შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანი ეშმაკთან. 1


17-02-2017, 08:32
ნანახია 2 026

9 სართულიანი ბინის სახურავი.
ღამის საბურველში გახვეული ქალაქი.
ჯოჯოხეთური სიმშვიდე.
სახურავის კიდესთან დიდხანს ვიდექი. ველოდი, არვიცი რას. ალბათ გადამწყვეტ წამს, რომ გამბედაობა მეყოფოდა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი.
სიკვდილის არ მეშინოდა.
მეშინოდა იმის, რომ ვერ გავბედავდი.
ჩამწვარი სიგარეტი დაბლა დავაგდე და ფეხი დავადგი.
ერთი ფეხი წინ გადავდგი
და მორჩა.
გაჩერება ვიგრზენი. ჰაერში ვიყავი.
მეგონა უკვე სული განვუტევე და ახლა ჯოჯოხეთში ვიყავი.
მინდოდაა თვალების გახელა, მაგრამ ვერ ვახელდი.
მეშინოდა.
არვიცი რის.
მაგრამ მეშინოდა.
- გგონია ღმერთმა გადაგარჩინა?
აშკარად რელური ხმა გავიგე.
წარმოსახვა არ ყოფილა.
ვგრზნობდი, რომ ჩემს ირგვლივ არაფერი იყო, გარდა სიცარიელისა.
ღამის ნიავი სახეზე მეხებოდა და სულს მიშფოთებდა.
წარკოსახვით სამყაროში ვიყავი და არ შემეზლო იქიდან თავის დაღწევა.
რაღაც ჩამეჭიდა, ჰოპ და ჩემს ქვეშ მიწა ვიგრზენი.
თვალები შიშით გავახილე, სახურავზე ვიწექი.
ზემოდან ლანდი დამყურებდა.
ნიავი ისევ მეხებოდა სახეზე.
ცივ ბეტონს მოვშორდი და კედელს მივეყუდე.
სიგარეტი ამოვიღე და ვცადე ამენთო. ჰორიზონტზე მოსიარულე ნიავი სიბნელეში განათებულ ნაპერწკალს აქრობდა.
ბევრი მცდელობის შემდეგ ანთებული სიგარეტი პირში ჩავიდე და სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.
ბოლი ფილტვებამდე ჩავუშვი და ღრმად ამოვისუნთქე.
გამიჭირდა რეალობაში გარკვევა.
ლანდი უზრავად იდგა.
ცოტახანში ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა.
- შენ რა ეშმაკთან პაემანი გაქვს?
" თუ ეშმაკს ასეთი ხმა აქვს, ნამდვილად მიღირდა სიკვდილი"
გავიფიქრე პასუხის გაცემის ნაცვლად.
- არგინდა რამე მითხრა?
ჩემგან პასუხი ისევ არ ისმოდა.
ჰაერში გაბნეულ ბოლს ვადევნებდი თვალს.
ჯიბე მოიჩხრიკა და რაღაც, სიგარეტის მსგავსი ამოიღო.
მოუკიდა და პირში ჩაიდო.
საკმაოდ კარგად ჩანდა მისი ტუჩები.
"სიამოვნებით გაკოცებდი"
გავიფიქრე და სიგარეტი ჩავაქრე.
- მოწევ?
მოსაწევი გამომიწოდა და უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამაცქერდა:
- კარგი. ჯობია წავიდე და იმედი მაქვს თავის მოკვლოს სურვილი აღარ გექნება. თორემ სულ მე ხომ ვერ გადაგარჩენ!?
გაიცინა და წავიდა.

მინდოდა ვინმეს გვერდით ვყოფილიყავი. უფრო სწორად ვინმე ყოფილიყო ჩემს გვერდით.
არმინდოდა მარტო ყოფნა.
თუმცა არმინდოდა ხალხშიც.
ორი ადამიანი საკმარისი ვიქნებოდით.
კიდევ დიდხანს ვიჯექი მარტო, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
ვეწეოდი.
და ვფიქრობდი.
არაფერზე !
ან უბრალოდ ვერაფერზე.
სახურავზე ისევ გამოჩნდა ლანდი, რომელიც მიახლოვდებოდა.
ჩემგან მოშორებით შეჩერდა
- შენი სახელი არ ვიცი
- ალექსანდრა
- უცნაურია, ისევე როგორც შენ.
- მამაცს ნიშნავს.
- თამამად ვიტყვი, რომ სახელს ამართლებ. მაგრამ უკეთესი იქნება თუ მაგ სიმამაცეს ში კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაამტკიცებ.

ლანდი მართალი იყო. მინდოდა მეკითხა მართლა სახელის გამო დაბრუნდა თუ არა, მაგრამ ვერც ვკითხე ისე სწრაფად გაუჩინარდა.
თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
აორთქლდა.


-------------------------------------------
ისეც სპონტანურად დაწერილი ისტორია. წინა ისტორიას აუცილებლად დავასრულებ.
იმედია ახალი ისტორია მოგეწონებათ :)))



№1 სტუმარი Guest mmm

კაია სათაურმა ძალიან დამაინტერესა და სიუჟეტიც ძალიან მომეწონა იმედია მალ-მალე დადებ ხოლმე და არ დააგვიანებ ძაან blush

 


№2 სტუმარი Lanu

Kaia damainteresea..sataurma gansakutrebit momxibla.veli movlenebis ganvitarebas da xshir xshirad dade xolme ..warmatebebi

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Dzalian magria da axla ukbe sheni mkitxveli var velodebi axal tavs
--------------------
M.D

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მალე დასრულდა პირველი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent