შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით (სრულად)


18-02-2017, 20:02
ნანახია 21 294

***

-აი, პროსტა ისე მაინტერესებს როგორი საცოლე ჰყავს ზაზუკას ღამე არ მიძინია,-თქვა ლიკუნამ.
-მეც მაინტერესებს ვაფშე ლელას აზრი სარძლოზე. დედისერთაა მაინც და გადაყოლილი იყო პროსტა ქალი შვილზე,-დაამატა კატომ.
-თან ლელაჩკა მაგარი ფოე-ფოე ვინმეა,-გაიცინა ლიკუნამ,-აუ, კატო მაგრად დავიღალე. ვჭამოთ რა რამე..
-მოდი, აქ დავსხდეთ,-მიუთითა კატომ კაფისკენ და სავარძელში ჩახტა. ძალიან დაიღალნენ დილიდან დადიოდნენ სავაჭრო ცენტრში, რომ საღამოსთვის რამე შეეძინათ. მათ ბავშვობის მეგობარს მოჰყავდა ცოლი, რომელსაც სამეგობროში არავინ იცნობდა. 6 წელი ზაზა (მოფერებით „ზაზუკა“) რიგაში იყო წასული სასწავლებლად და სწორედ იქ გაიცნო მისი საცოლე. ერთი სამეგობრო იყო, რომელიც 6 წლიდან ერთმანეთის გარეშე არ ატარებდა. ზამთარ-ზაფხულ ყველგან ერთად დადიოდნენ. სტუდენტობის წლებმა კი ვირტუალურ მეგობრებად აქცია ისინი. ზოგმა საზღვარგარეთ ჩააბარა, ზოგმა კი-თბილისში. მაგრამ ურთიერთობას მაინც არ წყვეტდნენ და ისევ ინარჩუნებდნენ.
-აუ, კატო სალონში დამტოვებ?
-ლიკუ, რა დონეზე იპრანჭები პროსტა,-გაეცინა კატოს,-ვის ეპრანჭები იქ?
-კაი გოგო ვის უნდა გავეპრანჭო?!-შეიცხადა ლიკუნამ.
-რავიცი.. რავიცი..-სასხვათაშორისოდ თქვა კატომ.
-აუ.. იქნება?
-კი, უეჭველი.
-რა იცი ესეთი დარწმუნებული რომ ხარ?-დაეჭვდა ლიკუნა.
-კაი, გოგო სწავლას ეგ მორჩა და ყველაფერს.
-რომ არ გაგვიგია ჩვენებისგან ჩამოსვლის ამბავი?
-კაი, არ გახსოვს? თუ უნდოდა ვიგებდით, თუ არ უნდოდა არ ვიგებდით..-უთხრა კატომ და ყავა დალია.
-ნუ, ეგ მართალია.
-ხო, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ძმაკაცს არ გაუტეხავდა და სადაც ყველა ვიქნებით ეგეც იქნება რა.
-ხოდა, არ მაინტერესებს! დიდიხანია მოვრჩით ჩვენ უაზრო ურთიერთობებს..!-თქვა ლიკუნამ და კაფის გვერდზე მაღაზიას გახედა,-გოგო, ნახე რაღაც კარგი კაბა ჩანს, არა?
-მიდი, შედი შენ და გადავიხდი ბარემ,-უთხრა კატომ და წამოდგა ფეხზე. სალაროსთან რამდენიმე ადამიანი იდგა. კატოც ჩაძვრა ტელეფონში და ათვალიერებდა სურათებს. რამდენიმე ძალიან მოეწონა, რაც გადაიღეს დღეს ერთად კატომ და ლიკუნამ. შუა სურათების თვალიერებაში იყო რომ რაღაც ძალიან ცივი იგრძნო. ერთიანად გააცია და შეაჟრჟოლა.
-აუ..!-დაიყვირა კატომ და უკან გახტა,-კარგი რა!
-უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყავი არ დაგემართებოდა!-შეუღრინა ბიჭმა.
-კიდე მე?-გაიოცა კატომ.-მაისური ხო დამისვარე ამ შენი რაღაც ესენციებით გაჯერებული წვენით,სახეც გაწუწული მაქვს და ამას პლუს ტელეფონიც გამიფუჭე!
-მართლა? ლამის კისერზე მეჯექი ისე ახლოს იდექი..-არ თმობდა ბიჭი.
-რა უნამუსობაა!
-შემდეგში ყურადღებით იყავი! ახლა კი გამატარე,-უთხრა ბიჭმა და გაიწია.
-დეგენერატი..-ჩაიბურტყუნა კატომ.
-ზრდილობასთან პრობლემებში ხარ?-შემოტრიალდა ბიჭი მისკენ.
-შენნაირებთან ზრდილობა არ ჭრის!-უპასუხა კატომ. აენთო ბიჭს თვალები და დაინახა, როგორ დაეძარღვა კისერი. ბიჭმა კარგად აათვალიერა, ცინიკურად ჩაიცინა და უთხრა:
-ჩემს ზრდილობას უთხარი მადლობა, თორემ ეგ ორი ცალი ბურთი საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურება,-უთხრა და გატრიალდა.
-უზრდელი! იდიოტი!-აჯაჯღანდა კატო და სასწრაფოდ შევარდა მაღაზიაში. პირველი რაც ხელში მოხვდა მაისური აიღო და სალაროსთან მივიდა, სადაც ლიკუნა უკვე იდგა და ყიდულობდა შერჩეულ კაბას.
-რა გჭირს გოგო? რას გავხარ!
-ფორთოხლის წვენი გადავისხი თავზე, რომ უფრო გემრიელი ვყოფილიყავი!
-რა გინდა რას იღრინები, ვერ ხარ შენ!-გაეცინა ლიკუნას.
-პროსტა რას ვგავარ შემომხედე, რა. ვიღაც კრეტინი დამეჯახა, გადამავლო წვენი თავზე და შემომხედე პროსტა!დაჟე, ბოდიშიც არ მომიხადა. გამომიცხადა შენი ბრალიაო.. გაუთლელი ხეპრე!-მაისურზე დაიხედა კატომ.
-აუ, რა ლიფი გაცვია?
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ?-უფრო მეტად გაბრაზდა კატო.
-აუ, დედას ვფიცავარ ისეთი დაყენებული მკერდი გაქვს იმენა პამელას შეშურდებოდა,-გაეცინა ლიკუნას.
-აფრენ, რა..!-გაეცინა კატოსაც,-კაი, წამო გამოვიცვალო ეს ზედა და ტელეფონი წავიღო გასაკეთებლად. წვენია ჩასული და ეკრანი გაეთიშა.
-აუ, მართლა? იმენა არქივია ეგ ტელეფონი. სახეს დავიხოკავ ეგ რო მოკვდეს!-წუწუნით გაჰყვა ლიკუნა კატოს.

პარკინგზე გავიდნენ. კატო კიდე ჯუჯღუნებდა, ლიკუნა კი დასცინოდა. ნერვებმოშლილი კატო ისე გადავიდა მოპირდაპირე მხარეს არც გაუხეავს გვერდზე.
-კატო!-შეჰყვირა ლიკუნამ და პარკები ხელიდან გაუვარდა. ცივმა ოფლმა დაასხა და გაშეშებულმა ძლივს გაახილა თვალები. მის წინ ისევ ის ძარღვებდაჭიმული, წვენის „გადამსხმელი“ ბიჭი იდგა.
-შენ ნორმალური ხარ?-დაიღრიალა ბიჭმა და გადმოხტა მანქანიდან. კატო ერთიანად კანკალებდა. ბიჭის დანახვაზე მაშინვე წამოენთო:
-რას მედები ფეხებში მთელი დღეა?!
-კიდე მე გედები? საბურავებში შემივარდი ლამის!
-შენ მანქანის ტარება არ იცოდე კიდე ჩემი ბრალია?
-შენ გვერდზე არ იყურებოდე რა ჩემი ბრალია?
-არ იცი, რომ არ უნდა გამოვარდე გიჟივით?
-გვერდზე გამოგეხედა და დაინახავდი, ნორმალური სიჩქარით მოვდიოდი და გიჟივით აღარ გადამირბენდი!-დაიყვირა ბიჭმა.
-ბიჭო, დამშვიდდი რა გაღრიალებს.-გადმოვიდა მეორე ბიჭი მანქანიდან,-კარგად ხარ?-ჰკითხა კატოს.
-ამისნაირი ავადმყოფები, რომ არსებობენ და ვსუნთქავ კიდევ კარგად ვარ!-ცივად უპასუხა კატომ და წავიდა მანქანისკენ,-წამოდი, ლიკა!
-თხა!-მიაძახა ბიჭმა.
-გაუთლელი ქაჯი!-ვალში არ დარჩა კატო. სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა, ერთი კარგად ამოისუნთქა და სარკეში ჩაიხედა. ძალიან ალერგიული იყო და ყოველ ნერვიულობაზე გულმკერდი უწითლდებოდა, უარეს შემთხვევაში სახეზე და ხელებზე გადასდიოდა სიწითლე. სახე მთლიანად აწითლებული გქონდა და გახშირებულად სუნთქავდა.
-დედა, რა იყო ეს ა?-თქვა ლიკუნამ.
-ავადმყოფი! ქაჯი..გამოუსვლელი დეგენერატი!
-გალანძღე და ისეთი ბიჭი იყო...
-ლიკა!-გაბრაზდა კატო,-ტიპმა ის არ იკმარა მაისური რომ გამიფუჭა და ტელეფონი, გამწუწა წვენით და ბოლოს კინაღამ მანქანით გადამიარა და კიდე კარგი ბიჭია?! ან სახეზე გაწერია კარგი კი არა, საოცრება!
-მართლა საოცრება იყო, კატო! როგორი მხარბეჭი ჰქონდა, მწვანე თვალები, სწორი ცხვირი და უთხელესი ტუჩები. კბილები ვერ დავინახე,-გაეცინა ლიკუნას,-აი, ის მეორე საოცრება კი არა მოსიარულე ჟურნალის ბიჭი იყო!
-შენც კაი ავადმყოფი ხარ, დაქალი კინაღამ ხელიდან გამოგეცალა და დამნაშავეს და მის „პაძელნიკს“ ათვალიერებდი?!-აღშფოთდა კატო.
-აუ, კაი რა... ჩემ ადგილას შენც ეგრე იზამდი..!
-ნერვებს მიშლი უკვე..!-უთხრა გაბრაზებულმა კატომ და მანქანა დაქოქა.

საღამომდე გაბრაზებული და ნერვებმოშლილი დადიოდა კატო. გადაივლო წყალი, მოწესრიგდა და ჩაცმას შეუდგა. მაღალ წელიანი შავი შარვალი და თეთრი პერანგი („საროჩკა“) ჩაიცვა, რომელიც სხვადასხვა ფერადი თვლებით იყო გაფორმებული. თმები მაღლა აიწია და ცხენის კუდი გაიკეთა. სადა მაკიაჟი ღია ფერებში, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცელი და კატო უკვე მზად იყო. ახლა ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ლიკუნა მომზადებულიყო დროულად. იცოდა მთელმა სამეგობრომ, რომ როცა ლიკუნას ეტყოდი 7 საათს აუცილებლად მივიდოდა 9ის ნახევარზე. ამიტომ, ლიკუნასთვის 6 საათზე მოიპატიჟა სახლში ზაზუკამ მეგობრები.


დიდხანს იპრანჭებოდა ლიკუნა სარკის წინ და ვერ გადაეწყვიტა რა ჩაეცვა. ვაი და გუკა ყოფილიყო ხომ უნდა ყოფილიყო თვალის მომჭრელი? არა, ლიკუნა ყოველთვის ეგრე გამოიყურებოდა, მაგრამ 2 წელია არ უნახავს „ყოფილი“ და შესაბამისად უნდოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც ლამაზად ყოფილიყო. გუკასა და ლიკუნას ისტორია დაახლოებით პირველი კლასიდან იწყებოდა. ალბათ, ამ ურთიერთობას არც მეგობრობას ეძახდნენ მაშინ და არც შეყვარებულობანას თამაშს. ეს ერთზე მეტი იყო და მეორეზე ნაკლები.. ეს ბავშვობის სიყვარული იყო, რომელიც შეჩვევაში გადაიზარდა. ის, რომ გუკას ლიკუნასთვის აუცილებლად თმები უნდა დაეწიწკნა, რომ მერე ბოდიში მოეხადა და ჩახუტებოდა, გაზაფხულზე პირველი ია, აუცილებლად, ლიკუნასთვის რომ უნდა მიეცა, ლიკუნა რომ ყოველთვის უნდა გაპრანჭვოდა გუკას და ებრწყინა მის გვერდზე, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისიც ჩვეულებრივი ამბავი იყო, გუკას მიკითხვები, მოულოდნელი „მომენატრე“, „მჭირდები“. და როდის დამთავრდა მათი გაურკვევლად გარკვეული ურთიერთობა? აი, მაშინ გუკამ კიევის უნივერსიტეტში რომ ჩააბარა და მამამისთან გადავიდა საცხოვრებლად. არა, თავიდან პირველი ორი წელი კონტაქტობდნენ, მაგრამ ის ურთიერთობა აღარ იყო, რაც აქამდე ჰქონდათ. ეს ორივემ კარგად იცოდა, რომ ის ის „არ“ იყო, მაგრამ შეჩვევა მძიმე რაღაცაა. რომ ეჩვევი, როგორც არ უნდა ამტკიცო მარტივად ვერ გადაეჩვევი. ახლაც, შეჩვეული იყო ლიკუნა, რომ აუცილებლად უნდა ეკაშკაშა! და ასეც იყო.. სალონში დაივარცხნა თმა, სადა მაკიაჟი გაიკეთა, შავი მოკლე სადა კაბა ჩაიცვა, რომელიც ყელსაბამითა და საყურით გააფორმა. ასევე, საყვარელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ დაგვავიწყდეს და მზად იყო ლიკუნა გუკასთან შესახვედრად, რომელიც არ იცოდა შედგებოდა დღეს თუ არა! ჩაპაკუნდა ხმაურიანად სადარბაზოში და ჰაეროვნად ჩაჯდა კატოსთან.

-შენ გუკა ხო არ გგონივარ ასე, რომ ჩამიფარფატდი მანქანაში?-გაეცინა კატოს.
-შენ ის ბიჭი ხო არ გგონივარ რო დამიწყე დაკბენა?-ნიშნისმოგებით გახდა კატოს ლიკუნამ და ღვედი შეიკრა.
-ვაიმე, ლიკუნა ლაბაძე უმძიმესი შემთხვევა ხარ!-გაუფუჭდა ხასიათი კატოს.
-რასაც დასთეს იმას მოიმკი! რა შუაშია, მაგრამ მაინც..-გაიცინა ლიკუნამ და სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი.

*
ზაზუკა ამაღლობელი წყნეთში ცხოვრობდა კერძო სახლში თავისი პატარა ოჯახით, რომელიც შემოიფარგლებოდა დედა ლელა და მამა გიათი. დედისერთა განებივრებული ბიჭი იყო ზაზუკა, რომელსაც არაფერი მოაკლეს მშობლებმა. მაღალი, ღია ფერის თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა ამაღლობელს. ლიკუნა, კატო, ზაზუკა, გუკა და ნოდო, რომელიც
შემოეგებათ გოგოებს ერთი სამეგობრო იყო.

-ვა, ჩემი ლია და ეკა რა ლამაზები არიან,ტო!
-აუ, ნოდარი რა გთხოვე?!-დაიწუწუნა ლიკუნამ.
-ე, ბიჭო მე რას მთხოვ შენ მშობლებს მოთხოვე ლია რომ დაგარქვეს!-გაეცინა ნოდოს.
-ისე მაგარი სამეგობრო ვართ,-გაეცინა კატოს,- ლია, ეკა, ნოდარი, ზაზა და გურამი.
-იმენა, ლატარიაში მოვიგეთ ერთმანეთი,-ახარხარდა ნოდო.
-მოვიდა სარძლო?-ინტერესიანი მზერა მოავლო სახლს ლიკუნამ.
-არა, გზაშია. წამო, ჩვენები იქეთ არიან.-უთხრა ნოდომ და ჩაკიდა ხელი გოგოებს და ეს ქუსლებზე ასული გოგოები სულ კისრისტეხვით გაარბენინა.
-ჩემი ცხოვრებები!-კინაღამ შემოაჭყლიტა გოგოები ზაზუკას.
-ზაზუუუუუუუუუ, ისე მომენატრე შე ვირო!-მოესიყვარულა ლიკუნა ზაზას.
-სად გყავს ცოლი? აღარ მოგყვება?-სიცილით უთხრა კატომ.
-ჰა-ჰა-ჰა, ნუ ხუმრობ ეგრე..! გზაშია, გუკას მოჰყვებიან.
-მრავლობითში რატო?
-მაგის ძმა და ნათესაობა. ვნიშნავ ქალბატონო, ვნიშნავ გოგოშკას!
-აუ, წავედი მე ლელაჩკასთან. სად მაქვს ამის ნერვები,-დაიწუწუნა ტრადიციულად ლიკუნამ და სახლისკენ წავიდა. სახლში მოფუსფუსე ლელა ნახა და გემრიელად ჩაკოცნა მონატრებული დედობილი.
-ესეიგი, რაც ზაზა წასულია ათასში ერთხელ გამომივლით ხოლმე რა!
-კაი, ლელჩიკ რა.. ხო იცი სიყვარული არ ქრება. ჩვენი ფუმფულა გოგო ხარ შენ ხო იცი?..!
-ეგ ენა, რომ არ გქონდეს ლიკუნა რა გეშველებოდა?ჩემი ლამაზი გოგო.. არ თხოვდები?
-არ მეძლევიან კაცები და რა ვქნა?-გაიცინა ლიკუნამ.
-დროა უკვე, დრო! აგერ თქვენ სამეგობროში გუკამ გახსნა სეზონი და კი მიჰყვა ზაზაც. ახლა გოგოებმაც ქენით რამე..
-რა თქვი....?-ენა დაება ლიკუნას.
-ჰო, არ იცი? ცოლი მოიყვანა. დღეს გავიცნობთ იმ გოგოსაც.
-მართლა? არ ვიცოდი.. მივულოცავ, რომ მოვა..-სწრაფად თქვა ლიკუნამ და გავარდა სახლიდან. ეზოში მოხარხარე მეგობრებთან მივიდა და სასწრაფოდ გამოიყვანა კატო.
-გუკამ რო ცოლი მოიყვანა იცოდი?
-კაი?! ღადაობ ხო?!-შუბლზე აუვიდა თვალები კატოს.
-იცოდნენ ამათმა?-თვალებით ანიშნა ბიჭებზე.
-ეცოდინებოდათ, უეჭველი.. წამოდი!-გაბრაზდა კატო და ნოდოსთან მივიდა,-გუკას ცოლს იცნობ?
-ისა...-დაიბნა ნოდო,-კი.. საიდან?
-რა საიდან? რატო დაგვიმალეთ?!
-აუ, რავი ტო.. მეგონა, რომ არ გესიამოვნებოდათ ხომ ხვდებით, არა?-დარცხვენილმა თქვა ნოდომ.
-არ მესიამოვნებოდა, რა?! მაგ ადამიანთან ვმეგობრობ და თქვენი საქმე არაა ჩვენი ურთიერთობა! რა სირცხვილია... არც მიგვილოცია...-ემოციებს ვერ მალავდა ლიკუნა.
-თუ გიყვარვარ მერე მეჩხუბე, რა... მოვიდნენ..-თქვა ნოდომ და ახმაურებულ შემოსასვლელს გახედა. გუკა ქერა გოგოსთან ერთად მოუძღვებოდა რამდენიმე გოგო-ბიჭს.
-რა შხვართაა..-თქვა ლიკუნამ.
-არც შენ აკლებ!-უთხრა კატომ.
-ყველა მოდით აქ!-ეზოს ცენტრში დადგა ზაზუკა ლამაზ შავგრემან გოგოსთან ერთად. საიდანღაც ეცნობოდა კატოს, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.-მინდა, ყველას გაგაცნოთ ჩემი საცოლე ანი ნაკაშიძე. ანის ოჯახიც ამოვა და დავნიშნავ ჩემ გოგოს! მანამდე გაიცანით და არ შემარცხვინოთ,-გახედა გოგოებს ზაზამ.
-ანი, ესენი ჩემი დები არიან. ჩათვალე ორი მული გეყოლება,-გაიცინა ზაზუკამ,-ლიკუნა და კატო. სწერვობა ამათი მოგონილია.
-ანი, არ მოუსმინო! ბოდავს ეს რაღაცას.სასიამოვნოა! ისე გამიხარდა შენი გაცნობა.. -უთხრა კატომ და გადაკოცნა ანი. ლიკუნაც ასე მოიქცა.
-ზაზ, გეხვეწები რეზის აუხსენი სად მოვიდნენ..-უთხრა ანიმ ზაზუკას და მიაწოდა ტელეფონი. შემდეგ კი გოგოებს მიმართა,- ჩემი ძმა და მშობლები ამოდიან.
-ერთი ძმა გყავს?-ინტერესით იკითხა ლიკუნამ და ცდილობდა გუკასკენ არ გაეხედა.
-ხო.. ერთია და ისეთია მგონი 100-ს უდრის,-გაიცინა ანიმ.
-ანუ, კარგად გაუგებენ ზაზუკა და შენი ძმა ერთმანეთს,-გაიცინა კატომ.
-კი. რიგაში ჩამოდიოდა ხოლმე ჩემი ძმა და დამეგობრდნენ. ისე მეგობრობენ ზოგჯერ ვეჭვიანობ ხოლმე.
-ჩვენც ვიმეგობროთ და ზაზუკამაც იეჭვიანოს!-გაიცინეს გოგოებმა. სიგნალების ხმა გაისმა, რომელიც ქუჩას იკლებდა.
-უეჭველია, ჩემი დეიდაშვილია..-თქვა ანიმ,-აი, ჩემი ძმა ხოა უხასიათო ეს ისეთი ჭკუამხიარულია, რომ ცა და დედამიწა არიან ერთმანეთთან.


წამში სიბრაზემ გადაკრა სახეზე. აფორიაქდა და ანერვიულდა.
იგრძნო რაღაც, მაგრამ ეს არც გაბრაზებას გავდა არც ამ კლასის რომელიმე გრძნობას.
-ბედი მაგრად გეღადავება, ხო?-არანაკლებ გაშტერებულმა იკითხა ლიკუნამ.
-შეიძლება გავაფრინო ეს თუ ანის ძმაა!
-აზრი?! ძმა ან დეიდაშვილი იქნება..-მიუგო ლიკუნამ. ყველა მაგიდას მიუსხდა. ზაზუკამ ანი დანიშნა ბეჭედიც გაუკეთა. ნოდომ გული მიჩუყს ამ ბედნიერების მოაზიარე რო ვარ და სასწრაფოდ გადაკრა რამდნეიმე ჭიქა. ლიკუნა გუკას არიდებდა თავს; კატო კი ანის ძმას, რომელიც დღევანდელი დღის გმირი აღმოჩნდა.


-შენ თავს ვფიცავარ კუბიდონის თემაა,-ჩაიცინა დათუნამ.
-გაჩერდი, ტო.. ამას აქ რაღა უნდა..-უთხრა რეზიმ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია კატოსთვის.
-არა, შენ თავს ვფიცავარ მართლა მაგარი გოგოა და თუ ბედი გეთამაშება აყევი, რა..
-კაი, ტო.. რა ფსიხია ვერ ნახე დღეს?
-მოარჯულებ,-თვალი ჩაუკრა დათუნამ რეზის.
-მოვარჯულებ კი არა გაპუტვა მინდა!
-შენ არ ამბობდი მაგარი მკერდი აქვსო?
-კი, ტო..-ჩაიცინა რეზიმ,-მკერდი აქვს სასწაული..
-არა, აშკარად ბედია რა.. ერთ დღეში მესამედ?! იმენა, ზემოთაა თქვენი ამბავი დაწერილი,-გაიცინა დათუნამ.
-მორჩი ღადაობას,-შეუღრინა რეზიმ.


-პროსტა ძაან შოკში თუ არ ვიყო მე არ ვიყო ლიკუნა ლაბაძე ლაშას ასული!
-ისეთი გამწარებული ვარ ზაზუკას როგორ ჩავამწარო დღევანდელი დღე?!
-გაგიჟდი? პირიქით! ზაზუკას ცოლის ძმაა და ხშირად ნახავ და დალაგდი ეხლა ცოტა. და მერე ტკბილ მოგონებებში დალიეთ დღევანდელი დღის სადღეგრძელო, „სვით მემორის“ და რამე...-გაიცინა ლიკუნამ.
-შეიძლება ყველაფერს ოხუნჯობით უყურებდე?!
-შენ რო არ უყურებ ხო გაქვს ნერვები მწყობრში!-წაკბინა ლიკუნამ.
-გამარჯობა, გოგოებო. როგორ ხართ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?-გაინაზა ლიკუნა დათუნასთან.
-მე დათუნა ვარ, ანის დეიდაშვილი. დღეს კი შევხვდით ერთმანეთს ცოტა უხერხულ სიტუაციაში, მაგრამ არაუშავს.
-ჰო, ნამვილად უხერხული იყო,-გაიცინა ლიკამ,-მე ლიკუნა და ეს კატოა.
-დაზარალებულს ვახლავარ,-გაიცინა დათუნამ. კატომაც გაუღიმა და დაგტოვებთო და გაშორდა იქაურობას.
-ბედის ამბავია, არა?-ჰკითხა დათუნამ ლიკუნას.
-ჰო, ნამდვილად. მეც მაგას ვეუბნებოდი ცაშია დაწერილი-მეთქი,-გაიცინა ლიკუნამ.
-როგორც გავიგე ბავშვობის მეგობრები ხართ ხო?
-კი, ჩვენ მოვდივართ 1 კლასიდან. იმენა და-ძმები ვართ. ანის ორი მული ეყოლება ჩვენი სახით.
-ორი ულამაზესი მული,-უთხრა დათუნამ და გაუღიმა. ლიკუნა გაწითლდა.
-ლიკა, როგორ ხარ?- ესიამოვნა კომპლიმენტი, მაგრამ გუკას ხმამ გამოაფხიზლა.
-კარგად, გურამჩიკ შენ?
-მეც, კარგად. გამარჯობა,-მიესალმა გუკა დათუნას.
-ჰო, მართლა.. გილოცავ დაოჯახებას.. არ ვიცოდით თორემ მე და კატო მაშინვე მოგილოცავდით..
-მადლობა დიდი.. მალე მამაც გავხდები..-გაიღიმა გუკამ
-მართლა? რა კარგია!-გაიკრიჭა ლიკუნა.
-შენ რას შვები?
-არაფერს, მეც ვთხოვდები,-თქვა ლიკუნამ და ხელკავი გამოსდო დათუნას.
-უი, მართლა? გილოცავთ.. ძალიან გამიხარდა.. დიდიხანია ხვდებით ერთმანეთს?
-ორი წელია.-ჩქარა თქვა ლიკუნამ და მხარზე თავი ჩამოადო დათუნას.
-რა კარგია.. აბა, კი არის დრო. მე და ვიკა 1 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ბოლოს დავაგვირგივნეთ..
-2 წელი ასეთი გოგოსთვის ცოტა მეზედმეტება. ისეთია ლიკუნა მაშინვე ხელი უნდა მოჰკიდო და წაიყვანო თან.. უბრალოდ, ასე გადავწყვიტეთ რომ შეყავრებულობის პერიოდი გაგვეხანგრძლივებინა..-თქვა დათუნამ.
-ძალიან კარგი. მიხარია.. ბედნიერებას გისურვებთ.. აქეთ ვართ და გამოგვიარეთ რა..-უთხრა გუკამ და დაემშვიდობა. ლიკუნამაც ერთი ამოისუნთქა და დათუნას უთხრა;
-სერიოზულ ვალში ვარ შენთან!
-ვალს გადახდა უნდა ხო იცი?-ტუჩის კუთხე ჩატეხა დათუნამ.
-კი, ვიცი..! დიდი მადლობა. რა ვქნა?
-ჯერ არაფერი.. მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებ ვალს,-უთხრა დათუნამ და თვალი ჩაუკრა ლიკუნას.

კატო თავისთვის იჯდა და შავ ღვინოს წრუპავდა. უყურებდა ანის და ზაზუკას და უხაროდა მეგობრის ბედნიერება.. კარგი გოგო აღმოჩნდა ანი ძალიან.. უბრალო, უშუალო, სასიამოვნო.. აუცილებლად, დამეგობრდებოდნენ.

-როგორი წყნარი ხარ.-უთხრა რეზიმ და გვერდზე მიუჯდა კატოს. კატომ უბრალოდ ცინიკურად ჩაიღიმა თავისთვის.
-ლაპარაკს ვერ გასწრებდი დღეს და ეხლა აღარ იღებ ხმას?!-არ ეშვებოდა რეზი.
-არ მინდა და არ გელაპარაკები.
-რაო, გაიბუტე გოგონი?
-სახელი მაქვს სხვათაშორის..-ცივად უთხრა კატომ.
-კი, ვიცი რაც გქვია. შეგეფერება ნამდვილად,-ჩაიცინა რეზიმ.
-ხო? შენ არ შეგეფერება..
-მართლა? არადა, გოგოები გიჟდებიან ჩემს სახელზე.. თანამედროვე და ძველებურია ერთადო..
-გატყუებენ.
-ისე, არ გიხდება ეს პერანგი.
-ბატონო?!-გამოტრიალდა კატო მისკენ. ტანსაცმელი კატოს სუსტი წერტილი იყო. გულდასმით არჩევდა და ყიდულობდა ყველაფერს დღევანდელს თუ არ ჩავთვლით.
-ჰო, შენი სიმდიდრეები არ ჩანს და ტეხავს მარგად..-ცინიკურად უთხრა რეზიმ.
-ვისთვისაც საჭიროა იმისთვის ჩანს!-უთხრა გაბრაზებულმა და წამოდგა.
-ისე კატო!-დაუძახა და შედარებით ხმამაღლა უთხრა,-უკანაც მშვენიერი მკვრივი სიმდიდრეები გქონია!-ერთი წამით კატო გაშეშდა, მაგრამ გამოფხიზლდა და ღვინიანი ჭიქით კურტუმოს ქნევით მიუახლოვდა რეზის. ძალიან ახლოს მიიწია მასთან. ტუჩები ყურთან შეახო. ცოტაც და რეზი გაითიშებოდა. ჰაეროვნად აკოცა ყურის ბიბილოზე რეზის და ჩასჩურჩულა:

-რეზი, ჩემს სიმდიდრეებს შენ ვერასოდეს შეეხები და ჩემს თვალიერებას ჯობია შენს არმანის პერანგს მიხედო, რომელშიც ასე საოცრად იწონებ თავს!-უთხრა და შავი ღვინო მკერდთან ნელ-ნელა ჩაუღვარა. რეზი რომ გონს მოვიდა კატო იქ აღარ იყო, ანისა და მის მშობლებს ელაპარაკებოდა. რეზი კი შავ ღვინოში, როგორც ალუბალი ისე ბანაობდა.

***
-კნუტო, რას შვები?-დაურეკა ლიკუნამ კატოს.
-არაფერს ლიკუჩიკ, სამსახურში ვარ და შეხვედრაზე უნდა შევიდე ცოტახანში. შენ რას შვები?
-აუ, არაფეერს..-გაიწელა ლიკუნა.
-ეხლა გაიღვიძე, ხო?
-რა თქმა უნდა!
-გოგო, როდის უნდა დაიწყო მუშაობა?!
-კაი, რა. შენ რო მუშაობ ხო იკლებ დილის ძილს!-დაამთქანარა ლიკუნამ.
-ძილში ნუ კარგავ დროს!
-კაი, ნუ მეტლიკინები თუ და ხარ. რაზე გირეკავ ეხლა, ამ საღამოს რას აკეთებ?
-როგორც ჩვეულებრივ, 6-ზე ვამთავრებ და მერე თავისუფლება.
-ხოდა, ამოცუნცულდი ჩემთან და ნაკაშიძეებში წავიდეთ.-ჩაიფხუკუნა ლიკუნამ.
-შენ ხო არ გააფრინე?-იკივლა კატომ.
-გოგო, ანი გვეპატიჟება თავისთან რა..
-შანსი არაა! იმ გამოუსვლელი ქაჯის სახლში მე არ წამოვალ..!
-მარტო ცხოვრობს თურმე,-იგუდებოდა სიცილით დაქალის რეაქციაზე.
-თუ უნდა მთვარეზე ეცხოვროს!
-კაი, ნუ მატრაკვეცობ ეხლა რა... ყველა ავდივართ და წითელი კოჭი ხო არ ხარ, ე?!
-დიახაც, ვარ! წავედი, უკვე ნერვები მომიშალე..-უთხრა კატომ და დაკიდა ტელეფონი.


რეზი ნაკაშიძის სახლში ისე მივიდეს ვითომც არაფერი?! ტიპი პროსტა თვალებით აშიშვლებს და იქვე აკეთებს მგონი ყველაფერს. თან რა უზრდელია, რომ არც მალავს მის სურვილებს. გუშინ რამდენჯერმე ამცნო თავისი უხამსი ფანტაზიები კატოს ისე, რომ არც შერცხვა. უზრდელი ნამდვილი! მართალია კატო, გამოუსვლელი ქაჯი! (თვითონ იცის კი რას ნიშნავს?! უბრალოდ, მოეწონა სიტყვები ერთად). არა, კი ძალიან სიმპათიური ბიჭია, მაგრამ უზრდელია ნამდვილი! ეტყობა, თავში აქვს ავარდნილი თავისი გარეგნობა. ისე ძალიან საინტერესოა რას წარმოადგენს ბატონი რეზი ამხელა ამბიციები რომ აქვს.

-კატო, მოვიდნენ უკვე..-ხმადაბლა დაუძახა თანამშრომელმა კატოს.
-ახლავე, წყალს ავიღებ და მოვალ..-გამოერკვა ფიქრებიდანვე მაშინვე კატო და ბაინდერს დაწვდა. სარკეში ჩაიხედა თავი შეათვალიერა და წყლის აპარატთან მივიდა. სასწრაფოდ ჩამოისხა წყალი და ოთახისკენ ფეხაკრეფით წავიდა.
-უკაცრავად დაგვიანებისთვის,-მორცხვად შევიდა ოთახში და კომპანიის გენერალური დირექტორის გვერდით დაიკავა ადგილი. ბაინდერი გახსნა რამდენიმე საბუთი ამოიღო და ღიმილით გადაათვალიერა სტუმრები. ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა მათში ერთ-ერთი რეზი ამოიცნო.
-მოკლედ, კიდევ ერთხელ გამარჯობა,-დაიწყო გენერალურმა დირექტორმა,- კატო, სიტუაციაში გაგარკვევ. მოკლედ რომ გაგაცნო ბატონმა ლევანმა ახლახანს დაარსა ღვინის საწარმო და კომპანია, რომელსაც სათავეში მისი შვილი რევაზი ჩაუდგება. ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ვიღებთ ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ამ კომპანიის პიარი, როგორც ქართულ ბაზარზე ისე უცხოურზე. ასევე, ყველა ღონისძიებას ავიღებთ ჩვენს თავზე და ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთო. პირდაპირი ხიდი იქნები ამ ორ კომპანიას შორის.კატო, მისმენ?
-დიახ, ბატონო აკაკი. ბოდიში..-უთხრა კატომ და რეზის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა.
-მოკლედ, ლევანი ჩემი ახლო მეგობარია და შენ გენდობი ყველანაირად. სხვას ვერ ვანდობ ამ საქმეს.
-ბატონო აკაკი, ახლახანს გავაფორმეთ ხელშეკრულება იურიდიულ ფირმასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი ღონისძიება უნდა გავუკეთოთ. 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ ხომ იცით? და მაგაზე ვარ გადართული. თან თეკლაც საკმაოდ კვალიფიციური და კომპეტენტურია ამ საკითხში..
-კატო, ვიცი მაგრამ შენ უფრო გენდობი ვიდრე სხვას.. ეს საქმე საჩქარო არაა. მგონი არც ლევანს ექნება პრობლემა და არც რეზის 1 კვირა თუ არ მიხედავ მათ საქმეს.
-კი, ნამდვილად.-გაიღიმა რეზიმ.
-შევთანხმდით?-გადახედა აკაკიმ კატოს.
-სხვათაშორის აკაკი, კატო არის ჩემი სასიძოს ბავშვობის მეგობარი,-ღიმილით თქვა ლევანმა.
-მართლა?რატომ არ მითხარი კატო?
-ბატონო აკაკი... როდის მეთქვა..-დაიმორცხვა კატომ.
-თან ნახე რეალური მიზეზი გაქვს, რომ შენი ახლობლების საქმე აიღო ხელში..!-გაიღიმა აკაკიმ.
-კარგით..-მშვიდად უპასუხა კატომ და მასზე მიშტერებულ რეზის გახედა, რომელსაც ცინიკური ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
-კატო, გაგაცნობ რეალურად რა გვჭირდება და როცა მოახერხებ და გააკეთებ გვაჩვენე,-უთხრა ლევანმა და გაუღიმა.
-დიახ, ბატონო ლევან დავიწყოთ,-უთხრა კატომ და ღრმად ჩაისუნთქა. გულმოდგინედ უსმენდა ლევანს, რომელიც აცნობდა კომპანიის დაარსების ისტორიას, ასევე, კონკრეტულად უხსნიდა თუ რა უნდოდათ მისგან რომ გაეკეთებინათ. რეზის ხმა არ ამოუღია. იჯდა და აკვირდებოდა კატოს, რომელიც გულისყურით უსმენდა ლევანს და შიგადაშიგ რჩევებსაც აძლევდა. როგორი განსხვავებული იყო კატო საქმეში. სერიოზული, გაწონასწორებული და მშვიდი. გაეღიმა რეზის და გაახსენდა გუშინდელი კატო , რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან.
-ეს არის სულ კატო,-უთხრა ლევანმა და გაუღიმა.
-გასაგებია ბატონო ლევან. არ არის პრობლემა.. ამ საკითხს დავამუშავებ და ჩემი აზრით, სჯობს ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარს მივხედოთ.
-კი, მართალი ხარ. როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოვიქცეთ..
-მამა, ისიც უთხარი ჩვენთან რომ მოუწევს გადმოსვლა,-ჩაიცინა რეზიმ. გაოცებული თვალები მიაპყრო კატომ ჯერ ლევანს, შემდეგ კი-აკაკის.
-ხო კატო.. კვირაში რამდენჯერმე მათ ოფისში მოგიწევს მუშაობა,-დაუდასტურა აკაკიმ.
-კი, მაგრამ..
-კარგი, ნუ შეაშინეთ ეს გოგო.. როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ მოვა ჩვენთან,-გაუღიმა ლევანმა.
-დიახ,-დარცხვენილმა უპასუხა კატომ და რეზის განმგმირავი თვალებით გახედა.
-მოკლედ, წავედით ჩვენ და შეგვეხმიანე,-თქვა ლევანმა და წამოდგა ფეხზე,-დიდი მადლობა აკაკი. კატო, მოხვალ საღამოს?
-სად ბატონო ლევან?
-მოდი, ბატონო მოვაშოროთ და ლევანი დამიძახე..-გაუღიმა ლევანმა,- საღამოს ანიმ არ დაგირეკა?
-დიახ.. კი.. უბრალოდ, ვნახოთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს..-მოიმიზეზა კატომ.
-არამგონია, აკაკიმ დღეს ძალიან დაგტვირთოს,-ჩაეცინა რეზის ცინიკურად,- ხომ ასეა?
-კი, დღეს საქმე არაა. საუკეთესო თანამშრომელია კატო ჩვენი.. ზუსტად ამიტომ ავირჩიე ის თქვენი კომპანიისთვის. ჩემ სიცოცხლესაც კი ვანდობ მას..-უპასუხა აკაკიმ.
-თუ სხვა საქმე არ არის მე გავალ და დავასრულებ სამუშაოს, რომ საღამოს დროულად მოვიდე..-მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა კატომ და გაუღიმა იქ მყოფებს. დაემშვიდობა და კაბინეტისკენ წავიდა. გიჟივით შევარდა კარებში და საბუთები მაგიდაზე დაყარა. წინ და უკან დადიოდა ოთახში და ნერვები ეშლებოდა. აშკარად ძალიან დასცინოდა ბედი. ორი დღეა ამ ბიჭს უყურებს დილიდან საღამომდე!
-რა ჰგონია თავი.. უზრდელი, გაუთლელი ხეპრე! დიდი წარმოდგენა რომ აქვს თავის თავზე.. ბედი არ მინდა?! მაინც და მაინც მე რომ დამავალა საქმე აკაკიმ.. რა დავაშავე პროსტა! ეხლა როგორ ავიტანო ეს ბიჭი კვირაში სამჯერ? არა, ნამდვილად მეღადავება ბედი და სულ არ უნდა რომ მშვიდად ვიყო..!არა, როგორ დამაბნია პროსტა.. რანაირი სახით მიყურებს? უზრდელი, დეგენერატი! აუ...!!!- დადიოდა წინ და უკან და შფოთავდა. ნერვები ეშლებოდა თავის თავზე. ფანჯარასთან დადგა და გადახედა ჭავჭავაძის ქუჩას, სადაც მანქანები ჭიაჭველებივით ირეოდნენ. მაინც გამოაღო ფანჯარა, რომ ჩაესუნთქა ჰაერი. მერე რა რომ დაბინძურებული იყო?!
-ვიფიქრე გინდოდა,-შემოტრიალდა კატო და კარებში ჭიქით ხელში ცინიკურად მომღიმარი რეზი დაინახა.
-დაკაკუნება არ გასწავლეს?
-კარები ღია იყო და სად დამეკაკუნებინა?
-მაინც რომ უნდა იკითხო და შემოხვიდე ისე, არა?
-ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ნახვა არ მოგინდებოდა და რატომ მეკითხა?-მშვიდად უპასუხა რეზიმ. კარები მიხურა და კატოსკენ წამოვიდა. გული აუჩქარდა კატოს. რაღაცნაირად აბნევდა და შლიდა ეს ბიჭი.
-აჰა, დალიე..-მიაწოდა წყალი რეზიმ და სავარძელში ჩამოჯდა.
-ელემენტარული ზრდილობის ამბავია, იკითხო შეიძლება თუ არა შემოსვლა..-გაუგრძელა კატომ.
-გითხარი და გაგიმეორებ, არამგონია სურვილი გქონოდა ჩემი აქ ყოფნის და დავამატებ კიდევ იმას, რომ არავის ჭკუაზე მე არ დავდივარ.-უთხრა და თვალი ჩაუკრა კატოს.
-მართლა? როგორი დამთხვევაა!
-საკმაოდ დიდი რქები გაქვს, კატო.
-არც შენ უჩივი რქების სიმყარეს,-ნიშნის მოგებით უთხრა კატომ და თვალი გაუსწორა მომღიმარ რეზის.
-იცი, რომ გიყურებ ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყო ერთდროულად ასეთი მიმზიდველი და ასევე, ასეთი ავი?
-მეფლირტავები?
-შეიძლება,-ჩაეღიმა რეზის.
-მე ისიც კი მიკვირს, როგორც შეგიძლია ზოგჯერ იყო გარეგნობის შესაფერისად კულტურული და თავაზიანი და ზოგჯერ გამოუსვლელი ქაჯი..!
-მეფლირტავები, კატო?
-ღმერთმა დამიფაროს!-შეიცხადა კატომ. არადა, გულის სიღრმეში ძალიანაც სიამოვნებდა რეზი. რეზისთან ურთიერთობა და ფლირტაობა კი არა თვითონ რეზი! როგორი საოცარი გარეგნობის ბიჭი იყო რეზი. აი, რომ შეხედავდი და მოგინდებოდა რომ შემოეხვია მისი განიერი მხრები და არასოდეს გაეშვა. უცებ, გამოფხიზლდა კატო და შეხედა რეზის, რომელიც დაჟინებით უყურებდა.
-რა?
-გიყურებ და ვფიქრობ..
-რას ფიქრობ?
-როგორი ვნებიანი შეიძლება იყო საწოლში და შენი სხეულის ფორმები შესწავლის საოცარი სურვილი მაქვს..!-მშვიდად უპასუხა რეზიმ და თვალი კატოს მკერდს გაუსწორა. თითქოს ცივი წყალი გადაასხეს კატოს, გამოფხიზლდა და მაშინვე ფერები შეეცვალა სახეზე.
-როგორი უზრდელი ხარ!
-მე ვიტყოდი, რომ პირდაპირი. რა უზრდელობაა ჩემ სურვილებსა და ფიქრებს რომ გიმხელ?
-შენ ყველას ასე ელაპარაკები?!-უკვე ნერვები დაწიწკვნაზე ჰქონდა კატოს.
-ყველას არა. მხოლოდ განსაკუთრებულებს და ეს განსაკუთრებული მხოლოდ შენ აღმოჩნდი ჩემდა გასახარად თუ საუბედუროდ,-გაიცინა რეზიმ.
-მე კიდევ არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან რაიმე სახის ურთიერთობის! ისიც საკმარისია რომ სასჯელის სახით მაქვს შენთან მუშაობა. სამუშაო საათები დიდიხანია დასრულდა შენთან და შეგიძლია გაბრძანდე..!-ცივად უთხრა კატომ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-აი, რო ბრაზდები იმაზე მიმზიდველი ხდები ვიდრე ხარ.. და სერიოზულად მინდები, კატო..-ისევ თამაშობდა რეზი კატოს ნერვებზე.
-შენი ჰორმონები სხვებთან დაიოკე და სურვილები განახორციელე, მაგრამ ზოგადად ასე თამამად რომ მესაუბრები ეს არასრულფასოვნების კომპლექსზე მეტყველებს. არამგონია, რაიმე შეგეძლოს საერთოდ..-უთხრა კატომ, რომელიც ვეღარ სუნთქავდა. რეზის ჩაეღიმა და წამოდგა. კარგად შეათვალიერა კატო და კარისაკენ გაემართა.
-ნუ, ნერვიულობ. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. შენნაირი გოგო ჩემში ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავს და არც დამაინტერესებს..-უთხრა რეზიმ და კარებში გაუჩინარდა. კატო კი დარჩა გაშტერებული და გაოგნებული.


***

ზოგჯერ მართლა გვგონია, რომ ყველაფერი უბრალოდ შემთხვევითობაა ან უბრალოდ დამთხვევა. არასოდეს არ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მართლა ზემოც ცაში იყოს ბედი დაწერილი და კუბიდონს ჰქონდეს ქვემოთ მარჯვენა კუთხეში ხელი მოწერილი. შემთხვევითობა ჰქმნის ერთ მთლიანობას და ამ შემთხვევითობას მოაქვს ემოციების ზღვა. საოცარია, მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება. მოულოდნელობა შემთხვევითობასთან ჯაჭვურ კავშირშია. ერთი მეორისგან გამომდინარეობს და ბოლოს ქმნის ერთ მთლიანობას და ძალიან იშვიათად თუ ექნება უსიამოვნო შედეგი.

გუშინ დღის განმავლობაში სამჯერ ნახეს ერთმანეთი რეზიმ და კატომ. ორი ერთნაირი, ზედმეტად კარგი და ზედმეტად ჯიუტი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს. ბევრი ფიქრობს, რომ ორი ერთნაირი ვერ გაუგებს ერთმანეთს, მაგრამ ასე არ არის. ყველაზე დიდი თავგადასავლები ორ ერთნაირ ადამიანს ხდება. ყველაზე მეტი კარგი მოგონება ამ ადამიანებს აქვთ და კუბიდონმა ზუსტად იცის ვის უნდა ესროლოს თავისი ისარი.


***

სახლში იყო კატო და დედამისს ელაპარაკებოდა სკაპში, რომელიც იტალიაში იყო მეუღლესთან ერთად მოგზაურობაში წასული.
-კატო, დე ძალიან ვწუხვარ ამდენ ხანს რომ მომიწია შენი დატოვება რა...
-აუ, ირმა გაჩერდი გთხოვ. ორი წლის ხო არ ვარ?
-ხო, მაგრამ მაინც.. რას ჭამ, რას სვამ, როგორ გძინავს.. გეფიცები მაგაზე ვფიქრობ ყოველდღე..
-აუ, დედა იმის მაგივრად რომ დაათვალიერო იტალია და დატკბე მამასთან ერთად ძლივს დასვენებით ჩემზე ფიქრობ?-გაეცინა კატოს,-მიხედეთ საქმეს. ისე, მესამე შვილზეც გეფიქრათ რავიცი...
-მეც მაგას ვეუბნები, კატო..-მამამისის ხმა გაიგო კატომ.
-მა, მომენატრე ძალიან ! წახვედით შენც, დედაც, ნიკუშაც და ლიზაც და დამტოვეთ.ესაა სამართალი?!
-ხო ვამბობდი არ წავიდეთ-მეთქი?-უსაყვედურა ირმამ ქმარს.
-დედა, ვიხუმრე.. არაფერი მიჭირს. ნიკუშა და ლიზა მალე ჩამოვლენ საქორწინო მოგზაურობიდან დღეს მომწერეს. იმათ ნამდვილად არ სცალიათ ჩემთვის,-გაეცინა კატოს.
-დე, როგორი გოგოა ანი? როგორი ოჯახი ჰყავს? როგორ გამიხარდა ზაზუკას გაბედნიერება. რას ვიფიქრებდი ზაზა თუ ოდესმე ცოლს მოიყვანდა? მაგას და ნოდოს სული ძვრებოდა ხუმრობაში და მაიმუნობაში.
-ძალიან კარგი გოგოა და ოჯახიც ძალიან კარგი ჰყავს,-მოკლედ უპასუხა კატომ და რეზის გახსენებაზე უსიამოვნოდ გააჟღიალა.
-წადი, გოგო რას მიზიხარ სახლში. გაერთე, თორე ეგ სამსახური გადაგიყოლებს შენ..-უთხრა ირაკლიმ.
-ჰო, წავედი ჩავიცვა და მოვემზადო. გკოცნით ძალიან ბევრს და მენატრებით, რა..-უთხრა კატომ, ჰაეროვანი კოცნა გაუზავნა მშობლებს და ლეპტოპი დახურა. ძალიან უნდოდა წასვლა, მაგრამ თან არ უნდოდა. რა გაუძლებდა რეზის ფლირტებს? მაგრამ პრინციპში ბიჭმა გარკვევით უთხრა, რომ არ აინტერესებდა. არა, როგორ აკადრა ამხელა 24 წლის გოგოს?! ბიჭებს ჭიანჭველებივით ეხვეოდნენ გარს და მოსვენებას არ აძლევდნენ და ბიჭმა არ მაინტერესებო. როგორ აკადრა?! წავა, აუცილებლად წავა და ნერვებს მოუშლის რეზის აქეთ. წამოხტა და კარადის წინ დადგა. რამე ისეთი უნდა ჩაეცვა რეზისთვის ნერვები რომ მოეშალა, თან არც ძალიან გამომწვევი რომ ყოფილიყო მაინც ანის და რეზის მშობლები იქნებოდნენ იქ.
-გოგო, რას აკეთებ?!-დაურეკა ლიკუნამ , რომელსაც საეჭვოდ განაზებული ხმა ჰქონდა.
-ტანსაცმელს ვარჩევ,-მშვიდად უპასუხა კატომ.
-რააააააააა???-ტელეფონში გამოძვრა ლიკუნა,-ეხლა არჩევ ტანსაცმელს?! გაგიჟდი, ხო? ქვემოთ ვდგავართ და გელოდებით. საათი იცი მაინც რომელია? მივიდა ყველა უკვე!
-ვინ დგახართ?-დაიძაბა კატო.
-მე და დათუნა,-განაზებულმა უპასუხა ლიკუნამ.
-ვინ?-გაეცინა კატოს,-ამოდით, რა. მოვეწყობი უცებ..
-კაი, ჰო..-გაბრაზებულმა უპასუხა ლიკუნამ და ორ წუთში სახლის კარი შემოაღო დათუნასთან ერთად.
-აქა მშვიდობაააა...-დაიძახა დათუნამ.
-დათუნ, როგორ ხარ?
-კარგად, კატო შენ? მოემზადე რა გველოდება ყველა..-უთხრა დათუნამ და ლიკასთან ერთად მისაღებში მოკალათდა. გიჟივით შევარდა კატო ოთახში, გადმოყარა ტანსაცმელი და დაიწყო აქეთ-იქეთ ყურება. ბოლოს შავ, მომჯდარ კაბაზე გააკეთა არჩევანი. სადა იყო, გული დახურული და მუხლებამდე წვდებოდა. ფეხზე კრემისფერი მაღლები ჩაიცვა, თმა გაიშალა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.
-ვსო, მზად ვარ!
-აუ, ამ გოგოს ტომარაც რომ ჩამოაცვა სულ ლამაზია, რა!-თქვა ლიკუნამ და ტაში შემოკრა.
-გამიგიჟებს დეიდაშვილს,-გაეცინა დათუნას და სადარბაზოში გავიდა.


***

ნაკაშიძეები კერძო სახლში ცხოვრობდნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. სახლი ორ სართულიანი იყო, დიდი ეზოთი და ბასეინით. ეზოში ბამბუკის ფანჩატური იდგა ბასეინთან ახლოს. ეზო გაფორმებული იყო სხვადასხვა ყვავილებით და ხის დეკორაციებით.

-როგორ გამახარეთ!-შემოეგება ანი გოგოებს,-წამოდით აქეთ.-მიუთითა პირველი სართულისკენ და წინ გაუძღვა,-წვიმას აპირებს მგონი და სახლში შემოვიკეტოთ დღეს.

მათ გარდა კიდევ რამდენიმე ბიჭი და გოგო იყო, რომლებიც რეზის და ანის ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რეზის კატოს დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
-გოგოებო, რას დალევთ? გვაქვს შავი ღვინო, არაყი, ტეკილა, კონიაკი. რომელი გინდათ?
-შენ კატ?-შეხედა ლიკუნამ.
-მოდი, ტეკილათი დავიწყოთ,-თქვა დავდაჯერებულად კატომ.
-აი, ესე რა! ჩვენი გოგო დაბრუნდა,-გაიცინა ნოდომ.
-მაგარი მსმელი ხარ?-გაიცინა დათუნამ.
-აუ, ბიჭო არ თქვა. პირველად რომ წავედით ზღვაზე ერთად იქ ხო ხვდები ზაფხული და რამე და ვიღაც ჩვენი ჩერეზ ჩერეზ მეგობრები მოვიდნენ. დანიძლავდნენ კატო და ის ბიჭი რო დალევდნენ თითო-თითო ლიტრას,-გაეცინა ნოდოს.
-რის სანაცვლოდ?-იკითხა რეზიმ.
-სარფის კლდიდან გადმოხტომაზე. ორივეს ძალიან ეშინოდა სიმაღლის და გარისკეს რა,-ჰყვებოდა ნოდო,-ხოდა, დაიწყეს დალევა. ჩვენ ჩვენ პონტში ცალკე არაყი გვედო და იმას ვსვამდით. აი, რო მიაყარეს იმ ტიპს მეოთხედი ჰქონდა დარჩენილი და პროსტა ვეღარ გაქაჩა. ინტოქსიკაცია დაემართა და სასწრაფო გამოვიძახეთ. სასმელის გადაჭარბებული რაოდენობის გამო ცუდად გახდა. ის ღამე ხო გავატარეთ საავადმყოფოში და კატო არყის ბოთლით დახვდა პალატაში და გადარჩენა მიულოცა.

-ღადაობ, ტო? შენ ვინ ყოფილხარ,-გაეცინა დათუნას.
-ნოდო, სად რა უნდა მოყვე არ იცი?-გაბრაზდა კატო.
-კაი, კატუშკი მაგრა მახსენდება. მერე რა ახტუნავე ტიპი სარფიდან?
-მართლა? მაინც კატო?-გაეცინა ანის.
-ხო, ბოლომდე არ დაგილევია მერე რა ცუდად რო ხარ სანაძლეო სანაძლეოაო და სამჯერ გადმოახტუნა. თვითონ კი იწვა არხეინად და ირუჯებოდა,-გაიცინა ზაზუკამ.
-საკმაოდ დიდიხანია არ დამილევია და ამიტომ, ვერ შეგპირდებით,რომ დაგყრით სუ ყველას,-გაეცინა კატოს და ცალ ხელში ტეკილა მოიმარჯვა ცალ ხელში ლიმონი. ნელ-ნელა დაიწყეს დალევა და გართობა. იხსენებდნენ ბავშვობის მოგონებებს და იცინოდნენ. მხოლოდ რეზი იყო ჩუმად და აკვირდებოდა კატოს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა რეზისთვის.

-აუ, ან საპირფარეშო საით არის?-ჩუმად ჰკითხა კატომ ანის.
-მეორეზე ადი და ხელმარცხნივ მეორე კარია,-უთხრა ანიმ. კატოც მშვიდად წამოდგა და
მეორე სართულისკენ ავიდა. არა, რა დაალევინა ამდენი? ძლივს დადიოდა. პირდაპირი მნიშვნელობით რვიანების ხაზვით ავიდა მეორე სართულზე. არ დაკვირვებია ისე შეაღო კარები. კი გაუკვირდა საძინებელში რომ აღმოჩნდა, მაგრამ არ შეიჩნია. საძინებელში კარი იყო ღია და იმ კარში შევიდა. ესეც საპირფარეშო.. „რა ჩახლართული სახლია“-გაიფიქრა თავისთვის. მოწესრიგდა და სარკეში ჩაიხედა. ძლივს არჩევდა თავის ანარეკლს, მაგრამ მაინც ცდილობდა თავის ხელში აყვანას. კარებიდან გამოვიდა თუ არა მაშინვე მკრივ სხეულს შეასკდა. მწვანე, ოდნავ ჩაწითლებული თვალები უყურებდნენ. ერთი ნაბიჯი გადადგა რეზიმ კატოსკენ და კარებთან ააწეპა გოგო.

-შენით მოხვედი ჩემს ოთახში?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ.
-ოთახი შემეშალა და გაიწიე,-უთხრა კატომ და ხელები გულმკერდზე მიადო, რომ გაეწია რეზი.
-ეგრე ადვილი არაა ჩემი ხელიდან გასხლტომა,-ჩაიცინა რეზიმ,-ბარემ მოხვედი სურვილი სისრულეში ხო არ მომეყვანა?-გააცია კატოს. კინაღამ ფეხები გამოეცალა..
-გაგიჟდი? ახლავე, გაიწიე!
-ხო, გავგიჟდი. აი, ისეთი სუნი გაქვს.. შენი კანის სუნი ყველას სუნამოს, რომ სჯობია..-უთხრა რეზიმ და კატოს კისერში ჩარგო ცხვირი. გრძნობდა კატო გახშირებულ სუნთქვას და ცხელ ჰაერს, რომელიც ეფქრვეოდა კისერში. დაბურძგლა.. დიახ, დაბურძგლა სიამვონებისგან..
-რეზი, გაჩერდი რა...
-კატო.. კატო..
-რეზი-მეთქი!-დაუყვირა კატომ და ხელი ჰკრა,-შენ ის ბიჭი არ ხარ რომ მეღადავებოდი რაღაცებს? და შენთვის მიუღებელი გოგო რომ ვარ?!
-რა იყო? გაგიტყდა?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ.
-ცინიზმი შენთვის შეინახე და იმათ მიხედე ვინც შენთვის მისაღებია,-უთხრა კატომ და კარისაკენ გაემართა. რეზიმ მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ შემოატრიალა.
-ასე მარტივად ნამდვილად არ გაგიშვებ!
-გაიწიე, იდიოტო!
-ესე მარტივად გამორიცხულია, კაპასო!-უთხრა რეზიმ და დაეტაკა ტუჩებზე. კატო აზრზე ვერ მოვიდა საერთოდ რა ხდებოდა. გიჟივით კოცნიდა რეზი და ზედმეტად მომთხოვნად უკოცნიდა ჯერ ზედას შემდეგ კი ქვედა ტუჩებს.
-რა გააკეთე, გოგო?!-გახტა რეზი უკან და ტუჩზე მიიდო ხელი,-სისხლი მომდის!
-შემდეგში გეცოდინება ვისთან რა უნდა ქნა, ქაჯო! და შემდეგში აღარ გაბედო მოახლოება, თორემ ამასაც დააგემოვნებ!-ხელის გულზე მიანიშნა კატომ და ოთახი დატოვა.

აფორიაქებული ჩავიდა ბავშვებთან. არ ჯეროდა, რომ რეზიმ პირველი კოცნა მოპარა. დიახ, პირველი კოცნა იყო კატოსთვის და ისეთი, საერთომ რომ ვერ წარმოდგინა. ეგონა, მარჯვენა ფეხს აწევდა, როგორც კინოებშია მაგრამ ვინ აცადა? ეს ბიჭი ხო ქაჯია, ველური, გაუზრდელი.. როგორ გაუბედა! ორი დღეა აგიჟებს და ამცირებს. ისე დაჯდა ქვემოთ არავისთვის არ შეუხედავს.

-რა გჭირს, გოგო?-აღშფოთებულმა ჰკითხა ლიკუნამ.
-არაფერი, დიდიხანია რომ არ დამილევია უცებ მომეკიდა,-მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა კატომ.-ლიკუნ, არ წავიდეთ? 2 საათია უკვე.
-ჰო, მოიცა დათუნას ვეტყვი,-უთხრა ლიკუნამ და გაიპრანჭა.
-ანი, წავალთ ჩვენ.-უთხრა კატომ და დააფიქსირა რეზის რეაქცია, მაგრამ არ შეიმჩნია.
-გამოიძახეთ ტაქსი?
-გავაჩერებთ, დათუნა მოგვყვება.-უთხრა ლიკუნამ.
-არ გინდათ ტაქსი. მე წაგიყვანთ,-წამოდგა რეზი.
-შენ ნასვამი არ ხარ?!-ჰკითხა ლიკუნამ.
-რა ნასვამი, სად დაინახე რო დავლიე?!-გაეცინა რეზის. „რა? რეზის არ დაულევია?! ღმერთო ჩემო! არადა, როგორი ნასვამი მეგონა.. უზრდელი ბიჭი..“-ფიქრობდა კატო თავისთვის. მანქანაში ჩასხდნენ და კატოს სახლისკენ წავიდნენ. საბედნიეროდ ლიკუნა რჩებოდა კატოსთან და შედარებით მშვიდად იყო, რომ არ მოუწევდა რეზისთან მარტო გაჩერება. სადარბაზოსთან მივიდნენ და მაშინვე გადმოხტა კატო მანქანიდან და შესასვლელთან გაჩერდა. სანამ ლიკუნა დაემშვიდობა ბიჭებს, მოიკითხა დათუნას ძაღლი, რეზის სახლი შეუფასა იქამდე კატოც შედარებით გამოფხიზლდა. გადმოსულ ლიკუნას დათუნა შეეგება.
-დიდი მადლობა,-უთხრა კატომ დათუნას და სადარბაზოსკენ წავიდა.
-კატო!-დაუძახა რეზიმ. კატომ გამოხედა რეზის და ხელი დაუქნია. რეზის ჩაეღიმა და თითით აჩვენა მოდიო. კატოც ზლაზვნით მივიდა მისკენ და მანქანაში შეჰყო თავი.
-ასეთი გემრიელი ტუჩები არასდროს გამისინჯავს, მაგრამ მაინც მოჩვენებითი მიმზიდველობა ხარ მეტი არაფერი,-უთხრა რეზიმ და უცებ აკოცა ტუჩებზე. კატო გაშრა და წამოენთო. მაშინვე მოშორდა მანქანას და ჩაიბურტყუნა:
-ატეხილი დაუკმაყოფილებელი ქაჯი!
-გავიგე,-უთხრა რეზიმ და მანქანა დაქოქა.

***
როცა ბედნიერება კარზე გიკაკუნებს, აუცილებლად, უნდა გაუღო კარი.
უმიზეზოდ არ მოვა.
ყველაფერს მიზეზი აქვს. მიზნის გარეშე მოქმედება არ არსებობს.
მოქმედებაა ბედნიერების კიბეებზე სვლა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგდო.

***
ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და დედამიწაზე ობლად ანთებული სანთელი, რომელსაც აფორმებდა ღვინის ბოთლი. ულამაზესი ხედი იშლებოდა ამ ყველაფერს უფრო ალამაზებდა ორი ერთმანეთისთვის გაჩენილი ადამიანი.
-საუკეთესო ხარ, რეზი..-ყურში ჩასჩურჩულა კატომ.
-შენ მსოფლიოში საუკეთესო გოგო ხარ. შენნაირი არ შემხვედრია..-უთხრა რეზიმ და თვალებზე აკოცა. შემდეგ ლოყაზე, ცხვირზე და ბოლოს ტუჩებზე დააკვდა. ალბათ, ყველას ნანახი აქვს ფილმი „პრინცესას დღიურები“. კატოს საყვარელი ფილმი იყო და ზუსტად ამიტომ უნდოდა პირველი კოცნისას ფეხი აეწია. სრულ ნეტარებაში იყო კატო და ის-ის იყო ფეხი უნდა აეწია რომ უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
-აუ...-ამოიზმუვლა კატომ. არ ჩერდებოდა უსიამოვნო შეგრძნება. ფართხალებდა კატო და ვერ ჩერდებოდა.
-აუ, კაი რა.......
-რა კაი, რა! ადე გოგო ძმა და რძალი ჩამოგივიდა!-დასჭექა ხმამ და მძიმე მასა იგრძნო კატომ.
-ადექი ნიკუშა, ცოდოაა! მძიმე ხარ...-ცდილობდა ლიზა აეყენებინა ქმარი.
-არ არსებობს!-გამოფხიზლდა კატო და მასზე ჩაფსკვნილ ძმას ჩაეხუტა.
-გოგოშკა როგორ მომენატრე! ჩემი ძილისგუდა და..-ეფერებოდა ნიკუშა.
-ლიზაზუ! მოდი, შენც..-დაუძახა კატომ. ლიზაც მოურიდებლად ჩაუხტა ლოგინში კატოს. ცოლ-ქმარმა მოიქციეს შუაში კატო და ეხუტებოდა ორივე.
-გავიჭყლიტე, ხალხოოოოო...-დაიყვირა კატომ.
-ღირსი ხარ ესე ძალიან რომ მომანატრე თავი,-უთხრა ნიკუშამ და მოუღუტუნა კატოს.
-ნიკუშა! ხომ იცი რო ცუდად ვხდები?-ძლივს ამოისუნთქა კატომ.
-აუ, ეს კიდე უჟმურია რა.... უნდა გაგათხოვო იქნებ გეშველოს..-გაიცინა ნიკუშამ და წამოხტა ლოგინიდან.
-აუ, რა ეტყობა ამას 30 წლის როა და ცოლი ჰყავს?-გაეცინათ გოგოებს.
-ლიზაზუ! როგორ მომენატრე! არასოდეს დამტოვო, რა....-ჩაეხუტა კატო საყვარელ რძალს.
-მეც, ჩემო სიცოცხლე. არასოდეს დაგტოვებ! ჩემი შვილიც შენ იქნები, დაც, ძმაც. ბოდიში ეხლა ქმარი რო ვერ იქნები,-გაიცინა ლიზამ.
-ნიკოლოზა, ისეთია ყველა ქმარს უდრის.
-აუ, მომიყევი ამბები რა.. შენ ისეთი ხარ ისე არ დარჩებოდი ეს 2 კვირა,-უთხრა ლიზამ. კატომაც არ დააყოვნა და თავიდან ბოლომდე მოუყვა ყველაფერს ლიზას. ლიზა იგუდებოდა სიცილით, არ სჯეროდა რომ გამოჩნდა ბიჭი, რომელიც კატოს ნელ-ნელა იმ ლამაზ რქებს ატეხავდა.
-ეკატერინე! არ მჯერა რო ტუჩებით ქალიშვილი აღარ ხარ,-გაიცინა ლიზამ.
-მოგხვდება, გოგო!-გაბრაზდა კატო.
-ღადაობ? ეგ რა მაგარი ბიჭი ყოფილა! იმენა, ბედია რა...
-რა ბედი, ტიპი ხო გითხარი ისეთ რაღაცებს მეუბნება. ესე მოდის უხამსად მესაუბრება, სურვილებს მიმხელს და მერე მკოცნის. სულელი არაა?
-სულელი კი არა, ტიპი ყოფილა ეგ რა!-ტაში შემოკრა ლიზამ,- აუ, ძაან მიხარია!
-რა გიხარია ნუ გადამრიე ეხლა!
-რატო არ უნდა მიხაროდეს? ძლივს ვიღაცას მიაქციე ყურადღება და ძლივს ვიღაცამ აღძრა შენში ემოციები ამდენი ბიჭი გეხვეოდა და ამდენ საჩუქრებს, სურპიზებს გიკეთებდნენ და პროსტა ვერავისკენ ვერ გაგახედე, რა..
-აუ, თორნიკე გახსოვს? ანძაზე რო ამაპროწიალა სავახშმოდ,-გაეცინა კატოს,-კინაღამ რო იქვე მოვკვდი შიშისგან.
-ხო, თუნდაც ეგ. ტიპმა პროსტა რა გააკეთა ანძაზე ვახშამი და შენ როგორც ქალი რომანტიკა ერთი წამითაც კი არ გახედე.
-არ მომწონდა პროსტა რა..
-არ მოგწონდა და რეზი მოგწონს!
-რატო რადგანაც ვლაპარაკობ? და გიყვები?!
-დიახაც!-დაეთანხმა ლიზა,- იმაზე მე თუ ამოგაგლეჯდი სიტყვებს და რეზიზე შენი ნებით მიყვები.
-აუ, ბოდავ რა..!
-ვიღაცას ეშველა..-წაუმღერა ლიზამ.
-ლიზა!-გაბრაზდა კატო და ბალიში ესროლა ლიზას.
-რაო კნუტო შეყვარებული ხო არ ხარ?-ლიზამაც ესროლა ბალიში კატოს. სანამ გოგოები ბალიშებით თამაშობდნენ კატოს ტელეფონი სკდებოდა სიმღერით.
-გასკდა ტელეფონი,-თქვა ლიზამ და მიაწოდა კატოს.
-ალო,-უპასუხა კატომ ტელეფონს.
-ისე ტკბილად მეძინა, როდის გავამეორო იმაზე ვფიქრობ ეხლა,-მოესმა ცინიკური ხმა.
-რა ჯანდაბა გინდა?!
-შენ თავს ჯანდაბას რატო უწოდებ, კატო?
-კვირა დღის შესახებ არაფერი გსმენია?!
-მერე რა რო?-გაეცინა რეზის.
-კვირა დღეს არავინ მირეკავს მეგობრების გარდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მე და შენ არ ვართ მეგობრები. უბრალო, იძულებითი ნაცნობი ხარ.
-რა გრძელი ენა გქონია კატო,-ჩაეცინა რეზის მერე კი დასერიოზულდა,-კარგად მომისმინე, არავის ჭკუაზე მე არ დავდივარ და როცა მომინდება მაშინ დავრეკავ. არ აიღებ და სხვა გზას მოვნახავ. იცოდე, ეგ ნამდვილად არ გამიჭირდება. ხოდა, რა ხდება მერე რა რომ კვირაა დღესაც საქმეა ასე, რომ შენი მკვრივი და მადისაღმძვრელი ერთი ადგილი აწიე და 15 წუთში დამხვდი ქვემოთ!
-გააფრინე, ხო?-დაუყვირა კატომ.
-მე გითხარი.
-მეც გითხარი და ნუ, მაიძულებ შენს ოჯახს ცუდად გავეცნო. იმედია, მიხვდებოდი რომ მორიდება არ გამაჩნია, როცა ჩემს სურვილზეა ლაპარაკი.
-ხისთავიანი ხარ მეტი არაფერი!-დაუღრიალა კატომ და დაახეთქა ტელეფონი ლოგინზე.
ჯუჯღუნით მივარდა კატო კარადას და ტანსაცმელს დაუწყო ყურება.
-რა ხდება?-ჰკითხა ლიზამ.
-რა ხდება და 15 წუთში ქვემოთ იყავიო ვაჟბატონმა. არა, არ მესმის პროსტა თავი ვინ ჰგონია? რამდენს მიბედავს ატყობ? გაუზრდელია გეუბნები. არადა, ისეთი კარგი მშობლები ჰყავს. ვგიჟდები მამამისზე! დაც, დედაც მაგრები ჰყავს და ეს უჯიშო ვის დაემსგავსა?-ქოთქოთებდა კატო.
-მომკალი და ძალით თუ არ გიკეთებდეს მე ვიყო არაქალი,-უთხრა ლიზამ.
-გოგო, ძალით მიკეთებს აბა რას შვრება? ნერვებს ისე მაგლეჯს რო ერთ დღეს სადმე მისი გვამი თუ ნახე ყველა პონტში ჩემი ხელწერა იქნება,-უთხრა კატომ და ჯინს დაავლო ხელი. ჯინსი, ზოლიანი მაისური და კედები ჩაიცვა.
-ძაან არ მაინტერესებს რა საქმეა და სად არის ეგ საქმე! კვირა დღეა და თავისუფალ სტილს გაუმარჯოს!-წამოიძახა კატომ და სამზარეულოში გავიდა. ნიკუშა მაცივართან იდგა და უყურებდა შუბლშეკრული.
-რა იყო შენ არაფერს ჭამდი?
-დაგერეკა წინასწარ და გავსებულს დაგახვედრებდი მაცივარს!-შეუღრინა კატომ.
-რა ჭირს ამას, ე?-ჰკითხა ოთახში შემოსულ ლიზას.
-არაფერი, ხო იცი არ უყვარს რომ აღვიძებენ,-უთხრა ქმარს და მიეხუტა.
-ჩავალ მე პროდუქტებს ამოვიტან და საჭმელი გააკეთე, თორემ მოვკვდი მშიერი..-დაიწუწუნა ნიკუშამ.
-არაფერი გიჭირს ცოტა დაკლება არ გაწყედა,-მიაძახა კატომ და მოსაცმელს დაავლო ხელი.
-აუ, ეს პითონი ნახე რა. მოიცა, დამელოდე ერთად ჩავიდეთ.
-ჰე, დროზე..-დაუძახა კატომ და კარი გამოაღო. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და კიბეზე დაეშვა. რეზის ზუსტად სადარბაზოსთან ჰქონდა გაჩერებული მანქანა. დაინახა თუ არა კატო გადმოვიდა და შეეგება:
-ლოგინის ფორმა გაქვს,-გაეცინა რეზის.
-შენ პითონის,-„არა, რა კარგი კომპლიმენტი უთხრა ნიკუშამ. რეზიზეც გამოიყენა“.
-დილიდანვე ვიგესლებით კატო?
-რო არ შეარგებ ადამიანს კვირა დღეს მეტს მაინც არ უნდა მოელოდე,-უთხრა კატომ და თვალი ჩაუკრა.
-თვალს ნუ ჩამიკრავ მეორედ, თორემ აქვე მოვახდენ ჩემი სურვილების რეალიზებას!-ხმადაბლა უთხრა რეზიმ და მკლავზე ხელი მოჰკიდა,-დაბრძანდით ქალბატონო.
-მე თვითონ უტაქტოვ!-უთხრა კატომ და მანქანის კარს დაწვდა.
-კატო!-გაიგო ძმის ხმა.
-მივდივარ ნიკუშა საქმეზე,-მშვიდად უთხრა კატომ და ხელი აუწია.
-მოიცა, ბიჭო.. რეზი ნაკაშიძე?-თვალები დაქაჩა ნიკუშამ.
-არ არსებობს. ნიკუშა მეტრეველი?-გულწრფელად გაუღიმა რეზიმ. „აუ, ოღონდ ეს არა“-გულში დაიწუწუნა კატომ.
-როგორ ხარ? მაგრად მომენატრე, ე!-ჩაეხუტა ნიკუშა რეზის.
-მეც, ტო. რას შვები? აქ ცხოვრობ?
-კი, აი, იქ-მიუთითა ნიკუშამ სახლისკენ,-შენ აქ რა გინდა?
-ბიჭო, არაფერი. თანამშრომელს გამოვუარე საქმეზე, რა..-უთხრა რეზიმ.
-გამარჯობა! მეც აქ ვარ!-დაიწრიპინა კატომ.
-კატოა შენი თანამშრომელი?-აუტყდა სიცილი ნიკუშას.
-კი. იცნობთ?
-კი, ტო. ჩემი დაა,-იგუდებოდა სიცილით ნიკუშა.
-კაი, ღადაობ?-ცინიკური მზერით შეხედა რეზიმ კატოს.
-ეტყობა რამე რო ღადაობს?!-დაუქაჩა თვალები კატომ.
-საით გაგიწევიათ? ამო, რა.. მაგრა მშია მაღაზიაში მივდიოდი ეხლა. ეს ხო არაფერს ჭამს და მაცივარში ცივი წყლის გარდა არაფერი დევს იმენა,-გაიცინა ნიკუშამ.
-არსად, ჩვენც სასადილოდ მივდიოდით,-უთხრა რეზიმ. კატოს ეგონა მოესმა. ანუ, რა გამოვიდა? საქმე არ ჰქონდა რეზის? არ უნდა ემუშავათ?
-მაშინ, ამო ჩვენთან და ერთად ვჭამოთ. ჩემს ცოლს გაგაცნობ, ლიზას.-მოიპატიჟა ნიკუშამ.
-კაი, ამოვალ. წამო, მაშინ გამოგყვები მაღაზიაში,-უთხრა რეზიმ.
-კატუშ, ადი შენ და ამოვალთ რა. ლიზას უთხარი და გაშალეთ მაგიდა,-უთხრა ნიკუშამ და რეზისთან ერთად წავიდა.

სიმწრისგან ტირილი უნდოდა კატოს! საიდან იცნობდნენ რეზი და ნიკუშა ერთმანეთს? რაღა მაინც და მაინც რეზის იცნობდა ნიკუშა? რა უნდა ამ თბილისს რატოა ასეთი პატარა...! ბრაზდებოდა კატო და ჯუჯღუნით შეაღო სახლის კარი.
-რა იყო ასე მალე მორჩით მუშაობას?-სიცილით შეხვდა ლიზა.
-მუშაობას? შენი დეგენერატი ქმარი რომ იცნობს და ძმაზე უძმესები არიან იცოდი?
-კაი?! არ გადამრიო ეხლა.. მართლა?-გაოცდა ლიზა.
-დიახ, მართლა. ამ ავადმყოფს კიდე სასადილოდ მივყავდი თურმე. არა, გეუბნები ჭკუიდან მშლის მართლა. რა უნდა? პროსტა რა ჯანდაბა უნდა?! და ყველაზე უარესი რა არის, იცი? მაღაზიაში წავიდნენ გამოზიდავენ იქაურობას და ამოვლენ აქ! ჩემს სახლში მაკლდა ეხლა რეზი ნაკაშიძე, რა..
-მეღადავები,ხო?-გაოცდა ლიზა კიდევ ერთხელ,-ვა, უკვე აღარ ხუმრობს ბედი.
-იცი, რას აკეთებს? აი, ვგრძნობ რო ტიპი მთელი გრძნობით მაგიჟებს და მიშლის ნერვებს. არაადექვატურია, იმენა!

სანამ ბიჭები ამოვიდოდნენ კატომ და ლიზამ გაშალეს მაგიდა, ჭურჭელი დააწყვეს. კატო უახსიათოდ იყო, ნერვები ეშლებოდა შექმნილ სიტუაციაზე.
-ორი თეფში მიამატე რა, კატო.
-ეხლა ვინღა გვემატება?-აღშფოთდა კატო.
-ნიკუშამ დარეკა რეზის დეიდაშვილი მოვაო და ლიკასაც დაურეკეთო.
-აუ, იმენა ხურდაში მყავს ნაკაშიძეების ანტიკვარები გამოყოლილი, რა!-უპასუხა კატომ და მაშინვე ლიკას დაურეკა. როგორც აღმოჩნდა დათუნას უკვე დაურეკავს ლიკასთან და უკვე მოდიოდა მათკენ.

-არა, გოგო პროსტა შოკში ვარ ! რომ ვამბობ ბედია-მეთქი იროჟები,-ქოთქოთით შემოვარდა ლიკა სახლში.
-მეც მაგას ვეუბნები ლიკუ,-გაიღიმა ლიზამ.
-ენა! იქნებ შენი ბედია დათუნა?!-გაუღიმა ეშმაკურად კატომ.
-აუ, იყოს.. ძაანაც კაი,-გაიცინა ლიკუნამ.
-ვერ გიტან, რა!-მიხვდა კატო რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და შეეშვა. კარისაკენ წავიდა, რომ გაეღო. ზღურბლზე სამივე იდგა პარკებით დატვირთულები. სამზარეულოში დააწყვეს და მისაღებში მოთავსდნენ. დაახლოებით ერთ საათში სუფრა გააწყვეს გოგოებმა და მაგიდას მიუსხდნენ.
-ეხლა, გამაგებინეთ თქვენ სამი საიდან?-ყველასათვის საინტერესო შეკითხვა დასვა ლიკუნამ.
-თქვენ მგონი სოსკებით დარბოდით ჩვენ რომ ერთმანეთს ვიცნობდით,-გაიცინა ნიკუშამ,-გუნდელები ვიყავით წყალბურთზე.
-მართლა?-თვალები შუბლზე აუვიდა კატოს,-მოიცა, რამდენი წლისები ხართ?
-შენ შენსავით ბავშვი ხო არ გგონივარ?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ.
-ნუ, რეზია 29 წლის და დათუნა ჩემხელა რა, 30-ის..-უპასუხა ნიკუშამ.
-რავიცი, ბავშვის ქცევები კი გაქვს, რეზი..-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა კატომ და ეცადა გაოცება დაემალა ბიჭების ასაკთან დაკავშირებით.
-აუ, ჩვენ დროს ვატარებდით? იმენა, მთელი გუნდი ჩვენ მიგვყავდა. ბაქოში რომ წავედით თამაშზე მთელი აზერბაიჯანელების ლამაზმანობა ჩვენს კარებთან იყო ატუზული,-იცინოდა ნიკუშა.
-ისე, კაი დრო იყო. როგორ დავიკარგეთ, არა?-გულდაწყვეტილმა თქვა დათუნამ.
-შენ ძმაო ისეთ საქმეს შეეჭიდე, რომ არ ვიცი რა. ექიმობა სახუმარო საქმეა? ან რეზიკო, ბიზნესმენი როა შოკი-თქვა ნიკუშამ.
-მაშინ არ გვქონდა ის ასაკი, რომ ესე შეგვენარჩუნებინა ყველაფერი. კოკას გარდაცვალებამაც დიდი წვლილი იქონია ჩვენს დაკარგვაში.
-კოკა ვინ არის?-იკითხა კატომ და რეზის გახედა, რომელსაც ძარღვები ჰქონდა დაბერილი.
-კოკა ჩვენი ძმაკაცი იყო. ერთ-ერთ თამაშზე გული გაუსკდა წყალში..-დამწუხრებულმა თქვა ნიკუშამ.
-ა, გამახსენდა..-თქვა კატომ,-ვიცი, ეგ ამბავი..
-რაც მთავარია ეხლა ვიპოვეთ ერთმანეთი და გავაგრძელებთ ურთიერთობას,-თქვა ჩაფიქრებულმა რეზიმ.
-კი, ტო. თურმე ჩემ დასაც იცნობთ თქვენ, მეგობრობთ და ბევრი მიზეზი გვაქვს წარსული და აწმყო რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა,-თქვა ნიკუშამ გახარებულმა,-გადაიღეთ რა. გასინჯეთ ლიზას მადამ ბოვარი, თორემ ისეთი სახე აქვს ვატყობ გვიბრაზდება, რომ არ ვჭამთ.

კარგად გაატარეს ის დღე. გაიხსენეს ძველი დრო, ბევრი იცინეს და ილაპარაკეს. დათუნა ადრე წავიდა პაციენტი ჰყავდა და დარჩა ლიკუნა მოწყენილი.
-კატო, დღეს რა მინდოდა მეთქვა შენთვის, იცი? კახეთში უნდა წავიდეთ რამდენიმე დღე,-უთხრა რეზიმ და გაუღიმა კატოს.
-მე რა შუაში ვარ?-დაქაჩა თვალები კატომ.
-ხომ არ გავწყდება, ჩვენი კომპანიის პიარი რომ ხარ? და შესაბამისად საჭირო ხარ ყველაფერში,-ნიშნისმოგებით უთხრა რეზიმ კატოს.
-ეგ არ დამვიწყებია საუბედუროდ! როდის?
-ოთხშაბათს?
-რა? მართლა? უფრო ადრე ვერ მითხარი?!
-რა იყო 3 დღე არ გეყოფა მოსამზადებლად?!-გაეცინა ყველას.
-ხო, მაგრამ.. სამუშაო მაქვს ბევრი..-მოიმიზეზა კატომ. რეალურად კი შეეშინდა, რომ ამ სამ დღეში ვერ მოახერხებდა ამ გასვლითი ვოიაჟისთვის თავის არიდებას.
-ძალიან კარგად ვიცი შენი საქმეები. ასე, რომ მიზეზებს ნუ ეძებ,-უთხრა რეზიმ და თვალი ჩაუკრა.
-დიდი სიამოვნებით ამოგჩიჩქნიდი მაგ თვალს!-წაუღრინა კატომ ხმადაბლა.
-მე კიდევ დიდი სიამოვნებით შეგიჭამდი მაგ ტუჩებს,-რეზიც არ ჩამორჩა.
-გაუზრდელი..!
-ქოფაკი!
-უკულტურო!
-თხა,-ეცინებოდა რეზის.
-უტაქტო ბიჭი..!-მიაძახა მშვიდად კატომ და სამზარეულოსკენ წავიდა.


***

ბევრი ეცადა კატო. ხან აკაკის ეხვეწა, ხან რა მოიმიზეზა, ხან რა მაგრამ თავი მაინც ვერ აარიდა რეზისთან ერთად კახეთში წასვლას რამდენიმე დღე..

და აი, რეზი კი კატოს სადარბაზოსთან იდგა და სანამ ჩამოვიდოდა მომავალი 5 დღეზე სიამოვნებით ფიქრობდა.


***
პირველი დღე.

-გამოგეძინა, რავიცი. ასე მგონია, ბალიში აგიფეთქდა.
-დილის 7-ზე რომ გამაღვიძე, აბა რა გეგონა?!
-სამსახურისთვის რომელზე იღვიძებ, გეხვეწები?
-9-ის ნახევაზე.
-და გყოფნის მერე საათნახევარი?
-დაჟე, 1 საათიც მყოფნის, რა.. გათბობა ჩართე.
-რა იყო გცივა?
-დიახ, მცივა.
-გათბობაზე უკეთესი მეთოდი ვიცი,-თვალი ჩაუკრა რეზიმ.
-სანამ წამოხვიდოდი ჰორმონები ვერ დააოკე?!
-კი, თან როგორ..-უპასუხა რეზიმ.
-ხო, ვამბობ დაუკმაყოფილებელი ხარ-მეთქი. დამცხა, რეზი!-რეზიმაც გამორთო გათბობა და მუსიკა ჩართო.
-რა უგემოვნო ხარ.-დაიწუწუნა კატომ.
-შენ რას უსმენ ძაან მაინტერესებს.
-არ ვაპირებ ჩემი მუსიკალური გემოვნების გაზიარებას. მაინც არაფერი გეშველება,-უპასუხა კატომ.
-რატო გრცხვენია?
-დამანებე თავი, მეძინება.-უპასუხა კატომ და თვალები დახუჭა. რეზისაც აღარ გაუგრძელებია დიდად ლაპარაკი. არ ეძინა კატოს. ცხვირი ეწვოდა რეზის სუნამოს გამო. არა იმიტომ, რომ ცუდი სუნამო ესხა. პირიქით! სასწაული რაღაც.. კატო, რომელიც კარგად ერკვეოდა მოდურ ტანსაცმელში, სუნამოებში და ბრენდებში ვერ ხვდებოდა, რომელი სუნამო ესხა რეზის.
-რა სუნამო გასხია?
-რა იყო მოგეწონა?
-აუ, წესიერად რო მიპასუხო, არა?!
-Tom Ford-ის Venetian Bergamot.
-საქართველოში არ იყიდება ეგ სუნამო,-თავდაჯერებულად უპასუხა კატომ.
-ვიცი, აეროპორტში ვიყიდე. შენ რა სუნამოს ხმარობ?
-ძალიან მიყვარს მარკ ჯეიკობსის დეიზი და შანელის ნომერი 5. ამ ორ სუნამოს ვხმარობ მარტო.
-შენი პირადი სუნი ყველა სუნამოს ჯობია,-უთხრა რეზიმ და გაუღიმა კატოს. კატო გაწითლდა. ესიამოვნა და კომპლიმენტად მიიღო, მაგრამ მაშინვე გაახსენდა ვინ ეუბნებოდა და წარბები შეკრა.
-წინ იყურე შენ!

წინ კი იყურებოდა რეზი, მაგრამ თვალები მაინც კატოსკენ ეპარებოდა. სასწაულად იზიდავდა ეს გოგო. როგორ არ შეეძლო მარტო წასულიყო კახეთში, მარტო მოეგვარებინა ეს საქმე და რთველთან დაკავშირებით ზეპირად ეთქვა ყველაფერი კატოსთვის, მაგრამ არა. უფრო და უფრო, იზიდავდა ეს გოგო. ხო სასწაულად შხამიანი იყო,სასწაულად აუტანელი ზოგჯერ, მაგრამ პირდაპირ სასწაული იყო ეს გოგო! ჯერ კიდევ მაშინ ჩარჩა მეხსიერებაში, როცა წვენი გადაავლო. ძალიან გაბრაზდა თავიდან. ერთი გატუტუცებული გოგო ეგონა, რომელიც მამიკოს გათამამებული გოგოების სიაში მოწინავე პოზიციას იკავებდა. კინაღამ მანქანით რომ გაიტანა ისე ინერვიულა მაშინვე მანქანიდან გადმოხტა. რა თქმა უნდა, ადამიანზე იყო აქ ლაპარაკი, მაგრამ რომ დაინახა ვინ იყო ეს ადამიანი ორმაგად ანერვიულდა. მაშინაც არ დაუთმო და მაშინაც ავი ძაღლივით დაკბინა. ძალიან მოეწონა.. დათუნას სულ არ აქცევდა ყურადღებას, როცა კატოზე ელაპარაკებოდა. კატოსგან განსხვავებით უბრალო შემთხვევითობას არ მიაწერა მათი შეხვედრა და დათუნას უთხრა“ამ გოგოს მესამედ აუცილებლად ვნახავ“-ო. პირველი გოგოა, რომელთანაც ასე უხამსად ფლირტაობს და ძალიან მოსწონს. მოსწონს, როგორ წითლდება კატო და როგორ ეშლება ნერვები და საოცარ „მუღამში“ ვარდება ამ გოგოსთან. ძალიან კარგად ხვდება, რომ ამ დასაყწისს დასასრული არასდროს ექნება. პირიქით, ისე გაგრძელდება როგორც შეეფერება რეზი ნაკაშიძეს. სულ არ გაბრაზებულა საყვარელი პერანგი შავი ღვინით რომ დაუსვარა და გადასადგდები გახდა. არადა, ძალიან „პეწიანი“ ბიჭია რეზი. ტანსაცმელი ისე აქვს დალაგებული ნებისმიერ ქალს შეშურდება. ანი ეუბნებოდა ხოლმე, შენ ხარ გოგო თუ მე ვერ ვხვდებიო. ოთახიც იდეალურად დასუფთავებული და დალაგებულია. ზედმეტი არასდროს არაფერი დევს. დღეში რამდენჯერმე ბანაობს, როგორც წყალში ისე საყვარელ სუნამოში. ძალიან ესიამოვნა, რომ კატოც კარგად გათვითცნობიერებულია ამ საკითხში და გაუხარდა, რომ საერთო მაინც მონახა. მაგრამ ამას დიდხანს არ დაანახებდა. პრინციპისა და სიამოვნების საკითხი იყო ყველაფერში შეწინააღმდეგებოდა კატოს. საოცარ ადრენალინს გრძნობდა ამ გოგოსთან. საოცრად იზიდავდა და გაუცნობიერებლად დგამდა ნაბიჯებს, რომლებსაც არასდროს ნანობდა.
-რეზი, ნელა იარე რა..-კატოს ხმამ გამოაფხიზლა რეზი. დახედა და შეცბა თვითონაც რომ 170 მიდიოდა კახეთის გზაზე.
-ძალიან დაფრინავ!-უსაყვედურა კატომ.
-შენ რა პრეტენზიული ხარ, ტო.
-ძალით მიგყავარ და პრეტენზიაც აღარ გამოვხატო?
-შენი საქმე და სამსახურია და იძულებით მგონი არ უნდა აკეთებდე საყვარელ საქმეს.
-იმას ხომ გააჩნია ვისთან ერთად გავაკეთებ საყვარელ საქმეს!
-ესე იყოს?-იკითხა რეზიმ და ტორმუზს დაადგა ფეხი. მოულოდნელი დატორმუზებისგან კატო წინ გადავარდა და საქარე მინას შეასკდა თავით.
-შენ ნორმალური ხარ?!-დაიწყო ყვირილი,-გამისკდა თავი!
-ნელა ხომ მითხარი?!-არ თმობდა რეზი.
-ავადმყოფი ხარ! მეზიზღები!-დაუყვირა კატომ და ცრემლები წამოუვიდა. ძალიან ანერვიულდა რეზი კატოს ცრემლები რომ დაინახა და მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
-კატო, დამშვიდდი რა..
-რა დავმშვიდდე არიბაგები კინაღამ გაიხსნა! ავადმყოფი ხარ.. ეს ვის გადავეყარე, პროსტა!
-კაი, რა. დამშვიდდი ხომ არ გახსნილა? კარგად ხარ შენც!
-იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომიხადო შენი უაზრო საქციელის გამო დამშვიდდი დამშვიდდის მეუბნები.. ვის დაემსგავსე პროსტა! დედა-მამა სასწაულია, ანი შოკი და შენ პროსტა მონსტრი ხარ!-გაეცინა რეზის. როგორ უნდა აეხსნა კატოსთვის, რომ ასეთი არ იყო და უბრალოდ მასთან ხდებოდა ასეთი „მონსტრი“? ვერა, ვერ აუხსნიდა და ამიტომ გაჩუმდა. ხმა არც ერთს არ ამოუღია ისე მივიდნენ სასტუმრომდე. ბარგი გადაიტანა რეზიმ ორივესი და სასტუმროს ადმინისტრატორთან მივიდა.
-ორი ნომერია ნაკაშიძეზე,-მშვიდი ხმით მიმართა ადმინისტრატორს, რომელიც ცოტაც და დადნებოდა მის შემხედვარე.
-დიახ.აი, ინებეთ გასაღებები. თქვენი ოთახი 4-ე სართულზეა ერთმანეთის გვერდზე,-უთხრა ადმინისტრატორმა ხუჭუჭა გოგომ და თვალები დაუპაჭუნა,- თუ რამე შეგიძლიათ დარეკოთ. მე ნინა მქვია.
-სასიამოვნოა ნინა. ვფიქრობ, აუცილებლად დაგირეკავ,-გაუღიმა რეზიმ და კატოსთან ერთად ლიფტში შევიდა.
-სასიამოვნოა ნინა. ვფიქრობ, აუცილებლად დაგირეკავ,-გააჯავრა კატომ და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?!-რეზისაც გაეცინა.
-არაფერი, ჩვეულებრივი კაზანოვა ხარ.
-კეთილგანწყობაა მეტი არაფერი.
-კეთილგანწყობა კი არა დაგინახა თუ არა მაშინვე დადნა და დაიღვენთა გოგო,-იცინოდა კატო,-ნინა კი არა იმენა ნინო იყო!
-ეჭვიანობ, კატო?-ჩაეღიმა რეზის.
-არა, პირიქით ძალიან მიხარია, რომ დაკავებული იქნები ნინო-თი და არ მომაცდენ ხშირად,-გაიცინა კატომ და ჩემოდანი გააგორა ოთახისკენ.
-ერთ საათში უნდა გავიდეთ და ნუ იზოზინებ,-თვალი ჩაუკრა რეზიმ და ოთახში შევიდა.
იბანავეს, მოემზადნენ და საწარმოსკენ წავიდნენ. ორ ჰექტარზე იყო გაშენებული ყურძენი და საწარმო. თანამედროვე და უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი საწარმო, სადაც ამუშავებდნენ ყურძენს. გულდასმით შეისწავლა კატომ თითოეული კუნჭული და დააგემოვნა ნაკაშიძეების საფირმო ღვინოც. ბევრი სურათებიც გადაიღო თანამშრომლებთან და მათგან საჩუქრად ღვინოც წამოიღო.
-ხვალინდელი გეგმა რა არის?-იკითხა დაღლილმა.
-ხვალ დილას რამდენიმე ვენახი უნდა ვნახოთ, ასევე, რამდენიმე ჯიშის ყურძენი გამოიყვანეს და ამ ყურძნის ღვინოც უნდა დავაგემოვნოთ. ეს ყველაფერი გაგრძელდება საღამომდე. საღამოს კი შევხვდებით ადგილობრივი, კონკურენტი კომპანიის მმართველებს.
-ძალიან კარგი. მაშინ დავიძინებ, თორემ არ მაცადეს ძილი. ძილინებისა რეზი,-მთქნარებით დაშორდა კატო რეზის და კარებში გაუჩინარდა.

***
მეორე დღე.
დილას ადგა კატო გადაივლო და აივანზე გავიდა. სასწაული ხედი იშლებოდა მისი ფანჯრიდან. აი, რაღაცნაირად რომ გამშვიდებს სივრცე და სხვა სამყაროში გაგდებს, როცა ყველაფერი შენთვის სულერთია. სიცილის ხმა შემოესმა მეზობელი ოთახიდან. გაუჩერებლად კისკისებდა გოგო. „ალბათ, შეყვარებული წყვილია. რა მაგარია! ნეტა, სულ ასეთი ბედნიერები იყვნენ“ გაიფიქრა თავისთვის და მოკალათდა ხის სავარძელში. სიცილით გამოვარდა გოგო აივანზე და კატო გაშრა. ნინა იყო, ადმინისტრატორი. რეზის ოთახიდან!
-გამარჯობა,-ხელი აუწია ნინამ კატოს.
-გამარჯობა, ნინო.-ცივად უპასუხა კატომ და მიაშტერდა გოგოს, რომელიც სასტუმროს თეთრ ხალათში გამოწყობილიყო.
-ნინა,-გაიგო საყვარელი ხმა და აივანზე რეზი გამოჩნდა.
-ვა, კატო..-ცინიკურად შეხედა რეზიმ კატოს, რომელიც ცოტაც და გასკდებოდა შუაზე.
-მზად ვარ რეზი და რომ მოემზადები ქვემოთ ჩამოდი,-ცივად უთხრა კატომ და ოთახში შევარდა. გიჟივით დადიოდა წინ და უკან. ძალიან გაბრაზდა რეზიზე. „გაერთო ბიჭი მერე შენ რა?“-ჰკითხა მეორე მემ, „არაფერი, მე რა.. ვისთანაც უნდა და სადაც უნდა!“-უპასუხა პირველმა მემ. „ მერე შენ რა კი არა კვდები ეჭვიანობით. რა ეგოისტი ხარ, კატო“-დასცინა მეორე მემ. „ენა დაიმოკლე!“ -უსაყვედურა პირველმა. სასწრაფოდ აიღო თავისი ბლოკნოტი, რომელშიც ყველა საჭირო ინფორმაცია ეწერა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებში სავარძელში ჩაჯდა და სიმწრისგან თმების წვალება დაიწყო. რამდენ ხანს იყო ესე არავინ იცის, როცა რეზი დაადგა თავზე.
-წავედით?-ცინიკურად ჰკითხა რეზიმ. „ოხ, ეს ცინიზმი ამ ბიჭში დევს!“.
-კი, წავედით.-მოკლედ უპასუხა კატომ და წამოდგა. მანქანაში ისე ჩაჯდა რეზისთვის არ შეუხედავს. საღამომდე იმუშავეს, მოაგვარეს საქმეები და უკან დაბრუნდნენ სასტუმროში. ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის რეზის და კატოს. ეღიმებოდა რეზის და უხაროდა, კატოს რეაქცია.

საღამოს 7 საათი ხდებოდა რეზიმ კატოს კარზე დაუკაკუნა. კარი კატომ რომ გაუღო კინაღამ ცუდად გახდა. მის წინ ჩვეულებრივი სრულყოფილება იდგა. მაღალწელიანი მოტკეცილი შარვალი და თეთრი გიპიურის პრიალა მაისური ეცვა კატოს, რომელშიც თამამად უჩანდა რეზის საყვარელი და საოცნებო ბურთები. თმა გვერდზე გადაეყო და ნახევრად ჩამოშლოდა. მაკიაჟი ჯერ არ ესვა, მაგრამ ასეთიც სასწაული იყო!
-შემოდი,-ცივად უთხრა კატომ და შეიპატიჟა ოთახში. რეზი საწოლის გვერდზე მდებარე სავარძელში ჩამოჯდა და უყურებდა კატოს, რომელიც ძალიან მშვიდად და წყნარად ისვამდა ტონალურს სახეზე. ერთი წამით ეგონა, რომ ეს გოგო მისი ცოლი იყო და მოუნდა, რომ ყოველდღე მისთვის ეყურებინა, როგორ უვლიდა თავს და ენახა, როგორ არჩევდა ტანსაცმელს. იმ წუთას მიხვდა, რომ უხამსი ფიქრები სადღაც წარსულში დარჩა და ჩამოუყალიბდა გულწრფელი გრძნობა. აქ კი ნამდვილად მიხვდა, რომ მაგრად დაერხა...
-ვსო. წავედით..-უთხრა კატომ რეზის. რეზიც უხმოდ ადგა და გაჰყვა კატოს.
-ძალიან ლამაზი ხარ,-ძლივს ამოიდგა ენა რეზიმ. კატომ არაფერი უპასუხა. არადა, როგორ უნდოდა ეყვირა და ეჩხუბა, მაგრამ მიზეზს ვერ დაუსახელებდა რატომ.

რესტორანში ჩავიდნენ, სადაც სტუმრები უკვე მოსულიყვნენ. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. კონკურენტ ფირმასთან გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოეს და ჩამოყალიბდნენ ერთობლივ პროექტზე, რომელსაც სათავეში რეზისთან ერთად კატო ჩაუდგებოდა. როდესაც სტუმრები წავიდნენ რეზიმ კატოს შესთავაზა ზემოთ ბარში დამსხდარიყვნენ.
-რას დალევ?-ჰკითხა რეზიმ.
-რამე ძლიერს..-მშვიდი იყო კატო.
-ტეკილა?
-ორმაგი.-უპასუხა კატომ ისე, რომ არც შეუხედავს რეზისთვის.
-რა მშვიდი და წყნარი ხარ..
-იმ დღესაც ეგ მითხარი,-უთხრა კატომ.
-იმედია, დღეს რაიმე სასმელი არ აღმოჩნება ჩემს პერანგზე.
-არა, არ აღმოჩნდება პირობას გაძლევ.-უპასუხა კატომ და მიმტანს ტეკილა გამოართვა. რეზიმაც ტეკილა შეუკვეთა თავისთვის.
-რაღაც მინდა გითხრა,-უთხრა რეზიმ.
-იმედია, სიყვარულს არ მიხსნი. კატო ვარ და არა-ნინა..-უთხრა კატომ. რა სულელი გოგოა! მაინც ვერ მოზომა! რეზის გაეღიმა. ძალიან გაუხარდა.. გული აუჩქარდა. ბედნიერებისგან.
-კატო.. კატო.. ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში..
-მართალია. მეც ბერვს ვლაპარაკობ.. შენი საქმეა..-უპასუხა კატომ.
-ზოგჯერ შეგიძლია იყო მშვიდი და წყნარი. ზოგჯერ კი-არანორმალური.
-ეგ ხომ უკვე მითხარი?-გაეღიმა კატოს.
-გამეორება ცოდნის დედააო,-გაეღიმა რეზის,-მოდი, გაუმარჯოს იცი რას? ურთიერთობებს. მე ყოველთვის მეგონა, რომ ურთიერთგაგების საფუძველზე ჩამოყალიბებული გრძნობები ყველაზე ძლიერი იქნებოდა. მეგონა, რომ გაურკვეველი ემოციები მხოლოდ ამ საფუძვლის არსებობისას მოდიოდა, მაგრამ ძალიან მაგრად შევცდი.
-რისი თქმა გინდა?
-გაუმარჯოს დაუგეგმავ ურთიერთობას.
-ურთიერთობებს არ გეგმავენ,-მშვიდად უთხრა კატომ.
-გეგმავენ,-გაეღიმა რეზის,-მაგრამ არსებობს მაგალითად შენ და მე. იმ დღეს რო მიკიოდი ვერ წარმოვიდგენდი თუნდაც ეს ურთიერთობა თუ ჩამოგვიყალიბდებოდა. აი, ნინასთან დაგეგმილი ურთიერთობა იყო..
-ხო, კისკისა ურთიერთობა..-წაკბინა კატომ.
-კისკისა იქნება თუ მტირალი არ აქვს მნიშვნელობა. მოდი, ჩვენს ურთიერთობებს გაუმარჯოს. რაც ჩემსა და შენს შორისაა.
-შენ ამას ურთიერთობას ეძახი, რეზი?
-კი, ვეძახი და ძალიანაც მომწონს. იმედია, იცი რომ ეს ურთიერთობა არასდროს დასრულდება.
-რატომ გგონია?-გაეცინა კატოს.
-რატომ? არ გინდა, გთხოვ. შენც ძალიან კარგად იცი რომ მე და შენ დაუსრულებლები ვიქნებით..-კატომ არაფერი უპასუხა. უბრალოდ, უყურებდა ტეკილას ჭიქას, რომელიც ასე თავმოწონედ იდო მაგიდაზე მარილში ამოვლებლი ლიმონთან ერთად/
-კარგი. მოდი, მე და შენ გაგვიმარჯოს,-თქვა კატომ და ჭიქა ასწია,- და ჯანდაბამდეც გზა ჰქონია იმას, რაც ამ ჭიქის მერე ითქმევა..-თქვა კატომ და სასწრაფოდ გადაკრა სასმელი. ერთს მოჰყვა ორი, ორს სამი და ასე შემდეგ 10-მდე ავიდნენ. კატომ დაიჟინა სეირნობა მინდაო, რეზიც დაჰყვა მის ნებას. გონი არც ერთს ეკითხებოდა.. უბრალოდ, მიდიოდნენ და სად არ იცოდნენ.
ეგ არის.. იმ წუთით უნდა იცხოვრო, რომელიც გაგაბედნიერებს. იმ წუთას ხო ბედნიერად გრნობდნენ თავს? მერე რა, რომ აგიჟებდნენ ერთმანეთს. სიყვარული სიგიჟეა, რომელსაც სამუდამო ბილეთი აქვს საგიჟეთის ვი-აი-პი ადგილას..

-იცი, რა მინდა? ცოლს რომ მოვიყვან ხელი სიღნაღში მოვაწერო, მერე გადავფრინდე გერგეთში ჯვარი დავიწერო და რესტორანი ცოლმა აარჩიოს,-გაიცინა რეზიმ.
-როგორი თანამედროვე ხარ, -გაეცინა კატოს.
-შენ როგორი გინდა?
-იცი, აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ. ალბათ, ტრადიციული ქორწილი მექნება თავისი თამადით. ძალიან მომწონს დაწინდვა.. აუცილებლად, ჯვრისწერამდე დავიწინდები..
-ჰო, მაგარია.. კატო..
-ჰო, რეზი..
-შემიყვარებ ოდესმე?-გაეღიმა კატოს და გაეღიმა რეზის. როგორი საღამო იყო სულ ღიმილების!
-არასოდეს თქვა არასოდეს-ო ნათქვამია,-თქვა კატომ. მალამოდ მოედო რეზის გულს კატოს სიტყვები.. იყო რაღაც იმედი.. მთვრალი კაცი მართალი კაციო.. გაუხარდა.. თან როგორ? იმედი, სასწაული რაღაც არის! იმედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. როცა გაქვს იმედია, ანუ, ღირს რაღაცისთვის ბრძოლა.
-მგონი, წვიმას აპირებს,-თქვა კატომ.
-იწვიმოს..
-იწვიმე..-დაიყვირა კატომ.
-იწვიმე..-დაიყვირა რეზიმ კატოსთან ერთად. იცინოდა ორი ერთმანეთზე გიჟი ადამიანი და უხაროდათ ერთმანეთი. კატო მღეროდა, ცეკვავდა, ტრიალებდა. უყურებდა რეზი როგორი ბავშვური და კარგი იყო კატო და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მათი ამბავი სადღაც ცაში იყო დაწერილი. მართლა წამოვიდა წვიმა. თან როგორი?! აი, აჭარაში რომ იცის ისეთი! ხოშკაკალს რომ ეძახიან.. მაგრამ სულ ერთი იყო მათთვის.
-იცეკვე წვიმაში,-უთხრა კატომ რეზის და ხელი მოჰკიდა. რეზიმ დაატრიალა კატო და მიიხუტა. ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ და გრძნობდნენ. გული რითმულად ძგერდა..

აკოცა..
კატომ აკოცა..
იცით, როგორ აკოცა?
როგორც შეეფერებოდა.
ნაზად ჰაეროვნად.
ამ კოცნაში გამოხატა ყველანაირი „არასოდეს თქვა არასოდეს-ო“.
ამ კოცნამ ჩამოიყვანა დედამიწაზე ორივე და აზიარა სიყვარულის სიგიჟეს.
კოცნაში გამოხატა მთელი გრძნობა, რომელსაც მის მიმართ გრძნობდა.
სიბრაზე, სიყვარული, სურვილი, ეჭვიანობა, სიგიჟე და დაუფარავი სურვილი არასოდეს გაჩრებულიყო ეს წამი.

***
მესამე დღე.

დილას თვალები რომ გაახილა საოცარი არომატი იგრძნო. ქერა თმა ცხვირში ედებოდა, რომელსაც დაუდგენელი სუნი ასდიოდა.
გაეღიმა.
ან მარკ ჯეიკობსი იქნებოდა
ან შანელის ნომერი 5.
მშვიდად და უშფოთველად ეძინა კატოს.
არ უნდოდა ხელი გაეშვა და არ უნდოდა მალე გაეღვიძა.
ეშინოდა, რეზის რეალობის, რომ იმაზე ცუდი იქნებოდა ვიდრე აქამდე იყო.

-რეზი..-დაიჩურჩულა კატომ და მწვანე თვალებში შხედა რეზის.
-დილამშვიდობისა, ისტერიჩკავ.
-რეზი,-ცრემლები წამოუვიდა კატოს და თავი საბანში ჩამალა.
-რა გატირებს, ტო? რა გჭირს? ცუდად ხარ?
-რეზი.. ჩვენ.. ჩვენ..-ამოილუღლუღა კატომ.
-კატო,-გაეღიმა რეზის,-არა, დამშვიდდი. არც ისეთი ნასვამი ვიყავი, რომ შენით მესარგებლა.-ამოისუნთქა კატომ და რა ამოისუნთქა! გაუხარდა, რომ სიმთვრალეში არ ჩააბარა თავისი უმანკოება.
-მართლა?
-აბა როგორ ფიქრობ ლოგინში ჩაცმულს მძინავს?-გაეცინა რეზის.
-ხო, არც მე ..-გაიცინა კატომ როცა ჩაიხედა საბანში და დაინახა, რომ ტანსაცმლიანი იწვა.
-მიუხედავად იმისა, რომ ცოტაც და ერთ დღეში დავიმპოტენტდებოდი მაინც შევიკავე თავი,-გაიცინა რეზიმ.
-შეიკავე თავი, არა? ეტყობა გუშინ ისე დაკმაყოფილდი არ გაგიჭირდა,-უთხრა კატომ და საწოლიდან წამოდგა.
-სად მიდიხარ ერთი,-ხელი ჩაავლო რეზიმ და უკან დააბრუნა,-დიახ, საკმაოდ კარგი გოგო იყო. სასწაული. შენ არ მოგწონს ესეთი თემები და გინდა მაინც რომ მოგიყვე?
-ფუ.. გაჩერდი.. ბოდიში, შეცდომა იყო.
-რა იყო შეცდომა?-წარბი აწია რეზიმ.
-რომ გაკოცე.აი, ეგ..!-უთხრა კატომ და იგრძნო როგორ შეუშვა ხელი რეზიმ. წამოდგა მშვიდად და სააბაზანოსკენ წავიდა.
-შეცდომა იყო, არა?-ჰკითხა გამწარებულმა რეზიმ.
-კი, ნამდვილად. უბრალოდ, კარგად ნასვამი ვიყავი და თავს ვერ ვაკონტროლებდი. მეტი არაფერი. თორემ, შენ ჩემში ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავ!-უთხრა კატომ და შეიკეტა აბაზანაში. რეზი წამოჯდა საწოლში და მიაშტერდა აბაზანის კარს, რომელიც წამებში გაიღო და კატომ მიაძახა:
-გეხვეწები, რომ გახვალ კარი კარგად გაიკეტე. ცუდად იხურება რაღაც.- გამწარდა რეზი! რა უქნა ამ გოგომ? დაამცირა. თან როგორ? წამოხტა და გიჟივით გავარდა ოთახიდან. კარის ხმაზე კატოს ჩაეცინა:
- 1:1 რეზი ნაკაშიძე ჩემს სასარგებლოდ!-თქვა თავისთვის და ჭავლს შეუშვირა თავი.

ისე ჩამოვიდნენ ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. კატო ყურსასმენებში უსმენდა სიმღერებს და ტკბებოდა თავისი საქციელით, რომლითაც ზუსტად ის აგრძნობინა რეზის რაც მან თავის დროზე.
უნდოდა რეზის თამაში? ხოდა, მიიღო ღირსეული მოთამაშე. აბა, რა ეგონა რო იწვევდა ამ გოგოს?
ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და არავინ იცის რას უმზადებენ ერთმანეთს რეზი და კატო.:)


***
ისე გავიდა ერთი კვირა არ უნახავთ ერთმანეთი კატოს და რეზის. ჩვეულებრივად მიდიოდა სამსახურში კატო და მოდიოდა უკან. მეგობრებთან ერთადაც დადიოდა, მაგრამ რეზი არსად არ იყო. არ უნდოდა ეკითხა არც თავისი ძმისთვის, არც მეგობრებისთვის და არც ანისთვის. ზედმეტად არ იჩენდა ინტერესს. თუმცა, ისიც საკმარისი იყო რაც გულში ჰქონდა. ისიც კარგი, იყო აქამდე რომ არ უნახავს. ისვნებდა ყოველგვარი მოულოდნელი ემოციისგან. მაგრამ უნდოდა კი დასვენება? იმდენად აზარტში შევიდა ამ ურთიერთობაში, რომ მომენტებში მონატრების გრძნობაც ეუფლებოდა.
ხომ შეიძლებოდა ერთმანეთთან, როგორც ცივილიზებული ადამიანები ისე ყოფილიყვნენ? არა, არ შეიძლებოდა იმიტომ რომ არც რეზი იყო დალაგებული და არც კატო. ზუსტად ამიტომ იყო მრავალფეროვანი ეს ურთიერთობა და ბევრად აზარტული ვიდრე სხვა.
შაბათი დღე იყო. კატო ლოგინში ნებივრობდა. წინა დღეს გრანდიოზული საღამო იყო ერთ-ერთი დამკვეთი ფირმის, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. კატოც ემოციებისა და ენერგიისგან დაცლილი კოტრიალობდა ლოგინში. არ ეძინა. უბრალოდ, რომ იტყვიან თვალებს ასვენებსო, აი, ეგრე იყო. სასაცილოა, მაგრამ გაახელდა თუ დახუჭავდა თვალს რეზის ხედავდა ყველგან და საოცრად უთამაშებდა გული. „კატო, არ შეიძლება! ნუ, ფიქრობ ამ ბიჭზე. არ შეეფერებით ერთმანეტს და ვერასოდეს ვერ გაუგებთ! უზრდელია, გამოუსვლელი ქაჯია და ვერასოდეს იქნებით ერთად“. თავს აწყნარებდა კატო და ყველა რეზიზე გაფიქრებაში ბალიშს მჭიდროდ იდებდა თავზე. კატოს ტელეფონი რეკავდა, მაგრამ კატოს არ ესმოდა. იმდენად გადავარნილი იყო თავთან ბრძოლაში, რომ ვერც გაიგო ტელეფონის ხმა. ანდა, რას გაიგებდა? უშველებელი ბალიში ედო თავზე!

-კატო!-ოთახში ყვირილით შემოვიდა ნიკუშა.
-ჰაა...-ამოიზმუვლა კატომ ბალიშიდან.
-დათუნა გირეკავს და რომ გეპასუხა ტელეფონისთვის ურიგო არ იქნება.
-დათუნა?
-ჰო, დათუნა. აჰა, გამომართვი..-მიაწოდა ტელეფონი ნიკუშამ კატოს.
-ხო, დათუნა. როგორ ხარ?
-არამიშავს კატო. სად ხარ?
-სახლში ვარ. ვკოტრიალობ,-გაიცინა კატომ.
-კატო, გეხვეწები გამოდი რა ჩემთან საავადმყოფოში.
-რატო? რა მოხდა?-მაშინვე წამოჯდა ლოგინში კატო.
-ლიკუნა არის ცუდად და სასაწრაფომ მოიყვანა,-ამის თქმა იყო და მაშინვე ყველაფერი დატრიალდა, მაშინ დაიწყო ჭექა-ქუხილი, მაშინ გასკდა მიწა, მაშინ მოხდა მიწისძვრა და წყალდიდობა.
-ახლავე! ახლავე წამოვალ,-უთხრა კატომ და სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან. მაშინვე კარადას მივარდა. რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა, თხელი ქურთუკი ჩამოხსნა და სააბაზანოსკენ გაიქცა. უცებ მოწესრიგდა და გაიქცა სასწრაფოდ ნიკუშასთან ერთად საავადმყოფოში.

ლიკუნა? ლიკუნა კატოს ნახევარი იყო. დღე და ღამე არ გადიოდა, რომ ერთმანეთთან არ ელაპარაკათ, არ ენახათ. ყველგან ერთად იყვნენ. რამდენჯერ ჩაუგდიათ საფრთხეში თავი ერთმანეთის გამო? რამდენჯერ გამოუყვანიათ ერთმანეთი უხერხული სიტუაციდან. ერთი შეხედვა და ორივემ კარგად იცოდა რას ფიქრობდნენ. ხმის ამოღება არ იყო საჭირო, თვალები ყველაფერს ამბობდნენ. ზედმეტად ერთგულები იყვნენ ერთმანეთის. ლიკუნა იცინოდა პირველ ღამეს, ვინც დაასწრებსო სანთელი დავუჭიროთო. მერე ხუმრობდა ჩემი მზითევი ხარო.. ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები იყვნენ. იმდენად ერთნი იყვნენ, რომ არასოდეს ბრაზდებოდნენ ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ ერთმანეთისგან. ლიკუნა მხიარული, ხუმარა და ძილისგუდა იყო. კატო შედარებით სერიოზული და საქმიანი. მაგრამ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებდათ და ეს საკმარისი იყო.. ორი მონათესავე სული, რომელიც ერთმანეთის იმედი და ხვალინდელი დღე იყო.

საავადმყოფოში ოთხით შევიდა კატო. გიჟივით აირბინა სამი სართული, ლიფტსაც არ დალოებია. ერთიანად კანკალებდა. მოძებნა დათუნას კაბინეტი და დაუკაკუნებლად შევარდა.
-რა ხდება?-იკითხა აკანკალებულმა.
-შენს უაზრო დაქალს კითხე თავს რო იკლავდა,-გაბრაზებულმა უპასუხა დათუნამ და კარებისაკენ წავიდა. რამდენიმე კარს გასცდა და ერთ-ერთ პალატაში შევიდა.
-მნახველი გყავს,-ცივად უთხრა დათუნამ.
-ლიკუნ,-ცრემლები წამოუვიდა კატოს და საწოლზე ჩამოუჯდა.-რა მოხდა ჩემო პატარავ?
-არაფერი, ცუდად გავხდი,-უპასუხა ლიკუნამ.
-ისიც უთხარი რატომ გახდი ცუდად!-ცივად თქვა დათუნამ.
-წამლები ამერია ერთმანეთში და ლენას წამალი დავლიე,-თქვა ლიკუნამ.
-რაოდენობასაც ხო გააჩნია? ტკივილგამაყუჩებელს 4 ტაბლეტს ვინ სვამს, გოგო!-დაიღრინა დათუნამ.
-ბატონო დავით, თუ შეიძლება ერთი წუთით,-პალატაში ექთანმა შემოყო თავი. დათუნამაც ცივად გადახედა ლიკუნა და გაჰყვა ექთანს.
-რა გოგო იყო!-აღმოხდა ლიკუნას.
-გოგო, შენ გააფრინე?
-აუ, კატო.. იცი, როგორ შემეშინდა? ცხოვრებაში აღარ ვიზამ!
-მოიცა, ეს ყველაფერი დაგეგმილი გქონდა?-გაიოცა კატომ.
-აუ, არ მეჩხუბო. ლენას გულის წამალი დავლიე და იმენა ეგრევე გულის „პრანჭვები“ დამეწყო.
-გააფრინე? რამ დაგალევინა!
-აუ, რამდენიმე დღეა თითქმის ერთი კვირაა ექიმი კაცი არ მინახავს!-დაიწუწუნა ლიკუნამ.
-გაგიჟდი? დათუნას გამო დალიე წამლები?! გოგო, სრულ ჭკუაზე ხარ?-ძალიან გაბრაზდა კატო,-როდემდე უნდა იყო ასეთი ქარაფშუტა?რამე რომ მოგსვლოდა სად მიდიოდი?! ბებიაშენს რაღას ანერვიულებ?
-აუ, არაფერი მომივიდოდა..-თქვა ლიკუნამ და თვალები დახარა.
-რა იცი?! პროსტა მითხარი რა იცი?! გაგიჟდებიან დედაშენი და მამაშენი. ბებიასთან დაგტოვეს მშვიდად არიან და შენ კიდე თავს იკლავ?!
-აუ, დედას გეფიცები არ მინდოდა..
-არ გინდოდა, მაგრამ ხო გაცნობიერებულად გააკეთე? თან რის გამო პროსტა! არ უნდა თქვა? გეთქვა და განახებდი! იდიოტკა შენ!-ცოფებს ყრიდა კატო.-პროსტა, ძაან იდიოტი ხარ! რა ნამუსით მოვყვე ეხლა ეს რატო იყავი საავადმყოფოში? სირცხვილი არაა?
-შენც კიდე ნუ მოყვები. ვინმე გაძალებს?-წარბები შეკრა ლიკუნამ.
-ამას უყურე ერთი! აქეთ რო ბრაზდება! შენ ტვინს ნაოჭები აკლდება ასაკთან ერთად, ხო?
-აუ, კარგი კატო რა! რა მოხდა მერე?! ტკბილად გამახსენდება..
-რა გაგახსენდება შე ცანცარა. დათუნას გამო, რომ საავადმყოფოში დაწექი და მინი ინფარქტი გქონდა?-გაეცინა კატოს.
-ხო, თუნდაც!-დაეთანხმა ლიკუნა.-ჩამეხუტე, რა..
-ვაიმე, ჩემო ჩურჩუტო!-უთხრა კატომ და ლიკუნას საწოლზე მოკალათდა.

-კიდევ მნახველი გყავს!-დათუნას ცივი ხმა გაიგეს და ორივემ კარს გახედა. კარებში დიდი თაიგული გამოჩნდა, რომლიდანაც თავი გამოჰყო რეზიმ.

ეს იყო იცით რა?
შოკი.
კუჭის აშლა.
გულძმარვა.
ემოციების რახარუხი.
მომენტარული გაყინვა და გაშეშება.
ეხუმრებით ამდენი საუკუნე დღის მერე მწვანე თვალების დანახვას?
საერთოდაც არ არის სახუმარო ამბავი!
და სურნელოვანი ქერა თმების, რომელსაც შანელის ნომერი ხუთის სუნი ასდის და კილომეტრებში იფრქვევა?
მაგრამ...
იგნორი ხომ საუკეთესო საშუალებაა გრძნობების დროებით მიძინების?!
ჰაჰ.. ძალიან სასაცილოა..!

-აუ, რეზიიიი....-გაიწელა ლიკუნა. კატო უხმოდ წამოდგა და გვერდზე დადგა.-რატო შეწუხდი?
-ლია!-დასჭექა ნოდომ და პატარა დათუანიათი შემოხტა პალატაში.
-ნოდარის ვახლავარ,-ჩაეცინა ლიკუნას. ნოდოს უკან ზაზუკა და ანიც შემოყვნენ.
-აუ, ბავშვებო! მხოლოდ იმიტომ ღირდა აქ მოხვედრა, რომ ყველა მენახეთ!-თქვა აცრემლებულმა ლიკამ.
-ხო, ძაან ასწორებს ინფარქტი!-თქვა კატომ.
-ხომ გააჩნია რის გამო გექნება ინფარქტი? დაუდევარი რომ იქნები ადამიანი...!-წაკბინა დათუნამ ლიკუნა.
-აუ, შენი ყბიდან ოდესმე ამოვალ? შემეშალა, რა.. რა ვქნა?
-გოგო, როგორ ვერ გაარჩიე ციტრამონი და გულის წამალი! თან ლენას წამალს ეხუმრები? ბომბათა შორის უბომბესია!-თქვა ზაზუკამ.
-ოფთალმოლოგთან ჩავწერ ვიზიტზე იქნებ თვალებში აქვს პრობლემა, რომ ვერ გაარჩია!-თქვა დათუნამ და ოთახიდან გავიდა. კატოს ეცინებოდა დათუნას რეპლიკებზე და ხვდებოდა, რომ არც დათუნა იყო ლიკუნას მიმართ გულგრილი. ხშირად აპარებდა რეზისკენ თვალებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გადაეყარა უძიროდ მწვანეს!
-ლია, უნდა გავიდეთ სორი რა! ქორწილის დაგეგმები და ამბები, ხო იცი?-უთხრა ზაზუკამ და შუბლზე აკოცა ლიკუნას.
-რეზ, არ წამოხვალ?-ჰკითხა ანიმ.
-არა, დავრჩები ლიკუნასთან ცოტახანს. მერე დათუნა და მე გავალთ ერთად..-უპასუხა რეზიმ. დაემშვიდობნენ მეგობრები და წავიდნენ. პალატაში დარჩნენ ლიკუნა, რეზი და კატო.
-საღოლ ლიკუნ!-გაიცინა რეზიმ, როგორც კი ყველა გასული დაიგულა.
-რა გინდა, ე?!-შეიცხადა ლიკუნამ.
-ჩემს დეიდაშვილსაც ევასები და რას ანერვიულებ, ტო..
-რა შუაშია ეხლა ეგ!-ვითომ ვერ მიხვდა ლიკუნა რეზის ნათქვამს. არადა, გულში ფოიერვერკებს უშვებდა.
-მაგრა მევასები რძლად რო იცოდე,-უთხრა რეზიმ და თვალი ჩაუკრა,-პროსტა, როგორ გარისკე სიცოცხლე!
-ბიჭო, რავიცი... გავრისკე რა,-მაშინვე გატყდა ლიკუნა.
-ლიკა!-შეუღრინა კატომ.
-აუ, ეს ჩარჩოებში მოქცეული არ შემიძლია, რა. აი, თუ არ გარისკე რა აზრი აქვს ცხოვრებას? ჰა, გაჰყევი დინებას და იარე და იცურე. აზრი? ვაფშე არანაირი. გავა 20 წელი და მერე მიგიყვანს შედეგამდე. აჰა, გავრისკე და ძაან გავხალისდი და გავიგე, რომ დათუნასაც ვესიმპათიები.
-ვითომ არ იცოდი,-ჩაიცინა რეზიმ. „ღმერთო, ამ ბიჭს ღიმილი აკვდება“.გაიფიქრა კატომ.
-აუ, მაგდენი ნაღდად არ ვიცი, რა..-გაიცინა ლიკუნამ,-კატჩო, ლენას გაუარე რა. დაამშვიდე და ტანსაცმელი წამომიღო იქნებ.
-კაი, წავალ. რა წამოგიღო?
-რამე ისეთი, რა. ყურადღება რომ მივიქციო,-ჩაიცინა ეშმაკურად ლიკუნამ.
-გოგო!-შეუღრინა კატომ.
-კარგი, ლიკუნ მაგას წამოგიღებთ,-უთხრა რეზიმ და კატოს მკლავში დაავლო ხელი. პირდაპირი მნიშვნელობით ჩადო მანქანაში და თვითონ საჭეს მიუჯდა.
-ჩემით ვერა, ხო?-პასუხად არაფერი უთხრა რეზიმ.
-ჩემ თავს ისედაც ველაპარაკები ხოლმე,-ამოიბურტყუნა კატომ და ფანჯარაში გაიხედა.
-ცოტახანს შეგიძლია ჩუმად იჯდე?-დაუღრინა რეზიმ.
-აუ, მონსტრი ინ ექშენ რა!-გაბრაზდა კატო და რეზისთვის საერთოდ არ შეუხედავს. ისე მივიდნენ ლიკუნას სახლამდე ხმა არ ამოუღიათ.

არა, იცით რას ვფიქრობ?
მგონი, რომ გიყვარს მისი სუნთქვის მოსმენას არაფერი ჯობია.
უბრალოდ, სიჩუმეში უფრო კარგად აღიქვამ და შეიგრძნობ სასურველს.
არ შემეკამათოთ! ეგრეა... სიჩუმეში უფრო მეტად შენშია, ვიდრე ხმაურში. უფრო მეტად აქცევ ყველა დეტალს ყურადღებას, ვიდრე ყაყანში.
მაგარია სიჩუმე!
მხოლოდ ორი ადამიანისთვის..

-ლენა ბებო!-ჩაეხუტა კატო ლიკუნას ბებიას და სახლში შევიდა. რეზიც მორიდებით შეჰყვა კატოს.
-რეზი,-ხელი გაუწოდა ლიკუნას ბებიას რეზიმ.
-ოჩენ პრიანტა რეზიკო შვილო,-მიესალმა ლენაც,-მოდით, შემოდით და დასხედით. ნუ ჩტო სლუჩილას კატერინა? როგორაა ცემი ლიკა?
-კარგად, ლენაჩკა. შენი წამალი დალია ხო იცი და გულმა შოკში ხო არ ხარო,-გაიცინა კატომ.
-დურაჩკა, რა.. პროსტა დურაჩკა.. არა, გეუბნები მანდ ბიჭის ამბავია მგონი. გაშტერებული ხოძიტ მთელი დღე და იცინის უაზროდ. გეუბნები, სუმა საშლა რა!
-და, ლენა მართალი ხარ,-გაიცინა კატომ და რეზის გადახედა, რომელსაც ღიმილი აკვროდა სახეზე.
-ქალბატონო ლენა, არ ინერვიულოთ. ჩემი დეიდაშვილია მისი ექიმი და საიმედო ხელშია თქვენ შვილიშვილი,-უთხრა რეზიმ და გაუღიმა ლენას. ლენა წამიერად გაჩერდა და შეხედა რეზის. ერთი კარგად დაათვალიერა რეზი და მერე კატოს გახედა.
-მე ლიკას მეგობარი ვარ,-ჩაიცინა რეზიმ.
-ა, ლადნა. მადლობა გენაცვალე.. თქვენი იმედი მაქვს..-უთხრა ლენამ.
-მაიამ და თემურიმ იციან?-იკითხა კატომ.
-არა კატერინა! როგორ ვეტყოდი? გაუსკდებოდა ქალს გული იქ.-შეიცხადა ლენამ.
-აუ, არ უთხრა რა.. ნუ, ანერვიულებ. ლენ, ტანსაცმელს წავიღებ რა..
-მიდი, კოშკა აიღე რაც გინდა..-უთხრა ლენამ და კატოც წამოდგა ლიკუნას ოთახში შევიდა. სანამ კარადაში იქექებოდა და რაიმე საინტერესესოს ეძებდა ლენა შემოვიდა მასთან.
-რეზი?-იკითხა კატომ.
-ტელეფონზე ლაპარაკობს,მალჩიკი.-უთხრა ლენამ და გაუღიმა კატოს.
-აუ, ლენა ბებო ამდენი წელია გრუზიაში ხართ და კიდე ვერ ლაპარაკობთ გრუზინულად რა!-გაიცინა კატომ.
-ნუ, გადაგაქვს თემა. ოჩენ კლასნი პარენ,-უთხრა ლენამ და თითით აჩვენა,-ონ ტებია ლუბიტ!
-ნუ ჩტო ტი, ლენა! სისულელეა..-მოჩვენებით გაიკვრვა კატომ.
-ია სკაზალა!-თქვა ლენამ და გრაციოზული მიხვრა-მოხვრით დატოვა ლიკას ოთახი. კატომაც როგორც იქნა აარჩია ტანსაცმელი, ჩააწყო ჩანთაში, კოსმეტიკაც წამოუღო ლიკას და მისაღებში შევიდა.
-წავედით,-მშვიდად უთხრა რეზის.
-კიდევ მოდით ბებო! ორივე მოდით. ერთად და არა ცალ-ცალკე,-უთხრა ლენამ და ჩაკოცნა ორივე. კარგ ხასიათზე გამოვიდნენ ლენასგან. საოცარი ქალი იყო ლენა! ლიკუნას ბაბუამ მოიტაცა ქალბატონი ელენა და წამოიყვანა საქართველოში. დაახლოებით 50 წელია ქართველების რძალია ლენა, მაგრამ მაინც რუსულ-ქართულად ლაპარაკობს. საოცარი დადებითი აურის მატარებელია და გამორიცხულია, მისგან მოწყენილი გამოხვიდე!
-რა კარგი ქალია ლენა!-თქვა აღფრთოვანებით რეზიმ.
-ლენა? სასწაული ქალია. სულ ასეთი ლამაზი იყო.. ახლა ხომ აქვს ჭაღარა თმა. ადრე ქერა იყო. უბრალოდ ლიკუნას ბაბუა რომ გარდაიცვალა აღარ იღებავს თმას. მაგრამ მაინც არ კარგავს მომხიბლელობას.
-ძალიან ლამაზი ქალია. უდაოდ! ისე კი გავს ლიკუნას..
-კაი რა.. ცა და დედამიწა,-გაიცინა კატომ,-ლიკუნა შავგრემანია. ნუ, ლენას ცისფერი თვალები აქვს. ბაბუას გავს ლიკუნა ძალიან. ისე უყვარდათ ლენას და აჩიკოს ერთმანეთი!
-კი, ვიცი. მომიყვა უკვე,-გაიცინა რეზიმ.
-არ არსებობს ესეთი სიყვარული ლენას და აჩიკოს რომ ჰქონდათ! რაღაც ენით აღუწერელი იყო. იცი, როგორ უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს? ერთმანეთით სუნთქავდნენ და ერთმანეთით არსებობდნენ. მაგარი კაცი იყო ლიკას ბაბუა..
-არ არსებობს? არსებობს, კატო. ესეთი და ამაზე გიჟი სიყვარულიც არსებობს.
-სიყვარული ერთია და არ სჭირდება დახარისხება.
-ხო? ძალიან ცდები კატო. სიყვარული რამდენიმენაირი არსებობს. ჰარმონიული, ერთფეროვანი, არანორმალური, ფანატიკური, მრავალფეროვანი. იცი, რომელი სიყვარულია ყველაზე მაგარი? მრავალფეროვანი. ყოველდღე სიგიჟეებს რომ აკეთებ, ყოველდღე რომ გინდა გააოცო, გააგიჟო, გააბრაზო და მერე ძალიან მაგრად ჩაეხუტო. ან თუნდაც, უბრალოდ მის გულისცემას რომ უსმინო და მისი არომატი სიღმისეულად შეიგრძნო. როცა გიყვარს ხდები ბავშვი. გინდა აწვალო , ატირო, გაამწარო რომ მერე შენივე მოხდილი ბოდიშისგან მისი გაცისკროვნებული თვალები დაინახო და ხელმეორედ დაიბადო.-დაამთავრა რეზიმ და კატოს გახედა, რომელსაც თვალები ამღვრეოდა და გაშტერებული უყურებდა რეზის.
-გამოცდილი ხარ,-მხოლოდ ეს ორი სიტყვა უთხრა კატომ და ღრმად ჩაისუნთქა.
-არა, არ ვარ. ეხლა ვიდგამ ფეხს..-თავდაჯერებულად უპასუხა რეზიმ და გზას გახედა.
-ასე მხოლოდ გამოცდილი ადამიანი თუ შეაფასებს ამ გრძნობას..
-ან ის ადამიანი, რომელსაც მიეპარა სიყვარული და ფესვები გაიდგა მასში,-უპასუხა რეზიმ.
-საინტერესოა.. შენ ხარ საინტერესო. არ მეგონე..
-არც გეგონებოდი. ადამიანურად არასდროს გვისაუბრია ერთმანეთთან.
-შეუძლებელი იყო.-უპასუხა კატომ.
-შეუძლებელი?-ჩაიცინა რეზიმ.-ალბათ, იყო. უბრალოდ, ჩვენ არ გვიცდია და არ მოგვდომებია გადაგვედგა ადამიანური საუბრებისკენ ერთი ნაბიჯი.
-და ჩემი ბრალია მერე?-გაიკვირვა კატომ.-შენ მეუბნებოდი ათასგვარ სისაძაგლეს!
-შენთან უბრალოდ სხვანაირად შეუძლებელია,-ისევ ის ცინიკური ხმა.
-ხოდა, ვერც ვერასოდეს შევძლებთ!-უპასუხა გაბრაზებულმა კატომ და გადახტა გაჩერებული მანქანიდან. პალატაში შესულს მომღიმარი ლიკუნა და დათუნა დახვდნენ.
-შერიგდით თქვენ?-იკითხა რეზიმ.
-ამას როგორ შეიძლება არ შეურიგდე,-გაეცინა დათუნას და პატარა ბავშვივით თავზე ხელი გადაუსვა.-კარგი ქენით ტანსაცმელი რომ მოუტანეთ. დღეს გავწერ, თორემ ააწრიალა მთელი საავადმყოფო!
-აუ, დღეს?-დაიკივლა ლიკუნამ.
-კი, კი. საბუთებს მოვაწესრიგებ და გაგწერ,-უთხრა დათუნამ და კარისაკენ წავიდა,-რეზი, გამყევი რა.- თავის კაბინეტში შევიდა დათუნა და ვისკი ჩამოისხა. რეზიმ ხელით ანიშნა არ მინდაო. დათუნაც სავარძელში ჩაჯდა და ვისკი მოსვა.
-მთელი კაცი ექიმები ლიკუნას პალატასთან დგანან, ტო..
-მაგიტო წერ?-გაეცინა რეზის.
-ხან ვინ აკითხავს, ხან-ვინ. უჩა როა ხო იცი? მაგან ჩაი აუტანა. რა პონტია, ტო..
-რაო დათუნ აგეწვა?
-მაგრად, ტო..-გაეცინა დათუნას.-გავწერ და ისე მივხედავ ამათ ნერვებს არ მოვაშლევინებ.
-ვა, ჩემი ძმა ამურის ტყვეობაშია?-გაიცინა რეზიმ.
-შენ ხო რას ამბობ ამური და კუპიდონი არ გაგკარებია, რა.-უპასუხა დათუნამ.
- ჯერ-ჯერობით ვარიდებ თავს ცოტა მაინც შენსავთ დამწვარი არ ვარ.
-აუ, გეხვეწები თუ ძმა ხარ, რა.. მაგ ზღაპარს მე არ შევჭამ,-გაიცინა დათუნამ.
-კაი, შემეშვი ეხლა, ტო. გავალ გოგოებთან. შენ გამოდიხარ უკვე?
-არა, წაიყვანე რა ლიკა და კატო. დღეს 8-მდე ფიზიკურად ვერ გამოვალ ოპერაცია მაქვს ცოტახანში და გააჩნია როდის მოვრჩები.
-კაი, დარეკე რა რო გამოხვალ.-უთხრა რეზიმ და ოთახიდან გავიდა. ლიკუნა უკვე ჩაცმული იჯდა და ელოდებოდა დათუნას და საბუთებს. კატო ტელეფონში იყო ჩამძვრალი და არც გაუგია რეზის შესვლა. რეზის დათუნაც გამოჰყვა, რომელმაც ამცნო რომ შეეძლოთ წასულიყვნენ. ცოტა დაარიგა ლიკუნა და ლიფტამდე გააცილა.
-აუ, კატასტროფულად საყვარელია შენი დეიდაშვილი!
-ლიკა! რა გჭირს შენ!-გაუწყრა კატო.
-აუ, კატ რეზისთვის რომ არ მეთქვა გავაფრენდი,-თქვა ლიკუნამ,-აი, გეფიცები! უმზრუნველესია. ყველა პაციენტთან ეგრეა?
-არა, ყველასთან არ არის ეგრე,-გაიცინა რეზიმ.
-აუ, გინდა კატოს ელაპარაკე გინდა რეზის თუ სიტყვები არ ამოგლიჯე ხო არ გეტყვიან არაფერს,რა !-ჯუჯღუნით წავიდა ლიკუნა მანქანისკენ და ჩაჯდა. კატო ჯდებოდა, ნაცნობმა ხმამ რო გააჩერა:
-კატო, კატო!
-ბათუ, როგორ ხარ?-ჰკითხა მასთან მისულ ბიჭს.
-კარგად შენ როგორ ხარ?
-ვარ რა. აქ რა გინდა?-ჰკითხა კატომ.
-ირმაა ცუდად და აქ გვიწევს.
-უი, რას ამბობ. მომიკითხე დედაშენი,-გაუღიმა კატომ,-როდის ჩამოხვედი?
-რავიცი, 2 თვეა აქეთ ვარ რა. წასვლას ვაპირებ კიდევ, მაგრამ ირმას ამბავმა შემაჩერა.ლიკუნა როგორაა?
-ლიკუნაც აქ იყო რაღაც ცუდად გრძნობდა თავს და... მანქანაში ზის..
-ხო, მივხვდი დამინახავდა და არ გადმოვიდოდია,-გაეცინა ბათუს,-შენ ისევ ისეთი ლამაზი ხარ! მოგიხდა გაზრდა.
-მადლობა ბათუ. სანამ აქ იქნები არ დაიკარგო, რა..-უთხრა კატომ.
-არა, შეგეხმიანები. შენი ნომერი ზეპირად ვიცი კიდე არ დამვიწყებია,-გაიცინა ბათუმ და გადაკოცნა კატო,-გამოკეთდება ირმა და გამოვჩნდები. ლიკა მომიკითხე.

მანქანაში ჩაჯდა თუ არა კატო მაშინვე შეეჩეხა აწითლებულ მწვანე თვალებს და ლიკუნას წარბს.
-შენი ნომერი ზეპირად ვიცი და დაგირეკავ,-გააჯავრა ლიკუნამ ბათუ,-ხალვაშს კიდე დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე?
-აუ, ლიკა რა გინდა?! საუკუნეა არ მინახავს ადამიანი. შენ კიდე რატო არ გაგიარა მაგ ბიჭის მიმართ აგრესიამ?! ტროცკის დროა გასული უკვე..
-იმას რა დამავიწყებს რო ჩაგტენა მანქანაში და გეძებდა მთელი მსოფლიო!-გაბრაზებით უპასუხა ლიკუნამ. ორივემ იგრძნო ტორმუზი, რომელსაც რეზიმ დააჭირა. სახე ალევოდა რეზის და თვალები ჩაწითლებოდა.
-აუ, დაივიწყე! გაიზარდა და გავიზარდე. კარგი ბიჭია.. ცოლიც მოიყვანა როგორც ვიცი..-არ მიაქცია კატომ რეზის ყურადღება.
-ერთი შენ გათხოვდი და მეორე მაგან მოიყვანა ცოლი! ტუფტა თემა იყო ეგ მაგის ცოლის მოყვანა, რა.. ნაშებს კიდე წინდებივით რომელი აზზრზე მოსული თანამედროვე ბიჭი არ იცვლის?!-აღშფოთებული იყო ლიკუნა. მთელი გზა რეზი ხმას არ იღებდა და უსმენდა გოგოებს. ცდილობდა გაბრაზება და ეჭვიანობა საკუთარ თავში ჩაეხშო და არ ეჩვენებინა. ხელები სულ დაცვარული ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. არადა, არ იყო ეჭვიანი ეხლა რაღა დაემართა რეზის?!
-მადლობა რეზი..-უთხრა კატომ და მანქანიდან გადავიდა. ლიკუნა წინ გადმოუჯდა რეზის და მანქანა დაძრული არ იყო რეზიმ ჰკითხა:
-ვინ არის ეს ბათუ?
-კაი, რეზი ამოხეთქე ვერ ვხედავ გგონია? შენ თუ ხედავ რო მომწონს შენი დეიდაშვილი შენ გგონია ვერ ვხედავ ჩემს დაქალზე რომ აფრენ?!
-ვინ არის ლიკა ეს ბათუ და რა უნდოდა?
-არაფერი, მთელი ცხოვრებაა კატო უყვარს. ბანკეტი რო გვქონდა ჩააგდო მანქანაში და იტაცებდა. მერე ნიკუშა და საძმაკაცო ჩაერია, მშობლები და მოკლედ, მაგარი გარჩევები იყო. მერე გაბაზრდა რო ცოლი მოიყვანა და საფრანგეთში წავიდაო. საფრანგეთში მართლა წავიდა, მაგრამ ცოლი არ მოუყვანია. იმ დღის მერე მხოლოდ ერთხელ შეეხმიანა კატოს და ისიც ძაან მეგობრულად. ეს ხო ძაან მეამიტია და სჯერა ყველაფრის,-დაფქვა ლიკუნამ ყველაფერი,-არამგონია, ამ ბიჭს გადავლილი ჰქონდეს კატოსადმი სიყვარული. უეჭველი, შეეხმიანება და რავიცი მე რა...-ხმა არ ამოუღია რეზის. ბათუს გაგლეჯვა უნდოდა შუაზე, ასე რომ უყურებდა კატოს, ასეთი რაღაცები რომ გაუბედავს. დატოვა სახლში ლიკუნა და უახლოესი ბარისკენ წავიდა. ტრადიციულად ორმაგი ტეკილა დალია კატოს საყვარელი სასმელი.

კატო? კატო გაფერადებული ცხოვრება იყო რეზისი.
კატომ ხალისი შემოიტანა მის ცხოვრებაში.
კატო დაუმორჩილებელი იყო და სწორედ ეს მოწონდა რეზის კატოში.
ზუსტად ერთნაირები იყვნენ და ძალიან უჭირდა მისი ნაბიჯების ამოცნობა.
კახეთის ამბავს ხომ ვერასოდეს წარმოიდენდა! იგივე გაუკეთა კატომ? არარაობად აგრძნობინა თავი! გათელა მისი თავმოყვარეობა. ძლივს გადააბიჯა თავს და კატომ გადათელა. მაგრამ არ თვლიდა რომ ზედმეტი მოუვიდა. პირიქით, ესიამოვნა კატოს საქციელი. გაუხარდა, რომ კატომ კარგად იცოდა თავის ფასი და ასე ადვილად მოსაპოვებელი გოგო არ იყო.

-კატო, ჩამოდი.-სადარბაზოსთან იდგა რეზი.
-მთვრალი ხარ?
-არა, გეჩვენება. ნასვამი ვარ.
-რა მნიშვნელობა აქვს. რა გინდა?
-უბრალოდ, გთხოვ რაღაცას.
-შენ მე რა უნდა მთხოვო?!
-ბათუ.. ბათუს ნუ შეხვდები.-უთხრა ცივად რეზიმ.
-შენ ვინ გეკითხება?
-უბრალოდ, მეგობრულად გთხოვ,-წამოაყრანტალა რეზიმ.
-მეგობრულად ლიკუნას თხოვე სისულელეები არ გააკეთოს,-უპასუხა კატომ,- ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი, გთხოვ.

მართალი იყო კატო.
რატომ ერეოდა მის ცხოვრებაში? რა უფლება ჰქონდა?
ჯერ მოდი, ბოლომდე ეღიარებინა საკუთარი თავისთვის კატოსადმი გრძნობები და მერე ელაპარაკა საერთოდ ამდენი.
ესეც ასე, 2:1 ეკატერინა მეტრეველის სასარგებლოდ.!


***
საღამო იყო. რეზი სახლში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ანი შეფრატუნდა ძმასთან და გვერდზე დაუჯდა. თავი დაადო მხარზე და ჩაეხუტა.
-რა იყო ანუშკი?
-ძაან მიყვარხარ რეზი.
-რა გინდა რომ მთხოვო?-გაეცინა რეზის.
-აუ, რა საზიზღარი ხარ! არ შეიძლება ისე მიყვარდე?-გაბრაზდა ანი.
-როგორ არ შეიძლება, მაგრამ შენ ყოველთვის მაშინ მეუბნები ამ სიტყვას, როცა რაღაც გინდა მთხოვო ან მითხრა. აბა, გისმენ!
-აუ, არაფერი შენ თავს ვფიცავარ. უბრალოდ, ძალიან მომენატრები!
-მეც. მაგრამ შორს ხო არსად მიდიხარ?
-არა, მაგრამ ხო ხვდები, რა. ძმა ხარ მაინც. ჩემი საზიზღარი ძმა,-გაეცინა ანის.
-შე პატარა ჭინკა. რა უცებ გაიზარდე,-უთხრა რეზიმ და ცხვირზე უჩქმიტა.
-აუ, დამიგრძელდება ცხვირი.
-ნუ, წუწუნებ გოგო! გააგიჟებ იმ ბიჭს შენ და ვატყობ გამოგიშვებს მალე უკან,-გაეცინა რეზის.
-არ მჯერა, რომ ასე მალე მოვიდა ქორწილის დღე. იცი, როგორ ვნერვიულობ?
-რაღა მალე? წინ კიდევ ერთი თვეა სულელო,-გაეცინა რეზის.
-აუ, რეზი...-ააპაჭუნა თვალები ანიმ.
-რა იყო?
-რაღაც უნდა გკითხო.
-აი, ხო ვამბობდი რომ რაღაც გაინტერესებდა?!-გაეცინა რეზის,-მიდი, გისმენ.
-კატო მოგწონს?- ჰკითხა ანიმ. „ასე ძალიან ეტყობოდა? არა, კი ელოდა დისგან ამ შეკითხვას, მაგრამ ასე მალე არა“.
-ძალიან რთულადაა ყველაფერი რა. ზედმეტად მძიმე ურთიერთობა გვაქვს,-უპასუხა რეზიმ.
-მე და ზაზუკაც ეგრე არ ვიყავით? მთელი რიგა ვხოცავდით ერთმანეთს. არასდროს არაფერს მითმობდა და სულ მაწვალებდა, მაგრამ ხო ხედავ? ვგიჟდები ისე მიყვარს! ზოგადად, ეგრე ხდება, რა.
-ჩემი ბრძენი გოგო! როდის გაიზარდე ასე ძალიან?-გაიცინა რეზიმ და ლოყაზე აკოცა საყვარელ დას.
-აუ, რეზიკო! მითხარიიიი..
-დამანებე ეხლა თავი.-უთხრა რეზიმ და ოთახისკენ წავიდა.
-მოსწონს, ნამდვილად მოსწონს! რა ბედნიერება იქნება კატოსნაირი რძალი,-თქვა თავისთვის ანიმ და კუნტრუშით წავიდა თავიის ოთახისკენ.

მოსწონდა კატო? კი, ნამდვილად მოსწონდა. თავიდან კი ფიქრობდა მასზე როგორც ქალზე და ძალიან უნდოდა ეს გოგო, მაგრამ ახლა ნამდვილად იცოდა, რომ ძალიან მოსწონდა. ეს ფიზიკური მოწონება არ იყო.. სულიერში იყო უკვე გადასული და ეს აფიქრებდა რეზის ზუსტად. არასდროს დამართნია ასე. არა, კი ჰქონია გატაცებები, მაგრამ ასეთი ძლიერი არა? რაღაცნაირი, მაგნიტივით რომ იზიდავდა. კატო იყო მაგნიტი და რეზიც მისკენ მიიწევდა. საოცარი სურვილი ჰქონდა ამ გოგოსთან ერთად გაეტარებინა ბევრი დღეები! ალბათ, რა სახალისო და საინტერესო ცხოვრება ექნებოდათ ერთად?! აუცილებლად, ერთი დიდი ოთახი ექნებოდათ ტანსაცმლისთვის. ორ აბაზანაში განლაგდებოდნენ იმიტომ, რომ ორი ერთმანეთზე უარესი იყო. ძალიან მოსწონდა ის, რომ სხვას არ ჰგავდა კატო. საწოლზე წამოწვა და ჭერს ახედა. როგორ მოუხდებოდა მის ოთახს ქალის ხელი. მოათვალიერა ოთახი და დაფიქრდა, რომ მოუხდებოდა ქალის ნივთები. კმაყოფილმა გაიღიმა.
-რეზი..-ოთახში ანი შემოვიდა.
-აქაც არ მანებებ თავს?-გაეცინა რეზის, მაგრამ ანის რომ შეხედა სახე წაეშალა,-რა გჭირს?
-მამა გეძახის.. ცუდ ხასიათზეა. რაღაც ხდება..-უთხრა ანიმ. მაშინვე წამოხტა რეზი და გაიქცა მისაღებისკენ, სადაც ლევანი თავჩარგული იჯდა.
-მამა, რა ხდება?-ჰკითხა ლევანს ოთახში შესულმა რეზიმ.
-რეზი, რა ხდება რომ იცოდე..-ამოილუღლუღა ლევანმა.
-ანი, წყალი მოუტანე მამას,-მკაცრად უთხრა დას. ანიც გაიქცა სამზარეულოსკენ და უკან წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა.
-ნანაც გამოვიდეს და დავილაპარაკოთ,-თქვა ლევანმა მშვიდად. ნანაც გამოვიდა და მთელი ოჯახი ლევანს შეჰყურებდა. ელოდებოდნენ, როდის დაიწყებდა ლევანი მოყოლას. უყურებდა რეზი ამ მთასავით კაცს და ვერ ხვდებოდა ასე რას განიცდიდა, რომ ასე დაპატარავდა ეს კაცი.
-რეზი, ანი.. ბაბუათქვენი რომ გარდაიცვალა ხომ გახსოვთ ის დღეები?
-კი, როგორ არ გვახსოვს. წლისთავიც არაა გასული, ერთ კვირაშია და როგორ შეიძლება ასე მალე დაგვიწყებოდა?!-უპასუხა რეზიმ.
-ხოდა, საქმეც მაგაშია რომ წლისთავია დიდი პრობლემა.
-ლევან, თქვი რა ხდება..-უთხრა ანერვიულებულმა ნანამ.
-მოკლედ, კარგად იცით რომ ჩვენს კომპანიას კორკოტაძეების კომპანიასთან თანამშრომლობდა, რომელსაც მამაჩემი ედგა თავში. რეზო ცუდად რომ გახდა გარკვეულ საბუთებს მოაწერა ხელი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ანდერძი დატოვა სადაც ერთადერთი მემკვიდრე ამ კომპანიის მფლობელი და სხვა დანარჩენი ქოების იქნება პატარა რეზო. ანუ, შენ რეზი. ეს ყველაფერი იურიდიულად გამართულია და ნოტარიუსის ბეჭედიც აქვს..
-რა პრობლემაა მერე მამა? თუ, ეს რამე პრობლემას ქმნის გადაიფორმე შენზე. მე ხომ იცი ისედაც შენი თხოვნით ვაკეთებ ამ საქმეს. მეუხერხულება ძალიან..-თქვა რეზიმ.
-გაჩუმდი რეზი! ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! შენ ჩემი შვილი ხარ და მე ვიქნები თავში თუ შენ არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და ეგ მეორედ აღარ გაიმეორო..!
-მერე ლევან ავნერვიულდი,-გააწყვეტინა ნანამ.
-მერე ის რომ ამ ხელშეკრულებით კორკოტაძეებმა ისარგებლეს და გადაიფორმეს ჩვენი კომპანია.
-ხო, მაგრამ როგორ მართავთ მაშინ ამ კომპანიას?-იკითხა ანიმ.
-საქმე იმაშია, რომ ანდერძის თანახმად 1 წლის განმავლობაში თუ რეზიმ ცოლი არ მოიყვანა ეს კომპანია გადაფორმდება კორკოტაძეებზე. თუ რეზი ცოლს მოიყვანს უახლოეს 1 თვეში ის ხელშეკრულება, რაზეც ხელი მოაწერინეს მამას ავადმყოფობის დროს იქნება ბათილი და კომპანია, მამას წილები, ეს სახლი ყველაფერი დაგვრჩება.
-რაა?-იკივლა ნანამ,-რას ამბობ ლევან? ამას ახლა გვეუბნები?
-მეც ახლა გავიგე, ნანუკა. კინაღამ, გულმა დამარტყა.
-მოიცა, მამა. წესიერად აგვიხსენი რა ხდება. საიდან გაიგე?-ძლივს ამოიღო ხმა რეზიმ.
-რეზოს ვინც დაუმოწმა ანდერძი ის ნოტარიუსი შემხვდა და მკითხა რა ხდებოდა ჩვენკენ და მოიყვანა თუ არა რეზიმ ცოლი. მე რომ ვუთხარი, რომ არა გაგიჟდა. მერე ქონებაზე მითხრა და მომიყვა ამ ყველაფერს.
-ხო, მაგრამ ასე ზეპირად ენდე სიტყვაზე?-იკითხა ანიმ.
-ანი, შვილო რას მეუბნები, ხვდები?-გაბრაზდა ლევანი,-მაშინვე წავედით მასთან ოფისში და მოვძებნეთ. ნოტარიუსს ერთი დედანი დაუტოვებია თავისთვის და მეორე მამას მისცა. ამას ესწრებოდა ჩვენი და კორკოტაძეების იურისტი და სავარაუდოდ, მათთან შეთანხმებით ანდერძის ეს ფურცელი რეზოს ანდერძს ჩამოაშორეს. მაშინ თუ გახსოვთ, ამ ნოტარიუსის შემცვლელი იყო და, როგორც ყველა შემცვლელი ნაკლებად გულისყურით მიუდგა საქმეს. ეს მცირეოდენი დეტალი გამოგვეპარა, მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის.-თქვა ლევანმა და თავი ჩახარა. არც ერთი არ იღებდა ხმას. რეზი გაჩუმებულიყო და ერთ წერტილს მიშტერებოდა.

ძალიან მაგარი ბაბუა იყო რეზო. პირველი შვილიშვილი იყო რეზი მისთვის და ყველაფერს მისთვის აკეთებდა. ფაქტობრივად რეზოს გაზრდილი იყო შვილიშვილი. ერთად დადიოდნენ ყველგან. სპორტულ წრეებზე, სიმღერაზე, წყალბურთზეც რეზომ შეიყვანა შვილიშილი, ფეხბურთის მატჩებს ერთად უყურებდნენ. რეზოს თან დაჰყავდა ყოველთვის და აჩვენებდა საწარმოს, მის საქმეს აზიარებდა. არ იფიქროთ, რომ ანი არ უყვარდა. ძალიან უყვარდა, მაგრამ რეზი რადგანაც პირველი შვილიშვილი იყო და თან ბიჭი, ეიმედებოდა ძალიან. ისიც ეიმედებოდა, რომ რეზი არასდროს ცივ ნიავს არ მიაკარებდა ანის. ზედმეტად უყვარდა თავისი და როცა ანი დაიბადა უვლიდა ანის. არ აკარებდა არავის. როცა შეეძლო ბიჭებთან თამაში ანის ეთამაშებოდა. განსხვავებული ბავშვი იყო რეზი. ძალიან თბილი და კეთილი. რეზომ ავადმყოფობის დროსაც კი გათვალა და იურისტთნ კონსულტაციის შედეგად ჩაწერა ანდერძში ეს პირობები. რეზის ეუბნებოდა ხოლმე „კორკოტაძეები არ არის სანდო ხალხი. ასე მგონია, ერთ დღეს გვიღალატებენ, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში სტრატეგიული პარტნიორები არიან“-ო.

-ყველაფერი გათვალა ბაბუამ..-ხმადაბლა თქვა რეზიმ და წამოდგა. ფანჯარასთან დადგა და გაიხედა ფანჯარაში.
-ეგრეა, ეგრე.. აქამდე რომ მცოდნოდა შევცვლიდი, მაგრამ ორი კვირა არ მეყოფა..-თქვა ლევანმა და წყალი მოსვა.
-რას შეცვლიდი მამა? რა სისულელეა! შეიძლება ვერც შეგეცვალა ვერაფერი..!
-რეზი, დედი. შენ ხარ ჩვენი იმედი, ხომ იცი?-ამოილუღლუღა ნანამ.
-დედა, რას ამბობ? აძალებ რომ ცოლი მოიყვანოს იმის გამო, რომ უზრუნველად ვიცხოვროთ?-წამოიყვირა ანიმ,-არ შეიძლება ეგრე! სხვა გამოსავალი მოვძებნოთ! ან, საერთოდ ვინ უნდა მოიყვანოს?!
-აბა, რა უნდა ვქნათ ანი? რეზიც და ლევანიც დასაქმებულები არიან საოჯახო ბიზნესში.
-მეც ვმუშაობ!
-შენი 1500 ლარი ვის ეყოფა?!-დაუქაჩა თვალები ნანამ ანის.
-დედა, კარგი რა.. არ მეგონე ასეთი.. მგონი, საკმაო განათლება აქვს რეზისაც, რომ სამსახური დაიწყოს. მარტო მე ხომ არ მისწავლია საზღვარგარეთ? უდიდესი სანაცნობო წრე ჰყავს და ნუ ნერვიულობ უმუშევარი არ დარჩება!-დაუყვირა დედას ანიმ.
-გაჩუმდით ორივე!-დაიყვირა ლევანმა. სახე გაუფითრდა ლევანს, აკანკალდა და მოწყვეტით დაეცა ძირს.


***

ნაკაშიძეების სრულ შემადგენლობას თავი მოეყარა საავადმყოფოში. რეზი ისევ უემოციოდ იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა, ანი დადიოდა წინ და უკან, ნანა კი-ცრემლებად იღვრებოდა.

გამორიცხულია რა!
დიდხანს არ გრძელდება იდეალური ყოფა. ყოველთვის რაღაც მოხდება. ან კარგი, ან ცუდი.
ესე მოხდა ნაკაშიძეებშიც.
ერთი წლის წინ ბაბუა დაკრძალეს. რევაზ ნაკაშიძე თბილისში ერთ-ერთი აღიარებული მეღვინე და მცირე მეწარმე იყო. თავდაპირველი ღვინის საწარმო ჰქონდა, რომელსაც აქტიურად უძღვებოდა ლევანთან ერთად. ღვინის ბაზარზე კორკოტაძეები გამოჩდნენ, რომლებთანაც დაიწყო რეზომ თანამშრომლობა და ზუსტად, აქედანდ აიწყო პრობლემები. შეიძლება კიდეც ნერვიულობის ფონზე გახდა დიდი რეზო ცუდად და ამიტომ ავადმყოფობდა. როცა გაასვენეს და ნოტარიულად გადაიფორმეს ყველაფერი და მოაწესრიგეს იმენად უცებ დალაგდა ნაკაშიძეებთან ყველაფერი თვით ლევანიც კი გაოცებული იყო.

-ანი,-ზაზუკა მოვიდა ანისთან და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს,-როგორ არის ლევანი?
-არვიცი, ზაზუკა არვიცი. ერთს ვითხოვ მამა გადარჩეს მეტი თუ რამე მინდოდეს, აი, გეფიცები..-უთხრა ანიმ და ატირდა.
-კარგი დამშვიდდი. ხომ იცი რა ძლიერია?!-აკოცა თავზე ზაზუკამ,-აუცილებლად, კარგად იქნება. რა დაემართა?
-ინსულტიო ექიმმა..-თქვა ანიმ და ატირდა.
-ჩუ! დამშვიდდი... კარგად იქნება ლევანი.-უთხრა ზაზუკამ და რეზის გადახედა, რომელიც ანერვიულებული უყურებდა მათ და თვალებით მადლობას უხდიდა ზაზუკას მოსვლისთვის.

საუკუნედ ეჩვენებოდათ უკვე საათები. დათუნა არა და არ გამოდიოდა საოპერაციოდან.
დრო გადიოდა და ნერვიულობა იმატებდა. რეზი კი გაუნძრევლად იჯდა და მიშტერებოდა კედელს. ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა და გამოსავალს მხოლოდ ერთ რამეში ხედავდა.

-რეზი, ანი, ნანა,-გამოვიდა დათუნა საოპერაციოდან,-კარგად არის. ნუ ნერვიულობთ.. კორონალური არტერიის შევიწროვება მოხდა, რის შედეგადაც აუცილებელი იყო ოპერაციის გაკეთება. სტენტირება გაუკეთდა და ახლა კარგად არის. ნუ, ინერვიულებთ თორემ საოპერაციო მაგიდაზე თქვენ აღმოჩნდებით.
-მადლობა, დათუნა..-ჩაეხუტა ნანა დისშვილს.
-კაი, ნანუკა რა გჭირს. ლევანი ძლიერია, არ იცი? ძალიან ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმი აქვს.
-მადლობა, ძალიან დიდი მადლობა..-უთხრა ნანამ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-რეზი, წამოდი რა..-უთხრა დათუნამ და კაბინეტში შეიყვანა რეზი.

დათუნამ ტრადიციულად ვისკი ჩამოისხა და ჩამოუსხა რეზის.
-არვიცი, ასე რა ინერვიულა ლევანმა. ურთულესი ოპერაცია იყო.. არ მეგონა თუ გადარჩებოდა. რა მოხდა კი მაგრამ ასეთი?-იკითხა დათუნამ. რეზიმ ყველაფერს მოუყვა და ამასობაში ნახევარი ბოთლი გამოსცალა.
-რას აპირებ მერე?
-რას უნდა ვაპირებდე? ვიქორწინებ.
-ვიზე იქორწინებ?
-ვინმეს ვიპოვი..
-გაგიჟდი შენ? ვინმე ნაცნობს უთხარი რამე არ მოხდეს კიდევ.
-ხო, ვეტყვი ვინმეს..-ორაზროვნად უპასუხა რეზიმ.
-იმედია, შენს ნაშებს არ ეტყვი რომელიმეს თორემ დარწმუნებული ვარ ცოტახნის მაგივრად საკმაოდ დიდხანს შეგრჩება. ბავშვით,-გაიცინა დათუნამ.

მოსაცდელში გასულებს მხოლოდ ნანა დახვდათ.
-ანი და ზაზა სად არიან?-იკითხა რეზიმ.
-ანიმ საქმე მაქვსო და გავიდნენ..-უთხრა ნანუკამ. რეზიმაც მაშინვე დაურეკა ანის:
-სად ხარ?
-რაღაც საქმე მაქვს რეზი და მოვალ.
-მამაზე მნიშვნელოვანი საქმე რა გაქვს?!
-მამა კარგად არის. სხვა საქმე მაქვს, რა. მოვალ მალე..


***
-რა ხდება? რა სახეები გაქვთ?!-შეცბა კატო ანის და ზაზუკას დანახვისას.
-რავიცი, კატუშ რა გითხრა აბა.-შევიდა ზაზუკა სახლში და ანიც შეიყოლა.
-კატო, საქმე მაქვს შენთან. ერთი-ერთზე,-მშვიდად უთხრა ანიმ კატოს.
-აუ, რას მოგყავდი თუ მაგდებდი,-დაიწყო წუწუნი ზაზუკამ და ანის სახეს რომ შეხედა მაშინვე გაჩუმდა და სამზარეულოში გავიდა,-ნიკუშა მაინც იყოს სახლში, რა..

-ანი, რა ხდება? მითხარი! მოვკვდი ნერვიულობით..
-მამა.. ლევანის გულმა დაარტყა.. საავადმყოფოშია.-ძლივს ამოიღო ხმა.
-ვაიმე! რას ამბობ?!-გაგიჟდა კატო,-მართლა? რატო? ეხლა როგორ არის?
-კარგად კატო.. კარგად არის.. უბრალოდ, ჩვენ ჩვენ.. ცუდ დღეში ვართ..
-რა ხდება მითხარი. ნუ, მანერვიულებ!
-არა, ცუდი აზრი იყო აქ მოსვლა..-თქვა ანიმ და წამოხტა.
-ანი! რა გჭირს? მითხარი რა ხდება..
-მამა იმიტომ გახდა ცუდად, რომ შეიძლება რაც კი სიმწრით ნაშენები ჰქონდეს ბაბუას ის დავკარგოთ. ერთადერთი გამოსავალია, რომ რეზიმ ცოლი შეირთოს თან ეს ყველაფერი უახლოეს 2 კვირაში უნდა მოხდეს.. რეზი, თანახმაა, მაგრამ.. არვიცი, აქ არ უნდა მოვსულიყავი.-უთხრა ანიმ და ცრემლები წამოუვიდა.
-გინდა, გავყვე რეზის ცოლად?-ხმადაბლა იკითხა შოკირებულმა კატომ.
-სხვა სანდო ადამიანს ვერ ვეტყოდი. თან ყველას ვერ მოვუყვებოდი.. თან.. თან რეზის უყვარხარ კატო.. - კატო შოკში იყო. შოკში იყო სიტუაციის გამო, შოკში იყო ლევანის გამო, იმის გამოც რომ რეზის ცოლად უნდა გაჰყოლოდა და საერთოდ, რეზის რომ უყვარდა. როგორც ანიმ უთხრა..
-კატო, ბოდიში რა.. აი, მართლა ვერ ვხვდები რას ვაკეთებ იმდენად შოკში ვარ. ეს ჩემი სულელი ძმა წავა და რომელიღაც თავის ერთ-ერთ ნაშას ეტყვის და ვიცი, უარესად დაინგრევს ცხოვრებას. მაპატიე რა.. აქ არ უნდა მოვსულიყავი. უბრალოდ, ძალიან ჩემიანად მიგიღე და ძალიან შემიყვარდი. თუმცა, ერთი ადამიანის გადასაჩენად მეორეს როგორ უნდა სთხოვო თავის გაწირვა.. აქამდე არ მესმოდა.. ალბათ, ვერც ახლა გავიგებ.. ბოდიში რა..-ატირდა ანი და თავი ხელებში ჩამალა.

ასეთი ამბები მხოლოდ ჰოლივუდის კინოებში თუ ხდება.
ან არგენტინულ სატირაში;
ან თურქულ მრავალსერიან ძალით დრამაში.
არ არსებობს!
არა
ნამდვილად, არსებობს რაღაც რატომაც დღეს ანი კატოსთან მივიდა.

***

რეზი მისაღებში იჯდა და ვისკის სვამდა. სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. არ იცოდა რა ექნა. არა, კი იცოდა მაგრამ ვისთვის მიემართა და ეთხოვა ცოტა ხნით მისი ცოლი გამხდარიყო? მარისთან ვერ მივიდოდა, არ ენდობოდა. თათია მოსვნებეას არ აძლევდა და დათუნასი არ იყოს ცოტა ხნის მაგივრად დიდხანს დარჩებოდა. ყველა იმ ადამიანზე დაფიქრდა, ვინც მის ცხოვრებაში იყო, მაგრამ ვერავინ ვერ მოიფიქრა. გამოუვალ მდგომარეობაში იყო.. მაინც კარგია დიდმა რეზომ რაღაც ხელჩასაჭიდი რომ დატოვა, მაგრამ ეს ხელჩასაჭიდიც რომ ცოტაც და ხელიდან გაუსრიალდებოდა?!
-რეზი, რას ფიქრობ?!-შემოვიდა ნანა რეზისთან.
-ვფიქრობ ვინ მოვიყვანო ცოლად,-უპასუხა ცივად რეზიმ.
-მანანას გოგო? მშვენიერი გოგოა.
-შენც ეგ არ გინდა?-ცინიკურად შეხედა დედას,-გიჟდებით შენ და მანანა ისე გინდათ გამირიგოთ ეგ გოგო. რა იყო დედა, ოცნება გიხდება?!
-რანაირად მელაპარაკები, რეზიკო?
-ეხლა რეზიკო ვარ, დედა? გასაგებია, რომ ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ თქმასაც ხო გააჩნია? ნუ, ნერვიულობ მე რომ არ მოვიყვანო ცოლი მაინც არაფერი მოგაკლდებოდა, მაგრამ ასე ნათლად უნდა დააფიქსირო შენი აზრი?
-რა არის იმაში ცუდი, რომ კომფორტი მიყვარს?-აყვირდა ნანა.
-არაფერი ნანუკა. იცი, ყველაზე ცუდი რა არის? ეგოისტი ქალი ხარ. მხოლოდ შენ თავზე ფიქრობდი და ფიქრობ. არც მე და არც ანი არ გაღელვებდით არასდროს. ორივე ყველამ გაგვზარდა შენ გარდა.. ის საწყალი ქალი მაგიტო გადავიდა ხო საგურამოში საცხოვრებლად? რას უკეთებდი ბებიაჩემს ასეთს, რომ გააგიჟე და გააქციე ბაბუას სიკვდილის მერე?!
-რანაირად მელაპარაკები?! დედა ვარ შენი!-დაუყვირა ნანამ.
-დედა?-ჩაიცინა რეზიმ,-ქალი, რომელიც ჯერ თავის თავზე ფიქრობს? არასდროს გეცალა ჩვენთვის. სალონიდან სალონში დადიოდი, რესტორნიდან რესტორანში. დარწმუნებული ვარ, მამას რომ არ მოეთხოვა მე და ანის არ გაგვაჩენდი..!
-ეს უკვე ზედმეტია! როგორ ბედავ?-დაუყვირა ნანამ და ხელი მოუქნია.
-არ გაბედო, დედა,-ხელი დაუჭირა რეზიმ,-არანაირი უფლება არ გაქვს, მიყვირო ან ხელით შემეხო. მე თუ რამე ნაბიჯს გადავდგამ ლევანის გამო ვიზამ და ბაბუას გამო. საერთოდ, მადლობა უთხარი მამას სახლში რომ ხარ დღეს. ასე, ძალიან რომ არ უყვარდე არც მე მიგიღებდი და არც მამა!
-ეს რას ნიშნავს?!-აღმოხდა ნანას.
-ყველაფერი ვიცი,ნანუკა. როგორ ღალატობდი მამას საკუთარ მეგობართან, მაგრამ მამამ მიგიღო და მოგცა უფლება ისევ მისი ცოლი ყოფილიყავი.
-ეს.. ეს ანიმ იცის?
-არა, ანიმ არ იცის და არც მაქვს უფლება მე რამე ვუთხრა. უბრალოდ იცოდე, რომ შენ ჩემთვის მაშინ მოკვდი, როცა მამას ცრემლი წამოუვიდა და მიზეზად შენი ღალატი იყო!-დასჭექა რეზიმ და კარისკენ წავიდა. მანქანის გასაღები ჩამოხსნა და კარი გააღო. უცებ გაშეშდა და შედგა. კარში ანი, ზაზუკა და კატო იდგნენ.
-კატო...
-დალაპარაკება მინდა შენთან რეზი..-მშვიდად უთხრა კატომ რეზის.
-ახლა?
-კი, ამ წუთასვე,-უპასუხა კატომ. რეზიმ სახლში შეატარა.
-დედა, ჩვენი მეგობარი კატო..-გააცნო ანიმ ნანუკას კატო.
-წამო, ოთახში შევიდეთ.-უთხრა რეზიმ და ოთახისაკენ გაუძღვა. ძალიან ნერვიულობდა კატო და არა ნაკლებ რეზი. ამ შუაღამისას კატო რეზის სახლში? თან ანისთან ერთად..
-რეზი, გამოგყვები ცოლად..-ხმადაბლა უთხრა კატომ. რეზი შოკში ჩავარდა. რა? რა უთხრა კატომ? ცოლად გაჰყვება?
-რას ბოდავ, კატო?-გაბრაზდა რეზი.
-ვიცი, რეზი. ყველაფერი ვიცი და მინდა, რომ დაგეხმარო და გამოგყვე ცოლად.-მტკიცედ უპასუხა კატომ.
-ხვდები რას ამბობ? საერთოდ საიდან მოგივიდა ეს აზრი?-დაუყვირა რეზიმ,-აჰ! ანიმ გითხრა, არა? მოვკლავ მაგ ბავშვს!-დაიღრიალა რეზიმ და სასწრაფოდ მისაღებში გავარდა.-ხვდები საერთოდ რა ქენი? ნუ, ერევი ჩემს ცხოვრებაში.! რა გინდა ვერ გავიგე? რას მიხვედი კატოსთან?
-აუ, რეზი ბოდიში რა...
-ბოდიში არ უნდა მაგას! ჩემ მაგივრად რატომ წყვეტ რას გავაკეთებ? საერთოდ, რა გინდათ ხალხო მთელი დღეა მაგიჟებთ სულ ყველა! ორი წლის ლაწირაკი ვარ რომ ვერ გადავწყვიტო რა მინდა და ვინ მინდა?-ყვიროდა რეზი.
-მართლაც ცუდი აზრი იყო, რა... -ატირდა ანი და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში.
-რა იყო ცუდი აზრი? ვისთან უნდა მისულიყავი?!-გაბრაზდა კატო.
-კატო, შენ არ გეხება!
-ვიცი, არც მე მეხება და არც სხვას. ეს ოჯახური პრობლემაა, მაგრამ როცა შემიძლია დაგეხმარო რატომ არ მაძლევ უფლებას?
-არ მიყვარხარ კატო და როგორ მოგიყვანო ცოლად?-დაიყვირა რეზიმ და თავისივე ნათქვამის თვითონ გაუკვირდა.
-იმაზე, ვის მოყვანასაც აპირებ ხო აფრენ და მზე და მთვარე ამოგდის!-გაბრაზდა კატო.
-და შენ რა იცი საერთოდ იქნებ მიყვარს?
-როცა უყვართ მთელი გრძნობით სხვას არ კოცნიან!-უთხრა კატომ. რეზი გაჩუმდა. მიხვდა, რომ კატომ ასიანში გაარტყა. ხმა ვეღარ ამოიღო. ან, რა უნდა ეთქვა? კატოს რომ კოცნიდა ესე არავისთვის უკოცნია, კატოს რომ უყურებდა ესე არავის უყურებდა.
-კატო, ხვდები მაინც? რას ეტყვი შენებს? ნიკუშას როგორ შევხედავ თვალებში..
-ნუ, ნერვიულობ რაღაცას მოვახერხებთ..
-მართლა, კატო?-შეპარვით ჰკითხა რეზიმ.
-კი, რეზი. კარგად მაქვს გააზრებული ყველაფერი და ხვალ შეგვიძლია წავიდეთ იუსტიციის სახლში და მოვაწეროთ ხელი. კანონიერი ცოლი ვიქნები ხვალ ამ დროს შენი,-გაღიმება სცადა კატომ. რეზიმაც სცადა გაღიმება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. ვერ იფიქრებდა ვერასოდეს, რომ კატო ამ საქმეში დაეხმარებოდა. კატო მისი კანონიერი ცოლი გახდებოდა და ყოველდღე მას დაინახავდა. არადა, ეს უნდოდა რეზისაც ხომ გახსოვთ? მაინც შოკში იყო მომხდართან დაკავშირებით..
ხვალ.. ხვალინდელი დღის გათენების ეშინოდა.


***
-არა, დედიკო არ მესმის ასე უცებ როგორ გადაწყვიტეთ. მე და შენ ხომ ვმეგობრობდით? ამდენ ხანს თუ ხვდებოდით ერთმანეთს, რატომ არ ვიცოდი?-უსაყვედურა ირმამ კატოს.
-კაი რა, დე..
-რა გინდათ ხალხო, ძლივს კატოს ვიშორებთ თავიდან. ეშველა, რა..-ხითხითებდა ნიკუშა.
-არ მიბრაზდები, ნიკუშ?
-არა, რატო უნდა გაგიბრაზდე? ვიცოდი, რომ გიყვარდათ ერთმანეთი. რეზი კარგი ბიჭია და რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო?-უპასუხა ნიკუშამ და შამპანიური ჩამოისხა. მხოლოდ უფროსი მეტრეველი იყო ჩუმად. ირაკლი ხმას არ იღებდა და უბრალოდ აკვირდებოდა ოჯახის წევრების საუბარს.
-მა..-ხმა ამოიღო კატომ.
-შენ ყოველთვის ჩემი გოგო იყავი და იქნები. ძალიან მატკინე და გული დამწყვიტე საქმის კურსში რომ არ ჩამაყენე, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდებს ვერაფერი გაგიგეთ. არაუშავს, ჩემი შვილი ხარ და ვიცი, რომ დარწმუნებული რომ არ იყო ამ ნაბიჯს არ გადადგამდი,-უთხრა ირაკლიმ და ერთი ღრმად ამოისუნთქა,-მაგრამ თუ გაწყენინებს რეზი იცოდე, ფეხებით დავკიდებ ამ ჭაღზე!

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.. რომ იცოდეს კატოს ოჯახმა რეალურად რატომ მიყვებოდა რეზის ცოლად, ალბათ მარტო რეზის კი არა კატოსაც დაკიდებდნენ მისაღების ჭაღზე ფეხებით. გადაწყვიტეს რეზიმ და კატომ, რომ სიმართლე არავისთვის არ ეთქვათ სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა. არადა, მთელი ბავშვობა ოცნებობდა სანატრელ პრინცზე თეთრ ცხენზე ამხედრებულზე თუ არა რამე კაი თეთრი ფერის მანქანაზე ამხედრებული რომ მოაკითხავდა, აუცილებლად, მოუტანდა დიდი თეთრი ვარდების თაიგულს. ეცმეოდა ვერა ვანგის თეთრი საქორწინო კაბა დიდი შლეიფით და აუცილებლად, სასურველ სტუმრებთან ერთად აღნიშნავდა გაბედნიერებას.

მაგრამ...
რა ცუდი რამეა „მაგრამ“.
ყველაფერი ხომ ისე არ ხდება, როგორც გვინდა.

-სიძე კაცი მოვიდა!!-წამოიყვირა ნიკუშამ და კარებისაკენ გაიქცა.
-ნუ, ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება,-უთხრა ლიზამ კატოს და ნაზად აკოცა. რეზი შემოვიდა და კატოს იმ ოცნებიდან ერთი მაინც აუხდა.. უზარმაზარი თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა. უკან ლიკუნა და დათუნა მოჰყვებოდნენ. მიხვდა კატო.. ლიკუნას ხელი იყო ჩარეული ამ ყველაფერში, მაგრამ ხო უნდოდა და ერთი მაინც აუხდა?

რადგან არ იცოდნენ მშობლებმა რეალურად რა ხდებოდა თავი აარიდეს აყალ-მაყალს და მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრთან ერთად წავიდნენ იუსტიციის სახლში. ლიკუნას, ლიზას და ანის უხაროდათ რომ კატო და რეზი დაოჯახდნენ. რეალურად, ხომ მხოლოდ ამ სამმა იცოდა მათი სიმპათიების შესახებ. იუსტიციიდან გამოსულები კი რეზის სახლში წავიდნენ, სადაც ნანუკა ელოდა სტუმრებს.

-დაწინდვა?-ჰკითხა რეზიმ კატოს.
-ხელმოწერა სიღნაღში და ჯვრისწერა გერგეთზე?-კითხვა შეუბრუნა კატომ.
-ეგეც იქნება..-ჩაილაპარაკა რეზიმ.
-ასეა, საჭირო.. ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ რამეს ძალით ვაკეთებ.
-კატო, მოგიწევს როგორც ნადმვილი ცოლი ისე მედგე გვერდზე.
-ვიცი, მაგრამ ხომ იცი ყველასთვის ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენ მხოლოდ ფიქტიურად, ქაღალდზე დაქორწინებულები ვართ?
-შვილიშვილებს რომ მოიკითხავენ შენი მშობლები?-ჩაიცინა რეზიმ.
-არსად გვეჩქარება,-უპასუხა კატომ და თავი აარიდა რეზის.

***
სახლში შესულებს სიურპრიზი დახვდათ. ლევანი მისაღებში ელოდა ახალდაქორწინებულებს. სიხარულით ანიმ იტირა მამის დანახვაზე. არ ეგონა ასე მალე თუ გამოწერდნენ ოპერაციის მერე.
-იმდენი იწუწუნა იმდენი, რომ ფაქტობრივად პატარა პალატა მოვუწყვე თავის ოთახში,-გაიცინა დათუნამ.
-მამა, კარგად ხარ?-ჰკითხა რეზიმ ლევანს.
-მე კი კარგად ვარ.. კატო, გილოცავთ!-უთხრა ლევანმა და ჩაეხუტა კატოს,-წამოდი, მე და შენ დავილაპარაკოთ.-კატომაც თავი დაუქნია და ლევანს გაჰყვა. იმ კაბინეტში შევიდნენ, სადაც კატომ რეზის მისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. სავარძელში ჩაჯდა ლევანი და დაღლილმა შეხედა კატოს.
-ბატონო ლევან, ცუდად ხომ არ ხართ?-შეშინდა კატო.
-არა, მადლობა კარგად ვარ უკვე. უბრალოდ, გთხოვ ბატონო მოაშორე ასე თუ ისე მამამთილი ვარ შენი და ლევანი დამიძახე.
-დიახ, კარგი.-მორცხვად უპასუხა კატომ.
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო,-თქვა ლევანმა, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა,-შენი უზომოდ მადლიერი ვარ. სხვა ვერც კი წარმომიდგენია რეზის გვერდით ამ დროს. არ ვიცი შენ რატომ, მაგრამ რომ გავიგე შენ იქნებოდი „ის“ ძალიან გამიხარდა. ვიცი, რომ ჩემი შვილი ცუდად არ იქნება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. უბრალოდ, ერთს გთხოვ მაპატიო.
-რა უნდა გაპატიოთ?-გაოცდა კატო.
-ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. არაკაცი ვარ. ვერ ვუთხარი რეზის სიმართლე.. მამამ რა საბუთებსაც ხელი მოაწერა ჩემი ბრალია. მე წავაქეზე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით წინდახედული ადამიანი იყო რეზო და ერთი ნაბიჯი დაიტოვა უკან. საქმე ძალიან დიდ ფულს ეხებოდა და ამან დამაბრმავა. გარიგება დავდე მალხაზ კორკოტაძესთან, რომ თუ ეს გარიგება შესრულდებოდა ორივე ვიხეირებდით. თუ არადა ყველაფერი მის სახელზე გადავიდოდა. რეზოს სიკვდილმა მეორეს შეუწყო ხელი და შესაბამისად ეს გარიგება ჩავარდა. გარდაცვალებიდან 6 თვე გაიწელა ქონების გადმოფორმება. დანარჩენი კი შენც იცი.. უბრალოდ, გთხოვ 1 წელი მაინც გაჩერდე რძლად, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და ის საბუთები, რითაც მალხაზი შეიძლება იმუქრებოდეს.
-გასაგებია ლევან. მე არ მეგონა 1 წელი თუ მომიწევდა თქვენი რძლობა. კი, ვიცოდი რომ რაღაც დროის განმავლობაში იქნებოდა, მაგრამ ამდენი არ მეგონა. არც მაგაზეა პრობლემა.. თქვენ არ ინერვიულოთ..-უთხრა მოჩვენებითი სიმშვიდით კატომ.-ლევან, ჩემმა ოჯახმა არ იცის რეალური მიზეზი რატოც დავქორწინდით და ჯვრისწერაზეც თუ რამე იკითხეს სეზონს დააბრალეთ. სიცივეა და ამიტომ არ გვინდა ჯერ ქორწილი.. ასე ვუთხარით ჩვენ.
-კატო, სასწაული გოგო ხარ შენ..-უთხრა ლევანმა და გაუღიმა რძალს. კატომაც გაუღიმა ლევანს და ოთახიდან გავიდა. აფორიაქებული იყო რაღაცნაირად. არ სჯეროდა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე იყო და არ სჯეროდა, რომ რეალურად ხდებოდა ეს ყველაფერი.

-არა, მაინც ვერ ვხვდები რატომ არ დაიწერეთ ჯვარი ან ქორწილი რატომ არ გადაიხადეთ,-თქვა ნიკუშამ,-კატო, შენი ოცნება იყო ქორწილი და სულ ოცნებობდი ყველაფერი ჯადოსნური ყოფილიყო.
-მალე ანის და ზაზუკას ქორწილია. ეს ქორწილი დიდიხანია დაგეგმილია და ძალიან დიდი ხარჯი იქნება ორი ქორწილი ერთად. ჩვენ კიდევ რომ დათბება მაშინ გადავიხდით ქორწილს,-უპასუხა კატომ.
-მამა, ხომ იცი რომ ფულზე არ არის პრობლემა?-შეახსენა ირაკლიმ შვილს.
-გასაგებია ირაკლი, მაგრამ კატომ ასე გადაწყვიტა. ხელის მოწერას ისედაც მანამდე ვაპირებდით. როგორც კატო გადაწყვეტს ისე ვიზამთ. მე პირადად არ მაქვს პრობლემა,-უთხრა რეზიმ და ხელი გადახვია კატოს.

სტუმრები გვიან წავიდნენ. იმ დღესვე ნაწილი ტანსაცმლისა გადმოიტანა კატომ. შეთანხმებისამებრ რეზის გვერდზე ოთახში დაიკავებდა ადგილს კატო. უემოციოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს და შევიდნენ თავიანთ ოთახებში. აივანზე იჯდა რეზი და არა თითზე მორგებულ ბეჭედს უყურებდა. ჯერ ხომ საერთოდ ვერ იფიქრებდა ცოლს თუ მოიყვანდა და მით უმეტეს, ასე. ყველაზე სასურველი ყველაზე შორეული გახდა მისთვის. ნერვები ეშლებოდა შექმნილ სიტუაციაზე. როგორი უსუსური ჩანდა.. რომ კატოს დასახმარებელი გახდა. არადა, ყოველთვის თვითონ ჭრიდა პრობლემებს. უბრალოდ, არ დასცალდა ამ ეტაპზე და ბედს მიენდო. იქნებ, ეს ქორწინება ნამდვილ ქორწინებაში გადასულიყო.

ისევ იმედი..
არა, ნამდვილად ღირს ცხოვრება თუ რაღაცის იმედი გაქვს.
ხავსს რომ ეჭიდები მაშინაც გეიმედება ის ბალახის პატარა ნაგლეჯი.
გასაოცარია, მაგრამ იმედი სტიმულს გაძლევს და მართლაც ღირს რაღაცისთვის ცხოვრება.

***
-ანი, ძალიან ლამაზი ხარ!-აღმოხდა ლიკუნას ანის დანახვისას. საოცრად ლამაზი იყო ანი.. სწორი კაბა ეცვა, კორსეტი სულ თვლებით იყო მორთული, თმა აწეული ჰქონდა და გრძელი ფატა ეკეთა.-გული ამიჩუყდება ეხლა!
-კარგი არ იტირო,-გაეცინა ანის,-შენც ძალიან ლამაზი ხარ!
-მე რას მიყურებ გოგო! შენ ხარ დედოფალი. მე ჩემს ქორწილშიც მეყოფა სილამაზე,-თავი ასწია ლიკუნამ.
-ხო, რო ჩამირძალდები, არა?
-რა ცუდი გოგო ხარ, პროსტა!-გაიცინა ანიმ,-დიახაც.. მაგრამ ამ ექიმებს რას გაუგებ? სწავლასავით აქვთ ცხოვრება მოწყობილი. ჯერ აბიტურიენტები ვართ ჩვენ ურთიერთობაში,-გაიცინა ლიკუნამ.
-რა გიჟი გოგო ხარ,-გადაიხარხარა ანიმ.
-აბა, რას შვებით?-კარი კატომ შემოაღო.
-ვაიმე, კატერინა! რა ვიდზე ხარ?! თვალი დაუდგეთ ბიჭებს, რა!-წამოიძახა ლიკუნამ. ლიკუნა წითელ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც წინ ამოჭრილი იყო საკმაოდ და მუხლამდე ჩადიოდა. სადა ყელსაბამი ეკეთა და საყურე კი მასიური. თმები აეწია ეგრეთ წოდებული „პრიჩოსკა“ ჰქონდა. კატოს კი გრძელი შამპანიურის ფერი კაბა ეცვა. წინა მხარეს პრარეზით, რომელიც სიარულში იხსნებოდა. თმები დატალღული ჰქონდა და სადა მაკიაჟით იწონებდა თავს.
-ისეთი ლამაზი რძალი მყავს და სარძლო,-თვალი ჩაუკრა ანიმ ლიკუნას,-რაღა უნდა მიჭირდეს?!
-შენ მორჩი ამ დედაკაცურ საუბრებს ნუ გადახვედი ლიკუნას ყაიდაზე,-გაიცინა კატომ,-მზად ხარ? გზაშია შენი ქმარი.
-და შენი ქმარი სად არის?
-ჩემი ქმარი სავარაუდოდ ლევანთან არის ქვემოთ,-უპასუხა კატომ.
-აჰა, გასაგებია.. აუ, გოგოებო! ძაან ვნერვიულობ!-დაიწუწუნა ანიმ.
-რა განერვიულებს? ზაზუკა მშვენიერი ბიჭია. ბოლოს და ბოლოს ჩემს ხელში გაიზარდა და როგორ ფიქრობ მე ცუდად აღვზრდიდი?-დაქაჩა თვალები ლიკუნამ.
-აუ, რავიცი.. ძაან მეშინია ისე მალე დადგა ეს დღე!
-ა, შე მაიმუნო! გადაკარი ერთი ჭიქა სასმელი და ეგაა,-დაამშვიდა ლიკუნამ,-რძალს კითხე მოგიყვება რა უნდა ქნა,-სიცილით გახედა კატოს, რომელიც გასუსული უსმენდა.
-ლიკა!-გაბრაზდა კატო.
-რა ლიკა რა ლიკა? რატომ ხარ ესეთი მორცხვი, რა!
-გაჩერდი, რა.. რა არის მოსაყოლი? არაფერს არ სჭირდება მოყოლა.-თქვა კატომ და ანის მიუახლოვდა,-არ ინერვიულო ჩემო საყვარელო! დღევანდელ საღამოს ნუ იფიქრებ მაინც და მაინც. მთელი დღეა წინ.. ულამაზესი პატარძალი ხარ და ყველაფერი იქნება კარგად დღეს!
-ვაიმე, შენ რომ არ გამეცანი და ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილიყავი რა მოხდებოდა?-თქვა ანიმ და გაუღიმა კატოს.
-ვაიმე, დავიღვენთები ეხლა,-აკაკანდა ლიკა,-ჩავედი მე ქვემოთ. თქვენი ატანა ერთად არ მაქვს.. სქელი ლიზა მოვიდოდა და იმას მაინც დავეკონტაქტები..-თქვა ლიკუნამ და ოთახიდან გავიდა.

კატო ანის უყურებდა და უხაროდა მისი ბედნიერება. არა იმიტომ, რომ ზაზუკა ბედნიერდებოდა ამ გოგოთი. ანი შეიყვარა და მიიღო თავისიანად. ყველანაირად ცდილობდა ეს გოგო ჩაერთო ყველაფერში კატო და გაეხალისებინა. სიცილში ხანდახან რძალსაც ეძახდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ რომ დარჩებოდნენ მარტოები. ყველანაირად ხელს უწყობდა, რომ კატოს თავი კარგად ეგრძნო. უყურებდა და უხაროდა, რომ ასეთი ახლობელი ადამიანი შეიძინა ანის სახით.
-კატო, შენც გექნება ისეთი ჯადოსნური ქორწილი, როგორიც გინდა და იმსახურებ..-უთხრა ანიმ.
-ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის ახლა..-თქვა კატომ მშვიდად.
-ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა, რომ შენ.. შენ და რეზი ასეთ დიდ ქორწილს გადაიხდით და შენ თეთრ კაბაში გამოეწყობი.. შენთან ერთად ვივლი კაბაზე და ქორწილის სამზადისზე. ყველაფერში დაგეხმარები იმიტომ, რომ საოცრად კარგი ხარ, კატო! მადლობა..-უთხრა ანიმ და ჩაეხუტა კატოს.
-მაკიაჟი, გოგო!-გაუწყრა ანის კატო,-გაგიფუჭდება!

ქვემოთ შეკრებილიყვნენ უკვე და ელოდებოდნენ სიძის მოსვლას, რომ ლევანს გამოეყვანა ანი ზაზუკასთვის.
-რა იცი რომ მოვლენ?
-პირადად დავპატიჟე რეზი ორი თვის წინ როცა ქორწილი დაიგეგმა. ძალიან გთხოვ არაფერი უთხრა და შენს დას ნუ ჩაუშლი ქორწილს,-ხმადაბლა უთხრა ლევანმა რეზის.
-სისულელეა! არაფერს არ ვეტყვი. ორი წლის ხო არ ვარ? შეგიძლია მშვიდად იყო..-უთხრა რეზიმ მამას და კიბისკენ გაიხედა, საიდანაც კატო ჩამოდიოდა.

გააცია.
გააცხელა.
თითქოს ადუღებული წყალი გადაასხეს.
გული აუჩქარდა და რამდენჯერმე დახუჭა თვალები.
არ ჯეროდა, რომ ეს კატო იყო!
ყოველთვის მოსწონდა კატო გარეგნულად, მაგრამ ახლა? სასწაული იყო კატო.
გულის სიღრმეში რამდენიმე წამით ეს ქორწინება მართალი ეგონა და გაეღიმა.
მაგრამ...
კიდევ ეს მაგრამ!
არასდროს დაანებებს თავს!

-კატო! რა ლამაზი ხარ,-უთხრა ლევანმა.
-დიდი მადლობა, ლევან.-მორცხვად უთხრა კატომ და რეზის გახედა, რომელიც ხმას ვერ იღებდა.
-არაფერს მეტყვი?
-ა.. ხო.. ულამაზესი ხარ!-გამოფხიზლდა რეზი. კატოს გაეღიმა.. მოეწონა რეზის რეაქცია.

სიძე მოვიდა, დაილოცნენ და წავიდნენ ეკლესიაში. ჯვარიც დაიწერეს, სურათებიც გადაიღეს და რესტორანშიც მივიდნენ. ანი ბრწყინავდა ბედნიერებისგან. საოცრად ლამაზი პატარძალი იყო.. უყურებდა კატო და ეღიმებოდა. ხომ შეიძლებოდა მასაც ასეთი ქორწილი ჰქონოდა? არაუშავს, გაშორდება რეზის და როცა იქნება იქორწინებს. ხელმეორედ? აბსურდია! იქნებ, არც დაშორდნენ.

ყველაზე დიდი პრობლემა სიყვარულის იცით რა არის?
გაუბედაობა..
ვერ ბედავ შენი გრძნობების გამჟღავნებას და ასე, ჯიუტად მიჰყვები დინებას.
მართალია ლიკუნა. უნდა გარისკო , თორემ სადამდე გაიწელება დინება არავინ იცის..

-შეიძლება ვეცეკვო ულამაზეს ქალბატონს?
-ბათუ! რა სიურპრიზია.. შენ აქ საიდან?-გაიოცა კატომ.
-თბილისი პატარაა ხომ, იცი? არ მეცეკვები?
-კი,-გაუღიმა კატომ და გამოწვდილ ხელს ხელი შეახო. ნელა ცეკვავდნენ.
-რას შვები როგორ ხარ?-ჰკითხა ბათუმ ყურთან ახლოს. არ ესიამოვნა კატოს.. რეზისი სულ სხვა იყო..
-არაფერს, გეცეკვები..-გაიცინა კატომ.
-შენი სილამაზე დროსთან ერთად უფრო იფურჩქნება, როგორც ვარდი..-უთხრა ბათუმ. გაეცინა კატოს..
-ისევ ისეთი ხარ?
-კი, ისევ ისეთი. რა შემცვლიდა? და ისევ ისეთი უგონოდ შეყვარებული შენზე..-უპასუხა ბათუმ. უხერხულად შეიშმუშნა კატო და დარბაზს თვალი მოავლო, რომ რეზი დაენახა.
-ბათუ, მე გავთხოვდი..-უთხრა კატომ. ბათუ ადგილზე შედგა და თვალებში ჩახედა კატოს. ერთად ამოიკითხა გაოცება და სიბრაზე.. გულმა წამით ნელა დაიწყო ფეთქვა.
-მართლა?
-ჰო, გავთხოვდი.. მაშინ რომ გნახე უკვე გათხოვილი ვიყავი.. უბრალოდ, იმდენი ხანია არ მინახიხარ ერთიანად ყველაფერი ვეღარ გითხარი,-მოიბოდიალა კატომ.
-ბედნიერი ხარ?-ჰკითხა ბათუმ.
-კი, ბედნიერი ვარ..
-რომ არ გეტყობა?-გაეღიმა კატოს.
-ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა იმის გვერდზე ხარ, ვინც გიყვარს..
-ხო, მე ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ,-გულდაწყვეტილმა უთხრა ბათუმ და დაატრიალა კატო.
-აუცილებლად, გაიგებ..-გაუღიმა გოგონამ და თვალი მოკრა მწვანე თვალებს.
-შეიძლება ჩემს მეუღლეს ვეცეკვო?-გაისმა ცივი ხმა.
-დიახ, რა თქმა უნდა. მადლობა კატო,-გაუღიმა ბათუმ, ხელზე აკოცა კატოს და გაშორდა. რეზიმ მიიხუტა კატო და ხელზე ისე მაგრა მოუჭირა სიმწრისგან ხელი, რომ ძლივს ამოისუნთქა მეტრეველმა.
-გააფრინე? მეტკინა..-ცრემლები მოადგა კატოს თვალზე.
-იცი, ვინ არის ეგ? იცი?
-ჩემი და ლიკუნას ბავშვობის მეგობარი. რა პრობლემას ქმნი?
-იცი, ვისი შვილია? აი, იმ იურისტის ვინც ეს საქმე გააკეთა და დღეს შენ ჩემი ცოლი ხარ!-დაუღრინა რეზიმ.
-მართლა? გოჩა ბიძია ამას არ იზამდა!-გაოგნდა კატო.
-უარესებიც ქნა..-ხმადაბლა უთხრა კატოს რეზიმ.
-გასაგებია, მაგრამ ბათუმ რა დააშავა?
-იმის შვილია!-გამოსცრა რეზიმ.
-მაგისნაირი არ არის, რეზი! ყველა მშობელს ხომ არ ემსგავსება?
-რა მნიშვნელობა აქვს?! იმ ადამიანის შვილია, ვინც ხერხემალია იმისი, რომ ყველაფერი წაერთვა. დარწმუნებული ვარ მალხაზ კორკოტაძე უზარმაზარ თანხას შესთავაზებდა!
-არ შეიძლება ასე ლაპარაკი, რეზი. ის ჩემი მეგობარია და ხელს მაგის გამო ვერ ვკრავ, როცა არაფერი დაუშავებია..-ამოილუღლუღა კატომ.
-უყვარხარ მაგ ბიჭს!-დაიღრინა რეზიმ.
-ესაა პრობლემა?-გაეღიმა კატოს.
-რა გაცინებს? წამოდი..-არ შეიმჩნია რეზიმ ნათქვამი და მაგიდისკენ წავიდა. კატო უღიმოდა. ესიამოვნა.. ძალიან ესიამოვნა რეზის ეჭვიანობა. ბათუ მართლა კარგი ბიჭი იყო. უბრალოდ, სიგიჟემდე უყვარდა ბავშვობიდან კატო და ლიკუნას რომ ბიჭი მოსწონდა ის ცემა ბავშვობაში. იმის მერე ვერ იტანდა ლიკუნა ბათუს. არადა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. უჭირდა კატოსთან მეგობრობა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. ყველაფერს ეცადა საჩუქრები, სიურპიზები, მაგრამ კატო მხოლოდ მეგობრობაზე იყო თანახმა. სკოლა რომ დაამთავრეს ბათუ წავიდა და წავიდა.. ბანკეტის მერე არ უნახავთ ბათუ კლასელებს.
-რეზი, გაიცანი მალხაზ კორკოტაძე,-მიმართა რეზის ლევანმა.
-გამარჯობა, ბატონო მალხაზ..-მიესალმა რეზი და ხელი ჩამოართვა მალხაზს.
-სასიამოვნოა რეზი შენი განცობა. ბაბუას გავხარ ძალიან,-გაუღიმა მალხაზმა.
-კომპლიმენტად მივიღებ,-შეიფერა რეზიმ,-გაიცანით, ჩემი მეუღლე კატო..-სახე წაეშალა მალხაზს. გაჩუმდა და კატოს შეხედა, მერე კი-რეზის. არა თითზე მბზინავ ოქროს ბეჭდებს და ნაძალადევად გაიღიმა:
-სასიამოვნოა კატო,-ხელი გაუწოდა კატოს. კატომაც შეაგება თავისი ხელი.
-დიდიხანია დაქორწინდით?-ჰკითხა ინტერესით.
-კი, საკმაოდ.-უპასუხა თავდაჯერებულად რეზიმ და კატოს ხელი მოხვია წელზე.

დენის დარტყმას გავდა რეზის ხელი..
არა, კი გადაუხვევია, მაგრამ წელზე?
შეცბა კატო..
როგორ ესიამოვნა...! ცაში აფრინდა.. თვითონაც მისკენ მიიწია და გაუღიმა მალხაზს.

-კი, მაგრამ თქვენი ქორწილი გამომაპარეთ?-ჰკითხა მალხაზმა ახალგაზრდებს.
-ბატონო მალხაზ, ქორწილი არ გვქონია. საქორწინო მოგზაურობაში ვიყავით.. მერე ანის ქორწილისთვის ვემზადებოდით.. ჩვენ ვაპირებთ შვილი მოვნათლოთ და იქვე დავიწეროთ ჯვარი,-გაუღიმა კატომ. რეზიმ გაოცებულმა შეხედა და კატოს თვალებს რომ შეეჩეხა თავი დაუქნია და მალხაზს შეხედა.
-არაჩვეულებრივი გოგოა, ლევან! მომილოცავს..-ორაზროვნად და მოჩვენებითი სიხარულით ჩაილაპარაკა მალხაზმა და ლევანთან ერთად გაეცალა ორივეს. კატომაც ღიმილით დაიკავა კუთვნილი ადგილი და ღვინო მოსვა:
-ესეიგი შვილი, არა?-ცინიკურად გახედა რეზიმ.
-ხო, რამე ცუდად ვუთხარი?
-შვილი რომ არ გვეყოლება თვეებში რას ვაპირებთ?
-იქამდე სანამ მალხაზი ჩვენი შვილით დაინტერესდება დავშორდებით,-ღიმილით უპასუხა კატომ და თვალები აარიდა.

ორი კვირაა ეს გოგო რეზის ცოლია და სიხარულით მეცხრე ცაზეა.
რომ ჰკითხოთ როგორია თანაცხოვრებაო ვერაფერს გიპასუხებენ ვერც ერთი. ცალ-ცალკე სძინავთ, სხავადსხვა აბაზანა აქვთ, ზედმეტად არ აწუხებენ ერთმანეთს..
მაგრამ.. (აუ, ისევ ეს მაგრამ!)
ფიქრები ხომ აწუხებდათ ერთმანეთზე?
გვერდი გვერდ ოთახებში იყვნენ და ვერც ერთი ბედავდა ზედმეტად ხმა გაეცათ ერთმანეთისთვის.
რა სასაცილოა, არა?!
რამდენიმე თვის წინ ლამის დახოცეს ერთმანეთი და ახლა, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ერთად საუზმობდნენ და საღამოს ერთად უყურებდნენ ტელევიზორს.
გგონიათ საუბრობდნენ?! არა, ასეთი არაფერი ყოფილა..
შორიდან უყურებდნენ ერთმანეთსდა ამით კმაყოფილდებოდნენ.
ერთმანეთის შესწავლის იყვნენ დაკავებულები და აქ სიტყვები უკვე ზედმეტი იყო..

-აუ, რეზი რამდენი დალიე, რა!-აწუწუნდა კატო.
-შენც ეხლა არ გაწუხებდეს, რა.. რომელი ჩემ გვერდზე გძინავს?!
-რა შუაშია ეგ?!-აღშფოთდა კატო,-როცა სვამ ამდენს მეორე დღის შედეგებზე ვეღარ ხარ პასუხისმგებელი.
-რა ვინ თქვა რომ მინდა ვიყო?-უთხრა რეზიმ და ნაბიჯი მისკენ გადადგა.
-აღარ ხარ პატარა!-ეცადა კატო თავი აერიდებინა რეზისთვის, მაგრამ რეზი მაინც მისკენ მიიწევდა და დისტანციას ამცირებდა. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, არც ლევანი და არც ნანა არ იყვნენ სახლში.
-შენ რომ ხარ პატარა ხო რას ამბობ. ზემდეტად უკვირდები შენს ნაბიჯებს..
-რომ არ დავუკვირდე შედეგზე რა პასუხი გავცე თავს?!
-კატო, რატომ არ გინდა მოეშვა და თავისუფლად იყო..?-ჰკითხა რეზიმ ხმადაბლა და ყურის ბიბილოზე აკოცა. კატომ თვალები მინაბა.. საყვარელი ადამიანი რომ გკოცნიდა, თვალებს მინაბავდი კი არა მიწა იქვე ჩაგიტანდა!-რატომ არ შეგიძლია უბრალოდ შენს გრძნობებს მიენდო? აი, ამას მიენდო?-გულზე ხელი დაადო რეზიმ.
-გაჩერდი, რა..-ამოილუღლუღა კატომ.
-მიენდე.. ნახე, როგორ ფეთქავს?-უთხრა რეზიმ და გაურკვეველი ფიგურრების დახატვა დაიწყო კატოს მკერდზე.
-არ შემიძლია, რეზი.. არ შემიძლია..
-შეგიძლია კატო.. ვიცი, რომ გინდა ჩემთან და რატომ არ შეგიძლია შენს გრძნობებს და სურვილებს გასაქანი მისცე?-არ ჩერდებოდა რეზი და კატოს მკერდზე ეფერებოდა. რეზი ხო სასმლისგან იყო ნასვამი?! კატო კი-რეზითი იყო მთვრალი!
-ჯანდაბა...!-წამოიძახა კატომ და რეზის აკოცა.

აკოცა და იქ დატრიალდა ყველაფერი.
იქ გასკდა მიწა და ორივე ჩაიტანა
ან პირიქით..
სადღაც ზემოთ ააფრინა.
კი, ზემოთ ნამდვილად.
რეზის ოთახში.

***

ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია, როცა ყველაფერი ერთ გამოხედვაში იგრძნობა.
ერთ მოფერებაში;
ერთ კოცნაში;
და საერთოდაც, დამოკიდებულებაში!
რა საჭიროა თქვა „მიყვარხარ“ , როცა არსებობს ბევრი მოქმედება, რითაც შეგიძლია დაამტკიცო შენი სიყვარული.
რა საჭიროა თქვა „მიყვარხარ“, როცა ისედაც ყველაფერი ნათელია.
არა, ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ სიტუაციასაც ხომ გააჩნია?
სისულელეა სიყვარული და ვნება ერთმანეთში რომ ერევათ..
მაგრამ არ არის სისულელე, როცა ვნება და სიყვარული ითქვიფება ერთმანეთში..
აი, მაშინ ხდება გრძნობების ომი!
ამ გრძნობების ომში იმარჯვებს ორივე და არა, ის ვინც უფრო მეტად გამოხატავს.

***
-ცხოვრებაში არ მითქვამს და არც მეგონა ოდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ერთხელ მაინც.. იცი, რა ხდება ჩემში შენ როცა გამოჩნდი? ის გაბრაზებული სახეარასდროს დამავიწყდება, ის ხმა არ დამავიწყდება თან რო გეტირებოდა და თან რო ბრაზდებოდი. ასეთი აფექტური როგორ ხარ, ტო?-გაეცინა რეზის,- იცი, შენით ვიწამე სიყვარული. ხო, კატო. მე შენ მიყვარხარ და ეს არ გეჩვენება, არც სიზმარში ხარ.. მიზნად მყავდი დასახული, მაგრამ როცა ვიგრძენი რომ შენ ჩემი მიზანი აღარ ხარ და ხარ რაღაც უზარმაზარი გრძნობის სახელის მატარებელი, მაშინ მივხვდი რომ მაგრად დამერხა,-გაეღიმა რეზის,- სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი იქამდე ვერ მივიღე გადაწყვეტილება, იქამდე ვერ ვიმოქმედე.. იცი, რა მემართებოდა რომ ბრაზდებოდი? ჩემთვის აზარტული ხარ.. მართლა პირველ კლასელი ბავშვივით ვარ. სულ მინდა, თმები დაგაწიწკნო და ცრემლები რომ წამოგივა ეგ ატირებული თვალები დაგიკოცნო. მართალია, სიყვარული არავის ტოვებს უკვალოდ..-ამ დროს კატო? უსმენდა. მხოლოდ უსმენდა.. არ სჯეროდა, რომ ამ ყველაფერს რეზი ამბობდა. არ რცხვენოდა გუშინდელი ღამის, არ რცხვენოდა, რომ ემოციებს და გრძნობებს მისცა გასაქანი. ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუჯერა ლიკუნას და მგონი, მოიგო. არა, ნამდვილად მოიგო! ბედნიერება თუ არსებობს ამაზე მეტი მგონი არ არის...
-რა იქნება დღეს? ხვალ? ერთი კვირის მერე?-იკითხა ხმადაბლა კატომ.
-შენ ჩემი ცოლი ხარ. ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.. ჯვარს დავიწერთ და შენ, როგორი ქორწილიც გინდა ისეთს გადავიხდით. ყველაფერი შენ გადაწყვიტე! შენ რომ არ გადმოგედგა ჩემსკენ ნაბიჯი გუშინ ალბათ დღეს ისევ საუზმეზე შევხვდებოდით ერთმანეთს. ამიტომ, სამომავლოდ შენ გადაწყვეტ ყველაფერს.
-უმოწყალოდ მშია, იცი?-თქვა კატომ.
-ეგ როგორია?-გაეცინა რეზის.
-აი, ამაზე მეტი რომ აღარ არსებობს!
-კატო, ერთს გთხოვ, რა...
-გისმენ,-შემოტრიალდა კატო რეზისკენ.
-არ მიღალატო. თუნდაც, ბათუს მამასავით.. იყავი ასეთივე სუფთა და გამჭირვალე.-კატოს ხმა არ ამოუღია. უბრალოდ, გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა.

***
ლიკუნასთან ერთდ იჯდა კატო. ავლაბარში ერთ-ერთ კაფეში, საიდანაც სასწაული თბილისის ხედი იშლებოდა. კაპუჩინოს სვამდა და ხედს უყურებდა. სადღაც სხვაგან იყო.. სხვაგან და არა ლიკუნასთან.
-ალოჰა!-ხელი დაიქნია ლიკუნამ,-მისმენ?!
-ბოდიში, ჩავფიქრდი. ხო, რას ამბობდი?
-რას ვამბობდი და თხოვე შენს უაზრო ქმარს და ერთი დღე შერატონში დავრჩეთ. სპა, სალონი, აუზი, სოლარიუმი! ყველაფერი შედის ერთ პაკეტში.. მიდი, რა...
-მე და შენ?-გაეცინა კატოს.
-ხო, რა იყო? დიდიხანია გავთხოვდით და ქმრის გარეშე არსად დავდივართ?-ცხვირი აიბზუა ლიკუნამ.
-არაფერი, დიდიხანია უბრალოდ არ ვყოფილვართ ერთად არსად,-გულდაწყვეტილმა თქვა კატომ.
-ხოდა, ე გოგო! გეძლევა შანსი ინებივრო და ღამე ჩემთან ერთად დაიძინო!-ტაში შემოკრა გახარებულმა ლიკუნამ.
-აუ, შენ კიდე ისე გძინავს?-შეპარვით ჰკითხა კატომ.
-რავიცი, ბალიში თუ სულიერია მიდი და კითხე როგორ მძინავს. კაი, ერთი ღამე ჩემ გამო როგორ ვერ უნდა აიტანო?!
-ავიტან, ავიტან. ჩემი კოალა გოგო ვინ არისო?-გაიცინა კატომ და ტელეფონს დახედა, რომელიც გაუჩერებლად მღეროდა.
-ალო.
-კატო, ბათუ ვარ როგორ ხარ?
-კარგად, ბათუ შენ?-სახელის ხსენებაზე ლიკუნა დაიჯღანა.
-მეც, კარგად. საქმე მაქვს შენთან. შეგიძლია შემხვდე?
-ახლა?
-ჰო, სასწრაფოა.
-კი, შემიძლია. მშვიდობაა?
-რაც უფრო მალე მნახავ უფრო იქნება მშვიდობა,-უთხრა ბათუმ.
-კარგი, სად შეგხვდე?
-სად ხარ მითხარი?
-ავლაბარში ვართ მე და ლიკა.
-მოდი, მოგაკითხავ 15 წუთიანი საქმე მაქვს. დიდხანს არ მოგაცდენ.-უთხრა ბათუმ. კატომ ტელეფონი დაკიდა.
-რა ჯანდაბა უნდოდა?-იკითხა ლიკამ.
-ნუ, ხარ შენ აგრესიული!
-რას იტყვის რეზი?
-რეზიმ რა უნდა თქვას?-გაიკვირვა კატომ,-ეგ ბიჭი ჩემი მეგობარია.
-შენ ხარ მაგის მეგობარი ის კი არა!
-აუ, ლიკა! ნუ, ამძიმებ სიტუაციას, რა..-მობეზრებულად გადაწია თავი გვერდზე კატომ. ბათუმ დაურეკა და უთხრა რომ მოვიდა,-ლიკა, იცოდე! სიტყვა არ დაგცდეს რეზისთან!
-ჰო, რო კითხო მეგობარია,-ჩაიფრუტუნა ლიკამ და ტელეფონში ჩაძვრა.

***
რეზი კახეთიდან მოდიოდა. კატოს საყვარელი ჩურჩხელები წამოიღო და ერთი სული ჰქონდა, როდის მისცემდა, როდის ნახავდა კატოს ბედნიერ სახეს. სახლში შესული კარებთან შედგა და წარბაწეულმა იკითხა:
-გამარჯობა. რა ხდება?
-რეზი, ბათუს საქმე აქვს შენთან..-უთხრა კატომ.
-თაღლითის შვილს რა საქმე აქვს ჩემთან?-ცივად იკითხა რეზიმ.
-რეზი, მამაჩემი ვიცი რაცაა, მაგრამ მაინც გთხოვ პატივისცემა იქონიო. ზუსტად, ამიტომ მინდა რომ დაგელაპარაკო და მომავალი საშიშროება აგაცილო თავიდან. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი გაქვს. თუ, არადა მე ვცადე..-მშვიდად უთხრა ბათუმ. რეზიმ კარგად აათვალიერა და სავარძელში დაჯდა.
-რა ხდება?-იკითხა ცივად.
-მოკლედ, ეს არის საბუთები, რომლითაც მტკიცდება რომ თქვენს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები არის ყალბი. ამავდროულად, იმ თანხას რასაც რიცხავდით სამჯერ აღემატება ძირ თანხას. ეს ყველაფერი კი არის მამაჩემის გაკეთებული. რაც შეეხება საშიშროებას, მამაჩემი და მალხაზი ერთად გეგმავდნენ თქვენს ლიკვიდირებას, რის შედეგადაც ამ ყალბი ხელშეკრულების მიხედვით ყველაფერი დარჩებოდათ მათ..-რეზი უსმენდა და ყურებს არ უჯერებდა. კატოს შეხედა, რომელიც ანერვიულებული უყურებდა რეზის.
-მოიცა, რატომ უნდა დაგიჯერო?-იკითხა რეზიმ.
-რეზი!-წამოიძახა კატომ.
-სწორია, რეზი კატო. მეც ეგ შეკითხვა გამიჩნდებოდა. მამაჩემის შვილმა რატომ გადავწყვიტე აქ მოსვლა და ყველაფრის თქმა. უბრალოდ, ძალიან დავიღალე. დედას მამაზე ნერვიულობისგან გაუჩნდა შაქარი, გულზე პრობლემები შეექმნა. საკუთარი დედა გააუბედურა მამაჩემმა იმის გამო, რომ ბევრი ფული ჰქონოდა. კატო ჩემი ბავშვობის მეგობარია. შენ ძალიან კარგად იცი როგორც ვარ მე კატოს მიმართ განწყობილი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. კატო შენთან ბედნიერია და მე ჯერ ერთი თქვენს ლიკვიდირებას ვერ დავუშვებდი და მერე მეორეც, ის რაც მას ტკივილს მიაყენებდა შეუძლებელი და წარმოუდგენელია!
-ბათუ, მამაშენს ციხეში ჩასვამ?-ცინიკურად იკითხა რეზიმ.
-კი, ჩავსვამ. მე სხვა ჩემი პირადი ბრალდებები მაქვს.. მამაჩემმა მომიკლა ცოლი.-თქვა ბათუმ. რეზიმ და კატომ კარგად დაინახეს ის გულისტკივილი, რაც ბათუს სახეზე გამეოხატა.
-როგორ? რატო? ვაიმე, არ ვიცოდი!-შეიცხადა კატომ.
-2 თვის მოყვანილი მყავდა, რომ დამაქვრივა. თეონა განათხოვარი იყო და გოჩა კი იცი, რა ტიპია...ეს ვერ აიტანა.განათხოვარ ქალებზე კი იცი, როგორც ლაპარაკობენ. უკანასკნელად შერაცხეს და მოკლა გოჩამ. ამის ყველანარიი მტკიცებულება მაქვს და მზად ვარ განვაცხადო და ვუჩივლო.
-არვიცი ბათუ რა გითხრა,-ჩაფიქრებულმა თქვა რეზიმ.
-არაფერი, მე თუ არ გამიმართლა სიყვარულში მთელი ცხოვრება. შენ მაინც მიხედე შენს სიყვარულს, ძმაო. გამომართვი ეს საბუთები და კი იცი დანარჩენი რაც უნდა ქნა.-თქვა ბათუმ და საბუთები მაგიდაზე დააწყო. დამუნჯებულები დატოვა რეზი და კატო. რეზი გაშტერებული უყურებდა საბუთებს.
-ხომ გეუბნებოდი მამამისს არ გავს მეთქი?-ჰკითხა კატომ და რეზის მხარზე ხელი შეახო.
-სასწაული თუ გინდოდეს! როგორ უნდა გაამწარო შვილი და რა დღეში უნდა ჩააგდო, რომ ასეთ ზომამდე მიიყვანო?
-ყველაფერ ხდება! იცი, ჩვენ ცხოვრებას რომ ვუყურებ მეცინება. მხოლოდ კინოებში თუ ვნახავდი და ვიცინებდი, ან ვიტირებდი. არ მეგონა, თუ თავს გადამხდებოდა მსგავსი რამ.-გაეცინა კატოს.
-არც მე მეგონა,-აჰყვა რეზი სიცილში,-მართლა კინოა ცხოვრება!
-ესეც ჰეფი ენდი?-იკითხა კატომ.
-კი, ჰეფი ენდია..-მიიხუტა კატო რეზიმ.

***
-რეზი, გავდივარ მე და დღეს არ მოვალ,-უთხრა კატომ რეზის.
-კარგად დაისვენე და გაერთე. დარწმუნებული ვარ, ლიკუნასთან ეგ არ მოგაკლდება,-გაიცინა რეზიმ და აკოცა ცოლს.
-კი, ენერგოვამპირია ეგ გოგო! ვსო, წავედი თორემ ამაფეთქებს,-უთხრა კატომ და შერატონისკენ წავიდა. შესასვლთან დოინჯშემორტყმული ლიკუნა დახვდა.
-რაც გათხოვდი პუნქტუალობა ვაფშე დაივიწყე შენ?
-კაი, რა.. საცობი იყო!
-გოგო, გაგანია კვირა დღეს საცობი ვის გაუგია?!-შეიცხადა ლიკამ.
-არ შეგცივდა?
-კი, გავიყინე სხვათაშორის,-უპასუხა ლიკუნამ.
-რავიცი, შენს ენას კი არ ეტყობა,-გაეცინა კატოს და მოწყვეტით აკოცა მეგობარს ლოყაზე.

რელაქსაციას არაფერი ჯობია!
მასაჟი, კატოს სუსტი წერტილი იყო.. სპა, მეორე სუსტი წერტილი..
-ყველაფერს თუ არ მირჩევნოდეს, რა!-თქვა ლიკუნამ და შეზლონგზე გაიშხლართა.
-დათუნასაც?-ჰკითხა კატომ.
-აუ, რა გამახსენე..-ცხვირი აიბზუა ლიკამ,-ხო ვიყავით აბიტურიენტები? ხოდა, ეხლა სტუდენტები გავხდით. არვიცი, ეს ბიჭი აშკარად რაჭველი არაა.. უეჭველი სამედიცინოს გავლენაა. მაგან ესე თუ გაწელა ურთიერთობა, რამდენი წელიც ისწავლა ხო დავობდი ქალი?!-შეიცხადა ლიკუნამ.
-ცოტა აეჭვიანე,-უთხრა კატომ. ლიკუნა გაჩუმდა და ცოტახანს დაფირქრდა.
-კარგი იდეაა, მაგრამ მოდიდან გადავიდა,-გაიცინა ლიკამ,-რამე სხვას მოვიფიქრებ!
-შენ ხო რისკიანი გოგო ხარ. მიდი, მერე და უთხარი ყველაფერი!-ეხუმრა კატო.
-აუ, მართალი ხარ! ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე აქამდე?
-მოიცა, ხუმრობ ხო?-გაჩერდა კატო,-გეხუმრე!
-კაი, რა.. მოდა შეიცვალა ეხლა გოგოები უფრო წამყვანები არიან ურთიერთობაში ვიდრე ბიჭები. ასე რომ ოქრო გოგო ხარ, რა! მაგარი იდეა ჩამაწყვეთე.. აუცილებლად, მივალ და ვეტყვი სათქმელს!
-აუ, კარგი რა.... ბოდავ რაღაცას! გეხუმრე ადამიანო!
-მერე როგორც ჩემი ლენაჩკა იტყოდა ვ კაჯდოი შუტკე ვ დოლე პრავდიო,-ჩლიფინა რუსულით თქვა ლიკუნამ და აუზში ჩასახტომად მოემზადა.
-ბებია გყავს ნახევრად რუსი და კიდევ ვერ ისწავლე ამხელა გოგომ!-გაიცინა კატომ.
-შენ რომ იცი ეგეც საკმარისია,-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და აუზში ჩახტა.

ბედნიერებაა ორი ადამიანის ერთობა.
ერთი მეორეს აბედნიერებს. ეგრეა, ეგრე.
ერთიდან გადადის ყველა ემოცია.
როგორც განეწყვები, ისე განეწყვება ისიც.
ეგ აბედნიერებდა კატოს!
ვერ ეუბნებოდა რეზის, რომ უყვარდა.. ვერ უმხელდა გრძნობებს. ლიკა დასცინოდა კომპლექსიანი გოგო ხარო. იყოს! დაე, იყოს. მერე რა? უყვარს და იცის რეზიმ ეს კარგად. ძალიან უნდა რეზისგან შვილი. როგორც მალხაზის უთხრა, გააჩენს და ჯვარს ბავშვის ნათლობაზე დაიწერს. მერე რა რომ ოცნებები არ უხდება? მთავარი ოცნება პრიცნია და რეზიში ხედავს ამ პრინცს.

-ნანა და ლევანი სად არიან?-ჰკითხა ლიკუნამ კატოს.
-მძახლებთან სტუმრად აგარაკზე.
-ვა, ლელა მანახა ერთი ნანას როგორ უძლებს,-გაეცინა ლიკას.
-ლიკუნა! ჩემს დედამთილზე როგორ ლაპარაკობ,-უსაყვედურა კატომ.
-დედამთილი, თორე ეგეც არ იყოს სამაგალითო რა,-ჩაიფრუტუნა ლიკუნამ და მანქანიდან გადავიდა.-დარწმუნებული ხარ, რომ კარგი აზრია ესე სიურპრიზად დადგომა?
-კი, რატო არა? არ დავრჩი და მორჩა. დათუნასაც დავურეკავთ..-უთხრა კატომ და ზარი დარეკა. კარი დათუნამ გაუღო.
-დათუნ, შენთან უნდა დამერეკა კაკრას!-უთხრა კატომ, გადაკოცნა და სახლში შევიდა,-რეზი, სად არის?
-რეზი, საპირფარეშოშია..-თქვა დათუნამ. აშკარად ცრუობდა. გული კაბინეტისკენ მიუწევდა კატოს. აშკარად არ მოსწონდა სიტუაცია, რა სახე ჰქონდა დათუნას? კაბინეტის კარი შეაღო და დაინახა, რეზიზე გადამჯდარი ნინა. ანუ, კახელი ნინო, ადმინისტრატორი. ადგილზე გაიყინა.. რეზიმ დააფიქსირა თუ არა მაშინვე მოიშორა ნინა.
-ვიცი, ეს ის არ არის რაც მე მგონია,-გაიცინა კატომ.
-კატო, როგორ ხარ?-უთავმოყვარეოდ ჰკითხა ნინამ.
-ძალიან კარგად. შენ არ იცი სხვის საკუთრებას რომ არ ეხებიან და კანონით ისჯება?-ცინიკურად ჰკითხა კატომ ნინოს. ნინომაც გაუღიმა, კაბა გაისწორა და მისკენ წამოვიდა.
-წამოდი, მიგაცილებ..-უთხრა კატომ და გასასვლელისკენ გავიდა.-ძვირფასო ნინო, ძალიან ბევრ მისამართებზე ცხოვრობენ დაუოჯახებელი მამაკაცები სერიოზული შესაძლებლობებით. ცოტა იქონიე თავმოყვარეობა და მათ მიაკითხე. პრინციპში, არამგონია სხვისი ნახმარი ქალი ვინმემ სერიოზულად მიიღოს. ნუ, გაიტეხ გულს! ბორდელში მაინც იპოვნი შენს ადგილს,-მშვიდად უთხრა კატომ და ცხვირწინ მიუხურა კარი. ღრმად ამოისუნთქა და შემოტრიალდა. წინ ედგა რეზი, დათუნა და სახე წაშლილი ლიკა. რეზიმ პირი გააღო, მაგრამ კატომ დაასწრო:
-ეს ის არ არის რა მე მგონია, არა?-ცინიკურად ჰკითხა,-იცი, საერთოდაც არ მაინტერესებს! რამდენჯერ მიღალატე? რამდენჯერ?! არ გრცხვენია..? პრინციპში რატომ შეგრცხვება. ხომ გეუბნებდი დაუკმაყოფილებელი ადამიანი ხარ-მეთქი?
-კატო, დამშვიდდი!-დაუყვირა რეზიმ.
-რა უფლებით მიყვირი? კარგი სანახავი იქნებოდა მე რომ ვინმესთან ესე დამენახე?
-ეგ მეორედ არც გაიმეორო!-დაიღრიალა რეზიმ.
-შენ ჩემი სახელი არ ახსენო არასოდეს! ტყუილს უფრო ვაპატიებ ადამიანს, ვიდრე ღალატს. დაივიწყე კატო მეტრეველი, რომელსაც უყვარდი და ვერ გეუბნებოდა. ზედმეტად უყვარდი და იცი, რა უქენი? თავს ლაფი დაასხი! არაუშავს, ჭკუას ვისწავლი..-ამოილუღლუღა კატომ,-არ გაბედო და არ დამირეკო! ჩემი სახელიც არ ახსენო. მე შენთვის მოვკვდი. თავისუფალი ადამიანი ხარ... თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს საქმიანი გარიგება იყო.. როგორ გენდე? უბრალოდ, არ მესმის. როგორ?! მივეცი გრძნობებს გასაქანი და თურმე, მატყუებდი. ნინოს გარდა კიდე ბევრი გყავდა?!
-რას ამბობ კატო! გაჩუმდი და მომისმინე...-დაუყვირა რეზიმ.
-შემეშვი, რა! შენი ხმის გაგონებაც არ მინდა.. გული მერევა შენზე.. ლიკა, წავედი მე!-უთხრა ლიკას. ლიკაც წარბაწევით გაჰყვა კატოს,-რეზი, არ გაბედო და არ დამირეკო, არც შემაწუხო. განქორწინების საბუთები გამომიგზავნე. ტანსაცმელზე ლიკა გამოვა!-ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ეკატერინა მეტრეველი.

წავიდა და წავიდა..
იცოდა, რეზიმ მისნაირი იყო და კარგად, იცოდა რომ კატო ჩვეულებრივი ციხესიმაგრე იყო!

***
-წავიდა.. დამტოვა, ტო..-ამოილუღლუღა რეზიმ, რომელიც ჯერ კიდევ კარებში იდგა.
-რას გაშეშებულხარ შემოდი და დაჯექი.-უთხრა დათუნამ. რეზიც რობოტივით შევიდა მისაღებში.
-აზრზე ხარ? ისე წავიდა არ მაცადა ახსნა.. სიზმარია, ხო?
-რას შეათრიე ეგ გოგო ოთახში?რა მოხდა ვაფშე?-ჰკითხა დათუნამ.
-კახეთში ერთად გვნახა და მაგის მერე გაჭედა. დღეს რომ მოვიდა ვაფშე ვერ ვიფიქრებდი რა მიზნით იყო. რა ჯანდაბა უნდოდა?ძლივს არ დაეწყო ყველაფერი? ამის დედა შ**ცი!-დაიღრიალა რეზიმ.-ეხლავე გავეკიდები!
-არ გინდა. ეხლა არ გაეკიდო მაინც არ შეგირიგდება.
-ბიჭო, იცი რაზე ვგიჟდები? პროსტა, ახსნაც არ მაცადა. დაინახა და მორჩა!
-რამე იყო?-შეპარვით ჰკითხა დათუნამ.
-არა, შენ ძმობას გეფიცები. კალთაში ჩამიხტა და მაგ დროს შემოაღო კარი. არ იცი ქალების ამბავი? როგორ ვუღალატებდი, როგორ ფიქრობ? უბრალოდ, ფაქტი ტეხავს მაგრად!
-ფაქტი ტეხავს?-დაქაჩა თვალები დათუნამ,-ტეხავს კი არა ძალიან ძალიან მაგრად ტეხავს! შენც კაი გამო***რებული ხარ. აქ ვერ დაელაპარაკე იმ გოგოს?
-ცალკე გავიდეთო საქმე მაქვსო. ჯანდაბა!
-რამდენი გეტყვის ცალკე გავიდეთო ყველას უნდა გაჰყვე?
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
-აცადე ცოტა ხანს. ეხლა რო გაეკიდო აზრი არ აქვს, რა. აუ, რა მძიმე თემაა ეს ქალები! შენ კიდევ ერთ ადგილს ვერ დააყენებ?
-რა შუაში ვარ, მე?
-არა, ჩემთან მოვიდა ეგ გოგო!
-არადა, ლუდები მზად იყო, და ფეხბურთისთვის უნდა გვეყურებინა,-ამოიოხრა რეზიმ.
-მოდი და დააჯერე ეხლა მე და შენ რომ ვაპირებდი ამ საღამოს ერთად გატარებას,-გაეცინა დათუნას.
-გავაფრენ პროსტა.. ძლივს დალაგდა ყველაფერი. გავარტყი ნინოს, რა! პროსტა, როგორ არ მომისმინა მაგაზე ვგიჟდები..
-შენ ხო არ აფრენ,ტო? აბა, შენ გენახა და ეთქვა არაფერი მომხდარაო რას იფიქრებდი?-შეხედა რეზის,რომელიც მიშტერებოდა დათუნას,-ხო! მიყურე! იგივეს იფიქრებდი შენც..!
-ჯანდაბა.. ამის დედა შ**ცი!

-კატო, ნელა ატარე, რა..
-პროსტა ტიპმა როგორ მიღალატა?
-აუ, დაელაპარაკე. იქნებ ეგრე არ იყო?
-ლიკა!-დაიყვირა კატომ,-სისულელეა... მიღალატებდა.!
-კატო, არ ენდობი შენ ქმარს?
-კი, ვენდობი.
-მერე? რომ ენდობი რატომ არ სცადე მოგესმინა?
-რისი უნდა მომესმინდა ლიკა? ნანახის უფრო მჯერა ვიდრე მოყოლილის!
-არ ხარ სწორი!
-ასე ვთვლი საჭიროდ!

რა აზრი აქვს ტირილის, როცა იცი რომ შენც წვლილი მიგიძღვის და მარტო მისი ბრალი არ არის.
რა აზრი აქვს ცრემლების გადმოყრას, როცა შენ უაზრო პრინციპებს ვერ გადაახტები.
ერთხელ რომ გაუშვი გრძნობები თავისუფლად და უკან სასწრაფოდ დააბრუნე, ჩაკეტე გალიაში და იმის მერე აღარ უშვებ, როგორ ფიქრობ ბედნიერი იქნები?
არა, ბედნიერება ესეთი მარტვად მოსაპოვებელი არ არის.
თამაში ადვილია, მაგრამ არა ბედნიერების განცდის გაზიარება.
რა სასაცილოა, როცა ადამიანები ვკარგავთ იმას ვინც გვიყვარს და პირველი დღეები არ გვაინტერესებს რას შვრება, სად არის, რას აკეთებს, რას ჭამს. მერე კი გადის ეს პირველი დღეები დამოდის მეორე დღეები, როცა ხვდები რომ ძალიან მაგრად დააშავე.
იცი, როგორ დააშავე? თვალებში რომ ვეღარ შეხედავ, აი, ისე.
მაგრამ თუ ორი ადამიანის ერთმანეთისთვისაა შექმნილი იცინი აუცილებლად, ნახავენ უკან დასაბრუნებელ გზას.
ყველა ადამიანის ბედი ზემოთ, აი, მაღლაა დაწერილი და გამორიცხულია, გაექცე.

-ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს შენთვის..!-უთხრა ლონდამ კატოს.
-რა ამბავი?-აღელვებულმა იკითხა კატომ.
-შენი ანალიზები ამბობენ, რომ ორსულად ხარ ძვირფასო. მომილოცავს! მალე დედა გახდები!-უთხრა ლონდამ და გაუღიმა.
დედა? ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ.
დედა გახდებოდა და თავის პაწაწინას ხელში დაიჭერდა.
მარტოხელა დედა იქნებოდა?
არ ეტყოდა რეზის არაფერს. მარტო გაზრდიდა!
ღალატი ღალატია და ვერ პატიობს და რა ქნას?!

***
დღეები დღეებს მისდევდა. კატოც ნელ-ნელა იბერებოდა. ძალიან არ ეტყობოდა მუცელი. აი, თითქოს კურკაგადაყლაპულივით იყო. ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ცდილობდა ბევრი არ ეჭამა, მაგრამ ძალიან რომ შიოდა რა ექნა?

სად იყო რეზი? რეზი საერთოდ არ გამოჩენილა და არც მისგან გამოგზავნილი განქორწინების საბუთები.

იმედი იყო სადღაც გულის სიღრმეში.
იმედი „მაგრამივით“ იყო.

-კატო, ისე მეწყინება რომ არ მოხვიდე!
-რას ამბობ! მოვალ აბა რას ვიზამ? ეხოზე უნდა წავიდე და მოვალ აუცილებლად,-უთხრა კატომ ლიკუნას.
-მადლობა, რომ ჩემ გამო რისკავ.. დიდი მადლობა!-უთხრა ლიკუნამ კატოს.

დღეს ლიკუნას და დათუნას ნიშნობა იყო. უახლოესი მეგობრები იკრიბებოდნენ. დანიშნავდა დათუნა, ბეჭედს გაუკეთებდა და მერე მეგობრებთან ერთად ახალ სახლში შეაბიჯებდნენ, სადაც ქორწილის მერე გადავიდოდნენ.
კატო ბედნიერი გამოვიდა სამშობიაროდან. სიხარულით მიაბიჯებდა ლიკუნას ახალი სახლისკენ. არა, ცოტა კი ეშინოდა რეზის ნახვის, მაგრამ მაინც... ორი ზომით დიდი ზედა ეცვა რომ არ გამოსჩენოდა მუცელი. ამ მხრივ დამშვიდებული იყო.. არა, აუცილებლად ეტყოდა რეზის! სრული უფლება ჰქონდა რეზის სცოდნოდა. ის ხომ მისი ბავშვების მამა იყო.. დიახ, კატო ტყუპებს ელოდა.

სახლში შესულს უკვე მაგიდასთან დახვდნენ მეგობრები. ლიკუნა ბედნიერებისგან ბრწყინავდა. კატოს დანახვისას ცოტა სახე შეეცვალა. კატო მიხვდა, რომ რეზი იქ იყო..

კატოს დანახვისას რეზის რა დაემართა? გული გაუჩერდა. სითბო ჩაეღვარა და მონატრების უსაშველო გრძნობა იქვე გათიშა. ყველას მიესალმა კატო, მათ შორის რეზისაც. სამზარეულოში გასულ კატოს, რომელსაც საოცრად მოუნდა ტორტის ნაჭერი რეზი შეეგება. შეატარა რეზიმ სამზარეულოში და მისკენ შებრუნდა. კატო ცდილობდა, ნელა გაეკეთებინა ყველაფერი. არ უნდოდა, ამ დღეს ესე მოულოდნელად გაეგო რეზის ორსულობის შესახებ.
-როგორ ხარ, კატო?
-არამიშავს, შენ?
-მეც, ეგრე.. რა სხვანაირი ხარ,-უთხრა ჩაფიქრებულმა რეზიმ. კატო შეცბა.
-მართლა? როგორი?
-ძალიან გასუქებულხარ. არადა, მახსოვს როგორ აქცევდი ყურადღებას გარეგნობას. შენი ბურთებიც საკმაოდ გაზრდილები არიან,-უთხრა რეზიმ კატოს.
-რამდენიმე კილოგრამი მაქვს მომატებული ისეთი არაფერია,-უთხრა კატომ და თვალი აარიდა.
-ნამცხვრებს დიდიხანია ეტანები?
-არც ისე..მიყვარდა, მაგრამ მაინც არ ვჭამდი..-უთხრა გაფითრებულმა კატომ.
-კარგია, არ მოიკლო არაფერი. სიყვარული შენ არ გინდა და ტკბილი მაინც ჭამე,-უთხრა რეზიმ და გავიდა სამზარეულოდან. მაშინვე ლიკუნა შემოქანდა:
-წამოდი, ჩემთან ოთახში!-ხელი ჩაავლო კატოს და თავის საძინებელში შეიყვანა.
-რაო? რა გითხრა? ხომ არ მიხვდა?-მიაყარა შეკითხვები ლიკუნამ.
-არაფერი არ უთქვამს. მგონი, ვერც მიხვდა..-უპასუხა აღელვებულმა კატომ.
-ისე გაცვია ვერც ვიფიქრებ რომ ორსულად ხარ,-გაეცინა ლიკას.-ნათლიას მარგალიტი!-მიეფერა მუცელზე.
-მარგალიტი კი არა მარგალიტები!-შეუსწორა კატომ.
-რა მითხარი?!-შეკივლა ლიკამ.
-ხო, ტყუპები არიან..-გაეცინა კატოს,-ოღონდ სქესი ჯერ არ ვიცი.
-აუ, არ არსებობს!-მუცელზე აკოცა ლიკუნამ და მოეფერა,-ჩემი ცხოვრებები! არ მჯერა დედას გეფიცები! როდის გეცოდინება სქესი?
-მალე, 2 კვირაში მივალ დ გავიგებ..
-ვაიმე, ჩემი პატარები!-კოცნიდა და ეფერებოდა ლიკუნა კატოს მუცელს. სიხარულისგან ცრემლები მოსდიოდა.
-ლიკა, დაგვტოვე!-გაისმა ცივი, ყინულივით ცივი ხმა. კარებში რეზი იდგა, რომელსაც ძარღვები დაჭიმვოდა და სიმწრისგან მუჭი ჰქონდა შეკრული. ლიკუნაც ოთახიდან გავიდა. რეზიმ კარი ჩაკეტა და კატოსკენ წამოვიდა.
-იქნებ, ისიც მითხრა რომ ორსულად არ ხარ და ეს ყველაფერი არ მომესმა?!
-არა, ორსულად ვარ..-ძლივს ამოღერღა კატომ.
-ამის დედა შ**ცი როდის აპირებდი თქმას, გოგო?! ჩემ შვილებს ატარებ მუცლით და როდის აპირებდი?
-ვაპირებდი მეთქვა! დღეს არა.. ხვალ ან ზეგ როცა იქნებოდა!
-იცი, როგორ დააშავე კატო? აი, ძალიან მაგრად დააშავე..-ჩაეცინა რეზის ცინიკურად,-წავედით!-ხელი ჩაავლო კატოს და ძალით გაიყვანა. მანქანაში ჩატენა და სახლისკენ წავიდა.
-აქ რა გვინდა?!-შეიცხადა კატომ, როდესაც მის ძველ სახლში შევიდნენ.
-როგორ ფიქრობ? ჩემ შვილებს ატარებ მუცლით და შესაბამისად უნდა ვაკონტროლო როგორ იკვებები და როგორ უვლი თავს!
-შენ როგორ ფიქრობ არ ვაქცევ თავს ყურადღებას?!-შეიცხადა კატომ.
-მე რავიცი.. საერთოდ არ ვიცი რას აკეთებ!
-რა იყო არ მენდობი, რეზი? შვილებს როგორ მოვექცევი!
-შენ მენდე მაშინ? და საერთოდ მომისმინე? არ მაინტერესებს რა... აქ იქნები!-უთხრა რეზიმ და თავის თავდაპირველ ოთახში შეუშვა კატო.

შვილები? გაგიჟდა და გადაირია.. შვილები უნდოდა დედამისთან ერთად.. აუცილებლად, კატოს გარეშე არ იცხოვრებდა რეზი. ცოტას გააწვალებდა, მაგრამ იცხოვრებდა. იმდენად დიდი სიხარული იყო რეზისთვის შვილები, რომ სულ არ გაბრაზებულა კატომ რომ არ უთხრა.

დღეები ისე გადიოდნენ, როგორც სულ თავიდან სანამ უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის. ყოველ დღე ნატურალური პროდუქტი მოჰქონდა რეზის კატოსთვის.. კატოს ოჯახთან მოაგვარა რეზიმ ოღონდ ისე, რომ კატომ არ იცოდა. უთხრა, რომ აუცილებლად ერთად იქნებოდნენ!

-კატო, შვილს რომ გააჩენ ერთი წელი მოგიწევს ვიცხოვროთ და მერე ერთს მე დავიტოვებ ერთი შენ წაიყვანე,-უთხრა რეზიმ. კატოს ფერი აღარ ედო სახეზე.
-რას ამბობ?
-რამე გაუგებარია? სანამ ბუნებრივ კვებაზე გეყოლება ბავშვები აქ იცხოვრებ და როგორც კი დაანებებინებ თავს, ერთს წაიყვან ერთს დამიტოვებ. დანარჩენზე მერე მოვრიგდებით...-უთხრა რეზიმ და სახლიან გავიდა. როგორ ეცინებოდა კატოზე.. გაგიჟდა გოგო კინაღამ! ღირსი იყო.. რა ანერვიულა რეზი?!

***
-მომილოცავს, ბიჭები გყავთ ორივე!-ახარა ლონდამ რეზის და კატოს. გახარებულებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს. რეზიმ სველი კოცნაც დაუტოვა კატოს.

აი, მაშინ იყო ძველი გრძნობების ამოფრქვევა.
თითქოს ვულკანი ყოფილიყოს..
ისე მონატრებიათ ერთმანეთი ლამის იყო იქვე დაეკოცნათ ერთმანეთი..

***
-რეზი..-დილის 5 საათი იყო კატო, რომ რეზისთან შევიდა.
-ჰმმმმ...-ამოიზმუვლა რეზიმ.
-წ....ბი დავღვარე!-უთხრა კატომ. რეზიმ თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა. წამოხტა მაშინვე, ჩასვა კატო მანქანაში და სამშობიაროში მიიყვანა.

-ჯერ მხოლოდ 8 თვისაა.. - ამოილუღლუღა რეზიმ.
-დამშვიდდი, ხშირად ხდება ტყუპებზე ასე!-უთხრა დათუნამ.
-ხო, მაგრამ არაფერი აკლდა. კარგად იკვებებოდა, ეხოებიც დადებით პასუხს ამბობდნენ..
-გასაგებია რეზი, მაგრამ..-დათუნამ სიტყვის დამთავრება ვერ მოახერხა, რომ ექიმი გამოვიდა ბლოკიდან.
-რეზი, მძიმე მდგომარეობაა..-დაიწყო ლონდამ,-ხელი უნდა მომიწერო, რომ ან ტყუპები გადარჩნენ ან კატო თუ ორივეს გადარჩენა ვერ მოხერხდა..

გაგიჟდა, შეირყია.. სიზმარში ეგონა თავი. ხელი როგორ მოაწეროს ერთი საყვარელი ადამიანის სიკვდილს, ან ორი უმწეო პატარასი? რა უნდა ექნა არ იცოდა..
-რეზი, კატომ მშობიარობამდე თქვა ჩემზე მოაწეროსო.. ბოდიში, დრო არ ითმენს..-უთხრა ლონდამ. რეზი დაბნეული იყო არ იცოდა რა ექნა..

მოაწერა.. ხელი მოაწერა..
ბავშვები არჩია კატოს.
არჩია რა ცუდი სიტყვაა!
ასე ხომ კატოს უნდოდა? დაჰყვა კატოს ნებას.

-ლონდა, პირობა მომეცი რომ გადაარჩენ! ჩემს სიყვარულს ნუ წამართმევ..!
-ვეცდები რეზი.. ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ..-უთხრა ლონდამ და სამშობიარო ბლოკში შევიდა.

ოპერაცია რამდენიმე საათი გაიწელა.
საუკუნედ რომ გეჩვენება ისეთ საათებად.
სიკვდილი უნდოდა ამ მოლოდინს..
სიგიჟის ზღვარზე იყო რეზი..
ლონდაც გამოვიდა და პირდაპირ რეზისკენ წამოვიდა.

***
-ჩემო სიცოცხლე, ჩემო ყველაფერო.. იცი, როგორ მიყვარხარ? მთელი გრძნობები რაც კი გამაჩნია შენთვის არსებობს.. მთელი გრძნობით ვცდილობდი შენთვის კარგი გამეკეთებინა. იცი, როდის შემიყვარდი რომ დაგინახე იმ წუთასვე. მადლობა, რომ მაჩუქე ორი ანგელოზი..
-სად არიან?-ჰკითხა კატომ
-მოიყვანენ ახლავე,-უთხრა რეზიმ და ცოლს აკოცა.
-სახელები დაარქვი?-იკითხა კატომ ძალაგამოლეულმა.
-არა, შენ გაღვიძებას ველოდებოდი. სამი დღე გეძინა და უშენოდ გადაწყვეტილება ვერ მივიღე..
-ლევანი და ირაკლი დაარქვი,-უთხრა კატომ და გაუღიმა,-გავახაროთ ბაბუები.-ლონდამ ბავშვები შემოიყვანა. ორივე ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ.
-აუ, ეხლა როგორ გავარკვიო რომელი რომელია, ტო..-აწუწუნდა რეზი.
-ეს ლევანიკოა, ეს ირაკლი..-გაეცინა კატოს.
-როგორ ხვდები?
-არა, მოიცა ეს ირაკლია ის ლევანიკო,-თქვა დაეჭვებულმა კატომ.
-აუ, ჩამოყალიბდი!-გაეცინა რეზის.
-შენთვის ხომ არ მითქვამს?-უთხრა რეზიმ კატოს,- მთელი გრძნობით გეუბნები, რომ მიყვარხარ! და მადლობა ჩემი შვილების მამა რომ ხარ..-აკოცა კატომ რეზის.
-მეც მიყვარხარ, კატო და ზუსტად მაგ მთელი გრძნობით გთხოვ დროულად დააძინო ბავშვები! 8 თვე სურვილების რეალიზაციისთვის საკმარისად ბევრი დროა,-უთხრა რეზიმ და აკოცა საყვარელ ცოლს.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

თვითონ ისტორია კარგი იყო მაგრამ შიგნეულად არ იყო გამართული მარილი აკლდა რა expressionless არ გეწყინოს ჩემი ნათქვამიი უბრალოდ აქ ყველა შეცდომებზე ვსწავლობთ

 


№2 სტუმარი Guest თაკო

აქ წაკითხული ისტორიებიდან ერთადერთია რომელმაც მართლა დამაინტერესა.. კიდევ თუ ვიხილავ მსგავს სულში ჩამწვდომ ისტორიას , მოხარული ვიქნები ❤️

 


№3 სტუმარი Guest baby girl

აუუუუ მაგარიაა ძაან ისეთი განსხვავებული ბოლოში ცოტა შემეშინდა heart_eyes მარა რო წავიკითხე რო ბავშვებიც და კატოც გადარჩნენ გული სიხარულით ამევსო პატარა ბავშვივით kissing_heart

 


№4  offline წევრი anuki15

უზომოდ მომეწონა სასწაული იყო მართლა ჩემთვის პირადად heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა უმაგრესი იყო <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent