუთვნოდა ახლა მისი იყო ..
კედელზე დაკიდებულ თავის თავს შეხედა, რომელიც ნიკას დახატული იყო .. ეუცნაურა ის ფაქტი, რომ ნიკა სხვამ ჩაანაცვლა . რაღაც ღნიდა , უსიამოვნო შეგრძნება ქონდა .
ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა,დათას ესემესი გახსნა.
„ ეს სულ მცირედია, რასაც შენ იმსახურებ „
სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა, არ იცოდა გახარებოდა თუ არა .
არაფერი არ იცოდა ..საკუთარ თავშიც კი ვერ გარკვეულიყო .

&&&

დათასა და ნადის შეხვედრები..... ნიკას დაპატიჟებაზე უარის თქმა, ტყუილი და ბოლოს გაგებული სიმართლე .
„იყო კეთილი ან ბოროტი თეორიულად არაფერია, მაგრამ ცხოვრებაში არჩევნის გაკეთება მანც გიწევს“

ნადის სამსახურისკენ სირბილით მიდიოდა აქოშინებული, თავისი თავი სძულდა , ეზიზღებოდა ის ოთხი წელი, რომელიც ერთად გაატარეს . სუნთქვა უჭირდა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ლიფტს არც დალოდებია ფეხით აიარა მესამე სართული .. გოგონას დანახვისთანავე, მასთან მივიდა და სევდიანად შეხედა.მის თვალებში ეძებდა პასუხს..
-ნადი .
-ნიკა აქ რა გინდა ? ქალი დაბნეული აცეცებდა თვალებს.. ბიჭს პასუხი უნდა დაებრუნებინა დერეფანში მომღიმარი დათა, რომ გამოჩნდა . სიბრაზისგან გაწითლდა , ჯერ გაფითრებულ გოგონას გაუშტერა თვალები, შემდგომ შეშინებულ დოლიძეს ..
-ნუ თუ სიმართლეა? ხმა წართმეულმა ძლივს ამოთქვა .
-ნიკა ყველაფერს აგიხსნი.
-ასახსნელი არის აქ რამე ? არაფერი არ არის ასახსნელი .. ხმამაღლა დაიყვირა და ნერვიულად გაიცინა .. იმ დონეზე მიყვარდი, რომ ფიქრითაც ვერ ვიფიქრებდი ამას. მეგობრების მიერ ნათქვამიც კი არ დავიჯერე, როცა მითხრეს შენი უსინდისო საქციელი .. დანანებით გადახედა გაშეშებულ სხეულს ..მეცოდები, ძალიან მეცოდები ნადი.. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ დღეს ჩემი ცოლი არ გქვია.. ოფისში მყოფი ადამიანები გაკვირვებულები აკვირდებოდნენ „კონცერტს“ , ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ჩურჩულებდნენ ნიდაზე, დათაზე, ნიკაზე ..
ყველაფერი მორჩა .
&&&
ნიკოლოზი ცდილობდა ნიდას დავიწყებას , მთელი დღის განმავლობაში თავაუღებლად მუშაობდა.
საერთო მეგობრებისგან გაიგო, რომ დათა და ნადი დაქორწინდნენ ..
აი ასე ჩვეულებრივ, იმ ჩხუბის შემდეგ 2 კვირაში დაქორწინდნენ ..
ამ ამბის შემდეგ 5 წელი გავიდა ..
5 წელი ..
ზოგისთვის მტკივნეულად, ზოგისთვის ტკბილად ... მაგრამ გავიდა ..
ნადისა და დათა დოლიძის დაშორების ამბავი თბილისს მოედო, აჭარასა და იმერეთშიც გავცელდა ხმა, საფრანგეთშიც ჩავიდა და ნიკოლოზ წილოსანის ყურამდეც მიაღწია .. დაშორების მიზეზი დათას კომპანის გაკოტრება იყო,რომელიც ნოკოლოზის კომპანიამ გადაფარა .
&&&
„უბრალოდ იცხოვრო, ვიდრე არ მოკვდები- ეს უკვე ძალიან რთული საქმეა.„
თბილისში იყო.. თავის ძველ ბინაში იჯდა , ჩაბნელებულ ოთახში .. უემოციოდ ათვალიერებდა კედკლებს, იხსენებდა იმ ხუთ წელს, რომელიც გაიარა.. ნადის წასვლა, დედის სიკვდილი .. მძიმე იყო ნიკოლოზისთვის გასული წლები .. აღარ ჯეროდა სიყვარულის, აღარ სწამდა ბედის, მხოლოდ ცხოვრობდა და ცდილობდა ეცხოვრა ისე, რომ უკან მოხედვისას სინანულის გძნობა არ გასჩენოდა ..
შეუწყვეტლივ აკაკუნებდა კარზე ვიღაც.. კარების გასაღებად წამოდგა, გასაღები გადაატრიალა და გაღებისას გაოცებული დარჩა.
-ნიკა მაპატიე..
5წლის შემდეგ პირველად ნახა . თავი უფრო მეტად შეზიზღდა გულის გამალებული ფეთქვა, რომ იგძნო. კარები ხმაურიანად მიხურა..ოთახში შევიდა , ტუმბოზე დადებული არყის ბოთლი აიღო და პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა . თვალებში ჩამდგარი ცრემლი ახჩობდა, ტკივილი ღრნიდა. გამაღიზიანებლად ისმოდა ფანჯრიდან შემოსული სიგნალები ხმა, რასაც კარებთან ჩაჩოქილი ქალის ტირილი ემატებოდა .
&&&
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
უბრალოდ მოხვალ თავდახრილი, მოხვალ და ხელებს
თვალებზე აიფარებ,თვალებს კი სულზე,
ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს
გიცნობ,ფეხის ხმით, ცრემლის ფერით,დუმილით, პულსით...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს...
რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით.
ვუთხრათ სალამი... (ამ სტრიქონში რითმა გამებნა...)
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,
როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.
ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი
და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია...
გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება
რომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...
რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,
რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,
ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,
გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...
არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოქცემენ!
რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს
ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,
ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...
ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი
მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი
მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს
და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის
წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი.
&&&
ტექსტში გამოყენებულია, ჩარლზ ბუკოვსკის გამონათქვამები, ლექსი კი ეკუთვნის გენრი დოლიძეს. )))



№1  offline წევრი мариамо

titqos ragac iyo magram mainc damaklda :/ ufro vrclad tu dawer da cota meti emociebit uketesi iqneba :* warmatebebi <3

 


№2  offline წევრი tatiachelo

мариамо
titqos ragac iyo magram mainc damaklda :/ ufro vrclad tu dawer da cota meti emociebit uketesi iqneba :* warmatebebi <3

რეალურ ისტორიაზეა ტექსტი აგებული, ძალიან ხანმოკლე პერიოდში დავწერე და დაგეთანხმები, რომ დასახვეწია :D მადლობა რჩევისთვის, გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent