შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XI ნაწილი)


10-02-2017, 02:14
ავტორი nina.d.
ნანახია 2 018

კარზე ზარმა დარეკა, წამოვიზლაზნე და გავაღე. კართან ავთო იდგა, გაბრაზებული ჩანდა. სახლში შემოვიდა და პირდაპირ ლეიბზე დააეცა. გვერდით მივუსკუპდი და დაველოდე საუბარს როდის დაიწყებდა, მაგრამ არაფერს არ ამბობდა. სამზარეულოში გავედი, ყავა გავაკეთე და უკან დავბრუნდი. ფინჯანი გვერდით დავუდგი და მეც იქვე ჩამოვჯექი.
-არ იტყვი რა მოხდა?_ვუთხარი როდესაც ყველა ნერვი დამაწყდა.
-სალომეს ვეჩხუბე.
-როგორ მოახერხე? და რატომ?
-თქვენ ჯგუფელთან ერთად ვნახე და გადამეკეტა.
-რომელთან?
-გიორგისთან.
-მაგას სხვა გოგო უყვარს რამ გაგაგიჟა? თან ჩვენი მეგობარია.
-ხო იცი როგორი მესაკუთრე ვარ?
-ეგ მესაკუთრეობა კი არა ფეოდალობაა._თავში წამოვარტყი და გავუცინე, გამიცინა და ყავა მოსვა.
-სულ ტყუილად ვაწყენინე._ამოიხვნეშა და წამოჯდა.
-ამიტომ, სანამ მე ჩავიცმევ ყავის დალევა დაასრულე და გავდივართ.
-სად?_გაკვირვებულმა ამომხედა.
-მიდი, მიდი მალე._ოთახში შევედი და ტანსაცმელი ჩავიცვი, რომ გამოვედი უკვე ქურთუკმოცმული დამხვდა, გამეღიმა და სახლიდან გავედით. მანქანაში ჩავსხედით, მობილური ავიღე და ბაჩოს დავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა:
-გისმენ ღამურა.
-შენი დახმარება გვჭირდება, სასწრაფოდ ვარდების თაიგული და შოკოლადები გვესაჭიროება.
-რა ხდება?
-სარძლო უნდა შემოვირიგოთ.
-კარგი ეხლავე მოვდივარ._ყურმილი დავკიდე და მათეს ნომერი ავკრიფე, რამდენიმე წამში ბუზღუნით მიპასუხა:
-აუ ნინი....
-არ მაინტერესებს რას აკეთებ, სანთლები გვჭირდება სარძლო უნდა შემოვირიგოთ.
-არ მცალია, ვერ მოვალ.
-კაი, თვითონ მივხედავ._არაფრის თქმა არ ვაცადე და გავუთიშე. მარის დავურეკე, ზარი გასული არ იყო, რომ მიპასუხა.
-ნინი...
-მარი შენი დახმარება მჭირდება.
-რა მოხდა?
-უბრალოდ სანთლები გვჭირდება ბევრი, გთხოვ ავთო და სალო უნდა შევარიგოთ.
-კარგი, მაშველი მოვფრინავ.
-მიდი მიდი მალე._სიცილით გავუთიშე და ავთოს გადავხედე, რომელიც ბედნიერი სახით იჯდა და არაფერს ამბობდა. სალოს კორპუსთან მივედით, სადღაც 5 წუთში ბაჩო მოვიდა, ვარდების დიდი თაიგული და შოკოლადებით სავსე 2 ყუთი მოიტანა. ერთი მე გამომიწოდა და მითხრა:
-ეს შენ, სულ შავი შოკოლადია. თან ტკბილი თან მწარე შენსავით.
-მადლობა, დამპალო._გავუცინე და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა და ასე ვყავდი სანამ მარი და დამიანე არ მოვიდნენ. მოგვესალმა ვაჟბატონი, ზედაც არ შევხედე პირდაპირ მარიზე გადავერთე. სანთლების ნაწილი გამოვართვი და დაწყობა დავიწყეთ, მე და მარი ვაწყობდით, ბიჭები კი ანთებდნენ. წარწერა კი ასეთი იყო "შემირიგდები? ♡". როდესაც მოვრჩით ნინის დავურეკე, მოწყენილი ხმით მიპასუხა.
-მისმინე, აეთრიე საწოლიდან და ფანჯარიდან გადმოიხედე თორემ ვერ გადამირჩები._ეს იყო რაც ვუთხარი და ტელეფონი ავთოს მივაჩეჩე. ბაჩოს გვერდით დავდექი, ადგილზე ვკანკალებდი და ხელების გათბობას ვცდილობდი.
-ვაიმე ჩემო ქაჯანავ შეგცივდა?
-კი._ამოვიჩურჩულე.
-ნინი გაცივდები, მოდი მანქანაში ჩაჯექი.
-ოღონდ ეხლა არა.
-მაშინ მე ჩამეხუტე._გავუღიმე, ქურთუკის შიგნით მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა და გაყინულ ლოყაზე მაკოცა. ავთოსა და სალომეს ბედნიერ სახეებს ვუყურებდი, მეც მინდოდა ასე ვყვარებოდი და მყვარებოდა ვინმე, მაგრამ ალბათ არ არის ახლა სიყვარულის დრო. ყველაფერი, რომ მორჩა ბაჩომ სახლში წამიყვანა. მივედი თუ არა მაშინვე გავიხადე ტანსაცმელი, ჩაი გავაკეთე, პლედი მოვიხვიე და ლეიბზე ჩამოვჯექი. დამიანეზე ფიქრები არ მასვენებდნენ, დღეს ისეთი გულგრილი იყო, ერთი ნაპერწკალი სითბოც კი ვერ ვიგრძენი მისგან. დამღალა მასზე ფიქრმა და გონება გავთიშე, ტკბილად ჩამეძინა. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, ცოტახანი საწოლში ვინებივრე, შემდეგ ავდექი, გავემზადე, ყავა დავლიე და სამსახურში წავედი. დანიშნულების ადგილას მივედი, ლიფტში შევედი, უკან ერთი ბიჭი მომყვა. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა არაფერს არ ამბობდა, მაგრამ როგორც იქნა ამოღერღა, თორემ მანიაკი მეგონა უკვე.
-გამარჯობა.
-გამარჯობა._შევხედე და გავუღიმე.
-აქ მუშაობ?
-კი ახალი დიზაინერი ვარ.
-მართლა?
-კი.
-კარგია. მე საბა ვარ აქ ვმუშაობ.
-სასიამოვნოა, მე ნინი.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა._ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ისევ დაიწყო საუბარი.
-რამდენი წლის ხარ?
-19-ის, შენ?
-22_ის. სწავლობ?
-კი, პირველ კურსზე ვარ._გამიღიმა, ლიფტი გაიღო და დამიანე შემოვიდა, უბრალოდ მივესალმეთ ერთმანეთს და საბასთან საუბარი გავაგრძელე
-ნინი, დღეს თანამშრომლები ბარში მივდივართ და არ წამოხვალ?_დამიანემ ცერად გამომხედა.
-არა ვერ წამოვალ დღეს, მეგობარს დავპირდი, რომ ერთად გავისეირნებდით.
-შენი მეგობარიც წამოიყვანე.
-ბიჭია და არ მგონია კარგი აზრი იყოს, მაგრამ ვეტყვი და თუ დამთანხმდა მოვალთ. -შენი ნომერი მითხარი და მისამართს მოგწერ._ნომრები გავცვალეთ, დამიანეს ეგონა, რომ ვიტყუებოდი ალბათ. ნაგლური ღიმილით დამაჯილდოვა და ლიფტიდან გავიდა, მე და საბაც უკან მივყევით. პირდაპირ ჩემ სამუშაო ოთახში შევედი, ყველაფერი ისე დავაწყე როგორც მინდოდა და მაგიდას მივუჯექი. ოთახში ქერა გოგო შემოვიდა, აი ის დამიანესთან, რომ ვნახე. აგდებულად გამიღიმა და საუბარი დაიწყო:
-დამიანე თავის ოთახში გიბარებს._თან მხოლოდ დამიანე, ნაგლი.
-კარგი._ფეხზე წამოვდექი, ოთახი მის შემდეგ დავტოვე. დამიანესთან შევედი, ისიც შემოვიდა და ერთმანეთს ისე უყურებდნენ თავი ზედმეტი მეგონა, ვაჟბატონმა თვალი ჩაუკრა და ისიც ბედნიერი სახით გავიდა კაბინეტიდან. სავარძელში ჩავჯექი და ერთ ადგილს მივაშტერდი ღიმილიანი სახით.
-აი ეს საბუთები, შენი ხელის მოწერაა საჭირო._საბუთები გამოვართვი და ხელი მოვაწერე, შემდეგ კი უკან დავუბრუნე.
-შეიძლება წავიდე?
-სად გეჩქარება?
-ჩემ ოთახში.
-კარგი, ოღონდ რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-სამსახურში ბატონოთი მომმართე._ეს რაღაც სასწაულია, ერთად გვეძინა, ერთ საწოლში და ბატონოთი მომმართეო. მწარედ გავიღიმე, ნაგლურად გადავხედე და ფეხზე წამოვდექი.
-როგორც ინებებთ "ბატონო" დამიანე._მისი კაბინეტიდან გამწარებული გამოვედი, მაგრამ სახეზე არაფერი მემჩნეოდა. თურმე რა იდიოტი ყოფილა, ნეტა რა ჰგონია? ალბათ ფიქრობს, რომ მასზე დარდში ღამეებს ვათენებ. მოდი დაახვიე რა._წამოიძახა მეორე მემ, ღიმილით დავეთანხმე და კაბინეტში შევედი. კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით._ოთახში საბა შემოვიდა დიდი, სქელი ქაღალდებით ხელში. აი დაიწყო ჩემი სამსახური, ყველაფერი მაგიდაზე დადო. სახე დავმანჭე, მას კი გაეღიმა და მითხრა:
-ასეც, რომ საყვარელი ხარ._გავუღიმე, სასიამოვნო ბიჭია რათ უნდა ამას ზედმეტი საუბარი.
-მადლობა, სიმპატიურო._გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ფურცლებს დახედა.
-შენი დავალებაა, რომ კედლებს ფერი შეურჩიო.
-მაშინ შენი დახმარებაც მჭირდება.
-გისმენ, ყველაფერში დაგეხმარები._ქაღალდები ძირს გადავაწყე და ჩავიმუხლე, იგივე გაიმეორა და შემომხედა.
-უნდა მითხრა, რომელი მხრის ოთახებია, რომ მუქი ფერები არ ავიღო. სინათლე ხომ იცი რა მაიმუნია.
-კარგი რა პრობლემაა.
-ბავშვის ოთახიცაა?
-კი.
-ბიჭია თუ გოგო?
-ბიჭი.
-ანუ ცისფერი ან ლურჯი და თუ მოისურვებს ჩემი ხელით მოვუხატავ ჭერს, ფოსფორის ფერებით.
-მაგას მართლა იზამ?
-რატომაც არა? მე თუ მომწონს ბავშვებმა რა დააშავეს._გავუცინე, გაეცინა და მუშაობა დავიწყეთ. 12-მდე ყველა ოთახისთვის მოვასწარით სავარაუდო ფერების შერჩევა, ამ ფერებიდან კი დანარჩენს თვითონ მფლობელი აირჩევდა. მე, რომ მივდიოდი ზუსტად მაშინ უნდა მოსულიყვნენ, პრეზენტაციებს საბა აკეთებს ამიტომ წამოვედი. უნივერსიტეტში მივედი, ჯაბამ, რომ დამინახა ჩემთან მოვიდა და მომესალმა. ვსაუბრობდით, როდესაც დამიანე და მარი მოვიდნენ.
-მარი გაიცანი ეს ჯაბაა ჩემი მეგობარი, ეს კი მარის ძმაა._უბრალოდ ხელით მივანიშნე დამიანეზე.
-კარგი ნიინ, დღეს საღამოს გამოგივლი და წავიდეთ.
-კარგი._გადამკოცნა და წავიდა. მარი ღიმილით მომიბრუნდა.
-რაო საღამოსო?
-უნდა გავისეირნოთ.
-რატომ არ მითხარი?
-კაი ეხლა არ გაიბუტო, მეცალა? 2 საათში 5 ოთახის ფერი შევარჩიე, ისიც სავარაუდო, მაგრამ ისეთები, რომ არჩევის შემთხვევაში ნებისმიერი მოუხდეს.
-კარგი ხო, ჩემი საქმიანი გოგო. შენ კიდე ბიჭო ამდენს რატომ ამუშავებ?_დამიანეს შევხედე, ძარღვებ დაჭიმული იდგა და ხელებზე ვენები ჰქონდა დაბერილი. არ ვიცი რატომ მაგრამ რაში მაინტერესებს? რა საჭიროა ვიცოდე.
-მე რა შუაში ვარ._ნაგლურად გავუღიმე, მარის ხელი მოვკიდე და შენობაში შევათრიე რასაც ქვია. ერთი სიტყვით ლექციები, რომ დამთავრდა ისევ სამსახურში წავედი, მისვლის თანავე საბა შემომეგება და მითხრა, რომ ფერები მოეწონათ და მათ ვაჟსაც სურდა ჭერის მოხატვა. გამიხარდა, რა თქმა უნდა, ამიტომ უფრო მონდომებით შევუდექი სხვა სახლების გალამაზებას. 6 ხდებოდა, რომ უკვე ორი სახლის ფერები მქონდა შერჩეული. იმდენად ვიყავი ჩაფლული ფერებში, რომ მხოლოდ მობილურის ზარმა მომიყვანა გონს. სახელს დავხედე ავთო რეკავდა, ფეხზე წამოვდექი და ვუპასუხე:
-ხო ავთუკ.
-რას შვები?
-სამსახურში ვარ.
-მალე მორჩები?
-კი, რა ხდება?
-არაფერი უბრალოდ მომენატრე მთელი დღეა არ მინახავხარ.
-მეც მომენატრე, მაგრამ დღეს ჯაბას უნდა შევხვდე და ალბათ მერე სახლში, რომ მოვალ გნახავ.
-ვინ ჯაბას?
-ერთი ბიჭია რა მერე მოგიყვები.
-კარგი ჩემო გოგო, ძალიან არ დააგვიანო კაი?
-კარგი ჩემო ბიჭო._ყურმილი დავკიდე და ისევ ქაღალდებს მივუბრუნდი, ამჯერად კარზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით._ოთახში მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი შემოვიდა.
-ნინი თქვენ ხართ?_თვალი მოავლო არეულ ფურცლებს, რომლებიც ძირს ეწყო.
-დიახ.
-მე ფერებთან დაკავშირებით მინდა საუბარი, თქვენი კლიენტი ვარ.
-დიახ, დაბრძანდით._სავარძელზე მივუთითე, ჩამოჯდა და გამიღიმა. რა ღიმილი, ვაიჰჰ...
-მაინტერესებს როგორი ტონები შეარჩიეთ.
-უკაცრავად, თქვენი სახელი და გვარი?
-დემე ამაღლობელი.
-ბატონო დემე..._დავიწყე ოფიციალურად საუბარი, მაგრამ გამაჩერა.
-ბატონო არ გინდათ, უბრალოდ დემე. თქვენი სახელი?
-მე ნინი დემეტრაძე, მაშინ თქვენობით არ მომმართო ძალიან ოფიციალურია._გაეღიმა.
-ძალიან სასიამოვნოა.
-იცი? დღეს დავიწყე მუშაობა და ნამდვილად არ ვიცი შენი სახლი თუ შემხვდა სადმე.
-ახალი დიზაინერი ხარ?
-კი.
-არაუშავს, ეგ არაფერი.
-ჯერ მხოლოდ სამი სახლის ფერები მაქვს შერჩეული.
-ერთ დღეში სამი? ყოჩაღი ხარ.
-მადლობა. ეხლავე გავარკვევ შენ სახლზე ყველაფერს._საბას მობილურზე დავურეკე, სახელი და გვარი ვუთხარი, რამდენიმე წუთში ყველაფერი მოიტანა და დაგვტოვა. ისევ ძირს გადავინაცვლე ოთახების ფოტოები გავშალე და ჩავიმუხლე. გაღიმებული მიყურებდა.
-ვიცი გიკვირს, მაგრამ ასე უფრო მარტივია.
-არა არ მიკვირს._ისიც შემომიერთდა.
-ბავშვები გყავს?
-არა. მარტო მე ვცხოვრობ._დაოჯახებული არ არის, გასაგებია.
-კარგი და შენ, რომელი ფერი მოგწონს?
-მუქი ლურჯი.
-აღმოსავლეთის ოთახია?
-კი.
-მაშინ გამოვა ლურჯი კედლები და თეთრი ავეჯი.
-სიმართლე, რომ გითხრა მე მხოლოდ ჩემი ოთახი მაინტერესებდა._გავუღიმე.
-ბავშვობაში გქონდა რამე ოცნება?_გაკვირვებულმა შემომხედა.
-კი, მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
-კარგი ოცნებაა.
-შეგიძლია ისეთი რამ დახატო კედელზე რაც ფეხბურთს და ჩემს ბავშვობას გამახსენებს?
-თუ გინდა კი, შემიძლია.
-ძალიან კარგი, ეხლა მე დაგტოვებ.
-მეც მივდივარ ეხლა, მგონი დამთავრდა სამუშაო დრო.
-კი დამთავრდა. წამოდი წაგიყვან.
-არა, არ არის საჭირო.
-უარი არ მიიღება._სხვა რა გზა მქონდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ყველაფერი ავიღე რაც მჭირდებოდა და წამოვედით. შენობიდან გამოვედით, დამიანე ელოდა, როდის მოიყვანდა დაცვა მანქანას. ჩვენ, რომ დაგვინახა, გაიღიმა და მოვიდა. დემეს მიესალმა და ღიმილით გამომხედა, მაგრამ სხვა მხარეს გავიხედე და დავაიგნორე.
-გამარჯობა დემე.
-გამარჯობა დამიანე.
-როგორც ჩანს გაიცანი უკვე ახალი დიზაინერი.
-კი გავიცანი და გეტყვი, რომ მასზე უკეთესი დიზაინერი არ არსებობს._შემომხედა და გამიღიმა. ისევ შევამჩნიე დამიანეს ხელებზე დაბერილი ვენები, გამიკვირდა და ისევ დემეს შევხედე.
-კი ნამდვილად საუკეთესოა._წარბაწეულმა გავხედე.
-გმადლობთ ბატონო დამიანე._ირონიულად ვუთხარი და ნაგლური ღიმილი ავიკარი სახეზე. ოო ნერვები მოეშალა, ხელები მომუჭა და უარესად დაებერა ვენები. როგორ გამისწორდა თქვნ ვერ კი წარმოიდგენთ, ნაგლური ღიმილით დავტოვე და დემეს მანქანაში ჩავჯექი. სახლში გახარებული მივედი, როგორც ყოველთვის ყავა გავაკეთე და ლეპტოპი ჩავრთე. ფბ-ში შევედი,საინტერესო არაფერი იყო ამიტომ მალევე გამოვედი. უკვე რვა იყო დაწყებული, ამიტომ ტანსაცმელი გამოვიცვალე- შავი ჯინსი, მუქი ლურჯი ზედა, შავი ქურთუკი და შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი. თმა გავიშალე, ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი წავისვი, სულ ეს იყო ჩემი მაკაიჟი. რვა საათი, რომ გახდა კარზე ზარმა დარეკა, მხიარულად გამოვაღე კარი და მომღიმარ ჯაბას შევეგებე. ხელში ყვავილები ეკავა.თაიგული გამოვართვი და სახლში შევიპატიჟე.
-ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.
-კარგი.
ყვავილები ვაზაში ჩავდე და იმ ვარდების თაიგულს დავუდგი გვერდით, რომელიც ვიღაც უცნობმა გამომიგზავა. ჩანთა ავიღე და წავედით. მანქანა ერთ-ერთ ბართან გააჩერა სადაც მყუდრო გარემო იყო, გარედანვე ეტყობოდა. კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა, ხელზე დავეყრდენი და მანქანიდან გადმოვედი, ხელი არ გაუშვია ასე შევედით ბარში და სცენასთან ახლოს დავსხედით. ბევრი ვისაუბრეთ, ვიცეკვეთ და გავერთეთ.დაახლოებით თერთმეტი საათი ხდებოდა, რომ წამოვედით. ჩემ მეორე სახლში წამიყვანა, მანქანა ჭიშკართან გააჩერა და კარი ისევ გამიღო. დამშვიდობებისას ლოყაზე მაკოცა, გავუღიმე და დავემშვიდობე. ეზოში, რომ შევედი მერე წავიდა. სახლის კარი შევაღე, მთელი სასტავი იქ დამხვდა მათ შორის დამიანეც. აი რა საჭირო იყო ამ საღამოს ჩაშხამება ვერ გავიგე, მისი დანახვაც ნერვებს მიშლის უკვე. ყველას მივესალმე, მაგრამ მათეს მაგივრად ბაჩოს მივუჯექი გვერდით. დამიანე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, გოგოები მომიცუცქდნენ და ჯაბაზე გამომკითხეს ყველაფერი, მეც მოვუყევი რა და როგორ იყო, თან ვიცინოდით. ჩემი და ჯაბას შეხვედრა მისმა ატვირთულმა ფოტომ და ჩემმა მონიშვნამ დააგვირგვინა :დ. ცეკვის დროს გადაგვიღო ვიღაცამ, ვისაც ჯაბამ სთხოვა. საკმაოდ კარგი ფოტო იყო ვაღიარებ, ბედნიერი ღიმილი ავიკარი სახეზე და დამიანეს გავხედე, გამწარებული მიყურებდა მე კი გულში ვიცინოდი მის ასეთ რეაქციაზე. პირველად ფოტო მარიმ ნახა და მოსდო მთელ სასტავს, მაგრამ გამიხარდა ეს, რომ გააკეთა. პირველი საათი ხდებოდა, რომ დავიშალეთ და მე დავიძინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent