შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპასუხო კითხვები


22-02-2017, 02:33
ავტორი niniikoo616
ნანახია 1 902

1
როგორ ხდებიან ადამიანები ბედნიერრები? წარმოუდგენლად რთულია იპოვო პასუხი კითვაზე,რომლის პასუხიც თითქმის არავინ იცის...
როგორ შეიძლება ადამიანები ასეთი ბოროტები იყვნენ?როგორ შეიძლება ადამიანებს ასე შურდეთ ერთმანეთის?როგორ შეიძლება ამხელა ბოროტება სუფევდეს დედამიწაზე მაშინ,როცა ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ბედნიერების ძიებაში?რატომ არიან ადამიანები ასეთი შურიანები მაშინ,როცა თვითონაც შეუძლიათ მიაღწიონ იმას რაც სხვისგან სჭრით თვალს?რატომ არის ხალხი ასეთი ზარმაცი?
უცნაური იქნება რომ არ იყოს უცნაური ის,რაც ახლა ხდება.. ისეთივე უცნაური,როცა არავის უკვირს:''გუშინ ვიღაც ქალმა მეორეს 7 ტყვია ესროლა ვალების გაამო''ან''16წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო,რატო?დედინაცვალი სცემდა,ეგონა გათხოვება უშველიდა და ქმარშიც არ გაუმართლა''.შეიძლება ზედმეტდ მძაფრია დასაწყისი,მაგრამ დაუნდობელი რელობის წინაშე რთულია შეინარჩუნო ჰუმანიზმი.. რაშია პრობლემა? ჩვენ სიყვარული დავკარგეთ,დიახ,სიყვარული..ადამიანებმა ნდომა და თანადგომის უნარი დაკარგეს..ჩვენ დაუნდობლები ვართ და ამას მანამ ვერ აღვიქვამთ,სანამ თვითონ არ გავხდებით ჩვენისთანებისვე მსხვერპლნი.
მაშინ,როცა დგება დღე და ვხვდებით რამდენად საზიზღარია ყელაფერი,რამდენად დაუნდობელი,ღვივდება რაღაც ნაპერწკალი,სურვილი გაბრძოლებისა,გაბრძოლების ბოროტების წინააგმდეგ,მაგრამ მაშინ,როცა ყოველივე ამდენად დიდ მასაზეა მოცული,ერთეულებისთვის დაუძლეველ დაბრკოლებად იქცევა გამოსწორების სურვილი და მალევე კვდება,ქრება ნაპერწკალი,რომლის გაღვივებასაც ამდენად დიდი დრო დასჭირდა.
უბედურება იმაშია,რომ არავის უნდა ხმის ამოგება,არავის სურს იყოს პირველი.ეს შიშია,შიში იმისა,რომ პირველს მოხვდება ქვა და გახდება მსხვერპლი საკუთარი სურვილისა.ნათქვამია:სიმართლის მთქმელს ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდესო,ჩვენკი უბედურების მოლოდინში გაჩუმებას ვარჩვთ.
ხალხი შემგუებელია.ვეგუებით ყველაფერს,არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მტკივნეული თუ მძაფრია მომხდარი.მაშინ ,როცა უბრალოდ გაჩუმებას არჩევ,შენდაუნებლიედ ხდები შემგუებელი და მომავალი წარსულზე უარესი ხდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent