შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი წილი ბედნიერება (1, 2, 3 თავი სრულად)


30-01-2017, 22:57
ავტორი pupsik22
ნანახია 3 331

როგორც იწყებენ ხოლმე ისე ვერ დავიწყებ...
რომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი ჩვეულებრივი ცხოვრებით,
რადგან ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. არც ჩვეულებრივი გოგო ვიყავი და რაღა თქმა უნდა არც ჩვეულებრივი ცხოვრებით. ეს კარგი იყო, თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ ასე იყო.
ჩემთვის რომ გეკითხათ არაფერი არ მჭირდა განსხვავებულის, ასე სხვები ფიქრობდნენ და მეც მივეჩვიე ამას. ისეთ საზოგადოებაში ვტრიალებდი, სადაც ყველა ჩემნაირი იყო და მეც ვერ ვხვდებოდი გამორჩეულობის მიზეზს.
ყოველთვის დიდი სამეგობრო წრე მყავდა. ოღონდ არა ისეთი, ვითომ მეგობრები რომ არიან. ნამდვილი მეგობრები. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. რომ გეკითხათ როდის გაიცანიო , ვერაფერს გეტყოდით, არ მახსოვს არცერთი მათგანის გაცნობა და იმიტომ.
თათა გამყრელიძე ჩემი ნერვების კიბოა.
არ არსებობს შარი, სადაც მის გამო არ გამიყვია თავი. ამ გოგოს ფათერაკების მიზიდვის უნარი აქვს, რასაც როგორც ყოველთვის ჩვენთან ერთად უმკლავდება.
მახსოვს მეხუთე კლასში ნიკომ და ვაჩემ მასწავლებელს ჭიკარტი დაუდეს სკამზე და კლასიდაან გავიდნენ. მარტო მე და თათა დავრჩით კლასში და გაცოფებული მასწავლებლის რისხვაც მხოლოდ ჩვენ დაგვატყდა თავს, თანაც მაშინ როდესაც საერთოდ აზრზე არ ვიყავი რაში მადანაშაულებდნენ. თურმე თათას დაუნახას ბიჭები ჭიკარტს რომ დებდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე ხმა არ ამოიღო და არც კლასი დატოვა. სეირის ყურება უნდოდა ქალბატონს და ჩამითრია მეც. ბიჭებზზე ისე გავბრაზდი ისე, რომ მთელი ერთი კვირა ხმას არ ვცემდი არცერთს. მამაჩემი დაიბარეს სკოლაში, შვილის უზნეო საქციელის გამო. რომ გითხრათ მამა მეჩხუბა და მისაყვედურა-თქო მოგატყუებთ, რადგან დირექტორის კაბინეტიდან გამოსულმა ერთხელ გადააქნია თავი ნწ-ნწს ძახილით და მორჩა. ეს ერთი და სხვა მრავალი. კიდევ ვინ მოსთვლის რამდენჯერ იყო მამა სკოლაში.
თუ მოხდებოდა სასწაული და ბიჭები სკოლაში არ მოვიდოდნენ ხომ იყო სიწყნარე, მაგრამ მათთან ერთად მე, რომ ჩემს თავს არ ვგავდი ეს კი ნამდვილად ვიცი.

მახსოვს ჩვენს უბანში გამყრელიძეები გადმოვიდნენ. მაშინ ყველა მათზე ლაპარაკობდა- „ფულში ცურავენო“ „ახალი მანქანა ყავთო“ „ღმერთმა იცის საიდან შოულობენ ფულსო“ და კიდევ ვინ მოსთვლის რას აღარ ამბობენ. მეექვსეში ვიყავით. რეზი ჩვენზე დიდი იყო ერთი წლით. სამეგობროში თავიდანვე კარგად მივიღეთ, განსაკუთრებით ბიჭებმა. პირველივე დანახვისას დაევასათ ერთმანეთი, როდესაც ერთმანეთის თვალებში აკიაფებული ჭინკები დაინახეს, რაც რაიმეს გაფუჭებისკენ იყო მიმართული. ხოდა ამ ჭინკებით დაიწყო და დაიწყო. გიუშა ონიანი ჩვენი კანფეტი იყო. სხვები , თუ მარტო ღადაობაზე ფიქრობდნენ, გიუშას უყურადღეებოდ არ ვრჩებოდით გოგოები. სულ მოსიყვარულე და თბილი, თვალებიდან სითბო ეღვრებოდა მუდამ. მოკლედ კამფეტი იყო რა. სამაგიეროდ გაბრაზება იცოდა მტრისას. დავცინოდით, მასეთი გაბრაზება რომ არ იცოდე მამაშენის გაკეთებული არ გვეგონებოდიო. ამაზე უარესად ბრაზდებოდა და მიდიოდა მერე თვალების ბრიალი.
მეცხრე კლასში სვანეთში წავედით ექსკურსიაზე ჩვენი კლასი და რაღა თქმა უნდა რეზი გამყრელიძეც. აბა ეგ უჩვენოდ და ჩვენ უმაგისოდ არ ვარსებობდით.
ერთ ღამეს ვრჩებოდით სვანეთში, კარვებში უნდა დაგვეძინა.
ბიჭებმა კოცონი დაანთეს, მასწავლებელი მალევე წავიდა თავის კარავში და დაგვტოვა ახალგაზრდები. გვიანობამდე ვიყავით, რა დაგვაძინებდა. ორი იყო დაწყებული ბავშვები, რომ აიშალენ დასაძინებლად. მე წასვლას არ ვაპირებდი, ამიტომ გოგოები გავუშვი, თეკლა სულ ბუზღუნით წავიდა დასაძინებლად. მარტო დავრჩი. ბავშვების წასვლიდან რამდენიმე წუთში რეზი მოვიდა თბილი პლედით. მომახვია პლედი, ცეცხლს შეუკეთა და ვიყავით ასე ჩახუტებულები სანამ მის მხარზე არ ჩამეძინა. არაფერზე გვილაპარაკია. ლაპარაკი ზედმეტიც იყო. პირველი შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი რეზის განსაკუთრებულ ყურადღებას. ისე არ მექცეოდა, როგორც თეკლას, თათას ან თუნდაც ლენკას. მეორე დილით კარავში გამეღვიძა ლენკასთან ჩახუტებულს. გამეცინა.
უთქმელად იცოდა ყველამ ყველაფერი.
მეც ვგრძნობდი, მაგრამ გოგოები ასეთები ვართ, ვინმემ უნდა დაგვიღეჭოს რეალობა, თვალები ძალით გაგვახელინოს, გვაიძულოს რეალობის დანახვა, თორემ ჩვენ რაც არ უნდა ძლიერ ვგრძნობდეთ ყველაფერს ამას მაინც არ ვაღიარებთ.
თავის დაფასება გვიყვარს გოგოებს.ხო ხო ასეა. ამას გვიან ვაანალიზებთ და მერე ვლანძღავთ საკუთარ თავებს ქარაფშუტული საქციელის გამო. თავის დროზე რეალობის დანახვა არ შეგვიძლია ან უბრალოდ არ გვინდა.
* * * საშინელი პერიოდი მქონდა აბიტურიენტობის დროს. ალბათ ცხოვრებაში ასეთი გამოფიტული და გადაღლილი არ ვყოფილვარ. არვიცი რომელმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ბიჭებს გოგოებზე უკეთესი გონება აქვთ და ისინი უფრო მოკლე დროში ახერხებენ აზროვნებას, არ შემიძლია მას არ დავეთანხმო. როდესაც მე წიგნებს „თავს ვურტყავდი“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცვენი ბიჭები დროს არ კარგანდნენ და გართობასაც მშვენივრად ახერხებდნენ. თან ისე, რომ გამოცდებზე პრობლემაც არ ქონიათ ჩაბარებაზე. აბიტურიენტობის პერიოდში აღმოვაჩინე, თუ როგორი ეჭვიანი გოგო ვიყავი. როდესაც სასტავის გოგოებს არ გვეცალა და ვმეცადინეობდით, თან უკვე ავღნიშნე ეს არც თუ იშვიათიშემთხვევა იყო, ჩვენი ბიჭები მშვენივრად ატარებდნენ დროს პარალელურ კლასელ გოგოებთან. განსაკუთრებით ტვინში მასხავდა წუნკალი ლიკას ქცევები, როდესაც სკოლის ეზოში რეზის კისერზე ეკონწიალებოდა. მინდოდა მივსულიყავი და ის 10 სანტიმეტრის სიგრძის კაბა თავზე ჩამომეფარებინა.
ცოტნე ჩვენი პარალელური იყო. კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მასთან მეთორმეტეში. კარგი ბიჭი იყო, თანაც კარგად სწავლობდა, კარგი მოსაუბრე იყო. უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. უნარებზე ერთად დავდიოდით და საღამოობით სალამდე მაცილებდა ხოლმე. ერთხელ რეზიმ მკითხა რა უნდაო. მე მართლა ვერ მივხვი რა უნდა სდომოდა ბიჭს, რომელიც უბრალოდ მემეგობრებოდა. მერე მივხვდი მისი სიტყვების არსს ჩემთან ურთიერთობა, რომ გაწყვიტა და უნარებიდანაც სხვა რეპეტიტორთან გადავიდა. ბიჭების ნახელავი იყო დარწმუნებული ვარ. ისეთი ამაყი მიყურებდა რეზი, როდესაც სკოლის კოლიდორში ცოტნემ თავი ამარიდა და გვერდით ვითომც არააფერიო ისე ჩამიარა. ისე გავბრაზდი ისე, რომ თავი ვეღარ მოვთოკე და რეზი შემომელანძღა. -შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ? რა გინდოდა იმ ბიჭთან? რას ერჩოდით? ჩემი მეგობარი იყო. არ მაქვს უფლება თქვენს გარდა სხვასაც დაველაპარაკო? დანაშაულია ხო? ახლა მე რო მივუვარდე იმ წუნკალ ლიკას და ვითრიო თმით მოგეწონება? მე ხომ არ გამომითქვამს არანაირი პრეტენზია მასთან დაკავშირებთ, თქვენ რა უფლებით ერვით ჩემს საქმეში?!- ისე ვიყავი ალბად ხელში რაიმე, რო მჭერებოდა თავზე გადავამტვრევდი რეზის. -ნინა ლიკა სულ სხვა თემაა და ძალიან გთხოვ მააგას შეეშვი და შენს თავს ნუ ადრი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ცემი საქმე, რადგან ასე მოვიქეცი გამოდის რომ ყოფილა.-მოვიდა თავზე მაკოცა და დამტოვა გაცოფებული. მთელი ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი არც რეზის და არც ბიჭებს. ძალიან გავბრაზდი მათ საქციელზე. თავიდან გიუშას შევურიგდი. ამ ბიჭის ერთი ღიმილი და მავიწყდება ყველანაირი წყენა. სხვათაშორის ჩემს დაქალსაც. შემდეგ რეზიმ შემომირიგა, როდესაც ღამის ორ საათზე ჩემს აივანზე გადმოძვრა და ვარდები მომიტანა. -ეს ძროხებიანი პიჟამოები კიდე გაცვია გოგო? რით ვერ გაიზარდე.- მითხრა თბილი ხმით და იმ მომაკვდინებელი ღიმილით გაამიღიმა, ასე ძაან რომ მიყვარს. მოდი ახლა და ამას არ შეურიგდე. მერე აივნის კუთხეში ატუზული ნიკო და ვაჩე, რომ დავინახე ხარხარი ამიტყდა. რეზი დამცინოდა, თავისი კაკანით მთელი ქალაქი გააღვიძაო. მივედი და ბიჭებს ჩავეხუტე, რეზის კი ენა გამოვუყავი. * * *
ჩვენი ბანკეტი სასწაული უნდა ყოფილიყო კოშმარად, რომ არ დამთავრებულიყო.
დედაჩემი ისე ამაყად დადიოდა. აიცვა ხელზე თავისი ოქროულობა და არავინ არ დატოვა ისე ,რომ არ ენახებინა. მეცინებოდა მის ასეთ საქციელზე.
მე ნიკომ წამიყვანა ბანკეტზე. მთელი დღე რეზი არსად ჩანდა. ნერვიულობა მჭამდა. რეზის უნდა მოეკითხა ჩემთვის. ნიკოს დანახვისას გულში ცუდად გამწკნა. ვიცოდი რეზის რამე, თუ არ უჭირდა აუცილებლად მოვიდოდა. სულ იმას იძახდა, ნინა მე უნდა წავიყვანო ბანკეტზეო. ნიკოც განერვიულებული იყო. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მე რას გამომაპარებდა. მთელი ბანკეტი ვიჯექი სუფრასთან, როცა დარბაზის თავზე დამხობას ვაპირებდით სასტავი. ვაჩეს, როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ჩემი ყურება და საცეკვაოდ გამიყვანა, ჩემი წუწუნის მიუხედავად. მართლა არ მქონდა არაფრის ხალისი. სახლშ წასვლა და გულიანად ტირილი მინდოდა.
-ნინა სახე გაასწორე, თორემ ყველა ხვდება რეზის , რომ ელოდები. მე გაფართოებული თვალებით შევხედე. ვაჩემ გამიცინა, თავზე მაკოცა და ცეკვა გააგრძელა.
-ასე ძალიან მეტყობა?
კი არ გეტყობა, სახეზე გაწერია. შენ მე რა უნდა გამომაპარო. იმ ჩემს რეგვენ ძმაკაცს რა ვუთხარი ,თორემ ახლა შენ მე უნდა მეცეკვებოდე? ორივეს გაგვეცინა.
ცეკვა დავამთავრე, თუ არა ჩვეულ პოზას დავუბრუნდი სუფრასთან. გოგოებს გავხედე, კარგად ერთობოდნენ. ეგ კიარა ლენკას სასმელი ბევრიც კი მოსვლია, გიუშა დაყვებოდა და სასმლით სავსე ჭიქას ართმევდა. გამეცინა მათ შემხედვარეს. ამათთანაც საკმად რთულადაა საქმე. კერკეტი კაკალია ჩვენი გიუშა. სსულ ლენკას გაბრაზებაზე ფიქრობს. ხოდა ლენკაც არ უმტყუნებს მოლოდინს და აქვთ მერე სულ ჩხუბი გაჩაღებული.
დედას გავხედე. თვალებს მიბრიალებდა. ალბათ ის არ მოსწონს ბუსავით მარტო, რომ ვზივარ და შიგადაშიგ დებილივით ვიცინი. მოკლედ ეს ქალი სულ უკმაყოფილო როგორ არის. გაღიმებულს მარტო თავის ფოე-ფოე დაქალებთან თუ დაინახავ.
დარბაზის კარი გაიღო და გამყრელიძე შემოვიდა.
ნეტა სულ არ შემოსუიყო.
წარბთან ჭრილობა ქონდა. ნაკერები ედო. დებილივით მიღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა.
მე იმდენად გაოგნებული და შეშინებული ვიყავი, ადგილიდანაც კიარ დავძრულვარ. მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა
-ჩიტმა ამბავი მომიტანამოწყენილიაო, თორემ ნამდვილად არ გამოვეპარებოდი საავადმყოფოდან იმ ექთანს.
-შენ რა საავადმყოფოში იყავი. რა გჭირს რეზი, ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ ამას? რა მოხდა? რატომმ წამოხვედი? დავაყარე კითხვების კორიანტელი მე. ის კი დებილივით იჯდა და მიღიმოდა, ხმას არ იღებდა.
-გიჟი ხარ. ვუთხარი მას შემდეგ, რაც მისგან ღიმილის მეტი ვერანაირიპასუხი ვერ მივიღე.
რეზიმ დედას უთხრა ჩვენ გავისეირნებთო და სახლში მოვიყვანო. რაღა თქმა უნდა ქალბატონი მანანაც უყოყმანოდ დათანხმდა.
ქუჩაში გამოვედით. ცივი ნიავი იყო, ზაფხულის პირველი თვის მიუხედავად.
რეზიმ მოსაცმელი მომაფარ. მისი არომატი ცხვირსი მიღიტინებდა და მაბრუებდა. უხმოდ ვიარეთ რამდენიმე წუთი.
-საავადმყოფოში დაბრუნებას არ აპირებ?ვკითხე მე, სიჩუმით შეწუხებულმა. რეზიმ ერთი გამომხედა, სიგარეტს მოუკიდა და თავი გააქნია.
-კი მაგრამ რაიმე, რომ მოგივიდეს? რეზი საშიშია გთხოვ დაბრუნდი.
-ასე ძალიან არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა?
-მე შენთან ერთად სულ მინდა, მაგრამ ვნერვიულობ რაიმე არ დაგემართოს. გაეცინა და ხელი გადამხვია.
-რა სულელი ხარ ნინა. ამან მე რა უნდა მიქნას ტო, მასეთი ბარბი გგონივარ? მერე ხარხარი აუტყდა. დებილი, დაუნი. რას დამცინოდა მე მართლა ვნერვიულობდი. ხმა აღარ ამომიღია. ნერვები მომეშალა. ფეხით ბევრი ვიარეთ. ლამაზი იყო ღამით თბილისი. რეზისთან ჩახუტებულს უფრო ლამაზი მეჩვენებოდა.
სახლთან მისულს თავზე მაკოცა
-მეც სულ შენთან მინდა ნინა. მითხრა და დამტოვა გაბრუებული.
ეს პირველი იყო, როდესაც ასე ხმამაღლა გამოამჟღავნა თავისი გრძნობები. თავისებური იყო .
* * *
გამოცდებზე ძალიან ვღელავდით გოგოები. რასაც ბიჭებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. მგონი სულ ფეხებზე ეკიდათ ჩაიჭრებოდენ თუ არა. ისე იცინოდნენ და ეღადავებოდნენ ერთმანეთს, მშურდა კიდეც მათი ემოციური დიაპაზონის.
სწორედ მაშინ დავრწმუნდი ჩემს ეჭვებში გიუშაზე და ჩემ გადარეულ თათაზე. უფრო სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გიოს აშკარად მოწონდა თათა. ისეთი აჟიტირებული იყო, ჩემს თვალს ეგ ნამდვილად არ გამორჩებოდა.
-ჩიტმა ამბავი მომიტანა გიუშა შეყვარებულიაო. ვუთხარი მას შემდეგ რაც მარტო მოვიხელთე. გამოცდების გადაგორებას ავღნიშნავდით რესტორანში ჩვენი სასტავი . მე გიშა ლამის ძალით წავათრიე საცეკვაოდ, მასთან მარტო დარჩენის მიზნით, რათა ჩემი ეჭვები გამემყარებინა.
-რაა? საიდან მოიტანე ნინა ეგ სისულელე.- მითხრა აღშფოთებულმა.
-შენი აბჭყვიალებული თვალებიდან.
-მასე ძაან მეტყობა ტოო?- გაიკვირვა და სახე დამანჭა. მის ამ ქცევაზე გამეღიმა.
-მე ადვილად მივხვდი და სხვისი არ ვიცი.-თავით ვანიშნე ნიკოსთან მოცეკვავე თეკლაზე.
-ხომ იცი რამე
-სამარე ვარ ბიჭო!
-თანაც არც მასე სერიოზულად არაა საქმე. წამომიარა რაღაც. კაროჩე არ ვიცი რაა.-ამბობს და აღელვებული ისმევს ხელს გადაპარსულ თავზე და მერე ჩვეული ღიმილით მიღიმის.
-იცოდე ჩემს დაქალს რამეე, რომ აწყენინო ან შენს გამო ატირებული ვნახო,თუნდაც დასევდიანებული ჩემი ხელით მოგახრჩობ. გასაგებია!- ვეუბნევი მკაცრი ტონით და მის წინ ვიჯგიმები თავმომწონედ.
-აიი ხომ გითხარი წამომიარათქო არა. გადამიარა უცებ . ძალიან „აპასნი“ ხალხი ხართ თქვენ.- ამბობს და ხელს მიშვებს. ამაზე ორივეს ხარხარი გვიტყდება. ჩვენს ხარხარზე ლენკა მოემართება ჩვენსკენ დაწვრილებული თვალებით.
-რა მოგივიდა სვანო რა აცინებს, დაშტერდნენ რესტორანში გოგოები ვერ ხედავ.-გაკრეჭილი ეუბნება გიუშას. ისიც თავის ქნევით გვშორდება და სუფრისკენ მიდის,სადაც რეზი მოკალათებულა და რაღაცნაირად მიყურებს. ხო აი რაღაცნაირად რაა, რო ვერ ახსნი მზერის არსს ზუსტად ეგრე იცის ყურება.
* * *
სიცხისგან შეწუხებულს ნახევრად შიშველს მძინავს ღამის სამ საათზე, როდესაც ტელეფონის ზარი მაღვიძებს. თვალები არც გამიხელია ისე ავიღე ხელში ტელეფონი და ვუპასუხე.
-გისმენთ- ვეუბნები დაბოხებული ხმით, თუ შეიძლება ამას ხმა უწოდოს ადამიანმა.
-ნინ გაგაღვიძე? აუუ ბოდიში რა ტო არ მინდოდა.
-რამე მოხდა რეზი? რომელი საათია? რატომ მირეკავ. ვაყრი კითხვებს, როდესაც ვიაზრებ ,რომ ამ ღამე რეზი ასე უბრალოდ არ დამირეკავდა. გული ისეთი აჩქარებული მაქვს, მგონი რეზისაც ესმის მისი ხმა.
-არაფერი , ვიფიქრე ვნახავდი-მეთქი.- არ ვიცი რა ვუპასუხო. გაკვირვებული ვარ.
-სად ხარ?
-შენს კორპუსთან ჩამოხვალ?
- კარგი დამელოდე ჩამოვა ხუთ წუთში. ლოგინიდან ვდგები სარაფანას და ბალეტკებს ვიცმევ. ვცდილობ უხმაუროდ დავტოვო სახლი, მშობლების გაღვიძება ნამდვილად არ მაწყობს. კიბეებზე აღელვებული ჩავდივარ. უცნაური გრძნობაა. რეზი მანქანას არის მიყრდნობილი და სიგარეტს ეწევა.
- კარგდ ხარ?
-კი. ნუ ანერვიულდი უბრალოდ ნახვა მინდოდა შენი.- მეუბნევა და გულზე მიხუტებს. ასე პირველად იქცევა და გაოცებული ვარ. ნელ-ნელა ვეშვები და მეც ვხვევ ხელებს. ვგიჯჟდების მის სუნამოზე, სიგარეტის სუნი, რომ შერევია.
- წამო ცოტახანს გავისეირნოთ. მეუბნება და მანქანის კარს მიღებს. მე ვყოყმანობ, რადგან არ ვიცი ეს ცოტახანი რამდენ ხანს გაგრძელდება. არ მინდა მშობლებმა ჩემი გაუჩინარება შეამჩნიონ, თანაც ტელეფონიც არ მაქვს წამოღებული.
-ცოტახანი რამდენია?- ვეკითხები ნერვიული ღიმილით.
-როდესაც თქვენი აღმატებულება მოისურვებს მაშინვე სახლთან გავაჩენთ.-მიცინის.
-კარგი.- ვეუბნები თვალებ მოჭუტული. მანქანას უმისამართოდ დაატარებს ლამპიონებით განათებულ ქალაქში. მეც გატრუნული ვზივარ, მისი სურნელით ვტკბები.
-არსად აპირებ წასვლას?-მეკითხება და სიგარეტს აბოლებს.
-ჯერ გამოცდების შედეგებს ველოდებით გოგოები, შემდეგ კი თეკლას ბებიასთან ვაპირებთ წასვლას სოფელში. შესაძლოა ზღვაზეც გავიაროთ.
-მახსოვს სოფელში რომ მიდიოდით გოგოები, როგორ არ გვინდოდა ბიჭებს თქვენი წასვლა. სულ გეწუწუნწბოდით დარჩითო.-იხსენებს ჩვენს ბავშვობას.
-ხოო მახსოვს ერთხელ ვაჩემ გამზადებული ჩანთა დაუმალა ლენკას, რომ არ წავსულიყავით.- ორივეს გვეცინება ვაჩეს ბავშურ ქცევაზე. მაშინ მაინც წავედით სოფელში. ვაჩემ ატირებული ლენკას ყურებას ვერ გაუძლო და მალევე გამოაჩინა დამალული ჩანთა. ბავშვობის გახსენებაზე უნებურად მეღიმება. მათთან ერთად საუკეთესო ბავშვობა მაქვს გატარებული. რეზიც ამჩნევს ჩემს ღიმილს და მიღიმის. მანქნაში სიჩუმეა, მხოლოდ მუსიკის ხმა იღვრება და ძალიან რომანტიულ გარემოს ქმნის. რეზი მანქანას აჩერებს და მანიშნებს გადავიდე. მთაწმინდაზე ვართ. აქედან არავეულებრივია ღამით ლამპიონებით განათებული თბილისი. ჩუმად ვდგავართ, ამ სიმყუდროვის გაქრობა არცერთს გვინდა. მე ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაზე ვფიქრობ, რა სახელი შეიძლება დავარქვათ ჩვენს ურთიერთობას, მეგობრები არ ვართ. არც მე ვუყურებ მას როგორც გიუშას, ვაჩეს ან ნიკოს, არც ის მიყურებს ისე როგორც ლენკას ან თათას. გაჭედილები ვართ. არც იქით ვართ და არც აქეთ. ისიც არ ვიცი მე რომელი მინდა. გაურკვევლობაში ვარ. მე ჩვენს ურთიერთობაზე ფიქრი არ მასვენებს, თუ შეიძლება, ამას ურთიერთობა ვუწოდო, მას კი არ ვიცი. ხშირად გამჩენია სურვილი, მქონოდა ნიჭი იმსა, რომ სხვის თავში ჩამახედა და გამაგებინა რას ფიქრობს. ამ უნარის ქონის სურვილი კი, რეზისთან ხშირად მიჩნდება. ამოუცნობი ბიჭია... რაღაც თავისებური... თავისებურად კარგი...
არ ვიცი რა დროა გასული, მას შემდეგ რაც აქ ვდგავართ ასე უძრავად და ჩუმად. მე პირადად, რომ შემეძლოს, უსასრულოდ ვიდგებოდი რეზის გვერდით, თუნდაც უძრავად და ჩუმად.
-რისი გჯერა ნინა?- მეკითხება მოულოდნელად რეზი, ჩემსკენ არ ბრუნდება, ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი გადაჰყურებს ლამპოინებით განათებულ თბილისს. კითხვა იმდენად -მოულოდნელია, არ ვიცი რა ვუპასუხო. ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
-მეგობრების მჯერა. თქვენი მჯერა, ჩემების. იმ გრძნობის მჯერა, რასაც თქვენ მიმართ განვიცდი.-ვამბობ არეული. რეზი ისევ არ იხედება ჩემსკენ. მინდა, რომ გამოიხედოს. მის სახეზე ემოციის წაკითხვა მინდა. მაინტერესებს ჩემს პასუხზე რა რეაქცია ექნება. ისიც თითქოს ხვდება ჩემს სურვილს და სპეციალურად არ მიყურებს, ვგრძნობ.
-სასტავში ვინმეს ვინმე რო შეუყვარდეს ტეხავს?- მეკითხება რამოდენიმე წუთის შემდეგ. ისევ არ მიყურებს. კითხვა კი, ძალიან დამაბნეველია.
-ჩემი აზრით სიყვარული არსად არ ტეხავს, არც სასტავში. ვერ ეტყვი შენს გულს ამ გოგოს ან ბიჭის შეყვარება არ შეიძლებაო. აზრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ეხვერწო ეგ არა, სხვა შეიყვარეო მაინც არ აქვს აზრი არ დაგიჯერებს. სიყვარული არ შეიძლება გაწყობდეს. ვერ მოვა ეს გრძნობა შენს დაძახებაზე-ახლა მე ამის შეყვარება მაწყობს და უნდა შევიყვაროო. ვერც მოსვლას დაუშლი. არ გეკითხება შენ და იმიტომ. როცა უნდა მოდის, მთავარია ბოლომდე დარჩეს და არ მიგატოვოს. მთავარია ჯერ მოვიდეს, მერე გაფრთხილება და ზრუნვა ისწავლო, მისი შენარჩუნებისთვის იწვალო და თუ მაინც წავა, არ დაინახავს შენი გულიდან წამოსულ გრძნობას, მაშინ ჯობია გაუშვა. არ ყოფილა ეს ის ერთადერთი. ძალით სიყვარული კი არა, ყელში გადასული არცერთი ლუკმა არ ვარგა.- იმდენად გავერთე საუბარში და იმდენად ავყევი ჩემს ემოციებს, ვერ შევამჩნიე, თუ როგორ შემობრუნდა რეზი ჩემსკენ და მისმენდა განაბული. სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. მიყურებდა თვალებში თავისი მწველი მზერით. დარწმუნებული ვარ იმ წუთას ლოყები მქონდა წითელი. სახეზე ვხურდი და ამით ვიგრძენი.
-თურმე, როგორ გაზრდილხარ ნინ. -მეუბნება რეზი თბილი ხმით, ოღონდ აქამდე, რომ არ მომისმენია მისი ბაგეებიდან, ისეთით. ტანში ჟრუანტელი მივლის. მიხუტებს და თავზე მკოცნის. ემოციებისგან დაცლა მინდა. ტირილი მინდა საშინლად, მაგრამ მცხვენია. ამ წუთას მითხრა, რომ გავიზარდე და არ მინდა პატარა ბავშვივით ავბღავლდე მის თვალწინ. წამწამებზე მომდგარი ცრემლი თვალს მიწვავს და იძულებული ვარ თვალები დავხუჭო. ნეტა, ვიცოდე რა მატირებდა.
ასე ჩახუტებულები დიდხანს ვდგავართ. არც ასე ყოფნა მომბეზრდება არასდროს. მაგრამ დრო ჩვენს წინააღმდეგაა.
-სახლში დაგაგვიანდება, მალე გათენდება. პირობას არ ვარღვევ, თავის დროზე უნდა მიგიყვანო.- მეუბნება გაღიმებული. თვალებში მიყურებს და მეც ჩემდა უნებურად ვუქნევ თავს. მანქანისკენ მივდივართ. რეზის ჩემი ხელი აქვს მოქცეული თავისაში და არ მიშვებს. კარს მიღებს და მეც ვიკავებ ჩემს ადგილს. გზაში ხმას არც ერთი არ ვიღებთ. რეზის მზერას ვგრძნობ, მაგრამ არ მინდა მისკენ გახედვა. ვიცი ავტირდები, ამიტომ ფანჯარაში ვიყურები და უაზროდ ვათვალიერებ ქუჩებს.ახა, მხოლოდ ჩემს საწოლში ჩაწოლა და ემოციებისგან დაცლა მინდა. ვაკეთებ კიდეც. სახლში ასული გათენებამდე ვტირი, ოღონდ არ ვიცი რას...
მხოლოდ საჭიროა ერთი გაფიქრება,
მერე თავად იტრფის გული.
მხოლოდ საჭიროა ერთი ჩახუტება,
უმალ, თავად ფორიაქობს სული...
(გივი გოგოლაძე)
* * *
გაგანია ზაფხულში ვიხრუკებოდით თბილისში. ვერსად ვერ მივდიოდით გამოცდების პასუხების გამო. არც ბიჭები გადიოდნენ ქალაქიდან, თორემ გართობას არ იკლებდნენ. არც რეზი გვტოვებდა სასტავს, მართალია მას უკვე ჩაბარებული ჰ ქონდა წინა წელს, მაგრამ ბიჭების გარეშე ფეხის გამდგმელი არ იყო არსად. გოგოები გულის ფანცქალით ველოდით გამოცდების შედეგებს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ბიჭებზე, რადგან არც ერთ საღამოს არ „მაზავდნენ“ ბარში, რომ არ წასულიყვნენ.
მე და რეზი ისევ ისე ვიყავით, არც იქით, არც აქეთ. როგორც ჩანს გიუშა და თეკლაც ამ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან ჩემი დაქალიც საეჭვოდ დუმდა. რამე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ, ჩემს თვალს ეგ ნამდვილად არ გამორჩებოდა. * * *
საღამოს ლენკასთასნ უნდა გავსულიყავი. ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ ამ გოგომ თუ რამე დაიჟინა ვერ გადააფიქრებინებ. დალევას ვაპირებდით ლენკუსთან გოგოები, მშობლები არ ყავდა სახლში და გართობა გადავწყვიტეთ, თან ბიჭებიც მოვტეხეთ.
ქუჩაში მიმავალმა ნიკოს მოვკარი თვალი, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. თვითონაც დამინახა, მაგრამ თავის არიდება ცადა მივხვდი. ხოდა მეც გადავჭერი ქუჩა და წინ გავეჭიმე. დაბნეული მიყურებდა. მერე ძლივს მოიიქრა ხმის ამოღება
-ვაა ნინა აქ რას აკეთებ. მითხრა გაკვირვებულმა.
-სად აქ ნიკო ქუჩაში მივდიოდი ჩემთვის, დაგინახე და მოვედი. ვინ არს ეს გოგო? ვკითხე ინტერესით. გართობის ხასიათზე მოვედი, ოდესაც გოგოს შემფასებლურ მზერას გადავაწყდი.
-აა ეს ანია. მიმითითა გოგოზე. როგორც ჩანს მისთვის ჩემს გაცნობას არ აპირებდა, ამიტომ ეს მეტად საპასუხიმგებლო საქმე ჩემს თავზე ავიღე.
-მე ნინა ვარ, ნიკოს ცოლი. ვუთხარი ამაყად. ანის ლამის კევი გადაცდა, ასე მონდომებთ რომ აღლაჭუნებდა. სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა და ნიკოსაც ცივად გაუშვა ხელი. გულში ვხარხარებდო მის სახეზე.
-მე, მე არ ვიცოდი ნიკოს ცოლი თუ ყავდა. დაიწყო ბლუყუნი ანიმ.
-როგორ არ უთქვამს შენთვის?- გავიკვირვე მე. კი მაგრამ არც ის გითხრა, რომ შვილი გვყავს და ახლაც პატარას ველოდებით? ხელი მოვისვი არარსებულ მუცლზე. გამწარებულმა ანიმ ნიკოს გახედა, ერთი კარგად უთავაზა სახეში და უკანმოუხედავად გაიქცა. ამდენს ვეღარ გავუძელი და ავხარხარდი. მუცელზე ხელს ვიდებდი და ისე ვიცინოდი, სადაციყო ჩავიკეცებოდი სიცილისგან. ნიკო თავიდან გამოლენჩებული სახით იდგა, ვერ მიხვდა ასე უცებ რა მოხდა. როგორც კი გაიაზრა მომხდარი დამიბღვირა და წუწუნი დაიწყო.
-ნა მიქენი ეს ნინა. როგორი გოგო გამიქციე. რა ცოლო, რა შვილი საიდან მოიგონე გოგო. ნ აქ საიდან გამეჩითე. მეუნებოდა მკაცრი ხმით.
-ცუდი ცოლი ვიქნეი თუ? ვუთხარი გამომწვევდა წარბების თამაშით. ახლა სიცილის ახალი ტალღა წამოვიდა. ნიკოსაც შეეპარა ღიმილი, მაგრამ არ შეიმჩნია.
-ახლა რა ვუყო იმ გოგოს რითი შემოვირიგო. კარგი რა ნინა კარგი. განაგრძობდა წარბებ შეკრული წუწუნს.
-თუ ჩემი მიტოვება გინდა პირდაპირ მითხარი არ დამიმალო. ახლა მასაც აუტყდა სიცილი. მოვიდა და თმეები ამიჩეჩა.
-ოხ ნინა ოხ. რა მაიმუნი ბავშვი ხარ.
-გაჩერდი შე ოხერო. ვეუბნები სერიოზული სახით. ახლა ამაზე გვიტყდება ორივეს ხარხარი. ხოდა ვდგავართ ორი სულელი ქუჩაში და ვიცინით კუჭის ატკიებამდე, ოღონდ ჩვენც არ ვიცით რაზე.
ლანასთან დაგვიანებულზე მივედი, რასაც მისი დაბღვერილი სახის ყურება მოყვა, მანამ სანამ არ ავუხსენი გზაში მომხდარი ინციდენტი. ამაზე შემდეგ გოგოებმაც კარგად ვიცინეთ.
-მოკლედ ჩვენი შიშით ჩვენს ბიჭებს გოგოებთან ვერ გაუვლიათ რა. ამბობს გამხიარულებული თათა და ჭიქაში კონიაკს ასხავს.
-ხო აბა რა მე დავეთრევი იმ ბო* ლიკასთან. ამბობს სახედამანჭული ლენკა.
-კაი ახლა მაგასთან მთელი თბილისი დადის, ამათმა რა დააშავეს ვითომ.
-ისე ეგ ხო. მაგასთან რაც ხალხი დადის მგონი მაგდენი მაგდონალდშიც კი არ შედის.
რომ გითხრათ იმ ღამით სამ-სამი ჭიქა დავლიეთ და დავიძინეთო დამიჯერებთ? ხოდა არც დაიჯეროთ. არც ის მახსოვს რამდენი დავლიეთ, რა ვილაპარაკეთ, ვის დავურეკეთ და არც ის ვინ სად დაიძინა. დილით, რომ გამეღვიძა იატაკზე ვიწექი და თავი მდივანზე წამოწოლილი თათას კალთაში მედო. თუ ცხოვრებაში ასეთი დილა უნდა მქონოდა, ჯობდა არც დავბადებულიყავი ან ბიწად დავბადებულიყავი, რადგან „პახმელია“ უფრო ადვილად გადამეტანა. დამიჯერეთ მეგობრებო ამაზე საშინელი არაფერი არსებობს, მით უმეტეს მასინ, როდესაც არ გახსოვს წინა ღამიდან არაფერი.
-ოოო დიდო ნინავ დაგვდეთ პატივი და გაიღვიძეთ?. თავხე წამომადგა ვაჩე. მისი როხროხი პირდაპირ ტვინში მიკაკუნებდა.
-ხმა ჩაიგდე ადამიანო, ნუ როხროხებ და ნაბეღლავი მომიტანე შენს გაზრდას. ვზმუი საწყლად. ე ნამდვილად არ იყო ჩემი ხმა. ასეთი ჩახლეჩილი ხმა კაი ლოთებსაც კი არ აქვთ.
-მე თქვენი ძიძა ვარ თუ რა პონტია. იმან ყავაო, ამან ნაბეღლავიო, იმას გული ერევა მიხედე ვაჩე. კაით ტო მარტო მე მხედავთ? დაიწყო წუწუნი.
-ვაჩე ყველაზე მეტს შენ ლაპარაკობ და იმიტომ. გამოეპაუხა ლენკა. თავი წამოვწიე და ოთახი მოვათვალიერე. ყველანი აქ იყვნენ. რეზი სკამზე იჯდა და იღრიჯედოდა. ნამდვილად ცუდადააა ჩემი საქმე, რეზის ღიმილიც კი აღარ მოქმედებდა ჩემზე.

- თქვენ აქ რატომ ხართ? მახსოვს მარტო ვსვავდით ჩვენ. ვიკითხე ინტერესით და თავზე ხელი ვიტკიცე. სადაცაა გამისკდება. წამალი მესაჭიროება სასწრაფოდ. ღმერთო ციტრამონი მესროლე რა მადლია.
-მართლა არაფერი არ გახსოვთ ტო? იკითხა ნიკომ.
-არა. გასცა თათამ პასუხი.
-არც ის გახსოვთ თეკლამ გიუშას სიყვარული რო აუხსნა? ამბბს გაღიმებული რეზი. გაკვირვებულები ვუყურებთ ყველა თეკლას, მათ შორის გიუშაც. აჰჰ მივხვდი, რეზი ღადაობას, თორემ გიუშა ასეთი დაწყნარებული ვერ იქნებოდა. როგორც ჩანს რეზისაც შეუმჩნევია ეს ჯერ არ გამომცხვარი წყვილი და გართობას აპირებს. ოხ რა საძაგელი ვინმეა.
-ტყუილია, ეგ არ გამიკეთებია. ამბობს დარწმუნებული თეკლა.- მასე ძაანაც არ დავთვრები სისულელეები ვილაპარაკო. აზუსტებს შემდეგ თავის მოსაზრებას. შევატყე გიუშას თვალებში ათამაშებული ჭინკები ჩაუქრა.
-ამათ ხო მთვრალზეც ვერაფერს მოატყუებ რა. ბუზღუნებს ნიკო. ამაზე ყველას გვეღიმება. ნეტა სულ არ გამეღიმა, აშკარად ცუდად მოქმედებს ჩემზე.
-ხალხი არ ხართ წამალი მაინც დამალევინეთ. ვამბობ ხმაჩახლეჩილი. რაზი დგება სამზარეულოში გადის და იქიდან ნაბეღლავითა და წამლით ხელში ბრუნდება.
- აა ადამიანი. თქვენ კი არ გგავთ. ვაქებ რეზის. გაღიმებული მაწვდის წამალს და ნაბეღლავს.
-ჩვენ ბოდიში სად შეგვიძლია. ამატებს ვაჩე.
წამალს ცოტა აზრზე მოვყავარ. თავმაც გადამიარა. ფიქრს ვიწყებ იმაზე, თუ რა მოხდა წუხელ ან საიდან მოხვდნენ ბიჭები აქ.
-მართლა აქ როგორ მოხვდით თქვენ? კითხვა დამასწრო თათამ.
-იყო და არა იყო რა. იყო ოთხი ლოთი გოგო, რომლებმაც გათიშვამდე დალიეს, დაურეკეს ბიჭებს და თხოვეს მოგვხედეთო. ამბობს ნიკო. ვაიმეე რა სირცხვილია, ჩვენ დავურეკეთ და მოსვლა ვთხოვეთ. ვაიმე ღმერთო, მაშინვე რატო არ მომკალი, რატო.
-და იყო ოთხი კეთილშობილი ბიჭი, რომლებიც მაშინვე გამოქანდნენ ამ ლოტ გოგოებთან, რადგან სისუელეები არ ჩაედინათ. აგრძელებს ვაჩე. ამათ ყბაში ჩავარდნას ყველაფერი ჯობდა რაა.
-სახლიც თქვენ მიალაგეთ? კითხულობს ლენკა. ოთახს თვალს ვავლებ მართლაც მილაგებულია. არც სასმლის ბოთლები არ ჩანს არსად. -თქვენი მონა მორჩილი ქალბატონო ლანკა.ამბობს ვაჩე. ამაზე ყველას გვეცინება. ეს ბიჭი მოსიარულე იუმორია. გიუშა ჩუმად ზის, ვიცი მასზე თეკლას სიტყვებმა იმოქმედა. აუცილებლად დაველაპარაკები, როდესაც დავიმარტოხელებ. თუ სერიოზულად ფიქრობს დროა იმოქმედოს, თორემ ჩემი ქარაფშუტა გოგო სხვას იპოვის.
რაღაც მიზეზების გამო, წაიშალა 2 თავი, ამიტომ სამივე დავამატე ერთად. შემდეგ თავსაც მალე შემოგთავაზებთ... მიყვარხართ <3



№1 სტუმარი fangogo

სშემდეგი დადეე რა მალე

 


№2  offline წევრი pupsik22

fangogo
სშემდეგი დადეე რა მალე

ხვალ იქნება ახალი თავი❤

 


№3  offline წევრი tatiko.1995

Ra kargi iyo ramdeni vixalise velodebi shendeg tavs

 


№4  offline წევრი pupsik22

tatiko.1995
Ra kargi iyo ramdeni vixalise velodebi shendeg tavs

მადლობაა❤❤❤

 


№5  offline წევრი Frigga

როგორც ყოველთვის მაგარია

 


№6 სტუმარი Guest კატერინა

საად დაიკარგეე ❤??გვიყვარხარ შენ ჩვენ და აბაა გელოდებიით მაგრაამ ის წინა ისტორიაა როომ არ დააასრულეე არგაპატიეებ იცოდეე

 


№7  offline წევრი pupsik22

Vampire
როგორც ყოველთვის მაგარია

მადობა ❤

Guest კატერინა
საად დაიკარგეე ❤??გვიყვარხარ შენ ჩვენ და აბაა გელოდებიით მაგრაამ ის წინა ისტორიაა როომ არ დააასრულეე არგაპატიეებ იცოდეე

იმ ისტორიაზე არ ვიცი რა გითხრა შეიძლება ვერც დავამთავრო. ამას რაც შეხება , კომპიუტერი გამიფუჭდა, არადა დასრულებული მაქ უკვე და ტელეთი ვერ ვტვირთავ. ბოდიშით მეც ძალიან მაწუხებს ეს საკითხი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent