შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილების სასამართლო.


21-02-2017, 02:39
ავტორი leonambroladze
ნანახია 1 217

გამოკეტილი ვიყავი სადღაც ოთახში სადაც მზის სინათლეც ვერ ახწევდა ,ვეხებოდი საგნებს რომელიც ჩვეულებრივ საძინებელს აწყობენ ხოლმე,მაგრამ არ შემეძლო რამისთვის შემეხედა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს და გაბრუებულმა სადღაც მისტიკურ ადგილზე ამოვყავი თავი მაგრამ არ შემშინებია და არ დამიწყია ყვირილი,რადგან კედლებიდან ნაცნობი ხმები მესმოდა,თითქოს ეს ხმები ადრეც მომისმენია და ასე მათრობდა ერთდროს მაგრამ ეს ხმები ყველა ერთად? ჰაჰა რაღაც ძალიან უცნაურთან მაქვს საქმე ასეთ რამეს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ნუთუ ეს ის არის რასაც ვფიქრობ?ხელებით საწოლი მოვძებნე,დავჯექი და დავიწყე თითოეულ ხმაზე ფიქრი.
-ის ნინის ხმას ჰგავდა,ნინის რომელიც 3 წელი მიყვარდა უიმედოდ ნეტავ ახლა როგორია,ნეტავ რა უნდა აქ ან მისი ხმა რატომ მესმის? ჩუუ მოიცაა! ეს ხომ მარის ხმაა ჰაჰ რამდენიხანია მისი ბოხი ხმა არ მომისმენია ჰაჰ მახსოვს თვალის გასწორებას რომ ვერ ვბედავდი მასზე უკვე მოზარდ ასაკში ხომ ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და მის სიყვარულში 2 წელი გავატარე უიმედოდ ჩუუუ მოიცა მოიცა ეს ჩემი პირველი შეყვარებულის ხმა არ არის თეკლასი 2 თვე რომ გაჩერდა ჩემთან და მერე სიმსუქნის გამო მიმატოვა? აუუ მოიცა სად ვარ ამათ ყველას აქ რაუნდა ამფიქრებში ვიყავი როდესაც კისერში რაღაც ჩხვლეტა ვიგრძენი და გავითიშე. თვალი გავახილე და სადღაც ვარ სახლში სადაც მრავალი ქალი ირეოდა და მე მივყავდი დაცვას სადღაც ოთახში სადაც თავად არ ვიცოდი რა მელოდა,როგორც იქნა გამოჩნდა ის ოთახი სადაც მე მივყავდი მათ და უცებ დავინახე ქერა გოგონა რომელიც ძალიან მეცნობოდა მან ნაბიჯების ხმაზე თავი ამოწია და აცრემლიანებული ნაცრისფერი თვალებით შემომხედა ის ანხელინა იყო,ვისაც ძალიან უნდოდა ჩემთან ყოფნა, მე ჩემი შიშის და გმირობის გამო გავუშვი ხელი და ვერ გავბედე მისი სიყვარული სინდისის გამო,მან თვალებით რაღაც მითხრა რამაც გული დამიწვა და მისი სახე ოთახის კარებმა დაფარა.
ოთახში სასამართლოს სტილში მოეწყოთs ,სადაც რამდენიმე ნაცნობი სილუეტი ერთად ისხდა მბრალდებელის სკამზე ასევე იყო სხვა გოგოებიც,რომლებთანაც არანაირი ბრალი არ მქონდა მე ვაკვირდებოდი თითოეულ მათგანს და ისინი არცერთი არ იყო უცნობი მაგრამ ვერ გავიგე ანხელინა რატომ არ შემოვიდა და რა უნდოდა გარედ?ამ ფიქრებში ერთის გამოხედვამ სიბრაზის და სიძულვილის გრძნობა გამიჩინა ეს გოგო იყო ანა,ვის გამოც ანხელინა დავთმე ის მიყურებდა ისეთი თვალებით თითქოს ნახვა უნდოდა ჩემი განადგურების და ამისთვის ემზადებოდა ამის შემხედვარე მე გადავირიე დაცვას გავუძალიანდი და მისკენ წავიწიე შემდეგი სიტყვებით.
-კარგად მიყურე კახპავ,მე არ გავნადგურებულვარ,მე იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე შენს წასვლამდე. დაცვა მექაჩებოდა და არაფერს ამბობდა ხოლო ის რაღაც ირონიულად იღიმოდა.
-მე ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად ჩემს ცხოვრებაში შენზე მნიშვნელოვანი გოგო დავთმე რომელიც ახლა გარედ ზის აცრემლიანებული თვალებით და შენ მიმატოვე. დაცვამ პირზე ხელი ამაფარა და ბრალდებულის სკამზე ისე მიმათრია ხოლო ის თავის თანამოაზრეებს უყურებდა. სალომეს,ნათიას,ნიას და მაკოს ხოლო დანარჩენის სახეები ბუნდოვნად მახსოვდა.
დაცვა მეუბნებოდა
-შენ თუ გეგულება შენს ცხოვრებაში გოგო,რომელსაც შენი ყველა საქციელის გამართლება შეუძლია შეგიძლია მოიხმო და ის იქნება შენი იურისტი
-მარინა საკანდელიძე.ვუთხარი დაცვას და ერთერთი მათგანი მის მოსაყვანად წავიდა.
ამ სახელზე და გვარზე მითქმა მოთქმა ატყდა....ეს გოგო ჩვენ ხომ არ ვიცით...ოხ ეს მატყუარა ბიჭი....მეგონა მე ვიცოდი მასზე ყველაზე მეტი....ნწნწ ის უნდა დაისაჯოს....უსიყვარულობის ღირსია მთელი ცხოვრება...
კარი გაიღო და დაცვა შემოდის მარინასთან ერთად ამ დროს უკან ვიხედებოდი და ანხელინას სევდიანი სახე ისევ დავლანდე.
მარინა გვერდით დამიჯდა და მომესალმა
-გამარჯობა ძველო მეგობარო.
-არ მეგონა თუ კი როდესმე გნახავდი ისევ. თავდახრილმა ვუთხარი მე
-ასეც ხდება მაგრამ შენ თავის დროზე ისე დამეხმარე ვერ გაგწირავდი.
-ხო მაგრამ მე ხომ შენთან დაწოლა მინდოდა მხოლოდ.
-ეგ თავიდანვე ვიცოდი მაგრამ შენი დამსახურებაა ის რაც ვარ ახლა,2 თვის წინ შენ რომ არ შემხვედროდი ახლა სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი.
-ეჰ არ ვიცი. მოწყენილმა თავი დავხადე და ისევ კარისკენ გავიხედე
ისინი კი რაღცას ჩურჩულებდნენ.
-ის ანხელინა იყო გარედ არა?
- კი ის იყო ხედავ რა გავაკეთე? მუჭი დავარყი მაგიდას.
-ნუ წუწუნებ შენ მე ყველაფერი მომიყევი მათზე და ყველაფერი ვიცი ანაზე,ანხელინაზე და სხვებზე ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ქალების დედოფალმა არ დაგსაჯოს.
-ეგ ვინღაა?სად ვარ ეს რა კონკიას ზღაპარი მომიწყვეს.გავბრაზდი და კალამით თამაში დავიწყე.
-დაწყნარდი აქ შენი ნერვები არავის აინტერესებს.
უცებ მეორე კარიდან ვიღაც მშვენიერი ქალბატონი შემოვიდა თითქოს მართლაც რომელიმე ზღაპრის გმირი ყოფილიყოს ადგილზე მივიდა და დაჯდა.ყველაფერი რომ დაალაგა და მოკალათდა და მე გამომხედა.
-ბატონო გიორგი გთხოვთ ფეხზე აბრძანდეთ.
არ მახსოვს როგორ და რატომ მაგრამ მე იმ წამსვე ფეხზე ავდექი.
-მაშ ეს თქვენ ხართ? ვითომ ციდან მოწყვეტილი ანგელოზი,რომელიც გულს არავის ტკენს?ცინიკურად მითხრა მან და ბრალდების მხარემაც გაიცინა.
მე ხმა არ ამომიღია.
-გასაგებია,დუმილი თანხმობის ნიშანია,როგორც ჩანს მალე მოთავდება ეს საქმე აბა პირველი მბრალდებელი გამოვიდეს,და მოყვეს ვის რა პრეტენზია აქვს.
პირველი სალომე წამოდგა და ჩემი დადანაშაულება დაიწყო
-მე 15 წლის ვიყავი ის 16 ის ურთიერთობა,რომ დავიწყეთ ისე მაღალფარდოვნად და საინტერესოდ მესაუბრა მალევე მოვინდომე მასთან ახლოს ყოფნა,ცოტახნის ურთიერთობის შემდეგ იმდენად მიმიზიდა,რომ მინდოდა მისი გავმხდარიყავი მაგრამ ამას არ ვიზამდი მანამდე სანამ ის სიტყვა "მიყვარხარ"ს არ მეტყოდა მან ეს მითხრა და მე მისი გავხდი ის კი იმ დღის მერე ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა.
-ვაპროტესტებ მოსამართლევ!წამოიყვირა მარინამ ერთი კითხვა მაქვს მასთან
-ბრძანეთ. მოსამართლემ მიცა უფლება
-გიორგი შენი პირველი კაცი იყო ვისიც გახდით?
-ქალბატონო მოსამართლევ ეს ზეწონლაა.
-კითხვას უპასუხე სალომე.მკაცრად უთხრა მან
-ქალბატონო მოსამართლევ ასე არ შეიძლება.
-კარგი,გასაგებია მაშინ არანაირად არ არის ვალდებული სასამართლო მოგისმინოს კარგად ბრძანდებოდეთ.
სალომემ ატირებული დატოვა დარბაზი.
-ვისაც ამგვარი პრეტენზიები გაქვთ ბატონ გიორგისთან შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი.
ამ სიტყვებზე გოგოების უმრავლესობა ადგა და მდარბაზში მხოლოდ 3 ადამიანი დარჩა.
-შემდეგი საქალბატონე ელენე.
-ის ადრე მწერდა ფეისბუქით და კარგი ურთიერთობა აგვეწყო მაგრამ თან შეყვარებული მყავდა და მასთან ვერ ვიქნებოდი თან არც მომწონდა იმდენად და არც შემიტოპავს მაგრამ როდესაც მივხვდი რომ ის ძალიან მაგარი პიროვნება იყო და თანაც ძალიან მაგარი შესაძლებებით მოვინდომე მასთან ურთიერთობის დაწყება ვიცოდი რომ მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა მასაც და დავუწყე საუბარო რომ მასთან ერთად ვიცეკვებდი,ჩავეხუტებოდი და უფრო მეტიც იქნებოდა ოღონდ არასერიოზული ურთიერთობა არ მინდოდა.
-აჰააა ანუ ცოლობაზე ჩალიჩობდი. წამოვიყვირე მე
-მერე რა მოხდა? იკითხა მოსამართლემ
-მერე მანაც დამთანხმდა დამპირდა რომ პირველი არასდროს მიმატოვებდა,შემხვდა მაგრამ ახლოს არ გამეკარა და პირიქით ვცდილობდი მივახლოვებოდი,მაგრამ იმ ღამეს სახლში როგორც მივიდა განმიცხადა და მარტო უნდოდა ყოფნა.
-და თქვენ ბრალს რაში დებთ მას? იკითხა მარინამ
-რატომ არ შემიყვარა?
ანა ჩუმად იჯდა და ცინიკურად აკვირდებოდა მოვლენებს და ხანდახან ჩემკენ გამოიხედებოდა ხოლმე
-სიყვარულის წესების თანახმად არავინ არ არის ვალდებული შეიყვაროს ვინმე თუ ამის მიზეზს არ აძლევს ან არ უმტკიცებს ამას კონკრეტული საქციელით. განუცხადა მარინამ მოსამართლეს.
-დიახ სწორია გიორგის იურისტი,თქვენ საქალბატონე ელენე გგონიათ ჩახუტებით და ლოგინში შეძრომით მოიპოვებთ სიყვარულს?და თან ისე გინდათ რომ თავსაც იფასებდეთ?არა არა თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ აქ იყოთ.მოსამართლემ ჩაქუჩი დაარყა და ელენეს გასვლისკენ მოუწოდა.
-შემდეგი გამოვიდეს.
აკანკალებული ფეხებით გამოვიდა ნია,
-ბრძანეთ რა დაგიშავათ ამ ბიჭმა.
-ის რომ გავიცანი ძალიან სევდიანი იყო,არ იცოდა რა ექნა როგორც ვიცი ამ გოგომ მიატოვა აქ რომ ზის.ანასკენ მიუთითა
-არ ვიცი რა ისეთი თბილი მიმზიდველი და განათლებული საუბარი ჰქონდა რამდენიმე დღეში არ ვიცი რა დამმართა შემიყვარდა,მას ხელჩაკიდებული დავყვებოდი,მანქანაშიც ვუჯექი მაგრამ ზედმეტის უფლებას არ მაძლევდა,თავშეკავებული იყო და თვითონაც არ იჩენდა ინიციატივას ამან დამაეჭვა და საბოლოოდ ვთხოვე ურთიერთობის გარკვევა და პასუხად მისგან ცივი სიტყვები მივიღე,არ იცით რა დამემართა რამდენი მწარე ღამე მაჩუქა ამ ყველაფერმა მას კი მხოლოდ თავისი მოგონებების დავიწყება სურდა ჩემთან.
მას ცრემლები წამოუვიდა და ატირდა.
მოსამართლე მე შემომიბრუნდა და მკაცრად მითხრა
-რით ახსნი შენს საქციელს?
-მე სანამ ანას რიგი არ მოვა არაფრის თქმას არ ვაპირებ.გაბრაზებულმა ვთქვი მე
-მე ვიტყვი.თქვა მარინამ- სხვათაშორის ასეთი ქცევა გიორგისთანაც გაიმეორა სხვა ადამიანებმა და ბევრი ეგეთი შემთხვევა ჰქონია ამიტომ მოვითხოვ ეს ბრალდება ბათილად იყოს ცნობილი.
-თქვენ მხოლოდ ქალების აზრი განიტერესებთ აქ და ჩვენ რას ვფიქრობთ არ გაინტერესებთ ესაა სიმართლე. ვთქვი მე
-ხოდა გისმენთ ბატონო გიორგი.ირონიული ღიმილით მითხრა მოსამართლემ.
-ნიაკო,უბრალოდ მაპატიე,როგორ ფიქრობ სინდისი არ მქეჯნიდა ასე რომ მოვიქეცი?მეც ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ჩამოგშორებოდი რადგან ჩემგან არ იმსახურებდი წაბილწვას და ცუდად მოქცევას ამიტომ როგორც ადამიანი ადამიანს გთხოვ მაპატიე.
-ოჰოო უკვე პატიებას ითხოვს.წამოიყვირა ანამ
-შენ ბოლოში მოგივლი. ვუთხარი მე
მოსამართლემ ჩაქუჩი დაარტყა და სიჩუმისკენ მოგვიწოდა
-გიორგი,აღარ აქვს აზრი შენს ბოდიშს და არც იმ სიტყვებს რაც მითხარი მე აქ ვალდებული ვიყავი მოვსულიყავი თორე შენს დადანაშაულებას არ ვაპირებ არაფერში ამიტომ ქალბატონო მოსამართლევ მე მიმიტევებია მისთვის დაე მის სინდისზე იყოს.
-გიმართლებთ ბატონო გიორგი როგორ აყვარებთ ასე ამ ხალხს თავს გასაოცარია.გულდაწყვეტილმა თქვა მან
ნიაკო კარიდან გავიდა და ოთახში სიჩუმე გამეფდა
მხოლოდ ოთხი ვიყავით ოთახში მე,მარინა,მოსამართლე და ანა.
სიჩუმე მშლიდა არ ვიცოდი რა მექნა,კალამს ვაკაკუნებდი,ტუჩებს ვიკვნიტავდი და ფეხებს არანორმალური სისწრაფით ვათამაშებდი ყველა მოგონება თავში მიტრიალებდა იმ ადამიანის მიმართ ვისაც ახლა უნდა დავპირისპირებოდი. მას ხელზე უკვე საქორწინო ბეჭედი ეკეთა და მუცელიც ცოტა შემოზრდილი გქონდა
მის სახეზე უფრო მომატებულა ირონია,ცბიერება და სიჯიუტე და ორმაგად გამაღიზიანებელი ხდებოდა მისი გამოხედვა ჩემს მიმართ მე კი მას ჩემებურად დაჯინებით ვუყურებდი და თვალს ვერ მისწორებდა.
სიჩუმე მოსამართლემ დაარღვია.
-ქალბატონო ანა რა პრეტენზია გაქვთ ბატონ გიორგისთან?
-მე და გიორგი 3 წელი ვიყავით ერთად ის ჩემი კლასელის ყოფილი იყო და როგორც ყველა მეც დამატყვევა თავისი გამოხედვით,ძალიან შემიყვარდა თავიდან ვმეგობრობდით მერე დედაჩემმა გაიგო ჩვენს შესახებ ამან უფრო გააძლიერა ჩვენი ურთიერთობა და რომ ჩამოვიდა გერმანიიდან მალევე შეყვარებულები გავხდით,დედაჩემმა გაიგო ის რომ მიყვარდა მას შემდეგ 2 წელი სახლში არეულობა მქონდა,ოთახში ვიყავი მარტო არა ტელეფონი,არა თბილი მობყრობა და მე ამ ყველაფერს მისთვის ვიტანდი,რამდენჯერ პოლისჯოხი მესროლა დედაჩემმა,რამდენჯერ საათი,რამდენჯერ გავუჩიჩივარ ვინ იცის,მთელი სანათესაო და კლასელები გადავიკიდე მის გამო,რადგან მეუბნებოდნენ უკეთესი შეგეფერებაო,მაგრამ მე მასთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნოდა მაგრამ ამ გაიძვერამ ვიღაც კახპებში სიარული დაიწყო და ჩვენი ურთიერთობა სულ ფეხებზე დაიკიდა.
არავინ იცის რა დღეები გადავიტანე,არა ტელეფონზე პასუხი,სულ კლუბში ყოფნა მის დეიდაშვილთან ერთად,რომ მახსენდება სიძულვილის და გულის რევის შეგრძნება მიჩნდება სმს რომ წავიკითხე, სადაც ერთი გოგო კოცნაზე ესაუბრებოდა,მას შემეგ სიძულვილის მეტი არაფერი მქონდა ამ ადამიანის მიმართ მაგრამ წინა 2 წლის გამო ვცდილობდი ეს ყველაფერი დამევიწყებინა ისიც შეიცვალა მაგრამ უფრო და უფრო მეზიზღებოდა და ბოლოს გადავწყვიტე მიმეტოვებინა რადგანა ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი.
ანა მორჩა საუბარს მორჩა და ეგრევე გამამტყუნებელ პასუხს ელოდებოდ, როდესაც უცებ მარინა წამოხტა და თქვა
-ქალბატონო მოსამართლევ შეიძლება მე დავუსვა კითხვები?
-ბრძანეთ.
-და ვინ თხოვა გიორგის მიეწერა სხვა ქალებისთვის,რადგან შენ არ შეგეძლო მიგეცა ის რაც მას სურდა?
-ეგ პირადულია და შენ არ გაქვს ამაში ჩარევის უფლება,თმები აიჩიჩა ანამ
-გეკითხები და მიპასუხე გაბრაზდა მარინა
-მე ახლაც ეგრე ვეტყოდი მაგრამ ის არაკაცულად მოიქცა.
-და ვინ აიძულა ეგრე მოქცეულიყო ნუთუ გიორგის არ აქვს შენთვის განაკეთები იმდენი რომ ასე არ მოსულიყავი აქ და არ გელანძღა?რომ ამბობ ტელეფონი არ მქონდაო ვინ აპარებდა ყოველ წელს ახალ ტელეფონს რათა გემესიჯათ,ვინ ეჩხუბა შენს კლასელს ხლს რომ გიშლიდათ?ან ვინ ხვდებოდა მამაშენს ოღონდ თქვენი ურთიერთობის სისპეტაკე ეჩვენებინა მისთვის?ჰაჰა არა ქალბატონო ანა თქვენ უმადურობაში გადაგდით.
-მან მისი საქციელით ქორწინებაზე უარი მითხრა.ამოილუღლუღა ანამ
-ადამიანს ეუნებოდი ქორწინებამდე ვერ დავკავდებით ეგეთი ურთერთობითო და სახლში მიგყავდა და გიროგიც თანახმა იყო მაგრამ შენ მას იცი რაში ვერ გაუგე?მის ოჯახს ვალი ქონდა და ვერ შეძლებდა ქორწინებას აი შენ კიდე დაიფიცე რომ მისი ცოლი არასდროს გახდებოდი და 1 წელი ძალით იყავი მასთან,მან სახლში ყოფნა არჩია და ყველას მიტოვება შენს გამო სხვა უყვარდა და პირველი მაინც არ დაგშორდა მიდი აღიარე ახლა შენი დანაშაული ბოლო 4 თვეში რა მოხდა.
-და რა მოხდა ბოლო 4 თვეში იკითხა მოსამართლემ.
ანამ ენა ამოიღო
-უკვე მე მასთან ვეღარ ვჩერდებოდი აღარაფერი მიზიდავდა მისი და ამიტომ გადავწყვიტე სხვები მეძებნა მასთან შეხვედრისგან თავს ვიკავებდი თან რაღაც უაზრო ფილმს იღებდა მაშინ და მისი ერთი მსახიობი არ მევასებოდა თან ერთ ანგელოზივით ბიჭს აეკიდა ის კახპა და არ მევასებოდა მოკლედ ნელ ნელა დავიწყე ჩამოშორება და ატესტატის დამტკიცების დღეს გავიცანი ერთი პიროვნება რომელიც ახლა ჩემი ქმარია მე დავთბი გიორგის მიმართ,რომ არ დამშორებოდა პირველი რადგან ვიცოდი უკვე სხვა უნდოდა ვიღაც ანხელიკა და ჩამოვაშორე გოგოს რომელიც ფიზიკურად მჯობდა .ის რომ გიორგისთან ყოფილიყო ვერ ავიტანდი ამიტომ გავაკეთე ეს და გიორგი რომ გერმანიაში წავიდა განვუცხადე რომ აღარ მიყვარდა ამის შემდეგ მე მალევე გავთხოვდი. აუღელველად ამბობდა ანა
დარბაზში ანხელიკა შემოვიდა და ჩემსა და ანას შორის ჩადგა.
-რატომ წერდი ანხელიკას,როდესაც ანა გყავდა გვერდით?მიდი გაძლევ უფლებას აუხსნა მას რატომ მოხდა ეგ ყველაფერი. თქვა მოსამართლემ
ანხელიკამ მისი ნაცრისფერი თვალებით შემომხედა და თვალებით მანიშნა გისმენო
მეთვალზე ცრემლი მომადგა ყველა გატეხილი ნაწილი შევაერთე გულის რათა მისთვის მეთქვა ეს სიტყვები
-Angelita sin alas მომისმინე ახლა რასაც გეტყვი იცოდე რომ ყველაფერი სიმართლეა,შეხვედრის დღიდან ჩემს გონებაში ხარ მეგონა ცხოვრებაში აღარავინ შემიყვარდებოდ ამაგრამ რომ დაგინახე ეგრევე თავიდან დაიწყო ყველაფერი,ვიცი ძალიან გავუგეთ ერთმანეთს და ძალიან მოგვწონდა ერთმანეთი,ვიცი ჩემი სიმხდალის გამო დაგთმე და ვიცი გგონია რომ ორმაგი თამაში ვითამაშე მაგრამ ეს ასე არ არის,მე შენ მიყვარხარ დღემდე ყველაზე მეტად,არ ვცი იმ 2 წამიანმა შეხვედრამ დამატყვევა და მაშინ როდესაც სხვა გოგოებს ჩემს ჭკიაზე ვათამაშებდი შენთან უიარაღო გავხდი ,უძლური როგორც სიკვდილის წინაშე,ძალიან გატკინე გული ვიცი მაგრამ მე შენთვის არაფერი დამიმალია მე არ ვიცოდი მომავალი და დავუშვი შეცდომა მაგის შემდეგ მრავალჯერ დაგიმტკიცე სიყვარული ამიტომ გთხოვ მაპატიე მე არ ვარ ამაში დამნაშავე არ ვარ ბოლომდე,გთხოვ შემიბრალე და მომეცი საშუალება ვიყო შენს გვერით.მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად და ყველაზე მეტად ვინც კი ამ ცხოვრებაში მყვარებია.
მე გავედი და მის წინ მუხლებზე დავვარდი.
უცებ ისევ რაღაც ვიგრძენი კისერში და გავითიშე.
თვალი რომ გავახილე დილა იყო აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა და უცებ ვიღაცის მოძრავი სხეული ვიგრძენი ჩემს გვერდით.გვერდზე გავიხედე და ჩემს საწოლზე ქერა თმა შევამჩნიე უცებ საბანი ჩამოვწიე და რას ვხედავ ჩემი ანხელიკა ჩემთან არის ისე ტკბილად ეძინა აღარ გავაღვიძე უბრალოდ ახლოს მივუწექი და ყურში ჩავჩურჩულე.
-მაპატიე.
ანხელიკა შეირხა ცოტა ამოიკრუსუნა და ძილში მითხრა
-მიპატიებია საყვარელო. ჩემსკენ გადმობრუნდა და მაგრად მომეკრო.
მე კი ვფიქრობდი სიზმარზე რომელიც გათიშულს მესიზმრა თითქოს მარტოობა მის თავს მართმევდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent