შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Secret/საიდუმლო (თავი 3)


25-02-2017, 13:56
ნანახია 1 839

სამი დღე უაზროდ გავიდა, ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ლილის საუკეთესო მეგობარი მარტინა გავიცანი და მივხვდი რატომაც იყო ლილი ასე ძალიან შეცვლილი. ადრე სხვა გოგონებთან მეგობრობდა, მაგრამ როგორც ჩანს მათთან კავშირი გაწყვიტა და ახლა მასთანაა. სიმართლე გითხრათ მარტინამ დიდად არ მომხიბლა, არა იმიტომ რომ ის განსხვავებულია, უბრალოდ მას არ ვენდობი.
დილით როცა გავიღვიძე უკვე თორმეტი სრულდებოდა, სასწრაფოდ წამოვდექი საწოლიდან, სკოლაში უნდა წავსულიყავი ფორმის წამოსაღებად სანამ დაიკეტებოდნენ. წყალი გადავივლე და დაბლა ჩავედი სასაუზმოდ, ლილიც იქ იყო, გამეხარდა, არ მიყვარდა მარტო საუზმობა. როცა ვისაუზმეთ „ჩემ ოთახში“ ავედი, რომ გამომეცვალა. სკოლის გზა უკვე ვიცოდი ამიტომ შემეძლო მარტო, მამიდას გარეშე წავსულიყავი.

მივდიოდი და თან ყველაფერს კარგად ვაკვირდებოდი, რომ გზა არ ამრეოდა. სულ ცოტაც და სკოლასთან ვიქნებოდი, როცა ქუჩის კუთხეში ზეინი შევნიშნე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფეხები ამიკანკალდა, როცა გამოიხედა და თავისი თაფლისფერი თვალები შემომანათა. ჩემგან შორს იდგა მაგრამ მისი მწველი მზერა ჩემამდეც აღწევდა ვგრძნობდი როგორ და მაკვირდებოდა, თითქოს ჩემს ყველა მოძრაობას სწავლობდაო. მისი ეს ქცევა სხეულში განსვავებულ შეგრძნებებს მბადებდა. შემეშინდა და ნაბიჯებს ავუჩქარე. მინდოდა ძალა მომეკრიბა როცა მას ჩავუვლიდი. ნეტა სინდისი მაინც არ აწუებს იმის გამო რაც გამიკეთა? მაგრამ არამგონია, როგორც ჩანს გულზე დიდად არ ვეხატები და მისთვის საერთოდ არ აქ მნიშვნელობა სად ვიქნები, აქ თუ პოლიციაში. მალე ძალიან მივუახლოვდი, გულისცემა საგრძნობლად ამიჩქარდა, მთლიანად იმაზე ვიყავი კონცენტრილებული რომ არ დავბნეულიყავი და წესიერად, წაბორძიკების გარეშე ჩამევლო მისთვის. მაგრამ ალბათ, ზუსტად ამან შემიშალა ხელი და წამის მეასედში ძირს, ცივ მიწაზე ამოვყავი თავი. როცა გავაანალიზე რა მოხდა, დავინახე როგორც გაიცინა ზეინმა და თავი გაიქნია. თავი ესე
შერცხვენილად არასდროს მიგვრძნია, ალბათ მთელ სახეზე ერთიანად ვიყავი აწითლებული, სირცხვილისგან და ტკივლისგან თვალებზე ჩემდაუნებურად ცრემლები მომადგა. არ ველოდი რომ ზეინი დამეხმარებოდა და ამაყენებდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა როცა ზურგი მაქცია და თავის გზაზე წავიდა. ფეხზე წამოვდექი და სასწრაფოდ დავიბერტყე ყველაფერი, შემდეგ კი თვალებზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე, თავის დამშვიდების მიზნით რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. ყოველთვის მე რატომ უნდა ვვარდებოდე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში? წამით ზეინი შემძულდა, ის ისეთი მაგარია, მე კი როგორც ერთ სულელ გოგონას ისე მიყურებს, მაგრამ რა ჯანდაბად მაინტერესებს, უხეში, უზრდელი, ცუდი ბიჭის აზრი, რომელსაც ფეხებზე ვკიდივარ და თავის ბრჩხილის ფასადაც არ მაგდებს, მაგრამ იმასკი ვერ აცნობიერებს რომ ჩემამდე ვერც კი მოვა?!
საშინლად ვიყავი გაღიზიანებული ამ ინციდენტის გამო, სახეზე ბრაზიზგან ალბათ ერთიანად ვხურდი და ვფიცავ, ზეინი გზაზე კიდევ რომ შემხვედროდა ალბათ შუაზე გავგლეჯდი. რომ მახსენდება როგორ დამცინა როდესაც წავიქეცი, მისი ცოცხლად დამარხვის სურვილი მიჩნდება! საზიზღარი!

ფორმა სასწრაფოდ გამოვიტანე სკოლიდან, ახლა სახლში მისვლაზე, ჩემს ლოგინში, საბანში გახვევაზე და დღევანდელის დავიწყებაზე მეტი არაფერი არ მინდოდა. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ზეინს აღარ შევხვდებოდი, როცა ქუჩის კუთხეში მოფარებულ ადგილას დავლანდე.

მარტო არ იყო, როცა კარგად დავაკვირდი მივხვდი, რომ ვიღაცას გამეტებით ურტყამდა, ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. აგლის მივეყინე და გაფართოებული თვალებით დავუწყე ცქერა. მინდოდა მივსულიყავი და გამეშველებინა, მაგრამ ამავდროულად მეშინოდა რომ პირიქით ჩემთვის არ დაეშავებინა რამე. მათკენ დავიძარი, მაგრამ ისევ ჩემმა მხდალმა მხარემ იმარჯვა და უკან გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც დავინახე რომ ბიჭი რომელსაც ზეინი სცემდა ჰარი იყო. ღმერთო, არ ვიცი რას ვაკეთებდი, ინსტიქტურად მათკენ გავიქეცი, არ ვაპირებდი ჰარის ზეინთან მიტოვებას, ის ამისთვის არ მემეტობოდა, თანაც მასთან ვალში ვიყავი და უნდა დამეცვა.

–ჰეი – რაც შემეძლო მკაცრად დავიყვირე, მაგრამ არამგონია ჩემი „სიმკაცრის“ ვინმეს შეშინებოდა. ჰარი ძალაგამოცლილი კედელთან იყო მიყუდებული, მას კი გამძვინვარებული ზეინი უმოწყალოდ ურტყამდა მუცელში მუშტებს. როცა დავიყვირე ზეინმა გამოიხედა, თვალები გაუფართოვდა როდესაც დამინახა,ალბათ არ მოელოდა ჩემგან ასეთ სიმამაცეს. ხელზე მოვქაჩე რომ ჰარისთვის მომეშორებინა.
ზეინმა მაჯაში უხეშად ხელი მომკიდა და გვერდზე გამწია. ჩემთან ძალიან ახლოს იყო, გული ამიჩქარდა, როცა თვალებში ჩამხედა. დავინახე როგორ ეცვლებოდა ნელ–ნელა სახე, ბრაზი და ცხოველური გამომეტყველება რომელიც ვინმეს მოკვლის სურვილით იყო გაჯერებული, გაკვირვებამ და დაბნეულობამ შეცვალა.
უცებ ვიღაცამ ზეინი მთელი სისწრაფით მომაშორა, რათქმაუნდა ჰარი იყო. ხელზე სწრაფად წამავლო ხელი და თავის ზურგს უკან მომაქცია.
-ანაბელ წადი, - ჰარიმ დაიღრინა, მე კი ნატკენი ხელის სრესვა დავიწყე, სულ რაღაც მცირე პერიოდში ორმა ძლიერმა მამაკაცხმა, ხელით ორჯერ ძლიერად გამომწია. რომ დავხედე მათი ხელების წითელი ანაბეჭდები მქონდა კანზე.
-აჰ, შენ ანაბელი ქგვია არა? - თავი ჰარის ზურგს უკან ამოვწიე და დავინახე ზეინი როგორი ავისმომასწავებელი ღიმილით მომჩერებოდა. ჩემმა გულმა კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა, სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც გავაცნობიერე რა ხდებოდა. ჩემს და ზეინს შორი ჰარის ძლიერი სხეული დგას და მისგან მიცავს. თავი ნამდვილად დიდ შარში მაქვს გაყოფილი.
შევხტი და ხელები პირზე ავიფარე როდესაც სწრაფი მოქმედებით, უთქმელად ისევ ეცნენ ერთმანეთს. ჰარის მუშტი ზეინს სახეში მოხვდა და უკან გადააგდო. ახლა ჰარი იყო დომინანტ პოზიციაში. ზეინის ტკივილი მეც ვიგრძენი, ისე მწარედ დაემანჭა სახე. ეს საშინელება იყო რასაც ეს ორი ერთმანეთს უკეთებდა! ჰარი ზეინს ზევიდან ეცა და რტყმა გააგრძელა. ალბათ ერთმანეთს დახოცავენ, ვერც კი ვიგრძენი ისე მომადგა თვალებზე ცრემლები და პანიკაში ჩავვარდი.
-ჰარი გაჩერდი! - დავიკივლე და მხარში, ვწვდი. მაგრამ მან ინსტიქტურად ხელი აიქნია, რაზეც წონაწორობა დავკარგე და დღეს უკვე მეორედ ამოვყავი მიწაზე თავი. ორივენი გაჩერდნენ და შეშფოთებული სახეებით მე შემომხედეს. სახეზე ერთიანად აწითლებული ვიყავი და ცრემლებიც ღვარად მომდიოდა.
საშინლად ვბრაზობდი ორივეზე. ნეტავ ბიჭი ვყოფილიყავი, ორივეს ისე მაგრად ვცემდი და დავსჯიდი ასეთი სულელური ქცევების გამო! ერთმანეთს გამოეცალნენ, მაინცდამაინც გოგო უნდა დაშავდეს რომ ბიჭებმა ერთმანეთის ცემაზე ხელი აიღონ?!
ჰარიმ გაფაროებული თვალებით შემომხედა, ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ არაფერი აღარ უთქვამს. ფეხზე სწრაფად წამოვხტი, ჩემი ძირს დაგდებული ფორმა ავირე და მთელი სისწრაფით გამოვიქეცი სახლისკენ. თავი კი მათგან შორს რომ დავიგულე, კედელს ავეკარი ზურგით და ჩვეული სუნთქვის ვარჯიშების კეთება დავიწყე. შემდეგ თვალები მოვიწმინდე და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი.
დღეს უკვე ორჯერ წავიქეცი და ორჯერვე ვიტირე ამ უხეში, ცუდი ბიჭების გამო! არავითარი სურვილი არ მქონდა მთი ნახვის. რაც გზად შეხვდებათ ყველაფერს აფუჭებენ და სპობენ. არც ჰარის ნახვა მინდა, რომლისკენაც უფრო მეტი სიმპათიებით ვიყავი განწყობილი რადგან ზეინივითუგულო არ მეგონა და აღარც ზეინის და მისი მომაჯადოვებელი თვალების დანახვა აღარ მინდოდა! ღმერთო, ყველაზე სიმპატიური ბიჭები რატომ არიან ასეთი უხეშები და ცუდები?!
ცოტა რომ დავმშვიდდი უჩაზე ნელა სიარული გავაგრძელე, რატომღაც აღარ მინდოდა სახლში მისვლა და ჩემს საბნებში დამალვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ჯანსაღად ფიქრი მჭირდებოდა, იმის შესახებ თუ რა მოხდა გასული დღეების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში. თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებდი ცუდ ბიჭებთან ურთიერთობას რაღაც კარგი ნამდვილად არ მელოდა მომავალში, ამიტომ გადავწყვიტე რომ საბოლოოდ დამესვა ამ ყველაფრისთვის წერტილი და თავი მაქსიმალურად ამერიდებინა მათთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ რომმენახა, ჰარიზე მოძალადე ზეინი ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ იგივეს ვიზამდი, იმისდამიუხედავად რომ არცერთი არ იმსახურებს ჩემ დახმარებას!
-ხვალ ლიამის დაბადების დღეა. ლილიმ მამაცნო როდესაც ოთახში მარტო დავრჩით.
-მერე?– ამ საკითხით დიდად დაინტერესებული არ ვიყავი.

–რა მერე, მივდივართ. –ჩემ მაგივრად გადაწყვიტა ლილიმ რომ დაბადებისდღეზე მეც მივდიოდი.
–რატომ უნდა წავიდე იმ ადამიანის დაბადებისდღეზე რომელსაც არც კი ვიცნობ? არ ფიქრობ რომ იქ არაფერი მესაქმება?
–ლიამმა დაგვპატიჟა ორივე, ასე რომ ორივე მივდივართ.
–და მე რა მინდა იქ? -გაკვირვებულმა ვკითხე. დავუშვათ და თუ წავედი, რაც გამორიცხულია, ლილი ლიამთან იქნებოდა და მე? იქ ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, თან ზეინიც იქ იქნება და დღევანდელი დღის შემდეგ ნამდვილად არ მაქვს მისი ნახვის სურვილი.
-მინდა რომ გამომყვე, მარტო არ გამიშვებენ დედა და მამა, თან შენც არ იჯდები სახლში მოწყენილი -მხრები აიჩეჩა. არა მე წასვლას არ ვაპირებ! ეს უკვე გადაწყვეტილია! აღარ მინდა ასეთ ხალხთან ურთიერთობა.
-მე არ მინდა წამოსვლა.
-რატომ?
-იმიტომ რომ იმ ხალხში ყოფნა არ მსიამოვნებს, თავს მათთან ყოფნისას დამცირებულად ვგრძნობ.
-ამცირებულად? მათთან ყოფნა არგეკადრება? - თვალები გადაატრიალა ლილიმ. ვერ გამიგო რას ვამბობდი.
-არა ლილი. ისინი არ მკადრულობენ მე! - დავიბუზღუნე და ლოგინში შევწექი. არ მინდოდა მათ წვეულებაზე წასვლა, სხეულში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეშინოდა იქ წასვლის? არ ვიცი, მაგრამ თავს პირობა მივეცი რომ ასეთ უხეშ ხალხთან ურთიერთობას გავწყვეტდი! ხვალ ლილის ვეტყვი რომ ცუდათ ვარ და ვერ წავალ..

ესეც მესამე თავი. ნუ მე მეგონა რო უფრო მეტი მკითხველი ეყოლებოდა ამ ისტოერიას მაგრამ.... მოკლედ როგორც ყოველთვის გთხოვთ თქვენი აზრი გამოხატოთ კკომანტარებში. მადლობა წინასწარ.



№1 სტუმარი nini

Kargiaaa da dzalian momwons

 


№2 სტუმარი lanahoran

ვაიმე, ეს მოთხრობა 'ფ'ეისბუქზე რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.
ძალიან მიყვარს და გამიხარდა აქაც რომ იტვირთება. ^________^

 


lanahoran
ვაიმე, ეს მოთხრობა 'ფ'ეისბუქზე რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.
ძალიან მიყვარს და გამიხარდა აქაც რომ იტვირთება. ^________^

მადLობა დიდი heart_eyes

nini
Kargiaaa da dzalian momwons

დიდი მადლობა რომ თქვენს აზრს კომენტარებში მიწერთ smile [u][/u]

 


№4  offline წევრი LSD

sashinlad momwons es istoria ❤️❤️ Sheidzleba itkvas roo favoritaa❤️❤️Kvelasagan gansxvavebulia da sworedac rom esaa misi xiblii❤️❤️ Veli shemdeg tavs aba shenici warmatebebi❤️❤️ Ar malodinoo icodee❤️❤️

 


LSD
sashinlad momwons es istoria ❤️❤️ Sheidzleba itkvas roo favoritaa❤️❤️Kvelasagan gansxvavebulia da sworedac rom esaa misi xiblii❤️❤️ Veli shemdeg tavs aba shenici warmatebebi❤️❤️ Ar malodinoo icodee❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა. ახლა ვაპპირებ რომ დავსო 4 ე თავი <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

პატარა თავი იყო... კიდევ კარგი უკვე დასრულებული რომ არის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent