შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანი ეშმაკთან. (მესამე)


26-02-2017, 17:46
ნანახია 1 663

- სანდრიკო რასშვები?
- სასწავლებელში ვარ. შენ?
- სახლში.
- რახდება?
- აუუუ რავიიიიიიიიიიიიიიი... მაგარი უპონტოდ ვარ შენ ტავს ვფიცავარ პროსტა.
- პირდაპირ მითხარი. არ მცალია
- ირაკლისთან წავიდეთ ბარში ! თან დღეს ბენდი უკრავს
- მოიცა, ირაკლის რა, ბენდიც ყავს?
- ყოველ პარასკებს უკრავენ ! ახლა გაიღვიძე?
- ვაუ !
- წავიდეთ ?
- წავიდეთ. სამზე სახლში ვიქნები და შეგეხმიანები.
- კარგიიიი.. მიყვარხარ ძუკნა.
- გაკოცე

სალი, ჩემიი ყველაზე ძერსკი დაქალი, რომლის ყველაზე თბილი სიტყვა არის „ძუკნა“. თუ გითხრა „მიყვარხარ ძუკნა“ ანუ ნამდვილად უყვარხარ. თუ გითხრა მხოლოდ „მიყვარხარ“ ანუ გატყუებს. და თუ გეტყვის „ძუკნა“ ანუ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგო.

ისე მიყვარს საქ ყოფნა შემიძლია მტელი დღე აქ გავატარო. შემიძლია მთელი დღე ვხატო, თუ ხასიათზე ვარ. ხანდახან არის მომენტები, როცა ხატვა კი არა სიცოცხლეც არ გინდა, მაგალითად ისეთი დღეები, როგორიც გუშინ იყო. ეს დღე არც პირველი ყოფილა და ეჭვი მაქვს არც უკანასკნელი.
ჩემი ცხოვრება რატომღაც ყოველდღე მიჩენს სუიციდის სურვილს. რით არის გამოწვეული ვერ აგიხსნით. არიფიქროთ რომ ფსიქიკური პრობლემები მაქვს.
სისულელეა ! პირველად როდესაც თვითმკვლელობა ვცადე და ოჯახმაც გაიგო მარინემ რათქმაუნდა გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მივეყვანე.
ორი სიანსის შემდეგ, ფსიქოლოგმა გამოუცხადა, ტყუილად ნუ ტანჯავ შენ შვილიშვილს, აქეთ გაგიწევს ფსიქოლოგიურ დახმარებასო და შემეშავა.
დედის გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა და ყველაფერს დაღი დაასვა.
ადრე ყველა თვითმკვლელობის სურვილი ამით იყო გამოწვეული.
დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გადავლახე და შევეცადე ცხოვრება გამეგრძელებინა. და ასეც მოხდა. თუმცა გუშინდელი შემთხვევა არც კი ვიცი როგორ ავხსნა. ალბათ ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვიქნები უცნობი ბიჭის.
იდიოტი ვარ, რომ საახელი არ ვკითხე. ალბათ ყოველტვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში „უცნობი ბიჭის „ სახელით.
„უცნობი ბიჭი“.
„უცნობი“.
„ შენ რა ეშმაკთან პაემანი გაქვს?“ გონებაში მის მიერ ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდა.
დიდ თეთრ დაფაზე ტუჩები მოვხაზე. შევეცადე ზუსტად აღმედგინა მისი ნაკვთები.
საათ ნახევარი ვხატავდი.
დასრულებულმა ნახატმა ღიმილი მომგვარა.
მისი ტუჩებიც კი საყვარელი იყო.
უდაოდ ლამაზი ნახატი გამოვიდა. ვგონებ რელობაში უფრო ლამაზი იყო.


ბოლოს ნივთები მოვაგროვე და სახლისკენ დავიძარი.
უკვე ძალიან ბევრს ვფიქრობ უცნობ ბიჭზე.
სახლში მისულმა ნივთები საწოლზე დავყარე და საწერ მაგიდას მივუჯექი. ფურცელი და კალამი ავიღე და ტუჩების მოხაზვას შევუდექი.
კიდევ ერთხელ დავხატე უცნობი ბიჭის ტუჩები. ამჯერად სიგარეტით.
ღმერთო სურვილი მქონდა, რომ სულ მეხატა და მეხატა.
ბევრი რამე მომწონებია, მაგრამ ყველა ფურცელზე ერთიდაიგივეს დახატვა უკვე ზედმეტი იყო.
ბოლოს რვეული დავხურე და სალის დავურეკე.
- ალიოოოოოოოოო
- სად ხარ?
- სახლში
- არდაიღალე სახლში ყოფნით?
- ძააან
- აწიე და მაღაზიაში მაინც ჩადი ან აივანზე გადი, რომ გამოძრავდე ცოტა !
- ჩემ ისედაც აწეულია ! შენ ტრაკს მიხედე, საერთოდ, რომ არ გაქვს.
- „სამი სიტყვა“ ხარ
(სინამდვილეში „სამი სიტყვა“ ნიშნავს *ლე_ს. საზოგადოებაში ტეხავს დაქალს უთხრა - ჰეიი *ლე_ო . ასე, რომ „ სამი სიტყვა“ არაჩვეულებრივი საშუალებაა დაქალს უთხრა ის რაც სინამდვილეშია.)
- ფუ ! ძუკნა
- ჩემ სათქმელს შენ ნუ მეუბნები. რომელზე მივდივართ?
- 8ზე
- კარგიი
- ბომჟივით არ ჩაიცვა
- ბომჟივით როდის ჩამიცვამს???
( როცა ჩემ ჩაცმულობას ცუდად ეხებიან, მინდა სახე ავაძრო. )
- ყოველთვის.
- რა არ მოგწონს ჩემ ჩაცმულობაში?
- გოთს გავხარ !
- იაფფასიანი ვით მაინც არ მაცვია.
-მაგას კომპლიმენტად მივიღებ
-მმიტყდება, რომ შეღებილი ქერა ხარ !
- გეყოფა ძუკნა! გამოგივლი მანქანით და მზად დამხვდი.
- კარგი.

რვა საათამდე დიდი დრო იყო, ასე, რომ აბაზანა მივიღე და ჯერ კიდევ სველი საწოლზე გავწექი.
კარი ნელა გაიღო და პლანშეტით ხელში მათე შემოვიდა.
- სპანჯბობს ჩამირთავ?
ისეთი სახით მითხრა, სიცილი ვერ შევიკავე.
- რატომ დამცინი ძუკნა?
მომესმა თუ ჩემმა 6 წლის ძმამ „ძუკნა“ მიწოდა.
- მათე ! ვინ გასწავლის ასეთ სიტყვებს ! ახლა ისე მოვიქცევი, როგორც შენ იქცევი ხოლმე და მარინეს ვეტყვი რაც დამიძახე.
სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- აბა სალი რო გეძახის ხოლმე?
- მისმინე პატარა ძმაო, სალის შეუძლია დამიძახოს. მაგრამ შენ არა ! ! !
მეორედ, როცა მაგას იტყვი.. მოვიფიქრებ და მერე გეტყვი.
მაგრამ სანამ მოვიფიქრებ იცოდე, რომ ეგ არასდროს აღარ თქვა თორემ მარინე ძალიან გაგიბრაზდება.
- კარგი მაგრამ რას ნიშნავს?
- რა მნიშვნელობა აქვს
- მითხარიიიიიიიი
- ლამაზს.
- ანუ ბებოც ძუკნაა? შენც? სალიც? ჩემი შეყვარებულიც ?
ამდენი დიდი ხანია არ მიცინია. ღმერთო ეს ბავშვი იდიოტია .
- მისმინე მათე. ბებო ძუკნა არ არის გასაგებია? მოვრჩით ლაპარაკს.
- კარგი. ახლა ჩამირთავ?
- მოდი

ორივე საწოლზე დავწექით და სპანჯბობის ყურებაში მე ჩამეძინა.

***
ტელეფონის გაბმულმა რეკვამ გამაღვიძა, საწოლზე ხელის ფათური და ტელეფონის ძებნა დავიწყე.
- გისმენთ
- ალოოოო ალოო სანდრაა
- გისმეენნნნ
- მზად ხარ?

სწრაფად წამოვხტი და ტელეფონის ეკრანს შევხედე.
- გული გამისკდა, ჯერ შვიდია !
- რაა არ ჩაგიცვამს??
- არაა მეძინა.
- მოგკლავ !
- სწრაფად ჩავიცვამ
- სწრაფააად ! ! !
- გამოდი
- ხოოო მოვდივარ. სწრაფად მოემზადე.
- კაი მიდი

ტელეფონთან ერთად ისევ საწოლზე დავეცი.
მათე ისევ სპანჯბობს უყურებდა.
ოთახში მარინე შემოვიდა.
- ბავშვებო მაგიდა გავშალე და გამოდით
- მარინე მე მივდივარ
- სად?
- ირაკლისთან
- კარგი. როდის დაბრუნდები?
- არვიცი ალბათ ორ საათში
- კარგი. ძალიან ნუ დაიგვიანებ. მათე წამო ბებიო ვჭამოთ
მათე სწრაფად ჩამოხტა საწოლიდან და ბებოს ხელი ჩაკიდა.
- ბებო იცი ჩემი შეყვარებული ძალიან ძუკნაა !
გაიკრიჭა და ხტუნვა დაიწყოო
- ალექსანდრააა ! ! !
- მე არაფერ შუაში ვარ. პასუხი სალიმ აგოს.
- ოხ შენ და სალიი ! დროა ეს ბავშვი მოგაშოროთ თორემ კარგს ვერაფერს ისწავლის.
- მე მხოლოდ ვუთხარი, რომ ძუკნა ლამაზს ნიშნავს.

ოთახის კარს, რომ გასცდნენ კარგად გავიგონე მათეს ხმა
- ბებო მე ალექსანდრას ვუთხარი, რომ შენ ძუკნა იყავი. მაგრამ მითხრა რომ შენ ძუკნა არ ხარ. რატომ არ ხარ ძუკნა? შენ ძალიან ძუკნა ხარ?
- ღმერთო ჩემო მათე !! მე ძუკნა არვარ და საერთოდ დაივიწყე ეგ სიტყვა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხმა მესმოდა, ზუსტად ვიცოდი როგორი სახის გამომეტყველება ექნებოდა ახლა და გამეცინა. მიყვარს, როცა რაღაცას შეიცხადებს ხოლმე. ამ დროს ძალიან საყვარელია !

სწრაფად მოვემზადე. თმა გავიშალე. მსუბუქი მაკიაჭი გავიკეთე.
მოწითალო პომადა წავისვი და , როცა სარკეში ჩემთავს შევხედე, უნებურად გავიფიქრე „წითელი პომადა მაკვდება“
მისაღებში გავედი და მათესთან საუბარში გართული სალი გადავკოცნე, რომელიც შოკოლადს შეექცეოდა.
მათეს ჩავეხუტე, ლოყაზე წითელი პომადის კვალი დავუტოვე და სადარბაზოში გავედით.
როცა ლიფტში შევედით, სალიმ ალმაცერად გადმომხედა
- ლამაზად გამოიყურები ძუკნა
- ვიცი, რო იცი რო შენც და ამიტომ აღარ გეტყვი.

თითქმის ბართან ვიყავით მისულები, როცა მუცელში საშინელი წვა ვიგრძენი.
ავფორიაქდი და გული საშინლად ამიჩქარდა. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა და საშინლად მომინდა სახლში დაბრუნება და უბრალოდ დაძინება.
თუმცა ახლა, რომ სალისთვის მეთქვა უკან დამაბრუნე თქო ალბათ მანქანიდან ჩამაგდებდა და მერე ზედ გადამივლიდა.
გაჩუმება ვამჯობინე.
და
ბარში შევედით.


ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს მოგეწონებათ. ამ დღეებში ყველანაირად შევეცდები "გამარჯობა ცოლად გამომყვების" ახალი თავი ავტვირთო. მადლობა, რომ კითხულობთ.
გკოცნით ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Dzalian momwons es istoria da velodebi axal tavs
--------------------
M.D

 


№2 სტუმარი Guest თიკო

"გამარჯობა, ცოლად გამომყვების" აღარ აგრძელებ? ეს მოთხრობაც სასწაულია მაგრამ მე ის მაგიჟებდა და მაფორიაქებდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent