შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (10)


17-02-2017, 23:09
ავტორი MariamG
ნანახია 2 493

***
ქეთი მანქანაში იჯდა. ადგილიდან არ იძვროდნენ. ჯერ კიდევ ამზადებდნენ ნივთებს. სახლის კარისკენ გახედვა არ სურდა, არც მის გვერდით მოკალათებულ ქალს უყურებდა, უბრალოდ გრძნობდა მის კმაყოფილებით აღვსილ მზერას და ზიზღის საშინელი გრძნობდა უტრიალებდა მთელს სხეულში. გეგმა სჭირდებოდა. აქამდე გადადგმული ყველა ნაბიჯი ბრმად გაკეთებული არჩევანი იყო, ხოლო მაშინ როდესაც სიტუაცია სერიოზული, დაძაბული და პრაქტიკულად გამოუვალი იყო, ბედზე მინდობა არაფრით ივარგებდა.
გულში უსიანოვნოდ უტრიალებდა რაღაც, უცნობი გრძნობა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ბოროტების მომსწრე გახდა, ადამიანური ბუნება მის ნაბიჯებს არ ამართლებდა. აქვე, მასთან ძალიან ახლოს, ბნელ დარბაზში ისევ ჩაფიქრებული იჯდა მაქსიმე და რაღაცაზე ფიქრობდა. ქეთი ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ ახალგაზრდა კაცმა არაფერი იცოდა. თითქოს სჯეროდა, რომ მაქსიმე ყველაფერს ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი შეცდომას უშვებდა, გულის სიღრმეში სწამდა რომ მაქსიმე საკუთარ თავს გადაარჩენდა. და განა რა საკმარისია რწმენა, თვითგადარჩენის უნარის ამაღლებისთვის, როცა ვერც ვერაფერს კარგავ, ვერც ადამიანებს ტოვებ, შენი აღარც სურნელი სჭირდებათ და აღარც კვალი.
-კარგად ხარ, მეგი? -კალთაში დაწყობილ ხელებზე ხელი შეახო ანეტამ და ქეთიც, წამში გამოფხიზლდა. ხელი მოიშორა და ფანჯრიდან გაიხედა. არაფერი უპასუხა. ცუდად ყოფნის მიზეზს ვერასდროს აუხსნიდა, აღარც სურდა აეხსნა, მაგრამ კარგად არ იყო. ამ გრძნობასთან სიახლოვესაც კი ვეღარ გრძნობდა. თვეები გასულიყო, რაც ქეთიმ ბედნიერება, ღიმილი, უანგარო სიკეთის გაცემა დაივიწყა. მეტიც, პირდაპირ ცოდვის ბილიკზე სვლა დაიწყო. რამდენჯერმე ახედა ზღურბლს იქით გაშლილ თეთრ, მარმარილოს უზარმაზარ კიბეს. რა ახლოს იყო მაქსიმესთან. და მაინც იმეტებდა. რა ახლოს იყო მაქსიმესთან და მაინც არ შეეძლო პასუხი მოეთხოვა მეგის ნაცვლად.
-მე ვიცი, რომ მაქსიმემ დაგვაშორა. -თქვა ქეთიმ. ანეტას გახედა. ქალი ერთიანად გაიყინა, ფერი დაკარგა და შეშინდა. თითქოს ბუნებრივი იყო და მაინც, ქეთის საოცრად ყალბად ეჩვენებოდა.
-ეს საიდან გაიგე?
-რა მნიშვნელობა აქვს? ვიცი რომ ასე იყო. მაქსიმე ფულით უზრუნველყოფდა შენს ცხოვრებას, შენ კი საამისოდ ჩემზე ამბობდი უარს. რას იტყვი დედა? -ზიზღით გახედა ქეთიმ. ყოველ წამს მეგის დღიური უდგებოდა თვალწინ. იქ დაწერილი, ტკივილით სავსე სიტყვები, მეგის ტკივილი, რომელსაც ქეთიც გრძნობდა. თითქოს, ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ.
-სისულელეა მეგი, ამას მხოლოდ მაქსიმე თუ გეტყოდა. -ნერვიულად ჩაიცინა ანეტამ და თითების მტვრევა დაიწყო. ქეთის ჩაეცინა.
-ცდილობ ყველაფერი მაქსიმეს დააბრალო. როგორ არა, ისიც დამნაშავეა, მაგრამ იცი რა განსხვავებაა მაქსიმესა და შენს შორის? სიყვარული. ქალი, რომელსაც დედობრივი გრძნობა აქვს, არასდროს გაყიდის შვილს ბინძურ ფულზე. ალბათ, მაქსიმეს ფული დაენანა და ჩამოხვედი, პირისპირ მოსთხოვდი პასუხს. მე გამომიყენებდი, შენს სიყალბეს მთლიანად გამიზიარებდი. მაგრამ არა, არც ეს მადარდებს. ჩვენს შორის უსიყვარულო ურთიერთობებიც შეიძლება დამყარდეს. დამშვიდდი, არავის ვეტყვი. -ირონიულად ჩაიქნია ქეთიმ ხელი და ისევ ფანჯრის მხარეს გაიხედა. კმაყოფილებას გრძნობდა. იცოდა, ასეთი ქალისთვის სინდისის ქენჯნა სრულიად უცხო რამ იყო, ამას არც ელოდა, მაგრამ დამნაშავეებს ფაქტზე წასწრება ყოველთვის იმაზე მტკივნეულად ხვდებათ გულზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა გრძნობა. ქეთის გარკვევით ესმოდა ქალის მოუსვენრობისგან გამოწვეული ხმაური. ხან რას მიეყრდნობოდა და ხან - რას. ერთი რამ კი ვერ გაეგო, ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა რომ შინაგანად მაქსიმეს იცავდა, თუ უბრალოდ მართლა ასე ფიქრობდა.

თხუთმეტი წუთის შემდეგ, მანქანა დაიძრა. ქეთიმ თავი მინას მიაყრდნო და თვალები დახუჭა. ყოველთვის, როცა თვალების დახუჭვას და დასვენებას ცდილობდა, მეტროს სცენა უდგებოდა თვალწინ. მაშინ ქეთი იყო, სამსახურში აგვიანებდა, მაშინ ყველაფერს გრძნობდა და საკუთარი ყოველდღიურობა ეზარებოდა, ახლა კი საოცარი ნოსტალგია მოეტანა დროის გაცვეთილ კადრებს. ყველაფერს დათმობდა ოღონდ ისევ იმ ცხოვრებით ეცხოვრა, ოღონდ ისევ მოსაწყენი და ერთფეროვანი ყოფილიყო.
-ქალბატონო -გამოაფხიზლა მძღოლის ხმამ. ქეთიმ თავი ასწია. მძღოლს უკან ხელი ჰქონდა გადმოწეული და წერილის მსგავსი რაღაც ეჭირა.
-ეს რა არის?
-თქვენთვისაა. -ქეთიმ გამოართვა, გვერდით მიბრუნდა და წერილი გახსნა. ლამაზი ასოებით ჩაწერილი ფრაზა იყო. „მიდი, გაბედე. მოცდა მაშინ არის ძნელი, როცა ლოდინზე ფიქრობ.“ ქეთი თითქოს დაშრა. ნაპირი გამოეყო, მიტოვებულივით მოიხარა, დაპატარავდა და ფერი დაკარგა. რა თქმა უნდა, მაქსიმემ ყველაფერი იცოდა. მანქანა გზაზე მიჰქროდა. შეჩერებას აზრიც აღარ ჰქონდა. თვალები დახუჭა, წერილი მოკუჭა და მუჭში მაგრად გამოკეტა. აღარ ხედავდა მეტროს. დახუთულ ჰაერსა და ყრუ გუგუნს ვერ ისმენდა. მხოლოდ თეთრ პერანგში გამოწყობილ, ბუხრის წინ მჯდომ მამაკაცს უყურებდა. რომ ამბობენ, ზოგჯერ ცუდი მოგონებები გადაგაფასებინებს ცხოვრებასო, ნამდვილი დასტურიც ეს იყო. სძულდა ყველაფერი რასაც მაქსიმე ეხებოდა და ამავდროულად, ენანებოდა. ჩამოგორებული ცრემლი უხეშად მოიწმინდა. არაფრის ღირსი აღარ იყო. ფიტული გახდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ მოითმინა. ერთით მეტი ვეღარ აიტანა.

***
მანქანა აგარაკზე, დიდი, თეთრი სახლის წინ გაჩერდა. სხვა დროს, ქეთის გაუკვირდებოდა, უამრავ დასკვნას გამოიტანდა სახლის კედლების ფერისა და დიზაინის მიხედვით, მაგრამ ამაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა. სახეზე ეწერა იმედგაცრუება. ორსართულიანი სახლი იყო, ფართო აივნებით და მასზე მოწყობილი მაგიდებითა და სკამებით, მეორე მხარეს, სამკაციანი საქანელაც დაედგათ. სახლი მწვანე მინდორში იდგა, გარშემო ერთი სულიერიც კი არ ჩანდა. მხოლოდ ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი ისმოდა. სამოთხე იქნებოდა დასასვენებლად ჩამოსული ადამიანისთვის, ქეთი კი მკვლელის თავშესაფრად აღიქვამდა. სახლში შევიდა. დიდი მისაღები და სამზარეულო დახვდა, რამდენიმე სხვა ოთახიც ჩანდა შეღებული კარიდან, თუმცა არც ამისთვის ჰქონდა დრო. ანეტა პირველივე სართულზე დაბინავდა, ქეთიმ განმარტოება ისურვა და მეორე სართული დაიკავა. უფრო სწორად, სხვაგან ვერც წავიდოდა, რადგან ის ოთახი მაქსიმესა და მეგის ეკუთვნოდა. არც იმაზე ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა. თავს აღარ თვლიდა ძველი პიროვნების შენარჩუნების ღირსად და ეგუებოდა, რომ მეგის როლში იყო. ან, კიდევ უარესი, მაქსიმეს მიმართ ახლაღა იგრძნო პასუხისმგებლობა და მიცემულ პირობას ასრულებდა, რომ მეგი იქნებოდა, არაფერს გააფუჭებდა.
ქეთიმ კარი შიგნიდან გადაკეტა. საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. აუტანელი ხდებოდა ეს სიტუაცია. მაქსიმე სავარაუდოდ, უკვე წასასვლელად ემზადებოდა. საღამოს ექვსი საათი იყო. ორი საათი იმგზავრეს. ტელეფონი არ ჰქონდა, კომუნიკაციის სხვა საშუალება ამ ადგილიდან გამოუსადეგარი იქნებოდა, ვერც ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა. მაქსიმემ მისი შეჩერება არც კი სცადა. „დროებით, ქეთი“ დაემშვიდობა მრავლისმეტყველად და მერე, წერილში ლამის სთხოვა, გაებედა, უკან არ დაეხია და მისი თავიდან მოშორების უფლება მიეცა. „მოცდა მაშინ არის ძნელი, როცა ლოდინზე ფიქრობ.“ ლოდინზე ფიქრობდა. იმ დროის მონაკვეთზე, რომელიც ან მალე გავიდოდა, ან საუკუნედ გაიწელებოდა. და ძნელიც იყო. მაქსიმე მის ფიქრებში ყოველთვის ძვრებოდა. ისმენდა, ცოტას საუბრობდა და მისი მონოლოგები მთლიანად ცვლიდა ქეთის. გონება და ცხოვრება აურია, აღარასდროს დალაგდებოდა, არასდროს გამოსწორდებოდა. თვალებში ვეღარ შეხედავდა ადამიანებს, რომლებიც მიესალმებოდნენ. ან საერთოდ, დაუბრუნდებოდა ძველ ცხოვრებას? გახდებოდა ისევ ქეთი? თუ მთელი ცხოვრება მეგის როლში ყოფნა მოუწევდა? მერე, მაქსიმეს გარეშე რას გააკეთებდა, მას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გაწერილი, კაცი მთლიან სურათს უყურებდა, ცივი გონება და თვალი ჰქონდა. ემოციებს არასდროს აძლევდა მართვის უფლებას. და რით განსხვავდებოდა ქეთი ანეტასგან, გელასგან? არაფრით. ქეთი წამოდგა. უჯრებში დაიწყო ძრომიალი. გული გაუჩერდა მაქსიმეს თეთრ პერანგს რომ მოჰკრა თვალი. მეგის ტანსაცმელიც იქ ეწყო და მაქსიმეს ერთადერთი, თეთრი პერანგიც. ქეთიმ აიღო, გაუაზრებლად შეიგრძნო აღუწერელი სურნელი, მერე საკუთარი კაბა გაიხადა, მაქსიმეს პერანგში გამოეწყო და საწოლზე ჩამოჯდა. გაბრაზდა, პერანგი გაიძრო, საბანი გადაიფარა.
-მოითმინე ქეთი, არაუშავს, გაივლის. -ჩურჩულებდა და ბალიშის სველი კიდეები უსიამოვნოდ ეხებოდა ლოყებზე.

ჩასძინებოდა. რომ გამოიღვიძა და ჩაიცვა, საძინებლიდან გავიდა და ის-ის იყო კიბეზე ჩადიოდა, ლაპარაკის ხმა შემოესმა. გადაიხედა, ანეტა და გელა რაღაცაზე კამათობდნენ. გელა ბოლთას სცემდა, ნერვიულობისგან ცალ ხელს სახეზე ისვამდა.
-ნაგავი! არამზადა! ყველაფერი გადამალა, გააქრო. -გრგვინავდა გელა და ტყავის ხელთათმანებს აქეთ-იქით აქნევდა. ქეთი ვერაფერს ხვდებოდა.
-უნდა მოვიშოროთ. ამაღამვე. მერე ადვილად ვიპოვით ანგარიშებს და დამთავრდება. -დაამშვიდა ანეტამ. ქეთის სახეში სისხლი მოაწვა, ერთიანად იფეთქა. იქაურობა მოათვალიერა და სირბილით დაეშვა მეორე კიბეზე, რომელიც სავარაუდოდ, სხვაგან გაიყვანდა. კიბით სახლის უკანა მხარეს აღმოჩნდა, დიდი დარბაზი იყო, ოჯახურად მოწყობილი. ქეთიმ ბოლოში, სხვა ოთახის კარი დაინახა და იქით გაიქცა, ოთახს სამზარეულოში გაჰყავდა, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა მეორე კარი. ქეთი მივარდა, ჩაკეტილი დახვდა. სამზარეულოს კარადებში რაღაცას ეძებდა, თვითონაც არ იცოდა რას. მოტყუვდა. უფრო სწორად, ახლაღა იგრძნო ტყუილის სიმწარე, ღალატის სიმწარე. ქეთი მაქსიმეს ღალატობდა და უფრო მეტად, საკუთარ თავს. ქეთიმ ნაჯახი იპოვა, წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან გაჩნდა სამზარეულოში. საკეტს ძლიერად მოუქნია და ისიც, გატყდა. ქეთი ძლიერად დასწვდა სახელურს, გამოაღო და ადგილს მიეყინა.

***
კარში გელა იდგა. სახეზე ისევ ღიმილი დასთამაშებდა. ქეთის მკლავში სწვდა და უკან შეათრია. გოგონამ იყვირა, ხელში მომარჯვებულ ნაჯახს აქეთ-იქით იქნევდა. გელამ მეორე ხელი პირზე ააფარა და კედელს მიახეთქა.
-დედაშენის ბრძანებაა, სახლში დარჩე. საცოდავი ქალი, მეგი ჰგონიხარ. -ჩაიქირქილა გელამ და ქეთის წინა შემთხვევა გაახსენდა, როცა პირდაპირ სახეში მიაფურთხა. ინატრა, კიდევ ჰქონოდა შესაძლებლობა. ქეთი ფართხალებდა, არ უჩერდებოდა, ძლივს აკავებდა კაცი. ქეთიმ ნაჯახი მოუქნია, წელში მოარტყა. გელამ მხეცივით დაიღრიალა, სისხლმა იფეთქა მისი გვერდიდან. ქეთი დაუსხლტა, გელამ ფეხში ხელის წავლება და მისი დაგდება მოასწრო, ჯიბიდან წვრილი დანა ამოაძვრინა. ქეთიმ წამოიყვირა, გელამ სხეული აითრია, დანის პირი ყურსუკან დაუსვა. ქეთი ტკივილისგან დაპატარავდა, ყვიროდა, ფართხალებდა, კანკალებდა. გელა ხარხარებდა, ქეთის ტკივილით სიამოვნებას იღებდა. კაცმა დანა მოაშორა, ზედ ქეთის სისხლი და ხორცი მიჰკრობოდა. არც ეს იკმარა, მაისური შემოახია, შარვლის ელვა შეუხსნა და ბინძური ტუჩებით დაუწყო კოცნა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, ქეთი ხმამაღლა ტიროდა, ისტერიკაში ჩავარდნილი ხელებს აფათურებდა, როცა ნაჯახის პირი ხელის გულზე მოხვდა. ქეთიმ ხელში იტაცა მოიქნია და გელას თავში ჩაარტყა. კაცის თავიდან სისხლმა ჩანჩქერივით იფეთქა. ქეთი წამოხტა, მაისურის შემოფლეთილი ნაწილები შემოიჭირა სხეულზე, ნაჯახი დააგდო. სანამ მირბოდა, მხოლოდ ის გაიგონა, როგორ გადასცა გელამ რაციით, ბატონის საქმე დაესრულებინათ.

ქეთი მინდორში მირბოდა. შორს, მათი მანქანა ჩანდა. აფექტის მდგომარეობაში წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. მანქანა რომ ცარიელი დახვედროდა, გზაც კი არ იცოდა. როგორ მიუსწრებდა მაქსიმეს? მანქანასთან მიირბინა, შიგნით არავინ დახვედრია. ქეთიმ ხელები თმაში შეიცურა, აქეთ-იქით მიმოიხედა. დაგდებულ ქვას დასწვდა და მინა ჩაამტვრია. ხელი გადასწია, საკეტი გადახსნა და მანქანაში ჩაჯდა. აკანკალებული ხელებით გადაატრიალა გასაღები, მანქანა სწრაფად დაიძრა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ემართა ისე, რომ არაფერი დამართნოდა, არც ის იცოდა გზას საით მიჰყავდა. სახლს რომ დიდ მანძილზე გასცდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა რა მოხდა. ხელები საჭეს დაარტყა, ყვიროდა, თავს აქნევდა, ცრემლებით დაბინდული თვალებიდან ვერაფერს ხედავდა. მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ საბოლოო სიჩქარეს ავითარებდა, მანქანა ელვის სისწრაფით მიჰქროდა, თითქმის ჰაერში მიფრინავდა, დანიშნულების ადგილას სულ მალე იქნებოდა. ოღონდ უნდა მიესწრო, მაქსიმე უნდა გადაერჩინა.
ნაცნობ გზატკეცილზე გადაუხვია,სულ რამდენიმე წუთში სახლში იქნებოდა. მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ მაქსიმე ცოცხალი დახვედროდა, აუცილებლად ყველაფერს ეტყოდა, აუცილებლად. ბორდოსფერი სახურავი რომ გამოჩნდა, ამოისუნთქა, მაგრამ ყველაფერი ისეთი დაძაბული ეჩვენებოდა, სუნთქვა გაუჭირდა, თითქოს გულიც კი გაუჩერდა. მანქანა გააჩერა, გადმოხტა და სახლისკენ გაიქცა, საოცარი სიჩუმე ჩამომდგარიყო. ჩვეულებრივი კი არა, უჩვეულო. მუდმივ სიჩუმესა და სიწყნარეში ჩაძირული სახლი ავისმომასწავებლად კიოდა. ქეთიმ განზე გასწია შეგებებული დაცვა, სახლში შევარდა. მარმარილოს თეთრ კიბეზე სისხლის წვეთები მოზაიკურ ნამუშევარს დამსგავსებოდა, სახლი შიგნიდან გლოვობდა. ქეთიმ სასოწარკვეთილი სახით აირბინა კიბე, დერეფანში მირბოდა, თავბრუ ეხვეოდა და მოზღვავებული ადრენალინი ტვინის კაპილარებს უხეთქავდა. დარბაზის კართან დაცვის ორი წევრი გათიშული ეგდო, ან მკვდარი. ისინი არ ადარდებდა, შინაგანად გრძნობდა, რომ მხოლოდ ერთზე დარდობდა. დარბაზის კარი შეგლიჯა და შეშინებულმა, მხოლოდ ხმამაღლა დაყვირება მოახერხა.

ახალგაზრდა კაცი დაჭიმული, გაქვავებული იდგა. მარჯვენა ხელში იარაღი მოემარჯვებინა, თეთრი პერანგი სისხლით დასველებოდა და მის წინ, მუხლებზე დაგდებულ უცნობს უმიზნებდა. იარაღი პირდაპირ შუბლზე მიებჯინა, ყბებს ისე ძლიერად აჭერდა ერთმანეთს, ბუხრის ცეცხლისფერ შუქზე პრიალებდა და ელვარებდა. გამწარებულს ხელზე ყველა ძარღვი ამობურცვოდა, ოფლი წვეთებით ჩამოსდიოდა სახიდან, ნახევრად ჩახსნილი პერანგიდან ჩანდა მისი სისხლის ბლანტი და ოფლის სველი სითხისგან დასველებული მკერდი. მაქსიმემ ყველა დახოცა. ქეთი გამოერკვა.
-მაქსიმე! -იყვირა. ახალგაზრდა კაცს წარბიც არ შეურხევია, თავი ოდნავ ასწია ზემოთ, ბოროტებით აელვარებული თვალები დაანათა მხვერპლს და წამში, იარაღის გავარდნის ხმამ ქეთიც დაასუსტა. გოგონა ჩაიკეცა, ხმამაღლა ატირდა. მთელი დღის ტკივილს ერთად იღებდა. ღრიალებდა, ყვიროდა, ახველებდა, ისტერიულად აკანკალებული თითებით თმას უკან იწევდა და ცალ ხელს ყელზე იჭერდა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. მხარზე მაქსიმემ დაადო ხელი, ქეთიმ ტირილი შეწყვიტა, პირდაღებული, ხმამაღლა სუნთქავდა. მაქსიმეს სახეს ვერ ხედავდა, ცრემლები სქელ ფენად გადაჰკვროდა თვალებზე.
-გამარჯობა, ქეთი. -საოცარი სიმშვიდით თქვა მამაკაცმა და ქეთი მოეშვა. თვალები დახუჭა, ვერ იჯერებდა, არც უნდოდა დაეჯერებინა.
-მხოლოდ ესენი არა, კიდევ მოდიან. -ამოიკვნესა და კუთხისკენ გადაიწია, გული აერია, დახეთქილი ტუჩებიდან სისხლი მოსდიოდა, ყურს უკან ღია ჭრილობაში ფეთქვას გრძნობდა. სისხლის ჩანჩქერივით ამოხეთქვას. ფიზიკური ტკივილის გრძნობა სადღაც გამქრალიყო, მხოლოდ შინაგან სისუსტეს გრძნობდა, აუტანელ მდგომარეობას. გაუაზრებელ, დაუგეგმავ სიტუაციებს. ჰაერში აიტაცეს, ზურგით მაგარ მკლავს ეყრდნობოდა. მაქსიმემ საძინებელში შეიყვანა, საბაზანოს კარი ფეხით შეაღო. ქეთისთან ერთად კაბინაში ჩავიდა, სისხლიანი პერანგი გაიხადა და იქვე დააგდო.
-ქეთი. -ქეთიმ თვალები გაახილა. თავი დაუქნია. ზურგით შებრუნდა და ხელები მკერდზე შემოიხვია. მაქსიმემ მაისურის დარჩენილი ნაწილი შემოახია, თბილი წყალი კედელზე მიმაგრებული მილიდან ჩამოდიოდა. მაქსიმეს სისხლიანი სხეული ნელ-ნელა სუფთავდებოდა, ქეთის ბიუსჰალტერის შეხსნა ვეღარ გაუბედა, მხოლოდ დაკაწრულ ზურგზე უსვამდა რბილ ქსოვილს და ასუფთავებდა. საოცარი იყო, ქეთის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მაქსიმემ ქეთის თმა ხელში მოიქცია, შესაკრავი მოხსნა და გადააგდო,ჭრილობა დაბანა, თმაც, პირსახოცი მოახვია და ამოიყვანა. არეულ, სისხლით მოსვრილ საძინებელში გაიყვანა, დაულაგებელ საწოლში ჩააწვინა, გადააბრუნა და ჭრილობა ხსნარით დაუმუშავა, გადაუხვია მჭიდროდ. ქეთის ძილი მოერია.

***
შუაღამისას გაეღვიძა. ისევ მუცელზე იწვა. ახლაღა იგრძნო ყურის აუტანელი ტკივილი, სხეული დალურჯებოდა, სისხლჩაქცევები საცოდავად გამოიყურებოდა. ოთახში თბილოდა. ქეთიმ თვალი მოავლო, მაქსიმე ალაგებდა. წყლითა და უხეში ნაჭრებით ძვირფას იატაკსა და ხალიჩებზე დაღვრილ სისხლს წმენდდა. წელსზემოთ ისევ შიშველი იყო. ქეთიმ მოგვიანებით შეამჩნია მაქსიმეს მკლავსა და ნეკნის ქვემოთ, შეხვეული ადგილები.
-მაქსიმე. -ხმა შეცვლოდა. მამაკაცმა ამოხედა. ამოიოხრა.
-დასვენება გჭირდება.
-ვერ გაიგე რა ვთქვი? კიდევ მოვლენ. -წამოდგომა სცადა ქეთიმ და თავბრუსხვევამ შეაჩერა.
-ვეღარ მოვლენ. -დარწმუნებით თქვა მამაკაცმა და წმენდა განაგრძო. ქეთი დაბნეული მისჩერებოდა, მისგან ახსნას ელოდა.
-ვიცი, რომ ჩემზე ნაწყენი ხარ.
-რატომ უნდა ვიყო?
-დაგტოვე. ანეტასთან წავედი.
-ასეც უნდა მოქცეულიყავი, ჩემთვის მოცემული პირობაც შეასრულე და შურიც იძიე, ოღონდ არც ისე კარგად. -ძველი ხასიათი დაბრუნებოდა მამაკაცს. ქეთის ესიამოვნა კიდეც. მაქსიმე ძველებურად ლაღი და უხეში იყო საუბარში. თითქოს არაფერი მომხდარიყო.
-გთხოვ, უბრალოდ ამახსნევინე. -ცრემლი ჩამოუგორდა ქეთის. მაქსიმეს არაფერი უთქვამს, ქეთიც ელოდებოდა, ის ისევ ასუფთავებდა. ბოლოს, წამოდგა, ნაჭერი მოისროლა, ქეთისკენ დაიძრა, სავარძელი მიაცურა და ჩამოჯდა. ხელები გაშალა, ანიშნა დაეწყო.
-მეგი დღიურებს წერდა. -დაიწყო ქეთიმ. -ძალიან, ძალიან ბევრს. ჩავთვალე, რომ უფლება მქონდა მცოდნოდა ეს ყველაფერი. ვკითხულობდი გაიდეალებულ მაქსიმეზე ჩანაწერებს და მიკვირდა. არ ვიცოდი როგორ შეეძლო მეგის ამაზრზენი მამაკაცი ყვარებოდა, მისი დაცვის სურვილი გასჩენოდა. მეგის ოთახში სეიფია, იქ დღიური იდო, სადაც მხოლოდ ერთი ინფორმაცია ვნახე. -ქეთიმ ამოისუნთქა, ტკივილი მთელს სხეულში უვლიდა. -იქ ეწერა, რომ ანეტას მეგი ფულში გაუცვალე. ფულს მისცემდი, ის კი მეგის არ მოუახლოვდებოდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. სწორედ ამის წაკითხვის შემდეგ შემოვვარდი გაგიჟებული, გისაყვედურე. ამ დროს ანეტას შემოთავაზებაც მივიღე და გადავწყვიტე, რომ შენნაირი ადამიანი ყველაფრის ღირსი იყო. მე შენზე არ ვზრუნავ. მინდა დაისაჯო, მინდა მთელი სიმწარით იგრძნო ის ტკივილი, რასაც საპასუხოდ მიიღებ, მაგრამ ასე არა. მაქსიმე, ასე არ მინდა. ასე ვერ გაგიმეტებდი. ანეტასა და გელას გეგმაზეც ვიცოდი. გავჩუმდი. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როცა შენი წერილი მივიღე მანქანაში. იქ ჩასულმა ვერ გავძელი, შენი პერანგიც კი ჩავიცვი -ქეთიც ჩაეცინა. მაქსიმეს სახის ეშინოდა და სხვა მხარეს აპარებდა თვალს. -სულ ერთი საათით ჩამეძინა, როცა გავიღვიძე, მოვისმინე როგორ აპირებდნენ შენს მოკვლას, ამ ღამეს. გამოვიპარე, მეგონა სამზარეულოს კარიდან გამოვიდოდი და შენთან წამოვიდოდი, მაგრამ გელა დამხვდა. ნაჯახი ჩავარტყი. -ქეთის ისტერიული ტირილი აუვარდა. თვალის კუთხიდან ხედავდა როგორ დაიძაბა მაქსიმე. -ტანსაცმელი შემომახია, დამჭრა. სწორე ამ დროს, ნაჯახი კიდევ ერთხელ, თავში ჩავარტყი და მაშინ მოვისმინე, როგორ გადასცა, საქმე დაეწყოთ. -ქეთიმ თავი ვეღარ დაიმორჩილა. თავი ჩახარა.
-ვიცოდი. ეგ ნაბი*ვარი გელა სახლის გეგმას სწავლობდა, ვამჩნევდი. შენი გაუპატიურება სცადა? -გამოსცრა მაქსიმემ. ქეთი გაოცებული უყურებდა, როგორ შეეძლო ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, მხოლოდ ერთი კითხვა დაესვა და ისიც, ქეთის შესახებ. ქეთიმ თავი გააქნია.
-არა. მაგრამ ის და ანეტა ანგარიშებზე საუბრობდნენ.
-გადავმალე.
-ვიცი.
-ანუ გეზიზღები?!
-მეზიზღები.
-კარგია. უარესიც შეიძლებოდა.
-მაგალითად?!
-რომ გყვარებოდი.
-არ მეყვარებოდი. არ იმსახურებ.
-სიყვარულს დამსახურება უნდა? -ჩაეკითხა მაქსიმე.
-კი. დიდ ძალისხმევას მოითხოვს, შენ ვერ შეძლებ.
-დამსახურების მიხედვით არასდროს იყვარებენ. გიყვარს, როცა გეშინია.
-მე შენი არ მეშინია.
-იმის გეშინია, რაც შეიძლება დამემართოს.
-არაფერი დაგემართება.
-ვიცი. ზუსტად.
-რა?
-იმედი გაქვს, რომ არ დამემართება. გეშინია. -მაქსიმეს თვალებში კმაყოფილება აუთამაშდა.
-მე შენ მძულხარ.
-ხშირად გაიმეორე.
-შენ სიყვარული არ იცი. არასდროს არავინ გყვარებია.
-იმიტომ რომ არ შემშინებია.
-შიშს ყველა გრძნობს.
-სხვის მიმართ არა.
მაქსიმე წამოდგა. ოთახიდან გასასვლელად მოემზადა.
-დღეს შენ ადამიანები მოკალი.
-დაასწარი, თორემ დაგასწრებენ.
-ეს ყველაფერზე ვრცელდება?
-აბსოლუტურად.
-შეჩერებაზე გსმენია?
-პასუხი ხომ იცი? -მაქსიმემ თავი შემოაბრუნა. ქეთის გაეცინა.
-დღეს ყველაზე საშინელი და მტკივნეული დღეა, მაქსიმე.
-არ თქვა, რომ ცუდად ხარ, როცა გკითხავენ. -გაიმეორა მაქსიმემ და კარი გაიხურა. საოცარი ღამე იყო. სისხლიანი, სევდიანი, სხვანაირი.

წვიმიანი, მთვარიანი.



№1 სტუმარი qeta

სუპერ... kissing_heart მაგარი გოგო ხარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

qeta
სუპერ... kissing_heart მაგარი გოგო ხარ

დიდი მადლობა

 


№3  offline მოდერი sopiko

''არ თქვა, რომ ცუდად ხარ, როცა გკითხავენ.''
''კარგი გოგონები არ საჩუქრდებიან.''
ეს ორი ფრაზა ჯერჯერობით გამორჩეულად მომწონს...
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ''ჰილეგი'' არასდროს დამავიწყდება, ეს იქნება!
შეგპირდი, ამ შაბათ-კვირას წავიკითხავ_მეთქი და წავიკითხე კიდეც...
ასეთი ისტორიის წაუკითხავობა უბრალოდ ვერ იქნება!
სუპერ ავტორი ხარ სუპერ ძალებით! heart_eyes
სიყვარული.
ყველაზე ინდივიდუალური, შემფასებლური ცნებაა.
მეგის სიყვარული თავის მოტყუების და უაზრო გამამართლებელი საბუთების ხარჯზე არსებობდა.
ქეთის სიყვარული ზიზღსა და სიძულვილის.
მაქსიმეს სიყვარული ძალაუფლების, უხეშობის და თავის მონსტრად მოჩვენების.
ხო, ეს ჰილეგია.
ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
გააჩნია საით გადადგამ ნაბიჯს, უკან თუ წინ.
ეს შენი გადასაწყვეტია,
შენს გადაწყვეტილებებს კი ჩემთვის არასდროს გაუცრუებია იმედი blush

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოვლენების ასე განვითარება ძალიან მომეწონა... სუპერ ისტორიაა გამორჩეული და განსხვავებული... ძალიან მაგარი ხარ...

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

მარიამ გუშინაც გითხარი, ამ თავს სიჩქარე ეტყობოდა. წინა თავებთან შედარებით ოდნავ მშრალი მეჩვენა. მეტი ნაფიქრი მინდოდა ქეთის მიერ. მეტი ანეტასთან გატარებული დრო მინდოდა.
პერანგის მომენტი მომეწონა :დდ
ნაჯახი. ჰმმ... ისე, მართლაც უცნაურია სამზარეულოში ნაჯახის შენახვა. შეიძლებოდა რამე სხვა იარაღი გამოგეყენებინა. თანაც, ორჯერ წავიკითXე ნაჯახი ჩაარტყა და სისხლმა იფეთქაო. ამ დროს კი ორივე შემთხვევაში გელა ცოცხალია. ნუ შემდეგ კი მივხვდი, რომ არამჭრელი პირით მოხვდა, თორემ მჭრელი პირით პირველივე დარტყმის დროს ისე დასუსტდებოდა, რომ მეორე შეტევას გელა ვეღარ მოახერხებდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი პაწუკა წვრილმანები დაასუზტე ხოლმე.
გამიხარდა ქეთის გონს მოსვლა და ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა დიალოგი. ყველაზე მაგარი რამ იყო... სამჯერ წავიკითხე და ახლა კომენტარს რომ დავტოვებ კიდევ წავიკითხავ...
აბაზანის მომენტიც მშვენიერი იყო... ასეთი ნელი და ამავდროულად მძაფრი ცვლილება ურთიერთობის სიუჟეტს მალამოსავით მოედო.
ისე კი ძAლიან გამიკვირდა, ქეთი უთხრა სხვებიც მოდიანო და ამათ აბაზანაც მოასწრეს და გამოძინებაც. მე ველოდი რომ სახლიდან წავიდოდნენ. თუმცა დიალოგში ნახევრად გავერკვიე. როგორც ჩანს, მაქსიმემ იცის, რასაც ამბობს. როგორც ყოველთვის.
ერთმანეთს სიცოცხლეს აძლევენ... ამას დიდი ხანია ვხვდები, მაგრამ ამ თავში სათაურის შინაარსი განსაკუთრებით გამოიკვეთა და შესაძლოა ამან დაფარა კიდეც ამ თავის დასაწყისში ნაგრძნობი სიმშრალე...
ყოჩაღი ხარ...
და რჩევა, რომელსაც ყველა თავის შემდეგ მოგცემ - ა რ ი ჩ ქ ა რ ო!!!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

წინა თავებთან შედარებით უფრო ძლიერი ტავი იყო. მე სხვა რამეს ველოდი, არ მეგონა ასე სწრაფად ტუ განვითარდებოდა მოვლენები, არც ის მეგონა ასე ტუ წარიმარტებოდა.
პირველი ნაწილიდან მაქსიმეს წერილი მომეწონა და ქეტის სიტყვები, ანეტას რომ უთხრა. აი მეორე ნაწილი, გაქცევა ცოტა არარეალური იყო. გელას რომ დაუსხლტა ხელიდან, მარიამმა უკვე გითხრა ნაჯახზე და აღარ განვმეორდები.
მაქსიმესთან მისვლა და შემდეგ მომხდარი, აბაზანისა და საწოლის სცენა იყო ყველაზე ლამაზი, ამარელვებელი და საინტერესო.
ან ეს დიალოგი? საოცარი...
ძალიან მომეწონა მაქსიმეს სიტყვები, მომეწონა რომ ქეთის მეზიზღებიში, მაქსიმემ იმაზე მეტი ზრუნვა დაინახა ვიდრე მეგისთან ყოფნის მთელ დროში. არ ველოდი მაქსიმესგან ქეთიზე ასეთ ზრუნვას და სასიამოვნოდ გავოცდი.
მაქსიმე უკვე გახდა ჩემი საყვარელი პერსონაჟი, ჰილეგი კი საყვარელი ისტორია.
წარმატებები, მარიამ. არ აცქარდე და დეტალებს ჩაუკვირდი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის ისტორია,რა იყო ეს.არ მინდა მაქსიმე ასეთი უხეში და ცივი ადამიანი დარჩეს.ასე მგონია არაა ასეთი და ცხოვრებამ გახადა
--------------------
ლანა

 


№8  offline ახალბედა მწერალი MariamG

sopiko
''არ თქვა, რომ ცუდად ხარ, როცა გკითხავენ.''
''კარგი გოგონები არ საჩუქრდებიან.''
ეს ორი ფრაზა ჯერჯერობით გამორჩეულად მომწონს...
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ''ჰილეგი'' არასდროს დამავიწყდება, ეს იქნება!
შეგპირდი, ამ შაბათ-კვირას წავიკითხავ_მეთქი და წავიკითხე კიდეც...
ასეთი ისტორიის წაუკითხავობა უბრალოდ ვერ იქნება!
სუპერ ავტორი ხარ სუპერ ძალებით! heart_eyes
სიყვარული.
ყველაზე ინდივიდუალური, შემფასებლური ცნებაა.
მეგის სიყვარული თავის მოტყუების და უაზრო გამამართლებელი საბუთების ხარჯზე არსებობდა.
ქეთის სიყვარული ზიზღსა და სიძულვილის.
მაქსიმეს სიყვარული ძალაუფლების, უხეშობის და თავის მონსტრად მოჩვენების.
ხო, ეს ჰილეგია.
ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
გააჩნია საით გადადგამ ნაბიჯს, უკან თუ წინ.
ეს შენი გადასაწყვეტია,
შენს გადაწყვეტილებებს კი ჩემთვის არასდროს გაუცრუებია იმედი blush

არ ვიცი რა გიპასუხო. დიდი მადლობა რომ ასე გესმის "ჰილეგი". სწორად გესმის პერსონაჟების ბუნება, რაც ჩემთვის პრიორიტეტულია.
ამისთვის ძალიან ბედნიერი ვარ

უცნობი ქ
მოვლენების ასე განვითარება ძალიან მომეწონა... სუპერ ისტორიაა გამორჩეული და განსხვავებული... ძალიან მაგარი ხარ...

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

lullaby
მარიამ გუშინაც გითხარი, ამ თავს სიჩქარე ეტყობოდა. წინა თავებთან შედარებით ოდნავ მშრალი მეჩვენა. მეტი ნაფიქრი მინდოდა ქეთის მიერ. მეტი ანეტასთან გატარებული დრო მინდოდა.
პერანგის მომენტი მომეწონა :დდ
ნაჯახი. ჰმმ... ისე, მართლაც უცნაურია სამზარეულოში ნაჯახის შენახვა. შეიძლებოდა რამე სხვა იარაღი გამოგეყენებინა. თანაც, ორჯერ წავიკითXე ნაჯახი ჩაარტყა და სისხლმა იფეთქაო. ამ დროს კი ორივე შემთხვევაში გელა ცოცხალია. ნუ შემდეგ კი მივხვდი, რომ არამჭრელი პირით მოხვდა, თორემ მჭრელი პირით პირველივე დარტყმის დროს ისე დასუსტდებოდა, რომ მეორე შეტევას გელა ვეღარ მოახერხებდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი პაწუკა წვრილმანები დაასუზტე ხოლმე.
გამიხარდა ქეთის გონს მოსვლა და ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა დიალოგი. ყველაზე მაგარი რამ იყო... სამჯერ წავიკითხე და ახლა კომენტარს რომ დავტოვებ კიდევ წავიკითხავ...
აბაზანის მომენტიც მშვენიერი იყო... ასეთი ნელი და ამავდროულად მძაფრი ცვლილება ურთიერთობის სიუჟეტს მალამოსავით მოედო.
ისე კი ძAლიან გამიკვირდა, ქეთი უთხრა სხვებიც მოდიანო და ამათ აბაზანაც მოასწრეს და გამოძინებაც. მე ველოდი რომ სახლიდან წავიდოდნენ. თუმცა დიალოგში ნახევრად გავერკვიე. როგორც ჩანს, მაქსიმემ იცის, რასაც ამბობს. როგორც ყოველთვის.
ერთმანეთს სიცოცხლეს აძლევენ... ამას დიდი ხანია ვხვდები, მაგრამ ამ თავში სათაურის შინაარსი განსაკუთრებით გამოიკვეთა და შესაძლოა ამან დაფარა კიდეც ამ თავის დასაწყისში ნაგრძნობი სიმშრალე...
ყოჩაღი ხარ...
და რჩევა, რომელსაც ყველა თავის შემდეგ მოგცემ - ა რ ი ჩ ქ ა რ ო!!!

კი, გადავხედე და ნამდვილად მშრალი იყო დასაწყისში. ჩემს სტილს და გრძნობების გადმოცემას ასცდა. მაგრამ არაუშავს, გამოვასწორებ.
ვფიქრობ, მართლაც ძალიან სწრაფი იყო ქეთის გამქცევა, მაგრამ არ მინდოდა ეს უფრო გამეწელა და უფრო ვრცლად დამეწერა. ვფიქრობ, ქეთის მაქსიმესთან გატარებული დრო აკლია, ფიქრით კი ისედაც ბევრს ფიქრობს.
ძალიან დიდი მადლობა მარ, სასიამოვნოა შენი კომენტარების კითხვა heart_eyes

ლორელაი
წინა თავებთან შედარებით უფრო ძლიერი ტავი იყო. მე სხვა რამეს ველოდი, არ მეგონა ასე სწრაფად ტუ განვითარდებოდა მოვლენები, არც ის მეგონა ასე ტუ წარიმარტებოდა.
პირველი ნაწილიდან მაქსიმეს წერილი მომეწონა და ქეტის სიტყვები, ანეტას რომ უთხრა. აი მეორე ნაწილი, გაქცევა ცოტა არარეალური იყო. გელას რომ დაუსხლტა ხელიდან, მარიამმა უკვე გითხრა ნაჯახზე და აღარ განვმეორდები.
მაქსიმესთან მისვლა და შემდეგ მომხდარი, აბაზანისა და საწოლის სცენა იყო ყველაზე ლამაზი, ამარელვებელი და საინტერესო.
ან ეს დიალოგი? საოცარი...
ძალიან მომეწონა მაქსიმეს სიტყვები, მომეწონა რომ ქეთის მეზიზღებიში, მაქსიმემ იმაზე მეტი ზრუნვა დაინახა ვიდრე მეგისთან ყოფნის მთელ დროში. არ ველოდი მაქსიმესგან ქეთიზე ასეთ ზრუნვას და სასიამოვნოდ გავოცდი.
მაქსიმე უკვე გახდა ჩემი საყვარელი პერსონაჟი, ჰილეგი კი საყვარელი ისტორია.
წარმატებები, მარიამ. არ აცქარდე და დეტალებს ჩაუკვირდი.

კი, როგორც მარიამს ვუთხარი, ნამდვილად სწრაფად განვითარდა, მაგრამ სხვანაირადაც რომ წარმოვიდგინე, როგორ გაწელავდა ქეთი თავის დაღწევის სცენას, თითქოს მოსაბეზრებელი მეჩვენა. მიხარია, რომ აბაზანამ და დიალოგმა მოგხიბლათ, მე პირადად ამდენჯერ არაფერი წამიკითხავს, რამდენჯერააც ეს დიალოგი. უ-ეგოისტესი ადამიანი ვარ joy heart_eyes

La-Na
აი მესმის ისტორია,რა იყო ეს.არ მინდა მაქსიმე ასეთი უხეში და ცივი ადამიანი დარჩეს.ასე მგონია არაა ასეთი და ცხოვრებამ გახადა

ძაალიან ძალიან დიდი მადლობა heart_eyes ვნახოთ... kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent