შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XV ნაწილი)


28-02-2017, 02:23
ავტორი nina.d.
ნანახია 2 143

ყველაფერს, რომ მოვრჩით დაღლილები და ნასვამები მივესვენეთ ერთმანეთს ჩემ კაბინეტში. დილის 9 საათზე ტელეფონის ზარმა დარეკა, ძლივს ავდექით, დაახლოებით 5 საათი გვეძინა. სანამ თანამშრომლები მოვიდოდნენ საახალწლო მუსიკები ჩავრთეთ განწყობისათვის. მე ყავაზე წავედი, რომ დავბრუნდი ოფისში საახალწლო განწყობა სუფევდა და თანამშრომლებიც ბედნიერი სახეებით უყურებდნენ ერთმანეთს. საბა და მე ყავას ვსვავდით, ბატონი ირაკლი, რომ მოვიდა. ჯერ გაოცებულმა მოათვალიერა გარემო, შემდეგ შემომხედა და გამიღიმა. მისი მდივანი მოვიდა და მითხრა, რომ ბატონი ირაკლი კაბინეტში მიბარებდა. მასთან შევედი, გამიღიმა და სავარძელზე მიმითითა, ჩამოვჯექი.
-ყოჩაღი გოგონა ხარ, მიხარია, რომ შენნაირი თანამშრომელი და დიზაინერი ჰყავს ამ კომპანიას.
-ძალიან დიდი მადლობა. მარტო ამას ვერ მოვახერხებდი, საბა დამეხმარა.
-ძალიან კარგი გენაცვალე. ასეთი არასდროს არ ყოფილა ეს ოფისი.
-მიხარია, რომ მოგეწონათ.
-სხვათაშორის შენი შერჩეული ყველა ფერი მოეწონათ კლიენტებს და ბავშვს განსაკუთრებით.
-როცა შენი საქმე გესმის არაა ძნელი მიხვდე რა სურს შენს კლიენტს.
-აი ეს მომწონს, ძალიან კარგი გოგო ხარ.
-მადლობა._გავუღიმე. კაბინეტში დამიანე შემოვიდა, მზერა ავარიდე და ბატონ ირაკლის მივუბრუნდი.
-მამა ეს საახალწლო გარემო ვინ შექმნა?
-ნინიმ და საბამ._ირაკლი.
-ლამაზია, მომეწონა.
-მადლობა._არ შემიხედავს ისე ვუთხარი.
-არაფრის.
-ბატონო ირაკლი მე წავალ საქმეს მივხედავ.
-შვილო დღეს გვესტუმრე, როგორც ვიცი მარისთან არ ყოფილხარ ჯერ სტუმრად. ერთად ვივახშმოთ და იქნებ ჩემი სახლიც ასე გავალამაზოთ.
-კარგით მოვალ.
-ძალიან კარგი, შეგიძლია წახვიდე შვილო._კაბინეტიდან გამოვედი დასაქმეს დავუბრუნდი. დღეს სწავლა არ მქონდა ამიტომ ყველაფერს, რომ მოვრჩი საიდუმლო სანტობა გადავწყვიტე, მე ხომ დამიანეს საიდუმლო სანტა ვარ. რახან მივდიოდი ყველასთვის დავაპირე საჩუქრის ყიდვა. მარის ყელსაბამი ვუყიდე ჩიტის კულონით, სალომესაც ყელსაბამი ვუყიდე პეპელას კულონით. ბავშვის ტანსაცმელი, რომ დავინახე მაშინვე გამახსენდა ჩემი პატარა ავთუკა, რომ ჰყავდა სალოს მუცელში. პატარა ფაჩუჩები დავინახე და მაშინვე ვიყიდე. ავთოსა და დამიანეს საათები ვუყიდე, ერთი ფერის მაგრამ სხვადასხვა დიზაინის. სხვებისთვის ვერაფერი მოვიფიქრე, მხოლოდ სესილის ვუყიდე დიდი სათამაშო დათუნია. გიოს ყურსასმენები ვუყიდე, რომელიც სიმღერების რიტმს ყვებოდა და ციმციმებდა. ბიცოლას რადგან მცენარეები ძალიან უყვარდა, რაიმე განსხვავებული სახეობის მცენარის ყიდვა გადავწყვიტე. დათოს კი ჩემ ნახატს ვაჩუქებ უყვარს ხელოვნება, ოღონდ არ ვეტყვი, რომ ჩემი დახატულია. ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვე, დათვი კი ძლივს შევტიე. მცენარეების მაღაზიაში მივედი. ახალგაზრდა გოგონა მეხმარებოდა შერჩევაში, ბოლოს ორქიდეებზე მივედით და თურმე რამდენი სახეობა ჰქონია. ყველაზე მეტად მტრედის ფორმისა და პეპლის ფორმის მომეწონა. ორივე ვიყიდე და ჩემთან წავედი. ყველაფერი ბინაში ავიტანე და შევინახე, რომ რომელიმეს არ ენახა. სახლში წავედი, ბიჭები ჩვენთნ იყვნენ. ყველას მივესალმე და ავთოს მივუჯექი გვერდით, ხელი მომხვია და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ გადარეულო?
-რავი ნორმალურად, შენ?
-მე კარგად. ცუდ ხასითზე ხარ?
-არა უბრალოდ დავიღალე და ეხლა უფროსს უნდა ვესტუმრო._სახე დავმანჭე, გაეცინა და თავზე მაკოცა.
-მომენატრე და ასე ნუ იკარგები ხოლმე.
-რა იყო ერთი დღე ვერ ძლებ უჩემოდ?
-ვერა ვერ ვძლებ._კიდევ გამიღიმა და თავზე მაკოცა.
-კარგი, ამის მერე თავს მოგაბეზრებ.
-თუ მოახერხებ სცადე._გამიცინა. დროებით დავემშვიდობე და მარისთან წავედი. მანქანა ჭიშკართან მივიყვანე, დაცვა გამოვიდა და მკითხა:
-თქვენი სახელი?
-ნინი დემეტრაძე.
-ქალბატონო ნინი, შეგიძლიათ შებრძანდეთ._ჭიშკარი გაიღო, მანქანა დავძარი და ეზოში შევედი. სახლი ძალიან მომეწონა, ეზო საახალწლოდ იყო მორთული და ხალისი მომემატა. საჩუქარი ავიღე და სახლის კარზე ზარი დავრეკე. რამდენიმე წამში მარი გამოჩნდა და გიჟივით ჩამეხუტა.
-კარგი გოგო რა გეტაკა._სიცილით ვუთხარი და მისი მოშორება ვცადე.
-მწარე.
-ვინმე რამეს იფიქრებს._კიდევ გავიცინე, ამჯერად მომშორდა და სიცილი დაიწყო.
-მოდი შემოდი ჩემო სიხარულო._სახლში შევედი, მისაღებში გავედით. ყველას მივესალმე შემდეგ კი მარიმ დედამისი გამაცნო.
-ნინი ეს დედაჩემია, ეკატერინე.
-სასიამოვნოა ქალბატონო ეკატერინე.
-უბრალოდ ეკა დამიძახე შვილო._ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე.
-ეს საჩუქარი, პირველად ვარ აქ და.
-არ იყო შვილო საჭირო._მითხრა ირაკლიმ.
მარიმ ყუთი გახსნა და ნახატი ამოიღო. გაოცებული სახით მიყურებდა და მიღიმოდა.
-მამა ნახე რა მაგარი გოგო მყავს._ნახატი ირაკლის და ეკას აჩვენა.
-ეჭვიც არ მეპარება შვილო მის ნიჭიერებაში.
-ეს შენი დახატულია?_მითხრა ეკამ და გამიღიმა.
-კი ჩემია._გავუღიმე მეც და მარის მივუჯექი გვერდით.
-ძალიან ლამაზია.
-მადლობა.
-მარიამ დღეს მოვა დამიანე?
-კიი მოვა._ფუ აქ მაინც არ დამასვენებს რა, თუმცა თავის სახლში თუ არ მივა რა უნდა ქნას. ამ დროს მისაღებში ვაჟბატონმა შემოაბიჯა, ნაგლურად გამიღიმა და ეკას მიუჯდა გვერდით.
-ნინი სანამ ვივახშმებთ მინდა სახლის მორთვაზე გესაუბრო._მითხრა ირაკლიმ და გამიღიმა.
-გისმენთ, თქვენი სურვილის მიხედვით შევარჩევ ყველაფერს.
-ჩემი არა შვილო, შენ რაც მოგეწონება იმის მიხედვით გააკეთე.
-თუ ასეა მაშინ მარი დამეხმარება, ხო მარი?_დაჭყანულ მარის შევხედე და გავუცინე. გულში ჩემ მოკვლას ლამობდა ალბათ.
-რა თქმა უნდა, დაგეხმარება._ესეც ასე. სავახშმოდ მაგიდას მივუსხედით. ვივახშმეთ, შემდეგ მარის ოთახში ავედით და ყავას ვსვავდით. ვსაუბრობდით როცა ოთახში დამიანე შემოვიდა და შუაში ჩაგვიჯდა.
-აბა გოგოებო, რას შვებით?_ორივეს ხელი გადაგვხვია, მისი ხელი მხრიდან მოვიშორე და გვერდით გავიწიე. ეს მარიმ შეამჩნია, რა თქმა უნდა, მის თვალს ხომ არაფერი არ გამოეპარება.
-კარგად ძამიკო, შენ?
-რავი ხო იცი ყველა მე მიშლის ნერვებს._ეს ჩემ გასაგონად თქვა. ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ხო აბა სუსტი ნერვები გაქვს და იმიტომ._ჩემი მობილურის ზარი გაისმა ოთახში, მაშინვე ვუპასუხე საბა იყო.
-ნიინ..._გალეშილი მთვრალი იყო აშკარად.
-გისმენ საბუ.
-ძალიან ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდები.
-სად ხარ მითხარი და მოვალ.
-კლუბში ვარ.
-მისამართის დაწერას შეძლებ?
-კი, მოიცა მოგწერ.
-კაი მიდი, მომწერე გამოვდივარ მე. ფეხი არ მოიცვალო არ მოგიტაცონ.
-მოდი შენ მომიტაცე ჩემო გოგო.
-მერე აღარ გაგიშვებ იცოდე._სიცილით ვუთხარი და მისის სიცილის ხმაც გავიგე.
-არ წავალ არსად, თავიდან ვერ მომიშორებ.
-კაი ეხლა მომწერე მისამართი.
-კაი ჩემო გოგო._ყურმილი დავკიდე და დაინტერესებულ სახეებს მოვკარი თვალი.
-ნინი რა ხდება?
-არაფერი, საბა ნასვამია და უნდა მივაკითხო.
-ოჰ შენ გირეკავს უკვე?-ნაგლურად მითხრა დამიანემ.
-რას ვიზავთ, ყველა მისსავით არ ზრუნავს ჩემზე._თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი. ჩანთა ავიღე ყველას დავემშვიდობე და იმ მისამართზე მივედი, რომელიც საბამ მომწერა. დანიშნულების ადგილას, რომ მივედი კლუბში შევედი, ნაცნობ სახეს, რომ მოვკარი თვალი მისკენ ავიღე გეზი და მის წინ ჩამოვსკუპდი.
-აბა ჩემო ლოთო ბიჭო, წავედით?
-კი წავედით._ფეხზე წამოდგა, მაგრამ წაბარბაცდა და ისევ დაეცა სკამზე. ხელი მოვკიდე და სიარულში დავეხმარე. მანქანაში ჩავსვი და ღვედი შევუკარი. საჭესთან დავჯექი და სწრაფად დავძარი მანქანა. საბა სახლში მივიყვანე, საწოლში დავაწვინე და წამოვედი. სახლის გზაზე, სანამ ჩვენ უბანს მივუახლოვდებოდი შევამჩნიე, რომ უკან მანქანა მომყვებოდა, სვლა შევანელე და კარგად დავაკვირდი. უცხო მანქანა იყო და ფაქტია, რომ მე მომყვებოდა. ყურადღება აღარ მივაქციე და მანქანა ეზოში შევიყვანე. დაცვის ბიჭებს ვუთხარი ყურადღება მიექციათ ის ავტომობილი კიდე გამოჩნდებოდა თუ არა. სახლში შევედი, ოთახში ავედი და დავიძინე. ჯერ ეღვიძათ, მაგრამ მე ძალიან დაღლილი ვიყავი და დაძინება ვარჩიე. გვიანი იყო, რომ გამეღვიძა. საათს დავხედე შუა ღამე იყო 04:15, საწოლში ვიტრიალე მაგრამ ვერ მოვისვენე. სპორტული შარვალი ამოვიცვი და ავთოს ოთახში შევიპარე, მხარზე ხელი დავადე და ჩუმად ვუთხარი:
-ავთოო... ავთო...
-მმმმ ნინი რა გინდა?_ამოიბუზღუნა და თვალები ნელა გაახილა.
-შენთან დავიძინებ რა._საწყალი თვალებით ვუთხარი, გამიღიმა და ხელი მომხვია.
-მოდი ჩემო პატარა._გვერდით მივუწექი, ხელი წელზე მომხვია და გულში ჩამიკრა. მისი შემხედვარე მეც მოვითენთე და სიზმრებში ჩავიკარგე.
დილით თმაზე ფერებამ გამაღვიძა, თვალები ძლივს გავახილე და მომღიმარ ავთოს შევხედე.
-ასე ადრიანად ნერვები არ მომიშალო._ღიმილით ვუთხარი, გამიცინა და შუბლზე მაკოცა. საწოლიდან წამოვდექი ლოყაზე ვაკოცე ჩემ ბიჭს და ჩემ ოთახში გავედი. აბაზაბაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და უკან დავბრუნდი. მობილურის ხმა, რომ გავიგე ნომერს დავხედე, დემე გახლდათ:
-გისმენ.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ?
-მეც კარგად. დღეს ჩემი სახლის შეღებვას იწყებენ.
-აჰა, მოიფიქრე რისი დახატვა გინდა?
-ბუნების დახატვა მინდა სადაც ბიჭი ბურთით თამაშობს.
-მაგრამ ერთ დღეში ვერ მოვრჩები, თან ესკიზი უნდა გავაკეთო.
-არაა საჭირო, მირჩევნია შენს ხელებს ვენდო.
-როგორც გინდა, ჩემთვის არაა პრობლემა.
-დღეს მოვალ ოფისში და ერთად მივიდეთ.
-კარგი, დროებით.
-დროებით._ყურმილი დავკიდე. ტანსაცმელი ჩავიცვი, ჩანთა და ქურთუკი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ყველა სასაუზმოდ იჯდა მაგიდასთან, სამზარეულოში შევედი, მაცივრიდან ბროწეულის წვენი გამოვიღე, ჭიქაში დავასხი და ცოტა მოვსვი. ზამთრის ხილიდან ყველაზე მეტად ფორთოხალი და კივი მიყვარს, ბანანი და მოცვი არ ითვლება, დავჭერი ეს ყველაფერი და გემრიელად მივირთვი. ბავშვებს ვაკოცე, ავთოსაც და სახლიდან გავედი, ჭიშკართან, რომ მივედი ბიჭებს ვკითხე:
-ის მანქანა დაინახეთ?
-კი რამდენჯერმე გაიარა.
-კარგი, არავის უთხრათ.
-კარგი._ეზოს გავცდი და სამსახურისკენ ავიღე გეზი. ლიფტთან დამიანეს შევხვდი, ერთმანეთს მივესალმეთ და ლიფტში შევედით. ჩუმად ვიყავით, ერთმანეთისთვის არც კი შეგვიხედავს, ბოლო სართულზე ავედით, ის თავის კაბინეტში შევიდა მე კი საბასთან მივედი და წინ ყავა დავუდგი. თავზე ჰქონდა ხელები შემოწყობილი და მგონი ეძინა, გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. ჩუმად ჩაიღიმა, ფეხზე წამოხტა და ჩამეხუტა, გაოგნებული ვიყურებოდი, საიდან ამ ბიჭს ამდენი ენერგია და არც ნაბახუსევი. ჩემი პოზიტივი ბიჭია, მეც ჩავეხუტე, ლოყაზე მაკოცა და ისევ ჩამოჯდა. -ნინიი...
-ჰო.
-დილით შიშველს რატომ გამეღვიძა?_თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა.
-ალბათ ვინმე შემოიპარა სახლში და ჩემი წასვლის მერე, ნუ ხო ხვდები._სერიოზულად ვუთხარი.
-ხო მაგრამ ვინ, გარშემო სულ მოხუცი ბებოები ცხოვრობენ.
-ფუუ დებილო. იქნებ კლუბიდან აგეკიდა ვინმე? შეგაცდინეს ჩემო ბიჭო.
-კაი ნუ მეღადავები.
-არ გეღადავები, ხო იცი, რომ მე მაგას არ ვიზავდი.
-კი ვიცი.
-ხოდა თავად გაიხდიდი, რა არის გაუგებარი?
-მართალი ხარ.
-კაი წავედი მე, დღეს დემე უნდა მოვიდეს და.
-ოჰ, ოჰ.._დაიკრიჭა და გადმოყარა 32 შეუდარებელი კბილი. სიცილი ამიტყდა, ლოყაზე ვაკოცე და ჩემ კაბინეტში გავიქეცი. სანამ დემე მოვიდოდა ყველაფერი მოვაგვარე, ოთახის კარი გაიღო და დამიანემ შემოაბიჯა, სავარძელში ჩაჯდა და მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. არ მაშორებდა კი არა არც ახამხამებდა. ვუყურებდი მის თვალებს და ვხვდებოდი, რომ მორევში მითრევდა საიდანაც თავის დაღწევა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა. ეს დუმილი იმდენად საშინელი იყო, ბოლოს ისევ მე დავარღვიე.
-რამე გინდა?_მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი და სახე ხელებში მოვიქციე.
-უბრალოდ მინდა, რომ გიყურო._გამიღიმა და ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა თავისკენ მიმაბრუნა და ფეხზე წამომაყენა. წელზე ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა. სასიამოვნო ტალღამ დაიარა მთელს სხეულში, გულისა და სუთქვის სიხშირემ იმატა. მხოლოდ ჩემმა არა მისმა გულის ცემამაც იმატა და ეს მესიამოვნა, რადგან მხოლოდ მე არ ვგრძნობდი ამას. საფეთქელზე თითი მომადო და ნელა ჩაუყვა ქვემოთ, ყელამდე, რომ ჩავიდა დამბურძგლა და ჟრუანტელმა დამიარა ტანში. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, არაფერი არ გვაინტერესებდა იმ წამს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მეტი არავინ. მაკოცა შუბლზე, ლოყაზე, ცხვირზე, ნიკაპზე და ყელში. ტუჩებთან დაიხარა, მოლოდინისგან და მისი სურვილით ვგიჟდებოდი. აი ვიგრძენი მისი რბილი ტუჩები, ისეთი ნაზი, თბილი და გრძნობებით სავსე იყო. მის სამყაროში დავიკარგე და სულაც არ მინდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ მოგვიწია როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგეთ. ნელა მოვშორდი მის ბაგეებს, შუბლი შუბლზე მომადო და ღრმად სუნთქავდა ჩემსავით. ისევ სავარძელში ჩაჯდა, მეც ჩამოვჯექი.
-მობრძანდით._ძლივს წარმოვთქვი. ოთახში დემე შემოვიდა, გაგვიღიმა არა მე გამიღიმა. დამიანეს შევხედე, რომელიც მიღიმოდა და ისევ მანდომებდა მის კოცნას. ჯერ დამიანეს მიესალმა შემდეგ კი ჩემზე გადმოერთო.
-ნინი კიდევ გაქვს საქმეები?
-არა აღარ.
-მაშინ წავიდეთ.
-კარგი წავიდეთ._ჩანთა ავიღე და კაბინეტიდან გავედით. მობილური დამრჩა ოთახში. დემეს ვუთხარი და უკან მივბრუნდი. კარი მივხურე თუ არა დამიანეს მივეჭერი და მის ბაგეებს დავეწაფე, ხო ეს გაუაზრებელი იყო მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო. გაკვირვებული იყო, მაგრამ მოდუნდა და უფრო მომთხოვნი გახდა მისი კოცნა. ოდნავ მოვშორდი და ამოვისუნთქე.
-უნდა წავიდე._ამოვიჩურჩულე და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
-საღამოს გნახავ კარგი?_კიდევ მაკოცა.
-კი. ახლა წავალ._მივბრუნდი, მაგრამ გამაჩერა და მაკოცა.
-ეხლა შეგიძლია წახვიდე._გამიღიმა. ღიმილით მოვშორდი და სამსახურიდან გავედი. მთელი გზა მის კოცნაზე ვფიქრობდი, არც ვუსმენდი დემე რას მელაპარაკებოდა. უბრალოდ თავს ვუქნევდი, სულელივით ვიღიმოდი და ტუჩებს ვიწვალებდი. ჯერ დემეს სახლში მივედით, გადაწყვიტა, რომ მისაღებში მოეხატა ერთი კედელი. საღებავების საყიდლად წავედით, რა თქმა უნდა ისიც წამომყვა, ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, მასთან დავბრუნდით და საქმეს შევუდექი.


^^^***
ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ. ვინც კითხულობთ და მოგწონთ მიხარიხართ heart_eyes blush



№1 სტუმარი Guest ლიზი

რა თბილი თავი იყო ვაიმე

 


№2  offline წევრი nina.d.

Guest ლიზი
რა თბილი თავი იყო ვაიმე

მიხარია, რომ მოგეწონა. <3
--------------------
ნათია მწითური

 


№3  offline წევრი anuki15

ველოდები სიხარულით ახალ თავს <3

 


№4  offline წევრი nina.d.

anuki15
ველოდები სიხარულით ახალ თავს <3

შევეცდები მალე გაგახარო <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent