შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა 1


20-02-2017, 23:25
ავტორი CryBlueGirl
ნანახია 1 229

დღეს კიდევ მივიღე შეტყობინებნა მისგან. დავრწმუნდი რომ ლმობიერებას ნელ-ნელა აქრობს. სინამდვილეში კი არანაირი ლმობიერება არ გამოუჩენია.
ვინც არ უნდა იყოს, ზედმეტად პირდაპირია და სულელი.
ვიფიქრე დედას ვეტყოდი ამის შესახებ, მაგრამ ვიღაც იდიოტის გამო რომელმაც გართობის ყველაზე არამომგებიანი (შეიძლება მისთვის მომგებიანია, მაგრამ მე ხომ მსხვერპლი ვარ!) ხერხი აირჩია, მისი ნერვიულობა არ ღირს..
ვფიქრობ ამის გამო დაძაბული და გონებაგაფანტული არ უნდა ვიყო, მაგრამ როცა წარმოვიდგენ თუ როგორ ერთობიან მოსიარულე კატასტროფები ჩემი შეშინებული სახის დანახვისას ზიზღი და სიბრაზე სხეულში მატულობს. სხვებს კი უბრალოდ დაძაბული ვეჩვენები.
წინა კვირას, შაბათ საღამოს, ოჯახური ვახშმობისას მომივიდა პირველი შეტყობინება. დიდად არ მინერვიულია რადგან შარშანდელი ინციდენტის ხაზგასმა იყო. მაშინ როდესაც წითელა მქონდა და კატასტროფები წითელ კოპლებს მუწუკებად მისაღებდნენ. არც ისე კარგი პერიოდი იყო ჩემთვის მაგრამ მაინც აღარავის ახსოვს.
მეორე დღეს ორი შეტყობინება მივიღე. ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ წარსულის მარწუხებზე მიჭერდა. ახლა ზედმეტად ემოციური ადგილი მოიცვა. გამახსენა რომ ვერასდროს ვერ შევძლებ დავინახო სამყარო ფერებში.
'ლილიანას არ შეუძლია ფერების აღქმა'
და საერთოდ.. ვერავინ ვერ ხვდება რომ ეს დაავადებაა, და არა ნაკლი.
კიდევ ერთი ფაქტი ჩემს შესახებ ის არის რომ გვარი არ მაქვს. არც მამას აქვს და არც ბაბუას. როგორ მამამ მითხრა ჩემი დიდი ბაბუა (დიდ ბაბუას დავუძახებ, მაგრამ სრულიად შესაძლებელია ის ან დიდი ბაბუის ბაბუა, ან მისი ბაბუა ყოფილიყო) მამამ მიატოვა. მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. უფრო სწორად რომ ვთქვათ შეცდომა იყო. მამა დატოვა და გვარიც წაართვა. დედის გვარზე ბავშვის გადაყვანა კი ახლაც არ მიაჩნია სწორი ჩემს ოჯახს. ამიტომ მხოლოდ ლილიანა ვარ. დედა იმის მიზეზს რომ დალტონიკი ვარ და ყველაფერს ლურჯად ვხედავ სწორედ ამ შეცდომით დაბადებულ დიდ ბაბუას აბრალებს. თვითონაც იცის რომ აბსურდია მაგრამ ამ ამბის ზედაპირულად მირება ჯიუტად არ სურს.
ბოლო შეტყობინების შემდეგ სამ დღიანი შესვენება გამოაცხადა. შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო.
როცა სამი დღე შეტყობინებებს არ ვიღებდი ვიფიქრე მისი გართობა დასრულდა. თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობდი. ჟანგბადსაც თითქოს მეტს ვიღებდი. და რატომღაც ოთახის ფართობის გაზრდაც შევნიშნე. შევამოწმე კიდეც, მაგრამ როცა მათემატიკურ ფორმულაში შეფერხება შევატყე, შევეშვი.
ვფიქრობ ჩემი ცხოვრება, სხვების ცხოვრებასთან განსხვავებით მშვიდი და თბილია.
მშვიდი და თბილი.
ჯერჯერობით.
-----------------------------------------------------------------------------
დაძაბულობა შესამჩნევი მაშინ გახდა როდესაც სამი დღის შემდეგ შეტყობინება ჩემს პირად დღიურზე მივიღე. ამის შესახებ არავინ იცოდა. სახლიდან არც კი გამქონდა.
ალბათობა იმისა რომ კატასტროფა რომელიმე ჩემი სკოლელია საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ 'სავარაუდო კატასტროფების' სიას ჯერაც არ ჩამოშორებია. ახლა ამ სიის სათავეში ის პიროვნება იდგა რომელიც ჩემთვის ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან შორს.
ამ დღიდან ძილზე პრობლემები შემექმნა. შიშისგან და დაძაბულობისგან თვალი ძლივს მოვხუჭე. მადლობას ოთახის ჭერზე მიმაგრებულ ვარსკვლავნათურებს უნდა ვუხდიდე, რომელიც ცის შემდეგ პირველი რეალურია. როგორც დედამ მითხრა, ვარსკვლავები ლურჯია.
მეშინია..
თავს ვარწმუნებ რომ კატასტროფის არ უნდა მეშინოდეს. უფრო იმაზე ვდარდობ რომ ის კიდევ ბევრ რამეს გაიგებს ჩემზე ან შეიძლება უკვე იცის კიდეც. ბოლოს ვფიქრობ რომ ვაზვიადებ. იქნებ ხანგძლივი ტამაში მოყვარულია?
ვიმედოვნებ ასეა..
დღეს დილის ჩვეულებრივ დაწყებას ვიმედოვნებდი, მაგრამ დილის 6 საათზე გამეღვიძა. ჯერ კიდევ ღამე იყო და ქუჩებს ჯერ კიდევ ლამპიონები ანათებდნენ. მთვარის შუქი სწვდებოდა ჩემს ფანჯარას და ღამის სიბნელის მიუხედავად მაინც ვხედავდი ყველაფერს.
უცებ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. ოთახიც და ჩემი გონებაც. ისე გამიჭირდა იმ წამს აზროვნება, ნახევარი საათის შემდეგ მოვედი გონს. ოთახი ფანჯარასთან მდგომმა ადამიანის ჩრდილმა დააბნელა. ოთახი მეორე სართულზე..
ჩემი სიბნელით მოცული გონების ისევ განათების შემდეგ მივხვდი რომ ეს უცხო ადამიანი მთელი 15 წუთი მე დამყურებდა. აფორიაქებულს ერთ ადგილზე გაჩერება აღარ შემეძლო. ფანჯარას ნელა მივუახლოვდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის ისევ აქ იყო. თავი გარეთ გავყავი. ცივმა სიომ ყურები ამივსო და დამაყრუებელი წუილი გაისმა. ქუჩა ცარიელი იყო. ოთახში შუქი სწრაფად ავანთე და ახლა ოთახს მოვავლე თვალი. თითქოს ყველაფერი ხელუხლებელი იყო, მაგრამ მაინც არ მასვენებდა რაღაც.
სარკეში ჩავიხედე და მივხვდი თუ როგორ მინერვიულია. კისრის ქვეშ და თმის ნაპირებზე სულ სველი ვიყავი ოფლისგან. გრძელი ტალღოვანი თმები (რომელიც დედას თქმით შავი იყო) ერთმანეთში აბურდულიყო. თვალებში ყველაფერს ერთად ვხედავდი. შიშს, მღელვარებას, აფორიაქებას. გული ჩვეულებრივზე სწრაფად მიცემდა. თითქოს რაღაც იცოდა, რასაც ვერ აწვდიდა ტვინს. დაბნეული დავუბრუნდი ლოგინს და ხელები გულზე გადავაჯვარედინე და გულის ცემის და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. ტელეფონზე მოსულმა შეტყობინების ხმამ კი ამ ორივეს ტემპი აუჩქარა.
შეტყობინება კატასტროფისგან იყო.
დილას (ბნელ დილას) ჩემი მოთვალთვალე უცნაური ადამიანი კატასტროფი იყო.
ის მოვიდა. ის მეთამაშება, მაგრამ არ ხუმრობს.
ის მოვიდა და არც ხელცარიელი წასულა.
შიშით ვუახლოვდები წიგნების თაროს სადაც წესით 23-მე წიგნის შემდეგ 'სავარაუდო კატასტროფების' სია უნდა იყოს.
უნდა იყოს მაგრამ არ არის.
მის მაგივრად კი მორიგი შეტყობინებაა.
'თამაში სულაც არ არის მხიარული ლილიანა.
უმეტესწილას თოჯინებს თავებს აცლიან ხო?'
ის ჩემს სუსტ წერტილს ეძებდა და იპოვა კიდეც.
ბევრი არ მიფიქრია ამ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, წამიც აღარ გავჩერებულვარ სახლში. საღამურზევე გადავიცვი მოსაცმელი და ევას სახლისკენ გავეშურე. ქალაქი ნელ-ნელა ნათდებოდა. ჰორიზონტს ეფინებოდა მზის სხივები. სახლებიდან მაღვიძარას ხმა ისმოდა. ზოგან ტელეფონზე ბაასი იყო გაჩაღებული.
ქალაქი იღვიძებდა.. მე კი მივრბოდი.
ევას სახლს როცა მივუახლოვდი, ბევრი არ მიფიქრია, პირდაპირ მისი ფანჯრისკენ წავედი. მტავარი შესასვლელიდან ახლა ვერ შევიდოდი. ყველას ეძინა. თავიდან კენჭების სროლა დავიწყე და ვფრთხილობდი, მღელვარების გამო შუშა არ ჩამემსხვრია.
ხანგძლივი მცდელობის შემდეგ ის ფანჯრიდან იხედება და გაოცებასაც არ ვაცლი რომ პირდაპირ ვეუბნები.
-სწრაფად ცამოდი, უნდა დამეხმარო!
წუთიც არ არის გასული რომ ევა ჩემს წინ დგას და მოუსვენრობისგან ცქმუტავს.
-რა მოხდა?-ხმის ტემბრით ვამტყობ რომ ჯერ კიდევ ძილბურანშია.
-ადრე გახსოვს ერთ ჰაკერზე რომ მეუბნებოდი?- გაკვირვებული თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.-მისი ნომერი მჭირდება. მომცემ? ოღონდ სწრაფად.
-ახლავე მაგრამ.. რა ჯანდაბა ხდება.ჯერ ხომ შვიდიც არ არის.
-სასწრაფოაა..
-კარგი, კარგი. აი აიღე.-ბარათს მაწვდის რომელიც პატარა ყუთიდან ამოაძვრინა. შემდეგ თვალს ავლებს თავის სახლს და არვიცი უნდა გამიხარდეს თუ არა რომ ძილბურანშია.
ფხიზელი რომ იყოს აუცილებლად დამეხმარებოდა, მაგრამ თავს საფრთხეში ჩაიგდებდა.
ახლა ყველაზე მეტად დახმარება მჭირდება!
მის სახლს სწრაფად ვშორდები და ამ ტემპითვე სანაპიროსკენ გავდივარ, თან ვცდილობ ტელეფონით ბოლოს ხსნებულ ჰაკერს დავუკავშირდე.
სამი მცდელობის შემდეგ, გაჭიანურებით მპასუხობს და როცა ავტომოპასუხეს ხმა აღარ მესმის სიხარულისგან სადაცაა ფრთებს შევისხამ და ჰაერში გავუჩინარდები.
-გისმენთ.-ენაარეული ბოხი და ამავდროულად სექსუალური ბარიტონი ჩამესმის ყურში და წამით მბურძგლავს. ახალგაღვიძებულია და ისეთი სასიამოვნო ხმა აქვს მინდა კიდევ გაიმეოროს.
-ალო! -ამბობს უფრო მკაცრად და მეც პირდაპირ სათქმელს ვაყრი.
-თქვენ ჰაკერი ხართ?სახელი აღარ მახსოვს. ალ...
-ალექსი.-მაწყვეტინებს.
-ჰო, ალექს. შეგიძლია დამეხმარო? აი ამ წამს. ან ტელეფონით ან რამე სხვა გზით. მაინტერესებს ნომერი ვის ეკუთვნის.
-ასე სასწრაფოა?
-ჰოოო..
ოხრავს.-კარგი. მისამართს მოგწერ და მოდი.
ტელეფონს მითიშავს. მეც მოლოდინში ადილზე ვეღარ ვჩერდები და ყველაზე მეტად ის მიკვირს რომ მის მომაკვდინებლად სასიამოვნო ხმაც ჯერაც ვერ ვიგდებ გონებიდან.
10 წუთის შემდეგ მისამართს ვიღებ და შვებისგან ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ფეხებს ადგილზე ვავარჯიშებ და მოწვეტით გავდივარ დანიშნულების ადგილამდე. ქუჩა ნელ-ნელა მანქანებით ივსება. ყავის ჭიქით მოსიარულე და მორბენალი ხალხით.
ალექსის სახლი ცენტრშია. სისწრაფის გამო გარედან შეთვალიერებასაც ვერ ვასწრებ.კარებზე სწრაფად ვაკაკუნებ. აქაც მალოდინებს და უკვე იმედ გადაწურულს კარის სახელურის ხმა მესმის. კარი ღიაც არ არის რომ მახლის.
-აპოკალიპსი დაიწყო?-ცალყბად ეღიმება.
ოდნავ მოგრძო თმები რომელიც სავარაუდოდ შავია ერთმანეთში აქვს აბურდული. ლურჯი თვალები (რომლებიც სინამდვილეშიც ლურჯია) სხვარტად უელავს.წითელი ტუჩები ოდნავ ფერმკრთალი აქვს. ზედა არ აცვია და ერთიანად გაოცებისგან მიყინული ძლივს ვახერხებ სიტყვების გადაბმას და წარმოტქმას.
-სანამ კარებს გამიღებდი დამთავრდა. -ვუპასუხე მკაცრად და ღიმილი ვერ დავმალე. ღია კარებში დაუპატიჟებელი სტუმარივით შევიჭერი და მთლიანად ჩავიძირე სახლში გაფანტულ მის სურნელში რომელიც ასე მაბრუებდა.
ჩემი პირველი მოთხრობაა ამ საიტზე ^-^ შეფასებებს და კრიტიკას ველი^^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent