შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარღვეულ რითმებში...


6-04-2016, 19:10
ავტორი zak
ნანახია 1 534

ჩემი მფარველი ვარსკვლავი ჩაქვრა,
მაგრამ ახლა ციდან მთვარე დამნათის,
"Sobranie"-ს ბოლო ღეიც ჩავწვი,
მოგონებები კი მარტო ყოფნას არ მაცდის...

ამ ცოდვილ მიწას ცოდვილივე დავემატე,
მუზებს უხარიათ ჩემი ცქერა სიმთვრალეში,
დარღვეულ რითმებში საკუთარ თავს დავემალე,
ცოცხალი ვიყავი და გავხდი ლეში...

მარტოობის ტრფობას ვგმობდი...
თავად გავხდი მოტრფიალე,
თურმე ღამეს მართლაც ესმის,
ჩემი ტანჯვაც და სილაღეც,

გაზაფხულის არომატით დამთვრალს,
ემატება მობარბაცე ალკოჰოლი,
სუნთქვას კანკალს მოვაყოლებ,
მე ამ ღამით მარტო მყოფი...

კერის სითბოს ახლაც ვარჩევ მსუბუქ ყინვას,
ვნებებ აშლილს ხელი ოდნავ მიკანკალებს,
ცა კი წმინდა,უვარსკვლავო...არის,
ჩემო ციცქნავ,ჩემო კარგი...ნეტავ დღეს რად
ჩაქრი?!

ხშირად პესიმისტი ახლა კი პირიქით,
ვარსკვლავის განათებას ალბათ უიმედთ ველი,
თუმცა იქნებ აკაშკაშდეს,მე არ ვიცი,
იმედი ხომ არის მხსნელი ჩვენი!...

ისევ უაზრობებს ვღაღადებ და...
ალბათ ასე ფიქრობს ბევრიც,
ჩემო იმედო და სანატრელო
აინთე,დღეს რად ჩაქრი?!...

ნ.სოლოშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent