შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებამ მითხრა უარი


28-04-2016, 15:06
ავტორი makoo
ნანახია 2 095

ბედნიერებამ მითხრა უარი
მითხრა ნუ მეძებ,არ ვარო შენი
ჩემ შორიახლოს გაისმა ნოტი
ნოტი მწუხარების და ქშენის.

ბედნიერებამ მითხრა უარი
დამტოვა,წავიდა უცხო მხარეში
ჩემ შორიახლოს გაისმა ხმები
ხმები შიშის და ჩხრიალი ხრეშის.

ბედნიერებამ მითხრა უარი
გამიწყრა,გაქრა უეცრად წამში
ჩემ შორიახლოს გაისმა ზარი
ზარი გლოვის,სევდა კი მასში.

ბედნიერებამ მითხრა უარი
ვერ იგრძნო ჩემი დარდი,ტკივილი
ჩემ შორიახლოს გაისმა ქვითინი
ქვითინი ბავშვის და მისი კივილი.

ბედნიერებამ მითხრა უარი
ზურგია მაქცია,ვით კაცი ჭირს კაცისა
ჩემ შორიახლოს გაისმა სიცილი
სიცილი მტრების და მარტის ქარისა.

ბედნიერებამ მითხრა უარი
მითხრა შენ ჩემი რა ღირსი ხარო
ვერ შევეგუე თურმე ამასვე
ვიბრძვი რომ ისევ,კვლავ გავიხარო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent