შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი სიყვარულისა (2 თავი)


17-02-2017, 23:59
ავტორი patala
ნანახია 1 441

-ლილიანა გთხოვ გაიღვიძე, შენ ხომ არ გიყვარდა ვიღაცა შენს გამო, რომ ცუდ ხასიადზე იყო. ლილე გთხოვ თვალები გახილე, შემოგვხედე რამდენი ვართ, უკვე 5დღეა აქ ვდგავართ და დაგტირივართ , გთხოვ! ვიცი არ მაქვს უფლება, მე რამე გთხოვო, მაგრამ არ შემიძლია, ასე უსიტყვოდ არ გაგიშვებ. იცი ლილ რა დამემართა ნუცამ, რომ დამირეკა და მითხრა ლილე ავარიაში მოყვაო. იქნებ,... იქნებ მომაკვდავი მაინც ნახოო. მე იქვე იმ სიტყვების გაგონებისას მოვკვდი. იმ წამს მივხვდი თუ რა ძლიერ მყვარებიხარ, იმ წამს მივხვდი, რომ თურმელ უშენოდ სუნთქვა არ შემძლებია . ლილ ხომ მთხოვდი სუნთქვა არასდროს შეწყვიტოო, ვერ გადავიტანო. ახლა მე გთხოვ იგივეს, ვერ გადავიტან ჩემო ანგელოზო. ზეცაში არ გაგიშვებ აქ მინდა მყავდე. გახსოვს ლილიანა ვერ იტანდი მე რომ ვსვავდი, ახლა კი თავად მაიძულებ გავლოთდე. გახსოვს როგორ გიყვარდა ჩემი ცანცარი და ჭკუამხიარულობა ახლა კი მაიძულებ შევწყვიტო და მხოლოდ ვიტირო. ლილ გთხოვ გახილე თვალები და ისევ ძველებური თბილი მზერით გადმომხედე... ყელში გკოცნი და რეაქცია არ გაქვს, სხვა დროს დაგბურძგლავდაა. ვერ ვიტან ასეთს რომ გიყურებ... გეხვეწები გაახილე თვალები. შენ ხომ დიტოს გადასარჩენად შეუვარდი მანქანას,ის გადარჩა და შენ რომ გიყურებს თავს იკლავს ადექიი!... ადექი!... გახილე თვალები და კიდევ ერთხელ გადამირჩინე ძმაკაცი. შენ ამხელა სულის პატრონი აქ ასე უგონოდ არ უნდა იწვეე!... შენ საკუთარი სიცოცხლე გაწირე იმ ადამიანისთვის ვისმა ძმაკაცმაც გული ასე გატკინე, რომ მეუბნებოდი სიციცხლეს დაუფიქრებლად დავტმობ შენს გამოო დაგცინოდი რა სულელი ხარო თქო, ახლა კი ფაქტი წინ მაქვს ჩემი ძმაკაცის გამო თმობ შენს სიცოცხლეს. გთხოვ გაახილე თვალები! გთხოვ ნუ მომკლავ ცოცხლად ....
-ღმერთო გთხოვ მომეცი ძალა გავახილო თვალები. მომეცი ძალა დაველაპარაკო, ვუთხრა, რომ მესმის მისი თითოეული სიტყვა. აღარ შემიძლია ამ სცენის ყურება, ვზივარ ოთახის რომელიღაც კუთხეში და უმოწყალოდ შევყუებ როგორ ზის ჩემს სასთუმალთან ალექსი და როგორ მეხვეწება ავდგე, დაველაპარაკო, დავუბრუნდე. მე,.. მე რას ვაკეთებ ამ დროს? ვუყურებ შორიდან. უგულო ვარ! ამდენი ხანი ველოდი, მის მოსვლას ვნატრობდი, მის ჩახუტებას და როცა, ის მოვიდა ჩემთან ახლა მე ვარ გაციებული და გაყინული. საშინელება შორიდან უყურო როგორ წევს შენი სხეული გაუნძრევლად და როგორ დასტირიან მას შენიანები. ვტირი მეც... ვტირი ჩემთვის კუტხეში ჩამალული. ვერავინ მამჩნევს არა და მე ხომ აქვარ... ვტირი ცრემლები მდინარესავით მოედინება თვალებზე.... ამას რას ვხედავ? შეხედე ალექს! გთხოვ აწიე თავი! მოიშორე ჩემი გაყინული ხელები სახიდან და შემომხედე, ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა, შემომხედე მე ცოცხალი ვარ. უჰ როგირც იქნა დიტომ მაინც შეამჩნია....
-ალექს ძმა შეხედე ლილე ტირის, ალექს ლილე გონს მოდის! შეხედე მას შენი ესმის, ის ტირის ალექს, ლილე ცოცხალია ალექს, ლილე გონს მოდის. (დიმიტრი ალექსის ძმაკაცი)
- ჩქარა გადი ტო ექიმს დაუძახე მგონი თითებსაც ამოძრავებს... ლილე გთხოვ არ დანებდე იბრძოლე მე შენთან ვარ ყველანი შენთან ვართ
პალატაში ექიმი შემოდის ალექს გარეთ გასვლას სთხოვს...
-გთხოვთ დამიტოვეთ ჩემი ბიჭი. ნუთუ არავის გესმით ჩემი ხმა. არ წახვიდე ალექს დარჩი ჩემთან, ნუ გამიშვებ ხელს...
ექიმი ისევ და ისევ მოითხოვს ალექსის პალატიდან გასვლას ალექს წასვლა არ უნდა ხელს იძულებით, ნელ-ნელა მიშვებს. სულ რამოდენიმე წამი და მისი ხელი ჩემს ხელს მოსწყდება, ვეღარ ვიგრძნობ მის სითბოს.. მოვიკრიბე მთელი ძალა და უეცრად ალექსი ჩემსკენ შემოტრიალდა. გამიღიმა, თვალებიდან ცრემლი წამოვიდა, ხელებზე დაამაკვირდა დასარწმუნებლად იმისა რომ ნამდვილად მე ვუჭერდი თუ არა. შემდეგ ექიმს გახედა და მტკუცედ უთხრა
- მე არ გავალ!
თან თვალებით მზერა ჩვენი ხელებისკენ გადაიტანა. თვალებს ნელა ვახამხამებ ექთნებს ვხედავ მოლეკულებივით ქაოსობენ. მხოლოდ ალექსია გაშეშებული სახე უღიმის უკვე შეამჩნია ორჟერ რომ დავახამხამე თვალები. სიხარულისგან ტირის, ცრემლებს ვერ იკავებს. ხელებს მიკოცნის და მეფერება
- ალექს? დიმიტრი სადააა ხომ ცოცხალია?
-ლილ ჩემო სიცოცხლე როგორც იქნა მოხვედი გონს. კი კარგადა დიტო ახლა შენი ხმს გაგონებისას უკეტესად გახდება...არ მესმის ლი როგორ შეძელი ეს, როგორ შეუვარდი მანქნას?
-იცი ალექს როცა დავინახე, რომ დიტოს მანქანას მეორე მანქანა დაეჯახა და მანქანა ამოყირავდა წამიერად გავითიშე არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. გავიფიქრე, რომ დიტო უნდა გადამერჩინა. რის ფასად? ეს არ ვიცი მაგრამ ის არ უნდა მომკვდარიყო მისკენ გავიქეცი თითქმის მივუახლოვდი და მერე დიდი ტკივილი ვიგრძენი მეტი აღარაფერი მახსოვს. არ ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდი
- ხო ლილ ქუჩაზე გადასვლისას მანქანა დაგეჯახა მძღოლმა თქვა ნაავარიებელ მანქანაზე ვეცადე ამერიდებინაო წამებში გოგონამ გადმოირბინა და ვეგარ მოვასწარი შეჩერებაო
-იმ მანქანის მძღოლი სად არის ლ. იმედია არ დაუპატიმრებიათ მისი ბრალი არ იყო მარტლა ჩემი ბრალი იყო.
იმ დღეს ყველამ ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა მომინახულა საკმაოდ დავიღალე მაგრა მეგობრები არ მაცდიდნენ. იცინოოდნენ საკმარისაა 5 დღე ხომ ისვენებდიო..
მეორე დღეს ჩვენება ჩამომართვეს და ჩემი წყალობით, მძღოლი რომელიც დამეჯახა გაათავისუფლეს ეს მართლაც მშვენიერი დღე იყოო ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემს გამოო ვინმე ასე დატანჯულიყო და საკანში აღმოჩენილიყო
კიდევ ერთი კვირა დამტოვეს საავადმყოფოში, სანამ არ დარწმუნდა ექიმი რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მარტო არ მტოვებდნენ, ყოველ შემთხევაში ალექსი გვერდიდან არ მშორდებოდა ხმას არ იღებდა არაფერს არ მეუბნებოოდა ასე უსიტყვოდ იჯდა ჩემს გვედიით და ხელებზე ჩუმად და თითქოს შეუმჩნევლად მეფერებოდა. მეც არაფერს არ ვეკითხებოდი თითქოს ველოდი თავად როდის გაბედავდა და როდის მეტყოდა სათქმელს არა და დარწმუნებული ვიყავი ძალიან ბევრი სალაპარაკო ჰქოონდა.....
დღეს მეგობრებმა მომაკითხეს, მარიამიიც აქ არის თავის საქმროსთან და ახალ ამბავთან ერთად. დღეს შევიტყვე, რომ მარიამს ერთ თვეში ქორწილი აქვს და მე რა თქმა უნდა მეჯვარე ვარ. აქვე ვგრძნობ რა გრანდიოზული დღეები მელის, მაგარია. მაგრამ დღეს მაინც სევდიანიი ვარ, სულ რამოდენიმე საათში სახლში წავალ და ალბათ, იქ ალექსი აღარ მოოვა. ალექსიის ფერება არ გამომაღვიძებს, თვალის გახელისას ალექსის სახეს ვეღარ დავინახავ. ის წავა! მეც სახლში წამიყვანენ და ასე დამთავრდება ნუთუ ყველაფერი? მაშინ არ მინდა სახლში, დამტოვეთ აქ რა მოხდება კიდევ ცოტახანს მომეცით უფლება ვუყურო მის თვალებს....



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი ისტორიაა მომეწონა ძალიან
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent