შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (1)


26-02-2017, 00:12
ნანახია 1 892

***

ის იყო ერთადერთი.
მეც ვიცოდი და მანაც იცოდა.
ჰო, ჩემთვის ერთადერთი იყო და შეუცვლელი..
დროსთან ერთად მივხვდი ამ ყველაფერს.
და ალბათ, ჩემი ბრალიც იყო ის რაც იყო.
ის, რომ გამოუცდელი ვიყავი. ის, რომ გამოუცდელობისგან ვიბნეოდი და ბევრი რამის უფლებას ვაძლევდი თავს.
მაგრამ..
მაინც ის იყო.
ის და არავინ სხვა.
ის და ერთადერთი სხივი.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა სიყვარული. რომ როცა უბრალოდ ეჭვიანობდი, ამას მეგობრულ ეგოისტურ სიყვარულს აწერდი.
როცა უბრალოდ ყველაზე უაზრობა გწყინდა, ამას ბავშვობას აწერდი. არადა, მართლა პატარა იყავი : )
როცა უბრალოდ, ბედნიერი და სხვა ხდებოდი მასთან „და-ძმობაში“ გადაგქონდა. დედისერთი ცალი ყოფნა ხშირად ამას იწვევდა. ყველა და და ძმა იყო შენი.

მაგრამ როცა ცოტა ასაკმა შემოგვიტია და უკვე ყველაფერს სხვა თვალით შევხედე, მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი იყო და მის გარდა არავინ მინდოდა, მაგრამ.. უკვე გვიანი იყო..

სიყვარულში ზედმეტი პრინციპები და ჯიბრი არ ვარგა, რა..
არა, არ უნდა სიყვარულს ბევრი მაიმუნობა! მხოლოდ ღიმილი, მხოლოდ სიხარული და მხოლოდ ბედნეირების გაზიარება.


***

„ტრადიციული ლევისის ჯინსები, შავი მოკლე მკლავიანი მაისური, რეიბანები და ახალი ფეხსაცმელები. ტრადიციულად კოპებშეკრული გამოხედვა და „იაზვური“ გამოხტომები“- ფანჯარასთან ვიჯექი ვისკიანი ჩაით ხელში და ვიყურებოდი. ზუსტად იმ მხარეს ვიყურებოდი, სადაც გავიცანი. სულ რაღაც ერთი კორპუსი და არკა მაშორებდა თავიდან განმეცადა მისი ნახვისგან გამოწვეული უცნაურობა. მახსოვს, სულ პირველად რომ ვნახე მაშინვე გულში ჩამრჩა და თიკას ვკითხე ეს ბიჭი ვინ არის მეთქი. არა, თიკამ რომ მიხსენა მისი სახელი და ყურში მომხვდა. აი, როგორ იცით? უცებ რაღაცაირად,რა.. ძალიან ძნელია გადმოსცე, რანაირად? მაგრამ ხო ხვდებით? მიხვდით, რა.

-მიდი, გამო რა..-თიკამ დამირეკა.
-მეზარება,რა..
-აუ, ელენე! ნერვებს ნუ, მიშლი ბავშვები ჩამყავს სასეირნოდ და მარტო ხო იცი ვერ მივხედავ..-დაიწყო თიკამ წუწუნი.
-აუ, მე ძიძა ვარ?-არ დავაკელი მეც წუწუნი.
-არ იცოდი?-გულწრფელად გაიოცა თიკამ,-ხო, იცი ლუკას და ნინის როგორ უყვარხარ?
-კაი, ხო გამოვალ.-ჯუჯღუნით ავდექი და ჩაცმა დავიწყე. გაზაფხული იყო. აი, ჯინსის ქურთუკის ამინდი იყო. თხელი ლურჯი შარვალი, „ბალეტკები“, თეთრი ზედა და ჯინსის ქურთუკი მოვიცვი. მიყვარს გაზაფხული!არც ძალიან ცხელა, არც ძალიან ცივა. რომ გაგახარებს ისეთი ამინდია. ჩანთას დავსტაცე ხელი და წავედი ჩვენი სკვერისკენ. სკვერში შესულმა მოვათვალიერე ხალხი და თიკა ბავშვებთან ერთად ვერსად ვიპოვე.

-სად ჯანდაბაში ხარ?!-კივილით დავურეკე დაქალს.
-თითქმის მოვედი. ერეკლე და შოთიკო არიან გამოსულები და ერთად მოვდივართ.
-კაი, ხო!-ჯუჯღუნითვე ვუპასუხე და არკისკენ გავემართე, რომ შევგებებოდი დაქალს და მის შვილებს და კაცმა არ იცის ვის კიდევ. რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს ეს ლოდინია. ჭკუიდან გადავყავარ! ადამიანს აღარ ვგავარ ისეთ დღეში ვვარდები.

მე და თიკა ბაღიდან ერთად მოვდივართ, შემდეგ სკოლიდან და მოკლედ, რომ იტყვიან პამპერსის დაქალები ვართ. 18 წლისები ვართ უკვე. დიახ, მოასწრო თინათინმა. თინათინმა რა, გიორგიმ დასტაცა ხელი ბოლო ზარიდან და მოიტაცა 21-ე საუკუნეში ჩემი დაქალი. უყვარდათ ერთმანეთი სიგიჟემდე. გიორგი ჩვენზე უფროსია. უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა, თავისი საქმე ჰქონდა, სადღაც მუშაობდა. განათლებული კარგი ბიჭი იყო, მოკლედ ძაან ბებიაჩემივით გამომდის, მაგრამ მართლა ეგრე იყო. მე და თიკას მესამე დაქალი გვყავს ანი, რომელმაც რიგაში ჩააბარა და ასე გაეხიზნა საქართველოს და მეგობრებს. მაგრამ დალოცოს ღმერთმა ვაიბერისა და სკაიპის გამომგონებელი. 24/7-ზე ანისთან ვკიდივართ ორივე ტელეფონზე. ამავდროულად, ლუკას და ნინის ნათლიები ვართ მე და ანი. მე-ნინისი, ანი-ლუკასი. ასე, დაგვანათსავა ერთმანეთს თიკამ. რამდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ გოგოებთან თქვენ არ იცით! მაგრამ, აუცილებლად, გაიგებთ.

არკიდან გავედი და დავინახე ჩემი მომღიმარი დაქალი ორ ბიჭთან ერთად, როგორ მოაგორიალებდა საბავშვო ეტლს. ჩემ ორ მაიმუნჩიკს ეღვიძა და ჩემ დანახვაზე ხვანცალი დაიწყეს. თიკამ ხელი ჩემკენ გამოიშვირა და ბიჭებმაც გამომხედეს. არც ერთს არ ვიცნობდი. მერე რა თიკას ცხოვრებაში გიორგის გამოჩენა და ჩემი „მიტკიპება“ მაგათთან ერთი იყო. შორიდან გაგებული მქონდა უბრალოდ სახელები ბიჭების, მეტი არაფერი.

-ძლივს!-სახე დამანჭული მივუახლოვდი მათ.-ვაიმე, ჩემი ბარტყები!-დავიხარე და სათითაოდ ჩავკოცნე ბავშვები. მომენტალურად, თიკა გამოიწია და საბავშვო ეტლი მე დამიტოვა.
-ძაან დავიღალე, რა..-მუდარით შემომხედა თიკამ.
-ხო, ისედაც ვიცი რომ მე უნდა ვასეირნო და შენ ფეხი-ფეხზე გადაიდო!-ჯაჯღანით ვუთხარი თიკას და ჩემი ჩანთა ეტლის „საბარგულში“ მოვათავსე ბავშვის ჩანთებთან ერთად.
-ელენუშკა, ეს ერეკლეა, ეს შოთიკო..-მიხვდა თიკა,რომ დრო იყო ბიჭები გაეცნო ჩემთვის.
-სასიამოვნოა,-მშვიდად ვუპასუხე და ორივეს შევხედე. შოთიკომ გამიღიმა და ჩემთვისაცო, მაგრამ ის მეორე, ერეკლე უძრავად იდგა. ან გაეღიმა, ან ის სათვალე მოეხსნა ცხვირზე რომ ჰქონდა დაკოფსებული. უზრდელობა ზეიმობდა აშკარად.
-თევზი..-ხმადაბლა ვთქვი ჩემთვის და ჩავუარე „უზრდელ“ ბიჭს.
-სწერვა..-ბოხი ხმა გავიგე, რომელმაც ადგილზე გამაშეშა. ნამდვილად, ერეკლეს ხმა იყო. ასეთი ბოხი შოთიკოს ნამდვილად არ ჰქონდა. არ მიმიქცევია არც მისთვის ყურადღება, არც იმისთვის რაღაც სხვანაირი ემოციები რომ ტრიალებდნენ ჩემში და არც თიკასთვის, რომელიც დიდი მონდომებით ეჭორავებოდა ბიჭებს ყველაფერზე. რა ენა ჭარტალა დაქალი მყავდა! ოღონდ აჭორავე და ალაპარაკე მეტი არაფერი უნდოდა.
-თიკა, არ დაიღალე?-ცხვირ აბზუებულმა გადავხედე დაქალს.
-რითი?-თიკას გულწრფელი გაოცებები მაგიჟებდა!
-ბევრი ლაპარაკით.
-ო, ელენე რა! იცი რამდენი საუკუნეა არ მინახავს ბიჭები?
-მიშკა სადაა?-ვიკითხე გიორგის ძმაკაცი.
-სანამ ანი არ ჩამოვა რიგადან ეგ მომსვლელი აღარაა,-გაეცინა შოთიკოს. ყველას გაგვეცინა. მისტერ უზრდელობასაც კი.
-კაი, რა ლაპარაკია ეხლა ეს?-სიცილით ვითომ გაუბრაზდა შოთიკოს თიკა.
-დაიწვა ბიჭი სიყვარულისგან რა!
-სულელია. არ უნდა გაეშვა,-ისევ ის ბოხი ხმა გაისმა და შეშინებულმა გავხედე ერეკლეს. მაინც ვერ ვარჩევდი სად იყურებოდა. ასე მეგონა ეს სათვალე მიწეპებული ჰქონდა წებო მომენტით და მაგიტომ ვერ იხსნიდა.არადა მზე საერთოდ არ იყო!
-რატო არ უნდა გაეშვა?-ვკითხე ერეკლეს.
-უყვარს და მაგიტო.
-ანისაც უყვარს და არ უნდა წასულიყო?
-უნდა დაეთმო.
-მიშკას უნდა დაეთმო და დათმო კიდეც და ძალიანაც სწორად მოიქცა!
-პატარა გოგო, არ გესმის შენ არაფერი,-ცინიკურად მითხრა ერეკლემ.
-როცა გიყვარს მასზეც უნდა იზრუნო და ეგოისტურად არ უნდა იქცეოდე. ერთი, ორი ან სამი თვე გავა და მიხვდება მიშკა, რომ ყველზე სწორი საქციელი იყო მისგან. და ამდენ სისულელეს რომ მელაპარაკები იცოდა ანიმ ვაფშე მიშკას რომ უყვარდა?-ერეკლეს გამოხედვაზე ალერგია მემართებოდა უკვე. ისე მიყურებდა სათვალეშიც კი ვხედავ მის ცინიკურ თვალებს.
-რა საჭიროა სიტყვები?-აჰყვა შოთიკო ერეკლეს.
-რა მარტივად უყურებთ ყველაფერს!-ახლა მე აღვშფოთდი.
-რატომ გიყვართ გოგოებს ყველაფერზე სახელის დარქმევა?-მშვიდად იკითხა ერეკლემ და ჯერ თიკას გახედა, მერე კი-მე.
-ნუ, საჭიროა რა.. იქნებ ძმურად უყვარს?!- მორიგი იდიოტობა დააბრეხვა თიკამ და გულწფელად დავფიქრდი რა მოეწონა გარეგნობის გარდა ჩემ დაქალში გიორგის. ისეთი სახით გავხედე თიკას მაშინვე თქვა,-ანუ, ვგულისხმობ რომ სიტყვებსაც აქვს მნიშვნელობა. მასე მეც ვიცი ანის რომ უყვარს მიშკა და მიშკას-ანი, მაგრამ ერთმანეთთან ნათქვამი აქვთ? რაღაცაზე შეჯერდებიან, რაღაცაზე დაილაპარაკებდნენ.!
-რა საჭიროა ლაპარაკი? რატომ ართულებთ?-იკითხა ერეკლემ.
-შენ გართულებას რა ეძახი? იმას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას? რას ხედავ მერე ცუდს ამაში? რამე იკარგება? თუ ბიჭები ზედმეტ თავისუფლებას კარგავთ? ვეღარ ივლით ცალკე, სტატუსი რომ ექნება მოგიწევთ შეყვარებულის ყველგან წაყვანა, გარკვეული ვალდებულებები ჩნდება მერე და ზუსტად ეგ არ გინდათ თქვენ! ჩემი დაქალი კიდევ ასი წელი არ მივიდოდა მიშკასთან და აქეთ არ ეტყოდა რომ უყავრს, რა!
-რატო, ტეხავს გოგო რომ ეუბნება ბიჭს პირველი?-ჩაეცინა ერეკლეს.
-მე მიმაჩნია, რომ ბიჭმა უნდა უთხრას პირველმა. აქ პრიმიტიულ საკითხებზე არაა ლაპარაკი, როგორიცაა პირველმა დაურეკოს, მიწეროს ან რამე. გრძნობებზეა ლაპარაკი, რომელიც ვატყობ შენ სულ არ გაგაჩნია!-მტკიცედ ვუთხარი და მოწყვეტით დავჯექი იქვე მდგარ სკამზე. ყველა გაჩუმდა და ერთმანეთის ყურება დაიწყეს
-არასოდეს თქვა არასოდეს,-ისევ ცინიკური ხმა წამოვიდა ერეკლესგან. რა უნდა მელაპარაკა ამ ბიჭთან? გრძნობებს მიწასთან ასწორებდა და საერთოდ, დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე.

