შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გხედავ შენ (სრულად)


22-02-2017, 00:54
ავტორი tatiachelo
ნანახია 6 178

მარჯანიშვილის მეტროდან ამოსვლისას, შეამჩნევდით ახლად გარემონტებულ, ოთხ სართულიან კორპუსს. ულამაზესი ჩუქურთმებითა და განსაკუთრებული სილამაზით, რომ გამოირჩეოდა სხვებისგან.
პირველად მისი ნახვით აღფრთოვანებული, დიდხანს ვუყურებდი ამაყად მდგარ უსულო, ადამიანისგან შექმნილ ქმნილებას, თავმომწონედ, რომ გაჰყურებდა ჩემს ახლად ნაყიდ ბინას. მაშინ რას წარმოვიდგენდი, ამ მშვენების სიმშვიდე მოჩვენებითი თუ იყო.
ყოველ ღამით, როცა ქუჩას წყვდიადი ეფინებოდა, ჩაბნელებულ კორპუსში, მესამე სართულზე ვიღაც როიალზე უკრავდა ტანგოს, თითქოს ამ მელოდიით ცდილობდა მარტოობის გადაფარვას , სიბნელეში გამეფებული სიჩუმის ჩახშობას, დღის დაბრუნებას, მზის ამოსვლას.
უცნობი პიანისტი, ღამისეული სიჩუმის დამრღვევი იყო.
ორი თვის განმავლობაში ვუსმენდი, უცნობის მიერ საოცრად დაკრულ ტანგოს. გასაოცარი მხოლოდ სიბნელე იყო . იმ სართულზე საიდანაც ეს მელოდია ჟღერდა, არასდროს ანთებულა შუქი , მაგრამ ერთ დღეს, შევნიშნე მოხუცი ქალი, რომელიც ყოველ კვირას დადიოდა ამ სახლში .
სადარბაზოში შევდიოდი იმ ქალს, რომ მოვკარი თვალი, გამოლაპარაკება ვცადე.
-გამარჯობა ბებო.. ქალმა ეჭვისთვალით გადმომხედა ალბათ ფიქრობდა ხომ არ ვიცნობ და დამავიწყდა ამ სიბერის გამოვო..- მე აი ამ ბინაში ვცხოვრობ .. საჩვენებელი თითით ჩემი ბინისკენ მივუთითე.. - უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდოდა.. გავუღიმე დაბნეულს
-გაგიმარჯოს შვილო..
-თქვენ აქ ცხოვრობთ ?
- არა ბებო, მე ჩემს შვილიშვილთან დავდივარ აქ . მესამე სართულზე ცხოვრობს . იმ ბინისკენ მიმითითა საიდანაც ყოველ ღამით გამოდის ტანგოს მელოდია.
-შეიძლება თქვენი შვილიშვილი, რომ გავიცნო? გაოცებულმა ჩამხედა თვალებში. ცოტახანს ყოყმანობდა, მერე თვალებში სიხარული გამოესახა და მხიარულად დამიქნია თავი.
-წამოდი გაგაცნობ.. პადიეზდში შევიდა, მეც უკან გავყევი , კიბებზე ასვლისას გაჩერდა, ნაღვლიანად შემომხედა და თქვა - თადეუსი რთული ხასიათისაა ბებო თუ გეუხეშა არ გეწყინოს .. თვალცრემლიანმა აიარა დარჩენილი საფეხურები და კარებზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა.. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, გაისმა კარს იქით გასაღების ჩხაკუნი და თადეუსიც გამოჩნდა. მისი შავი თვალები აქეთ იქით დაცოცავდა, თითქოს ვერც შემამჩნია .. გაღიმებული იდგა და ელოდა მოხუცი ბებიის თბილ ჩახუტებას
-ბებო შენ ხარ? ხელებგაშლილმა ამოთქვა . ცუდად მომხვდა მისი კითხვა ყურში. თვალებ გაფართოებულმა გადავხედე მოხუცს.
-კი ბებო მე ვარ .. მოხუცი შვილიშვილს მიუახლოვდა . ბიჭმა მარჯვენა ხელი ბებიის მკლავს ააყოლა, მის სახეს მიუახლოვა და ლოყაზე მოფერება დაუწყო.. მომნატრებიხარ ნანო .. ღიმილით წარმოსთქვა.
-არ მაცხოვრებ ბებო შენთან, თორემ კი გეყოლებოდი ეხლა ყელში ამოსული. ნაზად გადაუსვა ხელი თავზე .
- შემოდი ბებო. გვერდით გაიწია ბიჭი ..
-ბებო მარტო არ მოვსულვარ, შენი მეზობელი მოგიყვანე შენი გაცნობა უნდა . მხიარულად ახარა გაბრაზებულ შვილიშვილს .
-ნანო ხო იცი ვერ ვიტან ხალხს.. გაღიზიანებულმა ამოთქვა და ხელი კარებს ძლიარად მოუჭირა . მე არც ვაქცევდი ბიჭის აგრესიას ყურადღებას, მის შავ თვალებში ვიყავი ჩაკარგული, რომელსაც დაეფარა სინათლე და ბიჭის ცხოვრებაც სევდიანად შეეცვალა .
-ბებო გაიცანი ეს .... ქალს არც მიუქცევია ყურადღება ბიჭის სიტყვებისთვის , ჩვენი გაცნობა სცადა .
-მე ნენე ვარ . გაღიმებული შევედი სახში და მის წინ დავდექი. ჩემი ხმის გაგებისას შეცბა. დაბნეული თავს აქეთ იქით ატრიალებდა .
-შემოდი ბებია .. ხელი მომკიდა მოხუცმა და მისაღებ ოთახში შემიყვანა. იქ მხოლოდ პიანინო, სკამი და დივანი იდგა.. ალბათ ხელი, რომ არ შეშლოდა სიარულში..შემოსასვლელისკენ გავიხედე თადეუსი კედელს მოუყვებოდა , პიანინოსთან მივიდა და მიეყრდნო..
-თადეოს მე მეჩქარება ბაბუაშენს უნდა მივხედო . პროდუქტს სამზარეულოში დავტოვებ , ხვალაც ამოვალ ბებია და გნახავ. გამოსძახა სამზარეულოში საჭმლის ლაგებით გართულმა მოხუცმა.- გამზადებული საჭმელიც მოგიტანე ბებია და მაგიდაზე დავდებ..
-კარგი ბებო , შევჭამ მერე.. მოხუცი სამზარეულოდან გამოვიდა, შვილიშვილს ლოყაზე აკოცა, თბილად გამიღიმა და სახლი დატოვა. ოთახში მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა ისმოდა, დაკვირვებით ვათვალიერებდი წინ მდგომს.
-შეგიძლია, რომ დაუკრა ? ჩემმა კითხვამ ააღელვა, ხელები აუკაანკალდა , ტუჩები აუთრთოლდა, გაფითრდა.
-დაღამდა ?
-არა . დაბნეულმა მივუგე
-მაშინ ვერ დაუკრავ ..
-რატომ ?
-მე მხოლოდ ღამით ვუკრავ .
-ვიცი.. მე შენი კორპუსის წინ ვცხოვრობ.. ყოველ ღამით მესმის, შენი დაკრული ტანგო .
-შეიძლება, რომ შეგეხო ? რამდენიმე წამის შემდეგ მკითხა
-კი რათქმაუნდა .. ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი .. ხელი მაჯაზე მოვკიდე, შეცბა.. მორიდებით აწია ხელები, სახეზე მომადო, ნაზად მისვამდა თითებს ..
-აღმიხწერე შენი თავი .. ჩემი სახიდან ხელები არ მოუცილებია ისე მიბძანა
-მწვანე თვალები, ჩვეულებრივი სწორი ცხვირი, ჩალისფერეი თმები და პატარა ყურები მაქვს .. გამეცინა .. მასაც გაეღიმა .. - საშვალო სიმაღლის, არც გამხდარი და არც მსუქანი არ ვარ .. იისფერი სარაფანა მაცვია და თეთრი კეტები,..
-ნეტავ შემეძლოს შენი დანახვა ..დანანებით თქვა
-შენ შეგიძლია , უბრალოდ წარმომიდგინე , შენს გონებაში დამხატე..
-ნეტავ მართლა ასეთი ადვილი იყოს .. თავი ჩახარა..ხელები ჩამოუშვა და იქვე მდგომ პიანინოს სკამზე ჩამოჯდა.. - რა ფერი მაისური მაცვია?
-თეთრი..
-რა უნიათო ვარ არა ? ისიც არ ვიცი რა ფერის მაისურს ვატარებ, მთელი დღის განმავლობაში .
-რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერის სამოსი გაცვია ? მხრების ჩეჩვით ვუთხარი
-აქვს .. ფერების დანახვა მინდა .. სინათლის დანახვა მინდა, თვალებს ვახელ, მაგრამ ყოველთვის ბნელა. ასე მგონია ამ სიბნელეში დავიკარგები და აღარ გამოჩნდება ის მომაბეზრებელი სინათლე .. ხელებს გავშლი, ავფრინდები და სამუდამოდ ჩავიკარგები ზეციურ სამყაროში ,მარადიულად დავხუჭავ თვალებს და გავქრები, ამ ბინძური სამყაროდან .
ამ სიტყვების გაგონებისას გავშრი, აცრემლებულმა გადავხედე თადეუსს.. პიანინოსკენ მიტრიალდა, თავსაფარი ახადა და ტანგოს დაკვრა დაიწყო.. დივანზე ჩამოვჯექი, ღიმილით ვადევნებდი თვალს მის თითებს, რომლებიც თეთრ კლავიშებზე ნაზად დაცოცავდნენ .. როდესაც დაკვრას მორჩა ჩემსკენ მოტრიალდა.
-არასოდეს დამიკრავს დილით , ეს პირველი შემთხვევაა. გაიღიმა
-შეიძლება ხვალაც, რომ მოვიდე?
-შეიძლება . თავის დაქნევით დამეთანხმა
ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეები .. მე და თადეუსი უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს..
ერთად დავდიოდით ქუჩაში...
ვუსმენდით სიმღერებს...
ერთად ვუკრავდით ტანგოს...
ვლაპარაკობდით დაუღალავად..
ერთ დღეს თადეუსთან ვიყავი ასული, საჭმელს ვუმზადებდი ..
-ნენე, ნუთუ შესაძლოა ადამიანი დაუნახავად გიყვარდეს ? მოულოდნელმა კითხვამ გაიჟღერა ოთახში.
-შესაძლოა .. დავეთანხმე ეშმაკურად მომღიმარს
-ანუ გჯერა შენ, მასეთი სიყვარულის?
- სიყვარული დანახვით არ მოდის, ეს ის გძნობა, რომელიც თავს მაშინ გატყდება როცა არ მოელი. მე მჯერა გულწრფელი სიყვარულის, არა თვალით შეყვარების არამედ გულით ..მასთან მივედი და ხელი გულზე დავადე .. ვიგძენი როგორ აუჩქარდა , სუნთქვა გაუხშირდა , სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.. გავიღიმე და ჩავეხუტე ..
-ნენე მიყვარხარ . აი ამ გულით მიყვარხარ და არა თვალით ... ჩემთვის შენ ხარ სინათლე .. შენით ვხედავ , მე იმ თეთრ სამყაროს რის ნახვასაც ვნატრობდი.. მე შენ გხედავ ნენე, ჩემს გონებაში დაგხატე, და ვერასოდეს ვეღარ წაგშლი ..აცრემლებული მოვცილდი ... ხელის გული ლოყაზე მივადე, თვითონაც იგივე გაიმეორა ..ჩემი ცრემლები მის ხელს დაეცა .
-ნენე, შენ რა ტირი ?
-არმინდა, რომ წავიშალო.. მინდა სულ მხედავდე.. მუდამ შენთან ვიყო ..შენს გონებაში ვიყო . უცნაურად გაიღიმა, მის შავ თვალებში სიხარული გამოისახა ..ხელი მაჯაში ჩამავლო და თავისკენ უფრო ახლოს მიმწია ..
-ვიცეკოთ ნენე ?
-ვიცეკოთ .. გაღიმებულმა მოვხვიე ხელები კისერზე და არარსებულ მუსიკას ავყევით ..



№1 სტუმარი Guest bibi

პატარა და საყვარელი ♥

 


№2 სტუმარი lalka

patara magram sulshi chamwvdomi.

 


№3  offline წევრი Violeta_ia

რა სასიამოვნო და ლამაზი წასაკითხია heart_eyes ძალიან ნაზი და სათუთი ისტორიაა. პატრაა,მაგრამ ბევრ დიდ ისტორიას ჯობს.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხომ პატარა ისტორიაა,მაგრამ ყველაფერი თქვი და ყოჩაღ,მართლა ძალიან მომეწონა
--------------------
ლანა

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan sayvarloba iyoo

 


№6  offline წევრი liliko12

ძალიან კარგი წასაკითხია blush პატარაა, მაგრამ იმდენი ემოცია დევს რომ ვერც კი წარმოიდგენ! ყოჩაღ ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№7  offline წევრი TeddyBear

პატარა თუმცა ემოციებით სავსე ისტორია იყო heart_eyes kissing_heart
ოღონდ პადიეზდი არა სადარბაზო kissing_heart
უნიჭიერესი გოგო ხარ შენ kissing_heart

 


№8  offline წევრი maria6

პატარაიყო მაგრამისეთი რომ აი ცრემლებიმომადგა არგინდარომ განავრცო დაბედნიერად დაასრულო ?

 


№9  offline წევრი tatiachelo

maria6
პატარაიყო მაგრამისეთი რომ აი ცრემლებიმომადგა არგინდარომ განავრცო დაბედნიერად დაასრულო ?

არ გამომდის ძირითადად ეს დიდი ისტორიები, მაგრამ ეხლა შევეცდები ამ ისტორიის უფრო ვცლად დაწერას. )) კარგ დასასრულში რას გულისხმობ ?
მადლობას გიხდით ყველას, მიხარია თუ მოგეწონათ )))

 


№10  offline წევრი japara

Aplodismentebi shen

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent