შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის წერილები (3)


19-02-2017, 12:20
ავტორი Yato
ნანახია 1 313

საერთოდ არ მინდოდა, ჩემთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ოხ ეს კარგი მანერები, როგორ მეზიზღება. გზა გავაგრძელე ნელი ნაბიჯებით, ვფიქრობდი რამდენად შესაძლებელი იყო ჩემი და თომასის ურთიერთობა მომავალში თუნდაც მეგობრობა და სიცილი ვერ შევიკავე ხმამაღლა დავიწყე გულიანი კისკისი.
-რა გაცინებს ? -უკნიდან მხარზე დამადო ხელი თომასმა .
-არაფერი რაღაც გამახსენდა - შემრცხვა თავი დავხარე და გავწითლდი
- სად მივდივართ ?
- არსად უბრალოდ ვსეირნობთ. -ფიქრს ვერ ვწყვეტდი უცნობის წერილზე ისეთი ნაცნობი ხელწერა და მაინც ვერაფრით ვიხსენებდი მხოლოდ ის ერთი ადამიანი მიტრიალებდა თავში ვისაც ჩემი დაბადების დღე არც კი გაახსენდებოდა.
ჩუმად მივუყვებოდით ულამაზესი ყვითელი ფოთლებით დაფარულ ქუჩებს, წესით ძალიან რომანტიული უნდაყოფილიყო, ახალგაზრდები, სიმშვიდე შემოდგომის სურნელი მაგრამ თომასსთან ერთად მაინც ყველააფერს აზრი ეკარგებოდა და მინდოდა უბრალოდ მეცინა ამ სიტუაციაზე.
- აქ ერთი ლამაზი ადგილია, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ?
- არა წავიდეთ.
მივედით ულამაზეს ტყეში რომელიც ზუსტად კორპუსებს და სამანქანო გზის გვერძე იყო თითქოს, საზოგადოებისგან შებოჭილი ადგილი და თავისუფლების, სიგიჟის, გზაგასაყარზე ვიდექი,ასეთი სილამაზე არასდროს მენახა, სილამაზით ვტკბებოდი როცა თომასმა ხელი ჩამკიდა და მაიძულა მასთან ერთად ფოთლებში შევსულიყავი, გავრბოდით და გარშემო შემოდგომის სურნელი ტრიალებდა.
მივქროდით ტყეში სადაც ჩვენს გარდა არავინ იყო სადაც უბრალოდ უნდა ყოფილიყავი ის ვინც ხარ. თომასს ხელი გავუშვი ერთ ადგილას დავდექი და ტრიალი დავიწყე ვიყურებოდი მაღლა და ვხედავდი როგორ ტრიალებდნენ ჩემთანერთად ულამაზესი ნახევრად შიშველი ხეები .
- გაჩერდი წაიქცევი.
- მერე რა შენ რისთვის ხარ ხომ დამიჭერ? - შევხედე და თან ტრიალს ვაგრძელებ, შევამჩნიე როგორ გაიხადა თავისი სანაქებო კოსტუმი და ძირს მიწაზე მიაფინაა.
-რათქმაუნდა.
-ვაიმე ახლავე აიღე ჯოჯოხეთში მოხვდები ეს ხომ შენი სანაქებო კოსტუმია - ვიცნი და ტრიალს მაინც არ ვწყვეტ.
- ეგრე ხოო ?! მე შენ გაჩვენებ .- გამოიქცა მკლავები შემომხვია და გამაჩერა თავბრუ ისე მეხვეოდა ეგრევე ძირს დავეცი, ისიც მომყვა, ხელი გადმომადო და ზემოდან დამყურებდა მე კი სამად ვხედავდი.
- დედამიწას ერთი რომ ყავდი ნამდვილად საკმარისი იყო ახლა კი სამი ხარ - სიცილი ამიტყდა და ვერ ვჩერდებოდი.
-მის, ნამდვილად ცუდად მეხუმრებით, უკეთ ხარ? - მითხრა თომასმა სერიოზული ხმით.
- კი, რა იყო გეწყინა ?
- არა, მაგრამ სამაგიეროს გადაგიხდი. -ეშმაკურად გაიღიმა.
უცებ წამოვხტი კაბა შევისწორე და ბილიკს გავუყევი, დამეწია დაგვერდით ამომიდგა .
- იცი შენ აქ უკვე ნამყოფი ხარ .
- არამგონია.
- როცა პატარები ვიყავით, სასეირნოდ გამოგვიყვანეს მაშინ ისეთი პატარა იყავი არ მიკვირს რომ არ გახსოვს , დედაშენი და დედაჩემი მეგობრები იყვნენ სწორედ იმ ადგილას სადაც ტრიალი დაიწყე მანდ ვთამაშობდით.
- მემგონი რაღაც გეშლება მე რომ მიცნობდე დედა თავიდან არ გამაცნობდა შენ თავს .
- შეგიძლია თავად კითხო.
- მატყუარა. - გავიღიმე და ბავშური ნაბიჯებით განვაგრძე გზა და თანდათან ცეკვის ელემენტებსაც ვიშველიებდი.
- არარსებობს, მის ბლექ, თქვენ გაიღიმეთ ? თქვენ ცეკვავთ ? -დაიწყო ოდნავ ცინიკური ხმით საუბარი.
-ესაა შენი სამაგიერო ? არ გამოგდის, დამიჭირე.- გავიქეცი, გავრბოდი როგორც პატარა გოგონა როცა დაჭერობანას თამაშობს და გარდა იმისარომ არ დაიჭირონ აარაფერი ადარდებს და ეს ყველაზე ბედნიერი წამები იყო, ალბათ წლებია ესე კარგად არ მიგრძვნია თავი გავრბოდი და არ ვიცოდი თომასი მომყვებოდა უკან თუ არა მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი
-მერიემ გაჩერდი მანდ... - მიყვიროდა თომასი შორიდან წინადადების დასასრული ვერ გავიგე მაგრამ მაინც არ შევჩერდი გავრბოდი და თანნ უკან ვიხედებოდი , როცა ფეხი წამოკარი , ძირს დავეცი და თითქოს უცებ დაღამდა....



№1 სტუმარი Guest ანი

თუ მალე დადებ და არ დაიკარგები ისევ გავაგრძელებ კითხვას.. რაღაც შეცდომები იყო,მაგრამ არ შეწყვიტო წერა აუცილებლად დაიხვეწები.. წარმატებებიი

 


№2 სტუმარი ბლაა

კარგია მომწონს მაგრამ ძაან პატარა თავებიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent