შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეექვსე თავი)


19-02-2017, 22:31
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 357

საახალწლო არდადეგების გამო, უნივერსიტეტში ერთკვირიანი დასვენება მქონდა.
ოჯახში სამდაზი მიმდინარეობდა.
აი მე კი, სულ არ მახარებდა ახალი წელი და არც მესმოდა რა იყო კარგი, როცა ერთი წელი ემატებოდა ცხოვრებას .
დილით იოანეს წუწუნმა გამღვიძა, რომელიც ერთი და იგივეს იმეორებდა, ვინ იცის მერამდენედ.
-მაგრად მეჩქარება.. გთხოოვ რა
-იო მეც მაქვს საქმე , რავქნა? ვერ მოვახერხებ .ილოს თხოვე
-ილო ჩემთან ერთად მოდის ადამიანოოოოოო. აუ მიდი რა, ხოიცი როგორ მიყვარხარ?
-ღმერთო რა შეგცოდე? კარგი ჯანდაბას, დამიტოვე ფული.
-ფული მე უნდა მოგცე?
-მოიცა ჩემი ფული გადავცე ? აღშფოთებულმა გადავხედე
-დიდი ამბავი 300 ლარია მეტი ხო არა? თან დღეს იღებ ხელფასს . ეშმაკურად გაიღიმა
-ოჰ გცოდნია კიდეც ჩემი ხელფასის დღე, მაგრამ დღეს ფულს ვერ ვეღირსები, იმ ერთკვირიანი შვებულების გამო, გადაიდო ჩემი ხელფასი და მეც ვარ უფულოდ .. ისე მაგ 300 ლარს 100 ან 200 ლარიც დაამატე ჩემთვის. ბოლოსდა ბოლოს მეკუთვნის 19 წელია გიძლებ.
ჩავიხითხითე და საბანი თავზე გადავიფარე.ძილის გაგძელებას ვაპირებდი, როდესაც რაღაც მფრინავი არსება დამეცა თავზე... ნუ რათქმაუნდა ეს სულაც არ ყოფილა მფრინავი ჩიტი , ჩემი აუტანელი ძმა იყო ბატონი იოანე , რომელიც დილის 8 საათზე შემომივარდა ოთახში და ყვავივით დამჩხავის . ვაჟბატონი თავის ძმაკაცებთან ერთად მიბძანდება ბაკურიანში, საახალწლო გართობისთვის და იმ წუთას მის ერთადერთ გადამჩენელს მთხოვს თავის ძმაკაცს გადავცე ფული, რადგან თავად ვერ მოახერხებს .
-ბიჭო მძიმე ხარ . გადაეთრიე ახლავე.. გავკაპასდი
-ვინც შენ ცოლად მოგიყვანს ჯილდო ეკუთვნის და ორ დღეში ჩემგან საჩუქრად კუბო. აბა მეტხანს ვერ გაგიძლებს .. გადაიხარხარა ბოლო ხმაზე და გვერდით გადაგორდა . თან ამ კუბოს ექნება წარწერა, თვალები დააწვრილა და ხელების ქნევით წარმოსთქვა“
„შტორმი, წვიმა, ქარიშხალი
გადავლახე მთა და ბარი ,
მაგრამ მე ვერ გაუძელი
ჩემი ცოლის სიქოფაკეს“
-ვაი რა გეშველება. სიცილით ავიქნიე ხელი და საწოლიდან წამოვდექი..
-ნიდ ხო მისცემ ფულს?
-ვინ ხარ ? რა გინდა? რას გაუჩნდი ამ ჩემს მშობლებს ? რას შემოგვისახლდი?
-ბოთე, მე კი არა შენ შემოგვისახლდი, კი ვიყავი 2 წელი უშენოდ მარა შენ გამოეზარდე დედაჩემს მუცელში და ჩამაშხამე ცხოვრება.
-მე დებილებს არ ავყვები .მშვიდად ვთქვი და ოთახიდან გავედი ,რათქმაუნდა ბატონი იოც თან გამომყვა .
- კაი გვეყოფა ბავშვობა , ნახალოვკაში აი ამ მისამართზე მიხვალ და მისცემ ფულს . პატარა ფურცელი დამიდო მაგიდაზე.
-რა არის ეს ? თვალით ფურცელზე ვანიშნე
-იკას ვესესხე ეს თანხა და იმის მისამართია, კაროჩე მაგ მისამართზე მიდი, იზამ რა რამეს .. გავედი ეხლა მე ბიჭები მელოდებიან აჰა ფული. 500 ლარი დადო ფურცელთან, შუბლზე მაკოცა, დივანზე მიგდებულ ზურგჩანთას და ქურთუკს დასწვდა, სახლიდან გასვლამდე მომაძახა ჭკვიანადო და კარი ხმაურიანად გაიხურა.
- მიკვირს ეხა ფეხზე ხარ და არ მელანდები ? სამზარეულოში დედაჩემი შემოვიდა.
სკოლის დამთვარების შემდეგ არასოდეს ავმდგარვარ ადრე, ამიტომ გაკვირვებულმა შემომხედა.
- აუ კაი რა დალი, ისედაც შენმა შვილმა ამატკია თავი დილიდან და სწორედ მისი დამსახურებაა ეხლა , აქ რომ ვდგევარ და არ გელანდები ..
-ჩემი შვილი, შენი ძმა სხვათაშორის .
-კიდე კაი შემახსენე დედა, თორე არ მახსოვდა . გამეღიმა
-სად ბძანდება ვაჟბატონი ? გუშინ რაც იკონცერტა, შერცხვა და გაიქცა ხო?
-რა იკონცერტა ? ინტერესით შხევხედე დედაჩემს და მაგიდას მივეყუდე.
-მოვიდა მთვრალი და მომიყვანა აქ ის ნანაო თუ ნინა . ამრეზით თქვა
-ვაიმე ცუდად ვარ, ის გოგო მოიყვანა ააქ ? ის .. ის .. მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ? სიცილით ძლივს ამოვთქვი..
-მოათრია და მეუბნება ვქორწინდებითო .. რამის გული გამისკდა .. მოვკიდე მერე იმ ქაჯს ხელი და საიდანაც მოვიდა იქ მივაბძანე.. თვალით არ დამენახოს შენი ძმა.
-ეჰ სად არ ვიყავი .. დანანებით ვთქვი . მეც მაინდამაინც მაგ დროს ვიყავი წასული ანასთან რა .. ხტფუი რაკაი კომედია გამოვტოვე, თან უფასო.
-ეჰ რა გეშველება დედა შენ ?
-უსაშველობა მჭირს .. ისე შენს ვაჟს ვერ ნახავ, ერთი კვირა წაბრძანდა ბიჭებთან ერთად ბაკურიანში საგულაოდ ... რამდენიმე წამით აცდით რა ..
-სუ ნუ ჩამოსულა, იყოს იქ .
-შენი ქმრის ბუზღუნი არ მესმის და რახდება? ხომ მშვიდობა გვაქვს ოჯახში? თუ დაარღვია შენმა ქმარმა ტრადიცია და დილას დუმილით იწყებს ? სიცილით დავასრულე მონოლოგი..
-წაბძანებულია ურეკში ბერდიასთან ერთად , მაგ კაცმაც დამღალა, თავის დროზე დაეჯერებინა კი ვიქნებოდით ახლა აშენებული, მარა რათგინდა აი ეგაა არაფერს, რომ არ მიჯერებთ კი ხედავთ მერე რაც მოგდით .. ამასწინ რო გითხარი დაიხურე ქუდი ნუ გახვალ ამ სველი თმიითთქო, რომ არ დამიჯერე მიტომ გაცივდი .. ტყვილა კი არ არის დედა ნათქვამი „ დედისწინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო „?
-კაი რა დალი
- იპროწიალე მასე ქარში და მერე მე არ შემომჩივლო ცუდად ვაარო . ისედაც ჭირიანიხარ ამხელა გოგო, რაც დავადებაა ყველაფერს იკრავ და ეს გაციებები ხო საერთოდ. დღეს არ მიდიხარ შენ არსად ?
- 5ზე უნდა ვიყო სამსახურში . ეს ერთი კვირა ანამ შემცვალა და ეხლა ანას ვცვლი მე. მანამდე ამ შენი ბიჭის ვალი უნდა გავისტუმრო. ფურცელი და ფული ავიღე. ჩემს ოთახში შვედიოდი დედაჩემის ხმა, რომ მომესმა.
-არ წახვიდე უჭმელი არ მანერვიულო..
-გავიგე შევჭამ.
ოთახში შესვლისას ტელეფონის ზუზუნი მოესმა .. ლოგინზე მიგდებული მობილური ხელში ავიღე და ჩემს საუკეთესო დაქალს, მომღიმარმა ვუპასუხე..
-გისმენ ანიჭკა
-გაგაანიჭკებ რო აგაკრავ კდელზე შპალიერივით ..
-ხტფუ რა უჟმური ხარ კაი ხო, რაგინდა რას მირეკავ ამ დილა უთენია ,დალოდებოდი მაინც მზის ამოსვლას .
-ამოსულია მზე უკვე.. რაღადროს დილაა 9საათია ..
-მერე 9 საათი დილა არაა?
-არა
-რაგინდა ?
- ცუდ ხასიეთზე ვარ
-რატო ? რა გჭირს ?
-რატო და გამომიშვა იმ დებილმა სამსახურიდან
-ვინ დებილმა? ჩვენმა უფროსმა ვატომ ?
-აღარც მიხსენო ეგ .. თურმე რატისთან უნდა დამეტოვებინა ფული დისტრიბუტორებისთვის, რომ მიეცა, ეგ ხო იცი დაბალი გამხდარი ბიჭი რომაა?
-ხო მერე ?
-მერე დამავიწყდა წამოვედი სახში და დავიძინე. კარგადაც გამოვიძინებდი 9ის ნახევარზე, რომ არ დაერეკა რეგვენს, არც შოკოლადებია დამატებული სექციაში და არც ხორცეულობაო .. ისე ეგეც კაი ვინმია, რანაირად იქნებოდა არ დამიტოვებია იმ ცალტვინა რატისთვისის დისტრიბუტორებისთვის მისაცემი ფული ..ხოდა ეგ, რომ გაიგო ასე მითხრა არაა ბიძია მარკეტში შენი ადგილიოოო.
-ნისიაზე ვერ დატოვეს მერე იმათმაც ? ეხა რაუნდაქნა?
- წინაზე დატოვეს ეგრე და ეხლა აღარ დატოვებდნენ. დაველაპარაკები და შევაცოდებ თავს ,მართლა ესე ხო არ გამომიშვებს ?
-შენ თუ ესე გავიწყდება ყველაფერი რავი.
-რავქნა ეხა მე, დაღლილი ვიყავი და დამავიწყდა
-კაი არაუშავს, გამოგივლი დღეს, სანამ სამსახურში მივალთ და მოვიფიქროთ რამე ..
-კაი ..
მოვწესრიგდი ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი.. დედაჩემის დაძალებით საჭმელიც მივირთვი და სახლი დავტოვე..
გზაზე გადავდიოდი ქარმა ქუდი, რომ მომაძრო და გააქროლა, იმდენი ვსდიე ბოლოს იმედი დავკარგე მისი დაბრუნების, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო და ქუდიც იქვე მდგარი ხის გვერდით გაჩერდა, გაწამებული სახით მივედი და ქუდი ავიღე, ჩანთაში ჩავტენე.. ამ დიდიღომში ცხოვრება ერთხელაც იქნება, ბოლოს მომიღებს ..
გაჭედილ მარშუტკაში ავეტენე, სანამ ნახალოვკაში მივიდოდა, დავიტანჯე ჯოჯოხეთსღა ვნატრობდი, როცა ყოველ გაჩერებაზე ჩასვლა ამოსვლა მიწევდა . გავწამდი ..
როგორც იქნა მივაღწიე „სანატრელ“ ადგილს. ჯავის ქუჩას მივუყვებოდი, თან ფურცელს დავყურებდი და ვათვარიელებდი სახლებს..
წითელი აგურის ორ სართულიან სახლთან გავჩერდი, ნაცრისფერ ჭიშკარზე დავაკაკუნე, სადაც შავი ფლომასტერით ეწერა იკა. სანამ მუშტების დარტყმაზე და ჩემი ნერვების აშლაზე, არ გადავედი მანამდე არ გააღეს კარი.
-ნუ ჩამოიღებ ამ კარს ვაღებ . დაიძახა ვიღაცამ. კარი გაიღო და წინ თმა აბურძგნული, ნამძინარები ნიკოლოზ დვალი დამხვდა . გამოშტერებულმა შევხედე.
-შენ აქ რა გინდა ? არანაკლებ გაოცებულმა მკითხა .
-შენს სანახავად მოვედი, ამ არდადეგების გამო ვერ გნახე და მომენატრე.. ირონიულად მივმართე..- იკასთან მაქვს საქმე, მეტი საქმე არ მაქვს შენ გსდიო. გაბრაზებულმა შევხედე.
ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-მობძანდი.. გვერდით გაიწია შიგნით, რომ შევეტარებინე..
-არმინდა. იკას დაუძახე .
-არ არის , მარა მალე მოვა . შემოდი გავიყინე. დაბღვერილმა შემომხედა და თავალით თავის თხელ მაიკაზე მანიშნა..
-ხო კაი . მორიდებით შევედი სახში და დივანზე დავჯექი. ნიკა გვერდით ოთახში შებძანდა.
-რაო რა საქმე მაქვს იკასთანო? გამომძახა ოთახიდან
-სწორედ აღნიშნე, საქმე მაქვს იკასთან და არა ნიკასთან . მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები .
-ფუ მწარე.
-ფუ აუტანელი. მეც არ ჩამოვჩი .
-ვა ნიდუ.. იმ წუთას შემოსულმა იკამ წამოიყვირა.. რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომანატრე თავი.. მომეხვია მონატრებული .რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ ?
-ქარბორბალა იომ . გავუღიმე მომცინარს. მეც მომენატრე სხვათაშორის.
-იკა ამას საიდან იცნობ? ...დაინტერესებულმა ნიკამ თვალით ჩემზე ანიშნა..
-იოს დაა.. მომცინარმა დაუბრუნა პასუხი..
-ეს ქაჯი იოს დაა? ამათვალიერა .. გეგონება პირველად მხედავს.
-რა ვარ ? გაცოფებულმა შევხედე.
-საყვარელითქო . სწერვულად გაიღიმა.
-მოიცა და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს ? იკამ ჯერ მე შემხედა მერე, დვალის.
-ჩემი ჯგუფელია ბიზნესში.. თქვა ცხვირ აბზუებულმა ..
-ეხა მე გამარკვიე, ეს არსება რატომაა აქ? იკას შევხედე
-რატო და მისი დეიდაშვილი, რომ ვარ მიტო. გამარჯვებული მზერით შემომხედა ნიკამ და დივანზე დაეხეთქა
-ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი თავხედი დეიდაშვილი თუ გეყოლებოდა ..ჩუმად გადავჩურჩულე იკას . ეშმაკურად ჩაიხითხითა.
- ნიდ ყავას ხო დალევ ? კურტკის გახდით გართულმა მკითხა.
-რატომაც არა . ღიმილით გავხედე.
-ნიკა... წადი მიდი ყავა გააკეთე . მიმართა დეიდაშვილს, დვალმა გაოცებულმა ამოხედა იკას.
-მე რაპონტში უნდა გავაკეთო ტო ? ვისაც უნდა იმან გაიკეთოს ..თქვა გაბრაზებულმა
-ჯოკერში, რომ წააგე აი მაგ პონტში .. გაიცინა გამარჯვებულმა და თვალი ჩამიკრა .
-ხტფუი.. გაღიზიანებული წამოდგა და სამზარეულოში გავიდა . მე კი კმაყოფილებით აღსავსემ, გავხედე მიმავალს ..
-იკა ეხა რისთვის მოვედი, იომ გამომატანა ფული და მაგის გადმოსაცემად მოვედი, თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა, ბიჭებთან ერთად წავიდა ბაკურიანში. ჩანთიდან 300 ლარი ამოვიღე და იქვე მდგომ სკამზე დავდე.
-ხო ვიცი დილას დამირეკა, მარა რას მოგარბენინებდა შენ, მოეცა როცა შეძლებდა რა ეჩქარებოდა ? მეც მაგრად მინდოდა წასვლა მარა, დედაჩემს ხო იცნობ ახალი წელი, იმიტომაა ოჯახთან ერთად, რომ გაატაროოო .. მობეზრებულად თქვა და დივანს მიეყუდა ..
-მერე რაღას ანერვიულებ ლილეს, შეხვდი ახალწელს აქ და მერე წადი .
-მეც მაგას ვაპრებ.. წამო ისე შენც , მაგარი იქნება თან ანიც წამოიყვანე.. მორცხვად თქვა და თვალი ამარიდა. ეშმაკურად გადავხედე
-ანი შეყვარებულთან ერთად ატარებს ახალ წელს . ვითომაც არაფერი ისე ვთქვი და იმ წამს შემოსულ დვალს შევხედე , რომელსაც ორი ყავა დიდი სინაზით მოჰქონდა ..ერთი ფინჯანი იკას, მეორე კი მე დამიდგა წინ .. მტრული მზერა მესროლა , ერთი ღმად ამოისუნთქა და იკას მიუჯდა გვერდით ..
-რა გჭირს შენ რას გაფითრდი ? გადახედა გვერდით მჯდომს .. იკას მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მე შემომხედა..
-ვინ შეყვარებული? ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-არც მე არ ვიცნობ .. მხრები ავიჩეჩე
-გავაშეყვარებულებ მე მაგას. აფეთქდა გვიჩიანი.. ნიკა გაკვირვებული იყურებოდა ..
-შენ რა გაღელვებს ? ეჭვის თვალით მივაშტერდი
-რას ქვია ტო რა მაღელვებს ? აი შენ, რომ შეყვარებული გყავდეს ეხა არ უნდა მანაღვლებდეს ? იქნებ ცუდი ბიჭია .. დაბნეულმა ამოთქვა
-ძაან კაი ბიჭია, არ იღელვო მაგაზე ..
- აბა არ ვიცნობო? თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა .
-როგორც ანის შეყვარებულს არ ვიცნობ მარა, როგორც მეგობარი ისე კი. გავუღიმე
-სახელი და გვარი დროზე. დაიღრიალა სვანმა
-ირაკლი გვიჩიანი.. გავიცინე და ნიკას გადავხედე ..მომღიმარი მიყურებდა ..
-რაა? გაბრაზება სახიდან წაეშალა
- ირაკლია გვიჩიანითქო . მისი სახის უეცვარ ცვლილებაზე გულიანად გამეცინა.
-აუ ნიდა რა .. მოვკვდი კინაღამ ..ნერვიულად გაიცინა ..-იომ გითხრა რო მიყვარს ?
-რათ მინდოდა მაგის თქმა, ისედაც გეტყობა..
-მარტო შენი დაქალი ვერ ამჩნევს მგონი.. ნაწყენმა თქვა.
-მერე,მიდი და უთხარი..
- ნორმალურად ვერ ვნახულობ და სად ვუთხრა ? დაცანცარებს აქეთ იქით ..
-წამოვალთ ბაკურიანში და იქ უთხარი .წინ დადგმული ყავა მოვსვი . გაბწყინებული სახით შემომხედა.. - აღარმინდა ეს ყავა მწარეა. ხელით გავწიე ფინჯანი გვერდით- უქნარა, რომ დაიბადები ადამიანი, რა უნდა თქვა? ყავის გაკეთებაც, რომ არ გეცოდინება .ჩავიბურტყუნე
-ეეეე ხანუმ, მეც აქ ვარ და საერთოდ მადლობა თქვი, რომ გავაკეთე. გადმომხედა ჩემი მონოლოგით გაღიზიანებულმა ..
- წავედი მე იკუშ, მეჩქარება სამსახურში ზოგიერთი ადამიანივით კი არ ვარ, რომ დაბოდიალობენ უაზროდ ..
-იმ ძაღლს უნდა შეეჭამე. წამკბინა
-უი ნიკა წვერი გაიპარსე? არარსებულ წვერზე ვუთხარი .. გაბრაზებულმა მოისვა ხელი ლოყაზე..იკამ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი, ლამის სახლი შეირყა..
-ამომივა.. ამაყად თქვა ..
-ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო .. სინანულით გავიქნიე თავი..
-ეხა ამას მოვკლავ . ფეხზე წამოიჭრა დვალი.. იკა სიცილით ჩადგა, ჩემსა და ნიკას შორის .
- ირაკლი გიწიე, ჭკუა უნდა ვასწავლო ამ ტიკტიკას .. იკას ექაჩებოდა, ჩემამდე რომ მოეღწია .
-ვაიმე რა გოგოსავით წიკვინებს , ხელი ავიქნიე .. -წავედი მე იკუშ, აღარ შემილია ამის ატანა , გნახავ მალე ანასთან ერთად .. თვალი ჩავუკარი სიცილით აწითლებულს ..
-ერთ დღეს შემომაკვდება ეს ტიტინა . სახლიდან გამოსულს მომესმა ნიკას ღრიალი..მე კი ამაყად მომღიმარი მივიწევდი წინ .



№1 სტუმარი Guest ანი

მმმ... რა კარგი თავი იყოო...გააგრძელე და მალე დადე შემდეგი და უფრო დიდი თავი.. ძალიან მომწონს ეს ისტორია..

 


№2  offline წევრი skida

ძალიან სახალისოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent