შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი წილი ბედნიერება ( თავი 4)


16-02-2017, 17:46
ავტორი pupsik22
ნანახია 1 725

-თქვენი მონა მორჩილი ქალბატონო ლანკა.-ამბობს ვაჩე. ამაზე ყველას გვეცინება. ეს ბიჭი მოსიარულე იუმორია. გიუშა ჩუმად ზის, ვიცი მასზე თეკლას სიტყვებმა იმოქმედა. აუცილებლად დაველაპარაკები, როდესაც დავიმარტოხელებ. თუ სერიოზულად ფიქრობს დროა იმოქმედოს, თორემ ჩემი ქარაფშუტა გოგო სხვას იპოვის. უფრო სავარაუდოა, რომ სხვა იპოვის.
* * *
გაგიკვირდებათ, მაგრამ პედაგოგობა მინდოდა. მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად გამომდის. რა თქმა უნდა, დედაჩემი ამის წინააღმდეგი იყო. მისი შვილი აუცილებლად ბიზნესმენი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა გამოსულიყო, აბა როგორ ეკადრებოდა ქალბატონ მანანას პედაგოგი შვილი. ხოდა მეც მის ჯიბრზე პედაგოგიურზე ჩავაბარე. ეს რომ გაიგო მინი ინფაქტი მიიღო, მაგრამ მე მაგის მინი ინფაქტეი მაქ ნანახიი უფფ, ვინ მოსთვლის. ყოველთვის, როდესაც რაიმეზე ეწინააღმდეგებიან გული უფრიალებს.
ახლა, იმაზე არ დამაწყებინოთ ლაპარაკი, რომ ყველანი მოვხვდით უნიში. არც ის მითხრათ გაგვიკვირდაო, ბიჭებმა რომ ჩააბარესო, არ გადამრიოთ. მანახეთ ერთი საქმე მაინც, რაც მაგათ არ გამოდით. ეს მე უნდა ვიდარდო, თორემ მაგათ რაღა უჭირთ. გამოცდების სედეგები ერთად შევამოწმეთ გოგოებმა. ჩემთან იყვნენ ამოსულები და სულმოუთქმელად ველოდით პასუხების ნახვას. მერე ისეთი წივილ-კივილი მოვრთეთ, ეჭვი მაქვს მთელმა ქალაქმა გაიგო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, დედაჩემის უჟმური სახის დანახვაც კი ვერ გამიფუჭებდა ხასიათს. ბიჭებს დავურეკეთ, ვუთხარით ამოსულიყვნენ. მათი შედეგებიც გვაინტერესებდა. როდესაც ვკითხეთ რა ქენით-თქო ისეთი სახეები მიიღეს, აქეთ მოვუხადეთ ბოდიში, ეგ რა საკითხავი იყოო.
იმავე საღამოს ავღნიშნეთ ჩვენი წრმატება რესტორანში. მტელი საღამო ვცდილობდი გიუშასთან მარტო დარჩენას, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ვერაფრით მოვახერხე. არადა გადაწყვეტილი მქონდა გიუშას და თეკლას კუბიდონობა საკუთარ თავზე მეტვირთა. ნიკოს ვეცეკვებოდი, როდესაც რეზი მოგვიხლოვდა. ნიკომაც ისე ურცხვად დაუთმო ჩემი თავი, ლამის თმა გავაცალე. დამპალი ბიჭი. რეზის მკლავებში გული ისე მიფრთხიალებდა ხმა მე მესმოდა.
-გილოცავ. მიხარია წარმატებული გოგო რომ ხარ.-მეუბნება რეზი ცეკვის დროს. იმდენად აღელვებული ვარ რომ, არ ვიცი რა ვუპასუხო. ამ ბიჭის გვერდით ყოფნა მაბნევს.
-მადლობა... მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ. არადა რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ან არ ვამბობ. თითქოს რაღაც მექაჩება და ენას მუცელში მაგდებინებს. თავს რეზის მხარზე ვდებ და ცეკვას ვაგრძელებ. ნეტავ, არასოდეს დამთავრდებოდეს ეს მუსიკა, არასოდეს მომიწევდეს რეზის მხრიდან თავის აწევა. ნეტავ, დრო გაჩერდებოდეს. ვიყოთ მხოლოდ მე და ის, არავინ სხვა. რამდენი აუხდენელი ოცნება შეიძლება ქონდეს ადამიანს, რამდენი? ალბად უამრავი. და კითხვა- მინდა კი მე ეს ყველაფერი? ეჰჰ ნეტავ ვიცოდე. ნეტავ ჩემი სურვილების მესმოდეს. ორი წუთის წინ ვოცნებობდი, რომ მუსიკა უსასრულოდ გაგრძელებულიყო და მეც უსასრულოდ მქონოდა თავი დადებული რეზის მხარზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ ხდება და მეც არაფერს ვაკეთებ ამის შესაჩერებლად. და მუსიკაც მთავრდება, ჩემი ოცნებებიც ქრება… რეზი თმაზე მკოცნის ცეკვის დასრულებისას და სუფრასთან ერთად ვბრუნდებით.
ვხედავ, როგორ დგება გიუშა სუფრიდან და აივანზე გადის, ალბად მოსაწევად. ხოდა ძალიანაც კარგი. ახლა ხო მაინც მოვახერხებ მასთან განმარტოებას. სუფრიდან ვდგები და მას მივყვები. აივანზე გასულს გიუშა სიგარეტით ხელში, მოაჯირს მიყრდნობილი მხვდება და ხედს უყურებს. მის გვერდით ვდგები. საუბრიდს დაწყება მინდა, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ამბობენ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და გარჩევა ადვილიაო, მაგრამ არც ისე ადვილი, როგორც მათ გონიათ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე შენს დაქალს და ფაქტიურად ძმასავით ერთგულ ბიჭს ეხება.
-ხომ ხვდები, შესაძლოა მერე გვიანი იყოს... ვეუბნევი კანკალ შეპარული ხმით გიუშას. ის ისევ ჰორიზონტს უცქრეს, ჩემსკენ არც გამოუხედია, სიგარეტს ზედმეტად მშვიდად -აბოლებს.
-მეშინია ნი. არაფერი რომ არ გამოვიდეს მერე რა იქნება? მან რომ იგივე გრძნობით არ მიპასუხოს, მერე მეგობრებიც ხომ ვერ ვიქნებით. არ გამოვა აღარც მეგობრობა.- არ ვიცი რა ვუპასუხო. დამუნჯებული ვარ. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი ურთიერთობა შედგებოდა. ახლა კი, არაფერი აღარ ვიცი.
-წინაზე რომ გკითხე შენს თავშიც არ იყავი გარკვეული. ახლა უკვე იცი რაც გნდა. ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ბოლობოლო სვანი ხარ ბიჭო და მაგის არ უნდა გეშინოდეს.-ვცდილობ საუბარი მხიარულ ნოტაზე წავიყვანო.-მერე ამ გადაუდგმელ ნაბიჯს ინანებ. შენ არ იცი მისი გრძნობები. იქნებ გამოვიდეს კიდეც. ასე ხელის ჩაქნევა, მე რომ ვიცნობ, იმ გიუშას არ ეკადრება.- არვიცი ჩემს თავში სად ვიპოვე ამხელა ძალა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ფაქტია, მე ვთქვი. ვაანალიზებ, რომ შესაძლოა გიუშას ტყუილი იმედი მივეცი ,მაგრამ მას ჭირდებოდა ბიძგი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. შემდეგ რომ არ ენანა.
-ნეტავ ვიცოდე ნი, ნეტავ ვიცოდე რა იქნება- ამბობს გიუშა დადარდიანებული ხმით. გული მიკვდება ასეთს რომ ვუყურებ. მივდივარ და ვეხუტები, ახლა მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია მისთვის. დანარჩენი მისი და თეკლას საქმეა. ისიც თავის მკლავებში მმალავს და ვდგავართ ასე, ორი გაურკვევლობაში მყოფი, ჰაერში გამოკიდებული ადამიანი.

* * *
კარზე ბრახუნი მაღვიძებს. ოღონდ ეს არა ღმერთო. როგორ მეზარებოდა ადგომა. როგორც ჩანს სახლში მარტო ვიყავი, თორემ ჩემამდე ვინმე გაარებდა კარს აუცილებლად. საწოლიდან გაფუებული თმით, გოჭებიანი პენუარით და ცხოვრებაში ყველაზე უკმაყოფილო სახით ავდექი. ერთი სული მქონდა კარი გამეღო, კარგად გამომელანძღა ჩემი მშვიდი ძილის დამრღვევი, კარი ცხვირ წინ მიმეჯახუნებინა და ჩემს საყვარელ ბალიშს დავბრუნებოდი. ჩემი სურვილები თავზე ლაფივით ჩამომესხა, როდესაც კარში მტირალი თეკლა დამხვდა. გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ისიც კი ვერ მოვიფიქრე, რომ გვერდით გავწეულიყავი და განადგურებული სახის მქონე დაქალი შინ შემომეშვა. აზრზე თეკლას მკლავებმა მომიყვანეს, რომლების ჩემ კისერზე იყო მოთავსებული და გამწარებული მიჭერდა. თეკლა ისევ გულამომჯდარი ქვითინებდა. დავეხსენი, კარი მივხურე, დივანზე ჩამოვსვი და ჩავეხუტე. მან ისევ გააგრძელა ჩემი გოჭებიანი პენუარის დასველება, იტირა მანამ, სანამ შეეძლო. ალბად იქამდე სანამ ცრემლიც არ დაუშრა. მე მხოლოდ ვეხუტებოდი და დამშვიდებას ვთხოვდი. მეშინოდა მეკითხა რა მოხდა-თქო. პასუხის მეშინოდა.
თეკლასთვის და ცემთვის ყავა გავაკეთე და მისაღებში გავედი. ის ისევ იჯდაა სრუტუნრბდა. ყავა მაგიდაზე, მის წინ დავდგი.
-აღარ იტყვი რა ხდება. დავლიე სული ინტერესით. -ვეკითხები სუმოუთქმელად. მართლა მაინტერესებს რა მოხდა.
-ჩვენი პარალელური რომ იყო დიტო ხო იცი?-მეკითხება ისევ სრუტნით. მეც თავს ვუქნევ. როგორ არ ვიცი დიტო. თეკლა მოსწონდა, თუ არ ვცდები.
-ხოდა მაგ დიტოს, თურმე მოვწონდი. მე არ ვიცოდი. არ უთქვია და ხო არ დამესიზმრებოდა არა?.-გადამრევს მე ამ გოგოს უტვინობა. როგორ ვერ უნდა შეამჩნიო ადამიანს რომ მსწონხარ. ნუ პრინციპში მე ვიზე რას ვამბობ.-ხოდა დილით სახლიდა რომ გამოვედი სადარბაზოსთან დამხვდა,სად მოასწრო ამ დილაუთენია დალევა არ ვიცი, მაგრამ გალეშილი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა. დამიწყო ლაპარაკი, რაღაცეების ახსნა. ვუთხარი სხვა დროს ვილაპარაკოთ-თქო, მაგრამ გაჯიუტდა. ხმამაღალ საუბარზე გადავიდა, მერე წამოსვლა ვცადე დამიჭირა და ძალით კოცნა უნდოდა. გიუშა რომ არ მოსულიყო არ ვიცი რა მოხდებოდა.- ისევ ტირილი აუვარდა თეკლას. მე სრულიად გაუგნებული ვიყავი. ყავის ჭიქას მაგიდაზე ვდგავ და დაქალის დამშვიდებას ვცდილობ. -გიუშა ისეთი გამწარებული ურტყავდა , ისეთი...მეშინოდა არ შემოკვდომოდა. ვეხვეწებოდი თავი დაენებებინა. მერე მანქნაში ჩატენა ძალით და სადღაც წაიყვანა. მე შენთან წამოვედი. ნინ რო შემოაკვდეს?- მეკითხება სასოწარკვეთილი დაქალი. არ ვიცი რა ვუთხრა, იქნებ უკეთესიცაა, თუ შემოაკვდება. რაზე ფიქრობ ნინი, რაზე. ბიჭებს ვურეკავთ, მაგრამ ტელეფონს არცერთი არ იღებს. უკვე მეათასედ ვრეკავ რეზისთან. ათასმეერთეზე როგორც იქნა აიღო
-გისმენთ
-როგორ ხარ? გიუშა შენთან ერთადაა? თეკლაა ჩემთან და ძალიან ვნერვიულობდით.-ვეუბნები წამის უსწრაფერსად და პასუხის მოლისინში ვინაბები.
-სად ხართ? -ჩემან სახლში . ამოხვალთ? მარტო ვარ.
-კარგი.
-დამშვიდდი რაა. რეზიმ ამოვალთო. რამე რომ ყოფილიყო ხო მეტყოდნენ არაა?
ვაიმეე ნიი გიუშას რამე რო მოსვლოდა- ისევ ტირილს იწყებს თეკლა.
ცოტახანში ბიჭებიც შემოლაგდნენ სახლში. გავიქეცი და რეზის ჩავეხუტე. გიუშამ ნამტირალევი თეკლა რო დაინახე ერთი გემრიელად შეიკურთხა და მასთან მივიდა და აწყნარებდა .
-აღარ იტყვით რა მოხდა? - მოთმინება დამელია მე.
-არაფერიც არ მომხდარა. იმ ნაბიჭვარმა საკადრისი მიიღო.-მპასუხობს აუელვებლად ნიკო და სავარძელზე ჯდება.-აუუ ნი ყავა დამალევინე, თორე გასკდა თავი რა.
-რადროს ყავაა ბიჭო, რა უქენით იმ დიტოს? ხოა ცოცხალი?-ვკითხულობ აღელვებული.
-ცოცხალია კი, თუ სიცოცხლე ქვია მაქას.- ანბობს ვაჩე უკმაყოფილო სახით.
-აუუ ყავას აჯდები გოგო? რა უნამუსობაა.-წუწუნებს ნიკო. სიცილი გვიტყდება ყველას.
-ვაიმეე ხოო მოვადუღებ, ოღონდ შენ დაისვენე რაა.
სამზარეულოდან ყავის ჭიქებით გამოვდივარ. მაგიდაზე ვდებ და ტკბილეულისთვის ვბრუნდები. რეზი თვალს არ მაშორებს, ვგრძნობ.
-მართლა კრჟანი კი არ მგონიხარ გოგო, რაამბავია.
-ჰა ჰა ჰა შენთვის არც მომიტანია, ვაცეს მოვუტანე. -ხელიდან ვართმევ ტკბილეულის ვაზას ნიკოს და ვაჩეეს ვაწვდი. ჩემს საქციელზე მე თავად მეცინება. გიუშას და თეკლას ვეძებ თვალებით, მაგრამ ვერ ვპოულობ. რეზი აივნისკენ მანიშნებს, ალბად იქ გავიდნენ. იმედია გიუშა ეტყვის თეკლას სიმართლეს. დაახლოებით ოც წუთში უკან შემოდიან. თეკლას ცოტა გაკვირვებული, ხოლო გიუშას ზედმეტად აღელვებული სახე აქვს. გაიგე ეხლა შენ რა მოხდა. ხო ვიცი არაა, თეკლა არაფრის მთქმელი არ არის, ისსევ გიუშას უნდა დავსცინცლო ინფორმაცია. ნუ თეკლაც მეტყოდა , მაგრამ მის გამოტეხვას სერიოზუი დამუშავება დაჭირდებოდა, ამტომაც ავირჩიე გიუშა. საუბარს ჩვეულებრივ ვაგრძელეებთ. თეკლაც გვერთვება, მხოლოდ გიუშა ზის ჩუმად. თეკლას სახლიდან ურეკავე და მიდის. ჩემდა გასაკვირად ვაცეს მიყავს. გიუშას სურვილიც კი არ გამოუთქვამს. ცოტახანში ბიჭებიც მიდიან. რეზი თავზე კოცნით მემშვიდობება და მპირდება დაგირეკავო. მოგვიანებით გოგოებს ვურეკავ და ვუყვები მომხდარს. დასაძინებლად ასვლა მეზარება, ამიტომ მისაღებში მდივანზე ვწვები და ჩართულ ტელევიზორთან მეძინება. მშობლები სახლში არ არიან და არც ხვალ იქნებიან- ესეც დღის პოზიტივი.
----ვიცი პატარაა, მაგრამ რას ვიზავთ. მათი ხათრით ვინც ასე ძალიან მელოდა<3მიყვარხართ მე თქვენ<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent