არჩევანი(თავი VI)
კოტემ როგორც კი დახედა ფოტოს,შემდეგ კი გვარს ,თვალები დააჭყიტა და გაოცება ვერ დამალა.. – ბიჭოოო...ეს იცი ვისი შეყვარებული იყო?? – ვისი? – ვისი და ჩემი ბიძაშვილის,მახოს,ძმაკაცის,დათუნა დოლიძის.გახსოვს ერთხელ ჩხუბი რომ მოგვივიდა კლუბში??? – კი ტოო..მე მაგის.... – აი ეგ გოგო ძაან ხიფათიანია და მაგის გამო შარში გაეხვევი.. – რატო?? რა ხდება? ჯერ გაიცანი მაინც და მერე გამოიტანე დასკვები! – დასკვნების გამოტანა რაში მჭირდება ბიჭო,მათი ისტორიის ცოდნაც სავსებით საკმარისია.. – რა ისტორია ? – რა და 2 წლის წინ ხვდებოდნენ ერთმანეთს.როგორც ვიცი გიჟდებოდნენ ერთმანეთზე და მერე უცებ ამ გოგომ დაადო თავი და ესპანეთში წავიდა,წავიდა რა გაიქცა,არც კი დამშვიდობებია და არ ც არაფერი აუხსნია.დათუნა ისეთ დღეში იყო დათვრა და გზაში ვიღაც „ვზროსლი“ ტიპები აიკიდა რა.თვითონაც მაგრად მოხვდა ,მაგრამ ერთ–ერთი დაუჭრია და ციხეში მოხვდა.მაგრამ მაინც გამოძვრა,მამამისი ხომ პოლიციელია და იოლად გამოაძვრინა სიტუაციიდან. – და რა პონტში მოიქცა მასე ნუკა იცი ?? – აუ რავი ბიჭო...ზოგი ამბობდა დაფეხმძიმდა და მშობლებმა ეს რომ გაუგეს ჯერ აბორტი გააკეთებინეს და შემდეგ ესპანეთში გაგზავნეს მამიდასთანო,ზოგიც კიდე –რომ დაიღალა დათუნას ასეთი ცხოვრებით, გადაწყვიტა ესპანეთში წასულიყო სასწავლებლადო... – მოკლედ ვისაც როგორ უნდა ისე ჭრის და კერავს....სანამ ნუკას ვერსიას არ გავიგებ იქამდე არ დავიწყებ დასკვნების გამოტანას რა...წავედი მე. სახე შეეცვალა.ერთი ყლუპიც მოსვა ,ჭიქა დადო და წავიდა.კოტე გაკვირვებული დარჩა.ადრე საკმარისი იყო გოგოზე მაგის ნახევარი მაინც გაეგო ჭორის დონეზე მაინც და ერთჯერადი ცხვირსახოცივით ექცეოდა.იყენებდა და შემდეგ აგდებდა... * *** – ნიცა,გოგო მისმინე პოსტი ვნახე და ადიხართ დღეს აუზზე? – კი რაიყო წამოხვალ?? – აბა რას ვიზამ,ვინ ვიქნებით? – გოგო რამდენჯერ უნდა დამისვა ერთი და იგივე კითხვა?? ჩვენი სასტავი და გინდა არ გინდა დათუნაც იქნება... – ნუ კაი რას ვიზამ ახლა,ერთი ვირის გამო თქვენთან ერთად ყოფნაზე უარს არ ვიტყვი.. – რაღაც იოლად დათანხმდი..რა ხდება ? – კაი რა.. რა უნდა ხდებოდეს,მაგას შეგუება ჰქვია ჩემო კარგო... – კაი სახელი შენ შეურჩიე.11 საათისკენ ვიკრიბებით. – კარგი ..აბა დროებით. – დამაცადე დათუნა დოლიძე , დამსახურებულს მიიღებ,პირობას გაძლევ..– ჩაილაპარაკა ნუკამ და წავიდა აფთიაქში. – გამარჯობა.. – გამარჯობათ..რით შემიძლია დაგეხმაროთ ?? – ის ფხვნილი გაქვთ ქავილს რომ იწვევს ? – დიახ,კიდევ რამე გნებავთ?? – კი მაგრამ ჯერ მიპასუხეთ..ეს ფხვნილი მზისგან დამცავ კრემში რომ გავურიო შეიძლება ?? – კი შეიძლება,მაგრამ სავარაუდოდ უფრო ძლიერ ქავილს გამოიწვევს .. – უი რას ამბობთ,ძალიან კარგი.. – უკაცრავად?? – არა, არაფერი კრემსაც ავიღებ. – ერთი სული ჰქონდა გეგმას სისრულეში როდის მოიყვანდა.ზუსტად იმის ჩიტი იყო,ვინმესთვის რამე რომ შეერჩინა,დათუნასთვის ხომ საერთოდ.იმ დღეს გადაწყვიტა დათუნას თავისივე ნერწყვით დახრჩობა,ამიტომ თავისი საყვარელი საცურაო კოსტიუმი წაიღო.რა თქმა უნდა ,ღია.როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა ,ახლა კი განსაკუთრებით მოინდომა.ცოტა ხანში აუზშიც მივიდა.მეგობრები უკვე იქ დახვდნენ.ჩვეულებრივ გადაკოცნა ყველა და ერთად შევიდნენ შიგნით.მივიდა და შეზლონგზე პირსახოცი გადაფინა.დათუნა მისგან მოშორებით მოკალათდა.ნუკა ელოდებოდა იმ მომენტს,როდესაც დათუნა მისკენ გამოიხედებოდა,რომ შემდეგ დაეწყო გახდა.ეს მომენტი დადგა მაშინ,როდესაც დათუნა ნიკასთან და კობასთან ერთად აუზში უნდა ჩამხტარიყო.ინერციით გაექანა ,მაგრამ აუზთან გაშეშდა როდესაც დაინახა,თუ როგორ გამომწვევად და შენელებული კადრით იხდიდა ნუკა მაისურსა და შორტს. – ოე ბიჭოო,დათუნა,ეე – ჰააა,რაიყო ??? – დახურე ეგ პირი და ჩამოხტი წყალში,დაგვდე პატივი. იგი უსიტყვოდ გადაეშვა.გოგოებმა კი სიცილი დაიწყეს.ახლა მთავარი ის იყო,როგორ უნდა შეეცვალა დათუნას კრემი,თავისით ისე რომ არ შეემჩნია.დასახმარებლად კი ქეთას დაუძახა. – ქეეთ,ეს კრემი გამომართვი და დათუნას დაუდე,ის ძველი კიდე გადააგდე,ნიცამ მთხოვა მიეციო,ბიჭები ვადას არ აკვირდებიან და ძველი არ იყოსო ,მაგრამ ხომ იცი რომ მაგასთან რაიმე სახის კონტაქტს ყველაფერი მირჩევნია...უი ხო და ეს ბარათი დაუდე. – კაი გოგო არ გრცხვენია,რა პრობლემაა.ახლავე წავუღებ. – ძაან დიდი მადლობა. ახლა მთავარი ის იყო,დათუნას ეს არ დაენახა ამისთვის კი მისი და ბიჭების ყურადღება უნდა მიეპყრო.სანამ ქეთა ნუკას თხოვნას ასრულებდა,ნუკა აუზს მიუახლოვდა და ჩახტომას აპირებდა.მისი ტანისკენ უნდოდათ თუ არ უნდოდათ მაინც გაურბოდათ თვალი.როგორც კი დაინახა რომ ქეთამ დავალებლი საქმე შეასრულა და თავის შეზლონგთან დაბრუნდა,მაშნვე ჩახტა წყალში. ცოტა ხანში დათუნა ამოვიდა წყლიდან,გადაწვა შეზლონგზე და კრემი მოიმარჯვა წასამელად.როგორც ჩანს დამწვრობის შიში ჰქონია ვაჟბატონს,მთელი ფლაკონი დაცალა.ნუკასაც სხვა რა უნდოდა. ახლა მთავარი იყო შესაფერის მომენტს დალოდებოდა,მანამდე კი სათვალე გაიკეთა და გარუჯვა განაგრძო.ცოტახანში ისმის ვიღაცის განწირული ბღავილი,რომ მოგემინათ იფიქრებდით დაჭრილი დათვი ღრიალებს ტყეში და ექო ამ ხმას 10ჯერ უფრო ამკვეთრებსო. – აააააა,ვაიმე ,ვაიმე როგორ მეწვის.. – რა დაგემართა ბიჭო??–ჰკითხა ნიკამ. – აუუ აზზრზე არ ვარ,სასტიკად მექავება ყველაფერი,ყველგან. – ალბათ კრემმა ალერგია მოგცა,ჩემს დას მოუვიდა მასე.მაგრამ გრილმა შხაპმა უშველა.წადი გადაივლე წყალი და საპონი არ იხმრო იცოდე,მარტო დუშგელი. დათუნას რაც ძალა და ღონე ჰქონდა გავარდა სააბაზანოში.ნუკა კი სიცილს ვერ იკავებდა და არც შეუკავებია.ლოყები აუწითლდა ამდენი სიცილით.ეს ქეთამ შეამჩნია და მივიდა მასთან – ეხლა არ მითხრა რომ ეს შენი ნამოქმედარია..! – აბა სხვა ვისი???–სიცილს განაგრძობდა ნუკა – კაი რააა... – შენც რა კარგი ტიპი ხარ...როგორ დაიჯერე რომ ასე საგულდაგულოდ ვიზრუნებდი იმაზე რომ დათუნას ცხვირი არ დასწვოდა.. – გადამრევთ რა,რა გინდა ამ ბიჭსგან.. – რა რა მინდა გოგო,რომ გაიგო რაც მიქარა გუშინ, უარესსაც უზამდი. – ოჰ რა ქნა ამჯერად?? – რა და მე და დაჩი მივიდიოდით ქალაქგარეთ მოტოციკლეტით და ამ დროს პატრულმა გააჩერებინა,სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით ჩამოართვეს მოტო და რომ ვახსენე ალექსანდრე დოლიძე,ჩვენი კაპიტანიაო. – ხო და მერე ?? – რა მერე გოგო ვერ ხვდები? – აა შენ ფიქრობ რომ .. – ხოოო,ჩამოვარდა ციდან სვეტი??? – კი კი ჩამოვარდა , მივხვდი. – ხოდა შენია ზრით შევარჩენდი ამას?? ამაზე პასუხის გაცემა უნდოდა ქეთას,მაგრამ გაისმა ისევ განწირული ყვირილი – ააააა,რა მიქენი ბიჭო სადაც არ მექავებოდა იქ მექავება,ცუდად ვარ.–ეუბნებოდა ნიკას და ხელს უხერხულ ადგილას იკიდებდა. – რავიცი ჩემს დას უშველა და... – აუუ დროზე წავიდით სახლში რა, ან ექიმთან. – კაი მიდი აიღე შენი ნივთები და წავიდეთ. მოჰკიდა თავის ნივთებს ხელი და გავარდნენ ბიჭები.ისინიც ისეთი გულმოდგინებით მისდევდნე თითქოს ქვეყნის დასასრული მოახლოვებულიყო. – ვაიმე ცუდად ვარ აღარ შემიძლია–სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა ნუკა – ახლა არ მითხრა რო ესეც შენი დამსახურებაა? – აბა სხვა ვისი? – ეგ როგორღა მოახერხე. – როგორ და,ცოტახნისწინ საპირფარეშოში რომ გავედი საშხაპეში დუშგელში სპეციალური ფხვნილი ჩავყარე.. – ვერ ხარ გოგო შენ ...და რა გარანტია გქონდა რომ იმ მომენტში გადაივლებდა და პირდაპირ არ აგვარდებოდა სახლში? – კაი რა,ნიკა ყველაფერს შხაპის მიღებით კურნავს.შარშანწინ ბათუმში ვიყავით და მედუზამ დამსუსხა,მანდაც იგივე მირჩია.ვიცოდი, რომ არც ეს იქნებოდა გამონაკლისი... – და რა გარანტია გქონდა იმისა რომ მაინც და მაინც მაგ საშხაპეში შევიდოდა? – არ მქონდა,აქ უკვე ფორტუნა დამეხმარა,ეტყობა ისიც თვლის რომ ღირსი იყო ვაჟბატონი...კაი გოგო წავედი მე დაჩი უნდა ვნახო და მოსაწესრიგებელი ვარ... – კაი მიდიი აბა შენ იცი. – მაგარი დარტყმულია ეს გოგო,ვგიჟდები მასზე–თქვა ქეთამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.