შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრაზებულ გულზე გაკეთებული ჩანახატი


31-08-2016, 11:43
ავტორი LemonGrass
ნანახია 1 656

როცა საყვარელი ადამიანის მიმართ არსებული ზიზღის მარცვალი შენში ნელ-ნელა გაიზარდა და ეხლა იბერება, იბერება და გახრჩობს, სუნთქვის საშუალებას გიზღუდავს...
სიძულვილი მხედველობას გიბინდავს, სმენას გიხშობს...
როცა გინდა, რომ ეს ბუშტი გასკდეს და ორივე ფილტვი ჰაერით აივსოს, გონება გაიწმინდოს, მხედველობა აღდგეს, სმენა დაგიბრუნდეს და ამ ბუშტში დაგროვილმა ბრაზმა და ბოღმამ ჩაიტანოს და დაახრჩოს ყველა ვინც მის გავსებასა და გაბერვაში თუნდაც 1 პაწაწინა წვეთით მიიღო მონაწილეობა!
გინდა რომ უყურებდე და თითოეული უჯრედით გრძნობდე როგორ იხრჩობა, ებინდება მზერა, როგორ წყურია თუნდაც ერთი ყლუპი ჰაერი და როგორ განიცდის ყველაფერს რაც შენ განიცადე, როგორ იტანჯება ყოველი გულის ფეთქვის შემდეგ და ყოველი ფიქრის გაელვებისას...
ფიქრები წარსულიდან, რომლებიც არ ასვენებენ...
წარსულიდან:
რომელშიც ვერ დაბრუნდები,
რომელსაც ვერ წაშლი,
რომელსაც ვერ შეცვლი,
წარსული რომელიც უძრავია და დრო ვერაფერს აკლებს,
წარსული რომელსაც მუდამ ეყოფა ძალა შეამოაღწიოს შენს ფიქრებში და ნელ-ნელა მოგსპოს, გაგსრისოს, დაგამციროს და მუდამ შენში იყოს ამავდროულად.
წარსული რომელიც დაგივიწყებს, მაგრამ შენ მაინც გემახსოვრება!
ცდილობ გაუმკლავდე საკუთარ თავს, ფიქრებს, ემოციებს, ებრძოლო შენს სურვილებს, ჩაახშო შენში დაბუდებული ბრაზი და ბოღმა, თუნდაც საშინლად გადაღლილმა გაიბრძოლო და შეეცადო კიდევ ერთი შანსი მისცე შენს თავს და იმ იმედებს რომლებიც გქონდა მანამ სანამ შენში სიძულვილი გაიდგამდა ფესვებს და თავის გატოტვილ ხეს შენი ბოღმისგან გაჯერებული სისხლით გამოკვებავდა!
ცდილობ კიდევ ერთხელ გაუცრუო იმედი იმედგაცრუებას და არ მისცე საშუალება დაგჯაბნოს და გაიმარჯვოს, მაგრამ თან ეკითხები გადაღლილ და ღონემიხდილ შენს თავს:
ნამდვილად გინდა? ნამდვილად გსურს? ნამდვილად გიღირს?
...რომ შენმა მხრებმა ზიდონ სხვისი შეცდომები...
და სანამ ბრძოლა შენს მესა და შენს წარსულს შორის არ დასრულებულა, სანამ არ დაცლილა შენში არსებული ბოღმის, ბრაზისა და სიძულვილის ჭურჭელი... შენში ცხოვრობს მხოლოდ ერთი სიტყვა!!! და ეს სიტყვა არის:
ძუკნა!!! . . . . . . . . .
ძუკნა ტყუილისა და ეგოიზმის სუნით!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent