ის,რაც არ მეკუთვნოდა (თავი 7)
გადავწყვიტე,რომ გეგა დამევიწყებინა.ჯერ საკამოდ ახალგაზრდა ვარ და ალბათ ჩემ ცხოვრებაში ბევრი "სიყვარული" გამოჩნდება.რატომ უნდა ვიყო მასზე ასეთი დამოკიდებული? ნუთუ არ მაქვს იმის ნებისყოფა,რომ არ ვნახო? ამ და სხვა მრავალი ფიქრით გატენილი,თავს ვიმშვიდებდი და ვცდილობდი რომ ჩემში რაღაც ძალა მეპოვნა,რომელიც დამეხმარებოდა. მეორე დილით მარიამს დავურეკე,ვუთხარი რომ გადაღლილი ვიყავი და ცოტა ხანი განმარტოება მჭირდებოდა.მასაც არ გაკვირვებია,რადგან ასეთი რაღაცეები ხშირად მჭირდა.ტელეფონი ამის შემდეგ გამოვრთე,კარები ჩავკეტე და ჩემ თავთან მარტო დარჩენილმა ჯერ ცხელი აბაზანა მივიღე,მერე თბილ ხალათში გავეხვიე და აივანზე მოვკალათდი.თან სიგარეტს გავუკიდე და ბოლი ფილტვებამდე ღრმად შევუშვი.რაღაც სხვანაირი შეგრძნებაა სიცივეში მოწევა,ზამთარში განსაკუთრბულად მეგემრიელება ხოლმე თბილი ბოლში გახვევა.აქტიური მწეველი არ ვარ,ფაქტიურად არ ვეწევი,მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე დგება დრო,როდესაც საშინლად მინდება რომ მოვწიო და დღეს სწორედ ეს დღეა.გადაწყვეტილი მქონდა,რომ ვარჯიშისთვის თავი დამენებებინა,საერთოდ გეგა წამეშალა ცხოვრებიდან და შემდეგ სრულიად განკურნებული ამ მტანჯველი გრძნობისგან დავბრუნებოდი ჩვეულ ცხოვრებას.უნივერსიტეტიც ხელს მიწყობდა,მარტამდე არდადეგებზე ვიყავი.ბევრი რომ არ გავაგრძელო,სამი დღე მაღაზიაშიც არ გავსულვარ,სახლში ვიჯექი და ხან ნამცხვარს ვაცხობდი,ხან კინოთეატრს მოვიწყობდი და ყველა ნაცნობ თუ უცნობ ფილმს ვუყურებდი მთელი დღე,ხან უბრალოდ ვიჯექი აივანზე სიგარეტით ხელში და კორპუსებს ვათვალიერებდი.მაქსიმალურად შევამცირე გეგაზე ფიქრის სიხშირე და კმაყოფილი იმით,რომ მალე ისევ ის ელენე ვიქნებოდი,რაც ვიყავი,ხასიათი მიკეთდებოდა.მეოთხე დღეს გადავწყვიტე რომ ტელეფონი ჩამერთო,ყურადღებაც ამას ქვია,არცერთი ესემესი და არც ერთი ზარი.რადგან არავინ იწუხებდა თავს დარეკვით,ტელეფონი ჩართული დავტოვე და სანამ სამზარეულოში გავიდოდი,ისიც ამღერდა.უცხო ნომერი რეკავდა,მაგრამ დამეფიცება,რომ ვიცოდი გეგა იყო.მეორე ზარზე მივედი და გამოვრთე,კმაყოფილი კი სამზარეულოსკენ წავედი. გეგა -მას შემდეგ რაც ელენესთან ვიყავი და ათასობით საშინელი სიტყვა ვუთხარი,თავს არაკაცად ვგრძნობ.ვხვდები,რომ ის არაფერ შუაში იყო,უბრალოდ ჯავრი მასზე ვიყარე.საკუთარ თავზე ვბრაზობ,ზოგჯერ მგონია რომ მძულს კიდევაც ჩემი თავი ამ ყველაფრისთვის.ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ,დავით სულ რაღაც ექვსი წელი.მე მისი ერთგული უნდა ვიყო,იმედი არ უნდა დავკარგო,უნდა დაველოდო.ამ დროს რას ვაკეთებ? ოცდაათი წლის კაცი დავსდევ ოცი წლის ბავშვს.ჩემ ოჯახს ვანგრევ და მასაც ვუნგრევ ცხოვრებას,მაგრამ არ შემიძლია გესმის? ვერ ვშორდები!აი ასე,ვერ ვშორდები.ელენესთან რომ ვარ,მავიწყდება ის ექვსი წელი,ისეთი შეგრძნება მიჩნდება რომ ეგ პერიოდი თითქოს არც არასდროს ყოფილა.მირჩიე,რა გავაკეთო? შენ ხომ მეც მიცნობ და ჩემ ცოლსაც,შენზე უკეთ ვერავინ მეტყვის რა ვქნა? -გეგა მგონი შეგიყვარდა და ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება! შენც კარგად იცი,ეს გრძნობა როგორია. -არა დავით,არა და არა.ნუთუ გგონია რომ მას შემდეგ ვინმეს შევიყვარებ? ის ჩემი ერათადერთი სიყვარულია.და ასე იქნება,სანამ პირში სული მიდგას! -არ მესმის შენი,იმ გოგოს ვერ შორდები,მასზე როდესაც საუბრობ თვალები გიბრწყინვას,ყველა სიმპტომი იმაზე მიუთითებს რომ გიყვარს! დროა ახალი ცხოვრება დაიწყო,მორჩი ნინაზე ფიქრს!ის შენი წარსულია,ცხოვრება კი გრძელდება,გესმის? გრძელდება! -ნინა არ მომკვდარა დავით,შეიგნე ეს! ის წარსული არაა,ის ჩემი აწმყოა და ასე იქნება მუდამ! -არ მესმის შენი! ექვსი წელია ნინა მხოლოდ სუნთქავს,ფაქტიურად მხოლოდ მისი ხორცია შენ გვერდით,ახლა გამოჩნდა გოგო,რომელიც გხდის ბედნიერს.ნუთუ გგონია,რომ ამით ნინას უღალატებ? მას ყოველთვის შენი ბედნიერება ენდომებოდა,და აქ რომ იყოს გეტყოდა: "გეგა გააკეთე ის,რაც ბედნიერს გაგხდის"! -დავით რას მეუბნები,რომ აპარატზე შეერთებულ ქალს გავშორდე და ცოლად მოვიყვანო სხვა? ხვდები ეს რა არაკაცობა იქნებოდა ჩემი მხრიდან?! -გეგა დამშვიდდი,მე არ მითქვამს წადი და ხვალვე ცოლდ შეირთე ის გოგოთქო! უბრალოდ ეცადე,რომ იყო ბედნიერი და დანარჩენს დრო გიჩვენებს. -საქმეც მაგაშია,რომ რამდენჯერაც თავს მივეცი უფლება,ვიყო ბედნიერი იმდენჯერ ნინას სახე მახსენდება,მისი თბილი ღიმილი,ცისფერი სუფთა და ბავშვური თავალები.მერე რაღაც ბურთი მეჩხირება კისერში და სუნთქვა მიჭირს! -მაშინ შეეშვი იმ გოგოს,თუ ამისთვის მზად არ ხარ! -ვერ ვშორდები,ოთხი დღეა არ მინახავს და მგონია რომ რაღაც მაკლია,რაღაც რაც ხელს მიშლის სუნთქვაში.ისე ვაწყენინე,რომ ტელეფონზეც არ მპასუხობს. -მერე არ იცი ,რა უნდა ქნა? -რა? -თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან,მაშინ მთა მიდის მუჰამედთან,თუ პირიქით? ნუ მოკლედ როგორცაა! -ჰა ჰაა-ოთხი დღის განმავლობაში ძლივს გაიცინა გეგამ-დავით შენ რომ არ მყავდე! ელენე მეხუთე დღეა რაც სახლში ვარ გამოკეტილი,თავი მძინარე მზეთუნახავი მგონია,კოშკი რომ ჰყავთ ჩაკეტილი და სამთავიანი გველეშაპი დაცვად უდგას.ამ შემთხვევაში კი გველეშაპიც მე ვარ და პრინცესაც.ჩემს ამ პიქრებზე მეცინება,ფეხზე ვიცვამ და მაღაზიაში მივდივარ,რომ პური და სხვა პროდუქტი ვიყიდო.სუფთა ჰაერზე გასვლა თითქოს მშველის,კიდევ უფრო ვწყნარდები და ვხვდები,რომ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი ქარბორბალა "გეგა" მტოვებს და ეს კიდევ უფრო მახარებს.დედა სულ მეუბნებოდა:"როგორ უნდა მოიგო სხვასთან ომი,თუ საკუთარ თავთან ერთი ბრძოლაც კი არ მოგიგიაო",ხო და ახლა ვგრძნობ,რომ ეს ბრძოლა მე მოვიგე.კიდევ უფრო ბედნიერი ფართოდ ვიღიმი და კიბეებზე სწრაფად ავდივარ.ჩემ გაოცებას საზღვარი არ აქვს,როდესაც კარებთან მდგარ გეგას ვხედავ,ღია ჯინსი და შავი ზედა აცვია,თმა ოდნავ წამოზრდია და აბურდულად უყრია,შავი თვალები კი კიდევ უფრო ჩამუქებია,ეტყობა რომ უძილო და ნაბახუსევია. -აქ რას აკეთებ? -რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ? -მემგონი აქ პირველი კითხვა მე დავსვი!-გაბრაზება ყელზე მაწვება და სუნთქვა მიჭირს. -ამ სიმკაცრით ვიცი,რომ ნიღბავ შენს დიდ სურვილს,რომ ერთხელ მაინც შეგეხო! -მერწმუნე ჩემში არაფერს აღძრავ! -კარები გააღე და სახლში განახებ,შენში რას აღვძრავ-ეშმაკურად მიცინის და თან თვალით კარებზე მანიშნებს.შეშინებული იმით,რომ მართლა შემეხება და ამდენი ხნის ნაწვალებს წყალში ჩამიყრის,ერთ ადგილზე ვიყინები და არ ვინძრევი. -ელენე ჯერ არ შეგხებივარ და რა დღეში ხარ და რომ შეგეხო აბა რა მოგივა-ვითომ მობეზრებული თვალებს ატრიალებს,მეც ბრაზი კიდევ უფრო მიმძაფრდება და კარებს სწრაფად ვაღებ.სანა მოვტრიალდები,ხელს მკრავს ოდნავ,მერე მკლავზე მექაჩება და სანამ გონს მოვალ,კარების შიდა მხრიდან ვარ აკრული. -ცოტა ნელა ცხოველო და ხელი გამიშვი,თამაში დამთავრდა! -შენ ჩემი სიცხოველე საწოლში უნდა ნახო-მაცდურად მიღიმის და ტუჩები ძალიან ახლოს მოაქვს-ხოლო რაც შეეხება თამაშს,მაგას მე გადავწყვეტ როდის დაიწყება და სად დასრულდება! -მოდი მაშინ მეც გეტყვი,რომ ფეხ*ბზე მკ*დია შენი გადაწყვეტილებები და როგორც მოხვედი,ისე წადი აქედან! უკეთესი იქნება,თუ აღარასდროს შემაწუხებ! -მოიცა,მოიცა ნუ ჩქარობ პატარავ-მარჯვენა ხელით თავს მიჭერს და ჩემკენ იხრება.ვხვდები რომ უნდა მაკოცოს,ამის წარმოდგენაზე მთელი ორგანიზმი მიხურდება და თვალებს ვხუჭავ,მინდა რომ შემეხოს.მინდა რომ კიდევ ვიგრძნო ის ყველაფერი,რაც მაშინ სპორტ დარბაზში ვიგრძენი.სურვილს ვეღარ ვერევი და თვალებს უფრო მაგრად ვაწებებ ერთმანეთს,ტუჩებს ოდნავ წინ ვწევ,მაგრამ უცებ საშინელი სიცილი მესმის,მერე სიგრილეს ვგრძნობ სახეზე და ვხვდები,რომ გეგამ გამაცურა. -აჰაჰაჰა და შენ ამბობ,რომ გინდა წავიდე და აღარ დავბრუნდე?-გამხიარულებული ვაჟბატონი ხმამაღლა იცინის და გახალისებული მიყურებს-ძალიან საყვარელი ხარ!-ჩემ გამწარებულ და გაწითლებულ სახეს რომ უყურებს კიდევ უფრო ხმამაღლა იწყებს სიცილს. სიბრაზე ყელში მაწვება,ვგრძნობ რომ სუნთქვა მიჭირს,ტირილი მინდა მაგრამ ვერც ვტირი,ვხვდები რომ საშინლად შევრცხვი,ეს ომი წავაგე.გამწარებული ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ,შემოსასვლელში მდგარ ვაზას ხელს ვკიდებ და გეგას ვესვრი.გაკვირვებული სწრაფად იცილებს ნივთს და შეშინებული მიყურებს. -მაშ გაგამხიარულე ხომ ვაჟბატონო?ჯერ სად ხარ! მხიარულებას ახლა ვიწყებთ-ისტერიულად ვიცინი და იქვე დაგდებულ ფეხსაცმელს ვიღებ რომ ვესროლო.გეგა ხვდება ჩემს ჩანაფიქრს და სამზარეულოსკენ გარბის,უკან მივსდევ და ფეხსაცმელს ვესვრი.სამწუხაროა მაგრამ ისევ აცდა,ახლა თეფშს ვიღებ და ვუმიზნებ,ესეც კედელს ელეწება და იფშვნება.შეშინებული გეგა მაგიდას მოეთხე კრუგს ურტყავს და თან გამწარებული კივის. -ელენეე გეყოფა,გთხოვ! მაპატიე,არ მინდოდა შენი გაბრაზება,არც მიფიქრია-ხმამაღლა კივის და ცდილობს ნასროლი ჭიქა აიცილოს.სანამ მეორე ჭიქას ავიღებ დროს იხელთებს და სამზარეულოს ტოვებს,მეც უკან მივსდევ და უკვე მისაღებ ოთახში უნდა შევიდე რომ ვიღაცის ფეხს ვედები.ჭიქა ხელიდან მივარდება,მე კი მოწყვეტით ვეცემი ძირს და სანამ გონზე მოვალ,რომ გეგას დადებულ ფეხს წამოვედე,ის ზემოდან მაჯდება,მატრიალებს ზურგზე,რომ სახით მას ვუყურებდე,ორივე ხელს ზევით მიკავებს და ეშმაკური ღიმილით დამყურებს. -რა გეგონა ეშმაკო? ხალათი გაკლია და ნამდვილი საგიჟეთის ავადმყოფი ხარ! -ადექი,გამეცალე უნდა მოგკლა-სიბრაზეს კვლავ ვერ ვერევი და მხოლოდ თავისუფალ ფეხებს ვიქნევ ჰაერში. -დამშვიდდი,თორემ ჩემებურად დაგამშვიდებ! -გა*ჯვი!-უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებ,მაგრამ ნათლად ვხედავ გეგას როგორ ეცვლება გამომეტყველება,სიბრაზე თვალებზე აწვება და საშინელი მზერით დამყურებს. -ამ სითავხედისთვის დაისჯები!-სიტყვა დამათავრებული არ აქვს,რომ ტუჩებზე მეხება და მომთხოვნად მკოცნის.ყველა ჰორმონი ერთდროულად იწყებს ბობოქრობას და ვგრძნობ,რომ ეს კოცნა მამშვიდებს.ცოტა ხანში მშორდება და ზევიდან კამყოფილი ღიმილით დამყურებს. -აბა დავზავდით პატარა ალქაჯო? -ვერ ეღირსები! -არაა პრობლემა,ვიზ*საოთ მანამ,სანამ არ დამნებდები-და სანამ რამეს ვიტყვი,ისევ მკოცნის,ამჯერად ენას ახმარს და ამ დაკლაკნილ რაღაცას ჩემს პირში ვგრძნობ.იმდენად მსიამოვნებს,რომ მის ზედა ტუჩს ვეტანები და მთელი ვნებით ვუკოცნი.ამით გათამამებული გეგა ხელებს მითავისუფლებს და უფრო მეტი ვნებით მკოცნის.მერე ისევ უცებ მაშორებს ტუჩებს და მიღიმის. -აბა დავზავდით?-ვხვდები,რომ მასთან უძლური ვარ და ვთანხმდები. გეგა სწრაფად დგება ფეხზე,ხელს მიწვდის და მეც მეხმარება წამოდგომაში.შემდეგ კი ორივენი მისაღებში მდგარ დივანზე ვენარცხებით,ორივე თვალს ვავლებთ სახლს და მერე ისტერიულად გვეცინება მომხდარი ომის გახსენებაზე. პ.ს. დიდი მადლობა ბავშვებო,თითოეული თქვენი სიტყვა მაძლევს მუხტს,რომ არ დავნებდე სიზარმაცეს :დდ მიყვარხართ და მიხარია თუ იმედებს არ გიცრუებთ! ვცდილობ დიდი თავები ვწერო,მაგრამ ტელეფონით ვკრიფავ ტექსტს და ძალიან მიჭირს.ამიტომ მაქსიმაურად შევეცდები რომ კიდევ უფრო გავზარდო <3 [left][/left] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.