ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (VI თავი)
მთელი საღამო უხასიათოდ იყო. დანა პირს არ უხსნიდა. სოფოს შეკითხვაზე, თუ რატომ იყო მოწყენილი, რამოდენიმეჯერ ისეთი უხეში პასუხი გასცა, რომ ქალი საოცრად ნაწყენი, შუბლშეკრული მთელი დღე იბღვირებოდა. ბოლოს ნიაც გაბრაზდა საკუთარ თავზე ასეთი ქცევის გამო და სოფო ძლივს შემოირიგა. ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ. არც დილის საუბრები იყო ჩაისთან ერთად, არც საინტერესო ისტორიები და გრძნობების გაზიარება. უცხოობის განცდამ იჩინა თავი. საღამომ რომ მოატანა, თვითონაც გაემზადა. ახლად ნაყიდი ტანსაცმელი ჩაიცვა. თავს საოცრად არაკომფორტულად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ყიდვისას ასეთი მოუხერხებელი სულაც არ ეჩვენებოდა. წამდაუწუმ ქვევით ქაჩავდა მინი კაბას და თმებს ისწორებდა. ოთახხიდან ქუსლების კაკუნით გამოვიდა სოფო და როდესაც გოგონა დაინახა გაკვირვებული შედგა. -ვაუ.. კარგად გამოიყურები, მაგრამ არ მეგონა დღეს თუ მოდიოდი. -ხო... გუშინ მითხრა სანდრომ, რომ უკვე დრო იყო. - ნაღვლიანი ხმით ამოილაპარაკა. -მოდი, მაშინ თმას და მაკიაჟს გაგიკეთებ. არ გეწყინოს მაგრამ საერთოდ არ ხარ ამის აზრზე. -კი, უკეთესია შენ გამიკეთო, თორემ ნამდვილ საფრთხობელას დავიმსგავსე თავი. გოგონა სარკის წინ ტუალეტის მაგიდასთან დაჯდა და მორჩილად მიენდო სოფოს, რომელიც მის გარშემო ქარბორბალასავით ტრიალებდა და მაკიაჟსა და ვარცხნილობას ხელახლა უკეთებდა. როდესაც ყველაფერი დაამთავრა ქალმა და საბოლოო შედეგს სარკეში შეხედა კარგა ხანს შოკირებული იყო. იქედან სულ სხვანაირი ნია უმზერდა. თამამი, გამომწვევი, სექსუალური. მისი თვალები, ტუჩები და ტანი საოცრად მადისაღმძვრელად იმზირებოდნენ და თითქოს მახეში გაბამდნენ, თავისკე გიტყუებდნენ. გოგონა დაკვირვებით ათვალიერებდა საკუთარ თავს და ცდილობდა მსგავსება მოეძებნა წარსულსა და ახლანდელს შორის. ერთადერთი რაც იპოვა საევდიანი თვალები და კუპრივით შავი თმის ტალღები იყო. -აბა, როგორ შეაფასებ ჩემს ნამუშევარს? - ცალი წარბი ასწია სოფომ. -შესანიშნავია. ნამდვილი პროფესიონალი ხარ. მეც კი ვერ ვცნობ ჩემს თავს. -კარგიი, რახან ასეა. დროა წავიდეთ. გოგონა უხმოდ მიჰყვა კორიდორში გასულ სოფოს, მასთან ერთად გრძელი მანტო მოისხა. გასვლას აპირებდა, როდესაც სოფომ შეაჩერა. ქალის თვალებში ნაღველი იკითხებოდა. -ყველაფერი კარგად იქნება. -ძლივს ამოილუღლუღა. -და შენ ამის გჯერა? სოფომ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ნიას მაგრამ მოეხვია. შემდეგ მოშორდა, კლატჩი აიღო და ორივემ უხმოდ გაიხურეს ბინის კარები. ქუჩაში ისევ ციოდა. აქა იქ წვიმის წვრილი წვეთები ჩამოვარდებოდა ხოლმე. ხალხის რაოდენობაც საკმაოდ შემცირებულიყო. ქალები ჩქარი ნაბიჯით გაუყვნენ ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩას გაჩერებაზე მისულებს საკმაო ხანი დასჭირდათ ლოდინი. -აქამდე სად იყავით? - კევის ღლაჭუნით მიუახლოვდა ლალიტა და გოგონები გადაკოცნა. - მე და სანდრო კარგა ხანია გელოდებით. ვაუ, ნია შესანიშნავად გამოიყურები. ყველას დაშოკავ დღეს და დიდ კუშსაც მოხსნი მგონი. - თვალი ჩაუკრა და ტანის რხევით გაუძღვა გოგონებს. გოგონები ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ ბარში. კარის ხმაზე ტრადიციულად ბარის კუთხეში მჯდომმა სანდრომ მათკენ მოატრილა თავი და წამიერად მზერა გაუშეშდა. შემდეგ თავი გააქნია, თითქოს გამოფხიზლდაო. წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა მათკენ. მიახლოებულმა ხელი დაავლო ნიას, გოგონებს თვალით ანიშნა რაღაც და თვითონ კი მასთან ერთად ერთ-ერთ კუთხეში მდგომი მაგიდისკენ გაემართა. გოგონები კი მოშორებით ჩამოსხდნენ. სანდრომ მაგიდასთან მისულ დაბნეულ გოგონას სკამი გომუწია. -დაჯექი - ჩურჩულით ანიშნა და შემდეგ თვითონაც დაიკავა გოგონას წინ ადგილი. -კი მაგრამ სოფო და ლალიტა რატომ მოგვშორდნენ უცებ ან ეს რას ნიშნავდა? -არ არის აუცილებელი ყველა ერთად გვნახონ. ასე ეჭვს აიღებენ ჩვენზე და პრობლემები არ მჭირდება. -კარგი - გოგონა დაკვირვებით ათვალიერებდა ბარს.- ეს თქვენი მორიგი პოსტია როგორც ვხედავ. - ირონიულად ჩაიღიმა. -თქვენი არა, ჩვენი. - არ დააყოვნა მამაკაცმაც. - ნუ დაგავიწყდება აქ რისთვის ხარ. -როგორ შეგიძლია ერთ წამში მომიშხამო ხასიათი. - წარბშეკრულმა გადახედა გოგონამ და ისევ ბარის თვალიერება განაგრძო. სანდრომ ხელი ასწია და მიმტანი იხმო. -მოგესალმებით. რას ინებებთ? მენიუ ხომ არ გნებავთ? -არა. ორი ბეილისი მოგვიტანე. -დიახ. სხვა? -მეტი არაფერი. -ახლავე. მიმტანვა მაშინვე დატოვა და შეკვეთის მოსატანად გაემართა. -დიდხანს უნდა იყურო აქეთ-იქით?! -და მერე შენ რა? -მე არაფერი. უბრალოდ ზედმეტ ყურადღებას იქცევ. -თქვენი შეკვეთა. - მიმტანმა ჭიქები მაგიდაზე დააწყო. - კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს? -არაფერს. დაგვტოვე. უკვე საღამოს ათი საათი იყო. ბარშიც ხალხი შესამჩნევად მომრავლებულიყო. -აქ იჯექი და შეეცადე შეუმჩნეველი იყო. არავინ აგეკიდოს. - მოულოდნელად უთხრა სანდრომ, წამოდგა და დახლთან ჩამწკრივებულ მაღალ სკამებზე გადაინაცვლა ერთ-ერთი უკვე საკმაოდ შემთვრალი მამაკაცის გვერდით და საუბარი გაუბა. დრო ნელა და მოსაწენად მიიზლაზნებოდა, ახალიც არაფერი ხდებოდა. შეამჩნია როგორ გავიდა ბარიდან ჯერ ლალიტა ვიღაც გალეშილ კაცთან ერთად. შემდეგ სოფო... ახლა მისი ჯერი მოდიოდა. ამის გაფიქრებაზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა და თითების ნერვიულად კაკუნს მოყვა მაგიდაზე. გარეთ, ბარის პირდაპირ დაბურულმინებიანი შავი ჯიპი გაჩერდა. კარი გაიღო და იქედან ერთი შეხედვით სიმპათიური, მაღალი სილუეტი გადმოვიდა. შავი შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. ნელი, მყარი ნაბიჯით მიდიოდა ბარისკენ. იქ შესულმა მალევე მიიქცია ბარში მყოფი მანდილოსნების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღება. ნია კი მისგან ზურგით იჯდა ამიტომ ვერ დაინახა საყოველთაო ყურადღების ობიექტი. ბარისკენ გაემართა და პირდაპირ სანდროს გვერდით დაიკავა ცარიელი ადგილი. თან სასმელი მოითხოვა. სანდრომ ერთი შეათვალიერა. შემდეგ კი მისკენ მიბრუნდა და როგორც ჩვეოდა საუბრის წამომწყება სცადა. მამაკაცმა რამოდენიმეჯერ წარბაწეულმა, მომაბეზრებელი სახით გახედა, თუმცა მალევე აყვა დიალოგში. ბოლოს კი როდესაც სანდრომ იქვე ბარის მოფარებულ კუთხეში მარტო მჯდომი გოგონასკენ ანიშნა მამაკაცს თვალები აენთო. კმაყოფილი მზერა მოატარა გოგონას და სანდროს რაღაც გადაულაპარაკა. შემდეგ სასმელის ფული გადაიხადა და ბარიდან გავიდა. თითქმის ოციოდე წამის შემდეგ სანდროც წამოდგა და ახლა უკვე გოგონასკენ გაემართა. თავზე დაადგა და უხეშად მიმართა: -ადექი. კლიენტი ვიშოვე. გოგონა შეკრთა. მთელი სხეული შიშის გრძნობამ მოიცვა. აკანკალებული ხელები მაგიდის ქვეშ დამალა. ახლა უფრო მწარედ განიცადა თავისი არჩეული გზა და კიდევ ერთხელ ინატრა ნეტავ მაშინ ხიდზე სოფოს არ შევეჩერებინე, ახლა ხომ მშვიდად ვიქნებოდიო. მიუხედავად სანდროსთან გამოჩენილი სითამამისა, ესიკვდილებოდა უცხოს შეხებისა და მოფერების ატანა. საკუთარი სხეულის გაყიდვა. კიდევ ერთხელ გონებაში ათასი სალანძღავი, უკანასკნელი სიტყვით შეამკო საკუთარი თავი. -როდემდე გელოდო? მოეთრევი თუ არა? - კბილებში გამოსცრა სანდრომ. გოგონამ შეცბუნებულმა ახედა. სანდროს ყბები დაჭიმვოდა, მის უკუნით შავ თვალებში ბრაზსა და რაღაც უფრო მწვავე ტკივილს ჩაებუდებინა. თავის მხრივ სანდროც შეცბა გოგონას სევდიან მზერაზე. ხელი ნელა მოჰკიდა და წამოაყენა, შემდეკ კი მასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა. გოგონა უხმოდ მიჰყვებოდა. გეგონებოდათ სიკვდილმისჯილთა დილეგიდან ახლახანს გამოიყვანეს და განაჩნის აღსასრულებლად მიჰყავდათ. გარეთ გამოსულმა ცივი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -აი იქ - ხელით ანიშნა სანდრომ. - მანქანაში. გოგონა ნელი ნაბიჯით გაემართა ნაჩვენები მიმართულებისკენ. შუა გზიდან კიდევ ერთხელ მოხედა სანდროს და ისევ გზა განაგრძო. მანქანას მეორე მხრიდან მოუარა კარი გააღო და უეცრად გაშეშდა. სხეულში შიშის მსგავსი გრძნობა ამოუბუყბუყდა. თვალები გაუფართოვდა და რამოდენიმე აბნეული ნაბიჯი გადადგა უკან. მანქანაში ლეო იჯდა. მაშინვე იცნო, პირველი დანახვისთანავე, ან რა დაავიწყებდა მის თავს. ახლაც მშვენივრად ახსოვდა რამოდენიმე კვირის წინანდელი ინციდენტი. მამაკაცი ირონიააკრული სახით შეჰყურებდა. -ხომ გითხარი მაინც ხელში ჩაგიგდებ მეთქი პატარა ძუკნა?! კარი სასწრაფოდ დახურა. სწრაფი ნაბიჯით მოშორდა მანქანას და სანდროსკენ გაიწია, თუმცა მძღოლის კარი გაიღო და ლეოც ორ ნაბიჯში დაეწია. მკლავში ხელი ჩაავლო და უკან წაათრია. -თავი გამანებე, შემეშვი. - გაიბრძოლა გოგონამ. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ხელ-ფეხს იქნევდა. -რა ხდება?! - გაისმა სწრაფი ნაბიჯით მომავალი სანდროს ხმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში შუბლშეკრული, ბოღმით უყურებდა მანქანისკენ მიმავალ გოგონას. როდესაც იგრძნო, რომ სიტუაცია აირია, მაშინვე ყველაფრის გასარკვევად გაემართა. -არაფერი არ ხდება. ამ საქმეს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ არა პატარავ? - ამაზრზენი სახით გადახედა გოგონას. -ხელი გამიშვი! - კიდევ ერთხელ წამოიყვირა გოგონამ. - მე ამას არ გავყვები. გესმის? არ გავყვები! - სახე სანდროსკენ მიატრიალა. მამაკაცმა მაშინვე ამოიცნო მის სახეზე ასახული ემოციების კორიანტელი. შიშის, ზიზღის, სასოწარკვეთისა და მუდარის ნარევი. გოგონა აშკარად დახმარებას სთხოვდა. -თავი დაანებე. როგორც ჩანს ჩვენი გარიგება არ შედგება. -და რატომ? მე მის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ. ჩვენ უკვე შევთანხმდით. -უკვე გითხარი არა მეთქი! - ხმას აუმაღლა სანდრომ. -ორმაგს გადავიხდი. -არა. -სამმაგს.. -არა მეთქი! რამდენჯერ გავიმეორო. - უკვე იღრიალა მამაკაცმა. მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, გოგონა ხელიდან გამოგლიჯა და უკან ამოიყენა. -მისმინე ძმაო, რატომ იქმნი პრობლემებს? - ხელი ძლიერად დაკრა სანდროს მხარზე და მოუჭირა. - შემიძლია თანხა უფრო გავზარდო. სანდრომ მისი ხელი მხრიდან უხეშად მოიშორა და ყბებდაჭიმულმა უთხრა: -მგონი გასაგები უნდა იყოს უკვე, რომ შენთან ერთად არ წამოვა. ახლა კი აქედან დაახვიე. ლეოს სახეზე მრისხანება აღებეჭდა. მის წინ არსებულ დაძაბულ, განრისხებულ მამაკაცს საყელოში ხელი ჩაავლო, მარჯვენა ხელი მოუქნია და მის ყბაზე ბათქით დაეცა მომუშტული ხელი. სანდრო შებარბაცდა და უკან რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, თუმცა მალევე გამოფხიზლდა და მომდევნო დარტყმა აიცილა. სამაგიეროდ თვითონაც შეუბრუნა ხელი და ლეო მიწაზე დააგდო. ზემოდან მოექცა და მუშტები დაუშინა, თუმცა მალევე თავად აღმოჩნდა მიწაზე გართხმული. ლეო კი დაუშრეტელი სისასტიკით ურტყავდა. ნია თავიდან შეკრთა და უკან დაიწია. მოშორებით უყურებდა დაძაბულ სიტუაციას. შემდეკ კი როდესაც დაძაბულობა ხელჩართულ ჩხუბში გადავიდა, უკვე შიში უფრო გაუმძაფრდა. უყურებდა მტვერში ამოგანგლულ ორ სხეულს, რომელიც ერთმანეთს გამეტებით უყტყამდა და თითოეულ დარტყმას საკუთარ თავზე განიცდიდა თითქოს. არ იცოდა რა ეღონა, როგორ გაეჩერებინა. მხოლოდ საშველად დაძახება მოაგონდა. -გთხოვთ დამეხმარეთ! გთხოვთ გააშველეთ... ერთმანეთს დახოცავენ!. არის ვინმე აქ?! - მის ყვირილს არავინ გამოხმაურებია. სასოწარკვეთილმა არ იცოდა რა გაეკეთებინა. შემდეგ კი იქვე გაზონზე დაგდებული მოზრდილი ქვა შეამჩნია. არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა მისკენ. ხელში აიღო. ლეო კვლავ განაგრძობდა თითქმის გონზე არ მყოფი სანდროსთვის მუშტების დაშენას. გოგონა მიუახლოვდა. ხელებში ჩაბღაუჭებული ქვა მაღლა ასწია და მამაკაცის თავზე დაუშვა. ლეომ ერთი ამოიბღავლა, გვერდით გადავარდა და თავზე ხელი წაივლო. -ისევ ძველებურად იქცევი შე ძუკნა?! -არაადამიანური ხმით მიმართა სანდროსთან ჩამუხლულ გოგონას და ბრაზისგან კბილები გააჭრიალა. -არა უშავს.. არა უშავს, ორივე მოგხედავთ. თავ-ბედს გაწყევლინებთ. მიფრთხილდით. -ამოიბღავლა, მანქანის კარი გამოგლიჯა, ჩაჯდა და ადგილს სწრაფად მოსწყდა. -სანდრო, როგორ ხარ? - შეშინებული ეკითხებოდა გოგონა და თან ცდილობდა წამოდგომაში დახმარებოდა. მამაკაცმა კი მისი გამოწვდილი ხელი უხეშად მოიშორა. ნელა, ტკივილისაგან დაჭყანული სახით წამოდგა. ტანსაცმლიდან მტვერი გაიბერტყა და მის უკან მდგარ გოგონას მიუბრუნდა. -როგორც ვხედავ იმ ნაბიჭვარს უკვე იცნობ. -შეიძლება ითქვას. მამაკაცი კვლავ ბარისკენ გაემართა, ნიაც უკან მიყვა. იქ შესული უკანა მხარეს წავიდა, საპირფარეშოსთან შედგა და მის ზურგს უკან მდგომ გოგონას მიუბრუნდა. -აქაც უნდა შემომყვე? -წარბაწეულმა მიმართა. შიგნით შევიდა და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა. რამოდენიმე ხუთში გამოვიდა. სისხლიანი სახე მოეწმინდა, ტანსაცმელიც შეძლებისდაგვარად გაეწმინდა. გარეთ ატუზულ გოგონასთან მივიდა და ბოხი ხმით უთხრა. -სალაპარაკო მაქვს. აქედან მივდივართ. წამომყევი. გოგონაც მორჩილად გაჰყვა უკან. საკმაო მანძილი გაიარეს, როდესაც სანდრომ სადღაც ბნელ ჩიხში შეუხვია. გარეთ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გოგონა ჯერ შედგა, შემდეგ კი თამამად მიჰყვა მამაკაცს სიბნელეში. თავს სრულიად მშვიდად გრძნობდა, როდესაც უეცრად ხელი ჩაავლეს და კედელზე ააკრეს. -ახლა კი მეტყვი იმ ახ..რს საიდან იცნობ? -სიბნელეშიც კი ხედავდა სანდროს განრისხებულ, ანთებულ თვალებს. -გახსოვს ის დღე პირველად რომ გნახე? ლეოსაც მაშინ შევხვდი... -გააგრძელე! -ერთ-ერთ ბარში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა მიმტანად. ლეო ბარის მფლობელის მეგობარი იყო. ჩემი გაუპატიურება სცადა, თუმცა თავზე ბოთლი გადავამსხვრიე, მე კი ამის გამო დამითხოვეს. მაშინ დამემუქრა, რომ სამაგიეროს გადამიხდიდა. და აი დღეს შენი წყალობით შევხვდი. - რაც შეეძლო მოკლედ უამბო ყველაფერი და მომლოდინე მზერით მიაჩერდა. -ეგ ნაბ..ვარი. - სანდრო ჯერ მშვიდად უსმენდა, შემდეგ კი გოგონას უფრო მიუახლოვდა, სახე მის კისერში ჩარგო. -ვერ შეგეხება. ვერასდროს ვერ შეგეხება. - ბუტბუტებდა და ტუჩებს ნიას მოშიშვლებულ კისერზე და მკერდზე დაატარებდა, მისი მოფერება ნელ-ნელა უფრო უხეში ხდებოდა. კონტროლი მაშინ დაკარგა, როდესაც გოგონამ თმებში შეუცურა ხელი და ხმამაღლა ამოიკვნესა. ფეხებზე ხელები წაავლო და წელზე შემოიწყო, კაბა ბოლომდე აუკეცა. გოგონას კიდევ უფრო მიეკრო და მისით ტკბობა განაგრძო. დროდადრო რაღაცას ბურტყუნებდა, რომლის აზრიც ნიას არ ესმოდა. გრძნობდა გოგონასთან ერთიანობას და სადღაც უსასრულო სივრცეში იკარგებოდა. მის კვნესას უფრო გადაჰყავდა ჭკუიდან. ბოლოს გოგონამ კისერზე მაგრად შემოხმია ხელები და მთელი სხეულით მოეშვა. ღამის სიჩუმესა და უკუნ სიბნელეში ორივე ღრმად სუნთქავდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ სანდრო გოგონას მოშორდა და ქამრის შეკვრასთან ერთად ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. გოგონამაც შეისწორა არეული ტანსაცმელი, აბურდული თმები და არეული ნაბიჯით მიჰყვა უკან მამაკაცს. კიდევ გაიარეს ცოტაოდენი მანძილი.პარკთან ორივე შედგა და გვერდიგვერდ დასხდნენ. - სამაგიეროს გადაგვიხდის, შეგვპირდა და შეასრულებს. ისიც მათნაირია. -ვისნაირი.. -ისიც ღმერთების წარმომადგენელია. -ვერ გავიგე. - ამოიბურტყუნა გოგონამ -ეს მიწა, ეს ქალაქი ორი უკიდურესობის საკუთრებას წარმოადგენს. ისინი - ხელი მათი წინ გაჩერებული ახალთახალი, "ბეემვეს" ბოლო მოდელში ჩამსხდარი ორი ტიპისკენ გაიშვირა. - ღმერთებია. მათ ყველაფრის უფლება აქვთ. ყველა მათი ახირება შესრულებადია. ისინი მბრძანებელი, მმართველი „ელიტაა“ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე. გარეთ კი მიყრუებულ გარეუბნებში სხვები, ნარკოდილერები, მეძავები, ქურდები, ყაჩაღები და ათასი რჯელის ნაძირალა, ანუ მონსტრები ცხოვრობენ. ეს ქალაქი ღმერთებისა და მონსტრების საკუთრებაა... მე ვარჩიე მონსტრი ვყოფილიყავი. - სიგარეტი ქვაფენილზე დააგდო, ფეხით გასრისა. სკამიმდან წამოდგა, შებრუნდა და აუჩქარებელი ნაბიჯით სიბნელეში გაუჩნარდა. *_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_* ესეც მორიგი თავი. რატომღაც დაინტერესებას ვერ ვხედავ, არც ბევრი მკითხველი ჰყავს ამ ისტორიას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გავაგრძელებ ან არ დავასრულებ. უბრალოდ ძალიან მაინტერესებს მკითხველის აზრი. რას ფიქრობენ პერსონაჟებზე და ზოგადად ისტორიაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.