ისე მომიშალა ნერვები ლუკას ხელი დავავლე, რომელიც საყვარლად აფახულებდა თვალებს და აქეთ-იქეთ ვასეირნე. იმდენი ვიარე იმდენი, რომ ფაქტობრივად მთელი კვარტალი, უბანი, რაიონი, დასახლება თუ რაც გინდათ ის უწოდეთ შემოვიარე. უკან დაბრუნებულს გიორგი და მიშკა მოსულები დამხვდნენ.

-ოჰ, რა ბიჭები..-სიხარულით შევძახე.
-ეს არასდროს გაიზრდება,-გაეცინა გიორგის და ჩამეხუტა. ლუკას გაუხარდა მამის დანახვა და სიხარულით მისკენ გაიწია.
-მიშკუ, როგორ ხარ?
-კარგად ელო..-მშვიდად მიპასუხა მიშკამ,-შენ?
-შენ იყავი კარგად მე რა მიჭირს,-გამეცინა და მხარზე კაი ძმაკაცივით წამოვარტყი ხელი. ძალიან მიხაროდა,რომ ერეკლე იქ არ სჩანდა. მეც უფრო გათამამებული ვიყავი და ტრადიციულად ბევრს ვეხუმრებოდი მიშკას ანიზე, რომელსაც გული ისედაც ჰქონდა დამწვარი.
-თიკა, შენ დაქალს ლაპარაკი სცოდნია!-დამცინავი ხმა გავიგე ჩემს უკან და ელვის სისწრაფით შემოვრბუნდი. გავიყინე ადგილზე. თვალები ჰქონდა ერეკლეს? აი, გოგოებზე რომ ეუბნებიან „თმა გაქვს ერთი ქალის ფასი“-ო აი, ეგ ჰქონდა ზუსტად ერეკლეს. ვერ დავადგინე რა ფერის იყო მისი თვალები. მონაცრისფრო-მომწვანო-მო-მუქლურჯო ყვითელი ელფერით! იფიქრებთ საიდან მოიგონა და რატომ გააზვიადა ასეო, მაგრამ გეფიცებით ეგრე იყო! მსგავსის მნახველი პირველად ვიყავი. ენა მუცელში ჩამივარდა ისე, რომ ვერ ამოვაგდე და დავეყინე ერთ ადგილს.
-რაო, პატარა ამდენს ტლიკინებდი და ეხლა ხმას აღარ იღებ?-გაეცინა ერეკლეს და ნინი კისერზე შემოისვა.
-მოხვედი და გამიფუჭე ხასიათი და აბა, რა გეგონა ხმას ამოვიღებდი?!-არა, აშკარად თიკას დაქალი ვარ. მეც რომ რამე სისულელე არ ვთქვა არ იქნება ისე! დღე როგორ გაივლის მის გარეშე?
-წავედით რა ელენ, ბავშვებს ჭამა უწევთ. -გადმომხედა თიკამ. გავგიჟდი! ამ გოგოს დაქალიც და ქმარიც მე ვიყავი მგონი. წარბაწეულ სახეზე გიორგის სიცილი აუტყდა:
-ელენ, ადით თქვენ და ჩვენც ამოვალთ. დიდხანს არ დაგტოვებთ მარტო,ნუ, ნერვიულობ! ვიყიდით რაღცაცებს. დღეს დიდი დღეა! ფეხბურთია, ფეხბურთი!-ტაში შემოჰკრა გიორგიმ.
-არა, ეს ბიჭი ვის გაზრდაზე ლაპარაკობდა წეღან გამახსენე?-გამეცინა და თიკასთან ერთად წამოვედი.


***

-აუ, ეს უზრდელობის ელემენტი ვინაა?-სახლში შესული არ ვიყავი მაშინვე ვუთხარი თიკას.
-ჰაჰა, ერეკლეზე ამბობ?
-არა, გიორგიზე!
-რა დაგიშავა ჩემმა ქმარმა?
-აუ, თიკა! ქერა უნდა ყოფილიყავი შენ და არა ჟღალ-თმიანი რა........! სტერეტოპებში მაგრა ჯდები..-მობეზრებულად გადავაქნიე თავი.
-ენა იმ სიგრძე გაქვს ღირსი ხარ დაგიჭირონ და ძირში მოგაჭრან!-არ დამაკლო თიკამ გაღიზიანება.
-წავალ ეხლა და სდიე ორივეს,-თვალი ჩავუკარი დაქალს.
-აუ, კარგად! ამოვლენ ბიჭები და მომეხმარებიან. შენსავით კი არ იგესლებიან,-ენა გამომიყო თიკამ.
-ხო, ყველა არა. კაი, რატო მიშლი ნერვებს? მითხარი ეხლა,რა.
-რა გინდა, რა გითხრა?
-ერეკლე ვინაა, რატომ არ ვიცნობდი აქამდე? ან შოთიკო?
-კაი, შოთიკოს როგორ არ იცნობდი?-დამიქაჩა თვალები თიკამ,-იყო გოგო ქორწილში!
-არ მახსოვს და რა ვქნა?
-რა გემახსოვრება ნამორაძე გაძლევდა ვინმესთვის შეხედვის საშუალებას?-გაეცინა თიკას.
-ფუ, კაი..-ნამორაძე ლევანი ვენას იჭრიდა ჩემი სიყვარულის გამო წლები. ჩვენი კლასელი იყო, მაგრამ მე როგორც არა რომანტიკოსს და სენტიმენტალურს ვერაფრით ვერ მომხიბლა. თიკას ქორწილში კიდე იღლიაში რომ ამომიდო ხელი აღარ გაუშვია. მთელი ქორწილის ვიდეო ჩემი და ნამორაძის ბრძოლაა. ის მეცეკვება მე არ მინდა, ის მოდის-მე გავრბივარ და ასე შემდეგ.-და ერეკლე?
-ხო, ერეკლე არ ყოფილა. დაჭერილი იყო..
-უი, მართლა? რატო?
-მკვლელობისთვის..-ძალიან მშვიდად მიპასუხა თიკამ. გავშეშდი. ანუ, ერეკლე მკვლელი იყო?!
-მერე?! ასე მალე როგორ გამოუშვეს?
-საცოდავი გოგო აყურყუტეს ციხეში 3 წელი უაზროდ.ხო, იცი როგორც ხდება გაიწელა სასამართლოები და პროცესები და რომ ვერ დაუდგინეს გამოუშვეს.
-და შენ ასე მშვიდად მიყვები ამ ყველაფერს?-თვალები გადმომცვივდა გაოცებისგან.
-აბა, რა ვქნა სახე დავიხოკო? არაა ეგ ბიჭი დამნაშავე და მე რატო უნდა დავადანაშაულო. თან გიორგის ბავშვობის ძმაკაცია.-მითხრა თიკამ და სიმღერ-სიმღერით მიუტანა საჭმელი პირთან ლუკას. არ მახსოვს როგორ ვაჭამე ნინის და ისიც არ მახსოვს როგორ შემოვიდნენ ბიჭები, სანამ ერეკლეს საოცარი თვალები არ დავინახე. როგორი ფერადი და ლამაზი თვალები ჰქონდა და როგორი ცივი ამავდროულად (ან შეიძლება მე მეჩვენებოდა ცივად). ეს თვალები საოცრად მაბნევდა და გაურკვეველ ემოციებს იწვევდა ჩემში. უფრო და უფრო მინდოდ ამ თვალებისთვის მეყურებინა ახლოდან, უფრო და უფრო მიზიდავდა და საოცარი შეგრძნებები მოჰქონდა. თავი გავაქნიე ნინი ამოვიყვანე სავარძლიდან და აბაზანისკენ წავიყვანე, რომ პირი დამებანა.

-ნინუც, მოისვენე რა..-ხვანცალებდა ხელებში ჩემი ნათლული. გიორგი იცინოდა ნათლიასავით მოუსვენარიაო. რაღა ამაში დამემსგავსა ეს ბავშვი?!-აუ, ნუ ჭყიპინებ. ვსო, აი ერთიც და.
-ხო, არ მოგეხმარო?- ბოხი და ცივი ხმა გავიგე და ბავშვი კინაღამ ხელიდან გამივარდა. მივაშტერდი ერეკლეს, რომელიც ისევ იმ ცივი სახით, მაგრამ მეტყველი თვალებით მიყურებდა. არ მიპასუხია ისე გამომართვა ნინი ხელიდან და ჩამობანა სახე.
-ვსო, ნინუც. ერთიც ეხლა. აბა, დამენახე როგორი გოგო ხარ,-ელაპარაკებოდა ჩემ ნათლულს ერეკლე. საოცარ გარდასახვას შევესწარი! ბიჭი, რომელიც აგრესიული, უზრდელი და „სწერვა“ იყო იღიმოდა! ეფერებოდა ნინის, ელაპარაკებოდა ნაზად, ხმაც არ ჰქონდა ისეთი ბოხი და ცივი, როგორიც ზოგადად მოვისმინე. ამ ერთ დღეში ჩვეულებრივ შოკში ვიყავი.
-რა იყო ელენე ხომ არ შეგიყვარდი?-გამომაფხიზლა ერეკლეს დამცინავმა ხმამ.
-ბატონო?!-მერე დავაფიქსირე ჩემი თავი, რომ მიშტერებული ვიყავი მასზე.
-ხო, რა მოხდა მერე? თუ გოგო პირველი არ იტყვის?-გაეცინა ერეკლეს.
-ყველაფერთან ერთად უტაქტოც ხარ!-გავბრაზდი და მისაღებისკენ გავიქეცი. ალმოკიდებული შევვარდი.
-რა იყო გოგო ხო არ გცემა ვინმემ?-სიცილით მითხრა გიორგიმ.
-არა, მადლობა. ეგღა მაკლდა!
-სულ როგორ ჯუჯღუნებ შენ, ტო..-გაეცინა მიშკას.
-ოჰ, ბოდიში ეხლა ანისავით ნაზი და სიფრიფანა რომ არ ვარ!
-ენა დაიტკბე თორემ არაფერი გამოგივა,-ისევ ამ ცივმა ხმამ გადამასხა თავზე ცივი წყალი.ერთი კარგად შევუბღვირე ერეკლეს და თიკასთან ერთად ბავშვების ოთახისკენ წავედი. ნერვები მეშლებოდა ამდენს რომ მიბედავდა ახალგაცნობილი ადამიანი. მაგრამ მოდი, სიმართლე ვთქვათ მეც არ დავაკელი. მაგრამ ის ბიჭი იყო და ამდენი არ უნდა ეკადრებინა!

ბავშვები დავაძინეთ, ბიჭები ფეხბურთს უყურებდნენ. ზოგადად ნახვამდის-მეთქი და გამოვედი თიკას და გიორგის აპარტამენტიდან. კიბეებზე ნელა ჩამოვირბინე, ღრმად ჩავისუნთქე და სადარბაზოდან გამოვედი. ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი. დღეს ბებიაჩემთან ვრჩებოდი, ამიტომ დოლიძისკენ ფეხით გადავწყვიტე გასეირნება. ზოგჯერ რა მაგარია ფეხბურთი! ქუჩები ცარიელი იყო თითქმის. ხალხი არ მოძრაობდა, არც ბევრი მანქანა იყო საღამოს 10 საათისთვის. ყველა ალბათ იჯდა და უყურებდა ფეხბურთს. ჩემთვის ჩაფიქრებული რომ მივდიოდი მხარი გამკრა ვიღაცამ ისე, რომ მხარზე გადაკიდებული ჩანთა დამივარდა.

-ე! ფრთხილად!-დავიყვირე და ჩანთისკენ დავიხარე.
-რა გაყვირებს, გოგო!-არ დააყოვნა ვიღაცამ. ჩემ წინ სრულიად არაფხიზელი ორი ბიჭი იდგა.
-რა მაყვირებს და გამიტანე. არაა, საკმარისი?!-რას ვედიდგულებოდი, რა მინდოდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და გაეღიმათ.
-დიდი ბოდიში პრინცესა, მაგრამ საკმარისი როგორც სჩანს არ არის,-თქვა ერთმა და ამაზრზენად გაილოკა ტუჩები.
-ბატონო?!-შევიცხადე მე და უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. ნაბიჯი გადადგმული არ მქონდა მაჯაში ხელი ჩამავლო ერთ-ერთმა და თავისკენ მიმქაჩა.
-ხელი გამიშვი, დროზე!
-რო არა?-ჩაეცინა,-პატრულს დაუძახებ?
-დიახაც! გამიშვი დროზე.-უკვე ისტერიკა მემართებოდა.
-აბა, მიმოიხედე. ხედავ სადმე პატრული ბიძიებს?!
-გამიშვი დროზე!
-კარგი რაღაც გიკეთია ყურზე, ალბათ გულზეც და ჩანთაშიც საინტერესო რამეები გექნება,-საშინლად ჩაიცინა და პირდაპირი მნიშვნელობით გამათრია ჩიხისკენ.
-ხელი არ დამაკარო!-დავიღიალე მე და ხელზე დავეჯაჯგურე.
-თავი ამხადა ამ გოგოს წიკვინმა,-მობეზრებულად თქვა იმან, ჩემი ხელი რომ ჰქონდა ჩაბღაუჭბული. მეორე მომიახლოვდა და პირზე ხელი ამაფარა. ის-ის იყო უნდა შევეყვანე ჩიხში, რომ საბურავების ჭრიალის ხმა გავიგე და შუქმა თვალი მომჭრა.

-ხელი გაუშვი თქვე ს**რებო!-დაიღრიალა ჩემთვის ნაცნობმა ხმამ. სამივე ერთდროულად შევტრიალდით. მე შევტრიალდი რა, ისინი რო შეტრიალდნენ მომენტალურად მეც შეტრიალებული აღმოვჩნი. ჩემ წინ ჩემთვის ამოუცნობ თვალებს ცოტა წითელი ფერი შეჰპარვოდა. მაშინვე ხელი გამიშვეს:
-ბიჭო, ერეკლე ნაკანი..-დაიყვირა ერთმა და მაშინვე ხელი გამიშვეს. უკან მოუხედავად გაიქცნენ ბიჭები და დავრჩი მე ერეკლეს წინ აცახცახებული და შეშინებული. ჩემკენ წამოვიდა ერეკლე, უკანა „რაღაც“ ჩაიდო და რომ მომიახლოვდა ხელები მხრებზე დამადო.
-კარგად ხარ?-თავი დავუქნიე.
-წამოდი, ჩაჯექი..-მითხრა და მანქანაში ჩამსვა. ბევრი კითხვა დამებადა ერთდროულად. რა უნდოდა ერეკლეს იქ? მე ხომ თიკასთან და გიორგისთან დავტოვე. რატომ ეჭირა იარაღი ხელში?რატომ შეეშინდათ ბიჭებს და ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდათ ერეკლეს დანახვაზე?
-რამე ხომ არ დაგიშავეს?-მშვიდად მკითხა.
-არა...-ძლივს ამოვილუღლუღე. ერეკლემ გამიღიმა, აი, ისე როგორც ნინის უღიმოდა და რაღაცაირად დავმშვიდდი. ფიქრები მაინც არ მტოვებდნენ.

იმატებდა პასუხგაუცემელი შეკითხვები და აბა, მე რა ვიცოდი თუ ეს შეკითხვები კიდევ რამდენიმე ნულს დაიწერდა. ზუსტად ეს შეკითხვები, პასუხები დღემდე რომ არ მქონდა.

**

გამეღიმა ჩვენი შეხვედრის პირველი დღის გახსენებაზე და ვისკიანი ჩაი მოვსვი.
დღესაც კი, როდესაც ამდენი წელი გავიდა, მაინც არ მაქვს შეკითხვებზე პასუხი და მაინც...
ყველაზე მნიშვნელოვანი არ ვიცი.. ყველაზე მნიშვნელოვანზე არ მაქვს პასუხი.
მე ხომ გოგო ვარ და ყველაფერზე სახელის დარქმევა მიყვარს.


***
გამარჯობა ჩემო კარგებო!

ესეც ახალი ისტორია:)
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
არის რეალური ამბავი და ნუ, ვიქნები გულახდილი და გეტყვით, რომ ცოტა გამუქებულია:)

ძალიან მომენატრეთ და ტრადიციულად ველოდები თქვენს შეფასებებს!:)



№1 სტუმარი Takia

Ai mikvars esetebi ragavaketoo gaagrdzelee dzaan kaia zogadad emociebs ver gamovxatav mara martla monewona

 


№2  offline წევრი LSD

Dzaan saintereso istoriaa❤️❤️ Isetia meromowons ❤️❤️ Mikvars namdvili istoriebi tundac gamukebulii❤️❤️ Veli shemdeg tavs warmatebebi❤️❤️

 


№3 სტუმარი manana

Kargia gaagrdzele .

 


№4  offline წევრი An_Gel

ამას ვის ვხედაავ? ყველაზე მონატრებულ ნიკს ამ საიტზე :)) მიხარია,რომ დაგვიბრუნდი. დავიწყებ ახლა კითხვას და იცოდე აღარ დამეკარგო რა :D

აუუუ ესეც კი ძალიან მომეწონა,მაგრამ "მეტი" გააგრძელე გეხვეწები რა. საუკეთესო გამოგდიოდა შენს მოთხრობბებს შორის და რატო შეწყვიტე კაი რა :(( ესეც მაგარია,მაგრამ იის მინდა მე!! :D :D

 


№5  offline წევრი tamuna.s

dasawyisi momewona. kargi iqneba tu axal tavebs ar daagvianeb da imedi maqvs cudi dasasruli ar ekneba.

 


№6 სტუმარი N1

ძალიან მომწონს ეს ისტორიაც და შენი ''ალუბლებიც''.❤
აუცილებლად გააგრძელე❤

 


№7  offline წევრი sofia25

აუურაკაიაა პირიგამეხა ღიმილისგანრამიის:))) მალმალე დადეე რა გთXოვ

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

ვაიმე,რა საყვარლობაა <3

 


№9  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

მე რო არ გიცნობ ?
აუ სად იყავი ?
მთავარია გიპოვე, დალშე დავიკიდოთ სხვები
მომწონს სტილი
სტილი,რომელიც საშინლად გავრცელდა და მეც ვწერ:)
ზოგს ვერ გამოდის, უნდათ და ვერ გამოუვიდათ
შენ ?
გამოგდის
მომეწონა 'ის'
ერეკლე ნაკანი:)
ორ დროში თუ დაწერ, ეცადე არ აირიო
და არ არიაო
მე ?
მე არ ავირევი
უნდა დაგათვალიერო
ხო, ვეჭველი აგრძელებ:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent