შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2 გრამი სიყვარული (თავი 5 )


19-02-2017, 23:29
ავტორი ნიანო
ნანახია 1 905

-გამარჯობა დანეულო
-უსინდისო ხარ
-რატომ?_და მანქანა ადგილს მოწყვიტა..თბილისის ქუჩები ჯერ კიდევ ცარიელი იყო
-მოტყუებით ჩამსვი მანქანაში
-მოიცა შენ რა მართლა არ გინდოდა წამოსვლა?_ზედმეტად სერიოზული ტონი მკითხა,მაგრამ არაფერი ვუპასუხე ამით მივახვედრე რომ მიდოდა
-აი ხედავ დაბნეულო?ყოველთვის ვიცი რაც გინდა
-მაინც უსინდისოდ რჩები
-კარგი როგორც გინდა
ამის მეტი არაფერი აღარ მითქვამს..სახლამდე უხმოდი მიმიყვანა,მაგრამ სანამ მანქანიდან გადავიდოდი ტუჩები ყურთან მომიტანა და ძალიან ძალიან ჩუმად,ძლივს გასაგონად მითხრა
-მალე ჩემი გერქმევა_ამ სიტყვებზე მართლა ვიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა ამიტომ მხოლოდ გავუღიმე და მანქანიან გადავედი
სახლის კარი ღია დამხვდა გარეთ კი ჩემთვის ნაცნობი და უცნობი ხალხი ირეოდა.დერეფანი გავიარე და სამზარეულოში გავედი იქ გვანცა დამხვდა ჩემი ბიძაშვილი
-რა ხდება?
-გადმოასვენეს_მითხრა და აქვითინდა
აი დაიწყო..დაიწყო ის საშინელი მომენტი როდესაც უმწეო ხარ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და უბრალოდ თანახმა ხარ მოკვდე..დაიწყო ის საშნელი მომენტი როდესაც არ შეგიძლია ისუნთქო..ძმა..ძმა რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ახლა ჩემგან ერთი კედლის იქით მაცივარში იწვა.თავბრუ დამეხვა და სკამზე ჩამოვჯექი.თვალებიგავახილე და ჩემს პირდაპირ სკამზე ის დავინახე..ჩემი გიკა..ისევ და ისევ..გამიღიმა
-გიკა,როგორ მოვიქცე
-ჩემო საყვარელო,ეს შენ იცი უბრალოდ ძალიან ძალიან კარგად დაფიქრდი
-გიკა ლუკა? ვენდო მას?
-ბოლომდე გაიცანი და მერე გადაწყვიტე
ამასობაში გვანცა შემოვიდა და ჩემი ძმაც გაქრა..ვერ მივხვდი რატო მითხრა კარგად დაფიქრდიო მაგრამ უკვე ვიცოდი რომ როდესაც გამიჭირდებოდა ის ჩემთან იქნებოდა..ჩემი ძმა სამ დღეში დაკრძალეს..იმ დღეს სასაფლაოზე შავებში ჩაცმული ბიჭიდავინახე მართალია ეს დაკრძალვა იყო მაგრამ მაინც მეუცნაურა..ზედმეტად შორს იდგა და თან არც ჩვენტან მინახავს
-ის ბიჭ ვინაა?_ვკითხე ჩემ გვერდზე მდგომ გვანცას
-ვინ?
-აი ის იქით რომ დგას
-ნიტა იქ არავინ დგას_გავიხედე და მართლა არავინ იდგა..მართალია რომ ჩემი ძმა მეჩვენებოდა ხოლმე მაგრამ ეს ჩემი ძმა არ იყო..დანამდვილებით ვიცოდი რომ იქ ვიღაც იდგა
-ახლავე მოვალ
-სად მიდიხარ?
-უბრალოდ აქ ცუდად ვარ_გვანცამ საეჭვო მზერა გამაყოოლა მაგრამ მაინც გამიშვა
ხეებშორის გავიარე და რა თქმა უნდა იქ იჯდა..ვიღაცის საფლავთან..საფლავიდან ქვიდან ძალიან სიმპატური ბიჭი მიღიმოდა..ღმერთო სადღაც მინახავს ეს სახე..ეს ღიმილი..ქვასთან რამდენადაც შევძელი ახლოს მივედი
... გიორგი მჭედლიძე...
-ვინ ხარ?_მივუბრუნდი შავებში ჩაცმულს,ეს იმიტომ კიარ ვკითხე რომ სახელი არ ვიცოდი უბრალოდ ქურთუკი ნიკაპამდე ქონდა აწეული და სათვალე ეკეთა
-ნუთუ ვერც მცნობ დაბნეულო
-ლუკა_ხელები გადაშალა მაგრამ ახლა ჰაერში არ აღმოვჩენილვარ ჩამიხუტა და ძალიან ძალიან დიდხანს ვყავდი მკერდზე მიკრული..ესმოდა ახლა რასაც ვგრძნობდი..იცოდა რომ შინაგანად დანგრეული და მკვდარი ვიყავი.მომნატრებია.. იმ დღის შემდეგ , როდესაც ბოლოს შევხვდი, აღარ მინახავს.
-როგორ ხარ?
-ცუდად..ვერ ვუძლებ
-ცოტაც ცოტას და გაუძლებ..ვიცი რომ ძლიერი გოგო ხარ ამას უნდა გაუძლო
-არც კი ვიცი მოვახერხებ თუარა
-გპირდები რომ მოახერხებ..დაგეხმარები და მოახერხებ_ხმა აღარ ამომიღია,უბრალოდ მასთან ჩახუტებული მძიმედ ვსუნთქავდი და მის სურნელს ღრმად ვისუნთქავდი
-დაბნეულო,არ გინდა მას დაემშვიდობო?
-რა?_საფლლავისკენ გამახედა,მასთან დედა იყო დაჩოქილი და რაღაცას ეჩრჩულებოდა
-არცკი ვიცი მინდა?
-წამოდი წამოდი ეს დაგეხმარება_ჩემს დანახვაზე ხალხი უხერხულად შეიშმუშნა და ორად გაიყო..სასახლემდე ლუკამ მიმაცილა,ვიგრძენი როგორ გაბურღეს თვალებით ერთმანეთი ლევანმა და ლუკამ..სასახლესთან დავიჩოქე.დედა უკვე ამდგარიყო
-ყოველთვის ჩემთან იყავი კარგი?მჭირდები..გპირდები რომ ჭკვიანი გოგო გავიზრდები..მაგრამ უბრალოდ არ მიმატოვო_ამ ყველაფერს ძალიან ჩუმად ვამბობდი ძლივს გასაგონად შემდეგ კი ვეღარ გავუძელი მისი გაყინული და გაფითრებული სახის ყურებას,კუბოზე დავემხე და ხმამაღლა ავქვითინდი,არავინ ცდილობდა ჩემ გაჩერებას,ბოლოს ძლიერი ხელები ვიღაცამ მხრებზე მომხვია და ამაყენა,წამიც და ლუკასთან მიხუტებული აღმოვჩნდი..
-გაიყვანე აქედან ამას არ უნდა უყუროს_უთხრა გვერდზე მდგომმა გიგამ
-მე გავიყვან
-შენ აქ დარჩები ლევან აქ ხარ საჭირო_გადამეფარა ნიკა,ბიჭი რომელმაც ჩემი ძმა ჩამოსავენა
-აქ მინდა ყოფნა გთხოვთ
-ჩშშ..არაა აუცილებელი ამას უყურო,მას გაყევი_თავზე მაკოცა გიგამ და სასაფლაოს მომაცილეს..მივხვდი რომ მისი მიწაში ჩაშვების დრო იყო და სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ჩემი იქ ყოფნა
-სად მივდივართ?_ხმა მხოლოდ მაშინ ამოვიღე როდესაც ლუკას მანქანა სასაფლაოს მოცილდა
-სიწყნარეში
-სიგარეტი გაქ?
-აიღე აქაა
პირველად არ მომიწევია მის თვალწინ მაგრამ მაინც დავმალე
-კარგი ნიტა,ნუ მიმალავ ვიცი_აამაზე ორივეს გაგვეცინა..ღრმა ნაპასი დავარტყი და ვიგრძენი ნიკოტინი როგორ გადანაწილდა სხეულში და როგორ „დაამშვიიდა“ ტვინი და ნერვები
-და მაინც სად მივდივართ?_ ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ
-გიტაცებ სარაჯიშვილო
-როგორი სასაცილოა
-ერთხელ მართლა მოგიტაცებ-ისევ გავჩუმდი..ისევ ვერაფერი ვთქვი..მალე ქალაქიდან გავედით..ვერ ვხვდებოდი სად მიდიოდა..ბოლოს გზა ვიცანი..ანანური....ღმერთო ოღონდ ეს არა,ოღონდ აქ არა
-ანანურში მივდივართ?_ვკითხე გაბზარული ხმით
-ნუ მაინც მიხვდი..ხო ანანურში_წამით გამომხედა და ჩემი აცრემლიანებული სახის დანახვაზე ფერი წაუვიდა
-რა ხდება ანანურში ნიტა?
-იქ .._ვეღარ გავაგრძელე,თავი მუხლებში ჩავრგე და ავქვითინდი, პატარა ბავშვივით გულამომჯდარი ვტიროდი..ლუკა ერთხანს უძრავად იჯჯდა.მერე მანქანიდან გადავიდა და ჩემ მხარეს კარი გამოაღო
-ნიტა,გადმოდი
გადავედი
-რა ხდება ანანურში?
-ჩემ ძმასთან ერთად ვიყავი სანად წავიდოდა სანამ გავაცილებდი..სულ 9 თვის წინ..მოვკვდები ლუკა..მოვკვდები და ამას ვერ გადავიტან..ჩამიხუტა..მამშვიდებდა..დიდხანს ვიყავით მანქანას მიყუდებულები და ჩახუტებული.ეს ის მომენტია რო უნდა ეკოცნა ხო?არა არა,ჯერ ადრე.. თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი რომ ჩამეძინა,მხოლოდ ის ვიგრძენი როგორ დამაწვინა ლუკამ უკანა სავარძელზე..
...........
ლუკა
...........
მანქანაზე მიყუდებულს ჩემ მკლავებში ჩაეძინა,ფრთხილად ძალიან ფრთხილად დავაწვინე უკანა სიდენიაზე და მანქამა ადგილს მოვწყვიტე..უკან თბილისში ვბრუნდებოდი..არ შემეძლო ანანურში ვერ წავიყვანდი..ვერ წავიყვანდი იქ სადაც მას სტკიოდა..არ ვიცი რა მჭირს ამ გოგომ გამაგიჟა..რამდენ გოოგოსთან არ ვყოფილვარ მაგრამ ეს სულ სხვანაირია..როცა მიყურებს და მელაპარაკება სხვებივით კიარ დნება,პირიქით მეკამათება, მეჩხუბება..ისეთი ლამაზია მისი ყურებით ვერ გაძღები..აი ახლაც სარკიდან მძინარეს ვუყურებ..წაბლისფერი ხვეული თმა მხრებზე აქ ჩამოყრილი,პატარა ბავშვივით ლამაზი და მოვარდისფრო ლოყები აქვს,ბორდოსფერი სქელი ტუჩები კიდევ უფრო გამოუბურცავს..საყვარლად... როგორ მინდა ახლა მანქანა გავაჩერო და ამ ბაგეებს დავეწაფო მაგრამ არა ლუკა..თავი შეიკავე..ჯერ თავი შეიკავე..არც კი ვიცი რა ვთქვა..ეს გოგო გიორგის ტრაგედიის მერე ანგელოზივით მომევლინა..იმ დღიდანნ როცა მთაწმინდაზე გავიცანი ჩემში გადატრიალება მოახდინა..მაშინ სახურავზე ის ღამე არ მინდოდა დამთავრებულიყო..მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო..მაშინაც ეძინა 20 წუთით,საყვარლად კნუტივით მოკალათდა და დაიძინა..დაბნეული..ჩემი დაბნეული.. მაგრამ როგორ ავუხსნა რომ უნდა წავიდე..ღმერთო წარმოდგენაც კი მიჭირს მის გარეშე 2 თვეს როგორ გავძლებ ან როგორ ვუთხრა..თბილისში რომ შემოვედით გავჩერდი და მსუბუქად შევარხიე რომ გაღვიძებოდა არადა როგორ მინდოდა უსასრულოდ ყოფილიყო ასე..მე მასთან გასატარებლად წლები არ მეყოფა.მე უსასრულობა მჭირდება რომ მისით დავტკბე
............
ნიტა
..........
-დიდხანს მეძინა?_თვალები ავაფახურე და გავუღიმე
-რავი აბა,ანანურიდან გძინავს..რას იტყვი სადმე წავიდეთ?
-იცი მგონი სახლში ჯობს ავიდე,ცოტა ტეხავს
-ხოო..მამენტ ეგეცაა..მისმინე მაშინ ხვალ შევხვდეთ რა..მინდა რაღაც გითხრა თან
-კარგი არაა პრობლემა..ახლაც წამოვიდოდი მაგრამ ხო ხვდებირაა
-რა თქმა უნდა _და ისევ გამიღიმა..ღმერთო მე ეს ღიმილი მომკლავს ერთხელაც
სახლამდე უხმოდ მიმიყვანა,სანამ გადავვიდოდი კიდევ 5 წუთით მთხოვა დარჩენა და ამჯერად დავრჩი
-მისმინე,ლევანს საიდან იცნობ?
-ვინ ლევანს?_ისეთი დაღლილი ვიყავი ლევანი კიარა საკუთარი თავი არ მახსოვდა
-აი სასაფლაოზე რომ იყო
-აა ლევანი ჩემი ძმის ძმაკაცი იყო..რახდება?
-არაფერი..
-კიდევ რამეა?
-არა მეტი არაფერი
-მაშინ მე ავალ
-ნახვამდის დაბნეულო
-ნახვამდის ლუკა



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუ რა მძიმე იო. რომ არმოვიდეგნ საოცრებაა... ცჰემი ნატესავიც იყო ავღანეთში მერთს მადლობა მშვიდობით დაბრუნდა მაგრამ ეჰ რამდენიც დაიღუპაა. იმედია ასე კარგად გააგრძელებ და საბოლოოდ ძაან კარგი გამოგივა აბა შენ იცი გელი...

 


№2  offline წევრი HappyForever

dzaan kaia dzaan momwons velodebi shemdgs motmenlad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent