ფსიქიკურობის შეშლილი მარში (3)
მათი წასვლის შემდეგ კიბეები სწრაფად ავირბინე,ვერ ვგრძნობდი დაღლას,არც სუნთქვის გახშირებას აღარც პირის სიმშრალეს. მხოლოდ ერთი სული მქონდა,როდის გავექცეოდი ამ რეალობას.გავიხდიდი დამპალ ტანსაცმელს და ჩავიძირებოდი აბაზანაში, კარების საკეტი ორჯერ გადავატრიალე, რა სიმყუდრევე იყო... სისუფთავის სურნელი მთელი სხეულით შევიგრძენი, საქმე ისაა,რომ უაზროდ პერფექციონისტი ვარ და წარმოუდგენელია მე რამე უწესრიგოდ მქონდეს დალაგებული. ფეხსაცმელი შემოსასავლელში დავტოვე, შარფი კი ტანსაცმლის საკიდს ვუანდერძე სამახსოვროდ. შემდეგ გასაცოდავებულ ტანსაცმელს კრემაცია ჩავუტარე. სააბაზანოდან გამოსულს აზრები ერთმანეთში მერევა... ყველაზე მეტად კი თავში სიტყვა „გაქცევა“ მიტრიალებს. მე მინდა ამ ყოფიდან,ქვეყნიდან წასვლა თანაც სამუდამოდ. მაგრამ საქართველოდან წასვლას არ ვგულისხმობ.მე ბოდიშით,მაგრამ ეგეთი ბანალურიც არ ვარ, სხვა ქვეყანაში რომ ვპოვო შვება,თანაც ისე მიყვარს ეს ქვეყანა რომ არა მგონია მის გარეშე დიდხანს გავძლო.უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ და მათი სილამაზე არასდროს მიტაცებდა.პირველად საქართველო 17 წლის ასაკში დავტოვე,მაშინ ნათესავებთან გავატარე ახალი წელი, ქალაქ სტამბულში,იქ სულ ერთი თვე დავყავი და ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდი უკან თბილისში.არც აია სოფია მიზიდავდა,არც სხვა მეჩეთები, უზარმაზარი ზღვები გასაოცარი ხიდებით,ყველაფერი იმდენად უღამური და მომაბეზრებელი იყო,რომ გულზიდვა მეწყებოდა. ავტობუსით წამოვედი.. ეს ის დროა ჯერ კიდევ მშობლების ხარჯზე და ჭკუაზე რომ ცხოვრობ. დედაჩემის პანიკა.. „ვაიმე,შვილო თვითფრინავში როგორ უნდა ჩაჯდე?! რამე რომ დაემართოს? არა,არა მირჩევნია მიწაზე იყო,ვიდრე ჰაერში“ მეც დავმორჩილდი ჩემს ბედს და გაფრენის პირველი შანსი ავტობუსით 27 საათიან ტანჯვაში გადავცვალე,სადაც მესმოდა ქართული ხმები,მაგრამ ეს არ იყო საქართველო,უბრალოდ მე ქართველები კი არა საქართველო მენატრებოდა. ჩამეძინა... გამოღვიძებულს კი თავი საქართველო-თურქეთის საზღვარზე მეგონა,ალბათ იმიტომ რომ მიწა მეცნო,გაგეცინებათ და იკითხავთ მიწის ცნობა რაღა ჯანდაბააო,მაგრამ ჩემთვის ქართული მიწა არც ერთი ქვეყნის მიწას არა ჰგავს,ვერ წარმოიდგენთ როგორ მომინდა მისი მთლიაობაში შეკვრა თითოელი კუთხით და ჩახუტება.ერთი სული მქონდა ჩამესუნთქვა და ამომესუნთქა მისი ჰაერი, ასე რომ მე სხვაგან ვერ ვხარობდი,ნამდვილად არ მინდოდა წასვლა პარიზში ან რომში,უბრალოდ დედამიწიდან გასვლა მინდოდა თანაც სამუდამოდ/,არა სუიციდის მიზეზები აქამდეც მქონია,მაგრამ სერიოზული მიზეზები არ მქონია,დღეს კი რატომღაც ასე მჯერავს რომ მაქვს.მინდოდა შელახული ღირსების გამოსწორება,მაგრამ აზრი არ ჰქონდა წარსულს ვერ დავუბრუნდებოდი.ამნეზია ან სკლეროზი რომ მქონოდა ვგონებ ყველაფერი კარგად იქნებოდა,რადგან ამ მომენტში ვერაფრით ვაღწევ თავს უაზრო მოგონებებს.ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო და უცბად მახსენდება ჩემი მხსნელი და დიდი ხნის მეგობრები ფურცელი და კალამი.ვიღებ მათ და ვცდილობ რამე დავწერო,რასაც ვფიქრობ ან ვგრძნობ ,მაგრამ ამაოდ.ვხატავ ქალის და კაცის პროფილებს, ეს კი ჩემი ეს კი ჩემი დეპრესიის დაწყების პირველი მანიშნებელია.წარმოუდგენელია,მაგრამ დღეს უკვე მეორედ ისტერიული ტირილი ამივარდა.გაბრაზებული საკუთარ თავზე საწერ კალამს შუაზე ვტეხ და ძირს ვისვრი. შემდეგ ფეხზე ვდგები წამის მეასეთში , გადავდგი პირველი ნაბიჯი არაგულწრფელად,თითქოს რაღაც მაშინებს,შემდეგ მეორე და ახლა უკვე მთვრალი გიჟივით დავბოდიალობ ოთახიდან ოთახში, გახშირებულად ვსუნთქავ მაწუხებს ყელის სიმშრალე.ფილტვებისა და დიაფრაგმის არამიზანშეწონილი მუშაობა.ვცდილობ დავმშვიდდე...გადავწყვიტე გამახსენებინა ძველი მეთოდები. ვიწყებ თვლას ერთიდან ხუთამდე,მაგრამ უშედეგოდ, ჩავისუნთქე ღრმად 1..2...3...4..5 ამოსუნთქვა და ისევ ისეთივე ისტერია მეფობს მთელს ორგანიზმში,როგორც 1 წუთის წინ. ზოგჯერ არის მომენტები როცა ყველა და ყველაფერი სულ ფეხებზე გკიდია,თავისუფლების წყურვილი,სხვათა კლანჭებიდან და კონტროლიდან თავის დაღწევა ისეთი აუცილებლობის ზღვარს აღწევს რომ ძნელია არ შეიშალო,რთულია არ გაგიჟდე და არ მილეწ-მოლეწო ეს ვითომ მოწესრიგებული სამყარო,ქაოსი მიყვარს..არეულობა...ხალხი შეშლილი,არ მიყვარს ეს ზედმეტად ერუდირებულები,რაღაცის დაზეპირების შემდეგ თავი "აინშტაინები" რომ ჰგონიათ,.ჩვეულებრივი არც ისე გამორჩეული,მაგრამ ადამიანური ინდივიდები მიზიდავს და ვხვდები რომ ასეთები ათასში ერთია..მე არასდროს მჭირდება წერისთვის,ფიქრისთვის ჭიქა ალკოჰოლური სასმელი ან მოდის გამო შემოღებული ღერი სიგარეტი.მაგრამ ერთ რამეს ვხვდები ამ სამყაროში სუნთქვა ჭირს..ძნელია ცხოვრობდე,არსებობდე,გიყვარდეს ისე რომ სხვა არ შეგეწილოს შენს დღიურ ბედნიერებაში,ოცნებებში,მიზნებსა და ზოგადად ცხოვრებაში,სასაცილოა მაგრამ ღირს კი უბრალოდ არსებობდე სხვების ჯინისთვის,იმისთვის რომ შენზე ისაუბრონ ,შეშურდეთ,გლანძღონ,გაგრიყონ? ადამიანთა ბუნება ისე არის მოწყობილი თითქოს სიკვდილის ანგელოზთან არასდროს შეასრულებს უკანასკნელ ცეკვას,თავქარიანად გამოუსწორებელი მაწანწალა ლოთებივით სვამენ და იღებენ დღიურ ცოდვათა დასტებს,ბოლოს კი...მხოლოდ ერთი რამ ხდება ქალიც და კაციც სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ცდილობს ხარბად შეისუნთქოს სხვათა დამპალი ფილტვებიდან გამოყოფილი ნახშიროჟანგისა და ჟანგბადის უკანასკნელი მოლეკულები ბრძოლობს და უნდა რომ ცხოვრება დაბრუნდეს,ჩვენ ყოველთვის ვბრძოლობთ დემოკრატიისთვის,თავისუფლებისთვის,მაგრამ ყველაზე დიდი თავისუფლების წყურვილი რასაც სულს გააჩნია ეს სიკვდილს იწვევს.სიკვდილი როგორც მოგეხსენებათ ყველა ჩვენგანის თვალებში შიშისფრად ყვავის ოჰ, შემდეგ მახსენდება რომ ძალით ცივილიზირებულ 21 -ე საუკუნეში ვცხოვრობ და მაქვს: ტელეფონი,კომპიუტერი,ინტერნეტი,facebook,instagram,twitter,skype და ვცდილობ ამას მაინც გადავაყოლო აზრები. ჩემი „სტაჟიანი“ ლეპტოპის ჩართვის ღილაკს მოუთმენლად ვაჭერ ხელს,გადატვირთვა...ეს წამებიც კი ნერვებზე მშლის, ვდგები ვიღებ ღერ სიგარეტს ჩემი შავი „სობრანიეს“ კოლოფიდან და ფანჯარასთან მივდივარ,მეთორმეტე სართულიდან თითქმის მთელი თბილისი ჩანს, თვითმკვლელივით ვეკიდები ფანჯარას.თავი და ხელები გარეთ მაქვს გადაქინდრული და ვუყურებ დიდ ჭიანჭველებს,როგორ დაფუსფუსებენ,ყბედობენ და ჭორაობენ. უცბად ჩუმი ხმაური მესმის „სარეცხს ფენს“ ვფიქრობ ჩემთვის და კორწიალა მდგომარეობიდან გამოვდივარ, თავს ვაბრუნებ გვერდით,ჩემი მეზობელი თავის ავლა-დიდება სარეცხს მთელი შემართებით ფენს,ნუ როგორც ყოველთვის. -სალამი მანჩო ის ხმას არ მცემს,ამაყად წევს თავს მაღლა და მაიგნორებს, მე კი ჩემს მოუკიდებელ სიგარეტს პირში ვიჩრი, რატომღაც არასდროს ვუკიდებ. ასე ვთქვათ სიგარეტი=სიკვილს,მე კი ამ ქმედებით სიკვდილს მსუბუქად ვეხუტები და არა ვკოცნი.რაღაც უბედურება დამემართა ამ იგნორზე და წამოვიყვირესავით -რით ხარ ჩემზე მეტი გამარჯობას რომ არ კადრულობ? -აქ რა ხდება ეს დაბრალებული მსახიობი აქაც მართავს სპექტაკლებს? -დათო დაწყნარდი არაფერია კიდევ ერთი ოჯახური დრამა, ქართველი ქალი აწყნარებს უმუშევარ,ლოთ,ცოლის სარჩენ ქმარს,მაგრამ ოჯახის „კაცს“, შემდეგ ორივე შედის სახლში,საიდანაც ყოველთვის ისმის მოგუდული ჩხუბი,რომელიც „ბობოქარში“ გადადის,რამდენჯერმე გამოვიძახე პოლიცია,ქალი ამბობდა რომ არაფერი მოხდა, მხოლოდ ცოტა იკამათეს. ბოლოს გაბრაზებული პოლიციის ოპიცერი მომიტრილდა და თავის ჭკუით მამა-შვილური კილოთი დამარიგა -ცოლ-ქმრის ჩხუბი თქვენი საქმე არაა გოგონა,ყველა ჩხუბობს,კამათობს,მაგრამ ბოლოს მაინც რიგდება.წარმოიდგინეთ ყველა შეყვარებული წყვილი რომ დავაკავოთ, იმის გამო რომ უბრალოდ იკამათეს კარგი იქნება? თქვენ და თქვენი მეგობარი ბიჭი რომ დაგიჭიროთ მეგეწონებათ ? -მე არ მყავს მეგობარი ბიჭი -ხომ გყავდათ? -არა -ჰომ გეყოლებათ? -არა -უკაცრავად,მაგრამ ლესბოსელი ხართ? -არა,უგემოვნო -აჰა,ყველაფერი, გასაგებია... ისე თქვა ყველაფერი გასაგებიაო,რომ გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. რა იყო გასაგები?რომ გემოვნება არ მქონდა თუ ქალები რომ არ მომწონდა?!იქნებ ფიქრობდა,რომ სხვისი უბედურება მახარებდა?მაგრამ რატომ ? მე ხომ ნეიტრალური ვარ.არავის უბედურება/ ბედნიერება არც მიხარია,არც მწყინს.უბრალოდ ჩაგვრას ვერ ვიტან. ჩემს ფიქრებში ბოდიალს შევეშვათ და დავუბრუნდეთ რეალობას.რეალობა კი ასეთია...ქმარი ყვირის,ცოლი ტირის,მე კი პოლიციას არ ვურეკავ,სრულ იდილიას სიმღერების ბოლო ხმაზე ჩართვა აკლია,მაგრამ ამ დროს კარზე ზარია. ვაღებ და მხვდება ჩვენი სცენარისტი და ის კაცი ვისაც ვეჩხუბე ცოტა ხნის წინ. აი ის „მანდილი“, -აქ რა გინდათ? ვკითხულობ დაეჭვებით, სცენარისტი რაღაც ნაჭერს მაფარებს სახეზე, გონებას ვკარგავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.