მგონი შემიყვარდი (დასასრული)
თვალები,რომ გავახილე მაშინვე ნესტის სუნი ვიგრძენი.ბნელოდა ვერაფერს ვხედავდი.არა!თვალებზე რაღაც მახვევია.პირიც აკრული მაქვს.ხელები და ფეხები შეკრული და მგონი სადღაც სარდაფის კუთხეში ვგდივარ.აქ როგორ მოვხვდი არაფერი მახსოვდა,მხოლოდ ის მახსოვს,რომ ბექას შესახვედრად მივდიოდი და გავითიშე.ვაიმეეე ბავშვი!გონებაში წავიკივლე და მინდოდა მუცელზე ხელი მომესვა.ეს რა დღეში ვარ.სად ვარ ან რატო??კივილი მინდოდა ვერ ვკიოდი,ვერც ვინძრეოდი,საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი.ვიგრძენი ცრემლებმა როგორ იწყეს სვლა.უცებ კარების ხმა გავიგე და შევხტი.მერე ირონიული სიცილი მომესმა. -გამოვიყვანო??-ვიღაცამ ბოხი ხმით დაიძახა და ახლოს მოვიდა.ფეხი ძლიერად მომკრა ფეხში და რაღაც არამქვეყნიური ხმა აღმომხდა. -რა გითხრა ხელი არ დააკარო თქო!?-ვიღაცის ხმა მომესმა,ბოხი და ამოუცნობი,მერე იარაღის გადატენვის ხმა და გასროლა.წამით ყურებმა წუილი დაიწყეს და ვიღაც ძირს ძლიერად დაეცა.ვაიმეეე სად ვარ!?რა ხდება!?მგონი მეც მომკლავენ!?ვიღაც მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა.მისი ცივი ხელები სხეულზე მომედო,მგონი არაფერი მაცვია.ფართხალი დავიწყე,მაგრამ ამ ვიღაცას მშვიდად მივყავდი.სადღაც თბილ ოთახში გამიყვანა,რბილ და თბილ ალბათ დივანზე დამსვა.ასე ვიყავი რამოდენიმე წუთი და მესმოდა ჭურჭლის ხმა,ჯერ შორიდან მერე ახლოდან სადღაც მინაზე ენარცხებოდა.უკან შეხება ვიგრძენი და მერე ხელების გათავისუფლება.ხელები მოვიშმუშნე,მერე ფეხებიც გამითავისუფლა. -იცოდე არ იყვირო!-მკაცრი ტონით გამაფრთხილა და მხოლოდ თავი დავუქნიე.პირიდან "სკოჩი"ამაძრო თუ არა მაშინვე ვიკივლე. -გაჩუმდი!ვერავინ გაიგებს მაინც!-ისევ შეუვალი ხმა და მოწყვეტით დაეცა დივანზე. -ვინ ხარ??-ჩემი ხმა ძლივს ვიცანი.მკაცრი,ნაღვლიანი რაღაც ამოუცნობი ტონი მქონდა და ჩავახველე. -არ ვიცი!-ირონიულობა დაეტყო. -ვინ ხარ?რაგინდა ჩემგან??აქ რატომ ვარ??ან სად ვარ??-უკვე ვყვიროდი. -დაწყნარდი ნერვიულობა არ შეიძლება.-ისევ შეუვალი ტონი ქონდა.მერე მისი სუნთქვა ახლოს ვიგრძენი და ლოყაზე რბილად მაკოცა. -ისევ ისეთი რბილი კანი გაქვს,მე,რომ მიყვარს.-ყურში ჩამჩურჩულა და წამოდგა.მოიცა მიცნობს??საიდან იცის,რომ ორსულად ვარ??ბექა არ იქნება,გამოტიცხულია.სხვა ვინ უნდა იყოს??გიორგი!უეჭველი ეგ არი.ისევ არ მეშვება. -გიორგი!? -მიხვდი სიხარულო??-თვალები ამიხსნა და ჩემს წინ სულ სხვა გიორგი იდგა.წვერით დაფარული სახე.წითელი თვალები.რაღაც სხვანაირი ხმა. -გიო ჩემგან რა გინდა??ამას რატო აკეთებ??რატო მექცევი ასე?რატო ვარ აქ ასეთ მდგომარეობაში??-ტანზე დავიხედე მხოლოდ მაიკა და საცვალი მეცვა. -შენგან სიყვარული მინდა და ამას ამიტომაც ვაკეთებ.ეს კიდე ახალი ტანსაცმელია,როგორც ქალაქს უხდება!-შორტი, მაიკა და კედები მომაწოდა. -რა ახალ ქალქში სად ვარ??-ლამის შევკივლე. -რამოდენიმე საათში აქედან წავალთ და პირდაპირ თურქეთში გადავალთ,შემდეგ საფრანგეთში ან სადაც შენ გინდა.-ახლოს მოიწია საკოცნელად და თავი უკან გავწიე. -რატომ არ გესმის,რომ არ მიყვარხარ??რამოდენიმე დღეში ჩემი ქორწილია,მე ბექა მიყვარს და გაიგე!-სიბრაზე დაეტყო და წამოხტა. -ბექა??რომელი ბექა??ეხლა რომ დავრეკავ და ეგრევე დაიჭერენ,მერე კი ცემით მოკლავენ!ვსო შენი ბექა გაქრება აორთქლედა ისე,რომ ვეღარასდროს ნახავ!-ირონიულობას და ბრაზს ერთმანეთში ურევდა.სულ ვკანკალებდი,ცრემლები თავისით მომდიოდა. -გიო შენ მკვლელი არ ხარ!ბექას არ მოკლავ!შენ გამიშვებ ბექასთან,ხოლო შენ სხვა გოგოს ნახავ შეგიყვარდება და ერთად იცხოვრებთ,როგორც მე და ბექა შვილიც გეყოლებათ!-ვცდილობდი მშვიდად დავლაპარაკებოდი.ეხლა მას ტვინი არეული ქონდა,ვერ ხვდებოდა რას ამბობდა.შეიძლებოდა ბექა მართლა მოეკლა ამიტომ უნდა დამემშვიდებინა. -არა!მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და ასე იქნება სულ!ბექა დაივიწყე ის აღარ არსებობს მორჩა თქვენი ცხოვრება!!-ზიზღით წარმოთქვა სიტყვები და ტელეფონი აიღო. -არა გიო გთხოვ ეს არ გააკეთო!!-ფეხზე წამოვხტი და მას მივარდი.ხელით გვერძე გამწია და წამში ვიღაცას დაურეკა. კედელს მივეყრდენი და ქმოთ ჩავსრიალდი.ხელებში თავი მოვიქციე და ტირილი დავიწყე. -უკვე დროა!დარწმუნდით,რომ მკვდარი იქნება!-ბოლო ხმაზე უყვირა და ტელეფონი გათიშა.ბექააა არა ნუთუ ის საზიზღარი სიზმარი მიხდება თან უარესად,ვერც კი გნახულობ.ღმერთო ასე რატო მექცევი,ჩემი დიდი სიყვარული ასე უნდა დამთავრდეს??ამისთვის მიცხოვრია,რომ ბოლოს ყველაფერი დავკარგო??ნუთუ ასე გამწირავ ღმერთო?? -ადექი მივდივართ!-ტანსაცმელი მომაყარა და ზემოთ აირბინა.ჩავიცვი და ფეხზე წამოვდექი.რაღაც უნდა მექნა,აქედან უნდა წავსულიყავი.ასე უბრალოდ არ დავთმობ ბექას.ოთახში მიმოვიხედე და მხოლოდ ერთი საყვავილე შევნიშნე.დიდი და ლამაზი ჩუქურთმებით.სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობო!-წავიბურტყუნე და საყვავილეს ხელი დავავლე.კარგად დავიჭირე და კიბეებთან დავდექი,ფეხის ხმაც მალე გაისმა,ნელა მიახლოვდებოდა და გამოჩნდა კიდეც გიორგი.საყვავილე მოვიქნიე და სახეში მოხვდა,მაშინვე სისხლი წამოუვიდა და მოწყვეტით დაეცა.ხელში ნახევარი საყვავილე შემრჩა და ისიც ჩავარტი.კარებისკენ გავიქეცი და ჩაკეტილი დამხვდა.გიორგისთან დავბრუნდი ჯიბეები გავუჩხრიკე და გასაღები და ტელეფონი ამოვაცალე.კარები გავაღე და თვალები შუბლზე ამივიდა.სადღაც უკაცროელ ადგილას ვიყავი ტყით გარშემორტყმული.არ ვიცი სად მივდიოდი,მგარმა არ ვჩერდებოდი წინ მივიწევდი.ტელეფონი მომენტებში იჭერდა ეხლა კი სულ აღარ.ჯანდაბა ეხლა რა ვქნა.მივდიოდი და ეს ტყე უსასრულოდ მეჩვენებოდა.ძლივს ვსუნთქავდი,მაგრამ გაჩერების დრო არ იყო. -დედი კარგად ვიქნებით,სულ მალე ყველაფერი დასრულდება.-მუცელზე ხელი მეკიდა და სვლას ვაგრძელებდი.უცებ რაღაც პატარა ბილიკი გამოჩნდა და მას გავუყევი.რამოდენიმე წუთში სახლებს შორის პატარა შიხში გამოვედი.წინ ზღვა მოჩანდა.ტელეფონს დავხედე და უკვე იჭერდა.მაშინვე ბექას ნომერზე დავრეკე.გადიოდა,მაგრამ არავინ იღებდა. -მიპასუხე!გთხოვ მიპასუხე!-ვბირტყუნებდი,მაგრამ არავინ იღებდა.უცებ ხმა გაწყდა და ვიღაცის ბოხი ხმა მომესმა. -გისმენთ! -ბე ბექა შენ ხარ??-ამოვისლუკუნე. -ვიკა!?სად ხარ??რა მოხდა??-აღელვება დაეტყო ხმაში. -ბექუ შენს მოსაკლავად მოდიან,ფრთხილად იყავი!გთხოვ! -შენ სად ხარ? -არ ვიცი.-ტრასა გადავკვეთე და ქუჩისსახელი შევნიშნე.ბექა ამ ქუჩაზე ვარ *******. -ეხლავე მოვდივარ არსად წახვიდე!-მის ხმაში სითბო ვიგრძენი და გათიშა.ჯერ ცოცხალია.არ მომკვდარა,არ დამტოვა. -დედი მამიკო მალე მოვა და აქედან წავალთ!-მუცელზე ხელს ვისვამდი.ზღვის პურას სკამზე ჩამოვჯექი და ჰორიზონტს გავხედე.ჩემმა ცხოვრებამ გონებაში პატარა ფილმივით გაირბინა.ყველაფერი გამახსენდა,მე და ბექას პირველი შეხვედრა.ერთად გატარებული დღეები.ბედნიერი წუთები.გამახსენდა როგორ მთხოვა ხელი.ასე ფიქრებში ვიყავი გართული მხარზე,რომ შეხება ვიგრძენი და შემოვტრიალდი.ჩემს წინ ბექა იდგა.წამოვხტი და მთელი ძალით მოვეხვიე,ისიც ძლიერად მიჭერდა ხელებს.ლამის ერთმანეთი გავგუდეთ. -როგორ მომენატრე!-ჩემჯ სახე ხელებში მოიქცია. -მიყვარხარ ბექუ!-მის ბაგეებს დავწვდი და ისიც ამყვა.წელზე ხელი შემომხვია და ჰაერში დამატრიალა. -მეც მიყვარხარ!-იყვირა და ისევ ბაგეებს დაწვდა.ნელა ჩამომსვა. -რაღაც უნდა გითხრა!-ხელები მოვკიდე და ღიმილით ვუთხარი. -რამე მოხდა??-ნერვიულობა დაეტყო სახეზე. -არაფერი დაწყნარდი! -თქვი მალე! -ორსულად ვარ!-სიხარულით შევკივლე. -რაა??მე მამა გავხდები!?ჩემო პრინცესა!ვაიმეე მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ!!-უკვე ყვიროდა და მუცელზე მეფერებოდა. იმ ადგილს მოვშორდით.ქორწილმა მშვიდად ჩაიარა და საფრანგეთში გავემგზავრეთ,რომ იქ ბედნიერად და მშვოდად გვეცხოვრა.გიორგი აღარ მინახავს,ალბათ იმ ჩარტყმის მერე ძლიერი ტვინის შერყევა მიიღო ან გარდაიცვალა.საფრანგეთში ყველაფერი კარგად აეწყო.ბექა თავს მევლებოდა ყვრლაფერს მისრულებდა.ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით. 3 წლის შემდეგ. -ალექსანდრა მოდი ჩემთან! -ლაიკო დე??-მორბინა გაბუძგულმა. -დედი თმა გაგიკეთო და ბაღში წავიდეთ!-ჩავკოცნე ჩემი პატარა გოგონა და დამეჭყანა. -ალ მინდა ბაღში!-ხელები გადააჯვარედინა. -რატო დედი?? -ალექსანდრე ალ მიდიც და მეც ალ წავალ!-დამიბღვირა.ბექა და ალექსანდრე ოთახიდან გამოვიდნენ გამოპრანჭულები. -ოჰ მამა-შვილი სად მიდის?-ბექამ გაიკრიჭა და მომიახლოვდა. -მარტო მამა-შვილი კი არა მთელი ოჯახი!-ალექსანდრე და ალექსანდრა ხელში აიყვანა და სამივე გამეკრიჭა. -რა დაგეგმეთ უჩემოდ??-წარბი ავწიე. -ზღაზე მიდივალთ!-წამოიყვირა ალექსანდრემ და მომეხვია. -ცოტა დასვენება არ გვაწყენს!-გაიცინა ბექამ და ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.