შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვეულების დაჭრილი დედოფალი. (I)


18-02-2017, 19:54
ავტორი cuteprincess
ნანახია 1 461

დღე მართლაც ცუდად დაიწყო. დაიწყო და დამთავრდა კიდეც. კარგ ხასიათზე ვიყავი, სანამ დამირეკავდნენ და...
– თუ არ მივიტანთ, ყველგან გვიპოვიან და მოგვკლავენ, გესმის?...ალო...ელენა...
მართალია, ახლა არ მქონდა იმის განხილვის თავი, მომკლავდა თუ არა ვინმე. თავი სკდებოდა, თვალებს ვერ ვახელდი და არც მინდოდა გამეხილა. ვიცოდი ვიღაც სხვის სახლში ვიყავი და მეშინოდა ისევ ახალი, უცხო ოთახის დანახვა. მერამდენედ? სათვალავი ამერია. არადა, იყო დრო როცა ვითვლიდი და ტელეფონშიც კი ვინახავდი ბიჭების სახელს.
ჩავიცვი და ყველანაირი მისალმებისა და დამშვიდობების გარეშე წამოვედი. ჩანთაში გასაღები კი ვიპოვე, მაგრამ გარეთ მანქანა–ვერა.
ტელეფონი რეკავს, ისევ იგივე ნომერი, ისევ იგივე სიტყვები: მოგვკლავენ, დაგივჭერენ, ადგილზე, ვერ გავექცევით და..
– გისმენ დანიელ, გისმენ.
– ფული ვიშოვე, ყველაფერი მოგვარებულია
– მადლობა ლუციფერს, აღარ დამღლი.
– გელოდებით, ამაღამ დიდი კლასიკური წვეულებაა, სიურპრიზი შენ გარეშე ჩაგვეშლება.
რასაკვირველია, ჩემი მეგორებისთვის ჩემ გარეშე ამ ქვეყნად არაფერი ხდება. კარგია, როცა ეპიცენტრი ხარ ყველაფრის, მნიშვნელოვანი და მთავარი პიროვნება საზოგადოებაში.
ოჰოო, აი ჩემი მანქანაც, თურმე სად მიმიგდია 'უპატრონო ძაღლივით'. უკნიდან ხშირი ნაბიჯების, თითქმის სირბილის ხმა გავიგონე..
– ჰეი, ერთი წუთი დაიცადე. – მორბოდა და თან ხმამაღლა მომმართავდა. არც მიმიხედია, მანქანაში ჩავჯექი მარკერით შიგნიდან მანქანის ფანჯარაზე რენდრომ ნომერი დავწერე, დავუცადე სანამ ჩაიწერდა და წამში გავქრი ადგილიდან.
რა მომაბეზრებელია ხალხი, და რა სასიამოვნო მომაბეზრებელი ხალხის ყურება მანქანიდან. გავითვალო– სახლში წავიდე თუ მეგობრებთან, თუ ჩემს ტვინს მივენდო?...
თითქოს არასდროს ყოფილა ასე სასიამოვნო საკუთარ სახლში ყოფნა. დავნაყრდი, მიკიც(ძაღლი) დავანაყრე. გავიფიქრე მოწევას უნდა შევეშვა–თქო და გავაბოლე. ფიქრიც არ მაცადეს, კარების ხმა გავიგე და სახლში ანიკა შემოვიდა. ორი თითი გამოწია, სიგარეტი ამართვა. თვალები იმდენად ჰქონდა ჩაშავებული ფანქრით, ლურჯ ფერს ვეღარ ვხედავდი სიღრმეში. მიუხედავად იმისა, რომ სულ იაფასიან ძუკნას ჰგავდა, მისი სასიამოვნო სუნი გონებას მაკარგვინებდა, წამში რომ იფანტებოდა ირგვლივ.
– რასაკვირველია მოდიხარ ამაღამ წვეუ–ნაფაზი დაარტყა და გააგრძელა–ლებაზე, ხო?– ფანჯრისკენ შეტრიალდა და რაღაცას ჩააშტერდა მინის მიღმა. პასუხი არ მაცადა, შემოტრიალდა და..
– დაცვა ლაითი იქნება, იარაღები საჭირო არაა. მხოლოდ ერთი პატარა დანაც გვეყოფა თითოს, ან ორს ერთი და ვსიო. კალსიკურად არ ჩაიცვა. იქ დასარბევად მივდივართ და არა გასართობად.
გამახსენდა, ახალბედა რომ ვიყავი, ერთ–ერთ ასეთ წვეულებას ვესტუმრეთ, ყველამ დამცინა როცა ერთადერთი ვიყავი კლასიკური კაბითა და სალონში გაკეთებული ''პრიჩოსკით''. ჩამეცინა. ნეტა დამეთალა მის შემდეგ რამდენჯერ ''ვიცუღლუტე''...



№1  offline წევრი ჭირვეული

სათაურზე გამეღიმა))) ისეთი პატარა თავია, კომენტარსაც ორსიტყვიანს იმსახურებს :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent