Secret/საიდუმლო (თავი 4 და 5)
-არა ლილი. ისინი არ მკადრულობენ მე! - დავიბუზღუნე და ლოგინში შევწექი. არ მინდოდა მათ წვეულებაზე წასვლა, სხეულში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეშინოდა იქ წასვლის. არ ვიცი, მაგრამ თავს პირობა მივეცი რომ ასეთ უხეშ ხალხთან ურთიერთობას გავწყვეტდი! ხვალ ლილის ვეტყვი რომ ცუდათ ვარ და ვერ წავალ. -კარგი რა ანაბელ, რატომ ფიქრობ მასე, ისინი ასეთები არიან, ცოტა უხეშები, მაგრამ თავს დავდებ ყველაზე კეთილი გული აქვთ. უბრალოდ ხალხს არ უჩვენებენ. თვალები გადავატრიალე, ლილის ნათქვამი ძალიან სულელურად ჩანდა, მას შემდეგ რაც ჰარის და ზეინის ჩხუბს შევესწარი. -სისულელეა. ძალიან საშიში ადამიანები არიან, - ხელით ბალიში გავასწორე. -საიდან მოიტანე, – ლილიმ ჩაიხითხითა და რახან მე მისკენ ვერ გადამატრიალა, თვითონ გადმოძვრა ლოგინის მეორე მხარეს, ისე რომ სახეები ერთმანეთის საპირისპიროდ გვქონოდა, მიღიმოდა. -დღეს ზეინის და ჰარის ჩხუბს შევესწარი. -რა? - ყბა ჩამოუვარდა. -ჰო.. კედელზე ჰყავდა ჰარი აკრული და მუცელში მუშტებს ურტყამდა. ლილიმ ვეღარაფერი მოიფიქრა მათ გასამართლებლად, ამიტომ გაჩუმდა და საწოლში შეწვა. უკვე თითქმის მეძინა, როცა ქვემოდან ამოსული ტირილის ხმა გავიგე. –ეიი ლილი გძინავს? – ვკითხე გამოსაფხიზლებლად და ხელი მხარზე დავადე. ლილიმ თავი წამოწია და თვალები ზანვით გაახილა. როცა მანაც გაიგო ტირილის ხმა სწრაფად წამოდგა და დაბლა ჩავარდა, მეც მას გავყევი. -რა მოხდა? - დაფეთებულმა იკითხა ლილიმ, როდესაც დაინახა როგორ გულმოთქმით ტიროდა დედამისი და ხელში წერილი ეკავა, ხოლო მამამისს თავი ხელებში ჩაერგო და სავარძელზე ჩუმად ჩამომჯდარიყო. -უილიამი ავარიაში მოჰყვა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია,- თვალები მოიწმინდა მამიდამ, მაგრამ იქიდან ცრემლების ახალი ნაკადი წამოვიდა. უილიამი ბიძიას დის შვილიშვილი იყო. ჩვენზე დაახლოებით 1-2 წლითაა უფროსი. მე რამდენჯერმე მყავს მხოლოდ ნანახი, მაგრამ ამბავმა შემძრა! არავინ არ იმსახურებს ასე ახალგაზრდა სიკვდილს. ღმერთო გთხოვ გადაარჩინე, გთხოვ! ოჯახური საუბრის შემდეგ გადაწყდა რომ, მამიდა და ბიძია ხვალ დილით გამთენიისას გაემგზავრებოდნენ ქალაქში, სადაც უილიამი და მისი ოჯახი ცხოვრობს. ახლა ლოგინში ვწევარ, ფანჯრის მხარეს ვარ გადატრიალებული და ნახევარმთვარეს ვუყურებ, მესმის როგორ ქვითინებს თავის საწოლში ჩუმად ლილი. ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს ხელი მოვუჭირე და უილიამისთვის ლოცვა დავიწყე. ღმერთო გთხოვ გადაარჩინე. მეორე დღეს მამიდა და ბიძია დილაადრიან გაემგზავრნენ. სავარძელში უემოციოდ ვიჯექი და შავთეთრ ტელევიზორს მივჩერებოდი. რაღაც კომედია გადიოდა გრეის კელის შესრულებით, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი. ლილი სამზარეულოს ალაგებდა. კარზე ზარი დარეკეს და მეც ავტომატურად წამოვდექი და კარი გავაღე, რა წამსვეც შევხედე ვინ იდგა ჩემს წინ მაშინვე თვალები გამიფართოვდა. -ლიამ? - გაკვირვებულმა შევხედე, მის გვერდით ბიჭი იდგა, რომელიც მეგობრულად მიღიმოდა. მგონი ლუი, მაშინ ვნახე, მოტოციკლეტების რბოლაზე. -ლიამ! - ზურგსუკან კივილი მომესმა და შეშინებული შევხტი. ლილიმ გამწია და ლიამს ჩაეხუტა, - გილოცავ! გილოცავ! გილოცავ! - გახარებული ეხუტებოდა და მთელ სახეს უკოცნიდა, შემდეგ კი ტუჩებში აკოცა. ღმერთო! თვალები შუბლზე ამივიდა და სახეზე ერთიანად ავხურდი. ლუის გავხედე, რომელიც იცინოდა და შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა. ო, ღმერთო რა უხერხული სიტუაციაა. მოვტრიალდი, უკან მისაღებში შემოვედი და სავარძელზე ჩამოვჯექი. -შემოდით, - შემოიპატიჟა ლილიმ. -დღეს დილით შენები დავინახე რომ მიდიოდნენ, - დიაწყო ლიამმა, როდესაც მისაღებში შემომიერთნენ და სავარძლებში მოკალათდნენ. -ჰო, ჩემი ბიძაშვილის შვილი ავარიაში მოყვა და.. -ბიძაშვილის შვილი? - გაიკვირვა ლუიმ. -ჰო, ჩემმა მშობლებმა გვიან იქორწინეს. -აჰჰ.. ანუ რამდენი ხანი დარჩებიან იქ? - წარბები აათამაშა ლიამმა. -არ ვიცი, სანამ უილიამი არ გამოჯანმრთელდება. -ანუ დღეს სახლიდან გაპარვა არ მოგიწევთ? - ლუიმ წამოიწყო საუბარი. -არა, მოვდივართ. -მე არ მოვდივარ, - ამდენი ხნის შემდეგ ხმა ამოვიღე. -ოუ, რატომ? - ლიამი წარბშეკრული მომაჩერდა. -გუშინ ჰარის და ზეინის ჩხუბს შეესწრო და თქვენი ეშინია. –გამცა ლილიმ. ღმერთო ლილი მოგკლავ! ენის პირში გაჩერება რატომ არ იცი. -ღმერთო ეგ ორნი, - თავი გააქნია ლუიმ და სავარძელში უკეთესად მოკალათდა, ლიამმა კი ღრმად ამოისუნთქა. -ჰოომ.. მაგრამ გპირდები ჩემ წვეულებებზე ჰარი არ დადის და ზეინს საჩხუბარი არავისთან ექნება, ამიტომ წამოდი. -არ მინდა.. - თავი ჩავღუნე. -მიდი ანაბელ, ლილის მარტო ხომ არ გამოუშვებ ცუდ ბიჭებთან? - იუმორით სავსე ხმით მიკითხა ლიამმა. ოთახში მყოფთ ჩემ გარდა ყველას გაეცინა. თავი ავწიე და ლილის შევხედე. -ლილიც არ მოდის, - მკაცრად ვთქვი, მარა ჩემივე ნათქვამში მეთვითონ მეპარებოდა ეჭვი. -აი, ეგ კი არ გამოვა, - ღიმილით თქვა და ლილის ხელი გადახვია, - ლილი ყველა ვარიანტში მოდის და აი წვეულების მერე თუ მას რამე დაემართება შენი ბრალი იქნება, - თითი დამიქნია ლიამმა, ლუი კი თავისთვის ხითხითებდა. დაბღვერილი ჯერ ლიამს მივჩერებოდი, შემდეგ კი ლილის. უსამართლობა იყო ჩემი ლილის მომავლით მანიპულირება! მართლა რომ რამე დაუშავდეს მერე რა ვქნა?! -ჯანდაბა !- ჩემი ფიქრები ხმამაღლა ვთქვი და უცბად პირზე ავიფარე ხელი, რაზეც ისევ სიცილი აუტყდათ, -ანუ მოდიხარ! - ჩაილაპარაკა ლუიმ, მე კი ოდნავ თავი გავიქნიე. –მიდი რა გთხოვ– შემევედრა ლილი. მრცხვენოდა კიდევ ამდენი თხოვნის მერეც რომ უარი მეთქვა, ლილის ისედაც შეეძლო წასვლა და რადგან მთხოვდნენ ესეიგი მათ მართლა უნდოდათ ჩემი იქ ყოფნა. –კარგი. –ამოვიოხრე და გავიღიმე. -წამოდი გამოვიცვალოთ, - ღიმილით მითხრა ლილიმ და ხელი გამომიწოდა. ზანტად წამოვდექი სავარძლიდან და ხელი ჩავკიდე, - ცოტახანში ჩამოვალთ, - ლუის და ლიამს უთხრა და ზევით ავედით. –რა ჩავიცვა? – ვკითხე, როცა გავაცნობიერე რომ ჩემ ტანსაცმელში არაფერი იყო ისეთი რასაც წვეულებაზე ჩავიცმევდი. –აიღე –მითხრა და მუქი, მუხლამდე, მომდგარი კაბა გადმომიგდო. –ზემოდან კი ეს –მაიკა მესროლა, რომელიც იმაზე მოკლე იყო ვიდრე წელის დასაფარავად იყო საჭირო. აღარ შვწინააღმდეგებივარ, კაბა ამოვიცვი, შემდეგ მაისური გადავიცვი და სახეზე პუდრი წავისვი. –მე მზად ვარ, –ვუთხარი, როცა ფეხსაცმელებიც ამოვიცვი. როცა ლილიც გამოეწყო დაბლა ჩავედით. -ძალიან კარგად გამოიყურებით- ლიამმა ორივეს კომპლიმენტი გვითხრა, –მართლაც –დაამატა ლუი. მადლობა გადავუხადეთ ორივეს და სახლიდან გავედით. –ო, არა! ისევ მოტოციკლეტები? –ამოვიძახე როცა გარეთ მდგარ მოტოციკლეტებს შევხედე. –ამმ.. მე რომ ავტობუსლით წამოვიდე?- უმწეოდ ვიკითხე და ვლოცულობდი რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ არა! -რატო ავტობუსით როცა ჩვენ შეგვიძილია წაგიყვანოთ? - წარბაწეულმა მკითხა ლიამმა. ნერწყვი გადავყლაპე და მოტოციკლეტს მივაშტერდი. აღარ მინდოდა ამ ეშმაკის მანქანაზე კიდევ დაჯდომა. -წამოდი, წამოდი, - სიცილით მითხრა ლუიმ და თან გამიყოლა. შემდეგ ჩაფხუტი თავის ხელით დამაფარა და მოტოციკლეტზე შემოჯდა. - ახლა დაჯექი და ხელები წელზე მაგრად მომხვიე რომ არ გადავარდე, კარგი? -კარგი, მაგრამ ნელა ატარემ. -კარგი, ნუ გეშინია, - ჩაიხითხითა. უკან მივუჯექი და ხელები მაგრად მოვხვიე წელზე. თვალები დავხუჭე, ლუიმ კი მოტოციკლეტი დაძრა. უკვე რამდენიმე საათია ლიამის დაბადების აღსანიშნავ წვეულებაზე ვარ. თავიდან ცოტა ხანი მე და ლილი ერთად ვიყავით, შემდეგ კი სადღაც გაუჩინარდა. მისი ძებნა დავიწყე, მთელი პირველი სართული შემოვიარე, მაგრამ იქ არ იყო. ამოვიოხრე და კედელს მივეყუდე. The Who ვიღაცამ ფირფიტაზე Pink Floyd-ით ჩაანაცვლა. წამით თვალები დავხუჭე, როდესაც გავახილე რამდენიმე მეტრით შორს ნაცნობი, კუპრივით შავი თმა დავინახე. ზეინს ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორეში კი სასმლით სავსე ჭიქა და თავს მუსიკის რიტმს აყოლებდა. -გამარჯობა, - ნაუცბათევობისგან შევხტი და გვერდზე გავიხედე სადაც ჩემზე სამი თავით მაღალი ბიჭი იდგა და ზემოდან დამცქეროდა. -გამარჯობა, - მორცხვად ვუთხარი. -მე ჯეისი, შენ? -ანაბელი. -ლამაზი სახელია - თბილად მიღიმოდა. -მადლობა, შენიც ლამაზი სახელია, - დავიმორცხვე და თავი ჩავხარე. -ლამაზი ქერა თმა გაქვს, - ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ხელი თმაზე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მის შეხებაზე ტაში ჟრუანტელი დამიარა. თვალი შემთხვებით ზეინისკენ გამექცა, შევხედე და შევამჩნიე როგორ მომშტერებოდა, შემედეგ კი უბრალოდ გატრიალდა და წავიდა. - და ლამაზი ცისფერი თვალებიც გაქვს, - ხელი ნიკაპში მომკიდა და სახე ამაწევინა. ხელი ხელზე დავადე, რომ მომეშორებინა, არ მომწონდა მისი ეს შეხებები, მაგრამ თავის სასარგებლოდ მიიღო ეს ჟესტი და ხელი ჩამკიდა. -რამდენი წლის ხარ? -17-ის. იცი..ჩემ მამიდაშვილს ვეძებდი, ლიამთან ერთად დავინახე და ხომ არ იცი სად არიან? -კი როგორ არა. უკანა ეზოში დავინახე როგორ გავიდნენ, - ჯეისმა ხელით მანიშნა მინის კარებზე საიდანაც ჩაბნელებული ეზო მოჩანდა. -ამმ.. კაი, - სიბნელეში სიარული დიდად არ მსიამოვნებდა. ჩემი ხელი ჯეისის ხელისგან გამოვითავისუფლე და მინის კარისკენ დავიძარი, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ვიგრძენი როგორ ძლიერად ჩამკიდა ვიღაცამ ხელი და ეს ვიღაცა რათქმაუნდა ჯეისი იყო. -გამოგყვები, გარეთ უკუნი სიბნელეა, - მეგობრულად გამიღიმა და მის საქციელზე მეც გამეღიმა. -მადლობა, - თავი დავუქნიე და ორივენი წინ წავედით. -ლილი! - მაშინვე დავიყვირე, როცა კარეთ გავედით. - ლილი სად ხარ? - სიბნელეში წინ წავედი, - ლილი! - მასზე გაბრაზებულმა კიდევ ერთხელ დავიყვირე და ჯეისს მოვუტრიალდი. -ხმას რატო არ მცე... - მაგრამ წინადადება ვერ დავასრულე ისე მწვდა მკლავებში და კედელს ამაკრა, - რა ხდება? - გაურკვევლობაში მყოფმა და ამავდროულად სიკვდილამდე დამბრთხალმა ვიკითხე. პასუხი არ გაუცია, სამაგიეროდ მკლავები მაგრად მომხვია წელზე, ჰაერში ამწია და კისერში კოცნა დამიწყო. ახლა გავაცნობიერე რა ხდებოდა. შოკისგან და შიშისგან ხმა ჩამიწყდა. თვალებს შეშინებული აქეთ-იქით ვაცეცებდი და მშველელს, ვეძებდი მაგრამ ამ სიბნელეში არავინ ჩანდა. სხეულს და ქმედებებს ვერ ვიმორჩილებდი, თავს ძალას ვატანდი რომ რამე სიტყვა მაინც მეთქვა, მაგრამ ვერა. უცბად კი სრულიად გაუაზრებლად მთელი ძალით გულისგამგმირავად დავიკივლე. -მოკეტე შენი! - დაიღრიალა ჯეისმა და რაც შეიძლებოდა უფრო მომაწვა ტანზე. -მიშველეთ! - კიდევ ერთხელ ამოვიკვნესე, ოღონდ ეს შედარებით დაბალ ხმაზე. ვჭირვეულობდი, მისი ხელების მარწუხებიდან თავის დახსნა მინდოდა, მაგრამ ის ჩემზე ათჯერ ძლიერი იყო. უცებ მისი ხელები ჩემს სხეულს მოშორდა. ვიღაცამ ჯეისი მომაშორა, მიწაზე დააგდო და ფეხი ძლიერად მიკრა გვერდზე. შემდეგ კი მე მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა. ამ ყავისფერ თვალებს ათასში გამოვარჩევ. ზეინი. ეს ზეინი იყო. გაუკვირდა იქ მე რომ დამინახა, არ მელოდა, ვიღაც სხვა ეგონა. ალბათ რომ სცოდნოდა რომ მე ვიყავი არც გადამარჩენდა. ის სხვა რომ ყოფილიყო, და არა ზეინი, მადლობას ვეტყოდი გადარჩენისთვის, მაგრამ სანამ ის ჩემს მადლობას საიმსახურებს ბოდიში უნდა მომიხადოს იმის გამო რაც მაშინ, შეჯიბრებაზე გამიკეთა. მისთვის არაფერი მითქვამს ისე გამოვეცალე იქაურობას, ჯერ ისევ შოკირებული ვიყავი, ამოსუთქვა და აზრზე მოსვლა მჭირდებოდა ამიტომ გარეთ სკამზე ჩამოვჯექი. თვალებიდან გადმოგორებული ცრემლები მოვიწმინდე, საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. სული ისევ შემეხუთა, როცა ვიგრძენი რომ გვერდზე ვიღაც მომიჯდა. დაფეთებულმა გვერდზე გავიხედე. გამიკვირდა როცა ზეინი დავინახე, ჩემგან მილიმეტრები აშორებდა. თვალებში ჩავხედე, რომელიც სულ ჩაწითლებოდა. სურნელი, მისი სურნელი შესანიშნავი იყო, სიგარეტის, მამაკაცის სუნამოს და კიდევ ჩემთვის ამოუცნობი სურნელების ერთმანეთთან შერწყმა იყო. ზეინი თვალებში მიყურებდა და როგორც მაშინ მისი უნაკლო, გაყინული სახე შიშმა და შეშფოთებამ მოიცვა. თვალი სასწრაფოდ ამარიდა და წინ გაიხედა, ხმას არც ერთი არ ვიღებდით, მე უბრალოდ ვიჯექი იქ და ვკანკალებდი, არ ვიცი ეს რით იყო გამოწვეულ იმით რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა, თუ იმით რომ ზეინი ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა და თვალებში ჩამშტერებოდა, ისე თითქოს ჩემ თვალებში კოშმარს კითხულობდა რომლისგანაც თავის დაღწევა მთელი არსებით სწადდა. –არ იცი რომ ცუდ ბიჭებს არ უდნა ენდო?– ცოტა ხნის შმედეგ სიცილით მკითხა და შემომხედა, თვალები ჩაწითლებული ქონდა, ალბათ ბევრი დალია. მის ნათქვამზე ნერვიულად გავიცინე, შემდეგ კი ცას ავხედე, ამოვიოხრე და თავი გავიქნიე. –შენი მეგობარი შიგნითაა –მითხრა და ხელი სახლისკენ გაიშვირა. ისევ მას შევხედე. –კარგი –ვუთხარი და წინ გავიხედე. –არ შედიხარ? –არა. –მოკლე პასუხი გავეცი და ნერწყვი გადავყლაპე. მინდოდა წასულიყო, ჯერ კიდევ მაშინევდა, მითუმეტეს რომ მთვრალი იყო. აღარ მინდოდა წვეულებაზე დაბრუნება, სახლში მინდოდა, წყნარად, უბრალოდ მინდოდა დამეძინა. მაგრამ არ მინდოდა ლილი შემეწუხებინა და ჩემ გამო წვეულებიდან წამოსულიყო. –შეგიძლია ლილის უთხრა რომ მე სახლში წავედი და არ ინერვიულოს? –ვკითხე და ფეხზე წამოვდექი, მეშინოდა ამხელა გზაზე მარტო წასვლა, მაგრამ აქ დარჩენას ნამდვილად მერჩივნა. –მარტო აპირებ წასვლას შუაღამისას? –ჩაიცინა. –კი, არ მინდა ლილი ჩემ გამო გართობას დააკლდეს. –კარგი ვეტყვი. –პასუხი გამცა რამდენიმე წამის წინ დასმულს შეკითხვაზე და ისიც ფეხზე წამოდგა. ამოვისუნთქე და ბილიკს გავუყევი, ჭიშკარში გავედი და აქეთ–იქით მიმოვიხედე, გამახსენდა რა გზითაც მოვედით და ზუსთად იმ გზაზს ჩავუყევი. იმედია დღეს კიდევ რაიმე საშინელება არ დამემართება. *** ჭიშკარი დავკეტე და შუკაში შევუხვიე, ჩაბნელებულ არემარეს ლამპიონების სუსტი ნათება, ზოგი აქა-იქ ჩამქვრალიც კი იყო, და მთვარის შუქი ანათებდა. ღამის ლონდონი ისეთი იდუმალი, ამოუცნობი და საიდუმლოებებით სავსე ჩანდა. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, არ მსიამოვნებდა ღამით მარტოს ბნელ ქუჩაში სიარული. ნელ-ნელა ჩემ ყურადმე მოტოციკლეტის ძრავის ხმამ მოაღწია, უფრო ავნერვიულდი და ნაბიჯებს ავუჩქარე, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ადგილს ვეძებდი რომ დავმალულიყავი მოტოციკლეტისტს რომ არ შევემჩნიე და ახალ პრობლემაში არ გამეყო თავი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.მოტოციკლმა სვლა შეანელა და ჩემთან ერთად დაიწყო სიარული, შიშისგან სხეულში ერთიანად დამბურძგლა და ბეწვი ამეშალა, ფეხებისკანკალით ძლივს ვაგძელებდი სიარულს, სახე ნელ-ნელა გავატრიალე მოტოციკლეტისკენ და როდესაც ნაცნობი სახე დავინახე გულზე მომეშვა, გაფართოებული თვალებით მივაჩერდი. მადლობა ღმერთს ზეინი იყო და არა სხვა. მართალია არც მას ვენდობოდი ბოლომდე, მაგრამ მადლობა ღმერთს ის იყო და არა სხვა უფრო ჯეისისნაირი დიდი ნაგავი. -იჩქარე, თორემ მულტფილმებს ვერ მიასწერებ - სიცილით მითხრა, გზას თვალი მოწყვიტა და მე შემომხედა. მინდოდა საპასუხოდ რაიმე მეთქვა, მაგრამ იმ წამს ვერაფერი მოვიფიქრე. რამდენიმე წამის შემდეგ რაღაც იდეები მქონდა, მაგრამ ამდენი ხნის მერე პასუხის დაბრუნდება სულელური იქნებოდა. -ყოველთვის ვფიქრობდი რომ ბარბები ესე გვიან, ქუჩაში არ დადიოდენენ მითხრა და წარბები ამიწია– მითუმეტეს მარტო, - დააყოლა რამდენიმე წამში. ღრმად ამოვისუნთქე და ხელები გულმკერდზე გადავიჯვარედინე, რომ სითბო უფრო შემენარჩუნებინა, გამაჟრჟოლა. –იცი აქ რამდენი მკვლელობა ხდება? რამდენიმე დღის წინ აქ შენხელა გოგო მოკლეს. –თავს დავდებ რომ იტყუებოდა და ამით უბრალოდ ჩემს შეშინებას ცდილობდა, მაგრამ როგორც ჩანს მართლა გამოუვიდა. სიცივისგან გამოწვეულ კანკალს ახლა უკვე შიშისგან გამოწვეულმა კანკალმა შეცვალა. -ჰმმ...როგორი მოსაწყენი ყოფილხარ, –თქვა ირონიით. –მომბეზრდი,კარგად. - დამემშვიდობა და გავიგონე უფრო როგორ ახმაურდა ძრავა და ზეინის მოტოციკლი სინათლის გავრცელების სისწრაფით მოწყდა ადგილს. როცა გავაანალიზე რომ წავიდა ავფორიაქდი, მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდი საბრთხე პირველ რიგში ის იყო. რამდენიმე წამში მოტოციკლი მოატრიალა და დაამუხრუჭა. სულ ბუღი დააყენა გზაზე და ამ ბუღშივე თვითონ გაეხვია და მოტოციკლიანად გაუჩინარდა. ისევ მომესმა ძრავის გამაყრუებელი ხმა და ბუღიდან ზეინის მოტოციკლი მთელი სისწრაფით გამოვარდა ჩემსკენ. თვალები გამიფართოვდა, ფეხები კი ადგილს მიმეყინა. ინსტიქტები მეუბნებოდა რომ გვერდზე უნდა გავწეულიყავი, მაგრამ ჩემი სხეული არ მემორჩინებოდა. ერთ დღეში ეს ყველაფერი ზედმეტი იყო ჩემთვის. გონება სრულმა პანიკამ მოიცვა, სხეული კი შოკში იყო. სიკვდილს თვალებში ჩავხედე, მაგრამ არ მინდოდა რომ მომკვდარიყავი. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ, ცხოვრების ჯერ კიდევ არაფერი გამეგება, მაგრამ მინდა გავიგო. ყოველ შემთხვევაში მინდოდა. მინდოდა შემყვარებოდა, მინდოდა ოჯახი მქონოდა, იმდენი რამე მინდოდა. და ღმერთო და მამა?.. ჩემს სიკვდილს ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა. ამ მცირე დროში თავში ათასი ფიქრი მიტრიალდებდა, თითქოს ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდი. ზეინმა ზუსტად ჩემ ფეხებთან დაამუხრუჭა და ამჯერად ძრავის გამაყრუებელი ხმის მაგივრად მისი ხარხარი გაისმა გაისმა. -ერთი შენს თავს შეგახედა, - ტირილამდე იცინოდა და ხელებს მუცელზე იჭერდა. მე კი სრულაც არ მეცინებოდა, ჰაერი ხავილით შევისუნთქე და ახლა გავაცნობიერე რომ ამ ხნის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ვიდექი. ხელი გულზე დავიდე და ვიგრძენი როგორ მომაწვა ცხარე ცრემლები და ღვარად გაიკვლიეს გზა ჩემს ლოყებზე. ზეინის სიცილი აღარ ისმოდა, ან მე აღარ მესმოდა, თავბრუსვევა დამეწყო, ალბათ მიღებული შოკის გამო და კიდევ იმიტომ რომ სუნთქვაშეკრული დიდ ხანს ვიდექი. წელზე მძლავრი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და შემდეგ ზეინმა თავის გულს ამაკრა. -მე მხოლოდ ვიხუმრე, - უდანაშაულოსავით მითხრა და ამ დროს ვიგრძენი როგორ მომაწვა მის მიმართ დაგროვი ბრაზი სხეულში და გულის გამგმირავად დავიყვირე. -მძულხარ! მძულს ის დღე, როცა ლონდონში ჩამოვედი და როცა შენ შეგხვდი! მძულს! - აცრემლებული მუშტებს გულმკერდში ვურყავდი და მისი მარწუხებიდან გათავისუფლლებას ვცდილობდი, მაგრამ ის ჩემზე ძიერი იყო და მთელი ძალით მიკრავდა გულში, - მომშორდი. –ბოლოჯერ გავიბძროლე, როგორც ჩანს ჩემი ქმედებები საერთოდ არაფერს ტკენდა, მე კი პირიქით. -დაწყნარდი? - დამსვა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ისე მკითხა. არ ვიცი რა მემართებოდა, მაგრამ გველნაკბენივით გამოვეცალე და სახეში ხელი ძლიერად გავარტყი. შემდეგ კი რომ გავიაზრე რა ვქენი შეშინებული გაურკვეველი მიმართულებით გავიქეცი. რამდენიმე წამში მისმა ხელებმა ისევ დამიჭირეს და მის მკერდს ამიკრეს. ვწრიალებდი, თავის დაღწევა და ისევ გაქცევა მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. ზედმეტად სუსტი ვიყავი და ყველაზე მეტად ეს მიშლიდა ნერვებს. მე არავინ, აბსოლოიტურად არავინ არ მყავდა ვისი დაცვის იმედიც მექნებოდა ახლა. -ხომ არ ფიქრობ რომ ზედმეტად გათამამდი? –ყურში ჩამჩურჩულა. გული ადგილიდან ამოვარდნაზე მქონდა, მის ტონში ნათლად ჩანდა რომ გაბრაზებული იყო, გაქცევა მინდოდა და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გავიბრძოლე. -ჰეი! დამშვიდდი! - დამიყვირა და კედელს ამაკრო. -გ-გთხოვ, არაფერი დამიშ-შავო, - თვალებდახუჭული შევევედრე. წამებში მისი სხეული მომშორდა და თვალები ხამხამით გავახილე. -მოტოციკლეტზე დაჯექი,- ცივად მითხრა და თვალები დამიბრიალა. მეგონა ხუმრობდა,მაგრამ არა, სრულიად სერიოზულად იქცეოდა. ლიამის ნათქვამი გამახსენდა “ის არასდროს სვამს სხვას თავის მოტოციკლეტზე”. -შენ ხომ არავის ისვამ მოტოციკლზე? - კედელს აყუდებულმა შეშინებულმა დავიჩურჩულე, ჩემი ხმა ვერ ვიცანი, მაგრამ მის რეაქციაზე მივხვდი რომ გაიგონა. -ჩემი შემოთავაზება 10 წამში გაუქმდება – ცივად მიპასუხა და თითებით ათვლა დაიწყო. ნელა წავედი მისკენ, მან თავისი ჩაფხუტი მე გამომიწოდა თითონ კი მოტოციკლეტზე შემოჯდა. მეც უკან მოვუჯექი, ვეძებდი ადგილს სადაც შევძლებდი რომ ხელი მომეჭიდა, არ მინდოდა ეს ადგილი მისი წელი ყოფილიყო, ბოლოს გადავწყვიტე სავარძლის კიდეებს მოვჭიდებოდი. –შემომხვიე ხელი თორემ გადავარდები – ამოიოხრა ზეინმა და თავი გაიქნია. სკამს ნელ–ნელა ხელები გავუშვი და მას მოვხვიე, მუცლის ვიბრაციაზე მივხვდი რომ ჩაიცინა, სიამოვნებდა რომ ჩემი დამორჩილება შეეძლო. როდესაც ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი მოტოციკლეტი დაძრა და ახლა ნელა ატარებდა, ალბათ ეშინოდა რომ კიდევ ერთხელ არ დავეფრთხე. ცოტახანში გაუცნობიერებლად თავის მის ბეჭებზე დავდე, მეგონა რომ მეჩხუბებოდა და თავს ამაწევიდებდა, მაგრამ როცა ეს არ გააკეთა ხელებიც უფრო მჭიდროდ მოვხვიე და ბოლომდე მოვდუნდი. თავი წამოვწიე როცა ჩემი სახლის წინ გაჩერდა. მოტოციკლეტიდან გადმოვედი და ჩაფხუტის შესაკრავს დავუწყე წვალება, მაგრამ ვერაფრით ვხსნიდი. უცბათ ხელის მტევნებზე თბილი შეხება ვიგრძენი, ავიხედე და ზეინის ყავისფერ თვალებს შევეჩეხე, ხელები ჩამოვუშვი და სახეზე წამოვწითლდი როდესაც მისი ნაზი, მაგრამ უხეშად მოქმედი თითები კანზე მომხვდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თასმას მიხსნიდა, შემდეგ კი ჩაფხუტის მოხსნაშიც მომეხმარა. -ღამემშვიდობის – დავიჩურჩულე და სახლისკენ წავედი, არ მეგონა თუ გამომყვებოდა, მაგრამ უკან ამედევნა. ავფორიაქდი ის რა სახლში შემოყოლას აპირებს?! კარებთან გავჩერდი და მისკენ მივტრიალდი,ჩემთან ძალიან,ძალიან ახლოს იყო. კარებს ავეკარი,რომ დისტანცია დამეცვა, ორივე ხელი კარებს მიადო, ჩიხში მომიმწყვდია. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. -რატომ კანკალებ? -იკითხა და ჩაიცინა. სიცილის დროს გამოსუნთქული, ცხელ ჰაერი მთელს სახეზე ვიგრძენი. ვგრძნობდი და გული წუთში ასჯერ მაინც მიცემდა,შიშმა უფრო იმატა როდესაც თავისი ტუჩები ყურზე მომადო. -მადლობის გადახდას არ აპირებდი? -ჩუმად ჩამჩურჩულა,თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. -მ.მადლობა -ამოვილუღლუღე,თავი გააქნია და ჩაიცინა -არა, მე მადლობებს ეგრე არ ვიღებ-ერთი ხელი კარებიდან ჩამოუშვა და თმა გადამიწია,თავი დახარა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. გამაჟრჟოლა და თვალები გუგებიდან ლამის გადმომვივდა. ჩემთვის ჯერ ასე არავის უკოცნია, მისი ტუჩები ლამის ჩემ ბაგეებს შეეხო. -მომავალ შეხვედრამდე– ბოხი ხმით დაიჩურჩულა, წამებში თავის მოტოციკლზე შემოჯდა და გააქროლა. გონება არეული სახლში შევედი და მეორე სართულის კიბეები ავირბინე. საწოლზე წამოვწექი და ხელი იმ ადგილას დავიდე,სადაც მაკოცა. გაკვრებული ვიყავი, რატომ გააკეთა მან ეს? –ჯადაბა! – ხმამაღლა წამოვთქვი –და რატომ მესიამოვნა მე ეს ესე ძალიან? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.