შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავიანი ღამეები (სრულად)


28-02-2017, 11:58
ავტორი NA NO
ნანახია 4 900

ვარსკვლავიანი ღამეები
საწოლში ვერაფრით მოვისვენე, ზოგადად ასე მიპყრობს ხოლმე მოუსვენრობა და ვბორგავ. ახლაც საათს გავხედე და ოთხი საათი ისე მოსულიყო ერთხელეც არ ჩამთვლიმა. თხელ საღამურებზე პლედი მოვიხურე და აივანზე გავედი, სექტემბერი იყო. განთიადის სუსხი კი უკვე იწყებდა ჩემში შემოჭრას. ნელ-ნელა მაცოცდებოდა და მყინავდა. სექტემბერის ცა მიყვარს, ყველაზე სუფთა და ვარსკვლავებით მოჭედილი. თანაც რა საოცრად ლიცლიცებენ ღამით წმინდა ცაზე ბრწყინავი წერტილები, როცა ნაზი სიო სერავს ჰაერს...
ახლაც ერთმანეთის მიჯრით მიწყობილიყვნენ წვრილი ვარსკვლავები და მთელი ძალით მიზიდავდნენ. როგორ მინდოდა იმხელა გავზრდილყავი, რომ გავცილებოდი ატმოსფეროს და კარგად დამენახა წერტილებად ქცეული გიგანტური სხეულები. ჩემი მინიმალისტური შესაძლებლობებით სახურავზე ასვლა და მათთან მიახლოება გადავწყვიტე, იქედან მაინც შევხედავდი სუფთა ცას და უშნოდ ამოშვერილი კორპუსები არ დამივიწროვებდნენ ზეცას. თანაც ამ დროს ვერავინ შეამჩნევდა სახლში ჩემს არ ყოფნას.
პლედთან ერთად სასუსნავებიც ავიყოლე და კომფორტულად მოვკალათდი ანტენებით სავსე სახურავზე. არაფრის დიდებით არ ვაძლევდი თავს შეციების უფლებას და ჩემში შემოპარულ სუსხს ფარივით ვუხვედრებდი პლედის კალთებს...
ამ ღამით ცა უმშვენიერესი იყო... ყოველთვის მწყუროდა ნამდვილი ვასკვლავთმოფენილი ღამის ხილვა თბილისში. გადავწყვიტე, როცა ძილი დამიფრთხებოდა სახურავზე ავსულიყავი და წარმოსახვით მაინც გავჭრილიყავი უკიდეგანო კოსმოსში. ახლა საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი. გამოვეთიშე გარესამყაროს, ყველანაირ ფიქრს და ერთ ვარსკვლავს გავუშტერე მზერა. დამეფიცება მე არ ვიყავი ახლა დედამიწაზე, სუნთქვაც კი დავიწყებული მქონდა ამ წამს. უსაზღვროებას შევერწყი და ვერც ის გავიგე როგორ გამათბო ვიღაცის მოხვეულმა ხელებმა და ვერც ის უმისამართოდ რომ დათარეშობდა მისი ცხვირი ჩემს ყელზე... ტაომ დამაყარა... გამაკანკალა, როცა ყუთან ახლოს მისი ტუჩები ვიგრძენი.. სიცივეც და სითბოც ერთიანად შემოიჭრა ჩემში, ერთმანეთში აირია და უსწრაფესად მოიცვა ჩემი სხეული... უსაზღვროება დაიბზარა და მეც ძირს ჩამოვარდი - ყველაზე გრძნობად და უმარტივესად აღსაქმელ სამყაროში. უეცარმა შეხებამ და აღქმულმა შეგრძნებებმა შემაშინა და ხმა ჩამიწყდა. არავის ველოდი...
არც კი მინდოდა თავის უკან მობრუნება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ისეთი სისწრაფით წამოვფრინდი ფეხზე რომ ლამის სახურავიდან გადავვარდი. პლედი მომძვრა და მის ფეხებთან დაეცა, მე კი გამჭირვალე საღამურების ამარა დავრჩი მის წინ. ის კი მიყურებდა და მის თვალებში ათას ვარსკვლავს ვხედავდი... არასოდეს არ მენახა აქამდე. ისიც ფეხზე წამოდგა და პლედი მხრებზე მომახურა, მის შეხებაზე ვერც კი ავღწერ რა დამემართა. ვკანკალებდი არ ვიცი სიცივის გამო არ ვიცი მისი ხელებიდან წამოსული სითბო მიწვავდა კანს. მინდოდა მეკითხა ვინ იყო და აქ რას აკეთებდა, ან რა უფლებით მეხებოდა და მირღვევდა სიმყუდროვეს. თუმცა დავმუნჯდი... დავმუნჯდი და ერთიანად გახევებული მის მიმიკებს ვსწავლობდი, ასეთ დროსაც კი არ მავიწყდებოდა ჩემი გატაცება.... მის გამოხედვაში იმდენი რამე იკითხებოდა დავიბენი. მეცნობოდა სიბნელეშეპარული მწვანე თვალები. მალე ისევ სახურავზე წამოწვა ხელები თავქვეშ დაიკრიფა და ვარსკვლავებს მიაშტერდა, მე უკვე აღარც ვარსკვლავები მადარდებდა და აღარც თბილისში ნაპოვნი ნამდვილი ღამე... სწრაფი ნაბიჯით გავუყევი გზას კიბეებისკენ და ვცდილობდი მისთვის არც შემეხედა. იმის მიუხედავად რომ ჩვენ არასდროს შევხვედრილვართ ერთმანეთს იყო რაღაც ცნობაზე ღრმა და მიმზიდველი.
-ხვალ ისევ ამოხვალ ღამის ოთხზე და ჩემს ამოსვლას ვარსკვლავებთან ერთად დაელოდებიო მითხრა და კმაყოფილმა ჩაიცინა... ალბათ გიჟი იყო ან მე უფრო ვიყავი გიჟი, რადგან მართლა ავიდოდი ისევ მის სანახავად სახურავზე უკუნეთ ღამეში...

სინათლის სხივი ისე შემოიჭრა ოთახში მე ვერც კი გავაცნობიერე. რაღაც მომენტში ყველაფერი სიზმარი მეგონა...
მთელი დღე უნივერსიტეტში ისე გავატარე ხმაც კი არ ამომიღია. ასე მეგონა ჭიანჭველები დამცოცავდნენ სხეულზე და მწარედ მკბენდნენ... მზერას ვგგრძნობდი არსაიდან და თვალებიც დამაწყდა კედლის იქით ყურებით. ყველა თვალებს სიღმისეულად ვაკვირდებოდი და არც ერთი მათგანი არ იყო შენი...
*****
როგორც კი ბნელდება აივანზე გავდივარ აღარ არიან ჩემი ვარსკვლავები წერტილებივით მიმოფანტულნი უკიდეგანო ცაზე... როგორ მინდა დრო სწრაფად გავიდეს, როგორ მინდა ისევ ვნახო სიბნელე შეპარული შენი მწვანე თვალები. შენს თვალებში მაინც დავინახავ უთვალავ ვარსკვლავს ერთად მოლიცლიცეს... საკუთარ თავზე მეცინება ჩემს ფიქრებზე რომ ვფიქრობ... აივანზე გამიგდია ჩემი გრძნობებშეპარული სხეული და სულით შენ დაგეძებ... გამოფიტული სულით დაგეძებ შენ, რომელსაც არც კი გიცნობ. ისე ვიქცევი თითქოს სოციალური ურთიერთობები დაიშრიტა ჩემს სამყაროში და ერთხელ ნანახი სულიერის ხილვა მწყურია, არადა როგორ მახრჩობს უხილავი ხელით ყოველდღიურად უთვალავ ადამიანთან არაფრისმომცემი ურთიერთობა. ახლა კი შენთან შეხვედრა სანატრელად გადამქცევია. გიჟი ვარ ამდენ გიჟში გაგიჟებული და ახლა ვცდილობ შენს თვალებში შვება ვიპოვო. საბოლოოდ ვეღარ ვითმენ ოთხ საათამდე და ისევ პლედმოხვეული მივუყვები კიბის საფეხურებს. ამ სიჩუმეში ჩემი სუნთქვაც ყურში ჩამყვირის და გულიც თითქოს მკერდზე მაწვება, უკვე აღარვიცი საფეხურებმა გამომქანცეს და სუნთქვა ამირიეს თუ აქედანვე ვგრძნობ შენთან მოახლოებას... ცოტაც და დამთავდება ეს დამღლელი საფეხურები... იმ ადგილას სადაც ატმოსფეროს ლამის გავცილდი პლედი მხვდება დაფენილი უსწორმასწოროდ...ცოტა ხანს ვუყურებ უკვე განაცრისფერებულ ჭრელ ნაჭერს ათას კუბიკიანს და ლამის კუბიკების დათვლა დავიწყო. მალე ჩემს ყურადღებას კუთხეში მიმოფანტული საღებავები იპყრობენ და სურვილი მკლავს რამე დავხატო, თუმცა მალევე მახსენდება ჩემი უნიჭოების შესახებ და გულში რაღაც მწყდება უუნარობის მსგავსი... ალბათ თვალებზეც მეტყობა ხატვის უდიდესი სურვილი, რომელიღაც კუთხიდან შავი ლანდი დაიძრა ნელი ნაბიჯებით და ნელ-ნელა გამოიკვეთა მისი სხეულიც.
-გინდა დახატო? მეკითხები არაამქვეყნიური სიმშვიდით და აწეწილ თმებს ხელით მისწორებ... თვალებითაც მეფერები და ხელებზე უკვე ვეღარაფერს ვამბობ. აი დაიწყო ისევ ჩემი დაშლა, არც ერთი კიდური აღარ მემორჩილება. ალბათ კიდევ რომ შემეხო მაგ თითებით ჩემი ხორცი აქვე დაიღვენთება...
-არ შემიძლია... შორიდან შემომესმა უცებ ჩემი ხმა, გეფიცები არც კი მახსოვს ეს სიტყვები როდის წარმოვთქვი
- გინდა ერთად დავხატოთ ფუნჯის გარეშე? აღარც ელოდები ჩემს პასუხს და საღებავებს ერთმანეთში ურევ...
ღმერთო ეს რა ფერებია გაოცებულს მცდება ეს სიტყვები და ჩემდაუნებურად თითებს საღებავით ვისვრი. ჩემს ხელებს შენი თითები ჩაბღაუჭებია და ნელი სვლით მითითებებს აძლევს. დამეფიცება რომ თვალთ დამიბმელდა. მე ვერ ვხედავდი ტილოს, მაგრამ გრძნობდი შენ, მე ვერ ვარჩევდი ფერებს მაგრამ მესმოდა შენი სუნთქვა ჩემს ყურთან. აღაც სექტემბრის სუსხი იყო გამეფებული ჩემში და აღარც ახსნა არსებობდა სადმე თუ რატომ ვიყავი ახლა აქ.

******
ჩემს ცხოვრებაში ხშირად ჩერდებიან წუთები და მაფიქრებენ თუ რაოდენ სულელურად ვიქცევი. ეს წუთები ყველას ცხოვრებაში უდროო დროს ჩერდებიან და ისედაც არეულდარეულ არც თუ ისე მოსაწყენ ცხოვრებას უფრო მეტად აუტანელს ხდიან... სიცოცხლე მიყვარს, მიუხედავად ჩემი უზომო პესიმიზმისა და აბურდული აზრებისა. თითქოს დეპრესიული ვარ მაგრამ სულაც არ არის ასე,. ყოველ დეპრესიულ საათს ჩემით ვიგონებ და მთელი ძალით ვცდილობ არაფრისმთქმელი სახით ვიარო, შემდეგ კი სხვების ემოციებით დატვირთულ სახეებს დავაკვირდე, უმეტესობის ტკივილამდე დაკუჭულ სახეს რომ ვუყურებ სურვილი მიჩნდება მათი სახეც არაფრისმთქმელი გავხადო. არც კი ვიცი ჩემი ეს დამოკიდებულება საკუთარი თავის ან სხვების მიმართ რისი ბრალია, თუმცა ერთადერთი რამ რაც ცოტა ხნით სამყაროდან ნამდვილად მთიშავს ან პირიქით, სახურავზე გატრებული ღამეებია. უკვე მეხუთე დღეა ტრადიციად ვაქციე სახურავზე ასვლა... აქ ჩვენი სამყარო გვაქვს შექმნილი და რამდენიმე ნახატი ძალით ჩაგვიტენია შიგ... ჰმ ჩვენი ნახატები საერთოდ არაფერს გავს, მაგრამ რამდენადაც არაფერია იმდენად უსაზღვროა მისი ახსნა... ახლა პირველი შემთხვევაა როდესაც პლედზე გაწოლილი მხვდება და ვარსკვლავებს უყურებს, ცოტა მიკვირს... ჩვეულებრივ მე ველოდები ხოლმე...
- ვეღარ გავუძელი უბრალოდ
-რას ვერ გაუძელი უჩემობას? აბსურდული იყო ეს მიზეზი, თუმცა ჩვენ ორივენი ვიყავით აბსურდულები ამ ცხოვრებისთვის
-უშენობას ასეთ ღამეში... და შენთან ყოფნას ასეთი ღამის გარეშე ალბათ ვეღარ გავუძლებ, რადგან აღარ იქნებას ის რაც ახლაა... მოდი დაწექი ისედაც დიდი ხანია მარტო ვარ ჩვენს სამყაროში და გელოდები
- და როგორია ახლა ჩვენი სამყარო?
- ახლა? ახლა ყველაფერია ჩვენს სამყაროში იმისათვის რომ სრულყოფილებამდე მივიყვანოთ ჩვენი თავი, სანამ გაქრება ის და თან წაიყოლებს ჩვენს არსებობასაც
- ნუ თუ ჩვენს სამყაროსაც ემუქრება ასე ჩვენიანად წამში გაქრობა?
- ჯერ არა, საბოლოოდ ეს სამყაროც დაიცლება ყველაფრისგან და ჩვენიც, ყველაფერს აქვს საბოლოო წერტილი რომლის იქეთაც ვერ წახვალ.. უბრალოდ აღარ შეეძლება ჩვენი ბოლომდე უბზაროდ გაძლება.. ვეღარ დაგვიტევს ერთ დღეს და გასკდება.
- ხანდახან მგონია რომ არც მე და არც შენ ნამდვილები არ ვართ
- რატომ გგონია?
- კარგი რა, ჩვენ ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცით...
- ეგ არ არის აუცილებელი იმისათვის რომ ერთმანეთს გავუგოთ, ჩვენ იმაზე ნამდვილები ვართ ახლა ვიდრე ოდესმე... და მე იმაზე მეტად მესმის შენი ვიდრე ჩვეულებრივად შეიძლებოდა ვინმესთვის გამეგო
- სწორედ ეგაა ჩვენი სრულყოფილების დასაწყისი ..... უკუნეთი იყო გამეფებული, არც ერთი ნათურა აღარ ბჟუტავდა ამ სამყაროში, მხოლოდ ზემოდან დაგვნათობდნენ ვერცხლისფერი ნათურები.... უხმოდ ვიწექით უშნოდ გაშლილ პლედზე და ღმერთმა უწყის რაზე ფიქრობდა თითოეული ჩვენგანი...
- არ მინდა ისე შეგეჩვიო, რომ შენმა წასვლამ ჩემი ნაწილობრივ მკვდარი სული საბოლოოდ გაადგუროს... აღარც ვიცი რატომ მაგრამ მის სიჩუმეს უკვე ვერ ვიტანდი, მისი სიჩუმე კიოდა ჩემში და სიმშვიდის გრძნობას მიკარგავდა, აღარც მეხებოდა და აღარც თვალებს აპარებდა ჩემსკენ, ყველა გრძნობა დაიკარგა რასაც მისი ყოფნისას ვგრძნობდი
- სული არ ნადგურდება... მაგას ნამდვილად ვერ შევძლებ... და არც შენ გაგანადგურებს ჩემი წასვლა დამიჯერე.
მის თვალებში ვეღარ ვხედავდი ვარსკვლავების ციმციმს... მიყურებდა და სიბნელეში მითრევდა, რომლის ბოლოც აღარ ჩანდა. ერთი შეხევდით მშვიდად იყო, თუმცა არაფერი ჰქონდა შერჩენილი სიმშვიდის... სითეთრე გადასული თითები ჩემი სახისკენ წამოიღო. კანკალებდა, მეგონა ციოდა და კიდევ უფრო ახლოს მივიწიე მასთან... უკვე დახატული სახის ნაკვთების თითებით დაწვა დაიწყო...
ჩემი საერთოდ არაფრისფერი თმები მოეწონა, რომელიც აღაც წაბლისფერს აღარ ჰგავდა და აღარც ყავისფერს... თმის სამაგრი თმიდან ამოაძრო და წელსქვემოთ დაყრილ კულულებს კიდევ უფრო ბნელი თვალებით დააკვირდა... შემეშინდა მისი სიბნეთ მოცული თვალების და მგონი ცხოვრებაში პირველად ვცილობდი სწორად მეფიქრა. მაგრამ ამაოდ... ვერც კი აღვიქვი როდის წამოდგა და საღებავების შერევა დაიწყო. ალბათ კანში ვეარ ატევდა ემოციებს და დაცლა უნდოდა. აღაც შემიშლია ხატვაში ხელი. ჩემს ვარსკვლავებს დავუბრუნდი და მათი დათვლა დავიწყე... გამეცინა, როცა დედის ნათქვამი გამახსენდა, თუ ვარსკვლავებისკენ თითს გაიშვერ და მათ დათვლას დაიწყებ მეჭეჭები გაგიჩნდებაო, ამის შემდეგ მუდამ თითს ვიშვერდი დათვლისას მათთკენ მაგრამ არც ერთ მეჭეჭს არ დაუდევს ბინა ჩემს თითებზე.... სათვალავი ამერია უკვე მათი დათვლით და მისკენ გავიხედე, დავინტერესდი ამდენი ხანი რას ხატავდა თუმცა აღარც თავად დამხვდა და აღარც ტილო იდო თავის ადგილას... წავიდა ისე როგორც იცის ხოლმე მოსვლა... ჩუმათ, უარაფროდ და უდიდესი მუხტით რომელიც ჩემზე მაგნიტივით მოქმედებს... ახლა განვიმუხტე... აღარ ვიყავით ამ ჰაერთან ერთად შერწყმული.... სიცივემ ამიტანა... პლედი უფრო მეტად მოვიხვიე და საფეხურებს ჩავუყევი... ერთ ჩასუნთქვაში ჩავიარე ზემოთ ასასვლელი უთვალავი საფეხური...
ჭირივით მეზარებოდა ახლა მზის სხივებთან თვალდაუხუჭავად შეხვედრა. თვალები მეწვი უკვე უძილობისგან, მაგრამ ალბათ მალე ვეღარ გავუძლებ და იძულებულიც ვიქნები კიდევ ერთ სამყაროში გადავინაცვლო. მგონი უკვე მავიწყდება კიდეც როგორია იგი.
***
პირველად ჩემი ერთ-ერთი ხეტიალის დროს ვნახე მზის სინათლეზე. სამხატვრო აკადემიის წინ იდგა. არც არავის ელაპარაკობოდა. უბრალოდ მარტო იდგა და რაღაცაზე ფიქრობდა, ვერც გაარჩევდი რას უყურებდა ასე დაჟინებით... არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი იყო. საერთოდ არ გავდა იმ ბიჭებს რომლებსაც ბომჟობისკენ მიდრეკილება აქვთ რადგან ხატავენ. მოკლე თმებზე კეპი ეხურა, სპორტული ჟაკეტი მხრებზე ჰქონდა მოგდებული და ხელში ფურცელი ეკავა, ხანდახან კი ოდნავ წვერით დაფარულ სახეზე მოისვამდა ნერვიულად ხელს. მე ერთი კუთხიდან თვალმოუშორებელი ვუყურებდი, რამდენიმე წუთში ისევ დახედა ქაღალდის ნაგლეჯს და ბორდიუერზე ჩამოჯდა.
მოულოდნელად ჩემსკენ გამოიხედა, ერთ ადგილზე შევხტი არ მინდოდა დავენახე. გაეღიმა, ოღონდ არ ვიცი რას ნიშნავდა ეს ღიმილი, თუმცა ნამდვილად წრფელი იყო. დიდი დრო არ დასჭირვებია ჩემთან მოსასვლელად. მე თვალებგაფართვებული ცოტათი დამფრთხალი ვუყურებდი ის კი თითქოს აღტაცებული, არ ვიცი მის მზერაში ძალიან ბევრი რამ იკითხებოდა. სანამ მის მზერას ვფილტრავდი ის უკვე ჩემს წინ იდგა და მეხუტებოდა... მთელი ძალით მიჭერდა ხელებს წელზე, მეკი გაბადრული სახით ვიტანდი მისი ხელების ტკივილამდე მისულ სიძლიერეს. ამ ჩახუტებაში არ იყო მარტო სითბო, ან მარტო ერთმანეთის სურვილი. მის ემოციებს ვგრძნობდი და მივხვდი რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.
-შენ არც კი იცი როგორ მჭირდებოდი ახლა... ეს სიტყვები და იმის შეგრძნება თუ რამდენად იყო ჩემთად დაკავშირებული ჭკუას მაკარგვინებდა... მას რაღაც აწუხებდა და მე ვიყავი ის ერთადერთი რაც მას უშველიდა. უბრალოდ ვგრძნობდი ამას...

******
თქმით მხოლოდ ის თქვა რომ თავის ერთ-ერთ ძვირფას ადამიანს მალე დაკარგავდა... ცუდად იყო? უფრო საშინლად ვიდრე ცუდად... ამიტომ ზედმეტი კითხვებისგან თავს ვიკავებდი. მასთან ავედით და ნახევარი საათი გაუნძრევლად ვიჯექით. ერთ მოძველებულ ტახტზე მე ვიჯექი - თვითონ კი იატაკზე დაჯდა და მუცელზე ხელები მომხვია როგორც იცის ხოლმე ძვლების ატკივებამდე და თავი ჩემს ფეხებზე მოაკალათა...
თითების ბალიშებს მიჩხვლიტავდა მისი თმის ღერები, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი მის თავზე თითებით თამაშს...
-ახლა ყურადღებას თუ ვერ გადავიტან ძალიან ცუდ რამეს ჩავიდენო - მითხრა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ და კანკალის შეკავებას შეეცადა. - მელაპარაკე გთხოვ...
-რას ჩაიდენ? ცოტა სიტუაციაში გარკვევა ნამდვილად არ მაწყენდა, მესმოდა რომ უჭირდა, მაგრამ უნდა მცოდნოდა რა აწუხებდა კონკრეტულად
-იმ კარადის პირველ უჯრაში რასაც ნახავ ყველაფერი ტუალეტში ჩარეცხე, ხელი პატარა კარადისკენ გაიშვირა და ჩაწითლებული თვალებით ამომხედა... სადღა იყო სიბნელეშეპარული მწვანე თვალები... თითქოს შეუცვალეს, გუგები დაუსერეს და ამ ტკივილით გაბერილი თვალებით დატოვეს. გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე და კარადას ვეცი, ნაწილობრივ ვხვდებოდი რის გადაყრას მთხოვდა მაგრამ მაინც არ მინდოდა ამ ფიქრების სისწორეში დარწმუნება.. წამიერი ყოყმანის შემდეგ წყალს გავაყოლე თეთრი ფხვნილი, იქვე მიდგებული შპრიცი კი ნაგავში მოვისროლე და გული ლამის ამერია იმ ცხოვრებაზე რა ცხოვრებითაც ის ცხოვრობდა. რაღაც ჩამწყდა გულში სწრაფად დავბრუნდი მასთან, არ ვიცი რას ხედავდა ჩემს თვალებში ან რა ემოციას გამოხატავდა ჩემი სახის კუნთები, თუმცა მის თვალებს კიდევ უფრო მოაწვა სინანული, ან რაღაც მსგავსი.. არ ვიცი რატომ ან როდის, მაგრამ სახეში მთელი ძალით გავარტყი და მის წინ მეც მუხლებზე დავეცი.. ღმერთო როგორ არ მემეტებოდა ამ სისაძაგლისთვის... არც გაკვირვებია უტიფრად მიყურებდა თვალებში და ღმეთმა უწყის რას მთხოვდა... ჯერ კიდევ შემორჩენილი ძალებით ვურტყავდი მხრებზე ჩემს კიდევ უფრო შეთხელებულ ხელებს და სულ ფეხებზე მეკიდა მისი ფიზიკური ტკივილი, მე უფრო მტკიოდა... მე უფრო მენანებოდა... მე უფრო მეზიზღებოდა ისიც და საკუთარი თავიც ერთი შეხედვით რომ ვერაფერს მივხვდი და ამ მომენტს შევესწარი...
-დიდი ხანია ცხოვრებას ილამაზებ?
-არც ისე...
-რამდენ სამყაროში უნდა გაეჩხირო ერთ დროულად? რას გაურბიხარ? ისე ვუწევდი ნელ-ნელა ხმას ვერც კი ვხვდებოდი
-ყველაფერს... ყველაფერს გავურბივარ.. იღრიალა მანაც მთელ ხმაზე და კიდევ უფრო გაფართოებული თვალებით შემომხედა... თავის გაკონტროლება უჭირდა.... ახლა ყველაფერი უჭირდა, მხოლოდ ნარკოტიკი თუ შეძლებდა მისი თვალების ჩაცხრომას, მაგრამ ამის ნებას არ მივცემდი თუნდაც ხმის ჩაწყდომამდე ეყვირა... თუნდაც დაერტყა ვერ შევძლებდი ნება დამერთო და სადმე საკურნებელი დოზის მოსაძებნად წასულიყო... - ვიცი რომ ყველაზე უსუსურად მთვლი ახლა... სევდიანად ჩაიცინა და ჩემს ცრემლიან ლოყებს თითები გადაუსვა, განა ფრთხილად. ყვრიმალებმაც კი იგრძნეს მისი თითების სიცივე... ისევ კანკალებდა...
-ისიც მართალია რომ ლაჩარი ვარ, მხდალი... დედის ავადმყოფობის გაგების შემდეგ იმის ნაცვლად რომ ქიმიოთერაპიებზე მეტარებინა რა გავაკეთე? გავიქეცი... ჩემს თავს გავექეცი, მოვალეობებს გავექეცი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი მქონდა და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, თანდათან დავცარიელდი აღარ მყოფნიდა აქამდე საკმარისი დოზა. შენ გგონია არ ვცადე გავჩერებულიყავი და მარტო ხატვით გადამეტანა ჩემი არაკაცობა? არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია თავის გაკონტროლება.. ახლა კიდე არ ვარ წყალ წაღებულის სიტუაციაში, მაგრამ მალე ვეღარ გავუძლებ და ყველაფერი დამთავრდება...
-გაუძლებ გესმის? გაუძლებ... შენ რა აპირებ რომ ამ საზიზღობას გააქრობინო ყველაფერი? ხმას აღარ იღებდა, ისევ კანკალებდა, თავისკენ წაღებული ხელი დავუჭირე და ვენას დავხედე ორი ნაჭხვლეტი რომ დატყობოდა... გამიკვირდა ორის მეტი რომ ვერ დავინახე და მივხვდი უფრო მეტად აბებს და ფხვნილს რომ იღებდა. ისევ წამომივიდა ცრემლები. ყველა უჯრედით ვგრძნობდი მის ტკივილს, მეზიზღებოდა ასეთ დღეში რომ ვხედავდი.
ვგრძნობდი რომ უნდა მეზრუნა მასზე და არცერთი წამით არ უნდა დამეტოვებინა, ახლა მაინც... ხელები ცივი წყლით დავისველე და სახეზე მოვუსვი, ისედაც გაყინული თითები სულ გამილურჯდა, მუხლები ამიკანკალდა.. ვუყურებდი მის ამ ქვეყანაში არ მყოფ სახეს, დაბინდულ უვარსკვლავო თვალებს და ჩემი თვალებიც ნელ-ნელა ივსებოდა მარილიანი წყლით... ისევ მომხვია ხელები წელზე და უფრო მაგრად მიმიკრა გულზე... მისი ცივი ტუჩები წვავდა ჩემს ყელს, მისგან სიცივეც ისეთივე დოზით მოდიოდა რამდენადაც სითბო და ეს უფრო მაკარგვინებდა ჭკუას... არ მიმატოვოო მეჩურჩულებოდა და თან მკოცნიდა, აღარც ის გამხსენებია პირველად რომ მაკოცა და აღარც ის რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას კიდევ... ყველაზე გათიშული მგონი ახლა ვიყავი, არც ერთ სამყაროს არ ვეკუთნოდი. არ ვიცი რას ვგრძნობდი სიამოვნებას თუ ზიზღს ეს ორი გრძნობა ისე იყო ერთმანეთში შერწყმული გარჩევა მიჭირდა. გახევებული ვიჯექი იატაკზე და გაჭირვებით ვყვებოდი თომას კოცნაში, ახლა მთავარი ნარკოტიკი მისთვის მე ვიყავი და სხვა არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა. ყელზე თითები ისე მომიჭირა ტკივილისგან წამოვიკივლე, მაგრამ არც ერთი წამით არ შემშინებია და არ მიფიქრია, რომ რამეს დამიშავებდა. სწრაფად მომშორდა და ნერვულად ჩამოისვა სახეზე ხელები. მთელი კაცობრიობის სევდა ჩატეულიყო მის თვალებში და პატიებას მთხოვდა
-არაკაცი ვარ... ჩემი პატიება არ შეიძლება ლამის, დაგახრჩვე... ჩურჩულებდა გაუთავებლად. კედელთან ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. მისი ეს გაუთავებელი ბუტბუტი და ადგილზე ნერვული რწევა ძალიან მძაბავდა
-მე არც კი მფიქრია რომ დახრჩობას მიპირებდი თომა და ნუ სულელობ, ნელა მივჩოჩდი მასთან და მოვეხვიე
-წადი!
-არსად არ წავალ ხომ იცი, წამითაც არ ვფიქრობდი მოვშორებოდი, უფრო კომფორტულად მოვკალათდი და თავი მის კისერში ჩავმალე. -მე შენ მჭირდები თომა
-წადი გთხოვ... მარტო დამტოვე!
-რისთვის დაგტოვო კიდევ ერთხელ რომ ,,ჩაკაიფდე“? უკვე ნერვებს მიშლიდა მისი დაჟინებული თხოვნა
-არა გეფიცები სახლიდან არ გავალ, უბრალოდ არ მინდა მთელი ყურადღება შენზე გადავიტანო და რამე დაგიშავო
-თომა ამ წუმპეში ჯერ კიდევ არ ხარ ღრმად და მომეცი საშუალება დაგეხმარო... მე შენ გვერდით ვიქნები გესმის?! მე და შენ ხომ ვერ გვაჯობებს საწამლავი არაა?

კარი როგორც კი გამოვიხურე მაშინვე მსხვრევის ხმა გავიგონე ბინიდან, განა ვერ ვხვდებოდი როგორ უჭირდა თომას? ვხვდებოდი და უამრავ ფიქრს მოეყარა თავი ჩემში...ვეღარ გამეგო მიღირდა თუ არა თომა ჩემს ცხოვრებად, მიღირდა კი იმად რომ ყველა მისი სულიერი ტკივილი ფიზიკურად მე მეგრძნო?... მან მისი არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი ჩვეულებრივობა ზედმეტად ჩვეულებრივი გახადა, გულში რაღაც ჩამწყდა, იმედის გაცრუების მლაშე გემო ვიგრძენი და სწრაფად ჩავირბინე კიბეები... სულს მიხუთავდა უკვე ყველაფერი, კანიდან გამოძრომას ვცდილობდი და მაინც ვიჭედებოდი გაუმტარ შრეებს შორის... უნდა გამეძლო და ერთხელ მაინც უნდა გამეკეთებინა რაღაც სასარგებლო სხვისთვის. თომასთვის ხელი უნდა შემეშალა რომ გამქრალიყო...

ირგვლივ ამსხვრევ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა მსხვრევადია თუ არა, შენი ფანტაზიით მაინც უნდა დაშალო, დაანაკუწოო და დაიცალო მთელი შენი უარყოფითი ემოციისგან... უნდა ეცადო მაინც... ტკივილით და სევდით სავსე ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვას გამოადგები. სუფთა ფურცელივით უნდა იყო, სხვებმა უნდა წერონ შენზე შავი კალმით, მერე კი უნდა ადგე და ხიო... გაუთავებლად უნდა ხიო გადაშავებული თეთრი ფურცლები, რომლებიც შენში არსებული სავარაუდო პიროვნებების იმიტაციებია...
მთვარის შუქზე მონდომებით ვწერდი ყველა იმ უარყოფით ემოციებს რასაც ეს ცხოვრება ჩემში იწვევდა და უკვე ნაკუწებად ქცეულ ფურცლებს სახურავზე უპრაგონოდ ვყრიდი... დილით ამოვარდნილი ქარი უფრო კარგად მიმოფანტავდა ჩემს დამხვრეულ გრძნობებს ამ უფერულ სამყაროში... თომას გარეშე ვუყურებდი ბნელ უვარსკვლავო ცას... მჭიდროდ ვიხვევდი გაცრეცამდე მისულ პლედს და მაინც არ მაინტერესებდა ის აზრი, რომ ქარაფშუტა გოგოსავით ვიქცეოდი.
მზის შუქზე უკვე კარგად მოჩანდა მტვერში გახვეული კორპუსები და ნელ-ნელა მაღლა იწევდა ქალაქის მოსაბეზრებელი ხმა. მანქანები, ხალხი, ცხოველები - ყველა ერთიანად და ერთნაირად ბოლო ხმაზე წიოდნენ... როგორი მოსაბეზრებელი იყო ახლა ეს ხმაური ჩემთვის, მაგრამ უნდა ამეტანა მე ხომ წევრი ვიყავი ჯგუფის, საზოგადოების, ბრბოსი... უბრალოდ ყველა იმ სოციალურ ცხოველთან იმდენად ვიყავი კავშირში რომ არც კი შემეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჩემი გზით სიარული... თუმცა ბრძოლას ხომ ვცდილობდი? თომასთან ერთად ვცდილობდი იმ ვიწრო ბილიკის პოვნას, რომელიც სხვის ბილიკებს არ წააგავდა... ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა მეცადა და დამენგრია ყველა უაზროდ აშნებული კედელი....
მის ფანჯრებს ვუყურებდი და ვცდილობდი წარმომედგინა რა მდგომარეობაში დამხვდებოდა. თეთრი ფარდები არც კი ირხეოდნენ ღია ფანჯარაში, არც ლანდი ჩანდა ვინმესი... ისიც არ მიკითხავს მისთვის დედამისი სად იყო და როგორ იყო...
ალბათ რაღაც დატვირთვა ჰქონდა მეცხრე სართულს, მეცხრე ბინას და მეცხრე თვეს... კარი ღია იყო, სამზარეულოდან ქვაბებს რახა-რუხი ისმოდა... სასაცილო დასანახიც კი იყო წინსაფრით და კოვზით მდგარი. როცა შემამჩნია გამიღიმა და მაგიდისკენ მანიშნა
-გელოდებოდი
-ასე მგონია რომ ყოველთვის გრძნობ ჩემს მოსვლას
-სწორედაც რომ ვგრძნობ... იმხელა ენერგია გაქვს ქუჩის ბოლოდან უკვე ვგრძნობ რომ მოდიხარ
-როგორ აბუქებ ხოლმე, უკეთ ხარ?
-კი.. უბრალოდ მინდოდა სხვა რამით გამერთო ჩემი თავი და აი - წინსაფარზე დაიხედა და გაიცინა, მგონი ხატვის შემდეგ გურმანობაა ის ერთადერთი რაც კარგად გამომდის
-საინტერესოდ ჟღერს, თან ასეთი უფრო მომწონხარ
-მგონი ეგ უფრო საიტერესოდ ჟღერს არა? ისევ ჩაუმუქდა მწვანე თვალები და გაბადრული სახით შემომხედა
-მართალია ეგ სითბოთი სავსე თვალები და გაბადრული სახე მაბედნიერებს, მაგრამ მგონი შენი გურმანობა კრახით დასრულდება მაგ ქათამს თუ არ მიხედავ თომა
: : : : : :
ის მაგიდის ერთ ბოლოში იჯდა მე მეორეში... მე გემრიელად მივირთმევდი ბეწვზე გადარჩენილ დაბრაწულ ქათამს ის კი მგონი ჩემი ყურებით ძღებოდა
-ჭამე შენც თორემ თავი უსირცხვილო მგონია მარტო მე რომ ვჭამ
-მირჩევნია გიყურო
-კარგი რა
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ყოფნა გინდა?
-თომა ვჭამ და ჭამის დროს არ საუბრობენ. ზრდილობის ამბავია..
-დარწმუნებული ხარ რომ გაუძლებ?
-იქნებ შენც გაგესინჯა ძალიან გემრიელი ქათამია... უკვე ლუკმა არ გადამდიოდა ყელში, მაგრამ არანორმალური სისწრაფით ვაჭერდი ყბებს ერთმანეთს
-არასოდეს მოგბეზრდება ნარკომანი გვერდით?
-გეყოფა გესმის? გ ე ყ ო ფ ა!!! - მეც არ ვიცი საიდან ამომივიდა ამხელა ხმა, თეფშიც იატაკზე მოვისროლე და თითების ფშვნეტა დავიწყე.. მთელი სხეულით ვკანკალებდი და ვცდილობდი ეს არ დამტყობოდა
-არ მინდა რომ გაგაუბედურო
-ამ უაზრო კითხვებით უფრო მაუბედურებ
-არ მინდა რომ ინანო გესმის
-არ ვინანებ!
-დამიჯერე ერთ დღეს ვერ ამიტან, შენი ნებით წახვალ და დამნაშავე მე ვიქნები.. მცოლოდ და მხოლოდ მე
-თომა მომისმინე, შეიძლება შორიდან ჩანს რომ ზედმეტად ქარაფშუტა და გულუბყვილო ვარ, მაგრამ იმას არასოდეს არ გავაკეთებ რაც არ მინდა და თუ ოდესმე ვიქნები უბედური ეს მხოლოდ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოხდება და არავინ იქნება ამაში დამნაშავე. რაც შეგეხება შენ, მე გადავწყვიტე რომ შენს გვერდით ვიყო სანამ არ დავრწმუნდები რომ ყველაფერი მორჩა. ახლა კი დამაცადე მშვიდად მივირთვა... არც ისეთი სუსტი ვარ როგორიც შენ გგონია.
არადა მსოფლიოში ჩემზე მეტად სუსტი ადამიანი მგონი არც დადიოდა იმ წამს. მაგრამ მე ხომ გადავწყვიტე მისი გვერდით ყოფნა? ხოდა ვიქნებოდი კიდეც.
სახლში მხოლოდ ერთი ოთახი იყო მისი, მისი ყველანაირი გაგებით... კედლებზეც კი ჰქონდა დახატული ათასგვარი ფორმები და ყველგან ტილოები ეწყო, ფანჯრის რაფებზე, ოთახის კუთხეებში... ყველგან... ამ ოთახში შესვლისთანავე იმდენარი ემოცია დამეუფლა ვერც ერთის განსაზღვრა ვერ მოვახერხე და ვერ დავარქვი ერთი სახელი.. ერთი კუთხიდან უდიდესი სევდა მოდიოდა, მეორედან თვალისმომჭრელი სინათლე იჭრებოდა ჩემში, საიდანღაც შიში, ბოროტება, სიკეთე და მხიარულება მიტევდნენ. ეს ოთახი ემოციების იყო. ემოციების და თომას, აქ კეტავდა იგი თავის თავს. დანარჩენი ოთახები ცარიელი იყო, უარაფრო, უფერული და სულის შემხუთავი. სხვა ოთახებში თომაც ვერ გრძნობდა თავის თავს.
ერთ ნახატზე ჩემი თავი ამოვიცანი.. სახურავზე პლედმოხვეული ვიჯექი, წელამდე დაყრილი კულულები გამეშალა და ხელები ცისკენ მქონდა გაწვდილი, ვარსკვლავებს ვითვლიდი... ის დღე იყო თომას ცვლილება რომ შევამჩნიე... ამ დღეს შემეშინდა პირველად მისი ბნელი თვალების და ამ დღეს გაქრა სახურავიდან თავისი ტილოთი... თურმე მე მხატავდა.... ისევ ვიგრძენი უკვე მონატრებული სითბო და თავი მის მხარს ჩამოვადე
-ვგიჟდები ამდენ რამეს, ამდენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ გრძნობას როგორ ატევ აქ და ჩემში
-მე მომწონს ის ფაქტი რომ შენს გაგიჟებას ვახერხებ...
** * **
გუშინ ღამით დაგინახე სახლიდან რომ გადიოდი, იმედია ხვდები თავზე ხელს რომ არ გადაგისვამ და არ გეტყვი შვილო ყოველ ღამე გარეთ იწანწალე თქო. მაგრამ არც ჩხუბს ვაპირებ, ნორმალურად ამიხსნი სად დადიხარ?
-არსად არ დავწანწალებ, სახურავზე ავდივარ ხოლმე.
-რა გინდა გოგო ღამის ოთხ საათზე სახურავზე
-ამომყოლოდი ერთხელ და ნახავდი რაც მინდა
-ამოგყოლოდი?
-ჰო, არ მითხრა შენში ეჭვი არ შემიტანია გენდობოდი და ამიტომაც გავაგრძელე მშვიდად ძილიო... უბრალოდ იმდენი უაზრობა წარმოიდგინე შენი თავი დაინდე გულისტკივილისგან, იმედგაცრუებისგან და თვალები დახუჭე....
-შეიძლება შვილო... მაგრამ გერჩივნა ყვირილით მომებრუნებინე უკან? მისმინე, შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა გოგო იქნები და ყოველთვის მოვითხოვ შენგან პატივისცემას და რიდს. შენთვის არასოდეს ამიწევია უმიზეზოდ ხმა და არც არასდროს გვიჩხუბია მე და შენ, იმედია ეს გახსოვს და მინდა სულ ასე ვიცხოვროთ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე
-მე ისეთს არაფერს არ გავაკეთებ, რის გამოც შენი შემრცხვება და აქედანვე გეტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი რომელსაც ვჭირდები და ვეიმედები... მასაც ვერ გავუცრუებ იმედებს. ხომ გესმის?
-მესმის მაგრამ...
-ნურაფერზე ნუ ინერვიულებ გთხოვ. იფიქრე იმაზე რომ გავიზარდე და ჩემი პირადი ცხოვრება მაქ, რომლითაც არც შენ და არც არავის არაფერს არ დავუშავებ.
****
დილით ასე დავასრულეთ საუბარი მე და მამამ. არ მეგონა ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანის გამოჩენას თუ ასე ადვიდად მიიღებდა. ზედმეტად ეგოისტია, მაგრამ უნდა შეეგუოს ერთ დღესაც მისი დატოვება რომ მომიწევს.
*****
-რა უცებ გათენდა არა თომა?
-ლაპარაკში შენ დროის შეგრძნებას კარგავ...
-არ მიყვარს მზე
-მაგას მივხვდი, შენ ხომ ღამის გოგო ხარ
-და ვარსკვლავების... რა მოხდებოდა იმ დღეს აქ რომ არ მოვსულიყავი? ლამის ჩაძინებულმა დავსვი კითხვა და მწვანე უძირო თვალებს ავხედე, სადაც დაღლას, სევდას და ტკივილს ერთიანად გადაფარვოდა მზის სხივის მაგვარი სინათლე... თვალები მოჭუტა და ცას ახედა
-ალბათ კიდევ დიდი ხანი მომიწევდა შენი ძებნა...
-მეძებდი?
-მოდი დაიძინე და მერ ვილაპარაკოთ ხო?
აღარ მესმოდა მისი ხმა... თავი დამიბუჟა მისმა თითებმა და უფრო მომადუნა.
****
ჩვენი ვარსკვლავიანი ღამეები სექტემბერთან ერთად მიიწურა. რამდენიმე დღე გადამბულად წვიმდა და სუსხის ნაცვლად უკვე სიცივესაც ვგრძნობდი. როგორ ვერ ვიტან ასეთ დღეებს უემოციოდ, რომ უნდა ვიჯდე სახლში. თან სევდამ უნდა მომიცვას და თან კომფორტის უსაზღვროებას უნდა შევიგრძნობდე, ამასთან ერთად ერთ ადგილას ვერ უნდა ვისვენებდე და მთელ ოთახში ბოლთას ვცემდე. მამაჩემი შეჩვეულია ჩემს გამოხტომებს და არაფერს მეუბნება. ან რა უნდა მითხრას? ახლა მისთვის ბედნიერი დღეები იწყება უმეტეს დროს სახლში გავატარებ. ლექციებზე წასვლაც მესიკვდილება, მომიწევს გაწუწულ წიწილას დავემსგავსო, ჩემი ახირების გამო ქოლგას ხელში ვერ ვიჭერ, უფრო სწორად არ ვიჭერ. ჭირივით მეზიზღება. თუ წვიმს, წვიმის წვეთები უნდა ვიგრძნო კანზე იმის მიუხედავად, რომ ვერ ვიტან... მართალია ცოტათი გაურკვეველი ვარ. ცოტათი....
***
დღეს თომას დედა უნდა ვნახო. სიმართლე რომ ვთქვა სულ არ ვნერვიულობ. თომასგან ვიც რომ ძალიან თბილი ქალია და ასე თუ ისე იცის როგორი ვარ. არა და მე თავად არ ვიცი როგორი ვარ... თუმცა თომამ იცის... მგონია რომ ის უფრო ხვდება რა მინდა, რას ვფიქრობ და რას წარმოვადგენ... დღეს თვითონ უფრო შფოთავს. არ მინდა ვიფიქრო რომ წამალი უნდა. ყველანაირად ვცდილობ ამ თემას არ შევეხო მაგრამ საბოლოოდ არ გამომდის, უკვე კარებთან ვართ ხელები რომ უკანკალებს და გასაღებს ვერ არგებს საკეტს
-თავს ცუდად გრძნობ? ხელიდან გასაღებს ვართმევ და კარს ვაღებ
-უკეთ გავხდები შევიდეთ, დედა გველოდება, მეუბნება აღელვებული ხმით და ხელებს ჯიბეში იწყობს
ყველაფერი მტკივა. ჟანგბადიც აღარ მყოფნის მაგრამ ფილტვებს ძალას ვატან რომ შეიკუმშონ... შეისრუტონ მაქსიმალურად ბევრი ჟანგბადი და ახლა აქ არ წავიქცე... მეც თომასავით კანკალი მიპყრობს...
ბინაში შესვლა და ჩემი გაბრუება ერთია. ეს ბინაც რაღაც სითბოს გამომცემია. არ ვიცი ამ დედას და შვილს ასეთი რა ენერგია ჰქონდათ ოქტომბრის ცივ და წვიმიან ამინდშიც რომ მათბობდნენ. მისაღებში ტახტზე ჩაძინებული იწვა თავსაფრიანი ქალი. თომას ვანიშნე არ გააღვიძო თქო მაგრამ არ დამიჯერა.
ულამაზესი ნაკვთები ჰქონდა თომას დედას... თბილი დიდი მწვანე თვალებით მიყურებდა და მთელი სახით მიღიმოდა. უცებ მოვიდა და ჩამეხუტა. - ვიცი თომას რომ ეხმარები. ის ასეთი სუსტი არ არის დამიჯერე, - მეჩუჩილებოდა სანამ თომა სამზარეულოში იყო და თან ტიროდა. მეც ამეტირა. რთული იყო ჩემთვს ისეთი ქალისთვის მეყურებინა, რომელიც ერთ დროს ხალისით ცხოვრობდა. ბედნიერი იყო, მუშაობდა და მთელ ენერგიას შვილის აღზრდას ახმარდა. თანაც მარტოდ მარტო... ერთ დღეს კი საშინელება დაატყდა თავს, მეორე დღეს კი თომას ჭაობისკენ გადაგმულ ნაბიჯებს ხედავდა... უდიდესი სიყვარული იდო ამ ქალში, უდიდეს სევდასთან ერთად. თომა გავდა მას, მისი ნაწილი იყო ყველანაირად, მაგრამ ახლა აკლდა დედამისს. აკლდა და ეს მეც გულს მტკენდა... ამ ქალს ყველაფრის სიყვარული შეეძლო ვგრძნობდი და მეც მთელი გულით ვცდილოდი ჩემში ჩამეტია.
ცოტა ხანში სამზარეულოში ვიჯექით. ერთხელ წამომცდა თომასთან ალუბლის ჯემი მიყვარსთქო და დამპირდა დედაჩემს სპეციალურად შენთვის გავაკეთებინებო.
-რომ იცოდე დედაჩემის გაკეთებულ ჯემებს შორის ალუბლისები ჭარბობს, თურმე... თან იცინოდა და დედის ხელზე ეფერებოდა. ამ დროს კიდევ უფრო ჰგავდნენ ერთმანეთს
-მე რომ მიყვარს... მეცინებოდა უკვე თომაზე, ყველაფრით რომ ცდილობდა ჩემს გახარებას და თან ამით ცდილობდა თავის მდგომარეობას შებრძოლებოდა...
-ჩვენ რომ გიყვარს...
მე, თომა და დედამისი მყუდროდ ვიყავით მოკალათებულები პატარა სამზარეულოში. ჩაის და ალუბლის ჯემს მივირთმევდით, ვყვებოდით ათას ისტორიას. ვცდილობდით ყველას სათითაოდ დაგვევიწყებინა ყველაფერი ცუდი და ცხოვრება იმ წამებით გვეცადა, რომლებიც სიხარულს და მეტ ღიმილს მოგგვირდა.
****
უკვე ბნელოდა სახლში წასვლა, რომ გადავწყვიტეთ. ისევ წვიმდა და სულ არ ვცდილობდით სწრაფად გვევლო.
-მგონი მარტო ჩვენ მივსეირნობთ ამ თავსხმაში ასე. მომიბრუნდა სიცილით და შუბლზე მიკრული კულულები გადამიწია
-არაუშავს, ეგონოთ რომ ვაფრენთ, მაგრამ ისინი უფრო აფრენენ დამიჯერე
-რანაირი გოგო ხარ? მკითხა ისევ სიცილით და გალუმპული მკლავები გვერდებზე მომხვია
-ოჰ რანაირი? ეჰ თომა რამე მარტივი გეკითხა? გამეცინა მეც ჩემს რანაირობაზე
-რთული კითხვაა ხო? ჩემთვის იცი როგორი გოგო ხარ?
-ნწ, თავი გავაქნიე და თვალიდან წვიმის წვეთი მოვიშორე უკვე ნერვებს რომ მიშლიდა ...
უცებ ხელზე დამექაჩა და შუა ქუჩაში გამაჩერა. ისე სწრაფად მომხვია ხელები თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ახლა მივხვდი წყალში დგომა და ცეცხლის მოკიდება რა იყო. გავთბი თანაც როგორ, წვიმაც მიყვარდა ახლა...
-ერთი შეხედვით მომხიბვლელი, ლამაზი გოგო ხარ ვითომ დაცვა და მოფრთხილება რომ სჭირდება, თუმცა შენში არაჩვეულებრივი, გამგები და გვერდში დამდგომი ძლიერი ქალი იმალება. ამავდროს ზედმეტად ბავშვური, ლაღი, ბედნიერი და სევდიანიც. ყოველთვის იცი შენი რა ნაწილი როდის და სად წარმოაჩინო, თან ამ ყველაფერს ხელოვნურად არ აკეთებ. ზედმეტად ბუნებრივი ხარ. აი ისეთი გოგო ხარ საკუთარი თავის დამპალი ნაწილის მოკვლისკენ რომ გიბიძგებს და თავიდან დაბადებას მოგთხოვს თავისი სიჩუმითაც კი. მხოლოდ შენ ხარ ასეთი და მხოლოდ მე მეგულება ყველაზე ძლიერი და სუფთა გოგო. მე შენ მეიმედები და იმასაც ვხვდები, რომ არ გიმსახურებ, მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ უშენოდ ერთი დღეც რომ ვიცოცხო ისიც არ მინდა. მაგრამ გპირდები... გპირდები, რომ შენს გამო ამ ეგოისტობასაც შევეჩვევი თუ მივხვდები რომ ჩემთან ყოფნით გკლავ.
გული ამიჩუყა თომას მონოლოგმა... წვიმის წვეთები და ჩემი ცრემლები ერთად ცვიოდნენ მის მხრებზე
-მე შენი მჯერა თომა. მე შენ იმაზე მეტად მჭირდები ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ეს. ყველაფრისთვის მზად ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველანაირი დაბრკოლების გარეშე უსაზღვროდ ბედნიერები ვიქნებით ერთ დღეს. ჩემი ახირებების გამო იმ ღამით რომ არ ამოვსულიყავი სახურავზე ალბათ ვერასოდეს ვერ ვნახავდი შენ ჩაბურულ მწვანე თვალებს, რომლებშიც ახლა უკვე ჩემი დანახვითაც ჩნდებიან ვარსკვლავები და ციმციმებენ. სხაპასხუპით ამოვჩურჩულე და თვალებზე ვაკოცე, უფრო მეტად მოვხვიე ჩემი სუსტი ხელები და წვიმის წვეთებს ჩვენზე თარეშის უფლება მივეცი...

*** *** ***
ხანდახან ისე ხდება, რომ გამიზნულად ვანგრევთ იმ ყველაფერს რაც ერთ დროს დიდი შრომის ფასად გვიშენებია, რათა თავი ერთ დღეს ბედნიერად გვეგრძნო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ზედმეტად სულელები და მიუხვედრელები ვართ ადამიანები. თვალებს ისეთ რამეზე ვხუჭავთ რაზეც არ უნდა დავხუჭოთ და ვაღებთ იმაზე რაც სჯობდა რომ საერთოდ არ დაგვენხა, თუმცა მხოლოდ დანახვა და მოსმენა არაფერია გააზრების გარეშე. ზრს კი ხშირად როდი ვატანთ რამეს. ვერც ის გავიგე უმოქმედოდ ყოფნა უფრო მეტად მავნებელია თუ გამუდმებით რაღაცის კეთება და უთავბოლო ფუსფუსი, რომელიც კაცმა არ იცის რას მომიტანს. თუმცა ერთი რამ ნათელია თომას ბინის შეღებულ კართან ვდგავარ და ფეხები უკან მრჩება. რაღაც ძალა არც შიგნით შესვლის საშუალებას არ მაძლევს და ვერც უკან ვდგავ ნაბიჯებს.
ალბათ ხუთი წუთი მაინც ვებრძოდი თავს. ვიცოდი იქ არაფერი დამხვდებოდა ისე როგორადაც ველოდი, ვიცოდი კიდევ ერთ დარტყმას რომ მიმზადებდა ცხოვრება, მაგრამ ამასაც გავუძლებდი. გავუძლებდი და კიდევ უფრო დიდი განსაცდელისთვის მოვემზადებოდი.
გულისამრევი ბუღი იდგა ოთახში. სიგარეტის და სპირტის სუნად ყარდა აქაურობა. ჰაერის სიმძიმე ერთიანად აწვა ოთახის კედლებს, ბერავდა მათ და სადაც იყო დაბზარავდა კიდეც. მაგიდაზე რამდენიმე ბოთლი და უთავბოლოდ მიყრილი ჭიქები იყო მიმოფანტული. გეგონებოდა აქაურობას ქარიშხალმა გადაუარა. სკამები დალეწილი და სასმელი დაქცეული.... აბაზანიდან წყლის ხმა ისმოდა, მთელი ძალით ეხეთქებოდნენ წყლის წვეთები კაფელს.
თომა იატაკზე იწვა შემოხეული ტანსაცმელით, თავიდან სისხი სდიოდა და გონზე არ იყო. პირველად შემეშინდა იმის, რომ შეიძლება მკვდარი ყოფილიყო და დამეკარგა. სწრაფად შევუმოწმე პულსი და ცოტათი დავმშვიდდი როცა დავრწმუნდი სუნთქავდა. სულ გალურჯებულიყო ცივი წყლისგან. სასწრაფოდ გადავკეტე წყალი და პირსახოცები შემოვახვიე. უჯრებში ნიშანდურს ვედძებდი, სანამ თომამდე მივედი ლამის ხელიდან გამივარდა ბამბა და ბოთლიც ისე ვკანკალებდი.
-გთხოვ არასწორ დასკვნებს ნუ გააკეთებ. როგორც კი ჩემი სახე დაინახა თომამ მაშინვე წამოიწია
-არანაირ დასკვნებს არ ვაკეთებ თომა.
-მეტი აღარ შემეძლო და არ მახსოვს რამდენი დავლიე...
-მხოლოდ დალიე თუ? ეს ორი დღე სად დაიკარგე, არც დაგირეკავს და არც ამოსულხარ, აზრზე ხარ მაინც რა დამემართა უგონოდ რომ გიპოვე?
-მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე.... ვერ მოვიდოდი ნია გუშინ დედა დავკრძალეთ....
-რა? კი მაგრამ რატომ არ შემატყობინე. წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა როგორ ტკიოდა თომას გული. დედა მისთვის ხომ ყველაფერი იყო მამის დაკარგვის შემდეგ.
-არ მინდოდა ასე გენახე, არ მინდოდა კიდევ უფრო საცოდავი გენახე. დღეს კიდე ლაშა იყო ამოსული, იმან უარესად შემშალა
-ლაშ ვინ არის?
-წამლებს ვისგანაც ვყიდულობდი
-კი მაგრამ რა უნდა?
-აინტერესებდა ნარკოტიკებს მართლა შევეშვი თუ არა. მერე ვიჩხუბეთ, სააბაზანოში რომ შევედი მგონი მაშინ მოვსრიალდი იატაკზე და თავი ონკანს ჩამოვარტყი
-კიდევ მოვა?
-არამგონია, მაგრამ შენ ნუ გეშინია ნი, თუ მოვა ისევ გაბრუნდება უკან. მე შენ და დედას პირობა მოგეცით და სულ რომ სარეაბილიტაციო ცენტრში დაწოლა მომიწიოს მაინც არ გადავალ ჩემს სიტყვას.

****
უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოვირბინე, ფილაზე ფეხის დადგმა და ბინძური წყლით ფეხის დასვრა ერთი იყო. ჩემს თავს უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვედუდღუნებოდი ასეთი დაუკვირვებელი და ბატი როგორ ხართქო , კუთხეში მიდგმული სკამიდან წამოსულმა ფხუკუნმა უკვე კარგად რომ შემაწუხა თავი ავწიე და ნაგლურად გავხედე გრძელთმიან ბიჭს, რომელსაც ირონიული სიცილი გადაეკრა სახეზე და ცისფერ თვალებში ბოროტი ჭინკები უთამაშებდა.
-ძალიან სასაცილოა არა?
-კი ძალიან.
ფუ იდიოტი თქო დავიფრუტუნე და ავტობუსის გაჩერებისკენ ავიღე გეზი. როგორ მიშლიდა ნერვებ სველი შარვლის ტოტი რომ მეკვროდა ფეხზე. ის ის იყო ავტობუსის კარი უნდა დახურულიყო ვიღაც რომ ამოვარდა, გაკვირვებულმა მოვაბრუნე თავი კარისკენ ამდენ ხალხში ლამის გასრესილმა ბოღმისაგან გავსკიდი ახალ მგზავრში ის გრძელთმიანი ცისფერთვალება რომ აღმოვაჩინე. ალბათ უკვე ხუთი წუთი იყო რაც საცობში მოვყევით, ყველა კუთხიდან მანქანის სიგნალის ხმა ისმოდა ამას პლუს ავტობუსსში მოზუზუნე და მოჩხუბარი ხალხი ემატებოდა და ლამის იყო კივილი დამეწყო ენა ჩაიგდეთ მეთქი
-ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩამჩურჩულა გრძელთმიანმა და გაკვირვებით გავხედე, როდის მოასწრო ჩემსკენ გადმოძრომა ვერ მივხვდი
-ბატონო? მე მეუბნებით მაგას?
-დიახ. მე ბედისწერის მწამს შენ?
-მე არა, ან საერთოდ ეს რა წესია?
-რა რა წესია ნია?
-მოიცა ჩემი სახელი საიდან იცი?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-შენ რა მითვალთვალებ?
-უიმე რა კითხვებია?
-თუ შეიძლება თავი დამანებე.
-რატომ გეშინია?
-რისი?
-ჩემი
-არ უნდა მეშინოდეს ვიღაც ტიპის რომელიც უკან დამყვება?
-ჩემი არა
-ვითომ რატომ?
-ასეთი ჩურჩუტი ხარ?
ახალგაზრდებო იქნებ სხვა დროს გესაუბრათ პირად თემებზე? ვიღაც ქალმა თავი წამოყო წინა სავარძლიდან და გაღიზიანებულმა გადმოგვხედა ორივეს
-უკაცრავად ქალბატონო...
,,სულ დაკარგეს ამ ახლაგაზრდებმა ზრდილობა, გამოეფინებიან და მთელი ქვეყნის თვალწინ არკვევენ ურთიერთობებს, ჩემს დროს ასე ახლოსაც კი ვინ დადგებოდა ბიჭთან“...
ავტობუსიდან როგორც კი ჩამოვედი მაშინვე სადარბაზოში შევვარდი, ის არ ჩამომყოლია. საფიქრალი გამიჩინა ვინ იყო და რა უნდოდა.
***
მგონი ჩვენი ტრადიციის ცოტა ხნით დავიწყება მოგვიწევს ნი
-ჯერ ადრეა თომა, მასე ძაანაც არ ცივა, რომ არ ამოვიდეთ. თანაც, ცხელი ჩაი და ორცხობილები გვაქვს
-მაშინ თოვლამდე გაგვიძლია და ეგ არის.
- თომა!
-ჰო, მოვიტან ამ პლედს და მოვალ
-ბედნისწერის გჯერა?
-ეს კარგად მოიხურე... ბედისწერის? რავიცი რაღაც დოზით კი. რატომ მეკითხები?
-არა ისე. ჩვენ რომ ერთმანეთს შევხვდით ეგ ბედისწერა არ არის?
-ნწ. სულაც არა. მე ვიცოდი აქ რომ იქნებოდი
-კიმაგრამ საიდან?
-კარგი ნუ აფართხალდი მოდი აქ. ჯერ ერთ ფოტოს გაჩვენებ
-ეს ფოტო.. ეს ფოტო სამი წლის წინანდელია? დედაჩემის დაბადების დღე იყო და პარკში ცოტა ხნით დავრჩი. მაგრამ შენ იქ არ შემიმჩნევიხარ
-ვიცი რომ არ შეგიმჩნევიხარ. მას მერე გეძებდი ერთ დღეს სრულიად შემთხვევით მეგობარს უნივერსიტეტში გავყევი და შენ დაგინახე. რაღაცეები გავიკითხე გავიგე ვინ იყავი სად ცხოვრობდი. ყოველდღე მოვდიოდი შენს კორპუსთან წინ ბაღში ვიჯექი ხოლმე და გელოდებოდი როდის გამოხვიდოდი.
-და უკან დამყვებოდი? კი მაგრამ ეს როგორ თომა
-ხო უკან დაგყვებოდი, გითვალთვალებდი. ნუ მიყურებ მასეთი თვალებით სულაც არ ვღელავ იმის გამო რომ ეგ დანაშაულია. იმ ღამითაც პარკში ვიჯექი ხანდახან სახურავზე ამოვდიოდი და აქ ვათენებდი. სიმართლე გითხრა მაგ დღეს სრულიად ფხიზელი არ ვყოფილვარ, თუმცა შენ რომ დაგინახე ეგრევე გამოვფხიზლდი. არ ვიცი სიხარულისგან რა დამემართე სამი წლის განმავლობაში პირველად მქონდა იმის შანსი და გამბედაობა რომ შეგხებოდი, უბრალოდ ჩაგხუტებოდი და აღარასოდეს გამეშვი ჩემგან.
-ხვდები რამხელა სიგიჟეს ამბობ?
-ვიცი ნია მაგრამ პირველივე ნახვის შემდეგ მიყვარხარ.
-თომა არ ვიცი რა უნდა გითხრა, ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია ის ფაქტი რომ ისე მოგეწონოს ადამიანი სამი წელი სდიო.
-მე შენგან არაფრის თქმას არ ვითხოვ. ისედაც კარგად ვიცი რომ გიყვარვარ, სხვა შემთხვევაში ჩემთან არ იქნებოდი
-რატომ არ მოხვედი, ან არ ვიცი რატომ არ სცადე ჩემთან დაკონტაქტება
-ესე პირდაპირ რომ მეთქვა დანახვისთანავე შემიყვარდი დ უკან დაგდევთქო ხომ შეგეშინდებოდა? ამით ყველანაირ შანს დავკარგავდი შენთან.
-ალბათ ხო...

სავსე მთვარე ღრუბლებში გახვეულიყო. აღარც ვარსკვლავები ჩანდნენ. ციოდა, მაგრამ ვერც ერთი ვთმობდით ერთმანეთს მისატოვებლად და ორივე ერთად ვებრძოდით ჩვენში შემოპარულ სუსხს. რა იქნებოდა მერე? ახლა უკვე ამაზეც ვფიქრობდი. თითქოს თავში ჩაკირულმა ფიქრებმა გაცოცხლება დაიწყეს. თითქოს ახლა გამახსენდა მომავალი. როდემდე ვიქნებიდით მე და თომე ასე, სახურავებზე მოწანწალე წყვილი? ერთ დღეს ხომ მოგვიწევდა უფრო გაგვემყარებინა ჩვენი ურთიერთობა? მერე რა იქნებოდა, იყო მზად ამისთვის?
******
ალბათ კარგახანი თავს არ ამოვწევდი წიგნიდან, რომ არ მეგრძნო ვიღაცის აუტანელი მზერა. წინ არც მეტი არც ნაკლები ის ცისფერთვალება მეჯდა. ნელა გადავწიე წიგნები გვერდით და ყურსასმენები მოვიცილე
-როდემდე აპირებ ჩემს დევნას?
-მე დაგდევ?
-აბა რას გავს ეს?
-კარგი რა, რა დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ნია
-მე მაქვს დიდი წარმოდგენა, თავად თქვი რომ უკან დამყვები..
-ხო მაგრამ აქ წიგნის წასაკითხად ამოვედი და არა შენზე საყურებლად
-რაღაც მეეჭვება
-ახალგაზრდებო ნუ საუბრობთ. თუ რაიმეს განიხილავთ შეგიძლიათ გარეთ განაგრძოთ... შემოგვძაღა ბიბლიოთეკარმა და ამ დროს ლამის მოვკვდი. ყველაზე საზიზღარი მომენტია, როცა ყველა გაშტერდება და ფხუკუნებს.
-გამოდი გარეთ გავიდეთ ნია
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ
-კარგი რა ნუ ბავშვობ, სულ ხუთ წუთს წაგართმევ
-კარგი ჯანდაბას.....
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშორო ეს ბიჭი. საშინელი აურა აქვს, ახლოს როცა დგას ძალიან დაძაბული ვარ. მგონია რომ უნდა მისი მეშინოდეს და დამფრთხალი ვუყურებდე. თუმცა არაფერი გამოუვა.
-არ გინდა თავი დამანებო?
-სულაც არ მინდა... იქამდე მაინც სანამ რაღაცას არ მოგიყვები
-დროზე თქვი რისი თქმაც გინდა, მართლა არ მაქვს ბევრი დრო
-სამი წლის წინ ცხრა მარტს გახსოვს სად იყავი ?
-შენ რა მეღადავები?
- დაახლოებით ორ საათზე ნია
-გიჟი ხარ? რა მახსოვს
-მეგობრებთან ერთად პარკში ვისხედით. შენ პარკისკენ შემოუხვიე, თავისუფალ სკამს ეძებდი, ერთი ჩვენს გვერდით იყო მეორე კი ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ცოტათი მოშორებით. ერხელ გამპგვხედე ამრეზით და გეზი მოპირდაპირე სკამისკენ აიღე. თითქმის ერთი საათი იჯექი და ფიქრობდი. დამეფიცება კარგად ვხედავდი შენს ნაღვლიან თვალებს, ძალიან მინდოდა შენთან მოვსულიყავი და რამე მეთქვა მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე. მხოლოდ ის მოვიფიქრე რომ ფოტო გადამეღო, აი ეს ფოტო
ზუსტად იმავე ფოტოს, რომ დავხედე რაც თომამ მაჩვენა ფეხებში ძალა გამომელია. სიგიჟე იყო და მეტი არაფერი. ერთსა და იმავე დღეს ორ ბიჭს ვერ შევუყვარდებოდი და ორივე არ გადაწყვეტდა ჩემთვის ფოტოს გადაღებას. თანაც ამ დღის შემდეგ დავიჯერო ორივე წინ და უკან დამდევდა?
-ცუდად ხარ?
-კარგად არა ყოველშემთხვევაში.. ეს ფოტო საიდან გაქვს?
-ხომ გითხარი მე გადაგიღე თქო?
-ნუ ტყუი
-რაში მჭირდება ნია შენი მოტყუება?
-კი მაგრამ მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტე ამ ფოტოს ჩვენება, ან რა გინდა რისი იმედი გაქვს?
-უბრალოდ აღარ შემეძლო იდევ ჩუმათ ყოფნა
-არა დაუჯერებელია.. სისულელეა უბრალოდ
-რა არის დაუჯერებელი რომ მომწონხარ?
-გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს, აღარ გააგრძელო
-არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა
-იმ დღეს, როცა ფოტო გადამიღე ვისთან ერთად იყავი? ან დარწმუნებული ხარ რომ კიდევ არავის გადაუღია ჩემთვის ფოტო
-არ ვიცი, ვის უნდა გადაეღო? რატომ მეკითხები?
-არაფერი დაივიწყე და მეც თავი დამანებე ძალიან გთხოვ.
-იქნებ გვეცადა
-თუ ასე კარგად მითვალთვალებდი ისიც გეცოდინება, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი ვისთანაც ვცადე.
-დარწმუნებული ვარ ეგ ცდა ამაო იქნება.
-ნახვამდის...
-დროებით ნია

*** **********
მთელი ცხოვრება ისე გადის, რომ რაღაც სასწაულს ველით. ველით და ყველაფერს ვაკეთებთ ეს სასწაული რომ დავიმსახუროთ. გვჯერა, მთელი არსებით გვწამს, რომ საუკეთესოს ვიმსახურებთ და მაშინ გვავიწყდება, რომ საუკეთესო არც არაფერია და არც ჩვენ ვართ ღირსნი წილად გვხვდეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო. მე ის შემთხვევა მქონდა, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი საუკეთესოს ან საერთოდ ვინმეს გამოჩენს. ახლა კი ერთის ნაცვლად ორი უცნაური ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ასე იყო, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ცვლილებებს, სწორედ მაშინ იცვლებოდა ყველაფერი. იცვლებოდა და ეს ცვლილებები მაიძულებდა ჩემი თავი შემეცვალა და მოვლენებზეც სხვა კუთხით შემეხედა.
********
-ნია დღეს ეს ყუთი მოტანეს, შენი სახელი აწერია
-ვინ მოტანა მამა?
-ზარი დარეკეს და მხოლოდ ყუთი დამხვდა, რომ გავედი
-უი რამხელა ყუთია, ნეტა რა არის
-ინტერესი მეც მკლავს შვილო. ოთახში მარტომ ძლივს შემოვიტანე ისეთი მძიმე იყო. შენმა თომამ გამოგიგზავნა?
-არ ვიცი ვნახოთ გავხსნი და
სიხარულისგან გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა ყუთიდან ცხრა ცალი ჩემი პორტრეტი, რომ ამოვაძვრინეთ მე და მამამ
-ყოჩაღ თომას, რა კარგი ნახატები აქვს
-საოცრებაა მამა.... ღმერთო ჩემო ესენი როდისღა დახატა, წერილიც დევს დაიცა
,, ბევრი რამე შეიძლება ვერ გამიგო, თუმცა რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია ბევრი არ გააკეთებდა, მაშინვე შემაქცევდა ზურგს, როცა გაიგებდა რამდენად სუსტი და ლაჩარი ვიყავი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის შესაყვარებლად წლებიც კი არ იყო საკმარისი, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა, როდესაც შენ გნახე. ერთი ნახვა და დანარჩენი სამი წლის შენს ირგვლივ ტრიალი საკმარისიც კი აღმოჩნდა შენზე გასაგიჟებლად. ალბათ გაგიჩნდება კითხვა ასეთი რა გავაკეთე, რომ თავი შეგაყვარეო, თუმცა ზუსტად შენმა უმოქმედობამ შემშალა. ხო შეშლა ქვია ჩვენს გრძნობას, ნორმალურები სახურავზე არ ხვდებიან და მხოლოდ ერთად გატარებული წუთებით არ ტკბებიან. ნორმალურები არ გიჟდებიან შენს თმებზე, შენს კანზე და იმ უძირო თვალებზე რომლებიც ყოველი შემოხედვის დროს ჭაობში მძირავრნ. მე არ მეგულება არაფერი ჩვენს სიყვარულზე წმინდა ნია. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს, რომ თომას უყვარხარ, იმდენად უყვარხარ, რომ ყველაფერზე თანახმაა. მაპატიე... მაპატიე, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მიწევს. მაგრამ სხვანაირად ჩვენი მომავალი ისეთი არ იქნება, როგორიც ორივეს გვინდა. უნდა წავიდე ნი. გეფიცები არ მახსოვდა თვეების წინ გაგზავნილი ნახატების არსებობაც კი. პარიზში უნდა წავიდე ერთი წლით. დღეს დილით დადებითი პასუხი, რომ ვნახე მაშინვე მინდოდა მენახე და მეთქვა, რომ არსადაც არ წავიდოდი და არ დაგტოვებდი. არ დავტანჯავდი ჩემს თავს და არც შენ, თუმცა ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. შენც კარგად იცი მე აქ რომ დავრჩე რა მომავალი გვექნება. დამიჯერე არც ჩემთვის იქნება ეს წელი ადვილად გადასატანი, მაგრამ დრო მალე გავა, ძალიან გთხოვ ჩემს ნახვას ნუ შეეცდები“.
მამის კითხვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გამოვვარდი სახლიდან. ახლა არ ილეოდა კიბის საფეხურები, ჩავრბოდი იმ ფეხებით რომლებსაც უკვე ვეღარ ვგრძნობდი. გული ყელში მებჯინებოდა და ნორმალურად სუნთქვაც აღარ შემეძლო. იმედი მქონდა, რომ მივუსწრებდი და დავემშვიდობებოდი. განა არ ვიცოდი რომ მისი კარიერისთვის უკეთესი იყო წასვლა? ისიც ვიცოდი ამას ჩემს გამო უფრო რომ დათანხმდა, მაგრამ უმისოდ გატარებული დღეები წინასწარ მტკენდა გულს.
თომას ბინასთან ასულს კარზე დასაკაკუნებლად აწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა. სახლიდან გამომავალი ჩხუბის გამო და გადავწყვიტე ჩუმათ შევპარულიყავი
-შენ გგონია მაგ ზღაპრებს დაგიჯერებ ლაშა?
-მერე და დაჯერებას ვინ გთხოვს ძმაო?
-სისულელეებს მოეშვი და მითხარი ეგ ფოტო საიდან გაქვს? როდის მომპარე?
თვალები კაკლისოდენა გამიხდა სავარძალში მოკალათებული ცისფერთვალება რომ დავინახე, რომელიც მშვიდად უყურებდა წინ და უკან მოსიარულე თომას
-ამას აქ რა უნდა თომა?
-ნია? შენ რას აკეთებ აქ
-წერილი ვნახე და მოვედი, ეს.... ეს შენთაან რას აკეთებს?
-ლაშას იცნობ?
-გავუმხილე ჩემი გრძნობები თომა. ჩაიცინა ლაშამ და ორივეს ირონიულად გადმოგვხედა
-რა გრძნობები ბიჭო შენ ხომ არ გააფრინე?
-მანაც ის ფოტო მაჩვენა რაც შენ თომა
-საიდან გქონდა თქო ლაშ ეგ ფოტო ამოღერღე თორე...
-თორე რა თომა მცემ?
-თუნდაც, კარგად იცი რომ არ გამიჭირდება
-როცა ნარკოტიკები გინდოდა მაშინ შენი მეგობარი ვიყაბი არა?
-შენ კარგად იცი ჩვენი მეგობრობა როდის დამთავრდა.
-კარგით, კარგით ნუ აიჭრებით გვრიტებო. ამ ქალბატონი ფოტო არსაიდან არ მომიპარია შენ წარმოიდგინე თომა. თუ გახსოვს იმ დღეს როდესაც ნია პარკში ვნახეთ ერთად ვიყავით. ნია მომეწონა და ფოტოც გადავუღე, საერთოდა არ მიფიქრია მაშინ შენც იგივე თუ გააკეთე. უნივერსიტეტში რომ მომაკითხე და კიბეებთან მდგარ ნიაზე რომ დამიწყე რაღაცეების გამოკითხვა მანდ ვიეჭვე, რომ შენც არ იყავი კარგ დღეში. მერე ისიც კი მითხარი მგონი შემიყვარდა და უნდა ვნახოო. მე კიდევ ,,კარგ“ რჩევებს გაძლევდი, მეგონა ოდესმე შეამჩნევდა როგორ დაყვებოდი უკან და შენი შეეშინდებოდა, მეგონა ნარკოტიკებისკენ თუ გიბიძგებდი გზიდან ჩამოგიშორებდი მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-თქვენ ნორმალურები თუ ხართ საერთოდ, რა სისულელებს მეუბნებით?
-რატომ ნია? წარმოიდგინე რომ თომას ვერ გაებედა და შენთან არ მოსულიყო. წაროიდგინე რომ მე დამესწრო, დავიჯერო არ შეგიყვარდებოდი?
-რეებს როშავ ბიჭო
-დაწნარდი თომა გოგოს ახევას არ გიპირებ... თუმცა კი ღირსი ხარ. ბავშვობიდან სულ ცდილობდი ჩემზე უკეთესი ყოფილიყავი და გამოგდიოდა კიდეც. რასაც ვნატრულობდი ყველაფერი შენ გისრულდებოდა. არც ხატვა გამომდიოდა და არც არაფერი, შენ კი .. შენ კი ყველაფერს თავს ართმევდი, ხომ ხედავ ერთი და იგივე გოგო მოგვეწონა და მან შენ აგრჩია. შენ შეგიყვარა. მე კი, როგორც ყოველთვის გვერძე ვრჩები და გზას გითმობ. არ შეგიყვარდებოდი ნია, არა და ეს მეც კარგად ვიცი...
-აჯობებს წახვიდე ლაშა... მისი მოსმენა უკვე აუტანელი იყო ჩემთვის. ჯერ თომას გამგზავრება იყო შოკი, შემდეგ კი ამ ლაშას გამოჩენა. რაღაც დოზით მმესმოდა კიდევ მისი, მაგრამ ვერ ვიგებდი ასეთი დოზით ეგოისტი როგორ უნდა იყო.
-ხო... წავალ... უბრალოდ მიდა იცოდეთ, რომ არ ვაპირებ ჩარევას.
-წადი!
*****
-ფრენა რომელზეა?
-სამ საათში ნი...
-მომენატრები
-ხომ იცი, რომ მეც მომენატრები?
-მონატრება კარგია.. ხო?
-ხო... ლაშა მადარდებს
-იცი შემეცოდა თომა, მაგრამ აშკარაა რომ ყოველთვის შენი შურდა
-მე კი ყოველთვის ვცდილობდი ამ აზრს გავქცეოდი. ერთად გავიზარდეთ, ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და ხომ ხვდები, როგორ უნდოდათ დავახლოებულიყავით
- მესმის, მაგრამ ნარკოტიკების ამბავი როგორ იყო?
-ბავშვობაში ერთად გავსინჯეთ, მერე არც მეგონა თუ ლაშა სისტემატიურად მოიხმარდა. ვიჩხუბეთ კიდეც თანაც ისე რომ დიდი ხანი ერთმანეთ არ ველაპარაკებოდით, მაგიტომ ვუთხარი ჩვენი მეგობრობა კარგახანია მორჩათქო. მერე დედის ავადმყოფობა გავიგე, სულ შემთხვევით შემხვდა ქუჩაში. იმ წუთებში არც არავინ მყავდა ვისი იმედიც შეიძლება მქონოდა, ჩემთან ავედით დავლიეთ, მერე მოვუყევი თუ რა მიჭირდა და ფხვნილი დამიტოვა. კვირაში ერთხელ მნახულობდა და ,,მპატრონობდა“ მერე ჩვენი ურთიერთობაც აეწყო. ვეჩხუბებოდი არაფერი არ ამოიტანო როცა ამოხვალ შევეშვი მაგასთქო. თუმცა ხან რომელ უჯრაში ვაწყდებოდი პაკეტებს ხან რომელში
- რას ვიფიქრებდი ასეთი კავშირი თუ ექნებოდა შენთან. პირველად რომ ვნახე უნივერსიტეტთან ისეთი ენერგია მოდიოდა მისგან გეფიცები შემეშინდა, ვიცი უნდა მეთქვა შენთვის მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვი..
-არაუშავს ნი.. დამპირდი რომ თავს გაუფრთხილდები კარგი?
-კპირდები თომა.

*****
სუსხიანი ზამთარი როგორ გადავიტანე არც მახსოვს. ნორმალურად არც უთოვია და არცერთი შთამბეჭდავი კადრი არ მახსოვს ზამთრის დღეებიდან, თავს რომ დამამახსოვრებდა. ახლაც უნივერსიტეტს და სახლს ვერ გავცდი.იმის მიუხედავად რომ ზაფხულის ცხელი დღეებია სახლში ამოხუთვას ვამჯობინებ, თანაც ერთ კვლევაზე დავიწყე მუშაობა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება. თომა მშვენივრად მოეწყო პარიზში. მისი თქმით მოსწონთ ფრანგებს მისი ნახატები, შემოდგომაზე პატარა გამოფენას ვაწყობ და მერე ჩამოვალო, ვინ იცის იქნებ სრულიად შემთხვევით ჩემთვისაც მოიძებნოს ამ გამოფენის მოსაწვევი.
-ჟიზელ როგორ ხარ?
-ნია შენ ხარ? კარგად შენ როგორახარ?
-მეც კარგად ჟიზელ. თომა რამეს ხომ არ ხვდება?
-არა რას ამბობ, ყველაფერს ისე მოვაგვარებ, რომ შენი ჩამოსვლის შესახებ ვერ გაიგოს
-გამოფენისთვის რომელი რიცხვი შესთავაზე?
-ცხრა სექტემბერი, როგორც შენ მითხარი, თავიდან ცოტათი შეცბუნებული მეჩვენა, მაგრამ მერე დამთანხმდა
-ძალიან კარგი, დიდი მადლობა ჟიზელ
-არაფრის ნია. თომასგან ვიცი როგორ გიყვართ ერთმანეთი და სიხარულით გეხმარები.
****
ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა კვლევა დამემთავრებინა და პარიზში გასამგზავრებლად დამეწყო მზადება. ცხრა სექტემბერს ხომ ერთი წელი შეუსრულდებოდა სახურავზე, ვარსკვლავების ქვეშ დაწყებულ ამბავს, რომელსაც კიდევ მრავალი წელი არ ეწერა დამთავრება... ისევ ვივლიდით პლედით და საღებავებით ჩემი კორპუსის საზურავზე, ისევ ვიგრძნობდი მის ტუჩებს... სიცივეც და სითბოც ერთიანად შემოიჭრებოდა ჩემში, ერთმანეთში აირეოდა და უსწრაფესად მოიცვდა ჩემს სხეულს... მინდოდა დრო სწრაფად გასულიყო, მინდოდა ისევ მენახა სიბნელე შეპარული თომას მწვანე თვალები. მის თვალებში ისევ დავინახავდი უთვალავ ვარსკვლავს ერთად მოლიცლიცეს... ისევ გავგიჟდებოდი ამდენ გიჟში გაგიჟებული. ერთი სული მქონდა დამენახა მისი სახე, როდესაც გამოფენაზე მნახავდა, ალბათ ახლა უფრო მეტი ვარსკვლავი ჩაეტეოდა ჩაბურულ მწვანე თვალებს.



№1  offline წევრი შამხათი

კარგი იყო, მაგრამ რაღაც უკმარისობის შეგრძნება დამრჩა, დასასრული არ მომეწონა, უფრო ვრცლად შეიძლებოდა. მთლიანობაში ძალიან კარგი იყო.

 


№2  offline წევრი მარიამი”

ბოლოს მიაფუჩეჩე თითქოს წერა შეგეზარა ისეთი გრძნობა დამრჩა.თავიდან კარგი იყო.

 


№3 სტუმარი Nino

ძალიან კარგი იყო მომეწონა... მართალია ასეთ დასასრულს არ ველოდი მაგრამ მაინც კარგი იყო

 


№4  offline წევრი NA NO

მადლობა ჩემო კარგებო, <3 თავებად ვდებდი ამ ისტორიას და ბოლოს უკვე საერთოდ ვეღარ ვწერდი, ამიტომაც აქვს ესეთი დასასრული <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent