გამტაცებელი (3)
სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, თავი დავხარე და მის რეაქციას ველოდებოდი, როგორც ბრალდებული ელოდება განაჩენს, წამები საუკუნედ გაიწელა და როგორც იქნა მალევე დასრულდა ჩემი ტანჯვა. -კარგი, წავალ და მოგიტან... გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე დატოვა კაბინეტი. ამის დედაც ცოტნე რაში გაყავი თავი, მემგონი სულ გარეკე. მანქანა მაღაზიასთან გავაჩერე და დასჯილი ბავშვივით გადმოვედი. ორი წუთი დავკარგე სანამ იმ სექციას მივაგნებდი და აი ისიც, ჩემი სამიზნეც დავინახე და კონსულტანტმა გოგოებმაც არ დააყოვნეს. -რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ? მეკითხება ერთ-ერთი. უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე. სალაროსთან მისვლისთანავე, მოლარემ გაკვირვებული თვალები დამახვედრა ამას თბილი ღიმილი და ერთი ორი სიტყვაც მოაყოლა: -თქვენს მეუღლეს ძალიან გაუმართლა -ძალიან, მეც გამიმართლა აშკარად, უკმეხად ვუპასუხე და გარეთ გამოვედი სად არის ამდენი ხანი? მოსვენება დაკარგული ველოდები როდის გამოჩნდება. დავიღალე და ოთახში ასვლა გადავწყვიტე. მალევე კარის ხმა გავიგე და ცოტნეც რამდენიმე წამში ოთახში გაჩნდა. -გამომართვი, იცოდე ამისთვის ჩემთან პირადად ვალში ხარ. სახეს ისევ ჭარხლისფერი დაედო, გონება საჭირო სიტყვებს ეძებდა რა უნდა ეთქვა. ჩემი ტანჯული სახის დანახვისას ისევ თავად იკისრა სიტყვის თქმა: -არაფრის. ირონიულად შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. აა ხო დამავიწყდა ესეც შენ, დარწმუნებული ვარ დაგჭირდება, ცელოფნის პარკს მაწვდის და ოთახიდან გადის. ცელოფანში ჩახედვისთანავე ელდა მეცა. ცოტნეს ჩემთვის საცვლები უყიდია. ღმერთო რა სირცხვილია, როდის დამთვრდება ეს კოშმარი.... შუა ღამეს საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა. საათი ორს უჩვენებდა, ლოგინიდან ძლივს ავდექი და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე, კიბეზე ფეხის ბორძიკით ჩავედი. სამზარეულოში ქოშინით შევედი და წამლის ყუთს ძებნა დავუწყე თან ცალი ხელით მუცელი „მეჭირა“. ჩემმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ტყუილად ჩაიარეს,ვერაფერი ვნახე. ეს ეს იყო გასვლა დავაპირე და რაღაცას შევასკდი (კიდე ეგ მინდოდა მე უბედურს?!). -აქ რას აკეთებ? გაკვირვებული მეკითხება ცოტნე. სირცხვილი მავიწყდება და ვპასუხობ: -მენსტრუალური ტკივილი მაქვს, ტკივილგამაყუჩებელს ვეძებდი მაგრამ ვერ ვნახე. ვგრძნობ რომ ფეხებში ძალას ვკარგავ და ჩემი მდგომარეობა იატაკზე გაშხვლართისკენ მიბიძგებს, თუმცა ჩემ და გასაკვირად იატაკის ნაცვლად ცოტნეს მკლავებში აღვმოვჩნდი. ოთახში ამიყვანა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. ზუსტად ოც წუთში ცხელი ჩაით და წამლით ხელში დაბრუნდა. -ამას რატომ აკეთებ? -რას? რომ გაგიტაცე თუ იატაკთან ჩახუტებას რომ აგაცილე? -კარგად იცი რასაც ვგულისხმობ. -ჯერჯერობით ცოცხალი მჭირდები, შენი სიკვდილი ახლა არ მაწყობს. ირონიული ხმით მეუბნება. მისი სიტყვები ცოტა არ იყოს და მეწყინა, ეს სახეზეც ამესახა. კარგი ახლა დაიძინე, სადაცაა გათენდება. ორ დღეს კიდევ ორი გაწელილი დღე დაემატა. ცოტნე იმის მერე არ მინახავს. ლეილასთან კონტაქტში შესვლას ვცდილობ მინდა რამე ვათქმევინო ცოტნეზე და მის ოჯახზე, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოა ჩემი დაუღალავი მცდელობები.ის ყველაფერზე მელაპარაკება; თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა, როგორ უყვარდა ერთი ბიჭი, მაგრამ მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის და იმის მერე სხვა არავინ ყვარებია, როგორ კატასტროფულად მოუკვდა საყვარელი კატა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ცდება მის ენას ცოტნეზე. -ელენე შვილო, ქოთქოთით შემოდის ლეილა ოთახში. მაღაზიაში მივდივარ სავაჭროდ და მალე დავბრუნდები არ მოიწყინო. რამე ხომ არ გინდა წამოგიღო? ცოტა არ იყოს მიკვირს მისი კითხვა. მგონი მძევლის კვალობაზე საუკეთესო პირობები მაქვს. საკუთარი გამტაცებელი ნებას მრთავს ოთახიდან გამოვიდე, მენსტრუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ერთიანი ძალებით ვუმკლავდებით და სახლის დამხმარე მეკითხება მაღაზიიდან რამე ხომ არ წამოგიღოო... ჩემს ფიქრებში ძალიან გავერთე და ლეილამ კითხვა კვლავ გამიმეორა. -არა მადლობა არაფერი მინდა. ოთახში ყოფნა მომბეზრდა და გადავწყვიტე ისევ მომეწყო ექსკურსია სახლის პერიმეტრზე. მისაღებში ჩავედი და მხოლოდ ახლა შევნიშნე სურათი, რომელსაც პატარა, ლამაზი ჩარჩო ამშვენებდა. სურათზე ცოტნე იყო ვიღაც გოგოსთან ერთად. მისი ლურჯი თვალები სულ სხვანაირი იყო. ისინი ბედნიერებას ასხივებდნენ ახლანდელისგან განსხვავებით. ნუთუ ეს მისი შეყვარებულია ან იქნებ საცოლე, ან სულაც ცოლი თუმცა ბოლო ვერსიას გამოვრიცხავ სახლში ამ გოგოს არყოფნის გამო. ჩემი ჩამოთვლილიდან არცერთი ვერსია არ მომეწონა და ფიქრების გასაფანტად თავი გავიქნიე. კარზე ზარის ხმა გაისმა, მივხვდი რომ არც ლეილა და არც ცოტნე არ იყო. ცოტახანი კარს მივაშტერდი, ვყოყმანობდი გამეღო თუ არა, მაგრამ ბოლოს გამაყრუებელმა ზარის ხმამ სერიოზულად შემაღონა და კარისკენ წავედი. თვალებს ახალგაზრდა მამაკაცი შეეჩეხა. -ესეიგი ელენე შენ ხარ... სახლში შემოდის ისე რომ თვალს არ მაცილებს. თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა, თითქოს სკანერზე გამატარა. ყოჩაღ ცოტნეს, კარგი გასართობი უშოვია ირონიულად ამბობს თავისთვის, გეგონება მე იქ არ ვიყავი. -უკაცრავად, მაგრამ არც ლეილა და არც ცოტნე სახლში არ არიან. უხეშად ვუთხარი. -ოჰჰ უკვე გაითავისა გოგომ თავისი თავი ვაიმე ამას ახლა ისეთს მოვზდებ... დამშვიდდი ელენე, თავი უნდა დაიძვრინო, მისი იდიოტური და ირონიული სიფათის ნახვას ჩემი გული მეტს ვეღარ გაუძლებს. -იცით თვენ აქ დაბრძანდით და დაელოდეთ ცოტნეს, მე ოთახში ავალ. -ლეილა, სახლში ვარ მოვედი. ის სად არის? -ცოტნე რაღაც უნდა გითხრა. ელენე ოთახშია და განწირული ტირის. არაფერს არ მეუბნება. იქნებ შენ ახვიდე და გაარკვიო რა ხდება. -კარგი ავალ და ვნახავ. -უი მართლა დამავიწყდა მეთქვა, აქ ლევანი იყო მოსული შენი ძველი მეგობარი, სახლში რომ მოვედი გიჟივით გავარდა, არაფერი დაუბარებია. ელენესთან ავედი ოთახში. ნანახმა სურათმა გულში რაღაც ჩამწყვიტა. ელენე იატაკზე იწვა და ემბრიონის ფორმა ჰქონდა მიღებული. -მომკალი! -რა? ელენეს ნათქვამმა დამაბნია. -რაც გაიგე, მომკალი. რა საჭიროა ეს თავის მოკატუნებები და სცენები. -ელენე რაზე მეუბნები? წესიერად ამიხსენი რა სცენებზე მელაპარაკები? - არარაობა ხარ, გარეწარი. მითხარი რომ ჩემი აქ ყოფნა ფულის დაბრუნებისთვის გჭირდებოდა და მერე გამიშვებდი უვნებელს. შენ კიდე ძმაკაცებს მიგზავნი და... ენა ჩამივარდა და ისევ ცრემლებმა გაიკვალეს გზა. -ელენე ახლავე დაწყნარდი და მითხარი რა ჯანდაბა ხდება. უკვე ვხვდები რომ ნერვებმა მიმტყუნეს და კონტროლს ვკარგავ. -შენი ძმაკაცი იყო მოსული, მას... მას ჩემი გაუპატიურება უნდოდა, მაგრამ ლეილას დროულად მოსვლამ ხელი შეუშალა. იცოდე გეფიცები რომელიმემ ხელი რომ დამაკაროს ერთი წუთითაც არ ვიცოცხლებ თავს. -ა*ვარი, ნა*იჭვარი არ ვაცოცხლებ. ტყვიასავით გავარდა ცოტნე ოთახიდან, ჩემმა ცრემლებმა კი კვლავ შემახსენეს თავი. მადლობა ყველას. თქვენი კომენტარები მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.