შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ყვავის იასამანი


19-02-2017, 01:23
ნანახია 1 761

ცახცახით მივდივარ საწოლამდე და მოწყვეტით ვეშვები
ნათლად წარმომიდგება ის კადრი და მეშინია

ეს რატომ გააკეთა ან მე რატომ ვიყავი ასე უმოქმედოდ?ნუთუ მესიამოვნა
არა არა არა ღმერთო ჩემო ქეთი რაზე ფიქრობ ეს უბრალოდ შეცდომა იყო ჩვენს ისევ საუკეთესო მეგობრები ვართ კი კი
საკუთარი თავის დამშვიდებაში ჩამძინებია
რა უცნაურია ჩემს თავს ვესაუბრები
ასე მხოლოდ გიჟები იქცევიან
დილით ჩემი დის ჭყავილი მაღვიძებს
ჰო ჩვევად აქვს დილაობით ღიღინი
მაგრამ რეალურად იცი როგორ ხმას გამოსცემს? თითქოს ათასობით კატას ერთად ახრჩობდნენ
მარჯვენა ხელის მარტივი მოძრაობით ვიფარებ თავზე ბალიშს
თუმცა ეს მცდელობა სრულებით უშედეგო აღმოჩნდა
მობეზრებულის სახით წამოვჯექი
და ჭერს ავხედე
- ღმერთო რა შეგცოდე?
რატომ მტანჯავ ამ ციდა გოგოს?
ეჰ ბურტყუნით წამოვდექი
- ეკააა!
მთელი ხმით დავიკივლე და საფეთქლებზე ხელის გულები მივიჭირე
ჩემი დაც მაშინვე აღებს ოთახის კარებს და ჩემს წინაშე შეშინებული სახით ისვეტება
- ხმა ჩაიგდე
ბალიშს ვესვრი რაც ძალა და ღონე მაქვს და ისიც უსულოდ ეცემა იატაკზე
უფს მგონი ზედმეტი მომივიდა
ქვედა ტუჩს ვბრიცავ და მის ასაყენებლად მივდივარ
- მაპატიე არ მინდოდა
- არ მითხრა რომ ბალიში ხელიდან გაგივარდა
ფრუტუნებს ეკა
მე ისევ ვუშვებ ხელს და ხელმეორედ ენარცხება იატაკზე
მშვიდად მივდივარ სამზარეულოსკენ
ვაზიდან ალპენ გოლდს ვიღებ და სიამოვნებით ვაგემოვნეებ
რძე და შოკოლადი ნუშთან ერთად, საოცრად ერწყმის ერთმანეთს
ეს ის შოკოლადებია გუშინ გიომ რომ ამოიტანა მის ხსენებაზე ისევ მისი კოცნა მახსენდება სიამოვნების ჟრუანტელი მივლის მთელს ტანში
თითებს ტუჩებზე ვიდებ
- ჰეი ეს რას ნიშნავს?
მეუბნება თმებ აბურძგნული მეუბნაბა ეკა
- რა?
ხელებს ზურგს უკან ვმალავ და ვცდილობ ყურადღება გავაფანტვინო
თქვენ წარმოიდგინეთ და გამომდის კიდეც
- გინდა რამე მოგიმზადო?
ამ ფრაზის გაგონების მერე მიხარია რომ უფროსი და მყავს
- უარს არ ვიტყოდი
- ყველიანი მაკარონი?
- მშვენიერია
ვამბობ და მდივანზე ვჯდები
ვერ ვისვენებ თავს უცნაურად ვგრძნობ
თუმცა არ მინდა შეამჩნიოს
ტელეფონს ყურზე ვიდებ თითქოს ნიკას ველაპარაკები
- ამმ ასე რთულადაა?'
კარგი კარგი მოვალ
-რახდება?
- ნიკას და ავად ყოფილა 'უფრო სწორად ცუდად უნდა გავიდე
სწრაფად მივაყარე და ჩემს ოთახში გამოსაცვლელად შევედი

გიო
ნაპას ვარტყამ და კვამლს ორგანიზმში ვიქცევ
ტუჩებს ერთმანეთზე ვუსმევ და ჰორიზონტს ვუშტერებ მზერას
სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ ნიკას სახლისკენ
კიბეს წამებში ვირბენ და კარებზე ვაბრახუნებ
მალევე აღებს და მეც როგორც მჩვევია სწრაფად შევდივარ შიგნით '
- და ხდება? რა გჭირს ბიჭო?
- დამერხა
- უთხარი? უარი გითხრა? გეჩხუბა? დაგარტა? რაოხდა
- ვაკოცე
- რა? ეს ხომ ძალიან მაგარია
- ჯანდაბა იდიოტი ხარ
ვერ ხვდები რა მოხდება? ჩემი ნახვა აღარ მოუნდება ყველაფერი გავაფუჭე
თვალებში ვეღარ შევხედავ
ის დავკარგე
- ღმერთო ჩემო
მოწყვეტით ეცემა ნიკა სკამზე და შუბლზე თითებს ისმევს
თავს საზურგეს ვადებ და თვალებს ვხუჭავ
- ახლა რავქნა
- ასე სულელურად არ უნდა მოქცეულიყავი
- ვერც მე გავიაზრე
- შეგეძლო აგეხსნა უბრალოდ გუშინ ხომ ვალენტინობა იყო
- ოო მშვენივრად იცი რომ ეს ქეთისთვის არაფერს ნიშნავს ვალენტინობა შმალენტინობა არ ევასება
ვეღარ ვნახავ
არვიცი მასთან როგორ მოვიქცე
- ხვალ მისი დაბადების დღეა
- არ დამპატიჟებს ამის მერე..
- არვიცი ძმო
- უნდა წავიდე წყნეთში ავალ აქაურობა მის თავს მახსენებს და ჩემს იდიოტურ ქცევას
ცოტა ხნით გავალ
- გაქცევა ვერ გამოასწორებს სიტუაციას
- აქ ვერ გავჩერდები
კარისკენ მივდივარ
- ყველაფერი მაგრად იქნება
მისკენ არ ვიხედები კარს ვაღებ და გავდივარ

ქეთი

უაზროდ დავეხეტები კორპუსებს შორის
სახე შარფში მაქვს ჩამალული
ცივა ,ქარია თუმცა სახლში ყოფნა არ შემიძლია
მისი დაკარგვა არ შემიძლია , წესით ახლა მასზე გაბრაზებული უნდა ვიყო მე კი ...
როგორ მინდა მისი ნახვა
მინდა მითხრას რომ ეს შეცდომა არ იყო რომ
სიყვარულით გააკეთა
და ისევ ახსოვს
შეიძლება არ აახსოვდეს?
ცრემლები თვალებში ილექება
ვცდილობ ის აზრი რომ რაიმეს ვგრძნობ თავიდან ამოვიგდო
თითქოს მესმის როგორ მეძახის იასამანს
მახსენდება მის მაჯაზე დახატული იასამანი
როგორ მოჰქონდა პატარები რომ ვიყავით და მიწყობდა თაიგულს ჩემს ფანჯრის რაფაზე
სკამზე ვჯდები და ვაკვირდები წყვილს რომელიც სერინობს
თითქოს რაღაც აკლიათ
თვალებში ნაპერწკალი
ბედნიერების
ცრემლებს ვიწმენდ
და ვიხსენებ
როგორ ვცეკვადით სკოლის გამოსაშვებ საღამოზე
მაშინ თითქოს სულერთი იყო სხვა დანარჩენი
გული მიჩქარდება
ნუთუ მიყვარს?
თვალებზე ხელს ვიფარებ
- არაა არაა არა
ეს არ შეიძლება ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ
ტელეფონს ვამოწმებ
არ დაურეკია,მისთვის სულერთია ახლა რას ვგრძნობ, მომეწონა თუ არაა, იქნებ ცუდად ვარ
ნეტავ დაბადების დღეს მაინც თუ მომილოცავს?
სწრაფად ვდგები და ნიკას კორპუსისკენ ვჭრი გზას მესამე სართულზე ავდივარ და ორჯერ ვაკაკუნებ
მისი ჩუსტების ხმა მესმის
ეს ჩხაპუტელა ვერ გადავაგდებინეთ
გასაღები გადაატრიალა და გააღო
წელს ზემოთ შიშველი ნიკა გაკვირვებული მიყურებს
ალბათ იმიტომ რომ ნამტირალები ვარ
რაც ძალიან იშვითად ხდება თითქმის არასდროს
- ახლა შენ??
მისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და ისევ ტირილს ვიწყებ
ახლა იდიოტ გოგონებს ვგავარ
არაფერს მეუბნება ალბათ უსიტყოდაც ხვთება რომ საშინლად ვარ
კარს ხურავს და სავარძლისკენ მივყავარ მეც ვჯდები და დარცხვენილი ფანჯრისკენ ვიყირები
- ცუდად ვარ
- რატომ?
- აჰ უბრალოდ სენტიმეტები შემომაწვა
მისთვის არ მოუყოლია არავის უთხრა ... მე რატომ ვაქცევ ამხელა ყურადღებას? ალბათ იმიტომ რომ პირველი კოცნა იყო
- დარწმუნებული ხარ არაფაერი მომხდარა
- კი
ძალით ვიღიმი და მაცივრისკენ მივდივარ
აქ რაგვაქვს ანანასის წვენი მშვენიერია
ვიღებ და ბოთლუდან ვსვამ
- მეც მინდა ღორო
ნიკასკენ მივდივარ და ვეხუტები
- ხვალ ხომ მოხვალ
- კი ჩემო ლამაზო
აუცილებლად
გიოს არ პატიჟებ?
მისი სახელის გაგონებაზე ვწითლდები და ვიბნევი
-ჰო მასაც უთხარი
- შენ დაურეკე
- შენ უთხარი აჯობებს


ცოტა ხანი ვიყავი ნიკასთან ის არ გამოჩენილა
ისევ სახლისკენ გავუყევი გზას ახლა იქ ვდგავარ სადაც ვაკოცე ოდნავ შევჩერდი
და კორპუსში შევედი

გიორგი
მისი კორპუსიდან ოდნავ მოშორებით ვზივარ ველოდები იქნებ გამიჩნდეს და შორიდან მაინც შევძლო მისი დანახვა
როგორ მინდა შემეძლოს ახლა მისი ჩახუტება მისი მარწყვის სურნელი და
ზღვისფერი თვალები მენატრება
უცებ ვხედავ მის სილუეტს იმ ადგილას ჩერდება სადაც ერთმენათს ვაკოცეთ
ნეტავ რას ფფიქრობს ახლა? ჩემზე?
იქეთ აქეთ იხედება წამით მეგონა რომ დამინახა მაგრამ არაა კორპუსში შევიდა
ტელეფონის გაბმული ზარი მაფხიზლებს
- ალო
- ისიც არ არის გულგრილი შენს მიმართ ძმაო
ნიკას სიტყვები მაბნევს
ვუთიშავ და ხარბად ვისუნთქავ ცივ ჰაერს
და სიგარეტს ვუკიდებ
ესემესი მომდის
"და კიდევ ხვალ დაგპატიჟა"
თვალები მინათდება ვდგები და უაზროდ მივუყვები ქუჩას
არ ვეზიზღები
რაც მთავარია


ქეთი
სახლში შევდივარ ეკა სერიალს უყურებს
- როგორაა ნანა?
- რა?
- მის სანახავად არ წახვედი?
- აჰჰ უკეთაა ისეთი არაფერია
- ხვალ ვინებს პატიჟებ
სოფოს თაკოს ლიას და ბიჭებს
- კარგი რაღაცეებს გაგიკეთებ მე არმეცლება ხვალ?
- სახლში არ იქნები?
- ვერა ძაან მინდა მაგრამ საღამოს მოვალ
- კარგი
მთელი დღე უაზროდ ფიქრში გავატარე
მოსაღამოვდა მე კი ისევ პლედ მოხვეული ფანჯარასთან ვიდექი
წამით მომეჩვენა რომ დავინახე მაგრამ შევცდი
ჩემი უბნელი კოტე იყო
რატომ მინდა ასე მისი დანახვა
ის კოცნა რომ არაა ახლა სადმე ერთად ვიქნებოდით ჩვეულებისამებრ
მთელი დღეა უკუ ვაგდებ იმ ააზრზს რომ მიყვარს
ეს უბრალოდ ....
ნეტავ სად არის ან რაზე ფიქრობს

დილით გვიან გამეღვიძა ნუ რაღა დილას 11 საათზე
უხასიათოდ ვიყავი თუმცა ზუსტად ვიცოდი რაც გამახარებდა
ლეპტოპი ჩავრთე და მისალოცი პოსტების წაკითხვა დავიწყე
ამ დროს დედაჩემმაც დამირეკა სკაიპში
მონატრებული მშობლების დანახვას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია
- ჩემო იმედო ჩემო გახარებავ გილოცავ დეე
- მადლობა
- როგორ გამეზარდე უკვე
- დედა მენატრებით როგორ გამხდარხარ თავს მოუარე გთხოვ
დედის სახე იმდენად შეცვლილა ალბათ მხოლოდ გაღიმებით თუ მიხვდებით რომ ნინო ძოწენიძეა
გული მიღონდება ალბათ რაღაცაზე დარდობს მაგრამ როგორც დედებს ჩვევიათ არ იმჩნევს
- რაშვებით დეე როგორ ხარ ეკა სადაა დამელაპარაკოს
- ლექციაზეა დღეს გვიან მოვა, ჩვენ კარგად ვართ ყველაფერი ძველებურადაა
- დღეს რასაპირებთ'
- ბავშვები მოვლენ ეკამ რაღაცეები მოამზადა
- კარგია დედამ გენაცვალოთ მოუარეთ ერთმანეთს
ფულს და საჩუქარს თვის ბოლოს გამოგიგზავნით
- მამა როგორაა
- კარგად საღამოს დაგირეკავს ტელეფონი სახლში დარჩა და ალბათ ძალიან ნერვიულობს
- არაუშავს,
- კაი დე გკოცნი ჭვიანად აბა თქვენ იცით
ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და ვუთიშავ
ლეპტოპსაც ვცურავ და სააბაზანოში გავდივარ შხაპის მისაღებად
ზოგადად ყველგან ვაგვიანებ რადგან ნელი ვარ
შხაპის მიღებაშიც ბევრ დროს ვხარჯავ
თმები გავიშრე თბილად ჩავიცვი და ფოტო აპარატით ჩავედი ეზოში
იშვიათად თუ გაივლიდა ვინმე თუმცა მაინც საინტერესოა დაკვირვება ადამიანებზე
აი ვიღაც მიახლოვდება სახეს ვაფიქსირებ და .. ვხედავ ჩემს წინ მომღიმარ გოგონებს
- გილოცააავთ
საჩუქრებს მაწვდიან და მეხვევიან სიხარულისგან მეც მათთან ერთად ვკივი გვერდით მისხდებიან
უაზროდ ვსაუბრობთ
და დრიც გადის
- ვინები იქნებიან? გიო იქნება? აუ რასიმპოა პროსტა
- ვინ გიო?
გაკვირვებული ვეკითხები თაკოს თითქოს ვერ მივხვდი ვისზე ამბობდა
- რა გჭირს გოგო
- კი იქნება ნიკაც
- ხოდა ძაან კაი
ამბობ ლია და თმებს სასაცილოდ ისწორებს
- სახლში ავიდეთ
მოხმარება დამჭირდება მოვრთოთ ოთახი
გოგონებს იდეა მოეწონათ თან საქმე მაინც არ გვქონდა ჰოდა რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახს ვრთავდით
თიკამ მუსიკებიც გადმოწერა და სუფრაც გავაწყვეთ
ჩემი მამიდაშვილი თორნიკეც შემოგვიერთდა და ბევრი სასმელიც მოტანა
მაგიდას ნივუჯექით სულ კარისკენ გამირბოდა თვალი
- ვინმე განსაკუთრებულს ელი?
ინტერესი ვერ დამალა თორნიკემ ყოველთვის ასე იცის
- არაა
მეც ვცდილობ აღარ გავიხედო
მუსიკები ხმაღლაა ჩართული თუმცა ზარის ხმა მაინც გავიგე მაშინვე კარისკენ გავვარდი
სარკეში ჩავიხედე თმები გავისწორე (ჩემი ჭკუით )ღრმად ჩავისუნთქე და სწრაფად გავაღე
ღიმილი შემეყინა კართან მდგომი ნიკა რომ დავინახე ვარდების თაიგულით და სასაჩუქრე შეფუთვით
- გილოცავ პრინცესავ
მეხუტება და საჩუქრებს მიწვდის
- შემოდი, მადლობა
- უჩემოდ დაიწყეთ?
ეგებება ჰოგონებს გაბადრული სახით მომნუსხველი ღიმილი კი აქვს ამ მუსუსს
ლარნაკში ვაწყობ ყვავილებს და უხასიათოდ ვჯდები თორნიკეს და ლიას შორის
არც მოვიდა არც მოულოცია ნერვიულობა პიკს აღწევს სახე მიხურს
- გიო არ მოვა?
როგორც იქნა ვბედავ და ვეკითხები ნიკას თითქოსდა უდარდელად და ღვინოს ვწრუპავ
- არვიცი დავურეკე მეგონა აქ დამხვდებოდა
ძვლივს მოვახერხე გაღიმება
რამდენიმე ჭიქა დავლიე და დარდიც შემომაწვა
მიყვარს და ჩემს თავს არვპატიობ ალბათ
მაგრამ მან მაკოცა ეს რატომ გააკეთა
ყურადღებას არ ვაქცევ რაზე საუბრობენ არც რა მუსიკაა ჩართული
თითქოს ჩემ კიარა ვიღაც ბებაჩემის დაქალის მოსაწყენ დაბადების დღეზე ვარ
ყრუდ ჩამესმის ზარის ხმა ალბათ ეკაა საათს დავყურებ და კარისკენ მივჩანჩალებ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი დღე მძიმე ტვირთი ვათრიე
კარებს ვადებ და დაუფიქრებლად ვეუბნები
- შემოდი
მხოლოდ ამის მერე ავხედე
და მივხვდი როგორ გამომეცალა იატაკი პეხებ ქვეშ და გული ყელში მომებჯინა ენა ჩამივარდა თითქოს როცა ზღურბლს იქეთ მდგომი იასამნის თაიგულით ხელში გიორგი დავინახე

იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი ჭირვეული

იასამანი მიყვარს!
მდივანი-დივნის არ/ვერ გარჩევა მაგიჟებს!
სასვენ ნიშნებს პრინციპულად არ იყენებ?? ))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent