შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლურჯო სული... (თავი 4)


26-02-2017, 19:09
ავტორი aleqsandra
ნანახია 1 944

შემოდგომა იდგა, თითქოს ცაც კი ოქროსფრად იყო შეფერილი, როგორ მიყვარდა წელიწადის ეს დრო, მისი საოცარი წითელ-ყვითელი ფერებით, ხან ბობოქარი იყო ჩემსავით ხანაც კი მშვიდი და წყნარი, ხან წვიმდა, ხანაც მზე თავის მხურვალე სხივებს არ იშურებდა კაცობრიობის გაყინული გულების გასათბობად, თუმცა კი ჩემი გული არ თბებოდა მარტო... „როდის გავხდი ასეთი სუსტი“?! ვუსვავდი ამ კითხვას ჩემს თავს და პასუხს ვერა და ვერ ვპოულობდი. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვსეირნობდი და ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი, თუმცა ფილტვებს არა და არ ყოფნიდა ჟანგბადი, ყოველთვის ასე მემართებოდა როდესაც მასზედ ვფიქრობდი. როდის შევისისხლ-ხორცე ასე?! კვლაავ ისეთი კითხვა დავუსვი ჩემს თავს, რომელზეც პასუხს ალბათ ვერასდროს გავცემდი.
თითქმის ხუთი წელი ხდება, რაც მე გიორგის ცოლი ვარ, რაც ამ ჯოჯოხეთში შევდგი ფეხი და წამით არ ვყოფილვარ ბედნიერი მეტიც, ჩემმა ცხოვრებამ ყველანაირი სიხარული, ფერადი ფერები და იმედები დაკარგა. ალბათ მკითხავთ იმასაც კაცს, რომელსაც ასე მთელი გულით უყვარხარ რატომ ვერ შეიყვარე ამდენი წლის მანძლზეო?! მაგრამ მართლა ვერ შევიყვარე, არც კი მიცდია ეს. გიორგის ავადმყოფურ სიყვარულს თავიდანვე ზურგი ვაქციე.. ერთი ფიქრი თავიც კი დავიდანაშაულე გიორგი, რომ ასეთ საშინელ ადამიანად იქცა, იქნებ მეც რომ საპასუხო გრძობით მეპასუხა მის გრძნოობაზე, ხელი რომ ჩამეჭიდა მისთვის ასეთ არაადამიანად არც ქცეულიყო?! იქნებ გვერდში დგომა სჭირდებოდა და ვერ დავუდექი?! სანამ ტატოს გავიცნობდი მანამ ვიცნობდი გიორგის, სულ ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი მაგრამ მე ყოველთვის ზურგს ვაქცევდი. მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით პირველად რომ მითხრა „მიყვარხარო“, მაგრამ მე რეაქცია არ მქონია, ბევრი დავცინე და სახლში სირბილით შევედი. ის კი კარგა ხანს იდგა ქუჩაში და უყურებდა ჩვენს სახლს. მერე აღარც კი ვეთამაშებოდი, ბოლოს ამაყმა გიორგი ლაბაძემ, მეგობრობა შემომთავაზა და მახსოვს, ასეთი ფრაზა მითხრა; „ თუ არ გიყვარვარ ზურგს ნუ მაქცევ, გახდი ჩემი მეგობარი და მერწმუნე შემიყვარებ რაღაც დროის მერე“ აქ უკვე 16 წლის ვიყავი მე,ის კი ჩემზე რამდენიმე წლით დიდი, მაგრამ ჩემი რეაქცია ისევ ისეთი იყო, უარი ვუთხარი მეტიც მასთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე. ის კი არა და არ და არ მანებებდა თავს და ინგრევდა ცხოვრებასაც.. დედა სულ პატარა იყო, რომ დაეღუპა, მას შემდეგ მარტო მამა ზრდის, მამამისიც საეჭვო პირია, მუდამ მარტო იყო ძიძასთან შესაძლოა მისი ასეთი ცხოველური ხასიათები და მთლიანად პიროვნებაც იმ წრემ, ურთიერთობებმა და სამყარომ განაპირობა სადაც ცხოვრობდა, იზრდებოდა და ახლაც ცხოვრობს. მოზარდი იყო სასწავლებლად რომ ევროპაში გაუშვა მამამისმა, 22 წლის ასაკში ჩამოვიდა უკან და ჩაუდგა საგვარეულო ბიზნესს სათავეში, მას შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა, სადაც მე ვიყავი იქ იყო ისიც, ერთი დღე არ ჩაივლიდა მშვიდათ, ყველა ჩემს ირგვლივ მყოფს რაღაც უშავდებოდა, მე კი მისადმი ზიზღი მიორმაგდებოდა, მერე ერთი პერიოდი თითქოს გონს მოვიდა, ისევ მეგობრობა მთხოვა მე კი..ისევ ზურგი ვაქციე, არ ვიცი რატომ , მაგრამ მუდამ მეშინოდა მისი და მისი ოჯახის, საბოლოოდ კი მათი რძალი და ცოლი გავხდი. ღრმად ამოვისუნთქე და გული კიდევ უფრო მეტკინა. ტატოს გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, იყო რაღაც ენით აღუწერელი, მან ისედაც ნათელი ჩემი სამყარო უფრო გააფერადა, მისით ვხაროდი, მისით ვივსებოდი, მის გვერდით არასდროს არაფრის არ მეშინოდა, გარდა იმისა, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდებოდა, ვეღარ შევხედავდი ცისარტყელას, ის ჩემთვის ფერებს დაკარგავდა და ის ჩემგან წავიდოდა, მისი დაკარგვის მეშინოდა და მალევე გამართლდა ჩემი შიში, მასთან გატარებული დღეებია სწორედ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო, ყველაზე ნათელი და კაშკაშა. მახსოვს გიორგის ღვარძლიანი სახე ტატო, რომ პირველად ჩემს გვერდით დაინახა, (ერთმანეთს ვკოცნიდით მაშინ) კვლავ გამცრა ტანში, მისი სახის გახსენებაზე, ამ ფაქტის შემდეგ როდესაც გიორგი მიხვდა, რომ მე მთლიანად დამკარგა და შანსი იმის, რომ ოდესმე მას შევიყვარებდი უკვე 0-ზე ნაკლები იყო, უფრო გააბოროტა, შავ-ბნელ საქმეებში ვიცოდი რომ მუდამ ერეოდა, მამამისიც ამ რჯულის იყო თუმცა გიორგიმ ყველას გაუსწრო, ხშირად თავად თენგიზსაც ეშინოდა გიორგისი, მისი თვალები და გული სრულიად სიბოროტემ მოიცვა, ის კლავდა ადამიანებს ხელი არ უკანკალებდა და მთავრი ის იყო რომ მის ამ სიბოროტეს ცოდვებს არასდროს არ ჰქონდა სასჯელი, აი ამიტომ ვიდანაშაულებ თავს იქნებ მეგობრობის ხელი რომ მისთვის, ჯერ კიდევ ბავშვობაში გამეწია არ ჩამოყალიბებულიყო ასეთ ცხოველად, მე მაშინ შიში ვერ დავძლიე და ახლა მასთან ერთად აღმოვჩნდი იმ უფსკრულში რომლიდანაც ვიცი ვერასდროს ამოვალ, ამ ტკივილით და ჯოჯოხეთით მომიწევდა მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება.. ალბაათ ვინმე იმასაც მკითხავს; „და თუ ასე ცუდათ ხარ თავს, რატომ არ იკლავო“?! იცით, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ როდესაც ინდივიდი იაზრებს, იმას, რომ შენი ოჯახის წევრების, ახლობების,მეგობრების და ერთადერთი სიყვარულის სიცოცხლის გარანტი შენი სუნთქვაა, მას ვერ შეწყვეტ, უბრალოდ ამის უფლება არ გაქვს, ამის უფლებას თავად ღმერთიც კი არ მოგცემს თუ კი ის სადმე არსებობს კიდევ. იმდენად დიდი ხანია რწმენა დავკარგე, რომ მისი არსებობის აღარც მწამს. იქვე მდგარ მერხზე ჩამოვჯექი და ტბას გავხედე. გამახსენდა ის დღეები ტატოსთან ერთად, რომ დავხეტიალობდი აქ და სითბო ჩამეღვარა გულში, გულში რომელიც აღარ მქონდა, უმალ ეს სითბო ტკივილმა და სიცივემ შეცვალა, ეს ტკივილი იმდენად გაუსაძლისი იყო, გულზე მივიჭირე მაგრად ხელი და ამოვიკვნესე.
-ნეტავ არასდროს გამეცანი ტატო, ნეტავ არასდროს გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში.. ცრემლი მოწყდა წამწამს და გამხმარ, გამოფიტულ მიწაზე პირდაპირ დაეცა, მას მეორე მიყვა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ წკაპუნა ცრემლების წვიმით დაინამა გამხმარი მიწა. მობილურის ზარმა გონს მომიყვანა, ეკრანს დავხედე და მარი იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, მხოლოდ მას ესმოდა ჩემი ტკივილის არ მიცდია მასთან თავის მოკატუნება, განადგურებულმა ვუპასუხე.
-მარიკო, სად ხარ გოგო?! იმდენად ბედნიერი ხმით გამომელაპარაკა, გული კიდევ უფრო მეტკინა, მისთვის ხასიათი, რომ უნდა გემფუჭებინა.
-კუს ტბაზე.. ამოვისლუკუნე.
-რა გჭირს მარ?! ცუდათ ხარ? რა მოხდა? კითხვების კორიანტელი დამაყარა.
-თმა ყურის უკან გადავიწიე და უფრო მეტად ავტირდი, ხმას ვერ ვიღებდი, ყურმილს იქიდან კი მესმოდა მარის შეშფოთებული და გამაფრთხილებელი ხმა, რომ ფეხი არ მომეცვალა ტბიდან და დავლოდებოდი მას. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, ცოტა თუ ბევრი მაგრამ მარის შეხება, როდესაც ვიგრძენი, შემდეგ კი მისი სუსტი მკლავები ჩემს სხეულზე, უფრო ამიჩუყდა გული და ხმამაღლა ზმუილს მოვყევი, მთელი სხეული მიკრთოდა, ის კი უმოწყალოდ ცდილოდა ჩემს დამშვიდებას.
კარგა ხანი გავიდა და თითქოს გული, რომ ვიჯერე ტირილით, გამიბედა და მკითხა;
-მეტყვი, რა მოხდა? გიორგის უკავშრდება ეს ისევ ხომ? თვალებში მიყურებდა და თან ჩემს თმას ეფერებოდა.
-დაბრუნდა.. ძლივს ამოვღერღე ერთი სიტყვა.
-ვინ დაბრუნდა? თითქოს გონს ვერ მოვიდა თავიდან და სანამ პასუხს გავცემდი თავში ხელი შემოირტყა, ფეხზე უმალ წამოხტა ისე, როგორც ბავშვობაში და თვალები დაუმრგვალდა გაოცებისგან.
-რა?! როდის?! როგორ? შეცვლილია? სად იყო? კიდევ სხვა უამრავი კითხვა დამისვა ერთად. ეს ჩვევა ბავშვობიდან გამოყვა, სულს ამოგაცლიდა ბევრი-ბევრი კითხვებით.
-მოიცადე, შეისვენე.. ღიმილი მომგვარა ამ ფაქტმა.
სათითაოდ დამისვი კითხვები, ამდენზე ერთად ვერ გპასუხობ ხომ იცი არა?! გაიჯგიმა, ღრმად ამოისუნთქა და ხეელები გულზე გადაიჯვარედინა, გამომძიებელს გავდა იმ წამს.
-ხოო, აბა მითხარი ამილახვარო, როდის დაბრუნდა?
-გუშინ, გუშინ ერთ-ერთ გიორგის პარტნიორს წვეულება ჰქონდა, მთელი დღე ცქმუტავდა იგი, ვიღაც ახალი ბიზნესმენია, ვახტანგს გაურიგდა და ჩემს ჩაძირვას აპირებენ და უნდა გავიცნოო. ძალით წამათრია რომ იტყვიან წვეულებაზე. ყველას წარმოვიდგენდი, ყველას გეფიცები მაგრამ ის გავლენიანი ბიზნესმენი თუ ტატო იქნებოდა ვერა.. კვლავ გაფართოებული თვალებით მისმენდა მარიამი, მაგრამ უეცრად სიბრაზემ მოიცვა ისინი.
-რატომ, რა გეგონა მუდამ ისეთი ღარიბი და ერთი უბრალოდ, ლამაზი ბიჭი იქნებოდა? მისკენ ღმერთი არ გაიხედავდა თუ გეგონა ნაკლები ჭკუა ჰქონდა შენზე ან შენს გიორგიზე მარიამ?! ცოფებს ყრიდა კეკუტია.
-ნუ მეგრელობ! გამეცინა მის სიბრაზეზე.
-მეგრელობა არ უნდა, მაგას გამეცი პასუხი კითხვაზე. კვლავ არ თმობდა პოზიციას ის.
-არა მე ეგ არც მიფიქრია, რომ ის ვერაფერს მიაღწევდა, მეტიც სულ მჯეროდა რომ მას დიდი მომავალი ელოდა წინ, მაგრამ ამ მცირე წლების განმავლობაში ამდენი ქონება, როგორ დააგროვა, რომ გიორგისაც გაუსწრო ეგაა საეჭვო, არ მინდა მასზეც რამე ცუდი ვიფიქრო.
-ის ტატოა და არა გიორგი ამიტომ არც კი გაიფოქრო მასზე ცუდი, გაიგე?! ცხვირზე ხელი წამკრა და გვერდით მომიჯდა, მერე სახე მისკენ შემატრიალებია და თვალებში ჩამაშტერდა.
-ისევ გიყვარს, არა უფრო მეტად და გუშნდელმა თქვენმა შეხვედრამ ეს უფრო დაგაჯერა, ასეა ხომ?! თვალები დავხარე ძრს რითც მარიამმა სასურველი პასუხი მიიღო.
მარ შეცვლილია, მიდი მომიყევი, როგორია გთხოვ.. კისერზე მომხვია ხელები და მაგრად მაკოცა ლოყაზე.
-იცი, რა საოცრად სიმპატიურია, ისე მოხდენილად ემოსა ლურჯი პიჯაკი და ამავე ფერის შარვალი. ნერწყვი კინაღამ გადამცდა ახლაც და მაშინაც. თმა ისევ გრძელი აქვს, მისი თეთრ კანს ხორბლისფერი დაკრავდა, შესაძლოა განათების ბრალი იყო არ ვიცი. ტუჩები უფრო წითელი ჰქონდა ვიდრე ადრე, იცი იმდენად მომატებია წლები იმ პატარა ბიჭისგან არაფერია დარჩენილი, ახლა საოცრად მოხდენილი მამაკაცი მიდგა წინ გუშინ. მისი თვალები უფრო ნაცრისფერია ვიდრე ადრე, მაგრამ განსხვავება იცი რა არის ძველ ტატოსა და ახალ ტატოს შორის?! თავი გამიქნია კეკუტიამ უარყოფის ნიშნად.
-მის თვალებში, სიძულვილი, ზიზღი და შურისძიების დაუოკებელი წყურვილი იკითხებოდა ჩემს მიმართ. მისი თვალები ადრე მხოლოდ სიყვარულს მაცნობდნენ. აღარ ვუყვარვარ, როგორც დამპირდა დამივიწყა ამ თითქმის ხუთ წელში და შემიძულა კიდეც. კვლავ მწარედ ავტირდი და მარის მივეხუტე.
-თქვენ ისეთი სიყვარული გქონდათ ასე მალე ვერ დასრულდებოდა, უბრალოდ არ დასრულდებოდა. გგონია ტატოს აღარ უვარხარ?! ცდები, მას სულ ეყვარები, უბრალოდ ის უდიდეს ტკივილს გრძნობს, დამცირებას და ამიტომ იყო მისი თვალები ასეთი, მაგრამ ხომ იცი მისი გული, როგორი დიდი და თბილია, მას ვერ შეეძლება შენი სიძულვილი.
-არ ვიცი, მარი არ ვიცი... მოვკვდები, მართლა მოვკვდები მას რომ ვძულდე, ვერ გადავიტან ამას, ამას ვერ გავუძლებ, მისი სიყვარულით გავუძელი ამდენ ტკივილს მაგრამ მას თუ დავკარგავ თუ მეცოდინება, რომ აღარ არსებობს ეს ყველაფერი მმოვკვდები, ვეღარ გავუძლებ.
-დამშვიდდი.. არაფერი უკითხავს შენთვის?
-რა უკითხავს გოგო, რა უკითხავს, ისე მოიქცა ვითომ არ მიცნობდა და გიორგის თხოვა ვინაა, გამაცანიო. ამით იცოდა რამხელა დარტყმასაც მომაყენებდა, მაგრამ მაინც მომაყენა. მერე გაყინული ტუჩებით ყელზე მეამბორა..
-მასაც როგორ ეტკინებოდა წარმოიდგინე, გთხოვ მარი... უბრალოდ მე მას არ ვამართლებ ამ ქმედებაში მაგრამ შენი ბრალია, შენი რომ მან სიმართლე არ იცის.
-ყველაფერი ჩემი ბრალი, როგორაა?! მუხლებზე დავეცი და მიწას ხელები დავუშინე. როგორ მეთქვა, როგორ მეთქვა სიმართლე, როგორ ჩამეგდო მისი სიცოცხლე საფრთხეში ან მაშინ ან ახლა? როგორ მარიამ, როგორ?! ხო იცი ჩემთვის ისიც ბედნიერება, რომ სუნთქავს, ნახე მე რაც მომშრდა რამდენს მიაღწია, გიორგი მის გვერდით ვირთხას გავდა, არა მეტიც წრუწუნას, ყველა პატივსცემს, ეთაყვანება ტატოს და მისი სუფთა ავტორიტეტი იცი რამოდენაა?!
-მეორე მხრივ ისიც და შენც მკვდრები ხართ და ეს ყოველივე არ ვიცი სადამდე მიგიყვანთ..
სადმე შეხვდი და დაელაპარაკე.
-არა გიორგიმ გამაფრთხილა, თუ ოდნავ მაინც რამეს შემეტყობა, რომ მე მასთან ბედნიერი არ ვარ და მის ცოლად არ ვთვლი თავს, მას რამეს დაუშავებს. ამიკრძალა მასთან საუბარი და მასზედ შეხედვაც კი...
-ხო და ამ მუქარით ტუჩიც გაგიპო ხომ მაგ ნაბიჭვარმა?! ნაგავი, როგორ შეგხებოდა ხელით ეგღა აკლდა, რომ ეცემე და ეგეც გააკეთა.
-არ ვუცემივარ.. უბრალოდ სილა გამარტყა.
-გოგო ნუ იცავ, რა სილის გარტყმა, ცემა არ არის, ნახე მაინც სახე რას გიგავს?! შენ სულ გამოგატვინა მაგ შენნმა ნაგავმა ქმარა მგონი.
-ეჭვიანობის შემოტევა ჰქონდა, ტატოს უთქვამს; მთავარი ის კი არ არის მარიამი ახლა შენს გევრდითა თუ არაო, მთავრი ისაა თავიდან ვის მკლავებში ნებივრობდა, კვნესოდა და ვისთან ერთად ცურავდა ბედნიერების ზღავშიო და ამაზე გაცოფებული იყო,იქ არაფერი უთქვამს შუა-ღამე იყო ნასვამი რომ შემომივარდა ოთახში და მეც წყობიდან გამოვიყანე, მერე გამარტყა, ნანობს, ვიცი რომ არ უნდოდა..
-ხო და შენ ამბობ, რომ ტატოს არ უყვარხარ?! მას იმაზე ძლიერ უყვარხარ ვიდრე შენ ეს გგონია და ეს გუშინ დაამტკიცა, მაგრამ შენ ვერ მიხვდი.
რაც შეეხება შენს დეგენერატ გიორგის ხელები უნდა დაატეხოს კაცმა, ვირიშვილი ეგ..
-ნუ ილანძღები, ხომ გითხარი მართლა ნანობს, მთვრალი კაცის ნერვებზე ვითამაშე და შედეგიც მივიღე. მერე კარაგ ხანს ვდუმდით და უბრალოდ ბუნების გასაოცარ პეიზაჟს ვუყურებდი
-უნდა ვთხოვო, უნდა დაველაპარაკო, უნდა ვუთხრა, რომ თუ კი ოდესმე ვყვარებივარ წავიდეს აქედან, ძაალიან შორს წავიდეს ჩემგან. ამოვიჩურჩულე თითქოს ჩემთვის, მაგრამ კეკუტიამ გაიგო.
-შენგან წასვლას კი ნუ თხოვ შენი დაცვა თხოვე, უთხარი სიმართლე ახლა შენ თავად თქვი, რომ ის ძველი დაუცველი ტატო აღარ არის, მას შენ ისევ უყვარხარ და დაგეხმარება ამ უფსკრულიდან ამოსვლაში, ნუ გეშინია, იბრძოლე შენი სიყვარულისთვის.
-ამას ვერ გავაკეთებ, ურალოდ წასვლას ვთხოვ რომ მისი ხილვის ტკივილი მაინც ავირიდო თავიდა, გიორგი ჩემი წყევლაა, წყევლა, რომელიც არასდროს მომშორდება.
- მე რომ მარიამს ვიცნობდი ის ასეთი არ იყო, სად გაქრა ის ამილახვარი სად?! მხრებში ჩამავლო ხელი და შემანჯღრია გონზე მოსასვლელად.
-ის მაშინ მოკვდა, როცა გიორგი ბორკილებით მიიბა თავის მკლავზე, ტატომ კი მითხრა, რომ შემიძულებდა. აი, მაშინ მოკვდა ის მარიამი. მობილური რეკვას არ წყვეტდა. ეკრანს დავხედე და გიორგი იყო.
-არ უპასუხე მაგ წყეულ მობილურს?! უკმაყოფილომ გავხედე კეკუტიას.
-რა გინდა? იმდენად უემოციოდ ვუთხარი, მეც გამიკვირდა ჩემი თავის.
-საღამოს წვეულებაზე უნდა წავიდეთ და რვისთვის მზად იყავი.
-დაგავიწყდა, რომ ტუჩი შუაზე მაქვს გაპობილი?! მე არ დამვიწყებია და არც არასდროს დავივიწყებ, ამიტომაც მარტო წაბრძანდი.
-ნერვებზე ნუ თამაშობ! და ენა ნუ დაიგრძელე, შენი ბრალი იყო, შენ გამომიყვანე მოთმინებიდან.
-არ გცხვენია მაინც ამასაც მე რომ მაბრალებ?! თუმცა შენ კაცს, რომ კლავ და მერე ცხოვრებას აგრძელე სისხლიანი ხელებით იმის არ გცხვენია და ამის შეგრცხვება.
-ენა გააჩუმეე და ჭკუას მოუხმე, ხომ იცი რაც შემიძლია?! შენი და და შენი ოჯახი თუ გინდა ისევ ასე ბედნიერად ცხოვრობდნენ და შენმა ავადმყოფმა დამ, ციხის კედლები არ ხეხოს ის გააკეთე რასაც გეტყვი, გაიგე?! იმდენად მშვიდი ტონით მემუქრებოდა გაგიკვირდებოდათ თქვენც.
-მძულხარ!
-სამაგიეროდ მე მიყვარხარ! რვაზე მოვალ და წავიდეთ, არ დაიშურო შპაკლი, რომ დაფარო ეგ ჭრილობა და კიდევ ტატოს ზედაც არ შეხედო, არ დაელაპარაკო და ჩემი ცოლი რომ ხარ არ დაივიწყო, თორემ დედას მ*** იმ შენ ტატოს და მერე ისწავლი ჭკუას.
-ნუ მემუქრები...
-მე არ გემუქრები და მე გაფრთხილებ! მობილური გავუთიშე და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე.
-გაიგე ხომ ყველაფერი?! კეკუტიამ უხმოდ დამიქნია თავი და მაგრად შემომაჭდო ხელები სხეულზე.
*********************************************** **************************
ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ დავმალე ჭრილობა სათანადოთ, შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, ზედ ბანტის თხელი, გრძელი, კოჭებამდე მანტიისებური შავი ჟილეტი მოვიცვი, წითელი მაღლები და ამავე ფერის „კლაჩი“ შევუხამე სამოსს, თვალებზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა გავიშალე და ჩემს თავს სარკეში, რომ შევხედე, გული შემეკუმშა, იმ ძველი მარიამისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. თვალები ჩამცვენოდა, თმაშიც ჭაღარა შემრეოდა, სახეზე რამდენიმე ნაოჭსაც დაედოთ ბინა, ერთ დროს სიცოცხლის მოყვარულ ცისფერი თვალებში მხოლოდ ტივილი ბუდობდა ახლა,სულ სხვა ქალი მიცქერდა სარკიდან საბოოლოო ჯამში. ამ ხუთმა წელმა, როგორ გამომცვალა, სახეზე ხელი დავისვი და ცრემლიც ჩამომიგორდა უმალ.
-გავდივართ, მზად ხარ?! თავი შემოყო ოთახში გიორგიმ. უმალ შევიმშრალე ცრემლები და გავყევი უკან ჩემს ძალად ქმარს.
************************************************************** ***************************************
რესტორანი გადაჭედილი იყო ხალხით, ერთი დიდი მაგიდა ჩვენ რომ შევედით ფეხზე წამოდგა, ყველას ესალმებოდა გიორგი, მეც ღიმილს ვაგებებდი. მეგონა ტატო არ იყო და ღრმად ამოვისუნთქე, მაგრამ ბედმა კვლავ მწარედ დამცინა, მაშინ როდესაც ჩემს ადგილზე მოკალათდა ვიღაც შავთმიან გოგოსთან ერთად. რომელიც საკმაოდ ლამაზი იყო, რესტორანში შემოვიდა, ყველას მიესალმა და პირდაპირ ჩემი და გიორგის წინ დაჯდა.
-ოხ, ბატონო ტატო, მობრძანდით?! ჩემი ცინიკოსი ქმარი არ ეშვებოდა ჩვეულებას.
რა ლამაზი ქალბატონი გახლავთ თან , არ გაგვაცნობთ?!.
-რათქმა უნდა გაგაცნობთ, თუმცაღა თქვენი მხრიდან ასეთი ქცევა,ბატონო გიორგი, ვგონებ, რომ არაა გამართლებული, როდესაც ცოლი გიზით გვერდით. გამჭოლი მზერა მესროლა.
გიორგიმ არ მიქაცია ტატოს სიტყვებს ყურადღება და ხელი გაუწოდა გოგოს.
გიორგი ლაბაძე, ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი საქართველოში და საზღვრებს გარეთაც კარგად მიცნობენ.
-თათია ლაშხია. ნარნარა ხელი შეაგება გოგომაც უმალ. ბევრი მსმენია თქვენზე ბატონო გიორგი და მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ გაგიცანით პირადათ. მომაჯადოებელი ღიმილი გვესროლა ირგვლივმყოფთ და ტატოს ხელზე - ხელი დაადო. სისხლი გამეყინა და თვალები ამიცრემლიანდა, ჩემი ეს რეაქცია, რომ დამემალა თვალები ძირს დავხარე და გვერდზე გავიხედე.
სუფრა აზარტში შევიდა, საქმიანი ვახშამი არ იყო ეს, დაბადების დღე იყო და გვარიანად შეთვრნენ. გიორგის ჯლიქვი ვკარი და ყურში ვუჩურჩულე.
-წუხანდელმა შენმა დალევამ ხომ ხედავ რა შედეგამდე მიგვიყვანა და გთხოვ მეტი აღარ დალიო.
-რა ბედნიერია მამაკაცი მაშინ, როდესაც საყვარელი ქალი მასზედ ზრუნავს. კვლავ მორიგი სისულელე ამოაყრანტალა და ცინიკური თვალები მიანათა ტატოს, მე კი თავზე მაკოცა.
ლევანი გამოეხმიანა, მის ამ რეპლიკას. გიორგის თანაკლასელი იყო ის.
-შენ ზრუნვით კი არა, იმითაც ბედნიერი ხარ, რომ ასეთი ცოლი გყავს. მარიამი თითით საჩვენებელი ქალია, თუმცა გიორგი ერთი რაღაც მიკვირს. მე მარიამის ახლო მეგობარი არ ვყოფილვარ არასდროს თუმცაღა ვიცნობდი შორიდან, მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ მასზედ რამდენიმე წლით დიდები ვართ ასე თუ ისე გვქონდა ურთიერთობა, სულ ღიმილიანი, ბედნიერი და მხიარული იყო ძველად, ახლა კი იმდენად შეცვლილია, რომ არ ვიცოდე რომ შენი ცოლია ვიფიქრებდი კიდეც რომ რაღაც უჭრს და ხელს გავუწვდიდი დახმარებისას.. ადამიანები ასე უმიზეზოდ არ იცვლებიან, რა დამემართა ბედნიერ მარიამს?! ახლა მე გამიღიმა და მხარზე ხელი დამადო.
გიორგის სახე სიბრაზემ მოიცვა, თუმცაღა ვერაფერს ამბობდა. ჩემგან ელოდა თავის გასასამართლებელ ფრაზებს და მეც არ დავაყოვნე.
-ლევან, ბედნიერებას მალვა უნდა, რომ არ წაგერთვას. გავუღიმე და თვალები მივანათე მის თვალებს.
-არც ამდენად მარიამ, მერწმუნე.
-ერთხელ მე ის გავაზიარე, სამყაროს ვაჩვენე და დავკარგე, ხელიდან ისე გამიფრინდა ლევან, ვერ დავეწიე, რომ კვლავ დამეჭირა და მეცხოვრა მისით, ამიტომ ვმალავ მას დღეს საგულდაგულოდ. ტატოს და ჩემი მზერა ერთმანეთს შეხვდა ის მიმიხვდა რაზეც ვსაუბრობდი.
-მარიამ ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს ეს, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, როგორც უფროსმა ძმამ ერთი რამე გითხრა და გირჩიო კიდეც.
ბედნიერება მაშინ არის რეალური და წრფელი, როდესაც შეგიძლია ის გააზიარო, ასე რომ მაგ შიშით რომ ერთხელ დაკარგე ეს გრძნობა მეორედ ამის შიში ნუ გექნება. გაიცინე, მახსოვს, შენი კისკისი სკოლის კედლებს და ქუჩას აყრუებდა ახლაც ასე მოიქეცი, ჯერ ახლაგაზრდა ხარ აი, მე და გიორგი ცოტა დავბერდით, მაგრამ შენ სულ ბავში ხარ.
-განა კი რამდენით პატარა ვარ თქვენზე?! გამეღიმა მის გულახდილობაზე.
-იმდენად, რომ უნდა იცინოდე კვლავ დაუფარავად.
-მეც გავიზარდე ბესო და ის სიცილის პერიოდიც დასრულდა.
ცოტა ხანს დუმილი ჩამოვარდა ჩვენს შორის.
-შენ მართლა გაზრდილხარ ქალბატონო მარიამ! კვლავ გამიცინა, ეს ადამიანი მუდამ კარგ ემოციებს ღრძრავდა ჩემში, მეტიც საოცრად პოზიტიური იყო.
თუმცა იმდენად ვიმედოვნებ არ გაზრდილხარ, რომ ჩემნნაირ მოხუცთან არ იცეკვო ერთი ცეკვა. გამეღიმა. თან უმალ დაამატა.
-თუ რათქმაუნდა გიორგი დაგვრთავს ნებას.
-რათქმაუნდა ეს რა სალაპარაკოა ლევან არ გცხვენია, ძმაო. ხელი გამომიწოდა უმალ ლევანმა და სცენისკენ გავედით, იზოლირებული სცენა ჰქონდა რესტორანს, ჩვენი მაგიდიდან საკმაოდ მოშორებით. სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა ირგვლივ, ლევანს მზრებზე შემოვაჭდე ხელები და ტანი ავაყოლე მელოდიას.
-ისე მართლა რატომ აღარ იცინი?! არ მეშვებოდა იგი მაინც.
-მიზეზი უნდა იცი სიცილსაც ლევან ბატონო.
-ამაში ვერ დაგეთანხმები, მე სულ რომ გული მეგლიჯებოდეს ტკივილით მაინც ვიცინი, სიცილი ცხოვრების ძაალა, ეს შენი სიტყვებია გახსოვს?!
-მახსოვს, მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი მგონი ეს რომ გითხარით ბიჭებს. ამ ფაქტის გახსენებამ კვლავ ღიმილი მომგვარა.
-ხო და გაიცინე გენაცვალე, ახალგაზრდობა ერთხელ მოდის და ერთხელ ვცხოვრობთ ერთხელ. კვლავ არ წყვეტდა სიცილს ლევანი. მეც ამიყოლია და გადმომდო მისი განწყობა და მოვყევი კისკისს.
-აი,ასე გიხდება კისკისი შენ.
-მაადლობა. პატარა ბავშვივით გავეპასუხე.
-აი, ახლაც იცი გული როგორ მტკივა, მაგრამ ვიცინი, იმიტომ რომ ყველა ტკვილი დავფარო. მითხრა და სახე ცოტა მოექუფრა.
-რამით შემიძლია დაგეხმარო?! შეგიძლია მენდო ლევან... ორ მეტრიან კაცს ძლივს შევაწვდინე მზერა.
-ისე, კი შეგიძლია. შენი დაქალი ისიც, მარიამი თუმცა კეკუტია ჩემი გულის ტკივილია.
-მას სხვა უყვარს. საიდან დავაბრეხვე ეს არ ვიცი, მაგრამ კი ვთქვი, გიგისთან ურთიერთობა რომ ჰქონდა ვიცოდი მარის, თუმცა რომ არ უყვარდა და უბრალოდ შეეჩვია ესეც ვიცოდი.
-ის მისი შესაფერისი არ არის, ატკენს გულს თანაც ძაალინ. სევდიანმა ამოილაპარაკა.
-და შენ რა იცი გიგი როგორია ლევან?!
-ალბათ ვიცი და ამიტომ გეუბნები. დამპატიჟე რა სადმე თქვენთან ერთად, არც ეგეთი მოხუცი ვარ რომ გართობა ვერ შევიძლო და ქალს თვალი ვერ მოვწყვიტო.
-არა, არა ეგ ვინ გკადრა, შენ საკმაოდ დახვეწილი ახლაგაზრდა ბიჭი ხარ! გავიღიმე, ისე მართლა ლამაზი იყო ლევანი. უეცრად ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე.
-იმედია არ მიწყენთ ბატონო ლევან, პარტნიორს თუ წაგართმევთ.
-არა რას ბრძანებთ, ტატო, მე წავალ ახლა სალომეს ვაცეკვები ჩემს კლასელს და გავხეთქავ გულზე ისე მოვუშლი ნერვებს. გამეცინა კვლავ, მის ამ სიტყვებზე.
-არ დაგავიწყდეს მეპატიჟები მარიამ, მარიამთან ერთად ამ უახლოეს დღეებში სადმე.
გადადგა რამდნეიმე ნაბიჯი და კვლავ ჩვენსკენ მობრუნდა.
ხო და კიდევ არ დაგავიწყდეს, ხშირად გაიცინე, ის ხომ სიცოცხლის ძალაა! ხელი დამიქნია და სალომესთან ერთად დაიწყო ცეკვა. მე კი ტატოს წინ გაშეშებული ვიდექი.
წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ხელი დამიჭირა, ხელები უმალ შემომაჭდო წელზე და თვალებში ჩამხედა.
-გამიშვით ბატონო ტატო, დავიღალე უნდა დავჯდე. მაგიდებისკენ გავიხედე, ჩვენი მაგიდა არ ჩანდა.
-ერთ ცეკვასაც გაუძლებ ადრე როგორც მახსოვს გიყვარდა ცეკვა, და მთელი ღამეეები გაუჩერებლადაც შეგეძლო გეცეკვა.
-ააა, დაჟე გახსოვართ?! მე ხომ თქვენ არ მიცნობთ და საიდან ეს ინფორმაცია ჩემზე. ხელები მხრებზე დავაწვე მეც და ავყევი მუსიკის რითმებს.
-მე ამ მარიამ ამილახვარ-ლაბაძისას არ ვიცნობ თორემ, ძველ მარიამს ჩემზე კარგად არავინ იცნობს.
-გამიშვიმეთქი, კვლავ გავიბრძოლე. უეცრად ჩამავლო მკლავში ხელი და ქალების საფირფარეშოში შემაგდო. კარი გადაკეტა და წინ ამესვეტა.
-რას აკეთებ ხვდები მაინც, გააღე კარი, მე გათხოვილი ქალი ვარ ხომ არ გავიწყდება?! თვალები დავუკვესე.
-მაგას რა დამავიწყებს! იმდენად სევდიანად და ამავდროულად სარკაზმულად მითხრა გულში კვლავ ერთ იარას ეხსნა პირი და სისხლდენა დაიწყო.
-გთხოვ ტატო, გეყოფა გამიშვი აქედან. დავნებდი და თხოვნაზე გადავედი.
-რატომ გეშინია შენმა ქმარმა არ დაგინახოს ჩემთნ ერთად, გეშინია შენში ეჭვი არ შეეპაროს თუ იმის გეშინია, რომ გული არ ეტკინოს?! ჰაა, მიპასუხე, მკლავზე ძლიერად მომიჭრა ხელი.
-მეტკინა, გამიშვი.
-იმაზე მეტად ვერასდროს გეტკინება ვიდრე ეს მე მატკინე იმ დღეს, თითქმის ხუთი წლის წინ, გახსოვს ის დღე?!.
-ტატო გთხოვ გამიშვი, აქ ამაზე ლაპარაკის დრო არაა, თან მე და შენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, მართლა..
-ცდები იმაზე მეტი გვაქვს ვიდრე შენ ეს გგონია.
რატომ გააკეთე ეს ყველაფერი, რატომ? მიპასუხე!
-ტატო გამიშვი, გთხოვ, დამანებე თავი.
-ასეთი რა დაგიშავე მარიამ, რომ გული ამომაგლიჯე რაა?!
ცრემლები ვეღარ დავმალე და კვლავ ვთხოვე ხელი გაეშვა. თითქოს გონს მოეგო, ჩემი ცრემლების შემყურე და სწრაფად გამიშვა. ნატკენი ხელი დავიზილე და დავხედე, სულ გამლურჯებოდა.
სახეზე მაკვირდებოდა, თითქოს ცდილობდა ჩემი თითეული ნაკვთი ხელთავიდან შეესწავლა. გული წამში ას დარტყმას აკეთებდა, წამის მეასედში, მტელს სხეულზე ამიკრა და თვალებში ჩამაცქერდა.
რატომ კრთიხარ კვლავ, როცა გიახლოვდები, შენ ხომ გიორგი გიყვარს და მე უბრალოდ გამომიყენე. კიდევ უფრო ამეკრა სხეულზე.
-გამიშვი გთხოვ.. გონება მეთიშებოდა უკვე, გონება მეუბნებოდა, რომ უნდა გავქცეულიყავი ძაალიან, შორს გული კი სულ სხვა რამეს ლამობდა, ერთი სული ჰქონდა მისი ბაგეები ჩემსას შეხებოდნენ.
-მიპასუხე ჯერ, რატომ კანკალებ ამ გაგანია ზაფხულში.
-შენს გოგოს ღალატობ იცი აქ რომ ხარ და ზედ მეკვრი.
- სწორად აღნიშნე ის „ჩემი გოგოა“, მაგრამ არა ცოლი. გულში ტკივილიანი ჩხვლეტა ვიგრძენი მისი პირიდან ამოსულ აღიარებაზე.
-მომშორდი, მე გიორგი მიყვარს და მისი ცოლი ვარ, ეს..ეს... არ შეიძლება. სიტყვებს ვერ ვაბავდი ერთმანეთს და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი.
-თვალებში შემომხედე და ისე მითხარი ეგ ყველაფერი თუ გინდა დაგიჯერო!..
-არ ვარ მოვალე შენს სიტყვებზე ვიარო... კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას თუმცა ცხოველივით მეცა ტუჩებზე და გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
თავიდან გაშეშებული ვიდექი, მერე ცდუნებას ვერ გავუძელი, კოცნაში ავყევი, ხელიც გავითავისუფლე და თმაში შევუცურე, შემსკენ უფრო დავქაჩე და ჯერ არარასებული მანძილი კიდევ უფრო შევამცირე. მომთხოვნი იყო ისიც და მეც, გაცხოველებული ვუკოცნიდით ერთმანეთს მონატრებულ ბაგეებს, ერთი ხელის მოსმით ამწია ხელში ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია და ხელის სააბანი ნიჟარის გვერდით შემომსვა,ფეხები გამაშლევია, გონება ვერაფერს იაზრებდა, თვითონ ჩემს ფეხებს შორის მოექცა და კბილები დამასო მხარზე, ამას ჩემი მსუბუქი კვნესა მოჰყვა, მეერე კვლავ ტუჩებზე მეცა, ხელი კი მკერდისკენ ჩააცურა, როდესაც მისი შეხება ვიგრძენი მკერდზე ტვინი სულ მთლად ამერია, პერანგის ღილები გავუხსენი და ჯერ შიშველ მკერდზე დავუსვი ხელები, შემდეგ კი შიშველ ზურგზე ისე ძლიერად ჩამოვუსვი სანამ სისველე არ ვიგრძელი ხელებზე,კმაყოფილს ჩაეცინა ტატოს ჩემს ამ ქმედებაზე და ზედა ტუჩზე მსუბუქად მიკბინა.
თითქოს ტვინის ყველა უჯრედი გამეთიშა, თითქოს ყველა მუქარა, ტკვილი და იარა მან ამ ერთ წუთში დამავიწყა, ვერ ვინძრეოდი მინდოდა წავუსლიყავი, გავქცეოდი და ეს არ ჩამედინა, მაგრამ ამის ძალა არ შემწევდა. მისით ვიყავი ბოლომდე სავსე, მხოლოდ ჩვენ ვარსებობდი და კიდევ ის უფსკრული, რომელსაც შურისძიება და სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი ერქვა.





მოვიდა, მოვიდა მეოთხე უდიდესი თავი, მოვიდა თქვენთან  )))))
იმედია ისიამოვნებთ და მოგეწონებათ, ველი შეფასებებს და ბევრ-ბევრ კომენტარს, თქვენ ჩემი სტიმულები და ბედნერებები ხართ. <3
ბოდიშს ვიხდი შეცდომებისთვის თვალი ვერგადავავლე, დრო არ მქონდა.
ძაალინ უყვარს ალექსანდრას თავისი ტკბილზე-ტკბილი, შოკოლადები <3 :*



№1  offline წევრი მარიამიიიი

დავიშოკეეე ვგიჟდები შენზეეე მაგარი გოგო ხარ ძალიანნნ ველი შემდეგ თავსს ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი aleqsandra

მარიამიიიი
დავიშოკეეე ვგიჟდები შენზეეე მაგარი გოგო ხარ ძალიანნნ ველი შემდეგ თავსს ❤️❤️❤️

შენ მე მიყვარხარ ძლიერ <3

 


№3 სტუმარი manana

Ogond male male dade ra neta icode rogor gulit velodebi. Tato ra kargia

 


№4  offline მოდერი aleqsandra

manana
Ogond male male dade ra neta icode rogor gulit velodebi. Tato ra kargia

ახლა ტატოს ფან კლუბს ვაყალიბებთ, ალექსანდრე ნაკაშიძე დასრულდა.:)
მაადლობა დიდი, მიხარია რომ მოგწონთ, განუზმოლად მიყვარხართ heart_eyes

 


№5 სტუმარი Teo.

Imedia tatozec ise ar matireb rogorc aleqsandreze.dzalian magari xar hemo avtoro.yvela tavze ver vtoveb komentars ,magram icode rom mudam sheni ertguli mkitxveli var.warmatebebi.

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

მაშ,ალექსანდრეს ფან კლუბი სულ იქნება,უმაგრესი ისტორიის უძალიანმაგრესი გმირი არის ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის,ტატოც კარგია,მაგრამ ალექსანდრეს არცერთი შენი ისტორიის გმირი არ შეადარო.

ხო ახლა ისტორიას რაც შეეხება კარგი თავი არის,მაგრამ იმედია ტატო ბოლომდე არ გამოიყენებს მარიამის გათიშულ გონებას.
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი aleqsandra

La-Na
მაშ,ალექსანდრეს ფან კლუბი სულ იქნება,უმაგრესი ისტორიის უძალიანმაგრესი გმირი არის ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის,ტატოც კარგია,მაგრამ ალექსანდრეს არცერთი შენი ისტორიის გმირი არ შეადარო.

ხო ახლა ისტორიას რაც შეეხება კარგი თავი არის,მაგრამ იმედია ტატო ბოლომდე არ გამოიყენებს მარიამის გათიშულ გონებას.

ლანა მაბედნიერებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent