შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განვლილი წლები


20-02-2017, 23:03
ავტორი Thief Queen
ნანახია 1 298

განვლილი წლები


„მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული მაგრამ არამც და არამც მეგობრობა“
ოსკარ უაილდი


თავი პირველი
მინდა რომ მოგიყვეთ ჩემი სიყვარულის ისტორია რომელიც შესაძლოა არც იყოს გამორჩეული სხვა მათგანებისგან ამის განსჯა თქვენთის მომინდია, სწორედ ამავე მიზეზით არ ვაპირებ დავიწყო ჩემი ამბის შექება, უბრალოდ მსურს რომ გაგიზიაროთ განცდები, რომელთაც ამდენხანს გულში ვინახავდი, ის სიყვარული და დიდი ტკივილი რომელიც მას მოყვა.
ასე ვთქვათ ყველაფერი ჯერ კიდევ მეექვსე კლასში დაიწყო, როცა მან განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ, უბრალო დღე ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის რადგან დილიდან მქონდა გრძნობა რომ რაღაც კარგი მოხდებოდა, ბედნიერების ღმილით დავაბიჟებდი კლასელებთან ერთად სკოლაში, სულელივით ვიღიმოდი, აი ასე უბრალოდ უმიზეზოდ.
იმედს ვინარჩუნებდი მთლი დღის განმავლობაში და საბოლოოდ ისიც გამართლდა, თავიდან დიდი არაფერი, გაკვეთილზე უბრალოდ მასწავლებელმა გამიძახა და თემის წაკითხვა მომთხოვა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის შესახებ „სული ობოლი“, მეც სხვა რა გზა მქონდა რვეული გადავშალე და კითხვა დავიწყე იმის და მიუხედავად რომ ყველაზე საშინელ ნამუშევრად მიმაჩნდ, მახსოვს ამ სიტყვებისას როგორ ჩაიცინა ორმა „მეგობარმა“
„... სულით ობლობა იგივეა რაც ჩაიკეტო ყუთში, გასაღები კი ისროლო სადღაც შორს, სადაც ვერავინ მიაგნებს, მარტო იქნები თუმცა იმედი მაინც გექნება რომ ვინმე გასაღებს იპოვის და აქედან გაგიყვანს, სწორედ ეს იქნება სულიერი მეგობარი... მაგრამ არანაირი გარანტია არსებობს რომ იქ კვლავ მის გამო არ დაბრუნდები“
სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე ძალიან, ამ სიცილის, რომელიც ჩემმა ჩანამატმა გამოიწვია ჩემსავე თემაში, თავი დავხარე და ცრემლების შეკავება ვცადე...
ჯერჯერობით წარმატებით გამომდის, თანაც მანამ ვერ დავიკავებ ჩემ ადგილას სანამ მასწავლებელი ან თავის აზრს არ გამოხატავს ანდაც დაჯდომისკენ მომიწოდებს.
-ძალიან მიყვარს შენი თმები იუნონა! არაჩვეულებრივია! ყოველთვის სხვებისგან განსხვავებული, ემოციებით სავსე თემებს წერ! მოდი ახლა კი ვნახოთ შენი კლასელების შეფასება.- ქართულის მასწავლებელი ყოველთვის ითვალისწინებდა ჩვენი კლასის შეხედუოლებებს ერთმანეთის მიერ შესრულებულ დავალებებზე.
სულ არ მეხალისებოდა ახლა რომელიმეს მოსმენა, ზუსტად ვიცოდი პირფერობას დაიწყებდნენ რომ მასწავლებელზე თავი მოეწონებინათ, ან სიმართლეს იტყოდენ.
თამუნა მასწავლებელმა თავით მიანიშნა ელენეს ჩემსკენ, აქვე ავღნიშნავ ეს გოგო პირველი დღიდან ვერ მიტანს.
ისიც, მოურიდებლად წამოდგა, ოჰ ნეტავ განახათ რა სასაცილო იყო თავის მოკლე კაბაშ რომელშიც საცვალი მოუჩანდა, მისგან რა კრიტიკა უნდა მივიღო?
-უცნაური თემა იყო, ვერც თავს გაუგებდი ვერც ბოლოს და ვერც შუა ნაწილს... თანაც თითქმის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა....- ალბათ კიდევ აპირებდა რამის თქმას თუმცა წინადადება ვეღარ დაასრულა რადგან მეორე კლასელი ჩაეჭრა
-მე პირადად ასე არ ვთვლი, ნონა არაჩვეულებრივი მწერალი დადგება ჩემი გადმოსახედიდან, თემებში ერთ-ერთი საუკეთესოა კლასში! ჩემთვის საუკეთესოც კი, ხშირად არ კითხულობს მაგრამ როცა კითხულობს მართლაც არაჩვეულებრივად უწერია, და ბევრისგან განსხვავებით აზრიც ჩამოყალიბებული აქვს, და ამას დამატებული მხოლოდ მისი ნააზრევია! გრძნობებსაც არაჩვეულებრივად გადმოცემს!-კლასში ბიჭის ხმა გაისმა, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი, გაბოს გამოხმაურებიდან ჩემ შესახებ, არ მეგონა ასე თუ ფიქრობდა...
ხშირად არ ვსაუბრობთ ხოლმე, ათასში ერთხელ თუ გამოველაპარაკებით.
-გმადლობთ თქვენი აზრისთვის ბავშვებო. -გაიღმა მასწავლებელმა და დაჯდომისკენ მოგვიწოდა გოგოებს, გაბრიელი კი არც ამდგარა რომ ადგილი დაეკავებინა.
***
მთელი კლასი გაბრიელზე და ჩემზე ორაობდა, რაც გამაღიზიანებელი გახლდათ, ვერ ვიტან როცა ადამინები ჩემს შესახებ ზურგს უკან საუბრობენ.
მთელი დასვენებები ჩემთვის ვიჯექი და მუსიკებს ვუსმენდი, ხან ვხატავდი კიდეც, რას ვხატავდი მეც არ ვიცოდი, უბრალოდ პასტას ფურცელზე ვდებდი და დანარჩენს ხელებს ვანდობდი, ერთი ის ვიცოდი რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი სულის მდგომარეობას გამოხატავდა, რადგან ფურცელზე რომ დაგეხედათ ისე იყო გამუქებული ლურჯი მელანის ნაკვლავევით რომ ერთი პასტის გადასობაზეც გაიხეოდა, ხატვის პერიოდში ისე გამომაძრეს ყურსასმენები ძლივს გავიგე...
-ნონა, რას უსმენ?
-გაბრიელ! იუნონა მქვია და კიდვ ერთი! აღარ გაბედო ყურსასმენებს შეეხო.
- კარგი რა! მე ხომ დაგიცავი.
-გთხოვე?
-არა მაგრამ გეტყობოდა რომ გჭირდებოდა -ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდით მომიჯდა, ტელეფონი აიღო რომელზეც ბლოკი მედო თუმცა მისთვის ბლოკის მოხსნა სირთულეს არ წარმოადგენდა რადგან ორი წუთის წინ შეხედა როგორ განვბლოკე ის.
-Chop suey? მიყვარს ეს მუსიკა!
-დაიცა... დაიცა... შენ რა მათ უსმენ?
-რათქმაუნდა, არ მეგონა სხვაც თუ უსმენდა. ნუ კი მეგონა მაგრამ შენნაირ წყნარ გოგოს ვერ წარმოვიდგენდი -მეტი აღარაფერი გვითქვამს, უბრალოდ ცალი სასმენი გაიკეთა შემდეგ კი კლასელს ადგილი გაუცვალა, ამის შემდეგ ყოველწლურად გვერდს მიმშვენებდა, და იქცა ჩემ საუკეთესო მეგობრად... მეგობრად რომელსაც ვენდობოდი, ვენდობოდი ჩემ თავზე მეტად, დღე არ გასულა ერთად არ გაგვეტარებიოს რამოდენიმე საათი მაინც, ბიბლიოთეკაშიც დამყვება, როცა მსრუდა სასეირნოდაც, საყიდლებზეც, მოკლედ რომ ვთქვათ მარტო არსად მიშვებდა. თავიდან კლასი ჭორაობდა ამაზე, რამაც ნერვ გამული სისტემა გამინადგურა, ისევ და ისევ გაბრიკო მაწყნარებდა, ნუ იშლი ნერვებს იმ სულელებზეო, ხომ იცი საჭორაო გამოელიათო, მოკლედ ბოლოს დარწმუნდნენ რომ მეგობრები ვიყავით და მეცხრე კლასის დასაწყისში სხვა საჭორაო მოძებნეს.
იცით? რთულია ბიჭთან მეგობრობა, მითუმეტეს ისე როგორც ჩვენ ვიყავით, მსურდა სულ ერთად ვყოფილყავით.
ერთი წამის გატარებაც აღარ მინდოდა მის გარეშე.
სიგიჟემდე შემიყვარდა.
მეტი არაფერი მჭირდებოდა მხოლოდ ჩემი გრძნობა და ის.
როცა მეხუტებოდახოლმე ვერ ვუშვებდი, რადგან მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი... გვიან მივხვდი რომ შემიყვარდა, მაგრამ არაუშავდა რადგან ეს გრძნობა უძლიერესი იყო, ისეთებს კი არ გავდა რომ გეგონებოდა გიყვარდა და ორ თვეში გადაგივლიდა? არა, ბატონო! ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ის იყო, როგორც ავღნიშნე წამსაც ვერ ვძლებდი რომ მასთან კონტაქტი არ მქონოდა, ვიცოდი რომ ის დაზე მეტად არასდროს შემომხედავდა მაგრამ მაინც სიგიჟემდე მიყვარდა.
მიყვარდა მისი ხასიათის გამო, მისი სიცოცხლის ხალისიანობის რომელიც იმდენად ძლიერი იყო, ალბათ ას ადამინზე რომ გაენაწილებინა კიდევ დარჩებოდა, სულ იცინოდა თუმცა მხოლოდ მე მეუბნებოდა რა იმალებოდა ამ სიცილის მიღმა, ზოგჯერ კი არც მე მიმხელდა, თვლიდა რომ პრობლემების სხვაზე შემოხვევა არ იყო საჭირო...
საბოლოოდ ახალი წელიც დადგა და არდადეგებმაც კარზე მოგვიკაკუნეს.
ამ დღეს გადავწყვიტეთ, ოჯახის წევრებისთვის გვეთხოვა ერთად გატარება დღესასწაულის, მაგრამ სამწუხაროდ ჩემიანებმა ვერ მოახერხეს...
დაპატიჟებულნი იყვნენ უკვე სხვაგან, ამაზე გაბო გადაირია მაშინ მე მოვალ შენთანო დილის შვიდზე მანდ ვიქნებიო, უბრალოდ დაგტოვონ ცადეო, ალბათ გიკვირთ მეცხრე კლასელებს ვინ დატოვებს სახლში მარტოო, თან გოგოს და ბიჭსო, ჩვენი ოჯახები უკვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, და სრულიად გვენდობოდნენ იცოდნენ რომ ცუდს არასდროს არაფერს გავაკეთბდით, ასევთქვათ სრული ნდობა გააჩნდათ ჩვენი.
მეც კი მიკვირდა ეს ნდობა რით დავიმსახურეთ.
სამწუხაროდ სწორედ იმ ახალ წელსვე დასრულდა ყველაფერი, რადგან პირობა არ ან ვერ შეასრულა, არ მოვიდა ჩემთან, ამის გამო სახლშიც ვურეკე, სოციალურ ქსელშიც ვწერდი, ყველაფერი ავუფეთქე . საბოლოოდ მაინც დავნებდი და იმედები გამიცრუვდა, მთელი კვირა ვამოწმებდი წერილებს, მაგრამ არაფერი... პასუხი არ იყო, უბრალოდ არ იყო...
ორი კვირაც გავიდა, ყველა სოცლიაური ქსელი გააუქმა.
ერთადერთ მესიჯი დამხვდა მისგან.
„მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა შეუძლებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, თაყვანისცემა, სიყვარული მაგრამ არამც და არამც მეგობრობა“
ოსკარ უაილდი“
იმ დღის შემდეგ არ შემხმიანებია, სკოლაში დაბრუნებსას კი აღმოვაჩინე რომ დიდ ბრიტანეთში გადასულა საცხოვრებლად მამიდამისთან.
მაშინ დასრულდა ყველაფერი, და ჩემი გული ნაწილებად დაიფლითა, ჩემი სიყვარული კი ამ ნაწილებთან ერთად მიმოიფანტა...
ცხოვრება შევეცადე ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ვგონებ გამომდიოდა კიდეც.
თქვენ დაიჯერეთ შეყვარებულიც კი შევიძინე, ჩემზე 3 წლით უფროსი იყო, თუმცა მისდამი უცნაური გრძნობა მქონდა, რათ გინდა მეთერთმეტეში რომ გადავედი ისიც დავკარგე, თქვეს თავი მოიკლაო... მეგონა მას მაინც ვიცნობდი, მოკლედ ჩემი ისტორია დიდი ტრაგედიაა ასე რომ გავყვეთ, მგონი ეს ჩემი ბედიცაა, ბავშვობიდან ასე იყო, სულ რაღაც ცუდი მე მემართბეოდა...
ხო არ მითქვამს რომ ნახევარ-და მყავს? ლიზი ქვია, 16 წლის გახდა, იმ ამბის დროს როცა ყველაფერი განახლდა, ერთმანეთს ვუვლით მაგრამ ის ჩემი სტილის ადამიანი მაინც არ არის, უბრალოდ მოდას არის აყოლილი და 100 ლარი რომ მიცე მხოლოდ ერთ ფეხსაცმელს იყიდის, ასევთქვათ შოპაჰოლიკია, მაგრამ მაინც მიყვარს, ჩემი დაა ბოლოსდაბოლოს.
დედა მამინაცვალს დაშორდა როცა ლიზი 14 წლის გახდა, მგონი ეს მე გამოვიწვია, მათეს სიკვდილის გამო ცუდ დღეში ვიყავი და ოჯახს ვაწუხებდი ჩემი ჩაკეტილობით.
მოკლედ განვლილ წლებს დავუბრუნდეთ.
---
მოგესალმებით მკითხველებო პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჯანსაღი კრტიკა მიყვარს და მადლობელიც დავრჩები თუ შენიშვნებს მომცემთ.
დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებია თუ არა ჩემი მოთხრობა აქ, ყოველდღიურად ვარ ამ საიტზე და ისეთი ისტორიები იწერება შემრცხვა ჩემი უბრალო მოთხრობის დადება, თუმცა მაინც ვცდი ბედს ^_^
დადებაზე არ გალოდინებთ ^_^ ამას გპირდებით ^_^
ასევე დიდი ხანია ვწერ ამ ნაწარმოებს და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ნელ-ნელა უფრო დაიხვეწება, კი დავარედაქტირე თუმცა მაინც.
პირველო თავისთვის მგონი ცუდი არ გახლავთ ^_^



№1 სტუმარი ჰეითერი

მეტი აღარ ქნა დედი, ჯერ ადრეა შენთვის სექსებზე დაწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent