შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება... _1_


18-02-2017, 17:21
ავტორი Frigga
ნანახია 2 567

დავბრუნდი იმედია მოგეწონებათ ეს ისტორია, მადლობთ რომ კითხულობთ.
----------------------------------------------------------------------------------------------
მხოლოდ ერთი სახლიმინდა ტყეში რომ მუდამ ბუხრის წინ ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე,ვეღარ ვიტან ამ უჰაერობას და ამდენი თვალთმაქცი ხალხის გარემოცვაში ყოფნას რომელთაც თითქოს უყვარხარ. არასდროს მიყვარდა კლუბში და გასართობად სიარული, ყოველთვის ბევრ საყვედურს ვისმენდი ამის გამო საკუთარი მშობლების მხრიდანაც კი. ახლა კი მინდა მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების იმ გზებზე რომელიც სრულიად განსხვავებულად მიდიოდა თანატოლი გოგონეისაგან განსხვავებით. ჩვეულებრივი მოზარდი ვარ თექვსმეტი წლის, მქვია ანნა, გრძელი მუხლებამდე შავი თმითა და ცისფერი თვალებით, როგორც უკვე გაიგეთ ჩემი ჰობი კითხვაა და მიყვარს სიწყნარე, არ მიყვარს როცა გარეთ გავდივარ, ეს ქალაქი უდიდეს ციხეთ მეჩვენება რომელსაც თავს ვერავინ აღწევს, ყველა მხოლოდ იმისათვის იბრძვის რომ ნორმალური სამსახური ჰქონდეს და მოსაწყენ კაბინეტში არაფრის მომცემი თეთრი ფურცლები აფრიალოს. მიყვარს სპორული სტილი და სამიზომით დიდი ტანსაცმელი, ვუსმენ რეპს და მიყვარს ჰიპ-ჰოპის ცეკვა მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს ოთახში.
- რას წერ?
კარი სწრაფად გაიღო და ჩემი დაქალი ელენა შემოვიდა.
- სეთს არაფერს უბრალოდ ვჯღაპნიდი, შენ როგორ ხარ რას შვები?
კალამი და დღიური ბუხრის თავზე დავდე და ხელებგაშლილი გავიქეცი ელენასკენ, მაგრად ჩავეხუტე და ოთახში შემოვიპატიჟე.
მხოლოდ ისაა ერთი ადამიანი ვისთანაც თავს ისე ვგრძნობ თითქოს საკუთარ თავს ვხედავდე სარკეში., როცა ელენა გავიცანი ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო, მხიარული და ძალიან ენერგიული ვიყავი. ასეთი მას მერე გავხდი რაც მამა აღარ მყავს, დაახლოებით ორი წელია რაც ასე ოთახიდან ოთახში დავდივარ.
მის გარეშიე თითქოს ყველაფერი შავ- თეთრია, მახსოვს როგორ კამათობდნენ დედა და მამა უაზრო თემებზე ხუმრობით და მერე მთელი ოჯახი ერთად როგორ ვიცინოდით, როცაის სახლში შემოდიოდა მუდამ ჯერ სიმკაცრე და შემდეგ სიყვარული შემოაბიჯებდა მასთან ერთად, ახლა არაფერს ვგრძნობ, მხოლოდ მაშინ თუ ვიგრძნობ სიხარულს როცა რომელიმე ჩემი საყვარელი გმირი სხვას შეუყვარდება.
ამ სამყაროში ყველაფერი არეულია ადამიანები ერთმანეთს არც კი ესალმებიან, თითქოს ყოველდღიური საზრუნავის მეტი არაფერი აინტერესებდეთ. ხშირად ოდიოდნენ მეგობრები ჩემს წასაყვანად, მე ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა გუნდის კაპიტანი ვიყავი თუმცა ეს წარსულში იყო, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს ახლა ისევ ის ვეღარ ვიქნები რაც ვიყავი, თუმცა არც მინდა.
- რავი აქეთ ვიყავი და შემოგიარე. ჩანთა მოიხსნა და საწოლზე დააგდო.
- კარგად გიქნია.
- არ გინდა რამე მითხრა? რას შვები არ აპირებ დაბრუნებას?
ელენა ბუხრის ძირში ჩემთან ერთად მოკალათდა და საუბარი დავიწყეთ, როგორც ყოველთვის.
- სად უნდა დავბრუნდე?
- სად და ნორმალურ ადამიანთა სიაში.
- არა
- ელენა მომისმინე ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ცხოვრება არ დასრულებულა, მამაშენს არ ენდომებოდა ასეთი ცხოვრება გქონოდა.
ელენამ ხელი ხელზე დამადო და აცრემლებული თვალებით შემომხედა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცვი წყალი შემასხეს სახეზე გამოსაფხიზლელად.
- მართალია მაგრამ მე არ შემიძ…
- შეგიძლია.
გამაწყვეტინა სიტყვა და ხელი სახეზე ნაზად შემახო.
- ნუთუ არ შეგიძლია გამიგო? როცა გარეთ გავდივარ სული მეხუთება, ცუდად ვხდები, ასე მგონია სადღაც უცხო ადგილას ვარ საიდანაც ვერასდროს დავბრუნდები.
- განა ეს ჩემზე კარგად ვინმეს ესმის?
კითხვითვე მიპასუხა და თავი კალთაში ჩამიდო, ცეცხლი ორივეს სახეს გვითბობდა და საამოდ გვეალერსებოდა.
- თუ ასეა ასე რატომ მეუბნები?! ხომ იცი რომ არ შემიძლია გარეთ გავიდე?!
ხელს თმაზაე ვუსმევ და თან ცნობისმოყვარე და თან დამწუხრებული მზერით ველოდები მის პასუხს.
- შეგიძლია, უბრალოდ შენვე ინადგურებ მაგ შენს თავს, გონებაში სამყარო ისეთი დაიტოვე როგორიც მამის გარდაცვალების დღეს იყო და ისეთივე გახსოვს, არც მეგობრები გყავს და არც ნაცნობები, მხოლოდ წიგნი არაა ყველაფერი, შენი აწყობილი კარიერაც კი დაანგრიე ამის გამო, ის კარიერა რომლისთვისაც მხოლოდ შენ კი არა შენი მშობლებიც დაუღალავად იბრძვოდნენ, გაიხსენე რა უნდოდა მამაშენს, ყველას ყოველთვის ვერ შევახსენებ შენს არსებობას ეს დაიმახსოვრე და დაფიქრდი ამაზე კარგი?! ახლა კი შენი ნებართვით წავალ უნდა ვივარჯიშოთ, ძალიან გვჭირდები კაპიტანო ანნა, ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრო.
ელენამ აწია თავი ჩემიკალთიდან, წამოდგა ფეხზე და სწრაფად აიღო ჩანთა.
- ღმეერთო უკვე ათი წუთი აკლია, ისედაც არვიცი რა მოხდება რაც წახვედი ნორმალურად არც გვივარჯიშია უბრალოდ დავდივართ გზააბნეულიბატებივით.
აბა კარგად, იცოდე იფიქრე ამდენი ტყუილად კი არ ვილაქლაქე.
ელენამ კარი გაიხურა, მისი მანათობელი კაეტების ხმა კარის მეორე მხარესაც ისმოდა, რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა, ვიგრძენი რომ ვიღაცას ვჭირდებოდი, ახლა კი ნამდვილად აღარ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, რა მექნა, რა მომემოქმედებინა, როგორ მოვქცეულიყავი.
ბუხართან ბალიშების კუთხეში მოკალათებულს ჩამეძინა.
ანნა რას აკეთებ, ნუთუ ამდენი იმისათვის იბრძოლე რომ მთელი ცხოვრება გლოვაში გაატარო?! ამისთვის იწვალე? ამისთვის ათენე ღამეები? ამისთვის გინდოდა შენი თინეიჯერობის წლების გაწირვა რომ შემდეგ რასაც მიაღწევდი ნელ- ნელა მოგესროლა? მე ნამდვილად არ მინდა ასე გააგრძელო და თუ მაინც ამას იზამ იცოდე რომ ჩემი სული მუდამ იელვებს და ვერ მოისვენებს.
- მამა



№1 სტუმარი gvanca

[quote][/quote][hide][/hide] :но_моутх: კაი გამოვიდა

 


№2 სტუმარი ლანნა

როდის დადებ შემდეგს?ძალიან მომწონს,თითქოს ჩემს ცხოვრებას ჰგავს.

 


№3  offline წევრი Frigga

ლანნა
როდის დადებ შემდეგს?ძალიან მომწონს,თითქოს ჩემს ცხოვრებას ჰგავს.

ვეცდები მალე დავდო დიდი მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent