დრამინა თავი 8
სანდრო დამემშვიდობა და სახლში შევიდა მე კი გზა განვაგრძე სიმღერის ფონზე "back to black-amy winehouse" არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომწონს ეს სიმღერა...ფიქრებში ჩაძირული მივუყვებოდი ქუჩას როცა მხარში დარტყმა ვიგრძენი და ძირს დავეცი მუცლით,იმდენად მტკივნეული იყო რომ მუხლები დამიბუჟდა,გადაყვლეფილ ხელებს ცრემლიანმა დავხედე მერე კი ჩემს წინ მდგარ დამნაშავეს ავხედე,კანკალმა ამიტანა როცა ზუკა დავინახე გამწარებული სახით. -მე შენ გაგაბრთხილე ნუ დადიხარ სხვა ბიჭებთან ერთად შე ბო*ო! ნერწყვი ძლივს გადავაგორე ისევ ისე ვიყავი მიწაზე და სხეულის ტკივილს ვგრძნობდი,ვერ ვდგებოდი...არადა როგორ მინდოდა ხელი დამერტყა მისთვის იმ სიტყვებისთვის რაც მიწოდა,ამან უფრო ამატირა და ხმამაღლა დავიწყე ტირილი მიწას მუშტებს ვუშენდი ცხვირიდან სისხლი წამსკდა -თავი დამანებე!გემის?!შემეშვიიი! ვღრიალებდი ხმამაღლა ბოლოს კი ისევ ჩურჩულით ვთქვი-გამიშვი... თავი არ ამიწევია მაგრამ ვიგრძენი რომ,წავიდა,მეტი აღარ მახსოვს...თვალებში სიბნელემ დაისადგურა... -გოგონა!გოგონა გამოფხიზლდი! ხმები ჩამესმოდა მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი ბოლოს კი ხმებიც შეწყდა. *** თვალები მძიმედ დავაშორე ერთმანეთს,საშინლად მეწვოდა და მექავებოდა სახე.. -გოგონა?! -სად ვარ? -საავადმყოფოში,კარგად გრძნობთ თავს?ექიმს დავუძახებ ახლავე! ვიღაც მოხუცი კაცი იყო ალბათ ამან მომიყვანა აქ... ორ წუთში ექიმთან ერთად შემოვიდა... ექიმმა რაღაცეები გამომკითხა მერე დედას ნომერი ამართვეს თურმე ჩემი მობილური დალეწილა თუმცა იქვე პარკში ედოთ ჩემი საწოლის ტუმბოზე... -ანალიზები ჩაატარეს და პასუხს ელიან რომ მითხრან რამე დაზიანება თუ მივიღე... მოულოდნელად კარები დედამ შემოაღო და გულში ჩამიკრა ტირილით -ლილე დეე რამე ხომარ გტკივა დეე... -დამშვიდდი დედა არაფერი არ მტკივა ცრემლიანმა ვაკოცე ცრემლიან თვალებზე...ჩემს გვერდით იჯდა და ერთად ველიდით ექიმს,ნეტავ არ შემოსულიყო... საშინელი ამბავი გავიგე -იცით ყელში სიმსივნის ნიშნები აღინიშნება გამოკვლევები უნდა ჩატარდეს აუცილებლად უნდა გავიგოთ თორემ შეიძლება უფრო გაუარესდეს მისი მდგომარეობა... მე და დედა გაშეშებულები ვუყურებდით... -დე ელის დაურეკე გთხოვ მოვიდეს უთხარი -კი დე ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება!ნერვიულად მიკოცნიდა სახეს მერე მობილური აიღო და პალატიდან გავიდა. საშინელება იყო,გული სწრაფად მიცემდა ვცახცახებდი...არ მციოდა,მეშინოდა!მეშინოდა სიბნლის რომელიც სიკვდილის შემდეგ იქნებოდა..ნუთუ ასე უნდა წავიდე ამ ცხოვრებიდან...ნეტავ რას იზამენ როცა მოვკვდები?!ვინ იტირებს?!მჰჰჰ... დედა ჩეემს გვერდით იჯდა და ხელი ქონდა ჩაკიდული მე კი ჭერს ვუყურებდი,ვეღარ ვტიროდი...ელიმ შემოაღო კარები,ისე მშვიდი სახით რომ,თითქოს არაფერი მომხდარა...ჰო ასეთია ის ყოველთვის არავის აჩვენებს ნერვიულობას,ვიცი რომ ნერვიულობს მაგრამ არ უნდა ჩემი უფრო დატანჯვა -მე გავალ!დედა ფეხზე წამოდგა და მარტო დარჩენის უფლება მოგვცა -კუუ(ელი კუს მეძახის ზედმეტსახელად) -ელ რა იქნება? -ჯერ გვერდით უნდა მოგიწვე!გაიჩოჩე. როცა დაგრუზულია ყოველთვის დაწოლილი საუბრობს...ამიტომ შემომიწვა საწოლში და პლედი გადაიფარა -კუუ კარგად იქნები -რა იცი?!სიმწრით გამეღიმა და თავი მის მხარზე ჩამოვდე... -ხომ იცი ყოველთვის ვგრძნობ. -ჰო მაგრამ...არ გიგვრძნია ცუდი? -ნწუ!ვიცი კუ ვიცი,ღმერთს ანგელოზები არ მიყავს სანამ არ დაბერდებიან და ფრენას არ შეწყვეტენ!შუბლზე მაკოცა და ცრემლები გადმოუგორდა ელისაბედს. -მე რომ ამგელოზი არ ვარ? -როგორ არა!შენ ჩემი და დედაშენის ანგელოზი ხარ! -ჰ.ჰ გამეღიმა მის ამ სიტყვებზე და ხელები მოვხვიე..ცრემლიანი თვალები მის ნაქსოვ მაისურს შევაწმინდე,მერე კი ორივემ გულიანად გავიცინეთ. -შენ კი ჩემი ანგელოზი ხარ ელ! ამ სიტყვებზე მისი მწვანე თვალები მომენათა რომელიც ჩაწითლებოდა და ცრემლებისგან გაღიავებული ბრჭყვიალებდა...ეს ადამიანი ჩემი მეგობარი და დაა,არ ვიცი ერთმანეთის გარეშე ვინ ან რა ვიქნებოდით... -რა მოხდა?! -ისევ ზუკა... -მაგის დედაც...გამწარებულმა შეკრა წარბები ელმა... -აუ სახლში მინდა...დავიწუწუნე -მალე წავალთ ექიმს ესაუბრება თინა(თინა ლილეს დედაა) -აა კაი...კიდევ კარგი მოდი თორემ საშინლად ვიყავი...მართლა არ გრძნობ ცუდს? -ხომ გითხარი არა!ხომ იცი წინაგრძნობა არ მატყუებს როცა საქმე საყვარელ ადამიანებს ეხება! -კარგი გიჯერებ!იცი სანამ დედას დავარეკინებდი ვიფიქრე რომ არ მიმიღებდი როცა გაიგებდი რომ სიმსივნეს მიდგენდნენ -შენ ალაოდ ხოარ ხარ გოგო! ეგეთი საძიძღარი გგონივარ ამდენი წელია მიცნობ და?! გაბუტულმა ჩამომხედა და საწოლზე წამოჯდა -კაი რა ელ დამშვიდდიი!სიცილით დავაბრუნე უკან მერე მისი ცალი ყურსასმენი მე მომაწოდა და დავიწყეთ სიმღერის მოსმენა "the acid-basic instinct" ძალიან უყვარს ეს სიმღერა. ორივე სულელებივით ცრემლიანი თვალებით ვუყურებდით ჭერს...მალევე ავბარგდით და ჩემს სახლში წავედით ელიც წავიყვანეთ დედამისს ვთხოვეთ რომ,ჩემთან დარჩენილიყო...სასუსნავები ვიყიდეთ და მოვემზადეთ გართობისთვის,ბევრი ვიცინეთ დედაც ცოტა კარგ ხასიათზე დადგა როცა მე რომ,გახარებული დამინახა და მხიარულებას შემოუერთდა... დილით ჩემი სამოსიდან აარჩია ელმა სამსი, ორივე მოვწესრიგდით ვისადილეთ და სკოლაში წავედით მას ჩანთა არ წამოუღია,სახლში არ გაუვლია და ამიტომ.მე ჩემი სკოლისკენ გადავუხვიე მან კი გზა განაგრძო დამშვიდობების შემდეგ... კლასში შესვლისთანავე ყველა გაჩუმდა და მიყურებდნენ,ამან საშინლად გამაღიზიანა -ბავშვებო!დაიყვირა ცოტნე მასწავლებელმა და ყურადღება მიიქცია მე კი აღელვებული დავჯექი ჩემს ადგილას,ჩემი მეწყვილე წინ გადამჯდარა,ალბათ ფიქრობს რომ გადამდებია...ღმერთო ჩემო!გაძლება მომეცი გთხოვ!ცრემლიანმა გადავიწერე პირჯვარი და ჩემზე მოჩერებულ ბავშვებს მოვავლე თვალი მერე კი თავი დავხარე და გაკვეთილის გამოსვლამდე არც ამიწევია,დასვენებაზეც არ ავმდგარვარ ჩემი ადგილიდან,ვიჯექი და ელის მობილურში ვუსმენდი სიმღერებს,ვიცოდი დაცვა არ ამართმევდა,შევეცოდებოდი... ჰოდა მეც ვსარგებლობდი ამ სიტუაციით... კლასში სანდრო და გეგა შემოცვივდნენ და ჩემთან მოვარდნენ -ლიი რა გჭირს?შეშინებული მოვარდა ფეხზე წამომაგდო და ძლიერად ჩამეხუტა,მეც გაუაზრებლად მოვხვიე ხელი და როცა მისი სითბო ვიგრძენი ცრემლები ჩამომცვივდა.მანაც გაიგო ჩემი ამბავი...იმედია არ ვეცოდები... -გეგა! -ჰო ლიი -გამიშვი! -რატომ ჩემო სიცოცხლე?! -გთხოოვ!უცნაური ხმით დავუყვირე,ისიც უკან დაიწია მე კი ჩემი ჩანთა ავიღე და სწრაფად გამოვვარდი სკოლიდან და სახლისკენ სწრაფად გავიქეცი უკან არც მიმიხედია ვტიროდი და ცივ ჰაერს უფლებას ვაძლევდი ჩემი ახურებული სახე გაეგრილებინა...სადარბაზოს კიბეები სწრაფად ავირბინე კარი გასაღებით გავხსენი და ოთახში საწოლზე ტირილით გადავწექი -ჯანდაბა!არ უნდა ვეცოდებოდე არ მინდა გესმით არააა!ვღრიალებდი ხმამაღლა გამწარებული და ბალიშს ვუშენდი ხელებს -არა გესმით არ უნდა გეცოდებოდეთ!ვღრიალებდი ოთახში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.