მებაღე (ნაწილი 26)
26. ,,ალბათ წარმოსახვა და ილუზია უფრო მისაღებია ხოლმე, ზოგჯერ ხვდები ადამიანს და გული გწყდება რომ ისეთი არაა როგორიც გინდოდა ან გეგონა... შორიდან ყველა კარგია და საუცხოო, მაგრამ სინამდვილეში... და ყველაზე საშინელება ისაა, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასს ეხები და აფუჭებ. ზოგჯერ სჯობს ყველაფერი ხელშეუხებლად დატოვო და ისე დატოვო როგორიცაა და შორიდან დატკბე.’’ რადგან თარიღი არსად იყო დასმული, გაუგებარი იყო, თუ როდიდან დაიწყო წერა ან ახლაც აგრძელებდა თუ არა... „როგორ მინდოდა მოგეყოლა შენი ცხოვრების შესახებ... ნეტა როგორი იყავი ბავშობაში?.. ბევრჯერ მიცდია წარმომედგინა... - მე მართლა არ მაქვს საინტერესო წარსული და არც მახსენდება რაიმე მოსაყოლი და არ ვიცი რა მოგიყვეო... - ეს შენი სიტყვები იყო... ნუთუ ასეთი მძიმე ბავშვობა გქონდა?... ალბათ როდესმე მომიყვები... და ამოხეთქავ ყველაფერს, რაც გულში გაქვს და გაწუხებს... და ამოხეთქვის ხასიათზე, რომ იქნები, სწორედ მაშინ მინდა რომ შენს გვერდით ვიყო და ჩემთან ამოხეთქო შენი დარდი... მე კი ყურადღებით მოგისმენ და გულით გითანაგრძნობ... ვიცი ამ ყველაფერს დრო უნდოდა, დრო და ძალის მოკრეფა... ამიტომაც არ გაჩქარებდი... და ახლაც გელოდები და რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმდენს დაგელოდები... რაც არ უნდა მომიყვე არაფერი მეწყინება... და გაგიგებ... შეიძლება შენს მონაყოლზე გულიც დამწყდეს, მაგრამ გაგიგებ... ყელში რაღაც მომაწვა... ამას რომ გწერდი... რაღაც ძალიან სასიამოვნო... მაგრამ არ მინდა რომ გაგრძელდეს... იმიტომ, რომ მერე დამთავრდება... დამთავრების მეშინია...“ „გეგონა მოსაწყენი იქნება შენზე, რომ მიამბო რაიმე?.. სულაც არა... მართლა ძალიან კარგ ადამიანად მიმაჩნიხარ და უნდა დაიჯერო, რომ რაც არ უნდა შეგემთხვეს, ეს უკვე მოხდა და ვერ გაექცევი, ამიტომ ისეთმა უნდა გააგრძელო ცხოვრება როგორიც ხარ... თუნდაც მე შემომხედე... უკან აღარ ვიხედები.... რაც იყო უკვე წარსულს ჩაბარდა...“ „ნეტავ ახლა შენს გვერდით მამყოფა... ვისხდეთ ერთად და ბევრს, ძალიან ბევრს ვსაუბრობდეთ... შენ მომიყვებოდი რაიმეს, თუნდაც ზღაპარს.... მე კი მოგისმენდი... ნეტავ მართლა ამისრულდეს ეს სურვილი და გპირდები, რომ არასდროს არ მომბეზრდები და არასდროს არ შევწუხდები შენით... უშენობამ კი შეიძლება შემაწუხოს... საშინლად შემაწუხოს...“ ,,მინდა რაღაც გთხოვო.... მინდა რაღაც გთხოვო, იმიტომ არა, რომ უკვე საკმარისად გთხოვე, არა პირიქით, უბრალოდ მგონია რომ თავს მოგაბეზრებ და მინდა ცუდად არ გამიგო, მე შენს შესახებ ბევრი რამ ვიცი, ნუ მგონია, რომ ვიცი, მგონია რომ ვხვდები, და თითქოს ისიც ვიცი რატომ წახვედი... გთხოვ არასდროს მკითხო, თუმცა... ხოდა მესმის შენი, არადა მე შენ ყველანაირი მიყვარხარ და მაინტერესებხარ, სულ მეფიქრება შენზე და სიამოვნებას მანიჭებს ეს ფიქრები. მადლობა ღმერთს, რომ ვარსებობთ და ერთმანეთი შეგვახვედრა, თუნდაც სულ ცოტა ხნითა და თუნდაც სულ დროებით, ბედნიერი წუთები, რომ მაჩუქა... მერე რა რომ, წახვედი... ჩუმად მაინც ხომ არ გაპარულხარ... არ ვიცი რაშია საქმე და წარმოდგენაც კი არ მაქვს, მაგრამ რამდენიც შეგეძლო, იმდენი მითხარი და ამიხსენი... ამიტომაც მჯერა და მომწონს შენი გულახდილობა და ამიტომაც მიყვარხარ და სულ მეყვარები შენი შორეული მეგობარი დადა. D.A.G.“ დადა ხშირად თითქოს ხელს აწერდაო, ასომთავრულით რამდენიმე ასოს ერთმანეთში ხლართავდა, ზოგან მხოლოდ ინიციალები იყო ზოგან კი უფრო გარკვევით წრეში ჩახატული... ასოთა წყობა მეორდებოდა და თითქოს ერთ მთლიან რაღაც შტამპს ქმნიდა... D.A.G. ...ყველგან ერთი და იმავე იყო, მხოლოდ შედეგ უკვე თანდათან სხვადასხვა გვერდზე წრეში ჩახატულ ასოებს გერბის ფორმა მისცემოდა... შედარებით მომდევნო გვერდებზე კი უკვე გარკვევით ეხატა... ძალიან, ძალიან ნაცნობი გერბი... პატრონი ჩაფიქრდა, ვერაფრით იხსენებდა სად შეიძლებოდა ენახა... ან დადამ სად ან ვისთან ნახა... საიდან მოიტანა... პატრონს ფიქრები აერია, ვეღარ გაეგო რა ხდებოდა, რას ნიშნავდა ეს ნახატი ან დადასთვის როგორღა უნდა ეკითხა... მაშინ ხომ გაირკვეოდა, რომ მან დადას დღიური წაიკითხა... ეზოში მანქანის ხმა გაისმა. ზეკის მანქანა იყო. პატრონმა სასწრაფოდ წიგნი ადგილზე დააბრუნა და მათ შესაგებელად გაეშურა. LEX·2016 წლის 13 მარტი, კვირა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.