ბნელი წარსული ნათელი ოცნება (თავი 1)
თავი 1 * „ნიკოლ. არ ვიცი როგორ დავიწყო ამ წერილის წერა... ჩემო პატარა გოგონავ, მაპატიე... მინდა იცოდე რომ შენთვის მე ყველაფერი კარგი მინდა რაც ამ ქვეყანაზე არსებობს. ბოდიში იმისთვის რომ ასეთი პატარა მიგატოვე, მაგრამ დაგტოვე იმ იმედით რომ უფრო კარგი მომავალი გექნება. იმედი მაქ ამ წერილს როდესაც წაიკითხავ გამიგებ! მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ... შენი დედიკო გრეისი.“ თექვსმეტი წლის ვიყავი როდესაც პირველად წავიკითხე ეს წერილი. მანამდე დედაჩემს ვერ ვიტანდი, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვბრაზობდი მასზე თუ რატომ დამტოვა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს წამიკიტხე გული მომილბა და სხვა რამეზე დავფიქრდი. ვინ იცის რა გამოიარა და როგორ უჭირდა ჩემი დათმობა, მაგრამ მან იმ იმედით დამტოვა უპატრონოთა თავშესაფარშო რომ უფრო უკეთ ვიქნებოდი ვიდრე მასთან ერთად. პატარა რომ ვიყავი ძალიან ბევრს ვტიროდი. ოჯახი მინდოდა, მინოდოდა მშობლები მყოლოდა და სხვა ბავშვებივით მათთან ერთად ბედნიერად მეცხოვრა, მაგრამ არ მინდოდა სხვები... მე მხოლოდ დედაჩემი მინდოდა, ჩემი ბიოლოგიური მშობლები, ამიტომაც როდესაც თავშესაფარში მოდიოდნენ და მწკრივში ჩაგვაყენებდნენ ბავშვებს ასარჩევად, მე სულ ვიმალებოდი და დასვრილ დათხუპნული ვიდექი ცუდად ვიქცეოდი. ბავშვი ძალიან ლამაზი ვიყავი, ტეთრი სახის კანი, წითელი ტუჩები, ღია ფერის თვალები და მუქი წამბლისფერი თმები გაშლილი ლოკონებად მეკიდა ხოლმე, მაგრამ რომ გავიზარდე თმაც ნელ-ნელა გამისწორდა. ერთხელ მე ამირჩიეს და თავისთან წამიყვანეს მაშინ 5 წლის ვიქნებოდი. მე საშინლად არ მინდოდა მათთან. სახლში რომ მიმიყვანეს მომეწონა და ცოტათი მომილბა კიდეც გული. ახალგაზრდა ცოლქმარ იყო და შვილი არ უჩნდებოდათ. მათთან 2 თვე გავატარე, უკვე მთელი გულით მიყვარდნენ, დედას და მამასაც ვეძახდი, მაგრამ ერთ დღესაც როდესაც მე სახლში მშვიდად მეძინა ისინი თურმე რესტორანში წასულან, გზაში კი ავარია მომხდარა. სახლში რომ ბრუნდედბოდნენ მამა მთვრალი ყოფილა, საჭე ვერ დაუმორჩილებიდა, გზიდან გადასულა და მეორე მხრიდან მომავალ სატვირთო ტრაილერს დაჯახებია. სატვირთოს უკან კიდევ მოდიოდა რამდენიმე დიდი ტრაილერი, ისინი მანქანას დაეჯახნენ, სატვირთო ამოტრიალდა და ჩემი ახალი მშობლების მანქანას ზევიდან დაეცა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა... მე ისევ ბავშვთა სახლში დამაბრუნეს, გული ძალიან მტკიოდა, ჩემი მეორე ოჯახი დავკარგე... მთელი დღეები ვტიროდი. ამის შემდეგ გასაშვილებელ ბავშვთა რიგში არარ ჩავმდგარვარ და ამას არც მიშლიდნენ ძიძები. მე ჩემთვის ვიყავი მარტო, ძველი მეგობრებიც დავკარგე აღარავის აღარ ვეკონტქაქტებოდი. შემდეგ წამოვიზარდე, გამინელდა ტკივილიც და ისევ ძველებურად დავიწყე ცხოვრება, ვიცინოდი ვერთობოდი, მაგრამ ახლო მეგობარი არასდროს მყოლია, ალბათ იმიტომ რომ ამ უბედურების შემდეგ ცივი გავხდი. ზოგჯერ ენავმწარეობდიკიდევაც. მშობლებისგან, ვინც მე მიშვილეს, მემკვიდრეობით მათი ქონება დამრჩა, სახლი და საბანკო ანგარიშები. ეხლა კი უკვე 17 წლის ვარ ორ დღეში კი 18 წლის გავხდები და უპატრონოთა თავშესაფარიდანაც წავალ, სკოლას მოვრჩები და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ეს ძალიან მახარებს, ნათელი მომავალი მინდა მქონდეს, დამოუკიდებლად და ბედმიერად მინდა ვიცხოვრო და თავი არავის დავაჩავრინო. კარგია 2 დღეში ჩიტი გალიიიდან გამოფრინდება და ნანატრი თავისუფლების სიოს ჩაისუნთქავს და იფრენს ყველგან, გადაუფრენს მთელ მსოფლიოს და არ დაიღლება. ასე ბედნიერი სახით დავხედე დედაჩემის მიერ დატოვებულ წერილს, მტკივნეულად ჩამეღიმა, თითქოს ამ წერილს რომ ვკითხულობდი ძალა მემატებოდა, არ ვიცი რატომ. როგორ მინდა დედა შენი ჩახუტება... წერილი ფრთხილად დავკეცე, ჩემი ზარდახშა გავხსენი, იქ პატარა თეთრმა ბალერინამ ცეხვა დაიწყო, წერილი ჩავდე და პატარა კულონი ამოვიღე, გავხსენი და დედაჩემის პატარა ფოტოს ცავაშტერდი, გაცვეთილი იყო მაგრამ ეს დედაჩემის სილამაზეს ვერაფერს აკლებდა, ვუყურებდი მას და თვალს ვერ ვწყვეტდი, ეს სურათი უფრო და უფრო მითრევდა, დედა ძალიან ლამაზი იყო, თვალისმომჭრელად მიღიმოდა სურათიდან. ეს კულონი იმ წერილთან ერთად დამიტოვა იმ ღამეს და დამტოვა. დამტოვა იმის იმედით რომ უფრო უკეთესი მომავალი მექნებოდა... დედა, მიყვარხარ! თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმიდე, კულონი დავხურე და ზარდახშაში ჩავდე. ბალერინამ შეწყვიტა ცეკვა და ლამაზი მუსიკაც გაჩერდა, ზარდახშის თავი ჩავკეტე და სარკესთან დავდე. ჩვეულებრივად გავიდა დანარცენი ორი დღეც. ჩემს დაბადების დღეზე პატარა ტორტი გამიკეთეს. სანთელი ჩავაქვრე და სურვილი ჩავიფიქრე: „მე მინდა ოჯახი მქონდეს!“ სამ საათში კი უკვე ჩემს სახლთან ვიდექი და ვუყურებდი. ძველ მოგონებებს ვიხსენებდი, გევრძე გავიხედე, ვცდილობდი გამეხენებინა მე, დედა და მამა როგორ ვრეცხავდით მანქანას და ტან ვთამაშობდით, უცბათ ერთი წამით დავინახე კიდეც რომ ისინი იქ იდგენენ. მე თავი გავაქნიე, მაგრამ მაინც იქითკევ ვიყურებოდი, იქნებადა არ მომკვდარან და მე მელოდებიან? თავს ვიიმედებდი რატომ თვითონაც არ ვიცი. მე იმ ადგილისკენ წავედი. მაგრამ იქ არავინ იყო. ტკივილიანი ღიმილით გავხედე, ხელი მოვუსვი კედლებს, შემდეგ გამოვბრუნდი, გაზონი გადავჭერი, ავიღე ჩემი ჩანთები და სახლში შევედი. დახუთულობა იყო და ამიტომ სასწრაფოდ ფანჯრები გამოვაღე და გავანიავე. ამოვისუნთქე, დოინჯი შემოვირტყი და გაღიმებული სახით შევხედე ოთახს. სევდა მომაწვა მაგრამ ახლა ამის დრო არ მქონდა. ობობებს თავისი ქსელებით ქონდა სახლი გავსებული, ყველაფერი დასაბერტყი და გადასაწმენდი იყო. მე ჩემს საქმეს შევუდექი. ჯერ პირველი სართული დავაწკრიალე, შემდეგ მეორე სართულზე ავედი. იქ სულ სამი ოთახი იყო: ერთი ჩემი, მეორე მშობლების და მესამე სტუმერბისთვის. ჩემს ოთახში შევიხედე. ბავშვის ვარდისფერი საწოლი, სათამაშოები, საწერი მაიგდა, ჩემი სახატავი ფურცლები და ნახატები. ცრემლი ჩამომვარდა მაგრამ თავი შევიკავე. შემდეგ მშობლების ოთახში შევედი. სპილოსძვრისფერად შეღებილი კედლები, იმავე ფერის ფარდები და საწოლი. საწერი მაგიდა სადაც მამა თავის სამუშაო ფურცლებს ინახავდა. უცბად კედელზე მოვკარი ჩარჩოში ჩასმულ ნახატს თვალი, მასთან მივედი და დავაკვირდი. ხელიხელჩაკიდებული ორი უფროსი ქალი და კაცი და პატარა გოგონა, ყვითელი მზე, ცისარტყელა და პეპლები. ამაზე კი თავი ვერ შევიკავე და ავქვითინდი. ძალიან მტკივნეული იყო. ამ გრძნობის განცდას მერჩივნა ვეცემე და ვეწამებინე ვინმეს. ეს ყველაზე მწარე ტკივილია... როდესაც სული გტკივა... ამას ყველაფერი მირჩევნია. გულში თითქოს სადგისი გაგიყარესო. ასე ვტიროდი, მშობლების ლოგინზე ვიწექი და აქვე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე რვა საათი ხდებოდა. მომშივდა და ქვევით ცავირბინე. მე დებილმა მაცივარი გამო ვაღე თითქოს რამე დამხვდებოდა შიგ :დ არაფერიც არ იყო. მარტო ძველი ამჟავებული მაწონი ვნახე. შემდეგ კარადები დავათვალიერე. ერთ კარადაში თხილი ვიპოვნე. მმმ... მიყვარს თხილი, მაგრამ უფრო მშია. ამიტომ ავიღე ფული და მაღაზიაში წავედი. 20 წუთში საჭმელებით დატვირთული დავბრუნდი. გემრიელი ვახშამი გავიკეთე და ტელევიზორს მივუჯექი. თავიდან არ ირთვებოდა, ძალიან ძველი იყო. ხვალ აუცილებლად უნდა მეყიდა ახალი. როგორციქნა ჩაირთ და მეც სავარძელშ მოვკალათდი. შემდეგ ერთი მაგრად რომ გამოვძეხი. მეორე სართულზე ავირბინე და სტუმრების ოთახში დავბინავდი. ასე რომ დღეიდან სტუმრებს ოთახი ჩემი გახდა. კარგა ხნის ჩაძინებული ვიყავი რომ უცბად რაღაც ხმაური გავიგე. ქვემოთ ვიღაც რაღაცას ფხაჭნიდა. შემეშინდა მაგრამ ძალღონე მოვიკრიბე და ბეისბოლის ჯოხი ავიღე, რომელასაც მამა ტავის ოთახში, საწერი მაგიდის უკან ინახავდა. მათი ოთახიდან გამოვდიოდი და უცათ ქუჩაზე ძაღლის ხმა შემომესმა. აქ ფხაჭნის ხმა კი უფრო გახშირდა. მე ნელა ჩავედი ქვედა სართულზე. ფანჯრებიდან მთვარის შეუქი შემოდიოდა, ამიტომ ნათლად ვხედავდი ყველაფერს. ოთახში არავინ იყო. უცბად ხმას მივყევი, ფანჯრიდან მოდიოდა. მივედი იქ და რას ვხედავ. ფანჯარა ნახევრად შეღებული მქონდა დატოვებული, იქ კიდევ ფისო იყო გაჭედილი და შემოსვლას ცდილობდა გარედან კი ძაღლი უყეფდა. -ოხ... შე საცოდავო, შეგაშინეს და ჩემთან შემოძრომას ხდილობდი? - მე ფანჯარა გავაღე და ფისო ხელში ავიყვანე, ის დაფეთებული მიყურებდა, - ნუ გეშინია, - ვუთხარი და თავზე ხელი გადავუსვი, მან კი კრუტუნი დაიწყო. გარეთ ძაღლი მაინც ყეფდა. მე ფანჯრიდან გავიხედე. -ჩუმად! არ გრცხვენია? მეზობლებს გააღვიძებ! ეხლა კი წადი სახლში. - თეთრი ლაბრალოდი იყო. მე რომ გავიხედე ყეფა შეწყვიდა, შემდეგ ენა გადმოაგდო და ჩემთან მოვიდა, მე მოვეფერე, - ეხლა კი სახლში წადი და დაიძინე კაი? - ვუთხარი და ხელი კიდევ გადავუსმი, ძაღლმა გამიგონა და წავიდა. ფისო მეორე ხელში მეკავა. -ჩურჩუტო შეგეშინდა? ალბათ გეშიება კიდეც. შენს ბედზე რომ გარეთ გასვლა არ დამეზარა და საჭმელი მოვიტანე. - მე სამზარეულოში წავედი. პატარა ჯამი ავირე და ფისოს რძე დავუსხი. ისიც კი მშიერი ეცა და წამსვე ამოთქვლიფა. პატარა ბალიში დავუდე ბუხართან და იქ დავაძინე. მაგრამ ბუხარი ჩართული აქ მქონდა, სექტემბერი იყო და ძალიანაც არ ციოდა. მე კი ზევით ავედი. ჩამთვლიმა მაგრამ მალევე გამეღვიძა. ფისო ჩემთან მოსულიყო და ჩემთან ერთად ეძინა. მეორე დღეს დილით ადრე გავირვიძე. ინსტიტუტში მივდიოდი. სამსახიობოზე უნდა მესწავლა. ჩავიცვი ფისოს ვაწამე, ყავა დავლიე და გავიქეცი. სასწავლებელში ორი გოგონა გავიცანი მაგრამ ძალიანაც არ დავუვახლოვდი. რა ვქნა ჩემი ხასიათო იყო. ყველასთან ცივი ვარ და ეს ხალხს აშინებს ხოლმე და ურჩევნიათ თავი ამარიდონ. -ნიკოლ დრეს კლუბში მივდივართ მე და ნინა და წამოხვალ? - მითხრა ახლად გაცმობილმა გოგომ - ლილიმ. -მე... არ ვიცი... -რატომ? -შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს და... -არაუშავს მაგას ჩვენ მოვუვლით - და ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ მთელი ლონდონის მაღაზიები შემომარბენინეს. მე არაფერი არ მომწონდა, მაგრამ ბოლოს ვნახე ის კაბა.. ძალიან ლამაზი იყო წამსვე ტანზე მოვიზომე, ლურჯი, კრუჟაოებიანი, მუხლებამდე. მიხდებოდა, ეს გოგონებმაც აღნიშნეს. იმ საღამოს სახლში, შევირბინე. ჩემი ნივთები დავტოვე, ფისოს მოვეფერე და რძე დავუსხი და კლუბში წავედი. ეს ჩემთვის პირველი იყო. მიხაროდა, დავლიე კიდეც. მაგარი იყო. ვიცინოდი, ვერთობოდი, ვცეკვავდი და კიდევ და კიდევ უფრო მეტს ვსვამდი. უცებ ვიღაც დამეჯახა და თავისი სასმელი კაბაზე გადამაქცია. -ვაიმე! ჩემი ახალი კაბა! - აი საღამოც ჩამშხამდა რა! - თვალებში ვერ იყურები?! - მთელი ხმით ვუკიოდი. საშინლად გავბრაზდი! ვიღაც დეგენერატი ლოთი დამეტაკა და სულ დამსვარა! და ჩემი ახალი კაბაც გამიფუჭა! არადა რომგორ შემიყვარდა! ფუფ! -მაპატიე, მაპატიე... - თავისთვის ჩაილაპარაკა, არა! ეტყობოდა რომ გონზე იყო და მეც უფრო ავტეხე ჩხუბი. -ჩემი კაბა გამიფუჭე! უხეშო! დონდლო! საერთოდ არ იცი ქალებთან როგრ მოიქცე! - ამ სიტყვებზე მან ტავი წამოყო და გაკვირვებული თვალებიტ ჩამაშტერდა. -რაააა?! - მე ადგილზე გავქვავდი, ძალიან ლამაზი მწვანე თვალები ქონდა მაგრამ უცბად მოვედი გონს. ისიც გაქვავებული, გაშტერებული, გაკვირვებული და პირგაღებული მიყურებდა. ნეტა რა ვუთხარი ასეთი? ჰაჰ, ჩემ თავზე გამეცინა რა არ ვუთხარი :დ და კიდე დავამატებ! -რა, რა! რა და რომ დონდლო ხარ და ჩემი კაბა გამიფუჭე! - უცბად მას უკნიდან ვიღაც დაეტაკა, ის მე დამეჯახა, ლამის წავიქეცი მაგრამ მან სწრაფად მომხვია ხელი წელზე, დამიჭირა და თავისი მწვანე თვალებით და ღიმილიანი სახით მიყურებდა. ჩემს ადგილზე ალბათ სხვა გოგო რომ ყოფილიყო სიყვარულით დადნებოდა მაგრამ მე ამან გამაღიზიანა და წამსვე მოვიშორე თავიდან, უცბად მისი ღილი ჩემი კაბის კრუჟაოს გამოება და ის რომ გაიწია კრუჟაოც აირღვა, აირღვა და კაბაც ლამის ჩამძვრა, კიდევკარგი ხელით დავიჭირე, მან თავის ღილს დახედა და შემდეგ გაკვირვებული სახით მე შემომხედა. გაცხარებული სახით ვუყურებდი, ცოტაც და შუაზე გავგლეჯდი! მან გაკვირვებულმა ამომხედა ქვემოდან ზემოთ და სიცილი აუტყდა. რასაც ქვია ამოფეთქა რა! ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. გაბრაზებული მივედი და სახეში გავარტყი! შემდეგ მოვტრიალდი და კრუჟაოსაც გამოვქაჩე, ალბათ ღილი აუწყდა მაგრამ უარესის ღირსიც იყო! მე ტუალეტში შევედი და ლანძღვით ვცდილობდი როგორმე კაბა ტანზე შემენარჩუნებინა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.