შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამტაცებელი


17-02-2017, 21:24
ავტორი tako_tak
ნანახია 2 097

-აეთრიე დროზეეე, უნივერსიტეტში გაგვიანდება, მესმის როგორ დამჩხავის ჩემი დაუნდობელი და.
-ცოტაც მაცადე და ავდგები.
ეს ჩემი „ცოტაც მაცადე და ავდგები“ ორ წუთს გაგრძელდა. სხვანაირად არც შეიძლება, როცა სახლში ასეთი „ტირანი“ გყავს.
-ჩაი მზად არის გამოდი, მეძახის ანო.
ზანტად ვდგები და გავდივარ სამზარეულოში და რას ვხედავ „ჰოიდა“ საოცრება მოუსწრია ქალბატონს ჩემი ახალი ზედის ჩაცმა. მიხვდა რომ ამ ყველაფერს უკომენტაროდ არ დავტოვებდი და პირველი სიტყვის თქმა თავად დამასწრო:
-კარგი რა ელ, ხომ იცი ბოლოს მაინც დამთანხმდები და მათხოვებ და ხო მეც მიყვარხარ მომაძახა და სახლიდან ისე გავარდა თითქოს ვინმე მოსაკლავად მიზდევდა. ფანჯარასთან მივედი და ვუყურებდი ანოს გზაზე მიმავალს, ისე როგორც მზრუნველი დედა აცილებს შვილს ფანჯრიდან. მე და ანოს სხვა და სხვა მამა გვყვავს, მაგრამ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს, მართალია ხშირად ვჩხუბობთ, „ჩემი შარვალი რატომ გაცვია“ შენ ხომ გუშინ ჩემი საყურე გეკეთა“ და ასეთი ბანალური კინკლაობები, რომელიც ალბათ ყველა ოჯახშია, სადაც ორი „ნაგიჟარი“ და ცხოვრობს. ანოს მამა, მისი დაბადებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. ვახო ძალიან კარგი ადამიანი იყო, მართალია მე პატარა ვიყავი სულ რაღაცა ოთხი წლის, მაგრამ მისგან ბევრი კარგი მახსოვს. რაც შეეხება მამაჩემს, მასზე სათქმელი ბევრი არც არაფერი მაქვს. ერთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, მხოლოდ ერთხელ ვნახე როცა გვარი შევიცვალე და დედის გვარზე გადავედი. ოჯახში მარტო მე ანო და დედა ვართ. დედა პერიოდულად თურქეთში დადის, ოჯახში მუშაობს, ახლაც იქ არის წასული. ანო წელს ამთავრებს სკოლას, მე კი წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ, სამართლის ფაკულტეტს.
საათს დავხედე და მივხვდი უნიში მაგრად დამაგვიანდა ამიტომ პირველი ლექცია „გავმაზე“ და მეორეზე მივედი.
აუდიტორიის კარი გავაღე თუ არა ცოტნე შემეჩეხა
-ეე ეს ვინ მოსულა, მძინარე მზეთუნახავმა გვიკადრა და მობრძანდა.
-ოჰ ოჰ, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, თავი გამოყო მარიმ.
-მორჩით? გაბრაზებული ვეკითხები
-ჰო კაი გოგო რა იყო ხუმრობაც არ გვაცადო ახლა, მიბღვერს ცოტნე და აუდიტორიას ვუბრუნდებით.
ლექციები საშინლად გაიწელა, როგორც იქნა გაისმა ჩემი გადამრჩენელი ზარის ხმა და გარეთ გიჟებივით გამოვვარდით, თითქოს ვინმეს დამწყვდეული ვყავდით.
-ეე რა მაგარი მანქანაა შეხედეთ ამბობს ცოტნე.
-მანქანა კი არა შეხედეთ რა მაგარი ბიჭები არიან, მანქანასთან მდგარ ორ ტიპზე მიგვანიშნა მარიმ.
მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა მანქანების მიმართ, ამჯერად ჩემი ყურადღება ამ ორმა უცნაურმა ტიპმა მიიპყრო. ნეტა აქ რა უნდათ, აშკარად არ გვანან სტუდენტებს, ფიქრებიდან მარიმ გამომიყვანა...
-ელ ხომ წამოხვალ დღეს?
-სად? გაკვირვებული ვეკითხები
-რა სად ელენე? რა სად... ხომ დამპირდი რომ წამომყვებოდი კლუბში.
ჯანდაბა ეგ სულ დამავიწყდა. რამის თქმას აზრი არ ჰქონდა ამიტომაც დავთანხმდი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ დროებით და დავიშალეთ. სახლში მივედი ტანსაცმელი გავიხადე და აბაზანისკენ გავეშურე, ცხელმა წყალმა მთლიანად მომადუნა, მემგონი ამაზე დიდი ნეტარება არაფერია. თმა გავიშრე და საათს დავხედე, ჯერ ადრე იყო, ამიტომ ლეპტოპს მივუჯექი და ჩემი საყვარელი სერიალის კრიმინალური აზროვნების ყურება დავიწყე. დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე და მარის ბრახუნმაც კარზე არ დააყოვნა...
-ეს რა არის ელენე? ხომ გითხარი მზად დამხვდი თქო
-მითხარი და დაგხვდი კიდევაც ვუპასუხე მე
-შენ რა მეკაიფები? კლუბში ჯინსებით, მაისურით და ბოტასებით ვინ დადის?
-ოჰ მოიცა რა თუ ღმერთი გწამს, მეც ახლა რომელიმე ძვირფას წვეულებაზე არ მივდიოდე, ასეც მიმიღებენ კლუბში.
-ვიცოდი რომ შენს „ძონძებში“ საინტერესო არაფერი იქნებოდა და ამიტომ მე წამოგიღე კაბა.
ჩანთიდან წითელი მოკლე კაბა და შავი ქუსლიანები ამოიღო.
-გამორიცხულია მე ამას არ ჩავიცვამ, ვუბღვერ მარის.
-ძალიან კარგადაც ჩაიცვამ. არც ისე ხშირად გთხოვ რამეს.
ბევრი ვაი ვაგლახის შემდეგ ეს ყველაფერი უკვე ჩემს ტანზე იყო. სარკეში ვიყურებოდი და არ მჯეროდა რომ ეს მე ვიყავი. გამხდარი არ ვარ მაგრამ არც მსუქანი, სავარაუდოდ ფუმფულების რიცხვში ვეწერები, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს წელზე გამოყვანილი კაბა ძალიან მომიხდა, ლამაზად გამოყვანილი დეკოლტედან მშვენივრად მიმზერდნენ ჩემი „გოგოები“. მარის მივუტრიალდი და ვუთხარი რომ მზად ვიყავი.
კლუბს მივუახლოვდით და რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს უკნიდან ვიღაც დაჟინებით მიყურებდა. ახალი მისული ვიყავი და უკვე ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი, ვერ ვიტან ასეთ ადგილებს. კლუბში შევედით თუ არა საშინელი სპირტის და სიგარეტის სუნი მეცა.
-კარგი რა ელე სახე გაასწორე, თორე ისეთი სიფათი გაქვს გეგონება ვინმეს ჩამოსახრჩობათ მიყავხარ
-ღმერთო რა დავაშავე?!
-ღმერთისთვის არაფერი, მაგრამ მე დაგიშავებ თუ ასეთი სახით გააგრძელებ მოძრაობას.
თავი დავხარე და დასჯილი ბავშვივით უკან გავყევი მარის.
-აი ჩვენი სასტავიც თქვა ქალბატონმა და მაგიდას მივუახლოვდით.
ჩვენი კურსელები იყვნენ, რომლებიდანაც ზოგიერთი დიდად არ მეხატებოდა გულზე, თუმცა რა გაეწყობა... ცოტნესთან მივედი და გვერდით დავუჯექი. მან გაკვირვებული შემომხედა .
-ძალიან გთოვ არაფერი მკითხო, თავადაც არ ვიცი რატომ აცვია ეს ყველაფერი ჩემს ტანს.
-კარგი არაფერს გკითხავ, გამიღიმა ცოტნემ , თავზე მაკოცა და სასმელი შემომთავაზა რაზეც უარი არ მითქვამს, რადგან დალევა თუ გადამარჩენდა ახლა.

უკვე ღამის პირველი საათი იყო, მერამდენე „დაუკმაყოფილებელი“ ტიპი მოვიშორე თავიდან ვინც საცეკვაოდ დამპატიჟა არ ვიცი. თავი საშინლად ამტკივდა და ბავშვებს მივუბრუნდი
-მე წავალ უკვე, ძალიან დავიღალე თვენ გააგრძელეთ, ვუთხარი მათ.
-ელ მიგაცილებ სახლამდე. შემომთავაზა ცოტნემ, მაგრამ მის წინადადებას არ დავთანხმდი, მარისგნა გაფრთხილება მივიღე, რომ სახლში მისვლისთანავე მიმეწერა, რომ კარგად ვარ და მანიაკმა არ მომიტაცა, ბავშვებს დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. ძალიან მესიამოვნა ცივი ჰაერი და გადავწყვიტე სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდი ცოტა ფეხით გამესეირნა. ჯანდაბა ისევ ის უცნაური გრძნობა, თითქოს უკან ვიღაც მომყვებოდა. წამით უკან გავიხედე და დავინახე მანქანა როგორ მოსეირნობდა, ჰო ზუსტადაც რომ მოსეირნობდა. უცებ ჩემი სერიალი გამახსენდა სადაც ერთ სერიაში ზუსტად ასეთი სცენაა, ღამე გოგო მიდის ქუჩაში და უკან მკვლელი მიყვება მანქანით... ჯანდაბა ელენე რა დროს სერიალია გამოფხიზლდი და ნაბიჯებს აუჩქარე სანამ დრო გაქ. ჩემს თავს დავემორჩილე და ქუსლებზე შემხტარი ისე გავრბოდი თავი მარათონზე მეგონა. უკან ისევ მოვიხედე და დავინახე რომ მანქანამ ჩემსავით აუჩქარა სიარულს. ყველაფერი წამის მეასედში მოხდა: ტორმუზის ხმა, ორი ტიპი, ჩემი კივილი და ამ სამყაროს მოვწყდი.



პ.ს. ბავშვებო ეს ჩემი პირველი მცდელობაა, თუ დაგანტერესებთ დატოვეთ კომენტარები და გავაგძელებ.



№1 სტუმარი ბლაა

ეგეთები მიყვარს გააგრძელე რააა გთხოვვვ

 


№2 სტუმარი Shore shore

gaagrzele zalian damainteresa

 


№3 სტუმარი A

O... gaagrdzele aba saintereso momenti iyo da cnobismoyvareoba mklavs.....

 


№4 სტუმარი nia

gaagrdzel sainteresoa

 


№5  offline წევრი wandering

Gaagrdzele

 


№6 სტუმარი Guest ლიზა

საინტერესო მოთხრობა ჩანს...
ჩემი რჩევა იქნება რომ უფრო დიდი თავები დადო შა ყველა თავში მოხდეს რაღაც საინტერესოო მოკლედ შინაარსიანუ მოთხრობები არამგონია ამ გვერდის მომხმარებლებს აინტერესებდეთ
ეცადე დატვირთო ყველა თავი

 


№7  offline წევრი tako_tak

Guest ლიზა
საინტერესო მოთხრობა ჩანს...
ჩემი რჩევა იქნება რომ უფრო დიდი თავები დადო შა ყველა თავში მოხდეს რაღაც საინტერესოო მოკლედ შინაარსიანუ მოთხრობები არამგონია ამ გვერდის მომხმარებლებს აინტერესებდეთ
ეცადე დატვირთო ყველა თავი

დიდი მადლობ ლიზა, გავითვალისწინებ აუცილებლად.

მადლობა ყველას. გაგრძელება იქნება...

 


№8 სტუმარი Guest მარიამი

გააგრძელე მომწონს ❤

 


№9  offline წევრი wandering

Rodis dadeb?

 


№10 სტუმარი Guest tako_tak

wandering
Rodis dadeb?

ხვალ დავდებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent