სადღაც შორს... მთებში თავი 21
დილით რომ გაეღვიძა რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა მაშინვე. უცებ ვერ მიხვდა სად იყო ან რა ხდებოდა მის თავს.ან რატომ იდგა ოთახში ასეთი სასიამოვნო სურნელი. თვალები მოიფშვნიტა და ფართოდ გაახილა. სიზმარი ეგონა. ოთახი სავსე იყო ფერადი ბუშტებით და საწოლზე კი უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული იდო. სწორედ ის გამოსცემდა სასიამოვნო სურნელს. ხელში ძლივსძლივობით აიღო. მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა და სასიმოვნოდ გააბრუა. სიღრმეში ბარათი დაინახა. გახსნა და ტუჩები ღიმილმა გაუპო. ეჭვი არ ეპარებოდა რომ რეზის ნამოქმედარი იყო მაგრამ რისთვის მიზეზი ვერ გაეხსნებინა. "-მინდოდა რამე განსაკუთრებული მომეფიქრებინა შენი დაბადების დღისთვის. მაგრამ ასე სწრაფად ვერაფერი მოვიფიქრე ამის გარდა. შენ ამაზე მეტს იმსახურებ ჩემო ერთადერთო... პ.ს. საღამოს უფრო მეტად გაოცდები... გკოცნი" ეწერა ბარათში. რაო დაბადების დღეო?თვალები გაუფართობდა. როგორ დაავიწყდა. საერთოდ არ ახსოვდა. საიდან გაიგო? გაოცებულმა და ბედნიერმა დაიწყო საწოლზე ხტუნვა. ბუშტებს ჰაერში ისროდა. ყველა გრძნობამ გულში მოიყარა თავი და მთელ სხეულში ვრცელდებოდა იქიდან.უკვე დილიდანვე გრძნობდა ამ დღის განსაკუთრებულობას. მთელი ოცდაათი წლის მანძილზე ეს დღე ყველაზე გამორჩეულად დაიწყო და პირველად არ უწევდა ამ დღის დაგეგმვა მას... მობილური აიღო და რეზოს დაურეკა. ბიჭმა მაშინვე უპასუხა. -ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. -ესეგი უკვე ნახე ხო?-გაეცინა მას. -კი და მინდა გითხრა რომ უბედნიერესი ვარ.. არც კი მახსოვდა ჩემი დაბადების დღე. დიდი ხანია აღარ ავღნიშნავ. მაგრამ დასაწყისი საუკეთესო იყო. ისეთი რომ არც დამესიზმრებოდა. -შენ ამას იმსახურებ, ამასაც და უფრო მეტსაც. დასასრული კი უფრო კარგი იქნება. -კიდევ აპირებ რამეს? -ხომ გითხარი კიდევ მაქვს სიუპრიზი. ასე რომ საღამოს მოემზადე. -კარგი, მაგრამ ის მაინც მითხარი როგორ მოახრხე რომ ვერაფერი გავიგე. -ჩემი ინფორმატორი მყავს. -შენი აგენტურული ქსელი კარგად მუშაობს - კი სასაყვედურო არ მაქვს ნამდვილად.- ორივეს გულიანად გაეცინათ -კიდევ რას აპირებ? -ეგ მე ვიცი და მომენდე ძალიან გთხოვ. -კარგი. -მაპატიე ლამაზო ახლა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, მალე მოვრჩები და დაგირეკავ მერე. -კარგი რეზი დროებით, სოფომ მობილური საწოლზე მიადგო და ცოტა ხნით ნებივრობა გადაწყვიტა... სამაგიერდოდ მნიშვნელოვანი საფიქრალი მიეცა რეზოს, რომელსაც ვერ მოეფიქრებინა საღამოს სიუპრიზი. ის და დათა ახალ აშენებულ სასტუმროს ფოეიში ისხნენ და საერთოდ არ ესმოდა რას ეუბნებოდა ბიჭი. რეალობას მოწყვეტილიყო, დროდადრო საათს დახედავდა და ეშმაკურად ჩაეღიმებოდა. ბოლოს დათას მობეზრდა საუბარი, საქაღალდე დაახეთქა და რეზოს ხელი წაჰკრა. -ასე იდიოტივით დიდხანს უნდა იჯდე? -ჰაა?რაა?რა ხდება?რამე მითხარი?..გამოერკვა ბიჭი... -შენ საერთოდ გარეკე?რა ხდება რა ამბავია რომ ერთი სიტყვაც არ მოგისმენია? -დღეს სოფოს დაბადების დღეა და მე არ ვიცი რა სიუპრიზი მოვუწყო საღამოს... -მერე აქ რისთვის ვარ?მომმართე და მოვიფიქრებთ ერთად რამეს... -მიდი აბა გისმენ. ჩაეღიმა რეზოს. -რესტორანში რომ დაპატიჟო? -არაა. ეგ გამორიცხე. მას იმდენი რამე აქვს ცხოვრებაში ნანახი, ცუდიც და კარგიც, რომ ვერ გავაკვირვებ მაგით. რამე ისეთი მინდა რომ გაოცდეს. -მაშინ პარიზში წადით და ეიფელის კოშკზე სთხოვე ხელი.-გაიკრიჭა დათა -ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. თუმცა ცუდი იდეა არაა. უბრალოდ მაგას ვერ მოვასწრებ ახლა.. -აბა რა გითხრა. სადმე წადით მოკლედ რაა. ვერ გირჩევ იმას რომ სერენადა უმღერო ან ასფალტზე გულები დაუნთე ცეცხლით-თქო. ეგ მოძველებულია და თან მან დაგასწრო სერენადის ამბავში. ხუმრობას განაგრძობდა ბიჭი. -დათაა.-ხმას აუწუა რეზომ და თვალები დაუბრიალა -კარგი, გავჩერდი ახლა დავსერიოზულეთ და ერთი მნიშვნელოვანი ზარი განვახორციელოთ ახლობელთან.-თქვა და მობილური მოიმარჯვა. -ვის ურეკავ? -ეგ მე ვიცი... ალო თამო გამარჯობა, როგორ ხარ?... მეც კარგად.. შენთან საქმე გვქავს? -ისევ დრიფტზე მივდივართ?თვალები გაუბრწყინდა გოგოს და საავადმყოფოდან გამოვიდა. -არა ეგ სხვა დროს. ახლა რეზოს უნდა დავეხმაროთ დღესს სოფოს რამე სიუპრიზი მოუწყოს და რამე იდეა იქნებ მოგვაწოდო... -მოიცა დავფიქრდეე.. გოგო მანქანაში ჩაჯდა.. - მოკლედ ასე.. თქვა უცებ... დათა რამდენიმე წუთს უსმენდა გოგოს, მერე დაემშვიდობა და რეზოს მიუბრუბრუნდა. -ადექი წამოდი. ბევრი საქმე გვაქვს. დღეს აღარ ვმუშაბთ. -რა გითხრა?უკან აედევნა ბექაური -მოითმინე და ყველაფერს მოგიყვები,- უპასუხა და მანქანის კარი გამოაღო.... დრო ძალიან გაიწელა. წარამარა საათს უყურებდა. ისრები კი ჯიუტად ნელა მოძრაობდნენ. გადაწყვიტა ცოტას გავისერინებო, მოსასხამი მოისხა და ბაღებისკენ წავიდა. მუშებს დილიდანვე დაეწყოთ მუშაბდა და მოსავალს იღებნენ. გულმოდგინედ მუშაობდნენ. მის დანახვაზე სოფოს უღიმოდნენ და თბილად ესალმებოდნენ. სახლში ბრუნდებოდა როცა ზეზვამ დაურეკა. შეშფოთებული ხმა ჰქონდა. -სასწრაფოდ მაღაზიაში ჩამოდი. პროლემა გვაქვს. -რა მოხდა ზეზვა? -იჩქარე. ტელეფონით ვერ აგიხსნი...უპასუხა და გაუთიშა. უკან სწრაფად დაბრუნდა. ნაჩქარევად გადაივლო წყალი. საგარეო ტანსაცმელი გადაიცვა და მანქანის საჭეს მიუჯდა.ყურადღება არ მიუქცევია როგორ ეძახდა მარო ფრთხილად იყავიო.რომ ვერ გააგებინა ბოლოს პირჯავარი გადასახა და თავის ლოცვა გააყოლა უკან... მაღაზიაში სიჩუმე იყო. არავინ ჩანდა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და კარი შეშინებულმა შეაღო, მაგრამ სახეზე შიში გაოცებამ შეუცვალა. დაბადების დღის მისალოცი სიმღერა გაისმა და ტორტით ხელში თამუნა გამოჩნდა უკან კი გიო, მაიკო, ლია, ზეზვა და კესო მოჰყვებოდნენ. -გილოცაავთ.-იყვირა ყველამ ერთხმად. თამუნას წინ პატარა სოფომ გამოასწრო და მისკენ გამოიქცა. -მამიდაა გილოჩავ დაბადების დღეს, გაეჭიმა წინ და ხელები გაშალა. სოფომ ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. მერე ლოყები დაუკოცნა. -მადლობა ჩემო ანგელოზო. -სანთელი ჩააქრე დაიკო. -ოღონდ ჯერ სურვილი ჩაიფიქრე.-შეაჩერა მაიკომ სოფომ რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე კი პატარასთან ერთად ჩააქრო სანთლები. თამუნამ მაგიდაზე დადო ტორტი და მეგობარს მოეხვია. მერე სოფომ სათითაოდ ყველას ჩამოუარა და ჩაეხუტა, მადლობა გადაუხადა ასეთი საჩუქრისთვის. -აბა რომელმა მოიფიქრეთ ეს? შენ ხო? -მე არა. გიომ. -ხელკით ანიშნა თამუნამ -აბა ერთი სადღეგრძელო აქვე ექსპრომტად სანამ რესტორანში წავალთ. თქვა გიომ და ზეზვასთან ერთად სასმლით სავსე ჭიქები ჩამოარიგა.-აბა სოფოს გაუმარჯოს. -გაუმარჯოს-შესძახა ყველამ ერთად და ჭიქები ერთად შეკრეს. გაისმა მიჭახუნების ხმა და ყველამ სათთაოდ დალოცა სოფო. -მოიცა კიდევ ვაპირებთ რამეს?-იკითხა მერე როცა სამალობელი მოიხადა. -აბა მაღაზიაში ხომ არ ავღნიშნავთ დაიკო?-ჰკითხა გიომ და დას მხარზე მოხვია ხელი -წავედით მაშინ. გაცივდება ყველაფერი. ჩაერთო კესო -ზეზვა დაკეტე მაღაზია და წავედით. დღეს მინდა ყველა ერთად ვიყოთ. ლია დაურეკე შენს მეუღლეს და ისიც წამოვიდეს. დღეს ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვისურვებ. -მეე?დავრჩები რატომ უნდა დაკეტო?ვიმუშავებ. -არა ლია ყველა მივდივართ. ნუ მალაპარაკებ ეხლა თორემ დაგსჯი.-გაეცინა სოფოს და დედისტოლა ქალს მოეხვია.-შენც მოდიხარ გადაწყვეტილია. მანქანებში რომ გადანაწილდნენ მაშინ უჩურჩულა თამუნამ რომ ვიღაც გვავიწყდება მგონიო. -რა ხდება?ვინმეს დაპატიჟება დგვავიწყდა თამო?-ჩაერთო გიო -გიო ხომ გახსოვს მაღაზიის გახსნაზე რომ ერთი ბიჭი მოვიდა? -კი დაიკო როგორ არ მახსოვს. მგონი რეზო ერქვა. -ხოო. რეზო. მის დაპატიჟება მინდა. -მერე რა პრობლემაა?დაურეკე. -სანამ დავურეკავ უნდა გითხრა რომ მე და რეზო ერთმაენთს ვხვდებით, ერთმანეთი მოგვწონს და მინდა რომ დღეს იქ იყოს.კი მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა გითხრა. -ეს ხომ ძალიან კარგი ამბავია?რატომ გერიდება? შენ თუ მოგწონს და მასაც თუ მოსწონხარ, თუ ერთმანეთს ხვდებით, პატივს გცემს და გაფასებს მე რა უფლება მაქვს რომ ხელი შეგიშალოთ? პირიქით გამიხარდება რომ შენ ბედნიერი ხარ და შენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა ვიღაც.ასე რომ დაურეკე მიდი. თან მაშინ მალევე წავედით, ვერ მოვასწარი მისი გაცნობა. ახალა უკეთ გავიცნობ სასიძოს.-გაეცინა გიოს. -მასხარა ხარ.-აჰყვა სოფოც და რეზოს შეტყობინება მისწერა... -ისე კარგი ადამიანი ჩანს. იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ, თორემ ვერ გადარჩება რამე რომ გაწყენინოს. ხელები მომუშტა გიომ -დამშვიდდი და გზას უყურე. მხარზე ხელი წაჰკრა მაიკომ და მერე სოფოს მიუბრუნდა. -იცი სოფო მაშინ ეგ ბიჭი საიდანღაც მეცნო და ვერ გავიხსენე საიდან. -იცნობ?-თვალები გაუფართოვდა მას -მარტო მე კი არა მთელი ქვეყანა იცნობს,ქვეყნის ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელის მეპატრონე და ბექაურების ერთადერთი მემკვიდრეა- ბიზნესმენი თვით რეზო ბექაური.. მთელი მასმედია მასზე წერს და მასზეა გადარეული რომ როგორმე მისი პირადი ცხოვრება გაასაჯაროვონ. ის კი ყველაფერს გულმოდგინედ მალავს. ახლა ხომ წარმოგიდგენია ვინმემ შემთხვევით რომ თქვენ ურთიერთობაზე გაიგოს რა ამბავი ატყდება? მას ხომ სერიოზულად არავინ მოწონებია?მის გვერდით უმარავ ქალს ხედავდნენ და ისიც ერთი კვირით მაქსიმუმ -ხუმრობ გოგო?-თვალები შულზე აუვიდა გიოს. -არა გიო არ ხუმრობს. სიმართლეს ამბობს. ამდენი რამე მეც არ ვიცოდი. უბრალოდ არ დავნტერესებულვარ რომ მეკითხა. ვიცოდი რომ რაღაც ქონება ჰქონდა, მაგრამ ამდენი ვერ წარმომედგინა. -სოფო იცოდე შენ თუ მისი ფულებით მოიხიბლე და ამ ყველაფრის მიღწევაში ის დაგეხმარა, ან მას იყენებ შურისძიებს გამო ამას არასოდეს გაპატიებ. სხვა ყველაფერს გაპატიებ, მაგრამ ამას არა. თვალები დაუბრიალა გიომ. -შენ რა არ მიცნობ? ხომ იცი რომ ამას არასოდეს გავაკეთებ?ამ ყველაფერს და ჩემს დღევანდელ მდგომარეობას ჩემი დაუღალავი შრომით მივაღწიე, თითოეული კაპიკის მოპოვება ჩემი ოფლის წვეთების ფასად მიჯდებოდა და ამაში ზეზვა მეხმარებოდა. ის იდგა პირველივე დღიდან ჩემს გვერდით ბოლომდე, დღევანდელ დღემდე. რეზო რომ გავიცანი საერთოდ არაფერი ვიცოდი მასზე, არ ვიცოდი ვინ იყო ან რას წარმოადგენდა.ჩვენ მანამდე მოგვეწონა ერთმანეთი, სანამ ერთმანეთის ფინანსურ მდგომარეობას და შესაძლებლობებს გავიგებდით. -ჩემი მშრომელი. ჩემი ჭკვიანი დაიკო.-ლოყაზე მიეფერა გიო,-მე ყოველთვის მჯეროდა შენი, ყოველთვის ვიცოდი რომ არასოდეს ჩაიდენდი ისეთ რამეს რომ ოჯახი შეგერცხვინა. ის შეცდომა კი რაც შენ დაგემართა ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, არავინაა ამისგან დაზღვეული. არავინ იცის ვის რა ელის მომავალში. ამიტომ ვინც რა უნდა ის თქვას, შენ ყურადღება არ მიაქციო. მთავარია საკუთარ თავთან და უფალთან იყო მართალი.. გაამხნევა ძმამ და სვლა შეანელა. უკვე მისულყვნენ. ყველა ერთად შეიკრიბა და სუფრას მიუსხდნენ. პირველი სადღეგრძელო რომ შესვეს მაშინ გაიღო კარი და რეზო გამოჩნდა. უკან დათა მოჰყვებოდა. ვერავინ შეამჩნია როგორ აენთო თვალები ბედნიერებისგან თამუნას და გაწითლდა. ახლა იგრძნო რომ მონატრებოდა ბიჭი. მასთან შეხვედრა, უაზრო საუბრები და კამათიც კი. ბოლოს ის იმ დღეს ნახა საავადმყოფოდან რომ გაწერეს. მას მერე ვერაფრით მოახერხეს შეხვედრა. გადატვირთული გრაფიკის გამო.. ბექაურმა ოდნავ დაუკრა თავი ყველას და მიესალმა.ზეზვას მეგობრულად ჩამოართვა ხელი. გიოსთან კი შეჩერდა და დაიბნა. ისევ მან იპოვა გამოსავალი. -გამარჯობა. სოფომ თქვენზე ყველაფერი მიამბო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მეგობრულად გაუწოდა ხელი. რეზომ სოფოს გახედა, რომელმაც გაუღიმა და გიოს ხელს თავისი ხელი შეაგება. -გამარჯობა. მიხარია თქვენი ჩამოსვლა. იმედია უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს. -რათქმა უნდა. ასეც იქნება. და რადგან ჩემს დას უნდა რომ დღეს აქ იყოთ ესეგი ასეც უნდა იყოს და მისი სიტყვა კანონია. გაუცინა გიომ. -ნამდვილად, დაეთანხმა რეზო.-ჰო კიდევ ვინც არ იცნობთ ეს დათაა ჩემი ბავშვობის მეგობარი. -გიო- სოფოს ძმა. ჩემი მეუღლე მაიკო და ჩემი პრინცესა ისიც სოფო.- გააცნო თავის ოჯახი გიომ დათას, ბიჭმაც ხელი ჩამოართვა მეგობრობის ნიშნად და მერე დანარჩენებს მიესალმა. ბოლოს თამუნასთან დარჩა პირისპირ. დაიბნა. არც ის იღებდა ხმა. რეზომ შეამჩნია და ხელი წაჰკრა ასე ნუ დგახართ გვრიტებო თორემ ყველა ყველაფერს შეამჩნევსო და სოფოსკენ წავიდა. ორივემ გაოცებულმა შეხედა და თითქოს გამოცოცხლდნენო,მიესალმნენ, თბილად მოიკითხეს ერთმანეთი. -რამე ხდება თქვენს შორის?-ჰკითხა სოფომ -რა უნდა ხდებოდეს?-გაიკვირვა თამუნამ და მხრები აიჩეჩა. -შენ მეგობარს დღეს რატომრაც სიგიჟს შემოტევები არ აქვს და კარგი იქნება თუ ასე დაასრულებს. გაიხუმრა დათა -სიგიჟეს გაჩვენებ მე შენ.-დანას დასწვდა და მოუღერა თამუნამ -აი იწყებს. ასე რომ ჯობია დროზე გავჩუმდე. ხელები ასწია დათამ -ბოლოსდაბოლოს იქნებ როგორმე გამოძებოთ ადგილები და დასხდეთ. მე აქ თამადა ვარ თუ ვინ ვარ?-გაბრაზდა ზეზვა და ფეხზე წამოდგა -უკაცრავად ბატონო თამდა თქვა ყველამ ერთად. კესომ ადგილები ისე გაანაწილა რომ დათა თამუნას გვერდრით მოხვდა. სოფო და რეზო გვერდრიგვერდ. ეს სპეციალურად გააკეთა თუ დაუგეგმავად მხოლოდ მან იცოდა, მაგრამ იმას კი ხვდებდა ყველა რომ წინ დიდი ზეიმი ელოდათ... ზეზვამ განსხავებული სასმისი მოითხოვა. ბოლომდე შეავსო. მეორე გიოს მიაწოდა და ფეხზე წამოდგა მასთან ერთად. -იმედია დღეს ძალიან ბევრს არ დალევ. დაიჩივლა კესომ -ამას უყურე ჯერ ცოლი არ გამხდარა და უკვე მიკონტროლებს რამდენი უნდა დავლიო. გაეღიმა მას.-აქედანვე ეჩვევი ხომ? -ასე თუ გააგრძელე გადავიფიქრებ. -მერედა ვინ მოგცემს გადაფიქრების უფლებას. დაგავლებ ხელს და მოგიტაცებ, წაგიყვან მთაში და გადაგმალავ ისე რომ მთელი თვე ვერ გიპოვნონ შენებმა.-არ დაუთმო ბიჭმა. -არ გვინდა ახლა ოჯახური დრამა,-სადღეგრძელო ძეზვა შეახსენა გიომ და გაეცინა -მოკლე ეს ქალები.-თავი გააქნია ზეზვამ.- რას ვამბობდი. ხოო ჩემო გიო ახლა მინდა რომ იუბილარის სადღეგრძელო დავლიოთ და ალავაერდი შენთან ვარ. იცი რატომ? როგორც შენ ხარ სოფოს ძმა, ისე მე ვარ მისი ძმა. შენ მასთან დაბადებიდანვე იყავი. მე კი ის ოთხი-ხუთი წლის უკან გავიცანი. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ალბათ თავსაც კი ვაბეზრებდი ჩემი გადამეტებული ყურადღებით. აქ რომ ჩამოვიდა პირველი ადამიანი ვიყავი ვინც ის გაიცნო და დაუახლოვდა. ვიცოდი რა ცუდად იყო, როგორ განიცდიდა რაღაცას და როგორ იტანჯებოდა. მაგრამ არაფერი არ მიკითხავს. უბრალოდ ჩემს თავს პირობა მივეცი რომ მას როგორც ჩემს დას ისევე დავიცავდი ყველასგან და ყველაფერი ცუდისგან. იმიტომ რომ ის არის ადამიანი რომელიც თუ დაგჭირდა სულს დაგითმობს და გულს მოგცემს .უანგარო, თბილი, ერთგული,შრომისმოყვარე.. უბრალოდ არ მყოფნის სიტყვები მის დასახასიათებლად. ჩემო სოფო მინდა გისურვო ცხოვრებაში ჯანმრთელობა. ბედნიერება და ყველაფერი კარგი რაც კი არსებობს. უფალი იყოს შენი მფარველი... ზეზვამ სასმისი ბოლომდე გამოცალა, ხელახლა შეავსო და რეზოს გადააწოდა. -ჩემო ლამაზო და ჩემო ძვირფასო. სიტყვები ამ მყოფნის რომ გადმოვცე ის რასაც მე ვგრძნობ და გავიცდი შენს მიმართ. არ ვიცი როგორ ვთქვა ის რაც მინდა რომ გისურვო.დ იდებული ადამიანი ხარ. სპეტაკი სულის პატრონი, ლაღი და უბრალო. მინდა გისურვო ულევი ბედნიერება და სიხარული ცხოვრებაში შენს საყვარელ ადამინებთან ერთად. დაასრულა რეზომ მერე მორიგობით დალია იუბილარის სადღეგრძელო. ბოლოს სოფომ სამადლობელი მოიხადა, ყველას მადლობა გადაუხდა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. -თქვენ ხართ ჩემი ბედნიერებაც, სიხარულიც და ყველა ძალიან მიყვარხართ და მინდა ჩემი ყველა წარმატება თქვენთან ერთად გავიზიარო.მიყვარხართ ყველა. ქეიფი რაც უფრო ეშხში შედიოდა მით უფრო ეკიდებოდა სასმელი ყველას, თუმცა რეზო თავს არიდებდა და რამდენიმე სადღეგრძელოც გამოტოვა. ამასობაში მუსიკოსებიც მოვიდნენ და დარბაზში მოცეკვავე წყვილები გაჩნდნენ, საღამო უფრო მხიარული გახდა. პატარა სოფო აქეთ-იქით დახტუნავდა და ცეკვავდა. ყველაზე მეტად ის ერთობოდა.ბედნიერი ხან მშობლებს ეჯდა კალთაში და ხან სოფოს მიუცუცქდებოდა. ბოლოს რეზოს დაუმეგობრდა და საცეკვაოდ წაიყვანა. ბექაურმა ხლში აიყვანა ბავშვი და ჰაერში ათამაშებდა .ისიც კისკისებდა და ხელებს სასაცილოდ შლიდა. თან მუსიკას ჰყვებოდნენ.მათ დანარჩენებიც შეუერთდნენ. სოფო ძმას მიუჯდა გვერდით და თვალს არ აშორებდნენ მათ. -რა სასაცილოა. -ეტყობა ამ ბიჭს ძალიან უყვარხარ. -ეგ ჯერ არ ვიცი.ჯერ ერთანეთისთვის არ გვითქვამს ჩვენი გრძნობების შესახებ. -რათ უნდა მაგას თქმა. როცა საქციელი ამტკიცებს ყველაფერს. -საქციელმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამის მწარე მაგალითი მაქვს. -არ გვინდა ამის გახსენება ახლა არ მოწყინო დაიკო კარგი? გიომ დას ხელი მოხვია მზარზე და გულში ჩაიხუტა. -გიო დედას და მამას დაელაპარაკე? -კი დაველაპარაკე. თავიდან კი გაუკვირდა ამდენი ფული სად იშოვეო,მეკითხებოდა. მე ვუთხარი რომ დიმიტრიმ დაგვიბრუნა სახლი, მასში სინდისმა გაიღვიძა თქო, მაგრამ არ დაიჯერა. არა მგონია ეგრე იყოსო. მაგრამ მერე მაიკო ჩაერთო და დამეხმარა მის დარწმუნებაში რომ სახლში დავბრუნდეთ, ახლა ემზდებიან და ბარგს ალაგებენ. -იმედია ჩემზე არაფერი გითქვამს. -არა არაფერი. მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არასწორია. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე. დროა მათ დაელაპარაკო. სახლში დაბრუნდე, შერიგდეთ. ახლა მე დაგიდგები გვერდით და არ მივცემ უფლებას ისევ იგივე მოხდეს. -ეს მათ უნდა მოინდომონ და არა მე. -ვიცი რომ შენ მართალი ხარ. მაგრამ მათაც გაუგე. აბა წარმოიდგინე შენ რომ ყოფილიყავი მათ ადგილას როგორ მოიქცეოდი? შეიძლება შენც იგივე გაგეკეთებინა, ამიტომ ორივემ უნდა დათმოთ. ვიცი ამაყები ხართ, მაგრამ მაინც ჯობია რომ უკან დაიხიოთ და გაარკვიოთ ყველაფერი.... -შენ მოსამართლის როლს კისრულობ?-გაეცინა სოფოს. -მე მინდა რომ ყველა ერთად ვიყოთ ბედნიერები. დამიჯერე რაც არ უნდა იყო და რეზოს ცოლადაც რომ გაყვე შენი ბედნიერება არ იქნება სრულყოფილი. მშობლების დალოცვის გარეშე ყოველთვის რაღაც დაგაკლდება. გთხოვ ისევ შენ დათმე, შენ ხომ სოფო ხარ... სთხოვა ძმამ -იცი გიო. ამაზე მეც მიფიქრია, ყოველთვის როცა შერიგებაზე ვფიქრობ და მათთან საუბარს გადავწყვეტ, ყოველთვის ის მახსენდება როგორ მომექცნენ და როგორ გამომაგდეს სახლიდან. როგორ მომიხურეს ცხვირწინ კარი....მაშინვე იმარჯვებს სიბრაზე და უარს ვამბობ ყველაფერზე -ჩემი თბილი დაიკო, ჩემი დატანჯული გოგო. არ ინერვიულო, მოვაგვარებთ ყველაფერს. -მაშინაც ასე მეუბნებოდი გახსოვს?თამუნასთან რომ მოხვედი. -მაშინ პატარ ვიყავი, ფინანსურად მამაზე დამოკიდებული და ვერ შევძელი ბოლომდე შენს გვერდით დგომა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. -როგორც ჩანს სოფოს მობეზრდა რეზოსთან ცეკვა, გაეცინა,როცა შეამჩნია რომ ბავშვმა დედასთან გადაინაცვლა. -ის კი შენთან მოდის, -შეიძლება თქვენთან ვიცეკვო ქალბატონო?-მიუახლოვდა რეზო და მის წინ გაჩერდა. -ადექი. წაყევი,- უბიძგა გიომ მსუბუქად ხელი და თითქმის ძალით წამოაყენა სოფო. ბიჭმაც ხელი ჩაკიდა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.წელზე შემოხვია ხელი და მკერზე აიკრა. სოფომ კისერზე დაადო ხელები და დაღლილმა თავი მხარზე ჩამოადო. -ძალიან ხომ არ დაგღალა პატარამ?-გაეღიმა მერე -არა საერთოდ არა, პირიქით ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ცეკვა და გართობა. -არ ველოდი ასეთი დღე თუ გამოვიდოდა. ძალიან გამახარეს ყველამ და შენ განსაკუთრებით. -დღის დასრულებამდე კიდევ არის რამდენიმე საათი. გაეცინა რეზოს. -ანუ ეს არ არის შენი სიუპრიზი?გაკვირვებით ახედა სოფომ თავისზე ერთი თავით მაღალ ბიჭს -არა და წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ ესენი აქ დავტოვოთ და ჩვენ ჩუმად გავიპაროთ? -სად? -მენდობი? -კი.-თავი დაუქნია გოგომ -მაშინ წამომყევი. სოფოს ხელი ჩაჰკიდა და ჩუმად გაიპარნენ გასასვლელში ნახევრად ჩაბნელებული დარბაზიდან, ისე რომ დათას გარდა ვერავინ შეამჩნია. რომელიც სუფრასთან იჯდა და ზეზვასთან ერთად სვავდა. მერე კესომ წაიყვანა საცეკვაოდ შეყვარებული და დარჩა ასე მარტო. რეზო რომ გავიდა მაშინვე მობიულური მოიმარჯვა და დარეკა. -უკვე წამოვიდნენ, მალე მოვლენ, მოემზადეთ. მეტი არაფერი უთქვამს. მარტო იჯდა ჩაფიქრებული. -სად წავიდნენ?-მოესმა უცებ და მოიხედა. უკან თამუნა ედგა. -არ ვიცი. მოუჭრა მოკლედ -იცი. ჩააცივდა და გვერდით მიუჯდა. -მეკამათები?ისევ იწყებ? დაამებე თავი რაა. სიუპრიზი აქვს და დავტოვოთ მარტო. -აჰ მართლა?საინტერესოა. ჩაილაპარაკა გოგომ -ხომ არ გშურს?გაეღიმა დათას -მეე?რა უნდა მურდეს. პირიქით მიხარია რომ ჩემი მეგობარი ბედნიერია. -ძალიან კარგი. -შენ ბევრს რომ ლაპარაკობ ადექი და ვიცეკვოთ. წამოდგა გოგო -არ ვიცი ცეკვა. -ადექი გთხოოვ, მე გასწავლი. თამუნამ ხელი ჩაკიდა და თითქმის ძალით წამოაყენა სკამიდან. დათა უკან გაჰყვა. შუაში რომ მოექცნენ თამუნა მოტრიალდა და მის წინ დადგა. მისი ხელი აიღო და წელზე დაიწყო. -ასე შემომხვიე ხელები და ამყევი ნელა. -შენ მართლა გგონია რომ ცეკვა არ ვიცი?-გაეცინა დათას და ძლიერად მოხვია ხელი,მისკენ მიიზიდა და მკერდზე ისე აიკრა, რომ გოგოს სუნთქვა შეეკრა წამით -მომატყუე ხომ?ცუდო შენ, გაგებუტები ეხლაა. პატარა ბავშვივით გაბუსხა ტუჩები თამუნამ. დათამ მარცხენა ხელის ცერა თითი ტუჩზე გადაუსვა და მერე ლოყაზე მიეფერა. თამუნას ვნებისგან გააჟრჟოლა და ტანზე დააყარა ბუსუსებმა. -მომენატრე. უჩურჩულა ბიჭმა ყურში. -შეგეძლო ჩამოსულიყავი და გენახე.წამოისროლა გოგომ -რატომ ცდილობ რომ ყველაფერი გააფუჭო? -არ ვცდილობ. -აბა ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობდი? -დაკავებული ვიყავი. -დაკავებული ხომ?მაშინ აქედანვე გაფრთხილებ კვირის ბოლოს თბილისში ჩამოვალ და ჩემთან ერთად მოგიწევს სადმე წამოხვიდე. ასე თუ გამოასწორებ შენს შეცდომას. -შეცდომას?გაუკვირდა გოგოს -ხო შენს შეცდომას ჩემთან დაკავშირებით. ვერასოდეს მომიშორებ იცოდე. -ეს პაემანია? -რაც გინდა ის დაარქვი. -მაშინ მე ავარჩევ ადგილს სადაც წავალთ. ამჯერად შენ გაიგებ ჩემს საიდუმლო გატაცებას. -კარგი იყოს ასე.-გაეცინა დათას და გოგო უფრო მეთად მიიხუტა, თამუნამ მკერდზე მიადო თავი. ბიჭმა კი თითებში შეუცურა თავისუფალი ხელი და ნიკაპი თავზე ჩამოადო. მუსიკის ნელ რიტმებს ნელა აყოლებდნენ სხეულებს.... რეზომ ცოტა ხანს იარა მანქანით. სოფო გზას ვერ ცნობდა და მერამდნედ ეკითხებოდა სად მივდივართო. ის კი უპასუხოდ ტოვებდა მის კითხვებს. ბოლოს დანებდა და გაჩუმდა. მაგრამ მაინც ვერ მოითმინა. -ისინი რომ დავტოვეთ რა სულელურად მოვიქეცი. სად წავლენ ამაღამ გიო და მაიკო ან ბავშვი. -ამაზე უკვე ვიზრუნე. დათა და ზეზვა ყველას დააბინავებენ. -მართლა? -ხომ იცი მე რა წინდახედული ვარ,-გაეცინა რეზოს და სოფოს ხელი თავის ხელში მოიქცია. ცოტა ხანში გზიდან გადაუხვია და ოღროჩოღრო გზაზე გადავიდა. ტყეში სოფო ვერაფერს ხედავდა. მალე მანქანა სწორ ადგილზე გააჩერა. სიბნელეში ვერაფერს არჩევდა. -სად ვართ რეზო? -ერთ ძალიან მაგარ ადგილას. ახლა მანქანიდან გადავალთ, შენ თვალებს დახუჭავ და მანამედა არ გაახელ, სანამ არ გეტყვი კარგი?ბიჭმა თვალებში ჩახედა -კარგი, თავი დაუქნია სოფომ რეზომ ხელები მოხვია და ისე წაიყვანა თვალებდახუჭული. თან ელაპრაკებოდა, თან უყურებდა თვალები არ გაეხილა.. რამდენიმე წუთის შემდეგ გაჩერდნენ. რეზო ზურგიდან აეკრა გოგოს. ხელები შემოხვია და მუცელთან შეკრა. -შეგიძლია გაახილო თვალები.... სოფომ ნელ და ა ფრთხილად გაახილა თვალები და შოკი მიიღო. ულამაზესი ადგილი იყო. ტბის პირას იყვნენ. მთვარის შუქი ირეკლებოდა ტბაში. იქიდან მონაბერი ნიავი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე და თმა აუწეწა. გვერდით ხის პატარა კოტეჯი იდგა, ხოლო მათ პირდაპირ ქვიშიან ნაპირზე ანთებულ სანთლებს გული მოეხაზა. მის შუაგულში კი მაგიდა იდგა ორი სკამით. სადაც ორ კაცზე რომანტიკული ვახშამი იყო გაშლილი. აქაც სანთლები ენთო და ნაპირზე ერთი ცალი წითელი ვარდი. -რეზოო. ეს... ეს... მე არ ვიცი რა ვთქვა ..ულააზესია ეს ყველაფერიი -ეს ჩემი სიუპრიზია დღეს... ერთი.. ორი .. სამი.. დათვლა დაიწყო რეზომ. -რას აკეთებ -ვითვლი. შენი დაბადების დღის დასრულებმდე რამდენიმე წამი რჩება. რეზომ დათვლა გააგრძელა და როცა ზუსტად თორმეტი გახდა მაშინ ულამაზესმა ფეიერვერკმა გაანათა ცა.. -მიყვარხარ..ჩასჩურჩულა ყურში და უფრო მეტად აეკრო გოგოს. სოფომ მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და ბედნიერებისგან თვალები დახუჭა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.