შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული (4)


27-02-2017, 01:42
ავტორი bluejeans
ნანახია 1 680

***
ანანო პირდაღებული უსმენდა ჩემს ნათქვამს, შემდეგ ცოტახანი გაჩუმდა და ერთადერთი კითხვა დამისვა, ნუ სხვას არც მოველოდი:
-ანუ მოსწონხარ? რა მაგარია-უცბათ აღფრთოვანებულიი წამოვარდა და ოთახში სიარული დაიწყო.
-გოგო ეგ რაში მაინტერესებს, პროსტა დავევასე ალბათ მოვეწონე არა ის. მინდა რო როგორც ადრე დავივიწყე ეხლაც ისე არ შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში, არ მაქ ეგეთების თავი-სერიუზული სახით ვუთხარი
-გოგო ეგეთი ტიპი შენი კლასელი იყო, ეხლა მოეწონე კიდეც შენ კიდე შენი სახელიც კი არ უთხარი გადაირიეე?-აღფრთოვანება აღშფოთებით შეცვალა ანანომ
-შენ იმაზე იდარდე შენი სახელი რო დავირქვი-გავუცინე მე
-რააააა?-ფეხზე წამოიჭრა გაგიჟებული-მაგრად გაკლია
-აი ნოუ ბეიბიი-წავუინგლისურე და გავუცინე საყვარლად-სხვათაშორის შენთან თხოვნა მაქვს
-გისმენ აბა, შენი ამბავი რო ვიცი რამე გიჟობას მთხოვ-ისევ ჩამოჯდა დამშვიდებული ანანო
-მინდა რომ ჩემს მაგივრად აიღო ტატოს მშობლებისგან ინტერვიუ
-არაა პრობლემა მაგრამ რატო? ინტერვიუებზე ხომ სულ შენ დადიხარ?
-კი მაგრამ ტატოს მშობლება შეიძლება მიცნონ, თან არ მინდა ამდენი ტყუილის თქმა, შენ რომიხვალ შენი სახელით გაეცნობი და ტატოს ეგონება რო მე ავიღე მათგან ინტერვიუ, სინამდვილეში კი შენ იქნები.
-რეებს ხლართავ მართა რეებს, ამ ხლართში შენ არ გაება ფრთხილად იყავი.-ბრძნული რჩევა მომცა ანანომ, და ხელი ჩაიქნია.
-ნუგეშინია დაო ნუ, არ ვაპირებ ტატოსთან ურთიერთობის გაგრძელებას ყველაფერი ამ წყეული ინტერვიუთი დამთავრდება.
-ის აპირებს შენთან ურთიერთობის გაგრძელებას- დარწმუნებით თქვა ანანომ და თვალი ჩამიკრა.
-და შენ რა ფიქრობ მას სერიოზულად მოვეწონე? ან ჩემს გამო იგი თუნდაც ერთ ზარს განახორციელებს რომ მომძებნოს? ამის შანსი ნული კი არაა მინსებში გადადის.
-მართა იცი რას გეტყვი? დროა მოიშორო ეგ შენი უაზრო კომპლექსები, გაიგე რომ შენ ხარ ჩამოყალიებული, ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური ქალი და არა ის 16 წლის შეუმჩნეველი გოგონა.
-თითქოს მოვიშორე მაგრამ როგორც კი ტატო დავინახე კვლავ გამიცოცხლდა ყველა მივიწყებული კომპლექსი, შიში რომ არავის მოვწონვარ და ასე შემდეგ.-ანანო უცბად წამოხტა და ჩანთიდან სარკე ამოიღო.
-ჩაიხედე დროზე, ხოხო მიდი ჩაიხედე. როგორ შეიძლება ვინმეს არ მეწონოს შენი სასწაული ფერის თვალები დიდი ტუჩები,გამოკვეთილი ყვრიმალები, ტანი ხო შოკია საერთოდ: გრძელი ფეხები, კაი მკერდი წვრილი წელი. ადამიანო შეიგნე რომ შენ ხარ ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური ქალი.
-კარგი ანანო რაა გავწთლდები ეხლა. ხოდა სწორედ ეს არ მინდოდა, მინდა ადამიანებს ჩემი შინაგანი მოეწონოს, მე რო ძველი მართა ვყოფილიყავი ტატო უბრალოდ ჩაწერდა ჩემთან ინტერვიუს მესროდა ცივ პასუხებს და ზედაც არ შემომხედავდა. ეხლა კი რადგან ლამაზი და მიმზიდველი ვარ მაშინვე შემამჩნია.
-მართალი ხარ მაგრამ ყოველთვის ხო იცი ვიზუალი ფასდება და მერე ეცნობიან ადამიანის შინაგან სამყაროს. კი ამბობენ ადამიანის სული უნდა გიყვარდესო მაგრამ თუ მისი გარეგნობა არ მოგწონს არც მისი სულის გაგება გინდა.
-უსამართლოა ეს ცხოვრება რა-ამოვიოხრესავით და კომპიუტერს მივუჯექი ინტერვიუს დასაუშავებლად. ტატოს ლამაზოები და ეგეთი ბანალური კომპლიმენტები უნდა მომეშორებინა პირველ რიგში. მაგრამ სანამ მშობლების ინტერვიუც არ მექნება ვერ ავაგებ სტატიას.
-ანანო გთხოვ იქნებ ხვალისთვის აიღო ინტერვიუ თუ გცალია
-არაა პრობლემა ვიცი რო მშობლების გარეშე ვერ ააგებ სტატიას
-დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო-მივედი და ვაკოცეე
-არაფრის სულელო რის მადლობა, მე უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო და არ გაება შენს ხალართებში.
-ნუ დარდობს ჩემო ლამაზო-გავუღიმე და საქმე გავაგრძელე

***
ძლივს დამთავრდა ეს სამსახური რა. დღეს ძალიან გადავიღალე ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ტატოსთან შეხვედრამ წარსული გამახსენდა და გამანერვიულად, შედეგ მისი ქცევები დაეთო ამას. გულის სიღრმეში რათქმაუნდა გამეხარდა მაგრამ მაინც არმინდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. ახლა დავწვები და დავიძინებ, თუმცა არა ჯერ ჩემს უდიდეს ჯაკუზში განტვირთვის საათს მოვაწყობ. ასე ჯობია რელაქს თაიმი. ხვალისთვის კაი სტატია მაქ დასაწერი, თუ რა თქმა უნდა ინტერვიუს მომიტანს ანანო და დავამთავრებ ხვალ. ტკბილი ძილი ვუსურვე ჩემს თავს და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
დილით გაღვიძებულმა, აღმოვაჩინე რომ მშვენივრად გამოვიძინე და ენერგიაზეც მოვედი.
ფეხზე წამოვდექი ნელა და მთქნარებით გავემართე აბაზანისკენ. დღეს მთლიანი შავი კაბა ჩავიცვი ნუ ძაან მოკლეც არ იყო თუმცა მაინც კარგად აჩენდა ჩემს ლამაზ ფეხებს. თეთრი კეტები ჩავიცვი ტყავის რუგზაკში ჩავალაგე რაღაცა ფურცლები, რაც მჭირდება. თმები გავიშალე სახეზე პუდრა გადავისვი, თვალები ავიტუშე, ბოლო შტრიხი ტუჩებზე ტუჩსაცხი გადავისვი და ვსო მზად ვარ უკვე. დღესაც მგონი არაუშავს კარგად გამოვიყურები. თავდაჯერებული გავემართე სამსახურისკენ ჩემი მანქანით და კიდევ კაი საცობში არ მოვყევი თორე მშვენიერი დილა ჩამიმწარდებოდა. ანანო ჯერ არ იყო მოსული, იმედია ძაან არ დაიგვიანებს თორე რა გაუძლებს უფროს. კარზე კაკუნი ისმის, ანანო არასოდეს აკაკუნებს ხოლმე. ხო არცაა ანანო, ამჯერად ნიაა. ნიას ჩემს ოთახში შემოსვლა თიტქმის ყოველთვის იმას ნიშნავს რომ გურამი მიბარებს. თვალები ავატრიალე და ნიას ნათქვამი იგივე სიტყვები მოვისმინე. წამოვდექი, და სრაფად გავემართე.
-მიბარებდით ბატონო გურამ?-ღიმილად დავიღვარე
-კი მართა ძვირფასო მოდი, შენთვის კარგი ამბავი მაქ დღეს ტატო ავალიანის დაბრუნებისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება იმართება და შენ აუცილებლად უნდა დაესწრო ამ საღამოს-კატეგორიულად ჟღერდა მისი ხმა
-მის დაბრუნებას ასე აღნიშნავენ? ვინაა მეორე ილია ჭავჭავაძე?-სრული აღშფორება დამემართა, ილია კი ტატოსთან ლაპარაკის შემდეგ ჩამყვა და ახლაც ის გამვიყენე შესადარებლად.
-როგორც თვითონ თქვა, მეგობრები და ახლო წრე ეყოლება გვერდით-აღნიშნა უბრალოდ გურამმა
-მაშინ მე რა მინდა იქ? რომელი მისი მეგობარი მე მნახეთ?-ვითომ შენ არ გიყვარდა ბავშვობაში დამცინა ქვეცნობიერმა. მართალია მაგრამ მე ეხლა ნამდვილად არაფერი მაქ მასთან საერთო გარდა ინტერვიუსა.
-რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი, წახვალ და მორჩა, დაგეხმარება სტატიის დაწერაში დრევანდელი საღამო ისე კი არ გაგიშვებდი. დღეს შეგიძლია ადრე წახვიდე სამსახურიდან გამზადება ხომ გინა, წარმატებები საყვარელო- დაასრულა ლაპარაკი და ზრდილობიანად მაგრძნობინა გავსულიყავი. ნაგლი უარის თქმის საშუალებაც კი არ მომცა, იქნებ არ მეცალა. მაგრა კიდია ამას მცალია თუ არა. რადგან მივდივარ სასწაულ ფორმაში უნდა ვიყვე.
ანანოს მოვუყევი და იმას ძაან გაუხარდა, ინტერვიუს ჩასაწერად ყოფილა და მაგიტო დააგვიანდა. ძაან გამახარა ტატოს მშობლების ინტერვიუ ასე მალე რო მომიტანა. ისე გურამი მართალია დღეს მის უამრავ მეგობარს შევხვდები და ეს დამეხმარება უეჭველად სტატის დაწერაში.

***
სამსახური ადრე დავტოვე, სახლში ავედი წყალი გადავივლე, და ჩემი კაბებიდან საუკეთესო ამოვარჩიე, მაკიაჟი გავიკეთე თმა გავიშალე, კაბის შესაფერისი შავი მაღლები ჩავიცვი სუნამო მივიპკურე და ახლა უკვე ჩემი მანქანით მივდივარ გურამის მითითებულ მისამართზე. მანქანას უაზრმაზარი, ფეშენებელური სასტუმროს წინ ვაჩერებ. იქიდან იღცრევრება მუსიკის და მხიარულად მოსაუბრე ადამიანების ხმები. ჩემი მოსაწვევი ჩანთიდან ამოვიღე და დაცვის ბიჭს გავუწოდე. ბიჭმა დახედა და მალევბა შევედი დიდი ჭაღით განათებულ სასტუნროს ფოიეში. დახურული წვეულებაა მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის ასე რომ ხალხით გადაჭედილი არაა იქაურობა. ყველა დახვეწილი კარგად ჩაცმული პიროვნებაა თითქმის. ღვინის ბოკლალით ხელში დადიან და ერთმანეთს ესაუბრებიან. ზოგს შემაღლებული სცენისკენ მიუმართავს მზერა. უცბათ ხალხმა მოუმატა ლაპარაკს, ყველას სახე გაებადრა და გაიყო ორ ნაწილად. დიდი ხის კარები რომელიც მე წეგან ვერც შევამჩნიე გაიღო და იქიდან ჯერ ტატოს დედ-მამა შემდეგ კი ტატო და მისი და შემოვიდნენ. იღიმოდნენ და ხალხს ესალმებოდნენ. ეფექტური გამოჩენა ყვარებია ბიჭს ოდნავი დაგვიანებით მეტი სიმძაფრე შესძინა და ახლა წითელ ხალიჩაზე, როგორც პრინცი ან დამსახურებული გმირი ისე მოაბიჯებს. წინ ვიდექი და ადვილად შემამჩნია. სასწაულ ვიდზე იყო. სახლში სპორტულები ეცვა, თავისუფალ სტილზე აქ კი შარვალკოსტუმი ამშვენებდა და მოვიხიბლე მისით. გამომხედა ძალიან ნელა, თვალი ჩამიკრა და მალევე სხვა ადამიანებთან ლაპარაკზე გადაიტანა მთელი ყურადღება მე კი მისმა ამ ჟესტმა ისე ამანერვიულა, ხელით დავინიავე რომ ცეცხლი არ მომკიდებოდა. სახე გამიწითლდა ამას მაკიაჟიც ვეღარ შველოდა. იქვე დადგმული შამპანურის ჭიქა ავიღე და მოვსვი. არ მიყვარს სასმელი მაგრამ ახლა მიშველა. გამშრალ ყელს უშველა, გონებას კი აზრონების უნარი დაუბრუნა. ვცადე ტატოსკენ აღარ გამეხედა და იქვე ახლოს მდგარ რამოდენიმე ნაცნობ ქალს დავუწყე ლაპარაკი. ამ ლაპარაკში ვიყავი როცა მიკროფონში ჩახველების ხმა გაისმა შემდეგ სასწაული სიცილი. სცენაზე ტატო იდგა და ემზადებოდა საზოგადოებისთვის რომ მიემართა. სახე დაუსერიოზულდა და დაიწყო:
-ექვსი წელი გავიდა რაც მე საქართველო დავტოვე, იმისთვის რომ ჩემი მომავალი ყოფილიყო ისეთი როგორიც არის ახლა. ყოველთვის მინდოდა წარმატებული ვყოფილიყავი, ფეხბურთი იყო ჩემი ცხოვრება და მინდოდა მას გავყოლოდი. საქართველო კი არ იყო ქვეყანა სადაც შევძლებდი მეჩვენებინა ჩემი პოტენციალი, მეტიც შეიძლება მეჩვენებინა მაგრამ არავის დაეფასებინა. მა ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო მაგრამ სიმართლე ესაა და უნდა ითქვას. კარგად მოვერგე უცხოეთს და პირველი წელი ნაკლებად მახსენდებოდა ჩემი ქვეყანა, ხალხი, ჩემი ქალაქი რომლის ქუჩებიც თითქმის ზეპირად ვიცი. აქ გავიზარდე და დავადე 18 წელი ცოტა არაა. დროის გასვლის შემდეგ ვხვდებოდი რომ რაღაცეებს დაეკარგა უცხოეთში აზრი, მისი ლამაზი ქუჩებიც იმდენად აღარ მიზიდავდა, მხოლოდ იმიტომ ვიყავი იქ რომ კონტრაქტი მქონდა და მიყვარდა ჩემი პროფესია. ახლა გამომიჩნდა შანსი, დამიმთავრდა კონტრაქტი და ახალი აღარ ავიღე. გუშინ ერთმა ახალმა ნაცნობმა მკითხა მხოლოდ ეს იყო ჩემი ჩამოსვლის მიზეზი? ესეც იყო მაგრამ მთავარი იყო ის რომ მე უკვე მახრჩობდა სხვა ქვეყნის ჰავა, სხვა ქვეყნის ხალხი, სხვა ქვეყნის ქალი ყველაფერი აუტანელი გახდა. ვეღარ გავუძელი მივხვდი რომ ექვსი წელი თურმე საკმაო დროა. დავბრუნდი და ჯერჯერობით წასვლას აღარ ვაპირებ.-
ღიმილით დაამთავრა, და მისი სიტყვებით მოხიბლილ საზოგადოებას თავი დაუკრა. იქუხა ტაშმა და ტატომაც კიდევ ერთხელ მოიხადა მადლობა. გაოცებული ვიყავი არ მოველოდი ტატოსგან ამ სიღმისეულ გრძნობებს. თუმცა რა მე ტატოზე ვმსჯელობ ძველი შეხედულებით. ახლა აშკარად გაზრდილი, დაკაცებული, განათლებული ადამიანია. სიმპათიურიც და ჭკვიანიც. ნებისმიერი ქალისთვის იქნება სასურველი სატრფო. ამ ფიქრებში ვიყავი როცა უკნიდან ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი შემდეგ კი სიტყვები გავიგონე:
-მოგეწონა ჩემი სიტყვები მატყუარა ანანო?

_____________________________
დიდი მადლობა ბავშვებო, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ რომ წერა განვაგრძო
ვცდილობ მალე დავდოხოლმე
ამჯერადაც ვტვირთავ ტატოს და მართას სურათებს მაგრამ რამდენად დაიდება არვიცი :დდ



№1  offline წევრი Kukrali

ძაან მომწონს და მალე დადე რა ველოდები მოუთმენლად☺❤❤

 


№2 სტუმარი Guest Eka

Momwons magrad,xo erti shenishvna,giweria iq ro saswaulad unda "viyve" da viyve araa swori,gamoviyurebode an viyo,cudad xvdeba tvals da yurs,miaqcie yuradgeba,sxva mxriv kargia,warmatebebi ♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მშვენიერი თავი იყოოო. თან ბოლოს მგონი თუ კარგად გავიგე ტატო მიხვდააა რომ "ანანოს" მიღმა მართა იმალებააა :) მშვენიერია!! ჰო და კიდევ შემდეგ თავს ნუ დააგვიანებ თორე მომკლავს ცნობისმოყვარეობა და შენი ბრალი იქნება ;)

 


№4 სტუმარი skira

dges davicke kitxva da kvela tavi dzaan momecona moutmenlad veli shemdeg tavs

 


№5  offline წევრი Kukrali

რატომ არ აგრძელებ:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent