შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (I თავი)


18-02-2017, 19:56
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 3 508

ყველაფერი მარტივად დაიწყო... ზედმეტად მარტივად...
In the land of gods and monsters I was an angel
living in the garden of evil

ნაცრისფერ სევდაშესხმული ფრთებით, უფერულ ქუჩებში მიაბიჯებდა და მიმოფანტულ ფოთლებს უხეშად თელავდა სქელძირიანი, ნაცრისფრად გაცრეცილი ფეხსაცმელით. განუწყვეტელი სევდითა და მარტოობით დამძიმებული, ამავდროულად თავისუფალი და ბუმბულზე მსუბუქი. ქარს წამყოლი და მომყოლი. თავად მიუსაფარი და სხვების მფარველი. ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი სულის მქონე არსება... სულისა, რომელშიც სიცარიელეს გაედგა ფესვები.

-ლალიტა!... ლალიტა! სად ჯანდაბაში წახვედი! კლიენტი მოვიდა. - ახლა უკვე ჩუმად გადასძახა პატარა, ბინძური ჩიხის კუთხეში შემალულ ძალიან მსუბუქ და გამომწვევ წითელ კაბაში ჩაცმულ, მაკიაჟწათხაპნილ ქალს და თავად მისი შავი მოკლე კაბა, რომელიც უკანალს ძლივს უფარავდა, კიდევ უფრო ზევით ასწია და კლიენტაბისათვის ერთობ მაცდური პოზიცია დაიკავა. მის წინ ჩამომდგარ ლექსუსის ბოლო მოდელს მიუახლოვდა და ჩამოწეული მინისკენ ისე გადაიხარა, რომ მთელი მისი ავლადიდება გადმოუფინა ახალგაზრდა მძღოლს, რომელმაც ტუჩის მოკვნეტით ააყოლა, შემდგომ კი ისევ ჩამოაყოლა თვალი, პირველცოდვის მომტან მაცდურ არსებას. სიბნელეში ქუსლების გულისგამაწვრილებელი კაკუნი გაისმა და პირველის გვერდით მალევე მეორე ზუსტად მისნაირი გამოჩნდა, ოღონდ მხოლოდ წითლით შემოსილი. ორივე საოცრად მიმზიდველი და სექსუალური იყო. თუმცა დიდი დაკვირვების შემდეგ აუცილებლად შეამჩნევდით მათი უზადო გარეგნობის მიღმა არსებულს და პირველი წარმოდგენა საპირისპიროთი შეგეცვლებოდათ... ჩაღამებული თვალები, რომლებაც მრავალი დღისა თუ ღამის უძილობა დასტყობოდათ... მაკიაჟით მოთხუპნული სახე მაინც ასახავდა შიგადაშიგ წლების გავლენასა და თვალებთან გაჩენილ ოდნავ ნაოჭებს... მათი სრულყოფილი სხეული კი წლების განმავლობაში დაგროვილ თვალით უხილავ სიბინძურეს დაეფარა.
-ვნახოთ, ვნახოთ აქ ვინ გვყააავს... ტუჩის კვნეტით გადმოხედა გოგონებს მძღოლის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა მამიკოს გათამამებულმა უსაქმურმა „დონე“ ტიპმა და შემფასებლური მზერა ორი მეძავისკენ მიმართა.
-სალამი გოგონებს. - ჩაილაპარაკა საჭესთან მჯდომმა და სავარძელზე მოხერხებულად გადაწვა. გრძელი, დახვეწილი თითები საჭეზე აათამაშა და ირონიანარევი ღიმილიანი სახით მისთვის საინტერესო კითხვით მიმართა. - რამდენი?
შავკაბიანმა ითავა პასუხის გაცემა. გამომწვევად გადაიტარა ენა ტუჩებზე და ხელოვნურად მიბნედილი ხმით უპასუხა:
-ასი დოლარი საათში.
-ძალიან ბევრია...- უკმაყოფილოდ შეკრა წარბები მძღოლის გვერდით მჯდომმა ბიჭმა. აშკარად არ უნდოდა მოლაპარაკების გაგრძელება და ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა აქედან თავი დაეღწია.
-მოიცადე ერთი წუთით... - შეუბღვირა პირველმა და კვლავ გოგონებისკენ მიმართა მზერა.
-მგონი მოლაპარაკება შეგვიძლია არა?
-ამ თემაზე ჩვენ არა, სხვას უნდა მიმართო.- საკმაოდ ბოხი, ქალისთვის არადამახასიათებელი ხმით მიმართა წითელკაბიანმა და დეკოლტე შეისწორა.
-ვის უნდა მოველაპარაკოთ? თან არამგონია ამდენად ღირდეთ. - ოდნავ ზიზღნარევი ხმით ჩაილაპარაკა საჭესთან მჯდომმა და კვლავ აატარ-ჩამოატარა თვალები გოგონების სხეულს.
წითელკაბიანი კვლავ ჩაბნალებული კუთხისკენ გაემართა და იქ მდგომ, სიბნელეში ოდნავ შესამჩნევ, მაღალ სილუეტს მიუახლოვდა.
-სანდრო- კვლავ უსიამოვნოდ გაჟღერდა მისი ბოხი ხმა. - რაღაც პრობლემაა, წამოდი.
-რა პრობლემაა? - გაისმა უცნობის ასევე ბოხი ხმა.
-ფასზე ვერ შევთანხმდით.
უცნობი რამოდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა და წითელი მანათობელი წერტილის მიხედვით მიხვდებოდით, რომ ანთებულ სიგარეტს ატრიალებდა. ბოლოს აგურის ნახევრად ჩამონგრეულ კედელს მოშორდა და ფარებანთებული მანქანისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. მალე სინათლეში ნათლად გამოიხატა მისი სილუეტიც. ლამპიონის მკრთალი შუქი ზურგიდან ეცემოდა და სახეს კარგად ვერ გაარჩევდით, ერთადერთი დამახასიათებელი ნიშანი მის გარეგნობაში სიმაღლის გარდა შავი, გრძელი, მუხლებს ოდნაც ჩაცილებული პალტო იყო, რომელზეც აქა-იქ ბრწყინავდნენ პატარა წყლის წვეთები, რომლებიც გვიანი შემოდგომის ცივმა, წვრილმა და ნაცრისფერმა წვიმამ მოიტანა. ნელი, დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანას და ჩაწეულ მინას ცალი ხელით დაეყრდნო.
-რამე პრობლემაა აქ? - იკითხა კვლავ ბოხი ხმით, რომლის გაგონებაზეც მანქანაში მყოფები ოდნავ შეიშმუშნენ და სახეზე მის მიმართ ოდნავი შიშისა და უნდობლობის ნიშნები გაუჩნდათ.
-არანაირი. შენ ამათი სუტენიორი ხარ არა? - საჭესთან მჯდომი ოდნავ მოეშვა და კითხვით მიუბრუნდა.
-მე ამათი მფლობელი ვარ, ასე ჩათვალე და თანხასთან დაკავშირებით ყველაფერი მე მეხება, ასევე ამ გოგოების უსაფრთხოებაც. ახლა კი მითხარით რა პრობლემაა?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ასი დოლარი ცოტა ძვირი ხომ არ არის?
-არა, იმიტომ რომ ესენი საუკეთესოები არიან. დამიჯერეთ არ ინანებთ, ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ.
საჭესთან მჯდომმა დაკვირვებით კიდევ ერთხელ აათვალიერა გოგონები და ხელები ოდნავ მოშვებულ წვერზე გადაიტარა დაფიქრებულმა.
ერთი-ორი წუთის განმავლობაში კიდევ გრძელდებოდა მოლაპარაკება ფრიად მნიშვნელოვან თემაზე და ბოლოს ორივე გოგონა მანქანის უკანა სავარძელზე დასკუპდა. ძრავაც ჩაირთო და რამოდენიმე წამში მანქანის მანათობელი ფარებიც ღამის უკუნ სიბნელეში ჩაიკარგა.
ქუჩის კუთხეს ერთი ლამპიონი მბჟუტავი შუქით ანათებდა. მამაკაცის მაღალი სილუეტი გზას გაჰყურებდა, შემდეგ ხელზე დაიხედა და ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი ქვის ფილაქანზე დააგდო, შემდეგ ფეხით გასრისა, სინათლისკენ შებრუნდა და სიბნელეს შეერწყა...

ქარი ქალაქის ყველა კუთხეს მიედ-მოედო, ყველა ნახვრეტსა და ნაპრალში შეაღწია, უმოწყალოდ ითარეშა ყველგან, სადაც ხელეწიფებოდა, შემდგომ კი მიყუჩდა და ყინვა და სიცივე დატოვა მხოლოდ. მინები ყინულით მოიხატა მრავალფეროვანი, უცნაური, თუმცა შესაშურად ლამაზი ნახატებით და შიგნიდან დაიორთქლა. გვიან ღაიმთ სრული სიჩუმე დამკვიდრდა. დროდადრო მხოლოდ ძაღლის ყეფა არღვევდა სამარისებულ სიჩუმეს, რომელიც გარეუბნებში, ბინძურ კუთხეებში მდგომი ნაგვის ურნების გვერდიდან სახელდახელოდ მოწყობილი ბუნაგებიდან მოისმოდა. აქა-იქ დალანდავდით როგორ გადაირბენდა პატარა, სავარაუდოდ კატის, სილუეტი ერთი ქუჩიდან მეორეზე. გარეთ, ამ მკვლელ ყინვაში სხვა სულიერის ჭაჭანება არ ისმოდა. ადამიანები თავიანთ თბილ სასახლეებსა თუ ბუნაგებში შეყუჟულიყვნენ და ყველას, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას, ძალზედ ღრმა, ტკბილი ძილით ეძინა. ალბათ მრავალი მათგანი ტკბილ სიზმარსაც ხედავდა.
ნახევრად განათებულ ქუჩებში მცირედი ხმა გაისმა, ხრაშუნს მოგაგონებდათ. ისეთ ხმას, როგორსაც მოყინულ მიწაზე მოსიარულე ადამიანი იწვევდა. ლამპიონების მკრთალ შუქზე ადამიანის, უფრო სწორად კი გოგონას სილუეტი გამოსახა, რომელიც ნახევრად კედელს მიყრდნობოდა და ნელი, მძიმე ნაბიჯით აგრძელებდა გზას. თხელი ჯინსის ქურთუკი ეცვა და კუპრივით შავი თმები გაეშალა, რომლებიც მთლიანად უფარავდა მხრებსა და სახის ნახევარს. გაცრეცილ ჯინსის შარვალზე კი ასევე კარგა გვარიანად გაცრეცილი და ალაგ-ალაგ დაგლეჯილი კეტები ეცვა. მთელი სხეულით კანკალებდა და წინ მიიწევდა. რამოდენიმე მძიმე ნაბიჯის შემდეგ იქვე კედელთან ჩაიკეცა და მკლავები სხეულზე შემოიიჭირა, მტევნები მხრებზე გაიხახუნა, სავარაუდოდ დასათბობად, შემდეგ კი კვლავ ჯიბეში ჩაიწყო. სულ რაღავ ერთი წუთი დაჰყო კედელთან ჩაკეცილმა, შემდეგ კი კვლავ წამოიმართა და ჩვეული ნაბიჯით განაგრძო გზა არსაითკენ.
სხეულზე მეტად სული გაყინვოდა, მიუსაფრობის შეგრძნებას მოეცვა მთელი მისი არსება. მიუსაფრობისა და მარტოობის. ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის უქონელი დარჩენილიყო, უსახლკაროდ, უმეგორბოდ, უნათესაოდ... უადამიანოდ და ბოლოს უგულოდაც კი, რადგან მისი მხოლოდ სხეული ცხოვრობდა. და საერთოდ ერქვა კი ამას ცხოვრება? უფრო არსებობას უმიზნოდ სუნთქვას დავარქმევდი, ყოველგვარი გრძნობების გარეშე. ამიტომ არაფერი ადარდებდა ამ ქვეყნად, სრულიად არაფერი. დროდადრო ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ლამპიონებში შუქი აციმციმდებოდა, ჩაქვრებოდა. ორიოდე წუთში კი კვლავ მბჟუუტავად გაანათებდა იქაურობას. არ იცოდა რამდენი ხანი იარა. რა დრო დახარჯა აქამდე მოსაღწევად. მისი ყოველი ქმედება რობოტის მსგავსი იყო. მხოლოდ თვალი აღიქვამდა ყველაფერს და არა გონება და გული.
კიდევ ნახევარ საათიანი უმიზნო სიარულის შემდეგ ლამპიონების რაოდენობამ იკლო. რაღაც ხმაურიც მოესმა, რომელიც მდინარისას წააგავდა. ცოტა ხანშიც წინ ხიდს მოჰკრა თვალი. არ გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მოაჯირს ეყრდნობოდა, ისე მივიდა ხიდის შუა ნაწილამდე.მოყინულ მიაჯირზე ხელები უსხლტებოდა და რომოდენიმეჯერ წაბარბაცდა კიდეც. მთელი ტანით შემობრუნდა მარჯვნივ და მოაჯირზე გადაეყუდა. უყურებდა თუ როგორ ბობოქრად მიდიოდნენ დაეჯახებოდნენ ერთმანეთს კუპრივით შავი ტალღები უკუნით სიბნელეში. თვალს არ აშორებდა ერთი შეხედვით შემაშფოთებელ და ცოტა საშიშ, მისთვის კი სასიამოვნო სანახაობას. წამიერად თითქოს გონს მოეგო და თვალი გადაავლო საკუთარ ცხოვრებას, რომელშიც არაფერი, სრულიად არაფერი დარჩენილიყო. საკუთარი სიბნელით მის ქვეშ მოლივლივე კუპრივით შავ ტალღებს თუ შეადარებდა. ახლა იგრძნო თუ როგორ სციოდა და შიოდა. თითქმის ერთი კვირაა გარეთ ათენებს და აღამებს. თუმცა სულიერი ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ფიზიკურზე, რომ ამას ვერც კი გრძნობდა აქამდე. გაოგნებული მისჩერებოდა აზვირთებულ ტალღებს, თან გონებაში მისი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ და მტკივნეულ მომენტებს მიჰყვებოდა გზადაგზა. როგორ მოვიდა აქამდე? ცხოვრებამ მოიყვანა, მისი ბრალი არაფერი არ ყოფილა, ამაში კი დარწმუნებული იყო. ყველა მოგონებამ კადრებამ ჩაუარა თვალწინ და კიდევ უფრო დარწმუნდა გადაწყვეტილების სისწორეში. იცოდა ამ ნაბიჯის გადადგმა რა რთულიც იყო, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ ჰქონდა. გონება და გული კვლავ გათშა და კვლავ რობოტად იქცა. მოყინულ ხიდის მოაჯირს მაგრად ჩასჭიდა სიცივისგან აკანკალებული ხელები. ჯერ ერთი ნაბიჯი შედგა. შემდეგ მეორე... უკვე მოაჯირზე იდგა. ოდნავ წინ გადაიხარა და უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამოეცალა. შხუილით დაეშვა ქვემოთ. სახეში ჰაერის ცივი ტალღა მოხვდა, მაგრამ ეს ყველაფერი უცნაურად მალე დასრულდა. იმის მაგივრად, რომ ცივ ტალღებში გაუჩინარებულიყო. მოლიპულ მიწაზე მოადინა ზღართანი და მტკივნეულად ამოიკნავლა. ჯერ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. უაზროდ მისჩერებოდა მის თავთან აღმართულ სილუეტს. რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალები, რომ მზერა დაწმენდოდა. შემდეგ კი არსაიდან მოსული საოცარი ძალითა და შემართებით წამოდგა ფეხზე და კვლავ ხიდისკენ გაექანა. საოცარი სისწრაფით დაიწყო აძრომა, მაგრამ ახლა კაპიუშონში სწვდნენ და ისე ჩამოათრიეს. შემდეგ ტკაცანის ხმა გაიგონა და ლოყის აწვა იგრძნო. ბედს უცებ დამორჩილებული იქვე ჩაიკეცა და ხელები მუხლებზე მოიხვია. შემდეგ კი ცხელი ცრემლები წამოუვიდა გაყინულ უგრძნობ სახეზე.
-ნორმალური ხარ საერთოდ?! თუმცა რას გეკითხები, რა გეტყობა შენ ნორმალურის! - გაიგონა გამყინავი ხმა და აცრემლებული თვალები მიაპყრო ამ ხმის პატრონს. რომლის თვალებშიც უკვე სიბრალული იკითხებოდა. აკანკალებული გოგონას წინ ჩაიმუხლა და ხელი მხარზე შეახო. პასუხად კი უნებური შეხტომა და გვერდით გაწევა მიიღო. - მითხარი სად ცხოვრობ. სახლამდე მიგიყვან.
პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო.
-საერთოდ შეგიძლია ლაპარაკი?
-არსად. -ამოიჩურჩულა.
-ვერ გავიგე?
-არსად არ ვცხოვრობ მეთქი... წასასვლელი არსად მაქვს. - ახლა უკვე თამამად და ოდნავ ხმამაღლა ამოთქვა გოგონამ თავისი სათქმელი და ცრემლები ხელით მოიწმინდა. დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თავი გვერდით შეაბრუნდა.
კარგა ხანს გრძნობდა იგივე დაჟინებულ მზარას, შემდეგ კი სიჩუმე ისევ მისმა უცნობმა გადამრჩენელმა დაარღვია.
-რა გქვია?
-... ნია.
-ლამაზი სახელი გაქვს ნია... შენი ნდობა შეიძლება?
-ვერ გავიგე? - ცოტა გაკვირვენულმა მიუგო გოგონამ.
-არაფერი. ადექი ნია, აქ გაიყინები. ისედაც ვერ ხედავ როგორ კანკალებ? - ხელი შეაშველა გოგონას და წამოდგომაში დაეხმარა. ნიას უცებ თავბრუ დაეხვა და კვლავ წაიქცეოდა, უცნობის მიერ შეშველებული ხელი რომ არა, რომელმაც ერთი ხელი გოგონას წელს მოხვია, მისი ერთი ხელი კი მხრებზე გადაიდო და ნელი ნაბიჯით დაუყვნენ მბჟუტავი ლამპიონებით განათებულ დათოვლილ ხიდს. ახლაც ისევე ინსტინქტებით მოძრაობდა როგორც მანამდე. სულ არ აინტერესებდა რა მოუვიდოდა, ან საერთოდ სად წაიყვანდა უცნობი. აზრი არაფერს ჰქონდა.
გონზე მხოლოდ მაშინ მოვიდა როდესაც ერთ-ერთი ჩაბნელებული კორპუსის სადარბაზოში შეაბიჯეს და მეორე სართულის ხის კართან გაჩერდნენ უცნობმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარებს მოხერხებულად მოარგო. შიგნით პირველი შევიდა, შუქი აანთო და შემდეგ გოგონაც შემოატარა.
-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. - გაიმეორა სტანდარტული ფრაზა და ვიწრო დერეფანში გამომავალ ერთ-ერთ კარში გაუჩინარდა. ნია კარგა ხანს იდგა შემოსასვლელში. შემდეგ კი კარი დახურა და მის კვალს გაჰყვა. თავი ძველმოდურად მოწყობილ, მაგრამ სუფთა სამზარეულოში ამოყო.
-ეს ქურთუკი გაიხადე. გათბობას ჩავრთე და მალე აღარ დაგჭირდება. ჩაის დალევ და მალევე გათბები. - თან ლაპარაკობდა და თან ცდილობდა დასველებული ასანთის კოლოფისთვის ღერის გაკვრას, თუმცა არაფერი გამოუვიდა და გაბრაზუბულმა კარგა გვარიანად შეიკურთხა. ასანის კოლოფი სანაგვეში მოისროლა და ახალი აიღო.
-გმადლობ.- ამოიჩურჩულა ნიამ, ისე რომ მის მხას მხოლოდ სრულ სიჩუმეში თუ გაიგებდით.
-არაფრის, არაფრის და მიდი გაიხადე ნუ გერიდება.
გოგონამ თავისი დასვრილი ქურთუკი გაიძრო და იქვე სკამის სახელურზე გადაჰკიდა. ჯერ კიდევ დაკვირვებით ათვალიერებდა გარემოს. ისე გაერთო თითოეული დეტალების ყურებით, რომ სულ გადაავიწყდა თავისი პრობლემები და ისიც თუ როგორ აღმოჩნდა აქ.
უცნობმა ამასობაში ჩაიც გაამზადა და გოგონას წინ დაუდგა.
ნიამ გახარებულმა მოხვია გაყინული ხელები თბილ ფინჯანს და მერე შენიშნა თუ როგორ ჭუჭყინი ჰქონოდა. სირცხვილისგან აწითლებულმა სასწრაფოდ შემალა ხელები მაგიდის ქვეშ.
-ჩემი ნუ გერიდება. - გაეღიმა უცნობს. - მიდი გაითბე ხელები. მე კი მანამდე რაიმე ტანსაცმელს გამოგინახავ.
აწითლებულმა გოგონამ კვლავ მოხვია ხელები და პირველი ყლუპი მოსვა. ცხელმა სითხემ სასიამოვნოდ ჩაიარა საყლაპავი მილი და მთელ ორგანიზმს სითბო და არნახული კომფორტი აგრძნობინა. ნელ-ნელა მიირთმევდა ცხელ სითხეს და გვერდითი ოთახიდან გამომავალ ხმაურს უსმენდა. ჩაი თითქმის დამთავრებული ჰქონდა სამზარეულოში კვლავ რომ შემოვიდა უცნობი.
-სააბაზანოში ტანსაცმელი და სუფთა პირსახოცი დაგიდე. ცხელი შხაპი უფრო გაგათბობს. მანამდე მე რაიმე საჭმელს მოვამზადებ. წამომყევი. - თავით მიანიშნა და გოგონა უსიტყვოდ გაჰყვა. სააბაზანომდე მიაცილა. შემდეგ კარი მიხურა და საკუთარ თავთან ისევ მარტო დარჩა. სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავის შეეშინდა. რას დამსგავსებოდა ამ დროის განმავლობაში ნამდვილ საფრთხობელას. ჩაშავებულ- ჩაწითლებული თვალებით, აწეწილი თმებით და ჭუჭყიანი სახით. სასწრაფოთ მოუშვა ონკანი, ტანსაცმელიც გაიხადა და თბილი შხაპის ქვეშ დადგა. ნამდვილი ნეტარება იყო. სითბომ ძვლებამდე ჩააღწია და გრძნობდა, თუ როგორ შორდებოდა მთელი ამდენი ხნის ნაგროვები სულისშემხუთავი ჭუჭყი. გამოსვლა აღარ უნდოდა, მაგრამ უცებ წყალი გაცივდა და იძულებული იყო, რომ ამ ნეტარებას მოსწყვეტოდა. სასწრაფოდ გაიმშრალა და იქვე დადებული თბილი სპორტულები გადაიცვა. ორთქლით სავსე სააბაზანოს კარი გამოაღო და გარეთ გამოიხედა. მაშინვე ეცა საოცრად მადისაღმძვრელი სუნი და კუჭმაც თავი შეახსენა აბუყბუყებით. მთელი კვირაა არაფერი ეჭამა. ძალიან ერიდებოდა ასე სხვის სახლში შეჭრა , სხვისი სასმელისა და საკვების მითვისება. მისთვის სრულიად უცნობი ადამიანის სიკეთით სარგებლობა, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი სრულიად სხვა რამეს კარნახობდა. ამ საოცრად მადისაღმძვრელ სუნს გაჰყვა და კვლავ სამზარეულოში ამოყო თავი.
-უკვე მორჩი შხაპის მიღებას? ძალიან კარგი. საჭმელიც მზადაა და შეგვიძლია მივირთვათ. უცნობმა მის წინ სკამი გამოსწია და გოგონას დაჯდომისკენ ანიშნა. შვითონაც დაიკავა ადგილი და საკმაოდ მადისაღმძვრელი კერძი თავისი ხელით გადაუღო. - იმედია მოგეწონება. იშვიათად ცუდი კულინარი ვარ მაგრამ ხანდახან ასეც მიმართლებს ხოლმე.
ნიამ უხერხულად გაიღიმა და უხმოდ საკმაოდ სწრაფად მოაპრიალა მის წინ მდგარი თეფში. ამის დანახვაზე უცნობს თვალები შუბლზე აუვიდა.
-ოჰო, ჭამა გვყვარებია. - და კიდევ ერთი ჩამჩა დაუმატა გოგონას.
ამის გაგონებაზე ნიას საშინლად შერცხვა, თუმცა დამატებული კერძიც მალევე გაათავა და ახლა უკვე დაკვირვებით შეათვალიერა მასპინძელი რომელის უკვე საშინაო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მანაც მალე გაათავა ჭამა, გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში გადააწყო და კვლავ გოგონას წინ დაიკავა ადგილი.
კარგა ხანს უყურებდა, შემდეგ კი დაიწყო.
-მისმინე, არ ვიცი რა შეგემთხვა და რის გამო ცდილობდი ს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ადამიანს სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი არ გააჩნია და ჩვენი მხრიდან დიდი უმადურებაა ღმერთის მიერ ბოძებულ ამ საჩუქარზე უარს რომ ვამბობთთ.
ნია დუმდა. მხოლოდ თავი ჩახარა.
-არაფერს მეტყვი შენზე სახელის გარდა?
-მადლობა მინდა გითხრა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე. სრულიად უცხო ადამიანს ენდე და შენს სახლში მოიყვანე, დაეხმარე. მაგრამ ძალიან გთხოვ ჩემს წარსულზე ნურაფერს მკითხავ... ჯერ-ჯერობით მაინც.
-კარგი შენი ნებაა... ახლა დაისვენე. მისაღებში დივანზე გაგიშალე ლოგინი. ხვალ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი.
გოგონა მასპინძელს მისაღებში გაჰყვა. გავლისას შემობრუნდა და იკითხა.
-შუქი ჩავაქრო თუ იყოს?
-ჩააქრე. მადლობა და ძილინებისა... შენი სახელიც კი არ ვიცი. - სევდიანად ჩაეცინა გოგონას.
-სოფი.
-ძილინებისა სოფი.
-ძილინებისა ნია.
ოთახში შუქი ჩაქრა. მალე გოგონა ღრმა ძილში გადაეშვა.


*_*_*_*_*_*_*_*
მოგესალმებით ახალი ისტორიით. ზოგადად ისტორიის დადებას ისე არ ვიწყებ თუ უკვე დასრულებული არ მაქვს ან მარტო ბოლო თავი არ მაქვს დარჩენილი. ამის დადებასაც ცოტა მოგვიანებით ვგეგმავდი, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთმა ჩემთვის საყვარელმა მწერალმა თავისი ახალი ისტორია დაიწყო და პირველი თავიდანვე გარკვეული მსგავსებები აღმოვაჩინე ამ ორს შორის. გაუგებრობისა და პლაგიატობის დაწამებისგან თავის ასაცილებლად გადავწყვიტე უკვე დამეწყო ნელ-ნელა დადება..

იმედია მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშურებთ..))



№1 სტუმარი Guest კრისტი

ძალიან საინტერესო დასაწყისია,თავიდანვე მივხვდი მსგავსებას 'იმ მოთხრობასთან' :დდ პლაგიატობას არც დაგწამებ ძალიან კარგიხარ და მალე დადე გელოდები

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest კრისტი
ძალიან საინტერესო დასაწყისია,თავიდანვე მივხვდი მსგავსებას 'იმ მოთხრობასთან' :დდ პლაგიატობას არც დაგწამებ ძალიან კარგიხარ და მალე დადე გელოდები


დიდი მადლობა :)) ხვალ დავდებ მომდევნო თავს.

 


№3  offline წევრი ჭირვეული

საინტერესო სათაურია. გამართულმა ნაწერმაც მომხიბლა, გაგრძელებას ველი

 


№4 სტუმარი Dolly

However in Ryan's case you've received a guy who is clearly very robust and who obviously built his base of strength and muscle using lots of the very ideas that he now speaks
out towards. In one other research, a hundred twenty five males, who had decreased sexual want
and low testosterone levels (lower than 400 ng/dl) took Clomid for about 3 months.

No modifications in cholesterol levels had been observed
and nor did any of those participants experience any unwanted effects.

Even the long-term effects of Clomid (used by males with low testosterone levels)
have been examined by scientists. After two years, it was 562 ng/ dl, and after three years it still was high (582
ng/dl). Bone density elevated considerably and no side effects were reported.
So, Clomid does work and that too with out producing unwanted effects as such.

The ceremony had all of the gravitas and size that one would count on from this
well known star, who passed away simply weeks in the past on September third 2012 in L A California at
age 54 years old. I'm on my second cycle of oral DHEA (few
months break in between) now and I wish to
share some experiences and hear a few of your
opinions. Trying forward to your opinions / experiences (if you have any, since I don’t).

The tested document for largest male squat in the hundred kilo weight class is 332.5 kg.
You’ll typically discover that folks stack it with Anavar and testosterone (usually
the propionate type). The common cycle for this is as much as 8 weeks on and 4 weeks off.

Conversely, bulking cycles are centered on accumulating muscle mass, often accompanied by a
point of fluid retention. Intermediate chopping cycles for girls typically introduce a stronger oral steroid
like Winstrol. Identified for its energy and muscle definition enhancement, Winstrol also excels in eliminating water weight, making it a
well-liked selection for ladies aiming for a more outlined physique.
In intermediate cycles, ladies usually transition to Primobolan (Methenolone Enanthate), a more potent injectable option that
furthers muscle acquire whereas maintaining
unwanted facet effects low. Primobolan not solely enhances muscle
growth but also contributes to energy features.
Research have reported women experiencing virilization effects
when receiving high doses of 0.a hundred twenty five mg
per kg (13) constantly for a year. Based Mostly on our checks, Anavar
is amongst the best steroids in regard to poisonous unwanted effects.
Research has additionally shown it to possess safety in long-term medical
settings (9). Fluid/glycogen retention may be indistinguishable from true accrual of lean tissue depending on methodology used to measure fat free mass.

In the identical study (1), researchers measured strength gains in all four teams.
This research discovered high prevalence of use of protein merchandise in mid-adolescent boys,
and this has implications for the event and implementation of schooling,
prevention, and intervention packages in a spread of settings.

I’ll discuss the powerlifts and the overhead press, as these are most
commonly used as power requirements. Fat-free mass index in users and nonusers of anabolic-androgenic steroids.
They simply "look the part" as a outcome of they'll overcome stupid with Connor Murphy Steroids.
Based on Arnold’s stats (188 cm, 107 kg, 5% body fat), his FFMI
within the photograph is 28.fifty five – a state
that's not attainable naturally. If you want to attain such a figure, you’ll have to succeed
in for unlawful substances.
Thus, it requires very frequent injections (2 instances a day) in order to maintain peak serum testosterone
levels in the bloodstream. Your muscles need protein so as
to recuperate from and adapt to any type of train. Most folks don’t
eat near the one gram of protein per pound of
your required body weight per day that MH recommends, which makes supplementing critical.

This hormone, made infamous by Lance Armstrong, is produced naturally by the kidneys
to stimulate red-blood-cell production. But injecting the
synthetic version can inflate that rely, enhancing your body’s ability to move oxygen to working muscle tissue
and skyrocketing your cardio capacity and endurance. If you endure from anemia brought on by kidney illness, such injections prescribed by a
health care provider may be lifesaving.
– Conversely, a balanced diet rich in protein, mixed with regular training,
can enhance muscle and strength gains, tipping the stability towards extra constructive
outcomes. In addition to the beforehand talked about features, several crucial components should be taken into consideration when planning a steroid cycle.
These embody physique fats proportion, sensitivity
to estrogen, and way of life. Although they won't initially
appear paramount, these elements play a vital position in your cycle’s effectiveness and safety.
Additionally, intermediate cycles usually include Masteron Propionate,
which synergizes properly with Testosterone Propionate to foster lean muscle improvement with enhanced definition and hardness.
Masteron Prop is run thrice weekly for 10 weeks, at a weekly dosage of about
225mg. Anadrole re-creates the results of Oxymethalone (known as Anadrol, one of the most highly effective anabolic steroids in existence) however with out the unwanted aspect effects.

Over time, having detailed data of your progress can provide you a more tangible sense
of how far you’ve come and how close you're to achieving your objectives.
Planning and recording your exercises and personal fitness
goals with an app is normally a quick, simple way to verify you’re staying on track.
Look out for any additional ingredients in dietary supplements that may have
unwanted effects or trigger allergic reactions.

 


№5 სტუმარი Cesar

70918248

References:


Effects Of Steroid Use

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent